შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკუღმართი ქორწინება (2 ნაწილი {2})


11-05-2015, 16:48
ავტორი MyLove
ნანახია 5 791

*_*_*_*_*
თქვენივე თხოვნით, ვაგრძელებ ელენესა და დათას ისტორიასაც. ყოველი თავი, ორ ნაწილიანი იქნება, ერთი ტაისიასა და ლექსოზე, მეორე ელენესა და დათაზე...
(ელენეს და დათას ისტორია გაცნობის დღიდან იქნება აღწერილი)
* * *

უკვე სამი თვის ორსულია ტაისია და მთელი ოჯახი თავს ევლება. ტყუპებიც აღარ ცელქობენ და მორჩილად ღებულობენ დედ-მამის შენიშვნებს. მართალია, სახლმა ცოტათი მოიწყინა ტყუპების ცელქობების გარეშე, თუმცა ასე ნამდვილად სჯობს. ცოტა არ იყოს გამიზეზებული ორსულობა აქვს ტაისიას, ტოქსიკოზი და თავბრუსხვევები აწუხებს, ამას ემატება მისი ჭირვეულობა და პრიკაზები და ერისთავი ჭკუიდან იწევა, ნერვები აღარ ჰყოფნის ცოლის გამოხტომასა და ტირილზე. ცდილობს, არ შეიმჩნიოს და გაუგოს, ასეთი რთყული ორსულობა ტყუპებზეც კი არ ჰქონია. მის ყოველ სურვილს დიდი სიხარულით ხვდება, თვითონაც სიამოვნებს ცოლის "ბრძანებების" შესრულება, რასაც უაზრო გამოხტომები ხშირად აბათილებს.
-ტაისია, მოვედი! -სამსახურიდან უამრავი პარკით ხელდამშვენებული წავიდა სამზარეულოსკენ, შემდეგ კი დივანზე წამოკოტრიალებულ ცოლს მიუახლოვდა და გემრიელად დაუკოცნა მთელი დღის მონატრებული ტუჩები. -როგორ არის ჩემი გემრიელი ცოლი?
-ცუდად, -ამოიქსუტუნა ცრემლმორეულმა და მომავალი კაპრიზისთვის გმირულად მომზადებულ ქმარს გადახედა.
-რამე მოხდა?
-კი, მომენატრე, -ამოიქსუტუნა და ქმარს კისერზე მოხვია სუსტი ხელები. ერისთავმაც თავის კანტურით მოხვია ხელი წელზე და თავი მის კისერში ჩარგო. მთელი ყელი ხმაურით დაუკოცნა და ღრმად ჩაისუნთქა მისი სურნელი.
-მამას პრინცესა? -ქალის მუცლისკენ გააპარა თვალი, შემდეგ კი ოდნავ გამობურცულ მუცელზე ხელი მიადო.
ნათლად დაესახა თვალწინ ყოველი წამი, რომელსაც მის პატარა პრინცესასთან, ელენესა და ტყუპებთან ერთად გაატარებდა. პატარა გოგონა, ალბათ, ტაისიას დაემსგავსებოდა, მასსავით ლამაზი და ეშხიანი იქნებოდა. ტანში ჟრუანტელი უვლიდა ამ ყველაფრის წარმოდგენისას და ბედნიერებით ევსებოდა გული. მართალია, ტყუპების მშობიარობას ვერ დაესწრო, თუმცა ამ ნამცეცას დაბადებისას აუცილებლად ცოლის გვერდით იქნება. ტკივილისგან აკივლებულს, ხელს დაუჭერს და თვალებით აგრძნობინებს რომ მასთან არის მთელი გულითა და არსებით.
-გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა? -ღიმილით ჰკითხა ქმარს, როდესაც ტირილს მორჩა და ლექსოს თმას მოეფერა. კაცმა თავი კალთაში ჩაუდო და ღიმილით ჩახედა ცისფერ თვალებში.
-მაგას რა დამავიწყებს? მაშინ ის გიორგი კინაღამ ვცემე, შენ კი საყვედური მე მომარტყი, -ბავშვობის ინციდენტი გაიხსენა ერისთავმა.
-მაგაზე არ გეუბნები, ეგ არ მახსოვს, -წარბი ასწია გოგონამ, თუმცა მაინც გაეღიმა.
-აჰ, ბავშვთა სახლში რომ შევხვდით! ისეთი სახე გქონდა მაშინ, ალბათ რომ არ დამეთმო შემჭამდი!
-შენ რა დამითმე? -წარბები მაღლა აზიდა და გაკვირვებულმა ჩახედა თაფლისფერ თვალებში. -როგორ შემეწინააღმდეგე, ახლა კი უნამუსოდ მეუბნები დაგითმეო! -მხარზე მსუბუქად უჩმიტა ახარხარებულ ლექსოს, რომელსაც ცოლის ბავშვურმა გამოსვლამ ღიმილი მოგვარა.
-კარგი ხო, რა მოხდა! -მხრები აიჩეჩა ერისთავმა და თავი მუცლისკენ გადაატრიალა, რომელსაც ცხვირის წვერით ეხებოდა. -ნეტავ ესმის ჩვენი საუბარი? -საოცრად დამაინტრიგებელი კითხვა დასვა ლექსომ.
-რა სულელი ხარ!- დასცინა ქმარს, -ჯერ სმენა საერთოდ არ აქვს განვითარებული.
-ბავშვს რომ გააჩენ, გინდა მუშაობა დაიწყო? -შეპარვით ჰკითხა ცოლს.
არა და როგორ ვერ იტანს, ტაისია რომ იღლება.. თუმცა, ეს ბოლო ორი თვეა აკვირდება და სახლის საქმეები უფრო ღლის ქალს, ვიდრე სამუშაო. მუდამ ოთხ კედელს შორის გამომეყვდეულს, ბავშვების დევნა და მწყემსვა უწევს. თვითონაც არ იცის, რა იქნება სწორი და სასარგებლო ცოლისთვის, ისიც არ უნდა, რომ აწყენინოს, ამიტომ ამ გადაწყვეტილების მიღებაში მისი აზრიც უნდა გაითვალისწინოს. რა თქმა უნდა, მის აზრს ყოველთვის ითვალისწინებს, მაგრამ ამ შემთხვევაში განსაკუთრებულად.
-შენ მამუშავებ? -დაწვრილებული ხმით ჰკითხა ქმარს ტაისიამ ისე, რომ მის თმაზე თამაში არ შეუწყვეტია.
-თუ მოგინდება, ოღონდ ძალიან არ უნდა დაგღალოს! ბავშვებისთვის ძიძა ავიყვანოთ. შენთვის როგორც უკეთესი იქნება, ისე მოვიქცეთ! ოღონდ ეს ყველაფერი მშობიარობის შემდეგ! -გამაფრთხილებლად დაუქნია საჩვენებელი თითი და მუცელზე აკოცა.
-თუ ძალიან დავიღლები,გპირდები, აუცილებლად შევეშვები! -ცხვირზე გახარებულმა აკოცა და ახლა უფრო მოხდენილი მანერებით წაეთამაშა თმაზე.
-სახელები მოფიქრებული გაქვს? -სიჩუმე დაარღვია ლექსომ.
-არა, მაგრამ ჯერ კიდევ ექვსი თვეა წინ! ეგ არაფერი, მოვიფიქრებ! -ხელი ჩაიქნია გოგონამ და ტუჩები გააცმაცუნა.
-რამე გინდა? -ცოლის მანერებიდან გამომდინარე, სურვილებს მიუხვდა ერისთავი და ტანი ზატნად აზიდა.
-კი, -ეშმაკურად აათამაშა წარბები. -არ მაკოცებ? -ქვედა ტუჩი გამობრიცა გოგომ.
-მაგაზე დაგწყვეტ გულს? -წარბები აათამაშა ერისთავმა და ნელი სვლით მიუახლოვდა ცოლს. ბროწეულისფერ ტუჩებს გამომწვევად შეავლო გამომცდელი მზერა, ცხვირით ოდნავ წაეთამაშა ტაისიას კურნოსა ცხვირის წვერს და ქვედა ტუჩი გაილოკა. "პროვოკატორის" როლის მორგება, ისეთი სასიამოვნო და ამავდროულად მაცდუნებელიც იყო, რომ გული წაუვიდა, სანამ გოგონა არ წაიწია მისკენ და არ აკოცა.
-მე მინდოდა, შენ გეკოცნა! -ტუჩები მობუსხა ჭელიშვილმა.
ლექსომ წარბები მაღლა აზიდა და ორსული ცოლის გაბრაზებაც კი მოახერხა.
-ღორმუცელავ, კიდევ არ გეყო? -ოდნავ დაბრიცა ტუჩები ქალის გასაღიზიანებლად და წარბები შეკრა.
-ნახე, სანატრელს გაგიხდი ჩემს კოცნას! -გამაფრთხილებლად დაუქნია ქმარს თითი და ხელები გადააჯვარედინა.
-ოჰ, ოჰ, ოდნავ მოგიახლოვდე და მეტი აღარ გინდა არაფერი! - ტაისიას გაჯავრებას არ ეშვებოდა ერისთავი.
-მე გაგაფრთხილე! -გამოსცრა კბილებს შორის და ქმარს ზურგი აქცია.
-ცოლი გამიბრაზდაო, -ხელი წელზე ნელ-ნელა შეუცურა გოგონას და თავი მის ყელში ჩარგო. -მაგრამ როგორ შემოვირიგოო?
-თავში ტაფა ჩაირტყი და ისეო, -ირონიულად გაიჟღერა ჭელიშვილის ხმამ და ლექსოს ოდნავ მოუჭირა თმაზე ხელი.
-მე ვფიქრობ, რომ ძალიან, ძალიან ბევრი უნდა ვაკოცო და ისეო! -წარბები ააციმციმა და მთელი ყელი ხმაურით დაუკოცნა.
* * *
სწავლა ახალი დაწყებული იყო, კლასს მასწავლებელმა გამოუცხადა, რომ სტუდენტებისთვის ტრენინგები უნდა ჩაეტარებინათ. ამ ყველაფრის უფლება კი, სამოქალაქო კლუბის წევრებს ჰქონდათ. ყველა ერთად შეკრიბა დირექტორმა და მიმართულება მისცა. ელენე აძაგძაგებული ისმენდა ქალის საუბარს და ტანში ცრიდა. როგორ არ უნდოდა და ეუხერხულებოდა მასზე უფროსებთან გასაუბრება, თუმცა ესეც ერთგვარი პრაქრიკა იქნებოდა.
ხუთი გაკვეთილის შემდეგ ყველა კლუბში შეიკრიბა. აუდიტორია გადავსებული იყო სტუდენტებით. კიდევ კარგი, ერისთავს არ მოუწია პრეზენტაციის გახსნა, თორემ ნერვიულობისგან გული წაუვიდოდა. წარმატებით ჩახურა პირველმა ორმა მოსწავლემ გამოსვლა და ახლა ერისთავის ჯერიც მოვიდა. კანკალით გავიდა სცენაზე და გაზეპირებული ტექსტის მოყოლა ისე დაიწყო, თვითონ საერთოდ ვერ იაზრებდა, რას ამბობდა. მართალია, ყველა მას უყურებდა, მაგრამ ერთი ადამიანის დაჟინებულმა მზერამ, მისკენ გადაატანინა ყურადღება და საოცრად სიმპათიურ, ახალგაზრდა ბიჭს შეეჩეხა. თაფლისფერი თვალები და ამავე ფერის, მოკლეზე შეჭრილი თმა ჰქონდა. ოდნავ გამოკვეთილი ყბები და საოცრად ლამაზი ფორმის ტუჩები. ასეთ ბიჭზე ნებისმიერი გოგო იოცნებებდა. მისი მზერით დაბნეულმა სწრაფად მოარიდა თვალი და საუბარი განაგრძო, თან აუდიტორიას ათვალიერებდა, თუმცა თაფლისფერ თვალებას მზერას მაინც გრძნობდა და მთელი სახე ეწვოდა.
როგორც იქნა ჩავიდა ბოლომდე და სული მოითქვა, ღიმილით გამოემშვიდობა საზოგადოებას და კლასელებს შეუერთდა. ამის შემდეგ, იმ ბიჭისკენ არც კი გაუხედავს. იცოდა, ბრინჯივით დაიბნეოდა და გაწითლდებოდა, ამიტომ ისევ სტაბილურ მდგომარეობაში ყოფნა არჩია.
იმ საღამოს სახლში დაბრუნებულმა ტაისიას ყველაფერი მოუყვა. ზედმეტი პედანტიზმი ახასიათებს ელენეს, ყველა წვრილმანს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს და გულთან მიაქვს, რაც მის ემოციურობას განაპირობებს.
ამ შეხვედრიდან, დაახლოებით, ხუთი პრეზენტაცია შედგა, ის ბიჭი კი არც ერთ მათგანს არ აცდენდა. ერისთავი ისევ კულტურულად აცილებდა მზერას. უკვე კარგად მოირგო პრეზენტატორის როლი და უხერხულობასაც ნაკლებად გრძნობს, თუმცა ამდენი ხალხის მზერა მაინც ზაფრავს.
საღამო ხანი იყო, მათემატიკის მასწავლებლიდან ბრუნდებოდა, თან რაღაცას ჩიჩქნიდა ტელეფონში. გონს ვიღაცის მკაცრმა და კატეგორიულმა ხმამ მოიყვანა და შიშისგან შეხტა.
-ასე გვიან ბრუნდები მასწავლებლიდან და ირგვლივ მიმოხედვაც კი არ გინდა. ამ დროს, ვინმე რომ გამოხტეს და შეგაშინოს რას იზამ? -ის თაფლისფერ თვალება იცნო, პრეზენტაციიდან და ტანში გასცრა. მისმა ხმამ დაამუნჯა და ორი სიტყვის ამოთქმის საშუალებაც კი დაუკარგა.
-უკვე შემაშინეს, -ამოიბურტყუნა თავდახრილმა. ეს უკვე დიდი მიღწევა იყო, ერისთავმა უცხოსთან ხმა ამოიღო.
-განგებ არ მინდოდა, გაგფრთხილე. -ზედმეტი კონკრეტულობით გამოირჩეოდა ეს ბიჭი, მგონი. სიტყვაძუნწი ხალხი დიდად არ მოსდის თვალში ელენეს.
პასუხის გაცემაზე არც კი უფიქრია, ისე გადაწყვიტა გვერდის ავლა. ბიჭმა მკლავში ხელი ჩაავლო და საწყის პოზიციას დაუბრუნა გოგონა.
-სახელს არ მკითხავ? -წარბები მაღლა აზიდა და სიგარეტის ერთი ღერი ამოაძვრინა ყოლოფიდან. გოგონასთვის ხელი არც კი შეუშვია ისე მოუკიდა თამბაქოს ცეცხლი და იმხელა ძალით ჩაისუნთქა, ლამის ფილტრამდე დაიყვანა.
-უნდა გკითხო? -მისი შეხებით გამოწვეულმა დაბნეულობამ პიკს მიაღწია და ძლივს მიაწება ორი სიტყვა ერთმანეთს.
-კარგი, საიდუმლოდ დავტოვოთ. -მარჯვენა ტუჩის კუთხე ღიმილით ჩატეხა და თვალები ოდნავ მოჭუტა. ისეთი საოცარი ღიმილი ჰქონდა, გოგონას გულში რული დომხალი დაუყენა. ასეთი ღიმილით რომ ადამიანი გაგიღიმებს, როგორ არ დაიბნევი?
-არ წახვიდე რა ჯერ,-მუდარა გაისმა ბიჭის ხმაში და კიდევ ერთი ღრმა ნაფაზი დაარტყა, -ვილაპარაკოთ. -ხის ძელზე ჩამოჯდა გოგონასთან ერთად,მისი ხელი გასაშვებად ისევ ენანებოდა.
თავს დაცულად გრძნობდა,თუმცა გულში მაინც შეპარვოდა შიშის ნოტები, უცნობთან ერთად ყოფნას რომ იშველიებდა მიზეზად.
-სულ ასე ჩუმად ხარ? -ისევ იმ ღიმილით გაუღიმა გოგონას, ასე ძალიან რომ მოსწონდა უკვე.
პასუხად კვლავ არაფერი უთქვამს ერისთავს, მხოლოდ მხრები აიჩეჩა და გაუღიმა.
-დამაგვიანდება და სახლში გამიბრაზდებიან, -ძლივს მოისაზრა, რომ ამდგარიყო და მალე მოცილებოდა აქაურობას, თორემ ამ ბიჭთან ახლოს ყოფნა გულს უხეთქავდა.
-დაგსჯიან? -ბიჭიც წამოდგა და წინ წასულ გოგონას ორი ფეხის ნაბიჯზე დაეწია.
-არა, არ დამსჯიან.. უბრალოდ, არ მინდა დაგვიანებით მისვლა, თან გაკვეთილებიც ბოლომდე არ მისწავლია.
ბიჭმა დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ ჩანთა გამოართვე ელენეს, მიუხეხავად იმისა, რომ მძიმე არ იყო. ხმას არც ერთი იღებდა, დროგამოშვებით გადახედავდნენ ერთმანეთს, მერე ისევ მოაცილებდნენ მზერას და ა.შ.
სახის გამომეტყველება რამდენიმე წამში შეეცვალა ბიჭს. მთელი სხეული დაეჭიმა და მკვეთრად გამოესახა მასზე ძარღვები. გკვირვებულმა შეხედა ელენემ მათ წინ მდგარ ამაზრზენად მომღიმარ სილუეტს, რომლის ნახვაც ასე არ ესიამოვნა თაფლისფერ თვალებას.
-ოჰ, ბატონ დათას ახალი გოგო "აუგდია",-საზიზღართან ერთად ირონიულიც იყო ბიჭის ტონი.
დათამ მუშტები შეკრა და უსიტყვოდ გადადგა ერთი ნაბიჯი გამღიზიანებელი სილუეტისკენ. სწრაფად მოისაზრა ელენემ, რაც აქ შეიძლება მომხდარიყო და მომუშტულ ხელზე ჩააფრინდა წინ წაწეულ ბიჭს, რომელიც მის შეხებაზე შეჩერდა და უკან დაბრუნდა, ერისთავის გვერდით.
თითქოს გამწარებულ გულზე, გოგონას შეხება მალამოდ გადაევლო და ოდნავ დაამშვიდა, მაგრამ მაინც მთელი სხეული უდუღდა ლაშას დანახვისას. მისი ცემის სურვილი ყელში უჭირდა და რომ არა გვერდით ელენე, აუცილებლად მიახრჩობდა.
გოგონას ხელს თავისი მსუბუქად მოუჭირა და ანიშნა, რომ ცუდს არაფერს გააკეთებდა.
-წესიერად, ლაღაძე! -სიმტკიცე და ბრაზი ერთად აწვებოდა ყელში.
-არ "დაგევასა" ტონი, თუ რა მოხდა? ლამაზია, -ხელი გოგონას სახისკენ წაიღო ლაღაძემ, თუმცა მალევე გაუკავა დათამ და ისეთი ძალით მოუჭირა, რომ სახსრები გაუთეთრდა, ლაშას კი ტკივილისგან სახე დაეღმიჭა.
-მე და შენ ცალკე ვილაპარაკებთ, -ხელი შეუშვა თუ არა ბიჭს, შეშინებულ ელენეს მაშინვე წელზე უბიძგა, რომ წინ წასულიყო.
დაფეთებული, ჯერ ვერაფრის გააზრებას ვერ ახერხებდა. იმხელა ზიზღი ტრიალებდა დათას თვალებში, ჩახედვა შეეშინდა. სახლს ისე მიუახლოვდნენ, ხმა არ ამოუღიათ. დათამ ჩანთა მისცა და თვალებში ჩააჩერდა გოგონას.
-ნახვამდის, -ძლივს ამოღერღა ერთი სიტყვა. გულის სიღრმეში კი უნდოდა ეთქვა, იმ ლაღაძის სანახავად არ წასულიყო. დარწმუნებით შეეძლო ეთქვა რომ ცემდა ლაშას.. შეშინებული ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა.
-არ ინერვიულო,არაფერი მოხდება. -მიუხვდა გოგოს სადარდებელს და შეეცადა დამაიმედებლად გაეღიმა, თუმცა ნაკლებად გამოუვიდა.
-კარგი. -ჩამწყდარი ხმით უთხრა და შეძლებიდაგვარად გაუღიმა.
-დამპირდი, რომ არ ინერვიულებ. -ხელის გაშვებას არ აპირებდა დათა.
-დამპირდი, რომ არ იჩხუბებ. -წინადადება შეუბრუნა გოგონამ.
-ელენე! -მკაცრად გაისმა ბიჭის ხმა ირგვლივ.
-ჩემი სახელი საიდან იცი? -გაკვირვებისგან პირი დააღო.
-იმ გოგოსთან არასოდეს მივდივარ, რომლის შესახებაც არაფერი ვიცი. -თვალი ჩაუკრა, შუბლზე აკოცა და მოცილდა.
ერისთავი კიდევ კარგა ხანს იდგა გაშტერებულ-გაკვირვებული და დათას საქციელს ახსნას ვერ უძებნიდა. მერე სახლში ავიდა და ისე, რომ არავისთვის არაფერი უთქვამს საკუთარ ოთახში შეიკეტა.
გვიანობამდე მეცადინეობდა. ყურადღება ნახევრად დათასკენ ჰქონდა გადართული და ვინ იცის, რამდენჯერ დაიზეპირა ფიზიკაში ერთი და იგივე ფორმულა, რომელიც მეორე წამს არ ახსოვდა.
ღამის თორმეტი საათი იქნებოდა, უცხი ნომრიდან მესიჯი რომ მოუვიდა.
"არ ინერვიულო." მაშინვე მიხვდა ვინც იქნებიდა. პასუხის მიწერაზე დიდხანს იყოყმანა, თუმცა ბოლოს მაინც სასურველ დასკვნამდე მივიდა.
"არ იჩხუბო"
"ყველაფერმა ჩაიარა" რამდენიმე წუთის შემდეგ მოუვიდა პასუხი და გულზე მოეშვა.
"ძილინებისა" ტკბილი ძილი უსურვა და ის-ის იყო, ტელეფონი ბალიშის ქვეშ უნდა ამოედო, რომ მესიჯი მოუვიდა იმავე შინაარსით და გაეღიმა. ბალიშზე თავი დადო და მალევე ჩაეძინა.
დათას კი ღმერთმა უწყის, როდის სძლია ძილმა. გახეთქილი წარბი ეწვოდა და ერთ ადგილას ვერ ისვენებდა. მართალია, ლაღაძე ტრავმატოლოგიურში დააწვინეს, თუმცა უარესი მოუწევდა, თუ ასე გააგრძელებდა.
ქუჩაზე დამოკიდებული ბიჭი არასოდეს ყოფილა, არც ბირჟაზე აღამებდა და ათენებდა.. როცა საჭიროდ მიიჩნევდა, ბიჭებთან ერთად იკრიბებოდა კიდეც. უმეტესად მამამისს ეხმარებოდა საქმეებში, ახლა კი ერთით მეტი საზრუნავი ექნება ელენეს სახით, რომელსაც სიამოვნებით გაუმკლავდებოდა. არ იცის, როდის შემოაღწია ამ ქალბატონმა მის გულში, თუმცა ფაქტია დღე-ღამის აღქმის საშუალებას არ აძლევდა. მასზე ზრუნვა, მისი დაცვა და ჩახუტება კი მისი ყველაზე სასიამოვნო საქმიანობა გახდა. არავის მისცემდა მისი წყენინების უფლებას და ყველას ისე გაუმკლავდებოდა, როგორც იმსახურებდა.. ლაღაძეზე უარესადაც კი!
-----------------
მადლობა ყველას, ვისაც გახსოვთ ეს ისტორია, თქვენ არ იცით, თქვენი სიტყვებით რამდენად გამახარეთ.
დაახლოებით, 1,750 სიტყვაა, ერთ დღეში ნორმალურია, წაშლილის კვალობაზე. wink აბა, გამახარეთ და ''დამამუზბომბეთ'' :დდ



№1  offline წევრი კოტი

მომეწონა მომეწონა და მომეწონა მაგრამ იმედია ტაისია და ლექსოზე წერას არ შეეშვები
--------------------
ცაში ანგელოზი მათ მომავალს წერდა

 


№2  offline წევრი grifini

აუუუუ მე რომ დათას სურათი მინდა ?!

 


№3  offline წევრი anni123

მომწონს wink კარგია winked

 


№4  offline წევრი ტასიკო

კარგიაა ძალიან ,, ხო კიდე რა მინდოდაა მეთქვაა თუ სწორად მახსოვს ტყუპებამდე ტაისიას და ლექსოს დემეტრე ყავდათ და რატომ ნოტეხე ერისთავების ოჯახიდან?

 


№5  offline წევრი NA NO

გვახსოოვს რომელიააააა კარგი იყო ძაან love

 


№6  offline წევრი Heartbeat

მაგარია ლუცი'ფერ მიყვარხარ უზომოდ და უნიჭიერესი ხარ! ❤️❤️❤️
--------------------
გაიღიმეთ..მთავარია პოზიტივი❤️

 


№7  offline მოდერი D-roni

ოპა ოპა ოპაა love ისე გამიხარდა ელენეს ისტორიის დანახვა ცეკვა დავიწყე wink
კარგი გოგო ხარ აი ძალიან ძალიან მაგარი გოგო ხარ და წარმატებები love

 


№8  offline წევრი lamazmani

ძაან მაგარია მაგარი გოგო ხარ ველი ახალ თავს love

 


№9 სტუმარი nato chubinidze

კიმაგრამ წინა თავში უკვე ყავდა პატარა გოგონა ტყუპების მერე.ისე კარგი წასაკიტხია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent