შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როდესაც მარტო რჩები (6)


2-05-2015, 21:22
ავტორი Тикуна
ნანახია 1 698

ძალიან დამეხმარა, მართლა მჭირდებოდა თანაგრძნობა... რამოდენიმე წუთში ლილი ბებოს სახლს მივუახლოვდი რომელიც ჩაბნელებული იყო, კარზე დავაკაკუნე მინდოდა მას კარი გაეღო მაგრამ როგორ გააღებს ის ხომ აღარ არის. ძალიან მიჭირს ამ ყველაფერთან შეგუება, ყველანაირად ვცდილობ არ დავეცე და მხნედ ვიყო მაგრამ არვარ ისეთი ძლიერი როგორიც მას უნდოდა რო ვყოფილიყავი. ყველაფერი ჩემს ბებოს მახსენებს და ეს მტკინვეულია, ცრემლებს ვერ ვიკავებ, მაგრამ ახლა უკვე ორჯერ უფრო ძლიერი უნდა ვიყო და მე არ გავუცრუებ მას იმედებს!
სახლში ვიყავი. გარეთ წვიმს მე კრესლოში ვზივარ და ცხელ ყავას ვსვავ უეცრად ვიღაც აკაკუნებს, ყავა მაგიდაზე დავდე და კარებისკენ წავედი, ფანჯრიდან რო გავიხედე ნია შევნიშნე, ჩავიკუნცხე და კარის უკან პოლზე ჩამოვჯექი, პირზე ხელი ავიფარე ვცდილობდი ხმა არ ამომეღო
ანა ვიცი რო სახლში ხარ!_ დაიყვირა ნიამ და მთელი ძალით დაარტყა ხელი კარს
წამოვდექი და კარი გავაღე
-რატო მოხვედი ნია?
- სერიოზულად? რატო მოვედი? ალბად იმიტო რო სამი კვირა გელოდებოდი ფანჯარასთან მდგარი მაგრამ გამოიცანი რამოხდა?! შენ არ მოხვედი! _ ხელებით მელაპარაკება და მთელი სიბრაზით მიყვირის.. კარებთან ვიდექი და თვალები ცრემლებით ამევსო
ანა კარგად ხარ? _ უეცრად ყვირილი შეწყვიტა და წყნარად მკითხა
- კი_ დავიქნიე თავი და ჩავეხუტე..
ეს ნამდვილად მჭირდებოდა. ანა სახლში შემოვიპატიჯე და აბსოლიტურად ყველაფერი მოვუყევი.
- ეხა შენი ჯერია! როგორც ჩანს მშობლებში გაგიმართლა, კარგი ადამიანები არიან?_ ვეკითხები ნიას
-კიი იყვნენ კარგები, სანამ 5წლის უკან „მამაჩემი“ არ წავიდა სიგარეტის საყიდლად და ახლაც არ დაბრუნებულა. მას შემდეგ „დედაჩემი“ ალკოჰოლიკია, ჩემი პატარა ძმა 5 წლისაა და ჯერაც ვერ ვხვდები დედა მე ვარ მისი თუ დედაჩემია დედა._ სიგარეტს მოუკიდა და სიცილით მომიყვა
-და მერე ნახევარი?
- კი ეგეც კარგია_ სიცილით მითხრა.. - შენ?
-არა შეყვარებული არ მყავს მაგრამ ერთი მომწონს ძაან და მგონი მიყვარს კიდეც!
- ვაუუ და ვინ არის?
- ჩემი უფროსი _ ვიცინით
- გინდა დღეს გაგაცნობ! ჩემს შეყვარებულს? (ნია)
- რათქმაუნდა მინდა!(მე)
ნიამ თავის შეყვარებულს დაურეკა და ერთ საათში სახლთან მოვიდა. მე და ნია გარეთ გამოვედით, წინ რო გავიხედე სუნთქვა შემიჩერდა და ფეხები ამიკანკალდა ისე რო წინ ვერ გადავდგი, მინდოდა იმ წუთასვე მომკვდარიყავი ისე შემრცხვა.
ანა კარგად ხარ? _ მეკითხება ნია
- კი,_ ძვლივს ამოვიღე ენა
-გაიცანი ჩემი შეყვარებული, ბექა_ბექამ ისეთი თვალებით შემომხედა ეტყობოდა რო ისიც ამავე დღეში იყო.მან ხელი გამომიწოდა ჩამოსართმელად და ცდილობდა არ შეემჩვნია რო ერთმანეთს ვიცნობთ და მეც ავყევი.
- სასიამომნოა! _ ვუთხარი და ხელი უცებ გამოვგლიჯე.
იმ საღამოს გავიგე რო ჩემი დაქალის შეყვარებული მიყვარს და არ ვიცი ეს როგორ გადავხარშო. რამოდენიმე საათი ვსეირნობდით და ვხედავდი როგორი ბედნიერი იყო ნია ბექას გვერდით. „ღმერთო ამხელა დედამიწაზე რატო მანდამაინც ეს რატოო?“ ვფიქრობდი გულში და ვცდილობდი ბექასთვის არ შემეხედა, მერწმუნეთ ეს ძალიან ძნელია როდესაც ის როგორც იტყვიან ხოლმე „თვალ დაუხამხამლებლად“ მიყურებდა. იმ საღამოს სახლში ადრე წამოვედი და დილით სამსახურში ბოლოჯერ გამოვცხადდი. არ შემეძლო იქ მუშაობა სადაც ჩემი სიყვარული და ჩემი საუკეთესო მეგობრის შეყვარებული ცხოვრობს... ლილი ბებოს კაფეტერია გავხსენი და ავამუშავე. მისივე დაწერილი რეცეპტით გამოვაცხვე სასუსნავები. მთელი კვირა ვმუშაობდი მარტო ცოტა არიყოს გამიჭირდა და განცხადება გამოვაკარი ვაკანსიის და ჩემი ტოლა დამხმარე გოგო ავიყვანე. თითქოს ყველაფერი ისევ თავის ადგილზეა გარდა ჩემი ფიქრებისა, თავიდან არ ამომდის ბექა, არადა ვიცი რო ამაზე ფიქრი არ შეიძლება. ყავას ვამზადებდი როდესაც ბართან ვიღაც ჩამოჯდა
ერთი ბოთლი არაყი! _ მეუბნება და თითქოს ხმა მეცნო
-არაყი არ გვაქვს! ეს კაფეტერიაა აქ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ყავა და ტორ_შევჩერდი რადგან წინ მთვრალი ბექა მედგა
- ბექა აქ რაგინდა?
-არაყი _ მითხრა და თავი აწია
- არგვაქვს. ასე სად დათვერი ადექი სახლში წაგიყვან!_ წინსაფარი მოვიხსენი და ბექას ხელი მოვკიდე
- ხელი გამიშვი!_ დამიყვირა და გამიქნია..- არ გაქვთ არაყი ხოდა ვსო, ვინმემ სხვა რამე გთხოვა?_ დაიყვირა და ძვლივს წავიდა
ერთ საათში ტელევიზიით გავიგე რო ახალგაზრდა ბიჭი ავარიაში მოყვა და მძიმედაა, ექიმებმა არიციან გადარჩება თუ არა. ეს რო გავიგე გული ცუდად გამიხდა და საავადმყოფოში გავიქეცი. საავადმყოფოში აურზაური იყო ექიმები მედდები პალატებში გარბოდნენ და ჩემთვის არავის არ ეცალა. ყველა გამვლელს ვეკითხებოდი ბექას შესახებ მაგრამ არავინ არაფერს მეუბნებოდა. დავიბენი ტირილი ამივარდა და რეანიმაციის კენ გავიქეცი მაგრამ არვიცი სადაა უცებ გვერდით გავიხედე სადაც რუკა ეკიდა იქ ამოვიკითხე რო რეანიმაცია მესამე სართულზეა.ლიფტთან მივარდი მაგრამ ლიფტი დაკავებული იყო ამდროს კიბეები დავინახე რომელიც ზემოდ ადიოდა მეც გავიქეცი და რაც ძალა და ღონე მქონდა ვჩქარობდი. რეანიმაციის კაბინეტს ძვლივს მივაგენი მაგრამ ოთახში არ შემიშვეს რადგან ოპერაციას თუ რაღაცას უკეთებდნენ. ავნერვიულდი რადგან ბექას ირგვლივ უამრავი ექიმები ტრიალებდნენ, ხელები ამიკანკალდა და ჩავიკეცე.რამოდენიმე წუთში ბექას უნცროსი და ლიკა დავინახე რომელიც ექთანს ელაპარაკებოდა და ტიროდა, თავი ვერ შევიკავე და ლიკასთან მივედი
როგორ არის?
- ცუდად _ მითხრა და ცრემლებით სავსე თვალები მოიწმინდა, მე მივედი და გადავეხვიე.ლიკას ასტმა აქვს და რამდენადაც ვიცი მისთვის ნერვიულობა არ შეიძლება.ერთი საათის შემდეგ ლიკა მეუბნბა
მადლობა
- არაფერს. ლიკა შეგიძლია ტელეფონი მათხოვო? (მე)
- რათქმაუნდა (ლიკა)
ტელეფონი გამოვართვი და ნიას დავურეკე, ალბად არიცოდა ავარიის შესახებ თორე აუცილებლად მოვიდოდა. ნიას რამოდენიმეჯერ დავურეკე მაგრამ არ მიპასუხა. შემდეგ ტექსტური შეტყობინება გავუგზავნე ბექას შესახებ და რამოდენიმე წამში გადმორეკა და საავადმყოფოს მისამართი ჩაიწერა. ათი წუთი არიყო გასული ნია საავადმყოფოში მოვიდა. ანერვიულებულმა ლიკასთან მივარდა და ჰკითხა როგორ არისო. მე ლიკას ვერდით ვიდექი მაგრამ ჩემთვის ყურადღება არ მოუქცევია, არც ვამტყუნებ შეუძლებელია ასეთ დროს სხვა რამეზე ფიქრი.

---------
მეგობრებო! დადება გავაგრძელო თუ შევწყვიტო? რას იტყვით?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent