შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როდესაც მარტო რჩები (7)


11-05-2015, 18:42
ავტორი Тикуна
ნანახია 2 210

ვიდექი მაგრამ ჩემთვის ყურადღება არ მოუქცევია, არც ვამტყუნებ შეუძლებელია ასეთ დროს სხვა რამეზე ფიქრი.
მოსაცდელ დერეფანში, ლიკა კრესლოში ზის და ნერვიულობისგან ფრჩხილებს იჭამს, ნია იქეთ-აქეთ დადის და გამუდმებით ქვემოდ იხედეება, მე კარებთან ვდგავარ და ველოდები ოპერაციის დასრულებას.
ნიამ საათს დახედა:- 5 საათია შეყვანილი ყავთ, ამდეხანს რითვერ დაასრულეს ეს წყეული ოპერაცია!
-ალბად ძალიან მძიმედაა.-( თქვა ლიკამ)
მე ვერ მოვითბინე, მინდოდა ხმამაღლა მეტირა და საავადმყოფოს ეკლესიაში ჩავედი.ჩემი ბრალია! მხოლოდ ჩემი! რო არ გამეშვა, მისთვის რო არ დამეჯერებინა ასე არ მოხდებოდა. ახლა რაგავაკეთო? ღმერთო დაეხმარე მას! ის არუნდა მოკვდეს. ხატთან დაჩოქილი ვლოცულობ,ამ დროს ლიკა მიახლოვდება და ჩემთან ერთად იწყებს ლოცვას.
ის კარგად იქნება!_( მეუბნება ლიკა და მიყურებს). მე ტირილს თავი ვერ გავართვი და ამ სიტყვების გაგონებისას უფრო ცუდად გავხდი ის ადგა მომიახლოვდა და მომეხვია ცდილობს გამამხნევოს არადა იცის რო ეს ასე არ იქნება.
ვიცი რო გიყვარს!_( მეუბნება ლიკა. )
-რაა?( გაკვირვებული შევხედე მას.)
-ბექას გოგოებიდან არავინ არ მოსულა საავადმყოფოში და არ ულოცია მუხლებზე დაჩოქილი მასზე.ვიცი რო გიყვრს, ნუ მალავ ამას.
- მეე არ შემიძლია! ნია ჩემი საუკეთესო დაქალია ის კი მისი შეყვარებული.
- მერე დაელაპარაკე მას! _( ლიკა)
- ნიას?
-ხოო
- ვერ შევძლებ! არვიცი ეს როგორ გავაკეთო.
- შენ შეძლებ!_( მითხრა ლიკამ და წავიდა)
ლიკას სიტყვებმა დამაფიქრა და გადაწყვეტილება მივიღე, უნდა დაველაპარაკო! ნიას მივუახლოვდი და ნერვიულობისგან გაშაებული ვეუბნები მას. - უნდა დაგელაპარაკო! ვუთხარი და უკან წამოვედი ეკლესიაში, ნია მომყვებოდა და ხმას არ იღებდა. ეკლესიაში არავინაა ირგვლივ სიჩუმე სუფევს.
-რაზე უნდა ვილაპარაკოთ? ნუთუ ხვალამდე არ მოიცდის?( დაარღვია საუკუნოვანო სიმშვიდე ნიამ)
-ვერ მოიცდის! (შევაწყვეტინე საუბარი) მე.. მე ბექა მიყვარს! (ძვლივს ამოვიღე ენა. ნია მიყურებს დაა დუმს ვხედავ როგორ ჩამოსდის კურცხალი და მესმის როგორ ეცემა ნიას ძვირფას ფეხსაცმელს.) -რამე მითხარი გთხოვ!
- ჰაერი მჭირდება! (თქვა ნიამ და ჩქარი ნაბიჯებით გავიდა გარეთ) მთელი გულით მინდოდა მისთვის დამეძახა გამემხნევებინა და მეთქვა რო ეს ყველაფერი არაა სიმართლე, მეთქვა რო მე არ მიყვარს ჩემი დაქალის შეყვარებული, მაგრამ არ შემეძლო რადგან მე მიყვარდა ჩემი საუკეთესო დაქალის შეყვარებული. იმ წუთას ვიგრძენი რო ყველაზე საშინელი ადამიანი ვიყავი მთელს მსოფლიოში და მე მრცხვენოდა საკუთარი თავის.
რამოდენიმე წუთის შემდეგ ტაძრიდან გამოვედი და მიმდინარე ბილიკს გავუყევი. აზრზე არ ვიყავი სად და ვისთან მივდიოდი მაგრამ დანამდვილებით ვიცოდი რო უკან ვეღარ დავბრუნდებოდი.უაზროდ ხეტიალისას ვერც კი შევამჩნიე როგორ მივუახლოვდი ულამაზეს მაგრამ ამადროულად ძალიან დიდ ლურჯ ზღვას. ზღვის სანაპიროზე ვიჯექი როდესაც ტელეფონმა დამირეკა, ჩანთიდან ამოვიღე და ვუპასუხე.( ლიკამ დამირეკა და შემატყობინა ოპერაციის დამთავრების შესახებ). ექიმებს ექვსი საათის შემდეგ ოპერაცია წარმატებით დაუმთავრებიათ მაგრამ ბექა გონს ჯერ არ მოსულა. რას არ გავიღებდი ბექას გაღვიძებიისას იქ ვყოფილიყავი მაგრამ მხოლოდ ნიას და ლიკას შეეძლოთ მასთან ყოფნა და არა ვიღაცა 19 წლის გოგოს რომელიც მასთან სახლში მოსამსახურედ მუშაობდა.. ყველა ნახევარ საათში ვურეკავდი ლიკას ამბის გასაგებად და ერთერთ დარეკვისას მითხრა რო „გონს მოვიდა და მასთან პალატაში ნია არის შესული“. ბედნიერების ცრემლები იმ ზღვას გავდა რომელიც ჩემს წინ უსასრულოდ ღელავდა.
მთელი ღამე გავათენე სანაპიროზე, გამიმართლა რო ივლისის შუა რიცხვები იყო და რო არ გავიყინე. დილით მარტოსული გოგო მარტოსული ბებიის დანატოვარ მარტოსულ სახლში დავბრუნდი, და გავაგრძელე ჩემი საქმე რითაც ვცდილობდი ყურადღების გადატანას მაგრამ ამაოდ თავიდან ვერ ვიგდებდი ბექას. კაფეტერიას რო დავკეტავდი მაშინვე საავადმყოფოში მივდიოდი და ბექას ვნახულობდი ოღოდ ხის ქვეშ მდგომი ზემოდ მის ფანჯარას ვუყურებდი, ვერ ვბედავდი საავადმყოფოში შესვლას და ბექას ნახვას. მთელი კვირა ასე დავბოდიალებდი ყოველ ღამე ხის ქვეშ ვიმალებოდი და ვუყურებდი ბექას ღია ფანჯარას საიდანაც ნიაკოს და ბექას სიცილის ხმა ისმოდა. ერთ საღამოს შევამჩნიე რო ნია და ბექას ოჯახის წევრები სახლში ადრე წავიდნენ მეც ვეღარ მოვითბინე და ბექას მოსანახულებლად ზემოდ ავედი. გული ამოვარდნაზე მქონდა ისე მინდოდა მისი ნახვა, ბექას პალატის კარები ჩუმად გავაღე და შევედი. ბექას ისე საყვარლად ეძინა მინდოდა მივარდნილიყავი და კოცნით გამეღვიძებინა მაგრამ რათქმაუნდა ეს არ გამიკეთებია. უბრალოდ ვიდექი და მძინარეს ვუყურებდი ( ზღაპრებში ბიჭი უყურებს მძინარე მზეთუნახავს მაგრამ ჩემს შემთხვევაში პირიქითა :დ ) უცებ პალატის კარები იღება და ნია შემოდის : - ბექა რა სულელი ვარ ტელეფონი აქ დავ.. ანა აქ რაგინდა ? ( ლაპარაკი შეწყვიტა ტელეფონზე და ჩემსკენ კითხვით წამოვიდა )
- მეე ..მ ეე უბრალოდ ბექა მოვინახულე! ( სიტყვა დამთავრებული არ მქონდა ხელი ჩამავლო და პალატიდან გამომათრია)
- ვერ ხედავ რო ძინავს, არ შეიძლება მისი შეწუხება ახლავე წადი აქედან.! ( ფაქტიურად გამომაგდო ჩემმა საუკეთესო დაქალმა ყოველ შემთხვევაში მე მიმაჩნდა ჯერ კიდევ საუკეთესო დაქალად რომელიც აი ასე მელაპარაკება.)
- უბრალოდ მინდოდა გამეგო როგორ იყო ! ( კვლავლავ არ დამასრულებინა წინადადება და საავადმფოს გასასვლელამდე გამაცილა. აი ასეთი იყო ჩემი პირველი ვიზიტი ბექასთან, მე რათქმაუნდა მაინც არ ვწყვეტდი ბექას მონახულებას შორიდან.
ძვირაფასო დღიურო! შენ რო ლაპარაკი შეგეძლოს უეჭველად მეტყოდი რა სულელი ხარო და ამიტომ ძალიან მიხარია რო არ შეგიძლია... იმდენად მივეჩვიე ყოველ ღამე საავადმყოფოში მისვლას რო ერთ დრესაც არ ვაგდებდი მთელი სამი თვის მანძილზე, რათქმაუნდა შემეძლო კიდევ დიდხანს მევლო საავადმყოფოში მაგრამ ერთერთი ვიზიტისას გავიგე რო საშინაო მოვლაზე გადაუყვანიათ ( გაუწერუათ ). მაქვს ორი ახალი ამბავი ერთი კარგი და მეორე საშინელი. როგორც წესი დავიწყებ კარგით ბექას სახლს ბევრი ხეები და მცენარები აქვს სადაც შემიძლია დავიმალო და ვუყურო მას, ცუდი ისაა რო ირგვლივ ყველგან დაცვა და სიგნალიზაცია აყენია რის გამოც შევწყვიტე ბექას მონახულება. რა საშინელება როდესაც ადამიანი ასე ძალიან გიყვარს და გენატრება.
ერთ დღესაც გავბედე ლიკას დავურეკე და მოხდა ის რასაც არ ველოდი. ჩემს კაფეტერიაში ლიკამ სავარძელში მჯდომი ბექა მოიყვანა, ღმერთო უბედნიერესი ვიყავი .... ! იმდენად გამიხარდა მისი დანახვა არც კი დავფიქრებულვარ მივარდი და მთელი გულით ჩავეხუტე მართალია ის იჯდა და რაღაცნაირი ჩახუტება გამოვიდა მაგრამ მაინც ძალიან მაგარი იყო.
- ღმერთო ძალიან გამიხარდა შენი ნახვა! ( ვეუბნები ლიკას და ვუყურებ ბექას )
- მეც ( მპასუხობს ბექა)
- შეენ.. ( მინდოდა მეკითხა ვეღარ გაივლი მეთქი?!, მაგრამ ამის თქმა არ მომიწია მანვე მიპასუხა ჩემს დაუსმელ კითხვაზე.
-არააა ( სიცილი დაიწყო ბექამ ) ეს დროებითია ! ( მეც გავუცინე) - რაკარგი სუნია! ( ამბობს ბექა როგორც ჩანს ჩემი ტორტის სუნი ძალიან მოეწონა)
- დაჯექით! პრინციპში შენ ისედაც ზიხარ, აი იქ კუთხეში გააგორე ბექა და ახლავე მოგიტანთ აი იმას რისი სუნიც მოგწონს ( ვუთხარი ბექას და მხოლოდ მაშინ შევამჩნიე რო რაღაც რაც ვთქვი არუნდა მეთქვა მაგრამ ბექამ არ გამიტეხა და გაიცინა :დ )
- ეს რო არ ეთქვა ნამდვილად გამიკვირდებოდა!. ( გავიგონე როგორ ჩაილაპარაკა ბექამ და გაღიმებული სახით გამომხედა უკან).
რამოდენიმე წუთი მათთან ერთად ვიჯექი და ვლაპარაკობდით სანამ არ გაისმა მობილურის ზარი. ( ეს ნია იყო, აინტერესებდა როგორ იყო ბექა და მოიკითხა მაგრამ არვიცი რატო მაგრამ ბექამ მოატყულა რო ძმაკაცებთან ერთად ეზეში ვსეირნობო, ლაპარაკი რო დაამთავრა ვეკითხები - ძმაკაცები?
- ხოო ეს დედაჩემი იყო აინტერესებდა სად ვარ და ვისთან ამიტომ თავი გადავირჩინე დაკითხვისგან და მოკლე პასუხით გავისტუმრე. ( იცინის და თან თავს დაბლა წევს... )
წასვლისას ლიკამ თავის სახლში დამპატიჟა, ერთ ჭიქა ყავაზე.
ამ დღის შემდეგ ბექა თითქმის ყოველ დღე მოდიოდა ( ამჯერად თავისი ფეხებით ) და ერთიდა იგივე ნამცხვარს უკვეთავდა რომელსა ბოლომდე არც კი ჭამდა. ერთხელაც ვკითხე
- აქ რატო მოდიხარ?
- იმიტო რო ეს ერთერთი კაფეტერიაა სადაც უგემრიელეს სასუსნავებს აკეთებენ . ( ასეთი პასუხით გამისტუმრა ბექამ, მე არ დავიბენი და ისევ კითხვიტ მივმართე)
- მაშინ რატო არ ჭამ ბოლომდე? ( მან გაიცინა და მითხრა )
- იმიტო რო არმინდა !
- მაშინ რატო მოდიხარ ? ( დაჯინებით ვეკითხები )( მან მომიახლოვდა თვალებში შემომხედა და მკითხა )
- მართლა გაინტერესებს?
- კი.. ( მოდუნებული მაგრამ უფრო გაბლუებული ვუპასუხე )
- აი ის გოგო მაგიჯებს! ( მითხრა და ხელი ჩემი დამხმარისკენ გაიშვირა )
ეს რო გავიგონე გავბრაზდი ( როცა ვბრაზდები სახის დეფორმაცია მეცვლება ), ყველაზე მეტად საკუთარ თავზე გავბრაზდი რას ველოდი? ველოდი რო სიყვარულში გამომიტყდებოდა? რა სულელი ხარ ანა ისეთი როგორიც თვითონაა არასდროს შეიყვარებს ისეთს როგორიც მე ვარ ! გულში ვეჩხუბებოდი საკუთარ თავს და რაც კი შეიძლებოდა ჩქარა გავეცალე მას. ის ვითომც არაფერი კვლავ მოდიოდა ჩემს კაფეტერიაში და ისევ იმ ნამცხვარს უკვეთავდა რასაც ადრე მაგრამ ამჯერად მე არ მოვმსახურებივარ იმ მაგიდას სადაც თვითონ იჯდა, იქ ჩემი დამხმარე თეკლა გავაგზანვნე და ის ემსახურებოდა.( თან რაღაცეებზე ლაპარაკობდნენ, მეე ეს ნერვებს მიშლიდა მაგრამ რაუნდა მექნა? ტეკლა გამეგდო? რისთვის? მხოლოდ იმიტომ რომ ბექას ის მოსწონს და არა მე ? არა მე ასეთი არ ვარ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent