შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავხედებო, მოგესაჯათ ერთად ყოფნა! 11


11-05-2015, 22:45
ავტორი ნათი_
ნანახია 3 056

გრძნობა დამიბრუნდა მაგრამ თვალების გახელას არ ვჩქარობდი. წამლების სუნით და ხელის მოძრაობით მივხვდი, რომ პალატაში, რბილ საწოლში ვიწექი. ბატონი გიორგის და ნინოს ხმა გავიგონე. სავარაუდოდ ჩემზე ლაპარაკობდნენ:
-როგორ შეიძლებოდა მის მდგომარეობაში ან ასე მოქცევა, ან მისი იმ ცივ, ნესტიან ოთახში გამოკეტვა? გამაგებინეთ.
-მორჩით, ქალბატონო ნინო საყვედურებს და გამარკვიეთ რა სჭირს ამ გოგოს?
-ეს გოგო... ორსულად არის.
თვალები დავაჭყიტე, ყურებს არ ვუჯერებდი, მომესმათქო ვფიქრობდი და ამ ოთახში მარტო მე არ ვფიქრობდი ასე
-რაო? რა თქვით?
-დიახ, ოთხი კვირის ორსულია.-ბატონი გიორგი ერთხანს გაკვირვებული, ჩუმად იდგა
-კარგით... მე ჩემს კაბინეტში ვიქნები.-გამიკვირდა ასე უკომენტაროდ რომ დატოვა პალატა, არც ვიცი მისგან რას ველოდი მაგრამ სიჩუმეს ნამდვილად არა.
როგორც ოთახიდან გავიდა, მეც წამოვდექი.
-რას შვრები გოგო, უნდა იწვე შენ.
-კარგად ვარ-ვუთხარი და შევამოწმე შემეძლო თუ არა სიარული. თავბრუსხვევა ვიგრძენი, უკან დავბუნდი და საწოლზე ჩამოვჯექი.
-ეს.. როგორ.. როგორ მოხდა?-ცნობისმოყვარე თვალებით მომჩერებოდა
-რა როგორ მოხდა?
-შენ ორსულად ხარ.-ინსტიქტურად ხელი მუცლისკენ წავიღე. არაფერი განსაკუთრებული არ მიგრძვნია. მუცელი ისევ ისეთი იყო როგორც ადრე. მე რაღაც განსაკუთრებულს ველოდი, მაგრამ ჩვეულებივად ვიყავი.
-ჩემს ოთახში უნდა ავიდე.
-არა, აქ დარჩი, ახლა წოლა და ყურადღება გჭირდება-მე ახლა მარტო ყოფნა და დაფიქრება მჭირდებოდა, მეტი არაფერი.
-ჩემს ოთახში წამოვწვები-რომ აღარ შემკამათებოდა დავუმატე-წამლების სუნი გულს მირევს.
-კარგი, ოღონდ იწექი, არ ადგე.
-კაი
-გამოგაყოლო ვინმე?
-არა, მე თვითონ.
ჩემი ოთახისკენ გზას ნელა გამოვუყევი, კიბეზე ლაშა შემხვდა, გაკვირვებულმა შემომხედა, მაგრამ იმ წამსვე თვალი ამარიდა და დაბლა ჩაირბინა. ყელზე ნაკაწრი შევამჩნიე, მაგრამ ამაზე არ მეფიქრებოდა. ოთახში შევედი, საწოლზე ფრთხილად წამოვწექი, ჩემი ქცევა მეუცხოვა და ხმამაღლა გამეცინა, მალე ალბათ წელზე ხელებშემოწყობილი დავიწყებდი სიარულას. იმ წამსვე დავსერიოზულდი, სასაცილოდ ნამდვილად არ მქონდა საქმე, დაფიქრება მჭირდებოდა: "მე ორსულად ვარ, მუცლით მათეს ბავშვს ვატარებ, ღმერთო ჩემო.. არ მჯერა... ეს შესაძლებელია? მე მალე დედა გავხდები.. არა. არა, ამისთვის მზად არ ვარ. ჯერ 17 წლის ვარ. ეს როგორ უნდა შევძლო, თან ამ შენობაში ვარ გამოკეტილი. რა რეაქცია ექნება ამაზე მათეს? იქნებ არც დაიჯეროს რომ ბავშვი მისია. არა, ამ დამცირებას ვერ ავიტან. საერთოდ ვერ გაიგებს ამ ბავშვის შესახებ. იქნებ პირიქით, შეიცვალოს. იქნებ გაუხარდეს ეს ამბავი... იქნებ... იქნებ.. იქნებ...-ჩემი ფიქრები საშინლად არეული იყო, ვცდილობდი წარმომედგინა ჩემი ორსულობის პერიოდი, მათეს რეაქცია, ხან ისეთი, ხან ასეთი. მინდოდა ყველა სიტუაცია განმეხილა და დამედგინა მე რას მოვიმოქმედებდი ამ სიტუაციაში, მაგრამ ეს ყველაფერი ბუნდოვანი და არარეალური იყო. ვერაფრით აღვიქვამდი ჩემს თავს რა ხდებოდა.
უეცრად კარი გაიღო, ოთახში ბატონი გიორგი შემოვიდა, უკან ნინო ექიმი მოჰყვა. საწოლზე წამოვჯექი
-როგორ ხარ თეკლა?-მკითხა გიორგიმ ღიმილით და ეს საერთოდ არ მომეწონა.
-უკეთესად
-ძალიან კარგი... მე აქ რაიმეს გასარკვევად არ ამოვსულვარ, შენ ხომ გესმის რა ხდება შენს თავს?
-დ დიახ-დაბნეულმა ვუპასუხე
-ხო, ეს პრობლემა სასწრაფოს უნდა მოვაგვაროთ.
-პრობლემა?-ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდა
-ხო, პრობლემა. ქალბატონო ნინო მიაწოდეთ წამალი.-ნინომ ქაღალდის პატარა ჭიქაში მოთავსებული ორი აბი და წყალი შემომაჩეჩა ხელებში.
-ეს რა წამალი?-ვკითხე და ჭიქას დავაშტერდი
-ეს არის წამალი მედიკამენტური აბორტისთვის.-განმიმარტა ბატონმა გიორგიმ
-აბორტი?-სუნთქვა შემეკრა, იმ წამს ვიგრძენი უდიდესი შიში იმისა რომ ბავშვს დავკარგავი და ამან გამოიწვია ჩემში ემოციების აფეთქება. სულ რამდენიმე წამში მივხვდი ყველაფერ იმას რის გარკვევასავ მთელი ეს დროა ვცდილობდი. ეს ჩემი შვილია, მე მათეს ბავშვს ვატარებ მუცლით, ეს იმედია, ღმერთის საჩუქარი, იმ უპასუხო გრძნობის სანაცვლოდ რაც მათესთან მაკავშირებს. ვერავის მივცემ უფლებას ეს იმედი წამართვას. ჩემს შვილს ვერავინ ვერ ავნებს.
-წამალს არ დავლევ.
-რას ქვია არ დალევ?-წამოენთო ბატონი გიორგი- ჩემგან რა რეაქციას ელოდი? რას ფიქრობ, ამ ბავშვის გაჩენის უფლებას მოგცემ? იქნებ ჯვარიც დაგწეროთ შენ და შენი შვილის მამას და შეიქმნება პატარა, ბედნიერი ოჯახი. ეს გამოსასწორებელი კოლონიაა და არა დაოჯახების სააგენტო ან რამე ამის მსგავსი.
-წამალს არ დავლევ-ხმამაღლა განვაცხადე, მისი ბოდვისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.-ჩემმა პასუხმა კიდევ უფრო განარისხა, წამიც და აფეთქდებოდა, ნინო რომ არ ჩარეულიყო
-ბატონო გიორგი, თეკლამ სულ ახლახანს შეიტყო თავისი მდგომარეობის შესახებ, ჯერ კარგად ვერ გაუცნობიერებია, შეშინებული და დაბნეულია. აჯობებს თუ დროს მისცემთ დასაფიქრებლად, დარწმუნებული ვარ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.-ამან დაამშვიდა გიორგი, ღრმად ჩაისუნთქა და მომიტრიალდა
-წამალს აქ დავტოვებთ, ხვალ დილამდე დაფიქრდი და გადაწყვიტე. თუ არადა...
-წავიდეთ ბატონო გიორგი-არ დაამთავრებინა ნინომ
ოთახიდან სწრაფად გავიდნენ.
დასაფიქრებელი აღარაფერი აღარ იყო. წამლის დალევას არ ვაპირებდი, ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი ჩემი შვილი როგორ დამეცვა. აბები მაშინვე გადავყარე, ამ დროს ოთახში ვიღაც შემოვიდა, მეგონა უკან დაბრუნდნენ, პირველი რაც თავში მომივიდა აზრად ისე იყო, რომ მომეტყუებინა თითქოს დავლიე, მართალია ამის დამალვას დიდხანს ვერ შევძლებდი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. აბაზანიდან ცარიელი ჭიქით გამოვბრუნდი.



№1  offline წევრი malikuna

Kargiaa da xshirad dadee raa:" :**

 


№2  offline წევრი optimistii...

მე ძაან მომწონს და მელე დადე ხოლმე რა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent