ჩემი მაშველი (7)
მაპატიეთ რომ დავაგვიანე.. ჯერ დაბადების დღე მქონდა მერე იტალიაში ვიყავი და ვეღარ მოვახერხე დადება.. მოდი ახლა გაგახსენებთ თუ რა მოხდა წინა თავში. ნიკა და თიკო ერთად იწვნენ და როცა მეორეთ ერთმანეთს შეხვდნენ ნიკამ ხელი თხოვა თიკოს. თავი 7 დავთანხმდი... დავთანხმდი რომ მისი ცოლი ვყოფილიყავი. განა იმიტომ რომ მეშინოდა. არამედ იმიტომ რომ ეს ერთადერთი შანსი იყო მასთან ერთად ყოფნის. - ანუ ჩემი ცოლი იქნები?- მკითხა და ჩაიცინა. - ხო მაგრამ ამას იმიტომ არ ვაკეთებ რომ მეშინია რამის. - აბა რატომ დამთანხმდი ცოლობაზე? - გაკვირვებულმა შემომხედა. - იმიტომ რომ შემიყვარდი.- ასე ურცხვად მივახლე. მან გაკვირვებულმა შემომხედა. მერე რაღაც ჩაიფრუტუნა და მითხრა. - წადი და შენიანები გააფრთხილე. მერე აქ მოდი და ჩემთან წაგიყვან.- მითხრა და გაბრუნდა. მეც ისე მოვიქეცი როგორც მითხრა. - რას ქვია თხოვდები?- მიყვირა მამაჩემმა. ეს პირველი ხმამაღალი სიტყვა იყო რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე მითხრა. - მაპატიე მაა მაგრამ არ შემიძლია რომ არ გავთხოვდე. გთხოვ არ იფიქრო რომ ამას იმიტომ ვაკეთებ რომ გათხოვება ასე ძალიან მინდა. უბრალოთ არ შემიძლია რომ ასე არ ვქნა... მაპატიე რაა მაა...- ვუთხარი და კარები გამოვიხურე. პატარა ჩანთა მქონდა არც კი ამომილაგებია რომ ჩამოვედით ხოდა არც დამჭირვებია ტანსაცმლის და ნივთების ჩალაგება. გული მტკიოდა იმიტომ რომ ვიცოდი ჩემიანებს როგორ ვაწყენინე. ისევ იქ მივედი სადაც უკვე მელოდებოდა ნიკა. გამომხედა და მითხრა. - მისმინე! შეიძლება ჩემთან ცხოვრება გაგიჭირდეს თან პატარა ხარ მაგრამ ჩემი ბრალია ახლა შენი ჩაწითლებული თვალები. ვეცდები არაფერი მოგაკლო მაგრამ ვერ გეტყვი რომ როგორც ნამდვილი ცოლ-ქმარი ისე ვიცხოვრებთ.- მე თითქოს რააც ჩამწყდა. ტირილი მინდოდა მაგრამ არ მიტირია. - ვიცი და ამას არც ველი შენგან მე ბრალოთ იმას ვიკმარებ რომ შენ გვერდით ვიქნები.- ვუთხარი და უკან გავყევი. მასთან სახლში რომ მივედით მარტო ლიკა დამხვდა. მან ყველაფერი იცოდა ამიტომაც მაგრათ ჩამეხუტა და მითხრა რომ სულ ჩემთან იქნებოდა. იმედია მოგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.