შავი თილისმა (დასარული)
უნივერსიტიც დავამთავრე. და სამსახურიც მალე დავიწყე. ერთადერთი რაც მშველოდა გადატრვირთული გრაფიკი იყო. ამიტომ მსიამოვნებდა კიდეც ოფისში 6ის მაგივრად 8მდე გაჩერება. მალე კი იურისტის მუდამ დატვრითულმა ცხოვრებამ ისე გამიტაცა, რომ მაბედნიერებდა კიდეც ჩემი საქმიანობა. რადგან სამოქალაქო განხრით წავედი, სეხება ძირითადად საქმიან ქაღალდებთან მქონდა. დიდ ჰოლდინგში მუშაობ კი იმაზე დიდ დროს მოითხოვდა ვიდრე ოდესმე ამის წარმოდგენა შემეძლო. სამშენებლო კომპანიას, რომელშიც მტავარი იურისტის თანამდებოდა მეკავა, საკმაოდ მნიშვნელოვან კადრად მივაჩნდი. ეს იმიტომ რომ ოფისიდან მხოლოდ დასაძინებლად მივდიოდი, გარდა გამონაკლისი შემთვხევებისა როცა დედ-მამა ან ლიზიკო მსტუმრობდა. სხვა შემთხვევაში კი საქმეს ყოველთვის დროზე ადრე ვამთავრებდი, შესრულება ყოველთვის ხარისხიანი და ნაყოფიერი იყო. არასდროს ვიგვიანებდი და შვებულებებს იშვიათად ვიღებდი. უკვე 6 წელი გავიდა მას შემდეგ რაც საქართველოდან წამოვედი. 6 წელი გავიდა, რაც ნორმალურად არ მისუნთქია, ხელიდან შავი სამაჯური არ მომიხსნია და სულის ტკივილი ოდნავადაც არ შემნელებია. 6 წელი გავიდა რაც ცხოვრებას მივეჩვიე. ყველაზე გრძელი და ყველაზე მოკლე 6 წელი ... -რას იტყვი? ხელში ფურცელი მივაჩეჩე დაჩის. -რა არის? -წაიკითხ დაჩი, ვუთხარი და სულ მოუთქმენლად დაველოდე სანამ თვალს აყოლებდა შავ ასოებს. -ხვდები, რომ ეს იგივე თანამდებობაა, იგივე ტიპის კომპანიაში გაცილებით ნაკლები ხელფასით? -კი. -მაშინ რატომ გინდა ახალი სამსახური? -აი ამიტომ, თითით მისამართი ვაჩვენე. დაჩიმ გაიღიმა. -რა თქმა უნდა, ამას უნდა მივმხვდარიყავი. -უკვე გადაწყვიტე? -ძალიან მინდა. -როდის მიდიხარ? -1 კვირაში გასაუბრება მაქვს, ცოტა ადრეც მინდა რომ ჩავიდე. ამიტომ ხვალ თუ არა ზეგ უეჭველი. დაჩიმ ისევ გამიღიმა, ამჯერად უფრო ნაღვლიანად. -დედ-მამა მომიკიხე. მაგრამ ტასო. ხომ იცი რომ მამას კომპანია საბოლოოდ შენი იქნება. რად გინდა ეს სამსახური. უკვე გამოცდილებაც გაქვს და წესით არ უნდა გაგიჭირდეს. -ჩასვლისთანავე, ხომ არ ვეტყვი მამას სამსახური დამაწყებიეთქო, აცალე დაინახოს რა შემიძლია. -სინამდვილეში არ გინდა თქვან, რომ სამსახური მამიკომ უშოვაო ხომ? -ნუ ხო. ეგეც არის. მოლოდინი. როცა ელი რაღაც მნიშვნელოვანს. ზოგჯერ ეს პროცესი უფრო სასიამოვნოა, ვიდრე მისი ასრულება. რის ვაი-ვაგლახით წამოვედი სამსახურიდან და მოვაგვარე ყველაფერი სახლში წამოსვლისთვის. დაჩის პირობა ჩამოვართვი, რომ მალე ისიც დაუბრუნდებოდა მშობლიურ მიწას. მან კი აეროპორტში დამშვიდობებისას გამიღიმა და მითხრა -მათე მომიკითხე ტასუნა. თავისებურად მაგრამ მაინც მიმანიშნა, რომ უნდა მომეძებნა ალექსი. მე კი იმდენი ემოციით ვიყავი სავსე, რომ არაფერზე ფიქრი არ შემეძლო გარდა ერთისა: საქართველოში ვრუნდებოდი. თვითმფრინავში მოუსვენრობამ ერთიანად შემიპყრო. ნეტა მართლა თუ შევხვდებოდი ალექსს კიდევ როდესმე? ან კი ამისთვის არ ვბრუნდებოდი? გონებაში უამრავი სიტუაცია დავხატე, ფანტაზიას გასაქანი მივეცი და მილიონი სცენა მაინც წარმოვიდგინე ჩემი და ალექსის შეხვედრის. აეროპორტში რომ გამოვედი, კიდევ ჩავისუნთქე ერთი და იმედი გამიცრუვდა, ის საშინელი უკმარისობის გრძნობა არ მტოვებდა. თითქოს ჩემი ნაწილი გახდა. მამას გახარებული და დედას ცრემლიანი თვალების დანახვისას კი საშინლად შემრცხვა გზად ალექსის გარდა არაფერზე, რომ არ ვფიქრობდი. ნეტა როგორია, თუ შეცვალა ამ წლებმა. -ტასო, დე სულ ჩამოდი? კიდევ ერთხელ შემრცხვა ჩემი ფიქრების გამო. -კი დედა. აღარ წავალ უკან. -როგორ გამახარე შვილო შენ რომ იცოდე. მამა ხეი გადამისვა თავზე და მიმიხუტა. -ტასო, გრძელი თმები ძალიან გიხდება, დე. -შენ გგავარ დედა. ვუთხარი და მასაც ჩავეხუტა. ჩემი ძველი ოთახის დანახვისას, ყველა ემოცია ერთიანად მომაწვა. არ ვიცოდი სად წამეღო და ცრემლებით მივეცი გასაქანი. თითქოს ჩემს წარსულს ვუყურებდი, მაგრამ იმდენი რამე იყო იგივე. მე ვიყავი იგივე. ჩემი გრძნობებით და ფიქრებით ისევ ის 16 წლის ტასუნა ვიყავი ალექსს მთელი დღე, რომ უცადა. იმ ალექსს ამხელა კვალი, რომ დატოვა ჩემს ცხოვრებაში. ეხლა ხომ ყველაფერი მის ირგვლივ ტრიალებდა. ყველაფერი მისით იწყებოდა და მთავრდებოდა. ჩემს ძველ სარკეში ჩავიხედე და ვერ დავიჯერე თუ მე ვიყავი. გარდა გრძელი თმებისა და უფრო დახვეწილი ქალური ფორმებისა იყო რაღაც ახალი, რასაც ადრე ვერ ვამჩნევდი. თითქოს სახეც სხვანაირი იყო, უფრო მუქი და ბნელი. იქვე კომოდზე ჩემი და დაჩის ფოტო დავინახე და მივხვდი, რაც აკლდა. ადრე ყოველთვის როცა ამ სარკეში ჩემს თავს ვუყურებდი უაზროდ, უმიზეზოდ მაგრამ მაინც გულწრფელად მეღიმებოდა.ახლა კი ესეც დამეკარგა. ვცადე, ტუჩის კუთხეები ოდნავ გავწიე განზე, მაგრამ ისეთი უხარისხო გამომივიდა რომ გული შემიწუხდა. ესეც დაკავშირებული იყო მასთან. მე ალექსმა ღიმილს გადამაჩვია. ჯანდაბას ღმერთო რა ღიმილზეა ლაპარაკი, როცა ალექსმა ყვეაფერს გადამაჩვია. დამიტოვა მხოლოდ ფიქრები მასზე და საშინელი უკმარისობის გრძნობა სულში. როგორც ყოველთვის ახლაც გავაქნიე თავი არასასიამოვნო აზრების გამოსდევნად და უბრალოდ ფიქრებს მიმართულება შევუცვალე. მეორე დღიდან კი ცხოვრება ჩვეულ რიტმში გავაგრძელე. ოღონდ ასეთი გახარებული არ ვიყავი ლონდონში. საქართველო თითქოს ენერგიით მავსებდა. პირველი რაც გავაკეთე ჩემს მომავალ სამსახურში დავრეკე და შევატყობინე, რომ ჩამოვედი. შეხვედრაზეც შევთანხმდით. შემდეგ კი ყველა მონატრებული ადგილი და ადამიანი მოვინახულე. სტუდიაშიც ვიყავი, სკოლაშიც, თავშესაფარშიც, ლილი ბებოს საფლავზე. ყველე მაგობარს შევხვდი, გარდა ლიზიკოსა, რომეიც ახლა გერმანიაში იყო მივლინებაში და მალე ისიც ჩამოვიდოდა. ისევ ისეთი ცხოვრება მექნებოდა, ფერადი ფერებით სავსე. ყველაზე მკვეთრი ფერის უკმარისობას კი ისედაც მიჩვეული ვიყავი და ნაცნობ გარემოში, მეგობრებთან და ოჯახთან ერთად არ გამიჭირდებოდა. -ესეიგი ტასო. ქუჩაში რომ შემხვედროდი ვერ გიცნობდი. -ნუ აჭარბებ ერეკლე. საერთოდ არაა ეგრე შეცვლილი. -რასაც შენზე ვერ ვიტყვით ვაჟბატონო, როგორ მოგწონს პოპ ვარსკვლავობა? ერეკლეს დავეჯღანე -ძალიანაც მომწონს, ტასუნა. ხო იცი, სულ ეს მინდოდა. -ლიზიკო რომ ჩამოვა, იცით რა ვქნათ? დაიწყო თორნიკემ. -ვიცით, თითქმის სინქრონში ვუპასუხეთ მე და ერეკლემ და თან გაგვეცინა. არავითარი გაუცხოება, არავითარი დისკომფორტი, თითქოს არც გასულა 6 წელი. აი ამას ქვია ურთიერთობა. მათგან ისეთი დადებითი ემოციებით დავიმუხტე, რომ მეორე დღესაც გამყვა სამსახურამდე და ყოველგავრი ნერვიულობის გარეშე პირველად შევაბიჯე ჩემს ახალ სამსახურში. -გამარჯობათ, მე შეხვედრა მაქვს, ბატონ ირაკლისთან. გავუღიმე ლამაზ გოგონას და პასუხს დაველოდე. -თქვენ ანასტასია დაშნიანი ბრძანდებით? -დიახ მე ვარ. -რა თქმა უნდა. წამობრძანდით. ბატონი ირაკლი გელოდებათ. ბატონი ირაკლი ორმაცდაათ წლამდე საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი იყო. ერთი შეხედვით თითქოს მოგაგნებდათ... არა.. ახლა მასზე არ ვიფიქრებ! -გამარჯობათ. -გამარჯობათ ბატონო ერეკლე. -ერეკლე ანასტასია, უბრალოდ ერეკლე. კაცს გავუღიმე და მის ზერაში რაღაც უცნაური დავიჭირე, თითქოს დიდი ხანია მიცნობსო. არც კი ვიცი ის შინაურულად მიყურებდა. -ანასტასია, კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს ჰოლდინგში. -ასე უცებ? -რა? -მეგონა კითხვებს დამისვამდით შემამოწმებდით. -არამგონია შენი CV-ის და გამოცდიების შესაბამისი კითხვების მოფიქრება შემეძლოს, ასე, რომ ისღა დამრჩენია სტუმართმოყვარეობა გამოვიჩინო. -აჭარბებთ ირაკლი. დარწმუნებული ვარ ჩვენი თანამშრომლობა გაამართლებს. -რა თქმა უნდა გაამართლებს. მხიარულად გამიღიმა. რაც შეეხება ხელფასს და ასეთ წვრილმანებს. ჩვენი პრეზიდენტი და მისი მოადგილე რომ დაბრუნდებიან მივლინებიდან იმათ ესაუბრე რომელსაც გინდა. მანამდე კი წამოდი შენს ოთახს განახებ. -კარგით და მუშაობას როდის შევუდგე? -თუ გინდა ხვალ, ან დღესვე. -კარგით იყოს დღესვე. -ასეც ვიცოდი. პირველი დღე საოცრად მშვიდი იყო. არანაირი პრობლემა ან უსიამოვნება. ნეტა სულ ასე გაგრძელდეს. რადგან ეს კომპანიაც სამშენებლო იყო, და თანამდებობაც იგივე მეკავა რაც წინა სამსახურში. ახალი სასწავლი არაფერი მექნებოდა. ამიტომ სანერვიულო იმაზე, რომ შეიძლებოდა რაიმე სერიოზული შეცდომა დამეშვა არ იყო. შესაბამისად მეც მშვიდად ვიყავი. გარემო მეგობრული იყო. -ანასტასია შეიძლება? -რა თქმა უნდა მარი. -შესვენებაზე ყავა დავლიოთ წამოდი. -არ ჯობია, დაუძახე ნანუკას აქ შემოიტანოს ყავა. -არა წამოდი. თან საქმე მაქვს შენთან. ესეც ჩემი ახალი მეგობარი. მარიამი ეკონომისტი იყო, ძალიან კარგი პროფესიონალი მხიარული, გულღია და უბრალოდ კარგი ადამიანი. ამიტომ მეც დავყევი მის სურვილს, საბუთები გვერდზე გადავდე და კომპანიიდან ერთად გავედით. -აბა გისმენ, რა საქმე გაქვს ასეთი? -შენ მხოლოდ 3 დღის მოსული ხარ აქ. ამიტომ არ იცი ალბათ. -მითხარი. -მოკლედ, ჩვენი უფროსები წასულები არიან ესპანეთში. უნდათ სასტუმროს გახსნა მესტიაში და პროექტი ჩვენ მოგვცეს. ტან ხოიცი ეს ევროპელები, კეთილი ნების გამოსახატად დაპატიჟეს ჩვენი პრეზიდენტიც და ვიცეც. ხოდა 4 დღეში უკან ბრუნდებიან. -ძალიან კარგი ბოლოსდაბოლოს გავიცნობ ბატონ... ვაიმე სახელი დამავიწყდა. -ალექსანდრე ტასო, ალექსანდრე ჯაჭვლიანი. -ხო და მისი მოადგილე ნიკა ხო? -კი ბატონი ნიკოლოზი, ხმა წაიწვრილა მარიმ და თვალები სასაცილოდ დააფახულა. -ისე როგორები არიან? დავსვი ბოლოსდაბოლოს ეს კითხვა. ცოტა უცნაური იყო არც ვიცოდი ვისთან ვმუშაობდი. -პირველ რიგში ქალაქშ ერთ-ერთი ყვაზე სასურველი სასიძოეი არიან. შესაბამისად საქმიანები, სერიოზულები და ძალიან ძალიან სიმპაიურები. -კაი და როგორც უფროსები? -ყოველთვის ყველაფერში საუკეთესოს ითხოვენ, თანაც ვერ გააცინებ. მთლად უფროსს განსაკუთრებით. საჩვენებელი თითი მაღლა აწია მარიმ. -ბატონ ალექსანდრეს? -ხო, თან 30 წლამდე იქნება. -ასეთი ახალგაზრდა და ასეთი ჯმუხი? -ამბობენ არ ქონდა ადვილი ცხოვრებაო და რავიცი. მოკლედ არ გაგიჭირდება მაგათთან საერთო ენის გამონახვა. -ხო იმედია. მომწონს კომპანია და საქმესაც ავეწყვე უკვე. -ყველაზე მთავარი არ მითქვამს ტასო. რომ ჩამოდიან ესპანელებიც თან მოყავთ. და უნდათ ავღნიშნოთ კონტრაქტის გაფორმება. ხო და საღამოს ორგანიზება მე დამავალეს. -ძალიან კარგი. ანუ არასამუშაო გარემოში გავიცნობ უფროსებს. -ტასო არ მისმენ? მე დამავალესთქო და ასეთი რაღაცეები დიდად არ მეხერხება, ამიტომ დამხმარე რაა გთხოოვ. მარიმ ისე საწყლად გამომხედა, რომ გამეცინა. -მეც მასეთი „პოფესიონალი “ ვარ მაგ საქმეში, მაგრამ რასაც შევძლებ გავაკეთებ მარიამ. ან მთლად უკეთესი დედაჩემს გაგაცნობ და უმაღლეს დონეზე მოგიგვარებს ყველაფერს. -უხერხული ხო არ იქნება? -შენ ვერ წარმოიდგენ რამხელა სიამოვნებას მიანიჭებ მაგით, ასე რომ არა. ამ საღამოს მოდი ჩემთან. მისამართს მესიჯით გამოგიგზავნი. -შენ ჩემი ანგოლი ხარ. -კარგი ერთი. ყველაზე გადატვირთული 4 დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. ისე გდავიღალეთ მე და მარი, რომ წვეულებაზე წასვლა კინაღამ გადავიფიქრეთ. დედაჩემმა ყველა დეტალი სანამ ბოლომდე არ გაანალიზა მანამ სახლში არ გაგვიშვა. მადლობა ღმერთს ბრიტანეთიდან საკმაოდ წამოვიღე კაბები და არაფრის ყიდვა არ მჭირდებოდა. საღამოს 8ზე უკვე მზად ვიყავი. სარკეში კიდევ ერთხელ შევათვალიერე ჩემი თავი. ღია ატმისფერ, მუხლს ოდნავ აცილებულ კაბაში და საბოლოოდ გადავწყვიტე თმის სარჭი მომეძრო. ტალღოვანი, ღია წაბლისფერი თმა მხრებზე დამეყარა და მეც წვეულებაზე წავედი. ვნერვიულობდი. არც პირველი საქმიანი სეხვდრა იყო, ესპანური ენაც ვიცოდი და ამიტომ ენობრივი ბარიერიც არ მექნებოდა. მე მაინც ვნერვიულობდი. -რა ლამაზი ხარ ტასოო, მარი გადამეხვია. საერთოდ არ გეტყობა გადაღლილობა. -შენც არაჩვეულებრივად გამოიყურები მარიამ. არ გამახსენო ეს 4 დღე. ვუთხარი და დანარჩენ სტუმრებს მივესალმე. -სად არიან? გადავუჩურჩულე მარის. -ჯერ არ მოსულან. დღეს ჩამოფრინდნენ და დააგვიანდებათ. -გასაგებია. -ნუ ნერვიულობ გაგაცნობ. აი თურმე რაც ყოფილა. იმაზე ვნერვიულობ თუ როგორები იქნებიან ჩემი უფროსები. კიდევ კარგი. ეს ნორმალურია. მალე კი საღამო გახურდა, მოწვეული ბანდი მშვენიერ წყნარ მუსიკას უკრავდა. ყველაფერი სრულყოფილი ხდებოდა. -მარი მალე დავბრუნდები. საპირფარეშოში შევედი, მსუბუქი მაკიაჟი შევისწორე და უკან მალე დავბრუნდი. -აი თურმე სად ყოფილხარ, მე კიდე ვფიქრობდი რატომ დაბნელდა დარბაზითქო. -მადლობთ. გვწითლდი ასეთი კომპლიმენტები ყოველთვის მაწითლებდნენ. -ნუ წითლდები შვილო, სიმართლეს გეუბნები. ამჯერად მხოლოდ გავუღიმე. ბატონმა ირაკლიმ ფეხი რაღაცას წამოკრა და კინაღამ დაეცა. ცოტაც და ავხარხარდებოდი, ან კი რა იყო ამაში სასაცილო. ისე შემრცხვა ჩემი საქციელის გამო რომ არ ვიცოდი რა მექნა. სახე გვერდით მივაბრუნე და მთელი ძალ-ღონით ვცდილობდი არ გამეცინა. -აი აქ არის. ბატონო ერეკლე, ტასო. გავიგონე მარის ხმა. უკან ვერ მივბრუნდი ისვ სიცილს ვიკავებდი. -აი ბატონო ალექსანდრე ეს არის ჩვენი ტასო. თქვა უცებ მარიმ და ახლა უკვე აუცილებლად უნდა მივბრუნებულიყავი. -გამარჯობა, თითქოს ექოსავით გაისმა დარბაზში მამაკაცის საოცრად მკაცრი, მაგრამ მაინც თბილი და თან უხეში ხმა. სიცილი სულ დამავიწყდა. შებრუნებაც. ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო. იმაში დარწმუნებული, რომ დედამიწაზე არსებობდა კიდევ მეორე ადამიანი ვისაც შეიძლებოდა ასეთი ბუნებრივად მკაცრი ხმა ქონოდა ჩემი ახალი უფროსისკენ მივბრუნდი და მისი სახის ნაკვთებში სულ ადვილად ამოვიცანი ჩემი ალექსი. -ალექს, სუნთქვას ამოვაყოლე, როცა გამახსენდა რომ უნდა მესუნთქა. -გამარჯობა ანასტასია, მისი მომნუსხველი ღიმილით გამიღიმა. როგორ არ ვეცადე, მაგრამ ტუჩის კუთხეები ვერაფრით გავწიე. თვალები უცებ ამიწყლიანდა, გულის ცემა გამიხშირდა. ასეთი შეხვედრის სცენა არასდროს დამიხატია ჩემს გონებაში. ჩემი ბედისწერა კი უბრალოდ გულიანად დამცინოდა. -გამარჯობა. ვუთხარი და გაკვირვებული მის გამოწვდილ მარჯვენა ხელს დავაშტერდი. აი ესეც... ჩემი გულისამაჩუყებელი, მგრძნობიარე შეხვედრა საქმიანი ხელის ჩამორთმევა გამოდგა. მექანიკურად ჩამოვართვი ხელი და მზერა გავუსწორე. მერე კი უცებ თვალები დავხარე, რადგან სულ ადვილად შეიმჩნეოდა იქ საშინელი იმედგაცრუება. -როგორ ხარ? ახლა უკვე სიბრაზის ტალღამ დამიარე მთელს ორგანიზმში. ნუთუ ოდნავ მაინც არ შეეძლო რაღაც ეგრძნო. ბოლოსდაბოლოს ეს თავხედური ღიმილი მიანც მოეშორებინა სახიდან. -კარგად ალექს...ანდრე შენ? რაც შემეძლო მტკიცედ წარმოვთქვი მისი სახელი და მივხვდი, რომ არაფერიც არ შემეძლო. მაინც არ დავყარე ფარხმალი და უდარდელად გავუღიმე. -ტასოო. მხიარულ შეძახილზე უკან მოვბრუნდი. -ნიკა? -ჰაჰ როგორ საერთოდ არ შეცვლილხარ. მითხრა და თბილად გადამეხვია. აი დახვედრა, უჟმურო. გავიფიქრე და ნიკას მეც მოვეხვიე. -როგორ გამიხარდა შენი ნახვა. აქ საიდან? -შენი უფროსი ვარ. -ანუ შენ. რა თქმა უნდა. რა უფროსი მყავს. მოიცა სხვები სად არიან? ჩემმა გონებამ ბოლოსდაბოლოს იკადრა და აზროვნება განაგრძო. -სხვები სხვაგან მუშაობენ. იციან რომ აქ ხარ და შენი ნახვა ძალიან უნდათ განსაკუთრებით ბექა იძახის, რომ შოკოლადები გექნება ჩამოტანლი ბევრი. მის ნათქვამზე გულიანად გამეცინა. -უკაცრავად, მაგრამ სტუმრები გველოდებიან. ჩაერია ალექსი და მეც ამოვიცანი მასში ისევ ის ძველებურად მკაცრი, ოდნავ უხეში და მაინც ისევ ჩემი ალექსი. -მე მეგონა არ იცნობდი. მარიმ გაკვირვებულმა შემომხედა. როცა ჩვენი ადგილები დავიკავეთ. -მეც მასე მეგონა. ვერ წარმოვიდგენდი თუ... ღმერთო. -საიდან იცნობ ტასო? -სანამ წავიდოდი ბრიტანეთში მანამდე ცოტა ხნით ადრე გავიცანი. -ნიკა? -არა ალექსი, ჰმ, ბატონი ალექსანდრე. მერე მან გამაცნო ნიკაც და ყველა მისი მეგობრებიც. -ანუ თქვენ? -არა რას ამბობ, ხო უყურებ მისი გვარიც კი არ ივოცდი. უბრალოდ სიტუაცია იყო ასეთი. ვუთხარი და აწ უკვე ალექსანდრეს გავხედე. რომელიც ჩვენი ორი სტუმრიდან ერთ-ერთს მხიარულად ელაპარაკებოდა. მანაც გამომხედა და მეც გავუღიმე. მაინც შემატყობდა უკვე თუ როგორ გამიხარდა მისი ნახვა. მანაც გამიღიმა. ისევ ისე შინაურულად. ალექსი, თითქოს გაზრდილიც იყო, მეტად დაკუნთული ვიდრე ადრე, და უფრო მამაკაცური. რომ არ მყვარებოდა თავიდან შემიყვარდებოდა ალბათ. ახლა კი ის ჩემი უფროსია. როგორ შეიძლება ასე. რა უნდა ვქნა. სასწრაფოდ გამოვიხედე. ის რომ ჩემს მზერაში მღელვარება დაენახა აღარ მინდოდა. სულ მთლად გამანადგურებდა თუ ასეთი ცივი იქნებოდა. ღმერთო რა სულელი ვარ. რას ველოდი სხვას? ბედნიერი ჩემსკენ ბოდა და ჩამეხუტებოდა? ეს რომ ნდომოდა 6 წლის მანძილზე ერთხელ მაინც დამირეკავდა. მომძებნიდა, მითუმეტეს ასეთი თანამდებობა აქვს, ან აქ როგორ აღმოჩნდა. ჯანდაბა ყველაფერი გაურკვეველია.ყველაფერი ისევ აირ-დაირია. ისევ გამოჩნდა ალექსი ჩემს ცხოვრებაში. ამჯერად ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. -ძალიან კარგად მღერიან. გამომელაპარაკა ჩვენი სტუმარი, რომელსაც აზრზე არ ვარ რა ქვია. როცა მათი სახელები გვითხრეს მე სხვა საფიქრალი მქონდა. -კი ნამდვილად კარგად მღერიან, მიხარია, რომ მოგეწონათ. ვუპასუხე მეც ესპანურად. -ჩვენი ენა იცით? -ძალიან მომწონს, ისეთი მუსიკალური ენაა. -იმედია როდესმე ქართულს მასწავლით. მითხრა და გაიღიმა. -შევეცდები, მეც გავუღიმე. -ოჰ, მიყვარს ეს მუსიკა. ჩემთან ერთად ხომ იცეკვებთ? -სიამოვნებით. ვუთხარი და ახალგაზრდა მამაკცთან ერთად შევუერთდი მოცეკვავე სტუმრების ჯგუფს. -კარგად ცეკვავთ -მადლობთ, თქვენც. -იმედია თავხედობაში არ ჩამომართმევთ თუ გეტყვით, რომ ძალიან ლამაზი ხართ. -დიდი მადლობა. ამასობაში მუსიკაც დამთავრდა და მადლობა ღმერთს ხელი გაიშვა. უხერხულობისგან ვკვდებოდი, მისი მზერა თითქოს მაშიშვლებდა. -ანასტასია, შეიძლება? დაუფიქრებლად ჩავკიდე ალექსანდრეს გამოწვდილ ხელს ხელი და ახლა უკვე მას გავყევი საცეკვაოდ. მშვიდ მუსიკაზე, ჩემი გულის ბაგა-ბუგი ისმოდა. -ჯერ არ ჩამოსულხარ და უკვე დაიპყარი ჩვენი პარტნიორების გული. მე არაფერი მიპასუხია. არც კი შემიხედავს მისთვის. -ანასტასია, მიხარია, რომ შენნაირი პროფესიონალი უკვე ჩვენი გუნდის წევრია. ისეთი რეკომენდაცია გამომიგზავნეს შენზე, რომ გაოგნებული დავრჩი. მზად ვიყავი ხელი გამომეგლიჯა მისი ხელიდან მერე კი სახეში მაგარი სილა გამეწნა, ასეთი საუბრისთვის. თითქოს ჩემთან არაფერი აკავშირებდეს მხოლოდ ოფისი და საქმე. თვალები ცრემლებით ამევსო, როცა გავაანალიზე, რომ ერთი საცოდავი თვე მაკავშირებდა მასთან ისიც 6 წლის წინ, სადღაც ბავშვობაში და რომ ის არაფერს ნიშნავდა, ყოველშემთხვევაში მისთვის ასე იყო. ისე მომინდა გაქცევა, რომ თვალებით კარების ძებნა დავიწყე. -ვინმეს ეძებ? მკითხა და შიგ თვალებში ჩამხედა. თითქოს ჩემს სულში რაღაცას ეძებსო. -არა. -მითხარი მოგეწონა ლონდონი? აზრი არ ქონდა არაფერს. უბრალოდ საუბარში ავყევი. -ლონდონი ყველას მოწონს. -აპირებ კიდევ უკან წასვლას? -არა. -ღიმილი დაკარგე დაკარგე. ლაპარაკსაც გადაეჩვიე? წამით გავაანალიზე მისი ნათქვამი და საყვედურით სავსე მზერა. გავოგნდი ნუთუ კიდევ მე შეიძლება მისაყვედუროს. -არა ბატონო ალექსანდრე ლაპარაკიც და ღიმილიც მახსოვს, უბრალოდ გავიზარდე. ახლა უკვე მე გავუსწორე მზერა. და შემეშინდა ისეთი თვალებით შემომხედა. -ბატონო ალექსანდრე? თავი ჩაღუნა და ისე მითხრა. -შენ ჩემი უფროსი ხარ. -შენ? ახლა უკვე გვერდზე გაიხედა. მე დაბნეული ვიყავი. ამასთან შეგუება მჭირდებოდა. გაანალიზება და სწორი გზის გამონახვა უნდოდა. რომ ჩვენი ურთიერთობა რაიმეს დამსგავსებოდა. ისიც ალბათ მიხვდა, რომ დახმარება მჭირდებოდა და მითხრა. -ძალიან დამავალებ თუ მაგ ბატონოს მოაშორებ ჩემს სახელს. -ხო მგონი მასე ჯობია, ალექსანდრე. ხმამაღლა ვთქვი რაც გავიფიქრე. -შეცვლილი ხარ ანასტასია, თითქოს გამეჯიბრა რომელი უფრო მკაცრად იტყოდა სახელს. -არა, გაზრდილი ვარ. -შეიძლება, მასეც იყოს. თქვა და ხელი ჩემს თმას შეახო. კულული გამიშალა და თითზე დაიხვია. -გაზრდილა, ისევე როგორც შენ. თავისთვის ჩაიცინა მერე კი შემომზედა. ლამაზია. მითხრა და მომშორდა. მე კი ჰაერში დავიჭირე ჩემი ხვეული რომელსაც მისი თითები ეხებოდნენ. ეს შეუძლებალია. ის ისევ ისეთი ცვალებადია ჩემს მიმართ. ჯანდაბა, ნუთუ ყველაფერი მეორდება. ნუთუ მისი გრძნობების ცხრა კლიტულიდან ვერასდროს გავაღწევ. გაყუსული ვიჯექი ჩემს სკამზე და ისე ვუყურებდი ჩემს ცარიელ თეფშს თითქოს მთელი ჩემი ცხოვრების მიზანი მისი ცქერა ყოფილიყოს. როგორ არ ვეცადე მაგრამ ვერაფრით დავიმშვიდე საკუთარი თავი. ხელებიც კი მიკანკალებდა და ხმა რომ ამომეღო ალბათ ერთიანად ღრიალს მოვრთავდი. -რაღაც მოწყენილი მეჩვენებით. ისე მითხრა ესპანელმა თითქოს მთელი მისი ცხოვრება მხიარულს მიყურებდა. მე ჩავახველე, რომ ნორმალური ხმა მქონოდა და რაც ძალი და ღონე მქონდა მტკიცედ ვუპასუხე. -ცდებით. -არადა რა მშვენივრად მღერის ის გოგონა. ბოლო რამდენიმე სიმღერისთვის არ მომისმენია, მაგრამ თავიდან რამდენიმე სიმღერა მართლაც კარგად შეასრულა. -კი გეთანხმებით მართლაც კარგი მომღერალია. -იმედია დროს კარგად ატარებთ ალექსანდრე გვერდით მიუჯდა ესპანელს, მე კი ისეთი სიყვარულით სავსე მზერა შევანათე, რომ მინდოდა საკუთარი თავი იქვე მეწამებინა ამის გამო. -რა თქმა უნდა. არა ჩვეულებრივი მასპინძლები მყავს. თქვა და სასაცილოდ დამეჭყანა, ალბათ გაღიმება სცადა. -მიხარია თუ ასეა. თქვა თავისი ჩვეული გულგრილობით და სწრაფად გაგვეცალა. ეს მე შემიწირავს. დავასკვენი ბოლოს და თვალი დარბაზს მოვავლე. მუსიკა დამთავრებული იყო. უკვე ჩემს გარშემო მჯდომ ხალხსაც მივაქციე ყურადღება და აღმოვაჩინე, რომ მათი სასაუბრო თემა ევროპას ეხებოდა, თუმცა რაზე საუბრობდნენ ზუსტად ვერ დავადგინე, რადგან ნამდვილად არ მაინტერესებდა. მაგრამ ერთ-ერთი ჩვენი თანამშრომლის აღშფოთებულმა სახემ იმდენად გამართო, რომ გადავწყვიტე მთელი გულისყური მათკენ მიმემართა. -რას ამბობთ ბატონო ალექსანდრე, თქვენ გგონიათ თუ ჩვენი ახალგაზრდები ევროპაში დამკვიდრდებიან მერე როდესმე საქართველოში დაბრუნება მოუნდებათ? ეს ხომ უბრალოდ სასაცილოა. -დიახ ზუსტად ასე მგონია. აშკარად ეტყობოდა რომ გაღიზიანებული იყო. -მე იმასიც არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება ის გადაგვარებული ახალი თაობა. ამაზე მე გავბრაზდი, ალექსმა კი გაიცინა და უთხრა. -არადა, რა დრო იყო 37 მანეთად რომ გადაფრიდებოდით არა მოსკოვში. მეც გამეცინა. ბატონი თამაზი კი გაბრაზდა. -ერთი ადამიანი მაინც თუ იცით ვინც დაბრუნებულა. -ბევრი ვიცი, მაგრამ თუნდაც ანასტასია, ხომ დაბრუნდა. თქვა და ახლა მე გავხდი მისი მზერის მსხვერპლი. გამართო კიდეც მისმა გამოხედვამ. სულ თავის თავში დაჯერებულ ალექსანდრეს ახლა მერყეობა ეტყობოდა. მე კი მივხვდი, ალბათ არ იცოდა მე რომლის არგუმენტი უფრო ვიყავი მისი თუ ბატონი თამაზისი. ამან გამაბრაზა. ის მე საერთოდ არ მიცნობდა. -რას გვეტყვი ანასტასია? მკითხა ცოტა ფიქრის შემდეგ. -მემგონი გადაგვარებული არ უნდა ვიყო. ეს მხოლოდ და მხოლოდ ალექსის გასაგონად ვთქვი. და რადგან ჩემს ხმაში საყვედური იგრძნბოდა, რომელიც ისევ ალექსისკენ იყო მიმართული. ბატონმა თამაზმა გადაწყვიტა, რომ მისმა ეპითეტმა გამაღიზიანა და მოყვა თავის მართლებას, რომელმაც შემდეგში მართლა გამოიწვია ჩემი გაბრაზება. -ასე ცალსახად ამას ვერ ვიტყვით, შეიძლება არსებობდა რამე ისეთი მიზეზები რამაც აიძულა ეს ახალგაზრდა ქალბატონი უკან დაბრუბებულიყო. -მაიძულა? უკაცრავად მაგრამ გეშლებათ. -ნუთუ თქვენ სამსახურის გამო არ დაბრუნებულხართ? მომიგო მოჩვენებითი თავაზიანობით. -ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამშენებლო კომპანიაში ვმუშაობდი ზუსტად იგივე თანამდებობაზე, ასე რომ იმედი უნდა გაგიცრუოთ. უკან იმიტომ დავბრუნდი, რომ ასე მინდოდა და ეს რომ ჩემი სურვილი არ ყოფილიყო ვერანაირი გარემოება ვერ მაიძულებდა ამის გაკეთებას. მივხვდი, რომ ზედმეტი მომივიდა. თავი დავხარე და გავწითლდი ამის გამო. -აბა რატომ დაბრუნდით. როგორც ჩანდა ამ კაცს მართლა სჯეროდა მისი ნააზრევის და ახლა უკვე ეჭვი შეეპარა. -იმიტომ რომ დედამიწაზე მხოლოდ ერთი ადგილია სადაც მართლა სახლში გრძნობ თავს. ჩემთვის ეს საქართველოა. ვუთხარი რბილი ტონით და დაზავების მიზნით გავუღიმე. ალექსანდრე კი ამოუნობი მზერით მიყურებდა. თითქოს თავის თავს რაღაცაში არწმუნებსო. აქ უცებ თავი დავიჭირე იმაში, თუ როგორ ძალიან მომწონდა და უხდობოდა მისი სრული სახელი. თითქოს მასავით შეუვალი და ზოგჯერ რბილი იყო. მისი ცვალებადობა სრული გაურკვევლობის ბურუსში მახვევდა და ისევ ძალიან მინდოდა სახლში წასვლა. ცუდიც და კარგიც საბოლოოდ სრულდება, და ეს საღამოც დამთავრდა. ისეთი ბედნიერი მივდიოდი მანქანისკენ, თითქოს სახლში კი არა სამოთხეში მივდივარ ჩარტერული რეისით. -ვინმეს ელოდები ანასტასია?გვედრით ალექსანდრე ამომიდგა. -ხო, უნდა მომაკითხონ, ვუთხარი და გავუღიმე. მე გავიღიმე. -აჰ, გასაგებია. -თუ აგვიანდება გაგიყვანთ ჩვენ. მართლაც უკვე 15 წუთი ველოდებოდი და ცოტა არ იყოს ვნერვიულობდი. -წესით მალე უნდა მოვიდეს. -წამო. ხელი მომკიდა და მისი მანქანისკენ წამიყვანა. -შემიძლია ტაქსით წავიდე, არ მინდა შეგაწუხო, ძლივს გავინთავისუფლე ხელი მისი ხელიდან. მან კი ისეთი მზერა მსტყოროცნა თითქოს ეს რა მაკადრეო და პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალა. მანქანაში ხმას არ ვიღებდი. არც ვიცოდი რა მეთქვა. თავში დიდი აურზაური მქონდა, მაგრამ საკითხავი ის იყო, რა უფლებით დამეყარა კითხვები, როცა არ ვიცოდი რას წარმოვადგენდი მისთვის. როგორ ძალიან მჭირდებოდა მარტო ყოფნა. 6 წლის შემდეგ პირველად შეხვდი და ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს არც არასდროს წავსულვარ. ისე თუ დავუკვირდებით, ის უფრო მეტად ახლოს იყო ჩემთან მთელი ეს დრო ვიდრე სხვა დანარჩენი, ამიტომ მასთან ჯერ კიდევ ძველი შინაურული განცდა მქონდა. თუმცა რაღაც მაინც შეიცვალა. თუ ადრე მზად ვიყავი ჩემი გრძნობები გამემხილა ყოველგვარი სინანულის გარეშე ახლა უკვე თავს მოვიკლავდი და აღარ ვაგრძნობინებდი, რომ მის გარდა ჩემს გულს სულიერი არ გაკარებია არასდროს. -შოკოლადი კიდევ არ გიყვარს? -რა? არა. -არაუშავს ვანილისას შეჭამ, წამოდი. მანქანიდან გადავიდა და მეც დაბნეული გადავყევი. პატარა ბარში შევიდა და ნაყინები იყიდა. -გარეთ დავჯდეთ ხო? -მაგ კითხვამდე ის კითხვა უნდა დაგესვა მინდოდა თუ არა საერთოდ აქ დაჯდომა. მეც გამიკვირდა ჩემი უეცარი გაღიზიანება და ისიც დააბნია. მაგრამ მალევე თავისი მომუსხველი იდუმალი ღიმილიანი სახით გამომხედა და სრული სერიოზულობით მითხრა. -ჩემთან ერთად ნაყინს შეჭამ ტასო? ჯერ კიდევ დიდი მოსამზადებელი პერიოდი უნდა გამევლო იმისთის რომ მისი ამ „ტასოსთვის “ უარი მეთქვა და მის თბილ გამოხედვაზე რეაქცია არ მქონოდა, რომელიც სხვათაშორის ზამთრის მზესავით გამოანათებდა ხოლმე, ხანდახან. მაგიდასთან დავჯექი და ნაყინის ჭამა დავიწყე, რაღაც ხომ უნდა მეკეთებინა. -დადნება, დავარღვიე სიჩუმე და მის ნაყინზე მივუთითე რომელსაც არც მიკარებია. -არაუშავს. -არ მიყვარს ჭამის დროს რომ მიყურებენ, ქვევიდან ავხედე და გამეცინა, მასაც გაეცინა. მგონი გამხიარულდა კიდეც. -უკაცრავად, მითხრა და როგორც იქნა გასინჯა თავისი წილი. მეც გავუღიმე და თავი სასწრაფოდ ჩავხარე, სიყვარულით სავსე მზერით რომ არ დამესაჩუქრებინა. -ტასო, რატომ აღარ იღიმი? -ამ წუთას გავიღიმე ალექსანდრე, ვცდილობდი საუბარში ღრმად არ შემეტოპა, უკვე საკუთარ ენასაც აღარ ვენდობოდი. -მაგას არ ვგულისხმობ, აი ისე უმიზეზოდ და სულ რო იღიმოდი ხოლმე. -შენთვითონ თქვი რომ უმიზეზო იყო. -მაგას ადრე არ ქონდა მნიშვნელობა. -და ახლა რა მნიშვნელობა აქვს ადრეს? შიგ თვალებში ჩავხედე და კიდევ დავუშვი შეცდომა. ისიც თითქოს თვალებით მზომავდა. ღმერთო ოღონდ წამით ჩამახედა მის თავში ახლა რას ფიქრობს. რას არ გავიღებდი, ოღონდ გამაგებია ეს გამოხედვა რას ნიშნავს. -სასიამოვნო ამინდია, ვთქვი უცებ. იმ მიზნით რომ მისთვის ფიქრი შემეწყვეტინებინა. -ახლა თუ ამინდზე ილაპარაკებ ვიფიქრებ რომ უხერხულ სიტუაციაში ხარ. -ხოოო... რა უცნაურია, მანდამაინც შენ ხარ ჩემი უფროსი. ამაზე დაბნეულმა გამომხედა. -აბა ვის ელოდი? -არავის არ ველოდი, უბრალოდ არ ვიცოდი შენი გვარი და შენ არ გელოდი. საერთოდ ისიც არ ვიცოდი ამხელა კომპანია თუ გქონდა. -მემკვიდრეობით მივიღე... ამაზე გული კინაღამ წამივიდა, ცოტაც და თვალები ცრემლებით ამევსებოდა. ნუთუ შეიძლება ეს მართალი იყოს. როცა მეუბნებოდა ფული სულ დავხარჯეთო და აღარ მაქვსო, ამ დროს ამხელა სიმდიდრის პატრონი იყო?! -...მაშინ როცა აღარ მჭირდებოდა. ანდერძის მიხედვით 21 წლამდე არ მქონდა მისი განკარგვის უფლება. ხელი მოვმუშტე და თავი დამნაშავედ ვიგრძენი, რომ მასში ეჭვი შემეპარა. -არ დაგიმალავ გამიხარდა მისი დანახვა, თვალებით შავ სამაჯურზე მანიშნა. მეც თავი დავუქნიე და ოდავ შესამჩნევად გავუღიმე. -ტასო რა გჭირს? სხვანაირი მახსოვხარ. -შენ 16 წლის ბავშვი გახსოვს ალექს..ანდრე. ისევ მივაგრძელე მისი სახელი. -ხო რა თქმა უნდა შენ ხომ გაიზარდა. მრავალმნიშვნელოვნად წარმოთქვა და შემომხედა. ჩემი სიყვარულით სავსე მზერა ყოველთვის ასეთი წამომედგინა, როგორც ალექსი მიყურებდა ახლა. მისი შავი თვალები თითქოს გაღიავებულიყო, უსაზღვრო რაოდენობის სითბო ჩამდგარიყო ისე, თითქოს მეუბნებოდა მე სულ აქ ვიყავიო, არსად წავსულვარო.თითქოს არც არასდროს შემოუხედავს ჩემთვის ამ სითბოს გარეშე. არა... აქაურობას სწრაფად უნდა გავეცალო. გავიფიქრე და მზერა სასწრაფოდ მოვაშორე. -უკვე გვიანია ალექსანდრე, უნდა წავიდე. ისიც უსიტყვოდ წამოდგა და სახლამდე არაფერი უთქვამს. ნორმალურად აღარც შემოუხედავს ჩემთვის, თითქოს ერიდებაო. მანქანიდან, რომ გადავდიოდი ხელი დამიჭირა და მითხრა: -ტასო...რაც არ უნდა მოხდეს...არავის მისცე უფლება შეგცვალოს. შენ...შენ უნიკალური ხარ. სრულიად დაბნეულმა თვი ოდნავ დავუქნიე და ისე შევვარდი სახლში არც მიმიხედავს უკან. ნორმალურად მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე როცა ჩემს ოთახში შევედი. ბევრი არც მიფიქრია მაშინვე სააბაზანოს მივაშურე. წყალში ავაქაფე და შიგ ჩავწექი. სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა და მეც თითქოს წამში მომეხსნა დაძაბულობა. რა უნდა გავაკეთო? სამსახურიდან წამოსვლის იდეა მაშინვე უკუვაგდე, როგორც კი გავიფიქრე. ჯერ ერთი ისედაც უსაზღვროდ თავდაჯერებული ალექსანდრე მაშინვე მიხვდებოდა რომ ისევ ძველებური გრძნობები მაკავშირებს მასთან. მერე მეორეც მასეთი სუსტიც არ ვიყავი, რომ გავქცეოდი. ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ არსადაც არ წავიდოდი. ჩვეულებრივად გავაგრძელებდი მუშაობას, ალექსს კი ისე მოვექცეოდი, როგორც მაგალითად ნიკას... ეს ბოლო რამდენად გამომივიდოდა არ ვიცი, მაგრამ მთელი ჩემი მონდომებით ვიმუშავებდი იმაზე, რომ ბატონ ალექსანდრეს ჩემგან კიდევ ერთი სიყვარულით სავსე მზერა არ მიეღო. მეორე დილას ჩემს თავში უსაზღვროდ დაჯერებული და ცოტა უფრო მეტად დაიმედებული გავუყევი სამსახურისკენ მიმავალ გზას. მანქანა სადგომზე გავაჩერე და შენობაში სწრაფად შევედი. -დილამშვიდობისა ნანუკა, დღევანდელი განრიგი შემომიტანე რა უცებ. -დილა მშვიდობისა ანასტასია, პირველ რიგშიბატონი ალექსანდრე გიბარებს. -კარგი ახლავე მივალ. რა ჯანდაბაა... თავიდანვე ასეთი გამოცდა მერგო წილად... -გამარჯობა ანასტასია გელოდება. მახარა ალექსანდრეს მდივანმა და მეც გაბედულად შევაღე კარები. -შეიძლება? -კი რა თქმა უნდა, ფეხზე წამოდგა და მომესალმა. ამჯერად ხელი არ ჩამოურთმევია უბრალოდ თბილად გამიღიმა. -მადლობა, ვუთხარი როცა სკამი გამომიწია და უცებ ჩემი ყურადღება მისმა მხიარულმა სახემ მიიპყრო. ნეტა რამ გაახარა? -მოკლედ ტასო, ვიცი, რომ ახალი მოსული ხარ და ისედაც ბევრი საქმე გაქვს მაგრამ ესპანელებთან ხელშეკრულება რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაფორმოთ. ასე, რომ სხვა დანარჩენი გვერდზე უნდა გადავდოთ და მაგათ მივხედოთ. არ არის მოკლევადიანი თანამშრომლობა და არ მინდა რამეზე უკმაყოფილოები იყვნენ. -გასაგებია, ხვალ შუადღეზე მზად მექნება, უფრო სწორად გექნება მაგიდაზე. -ეჭვიც არ მეპარებოდა შენში. მითხრა და უცნაურად მომაშტერდა, მეც გავუღიმე და უცებ ჩემი თავით ვიამაყე იმდენად ჩვეულებრივი იყო ეს ღიმილი. -სულ ეს არის? -ბატონო? ფიქრებიდან ძლივს გამოერკვა. -შემიძლია წავიდე? -გეჩქარება სადმე? წარბები შეიჭმუხნა. -კი საქმე მაქვს. -ა.. ხო.. კი. სულ ეს იყო. მე თავი დავუქნიე და წამოვდექი. ესე ასე. პირველი ეტაპი შესანიშნავად დავძლიე. ახლა კი უფრო დიდი ჯაფა მედგა: ჩემს გონებას მხოლოდ საქმეზე უნდა ეფიქრა. კაბინეტში მაგდას მივუჯექი და ხელსეკრულების გამზადება დავიწყე. -ტასო, წამოხვალ მარიმ ჩემს ოთახში შემოყო თავი. -სად? თავი არ ამიწევია ისე ვკითხე. -შესვენებაა.. -ამდენი დრო გავიდა? ახლა ვიკადრე და საათს დავხედე. -მე არაფერი მინდა მინდა მარი, წადი შენ. -კარგი გნახავ მერე. ამდენი ხანი კომპიუტერის ეკრანთან ძალიან მეტკინა თვალები და ფეხზე წამოვდექი. ფანჯარაში გავიხედე უკვე ბნელდებოდა. ასე ნაყოფიერად დიდი ხანია არ მიმუშავია, ჩემი თავით კმაყოფილმა უკვე ამოპრინტერებული მასალით გავწიე ალექსანდრეს კაბინეტისკენ. დავაკაკუნე და პასუხზე კარები შევაღე. -გამარჯობა ნიკა, როგორ ხარ? გავუღიმე ბიჭს. -კარგად ტასო. შენ კითხვაც არ გინდა მშვენივრად გამოიყურები. -მადლობა. ალექსანდრე აი მოგიტანე. მზადაა. გადახედე და თუ რამე შესწორებები გაქვს განვიხილოთ. -ასე უცებ გაამზადე? -საჩქარო იყო და. გაოცებით მომაშტერდა მე კი საქაღალდე წინ დავუდე. -ახლა კი დროა წავიდე. ხვალამდე. -გაგიყვან ტასო. -არა ალექსანდრე მანქანით ვარ. კარგად იყავი. გრილმა ჰაერმა ცოტა გამომაფხიზლა. სახლში საწვლა გადავიფიქრე და ერეკლეს და თორნიკეს შევხვდი. სასიამოვნო საღამო ყველაზე კარგი განტვირთვა იყო. ბოლოს კი სახლს მივაშურე. ბოლოსდაბოლოს დავრწმუნდი იმაში, რომ ალექსთან ერთად მუშაობა არ უნდა გამჭრვებოდა. მე იმდენად მივეჩვიე მის გარეშე ცხოვრებას, ჩემი გრძნობების არ გამომჟღავნებას, რომ ეს ყოველდღიურობად მექცა. ამიტომ უკვე დარწმუნებუი ვიყავი ჩვეულებრივად განვაგრძობდი მასთან მუშაობას. ასეც იყო. ერთი კვირის განმავლობაში სულ ერთად გვიწევდა მუშაობა და ჩემი თავისთვის ოდნავი ზედმეტი არაფერი შემიმჩნევია, მეტიც ურთიერთობაც წმინდა საქმიანი ჩამოგვიყალიბდა. სამწუხაროდ ვეღარ ვხედავდი ისეთ მხიარულ ალქსს როგორიც პირველად ვნახე. თუმცა ეს ყველაფერი მაინც დამთრგუნველი იყო. ჩემს შემთვევაში ამას იძულებაც აღარ ერქვა მე უბრალოდ რეალობას მივეჩვიე და სრულიად არაფერს მოვითხოვდი მისგან. ასე მერჩივნა, მშვიდად ვიყავი ჩემს ირგვლივ არაფერი იცვლებოდა, გარდა იმისა რომ უკვე მშობლიურ ქვეყანაში ვცხოვრობდი. მხოლოდ ერთი რამ იყო გამაღიზიანებელი, იმ ოსკარის (როგორც იქნა მისი სახელი გავიგე) ზედმეტი ყურადღება და გადამეტებული ფამილიარობა. რა უფრო ვცდილობდი მასთან ფორმალური ურთიერთობის დაჭერას მით უფრო ჯიუტად ცდილობდა ჩემთან დაახლოებას. ჯანდაბას წავა მალე მაინც და ყველაფერი კარგად იქნება. -ეს უნდა ავღნიშნოთ, წამოიძახა უცებ სულ კარგ ხასიათზე მყოფმა ოსკარმა როცა საბოლოოდ მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას. მე საათს დავხედე და ჯერ მხოლოდ 3 საათი იყო. გამიხარდა ახლა თავისუფალი ვარ და შემიძლია ბოლოსდაბოლოს ჩემს ახალ სახლს მივხედო. სარემონტო სამუშაოებია ჩასატარებელი და მუშებს უნდა შევხვდე. -აუცილებლად დაეთანხმა ალექსანდრეს, თუმცა ამ უკანასკნელის ხმა სულაც არ იყო ასეთივე ხალისიანი. ბოლო რამდენიმე დღე ერთხელაც კი აღარ გაუღიმია. ნეტა რატომ. -ჩვენს სასტუმროს არაჩვეულებრივი რესტორანი აქვს. -წავიდეთ. დაეთანხმა ნიკა და ალექსანდრეს გადახედა, მანაც თავი დააქნია და ამჯერად მე შემომხედა. -ხომ წამოხვალ? ისე შინაურულად მკითხა სხეული გამითბა. -სამწუხაროდ ვერა, სახლში უნდა წავიდე აუცილებლად. -ძალიან საჩქაროა? ჩამეკითხა ნიკა. -კი ნიკოლოზ მართლა, დარწმუნებული ვარ უჩემოდაც გაერთობით. ყველას დავემშვიდობე და წამოვედი. გარეთ გამახსენდა, რომ მაქნანა პროფილაქტიკაში მყავდა დატოვებული. -ტასო მოიცა... -ხო? გამიკვირდა ალექსანდრეს ხმის გაგონება. -ჩვენთან ერთად რატომ არ მოდიხარ? სერიოზულად მკითხა. -საქმე მაქვს. -ასეთი რა საქმე გაქვს, ჩვენ ხომ ამხელა ხელშეკრულება გავაფორმეთ უცხოელ ინვესტორებთან. -ალექსანდრე დღეს მართლა სერიოზული შეხვდრა მაქვს და კიდევ ვერ გადავდებ. მოიღუშა და ხელები დანებების ნიშნად აწია. -შენი მანქანა სადაა? -პროფილაქტიკაში, დამავიწყდა რო გამოსაყვანი იყო. -გაგიყვან წამოდი. -არა არ მინდა, შენ ხო უნდა წახვიდე. ჩემით მოვახერხებ. -შუადღის 3 საათზე რა მინდა იქ, ოდნავ გამიღიმა. წამოდი. ალექსანდრეს მისამართი ვუკარნახე და გაკვირვებით შემომხედა. -მეგონა სახლში მიდიოდი. -ასეც არის, ჩემს ახალ სახლში მივიდვარ. -სახლი იყიდე? -მიყიდეს, საჩუქარია მშობლებისგან. -გილოცავ. თქვა და ისევ მოიღუშა. -შენ ისეთი დამოუკიდებელი ხარ. -ხო მივეჩვიე. -კარგია. თქვა და წინ გაიხედა. -დამოუკიდებლობა კარგია მაგრამ ადამიანების მიმართ ცივი დამოკიდებულება ჩამოგიყალიბდა მაინც. -საიდან მოიტანე? გულწრფელად გამიკვირდა მისი ნათქვამი, რომელშიც ნათლად იგრძნობოდა საყვედურის ტონი. -უბრალოდ სხვანაირი ხარ. -ჩვენ იმდენად ცოტა ხანს ვიცნობდით ერთმანეთს რომ შენ არც კი იცი ნორმალურად მაშინ როგორი ვიყავი. -არა, მანქანა გააჩერა და გამომხედა, ასე არ არის. მე მშვენივრად გიცნობდი და ამიტომაც საერთოდ არ მომწონს შენი ზესაქმიანი ქალის იმიჯი. ტუჩები შევიკავე რომ არ გამღიმებოდა მასზე. -აბა რა გავაკეთო, სამსახურში ავდგე და სიმღერა დავიწყო? საერთოდ ძალიან სულელურად მიმაჩნია შენი უსაფუძვლო შენიშვნები. თვალები გაუფართოვდა ამის გაგონებაზე. -უსაფუძვლო? ისე მექცევი თითქოს შენი უბრალო ნაცნობი ვიყო. ამის გაგონებაზე გავშრი. საერთოდ დავიბენი და არ ვიცოდი რა მეპასუხა. მე მართლა არ ვაკეთებდი ამას ძალდატანებით. თავისთავად ხდებოდა. არა პასუხად კარგი იქნებოდა აბა რას მოელოდი ხელის ჩამორთმევით რომ მესალმებოდითქო, მაგრამ იმას ხომ არ გავამჟღავნებდი ამ ფაქტს ამხელა მნიშვნელობას რომ ვანიჭებდი. ამიტომ უბრალოდ მივუგე. -ისე გექცევი როგორც უფროსს, ჩვენ ხომ საქმიან ვითარებაში ვართ. ახლა კი თუ შეიძლება სახლში წამიყვანე. ბოლოს რაც შემეძლო მშვიდად მივმართე და ფანჯარაში გავიხედე. ეს იყო და ეს. მომდევნო ერთი კვირა ალექსანდრეს ჩემთვის ხმაც აღარ გაუცია. სული მეხუთებოდა როცა ჩემს ირგვლივ ტრიალებდა. ისევ ისეთი უხეში და ცივი ტონი მოირგო. ერთხელაც აღარ შემოუხედავს ჩემთვის თბილად, საერთოდ იშვიათად მიყურებდა ან თუ პატივს დამდებდა და მის მზერას მაღირსებდა ისეთი გამომცდელი თვალებით მიყურებდა, რომ მეგონა სადაცაა საშინელ დანაშაულზე წამასწრებსთქო. ახლა უკვე სერიოზულად ვფიქრობდი სამსახურიდან წასვლაზე. ხანდახან კი ისე ვბრაზდებოდი მასზე რომ პირიქით მინდოდა რაც შეიძლება დიდხანს ეყურებინა ჩემი „ცივი“ დამოკიდებულება ადამიანებთან. მეგონა მარტო სახლში ცხოვრება უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ამ ჩემს აწ უკვე კარგად მოწყობილ 2 ოთახიან მყუდრო ბინაში ხმის გამცემი არავინ მყავდა. თითქოს იმისთვის მოვდიოდი სახლში, რომ დამეძინა. დღესაც ასე მოვიქეცი. თავი მოვიწესრიგე და პირდაპირ ჩემს საწოლს მივაშურე. ოოო... როგორ ნერვებს მიშლიდა ეს მობილური, მანდამაინც მაშინ რეკავს ხოლმე როცა არ მინდა ვინმეს ველაპარაკო. -გისმენთ, ჩავძახე შიგ -გილოცაააააააააავ... გაისმა ლიზიკოს წკრიალა ხმა. -ლიზიკო? როგორ ხარ? რას მილოცავ? -ტასო რომელი საათია? -1ის 5 წუთია. სწრაფად ვუპასუხე. -მერე? უკვე 1 ივნისია. გილოცავ გოგონა. რომ იცოდე როგორ მომენატრეე.. -ვაიმე საერთოდ არ მახსოვდა. დიდი მადლობა. მეც მომენატრე ქალატონო. -რას გემახსოვრებოდა შენი უფროსის ხელში... ლიზიკო ჩემი დამოკიდებულების ალექსთან ძალიან წინააღმდეგი იყო. გაიძახოდა თუ ისე ძალიან გიყვარს რომ დროს და მანძილს გაუძლოო მაშინ ღირსია ეგ გრძნობა იმის რომ იბრძოლო მისთვისო. მე კი ისიც მეყოფოდა რაც ადრე დამემართა, თანაც ძალით თავს ვერ შევაყვარებდი. ამიტომ ამაზე უბრალოდ აღარ ვსაუბრობდით. -ხო კაი კაი. როდის მობრძანდები აქეთ? -2 კვირაში. -რაა? მართლა? -კი გენაცვალა, როგორ მიხარია შენ ხო არ იცი რააა.. -აუ რა მაგარია ლიზიკო. აქეთ იქნები და ცემს გამოყრუებულ სახლს გამოაცოცხლებ. მასთან დიდხანს ვილაპარაკე, მერე კი გავიაზრე მე უკვე 23 წლის ვიყავი. კიდევ 1 წელი მის გარეშე. ჩემი ადაპტაციის უნარი მაგიჟებდა პირდაპირ. რაც არ უნდა უბრალოების ელფერი მისცე დაბადების დღეს, ისე მანც ყოველთის იქნება დღესასწაული. ჩემი, პირადი დღესასწაული. ალბათ ამიტომ ვიყავი დილიდან კარგ ხასიათზე. ღიმილიანმა შევაბიჯე სამსახურში. თითქოს ყველამ შეამჩნიაო უცნაური თვალით მიყურებდნენ, ერთმა თვალიც კი ჩამიკრა. ეს უკვე ძალიან უცნაური იყო. -ნანუკა გამარჯობა, ვუთხარი ჩემს მდივანს. მანაც ღიმილიანი სახით გამომხედა და მომესალმა. ჩემი კაბინეტის კარებთან გავშეშდი. აი თურმა რატომ მიყურებს ყველა ასე. დიდი ლამაზი თაიგული იყო, რომელსაც გვერდით ფერადი ბუშტებით გაფორმებული კალათა ედო. ძლივს შევათრიე ყველაფერი ჩემს კაბინეტში და ბარათი მოვძებნე. „გილოცავ დაიკო, შენ კიდევ უფრო მიუახლოვდი სიკვდილს.“ დაჩის ხელწერა ადვილად ვიცანი. ჩემი ძმა ორიგინალურობას არ კარგავდა. თაიგული ძალიან ლამაზი იყო. კალათაში კი უამრავი ნუშის ორცხობილა იყო. მაშინვე გადავურეკე დაჩის და მადლობა გადავუხადე. -სად აღნიშნავ? -არ ავღნიშნავ დაჩი. -ოოჰ ვერ ხარ შენ. მითხრა და მალევე დამემშვიდობა. -დილა მშვიდობის ტასო. -გამარჯობა ალექსანდრე. სული შემეხუთა ნუთუ ახსოვს?! -ეს რა არის? -საჩუქარია, კართან დამხვდა, ვუთხარი ღიმილით. მან კი ისეთი მტრული მზერა ესროლა ჩემს ლამაზ ყვავილებს რომ ცოტაც და დაჭკნებოდნენ. -ეგ ვიცი. ჩემამდეც მოვიდა ამბავი. იცი, იმედი მქონდა, რომ ამას შენ თვითონ მოაგვარებდი რადგან ასეთი დამოუკიდებელი ხარ უკვე, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია. გააგრძელა სერიოზული ტონით და ჩემს წინ ჩამოჯდა. ჩემი მოლოდინი მოლოცვებთან დაკავშირებით კი იქვე გაიფანტა და მის ადგილას იმედგაცრუებამ დაისადგურა. -რას გულისხმობ? ვეცადე, რომ ხმაზე ეს ცვლილება არ დამტყობოდა. -შენი აზრით სწორად იქცევი? როცა საქმიან ურთიერთობებს ურევ პირად ცხოვრებაში? ხმა კიდევ უფრო გამკაცრებოდა. -თუ შეგიძლია ნორმალურად ამიხსენი რა გინდა ჩემგან. ახლა უკვე მე გავბრაზდი. -მე მინდა, რომ ჩემს კომპანიაში მოეშვას ის ევროპელი ამ ზიზილ-პიპილოების გამოგზავნას. -უკაცრავად? მოულოდნელობებისგან ფეხზე წამოვხტი. მანაც გაიმეორა ჩემი მოქმედება. -არ მინდა იმ ოსკარმა თუ ვიღაც ჯანდაბაა ყვავილები გიგზავნოს. -ხომ არ გგონია რომ შენი სურვილები ამ შემთხვევაში ნაკლებად გასათვალისწინებელია. -მე არ მინდა ჩემი კომპანია ცირკს დაემსგავსოს. -ნუ აზვიადებ, თუ ღმერთი გწამს ერთი თაიგულით ამხელა ჰოლდინგი ცირკს როგორ დაემსგავსება ან კი... -რა უნდა შენგან იმ... ოსკარს. სიტყვა გამაწყვეტია და ისევ დაჯდა სკამზე. ასეთი გაღიზიანებული ალექსი მას მერე არ მინახავს...არა საერთოდ არ მინახავს. -ვის? -ოსკარს, ტასო თავს ნუ ისულელებ. აბა ვინ გამოგიგზავნა ეს რაღაცეები. გაოგნებული ვიყავი. იგი ავი ძაღლივით იყო, ჩემამდე თვითონაც არ მოდიოდა, მაგრამ არც სხვას უშვებდა. -საკმარისად დიდი ვარ იმისთვის, რომ საქმე და პირადი გავარჩიო ერთმანეთისგან ალექსანდრე, ასე, რომ ტყუილად ნუ იღელვებ. ჩემსა და ოსკარს შორის მსუბუქი ფლირტის მეტი არაფერი ყოფილა ისიც მისი მხრიდან მხოლოდ. ვუთხარი და თვალი თვალში გავუსწორე. -აბა ეს ვინ გამოგიგზავნა? წარბიც არ შეუხრია ისე შემომხედა, თითქოს აქაც არაფერიაო. -ეს უკვე შენ ნამდვილად არ გეხება. თითქმის დამარცვლით ვუთხარი. ეჭვიანი იდიოტი. მოვნათლე გონებაში და თავხედური მზერა გავუსწორე. ის კი თითქოს ყურებს არ უჯერებსო, ისე მიყურებდა. მერე კი თვალებში ცეცხლი ჩაუდგა და მისმა გამოხედვამ შემაშინა. -არ მეხება? -არანაირად, მაინც მტკიცედ გაისმა ჩემი ხმა. ალექსმა კი ერთი მაგრად დაარტყა მუშტი ჩემს მაგიდას მერე კი ისე გაიჯახუნა კარები, რომ მეგონა მთელი შენობა შეირხა. მე კიდე დაბადების დღის მოლოცვას ველოდი. ჩემს სისულელეზე გამეცინა. რა ჭირს ამ კაცს, რატო არ შეუძლია ნორმალური ურთიერობა მაინც ქონდეს ჩემთან. სულ ასე უაზროდ რატომ მიწყობს სცენებს? სახლში მეც ადრე წავედი, ტელეფონი გამოვრთე აღარ მქონდა მეტი მილოცვების თავი. როგორ დამთრგუნა ალექსანდრემ. რა უნდა ჩემგან ნეტა. რატომ ეჭვიანობს თუ არაფერს გრძნობს ან თუ გრძნობს რატომ არ ამბობს. გაურკვევლობა მტანჯავდა უკვე. მაგრამ მისმა ამ საქციელმა ისევ გააღვიძა ჩემში იმედის ნაპერწკალი, რომ მართლა არ მომიწევდა მთელი ცხოვრება ჩემი გრძნობის გულში ჩაკლა. მაგრამ რა იქნებოდა ეს იმედიც რომ წინასავით ფუჭი აღმოჩენილიყო? მეტს ვეღარ ავიტანდი. არასასურველი მაგრამ მაინც სასიამოვნო ფიქრებდან კარზე ზარმა გამომაფხიზლა, საათს გავხედე ინსტიქტურად 11 სრულდებოდა ახლა ვინ უნდა იყოს? გავიხედე და გავშეშდი, ჩემი კარის ზღურბლთან თავდახრილი ალექსი იდგა. უცებ ტანსამელზე დავიხედე, ჯინსის შორტები და თეთრი მაისური მეცვა, ამოვისუნთქე და კარი გავაღე. ალექსმა ერთი ამომხედა და ოდნავ გაიღიმა. -შეიძლება? მე განზე გავიწიე და ვანიშნე შემოსულიყო. -ნუშის ორცხობილა მოგიტანე. პარკი მაგიდაზე დადო. სხვა თუ არაფერი ამის 2 თვის მარაგი მაინც მაქვს. -არ იყო საჭირო მადლობა. -არაფრის, ვიცი რო გიყვარს. ეს თუ გახსოვს ჩემი დაბადების დღის დამახსოვრებას რა უნდოდა? გონებაში ვეჩხუბებოდი. -შენთან სალაპარაკოდ მოვედი, ცოტა გვიანია, მაგრამ არაუშავს ხომ? -რომ გითხრა უშავსთქო წახვალ? ხმამაღლა გავიფიქრე და მაშინვე ვინანე, მას კი გაეღიმა. -აუცილებლად უნდა გელაპარაკო. -გისმენ, ვუთხარი. -ყავას დალევ? -არა, ჩემთვისაც ჩაი გააკეთე, ვიცი რო ყავას არ სვამ. თავი დავუქნიე და სამზარეულოში გავედი. ერთი ყავა და ერთი ჩაი გავამზადე. -შენ კი ჩაი არ გიყვარს, ვუთხარი და ყავა დავუდგი. მაინც გამეღიმა ისეთი საყვარელი თვალებით გამომხედა. -მადლობა ტასო. -არაფრის ალექს. -ხო ხვდები რისთვისაც მოვედი არა? -შენ ისეთი სიურპრიზებით ხარ სავსე, რომ მეშინია რამე ვიფიქრო. -შენს ლამაზ ხმას ირონია არ უხდება. მე ბოდიშის მოსახდელად მოვედი დღევანდელის გამო. არ ვიყავი მართალი, უხეშად მოგექეცი და მაპატიე, თავი ჩახარა. -ჩათვალე რომ უკვე გაპატიე. ისევ საყვარლად გამიღიმა და მითხრა. -ტასო, ოღონდ არ გაბრაზდე კარგი? ოსკარი გაწუხებს? -არა ალექსანდრე ხომ გითხარი არაფერი არ ხდება, უკვე მართობდა მისი კითხვები. -არა შენს გემოვნებაში ეჭვის არ მეპარება, უბრალოდ არ მინდა შეგაწუხოს. -ყველაფერი რიგზეა მართლა, ახლა მეც გავუღიმე. -იცი, ტასო ღიმილი ისე გიხდება რომ არ მინდა ჩემს გარდა ვინმეს უღიმოდე. ხმაში მხურვალება გაერია და ამ ცვლილებამ დამძაბა. ალბათ რამე უნდა მეთქვა სიტუაციის გასანეიტრალებად მაგრამ ვერაფრით ვერ ამოვაბრუნე ენა პირში. უბრალოდ ჩაი მოვსვი. მან კი ყავა. თან ფინჯანი გვერდზე გაწია. ფეხზე ავდექი, ერთ ადგილზე ვეღარ ვჩერდებოდი, თითქოს მის ცვლილებას ჩემმა ორგანიზმმა რაღაცნაირად უპასუხა. მის ყავას ხელი მოვკიდე და სამზარეულში გავიტანე. უკან მალე დავბრუნდი, ალექსიც ფეხზე იდგა. -უნდა წავიდე, ისევ ისეთი ხმა ქონდა. მე თავი დავუქნიე. რა სულელურად გამომივიდა. -მაგრამ მანამდე არ მეტყვი ვინ გამოგიგზავნა ის ბუშტები? ისევ გამეღიმა. მემგონი თანდათან ადგილებს ვცვლით, გავიფიქრე და უჯრიდან ბარათი ამოვიღე ალექსანდრეს გავუწოდე და მთელი ყურადღებით დავაკვირდი მის სახეზე ცვლილებებს, ჯერ გაოცება გამოესახა მერე კი შევხედე როგორ გაუხარდა. დანაშაულის გრძნობა ვერსად შევატყვე ჩემი დაბადების დღის დავიწყების გამო. -შენც სიურპრიზებით ხარ სავსე, ლოგიკას არ ექვემდებარები. -ეს უბრალოდ შენ ფიქრობ სულ ჩემზე ცუდს, წყენით ვუთხარი და თავი ჩავღუნე. მომიახლოვდა და თავი ამაწევინა. -იმდენად კარგი ხარ რომ შენი მშურს კიდეც მგონი, ალკოჰოლის სუნი ვიგრძენი, ნასვამი იყო. მის ხმას კი ისევ შეეპარა სიმხურვალე. მასთან ძალიან ახლოს ვიდექი, მისი სუნთქვაც კი სახეზე მეხებოდა. სუნთქვა მეც გამიხშირდა. -შენთან სულ მთლად უგრძნობიც კი გატყდება, ჩაილაპარა უცებ და მერე რაღაც უცნაური ვიგრძენი. ცოტა დავფიქრდი და მივხვდი, რომ ეს მისი ხელები იყო ჩემს წელზე და ტუჩები ტუჩებზე. თვალები თავისით დამეხუჭა, ხელიც თვითონ გაიპარა მისი კისრისკენ და მეც ავყევი ამ არარსებულად სასიამოვნო ალერსში, ალბათ ამან წააქეზა და მისი კოცნა უფრო მომთხოვნი გახდა, ჩემმა სხეულმა რაღაც სიგნალები გამოუშვა და უფრო მეტად მოვუჭირე ხელი კისერზე, მან კი კიდევ უფრო მჭიდროს მიმიკრო, თუ ეს შესაძლებელი იყო რა თქმა უნდა. უცებ ხელში ამიყვანა და მაგიდაზე შემომსვა. ახლა უკვე მისი ხელი ჩემი მაისურის ქვეშ ვიგრძენი, თითქოს კანს მიწვავდა მაგრამ სულაც არ იყო ეს წვა არასასიამოვნო, პირიქით... ისე გაუაზრებლად და ძალიან მსუბუქად ხელი ვკარი, ისიც ოდნავ მომშორდა და მეც სუსტად დავიძახე. -გაჩერდი ალექს. შედეგმა არ დააყოვნა. ჩემი ალერსი შეწყვიტა და სახეზე შემომხედა. მეც აზროვნების უნარი დამირუნდა, რომ გავაანალიზე რა მოხდა კანკალმა ამიტანა. ეს ჩემი პირველი ალერსი იყო, ჩვენი პირველი ალერსი. თვალები ცრემლებით ამევსო, რა ჯანდაბას ვაკეთებ ახლა როგორღა უნდა ვიცხოვრო მის გარეშე, მისი ტუჩების გარეშე. -ტასო რა გჭირს? ფრთხილად მკითხა. მე თავი გავაქნიე და მან ჩამიხუტა. თავზე ნაზად მკოცნიდა და თმაზე ფერება დამიწყო. -დამშვიდდი გთხოვ ჩემო ლამაზო. მაპატიე თუ შეგაშინე. მისმა სხეულის სითბომ თავისი გაიტანა, მალე დავმშვიდდი და კანკალიც შევწყვიტე. -კარგად ხარ? მკითხა და შუბლზე მაკოცა. მთელს სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. გამეღიმა, ალბათ ყველაზე სწორი იქნებოდა მეთქვა რომ ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ, მაგარამ მხოლოდ თავის დაქნევით შემოვიფარგლე. -დარწმუნებული ხარ? -კი ალექს, რა საოცარი იყო მისი შეშფოთებული სახის დანახვა. -ხო.. მემგონი ძალიან ვიჩქარე, მითხრა ღიმილით და მაგიდიდან ჩამომახტუნა. მეც გავუღიმე. და ჯიუტად არ გავუშვი ხელი. -იცი ტასო, ახლა თუ არ წავალ, მერე ვეღარ გამაგდებ, გამაფრთხილებელი ტონი ქონდა. მეც უცებ ვუშვი ხელი. მან კი თვალი ჩამიკრა და კარისკენ წავიდა. -ტასო, გვერდულად გამომხედა, დაბადების დღეს გილოცავ, თქვა როგორც იქნა და მაგიდაზე პატარა შავი ყუთი დადო. ერთი შემომხედა, ალბათ ჩემს გაოცებულ სახეზე გაეცინა და წავიდა. ცოტა ხანი გახურულ არს ვუყურებდი და ვგრძნობდი თანდათან როგორ მეპარებოდა სიცივე ორგანიზმში. ესეიგი ახსოვდა, მას ვახსოვდი. ვერც კი წარმოვიდგენდი. ყუთი გავხსენი და ულამაზესი ოქროს სამაჯური ამოვიღე. მერე კი საძინებელში წავედი, მაგრამ მთელი ღამე ვერაფრით დავიძინე. მომდევნო დილას 15 წუთი ვიდექი ალექსანდრეს კაბინეტთან და გონებაში სიტყვებს და მიმიკებს ვაწყობდი თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ბოლოსდაბოლოს მსუბუქად დავაკაკუნე და კარები შევაღე. -გამარჯობა, ვთქვი და იქ მჯდომთ გადავხედე. ისეთი დაძაბული ატმოსფერო იყო, რომ სუნთქვა შემეკრა. -ტასო, დაჯექი როგორც იქნა ხმა გამცა ნიკამ. -რამე მოხდა? საბუთები მაგიდაზე დავდე ალექსს შევხედე. -მოხდა. მითხრა და შემომხედა. -რა? უკვე შემეშინდა. -1 თვის უკან სახლი ავაშენეთ და დაინგრა, პატრონი გვიჩივის. ამას არ ველოდი და საშინლად ავნერვიულდი. -პოლიცია რას ამბობს? -ჯერ გამოძიება არ დასრულებულა, მაგრამ ახლა ეს არაა მთავარი. ჩვენ არაფერ შუაში ვართ და ამას გაარკვევენ. მთავარია იმ ოსკარმა და მისმა მეგობარმა არ გაიგონ რამე. მაშინვე ნდობას დაკარგავენ. -ხო მაგრამ ეს არაფერს შეცვლის მათ ხელი უკვე მოაწერეს ხელშეკრულებას. მალე მიწის გამოკვლევა უნდა დავიწყოთ და... -არა. უხეშად გამაწყვეტია ალექსანდრემ, ხო ვთქვი. თუ სამართალდამცავებთან პრობლემები შეგვექმნება ისინი ავტომატურად შეგვიწყვეტენ ლიცენზიას, ასეთ შემთხვევაში უფლება აქვთ დაარღვიონ პირობები. არამგონია აბულაძის ფირმამ უარი უთხრათ პროექტის გადაბარებაზე. -ვინაა აბულაძე? დაუფიქრებლად ვიკითხე, მხოლოდ მერე მივხვდი რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა ახლა. -ტასო მაგას რა მნიშვნელობა აქვს. ალექსი ვერაფრით წყნარდებოდა, თითქმის მიყვირა. აქაურობას უნდა გავარიდოთ ეს არ უნდა გაიგონ. -დამშვიდდი ალექსანდრე, საჭირო არ არის მიყვირო ისედაც ვხვდები. მეც გავბრაზდი და ფეხზე ავდექი. -სხვათაშორის მაგის მოგვარება ძალიან ადვილად შეიძლება. -რამე მოიფიქრე? ნიკა მომაშტერდა. -სვანეთში წავიყვანოთ, იქ ხომ უნდა ააშენონ თავიანთი სასტუმრო და ჩვენც მეგობრული გასეირნება მოვუწყოთ, თან მადლიერებიც დარჩებიან. არამგონია მესტიაში ხმამ ამოაღწიოს. -გენიოსი ხარ ტასო. გაღიმებული სახით მითხრა ნიკამ. -ახლავე მოვძებნი სასტუმროს სადაც გავჩერდებით. და ოსკარსაც შევატყობინებ. ნიკა ოთახიდან გავიდა მეც წამოვდექი და კარისკენ წავედი. -მოიცა რა ტასო. დამიძახა ალექსმა და ინსტიქტურად მოვტრიალდი უკან. -გისმენ? ადგილიდან არ დავიძერი ამიტომ თვითონ მომიახლივდა და წელზე ხელი მომხვია. -გიყვირე ხო? მემგონი მეხუმრებოდა. -არა აქვს მნიშვნელობა უნდა წავიდე, ხელი გავაშვებინე და ისევ მივბრუნდი. -არ გაბრაზდე რა ტასო, არც კი ვიცი როგორ მომივიდა, თქვა და თავზე ხელი გადამისვა. მეც ხელი მოვაშორებინე და მშვიდად ვუთხარი. -არ ვბრაზდები მართლა, უბრალოდ საქმიან და პირად ურთიერთობებს ერთმანეთში არ ვურევ. ყველაფერი გავამზადე მიწის გამოკვლევის მოთხოვნაზე, შეგიძლია გადახედო მაგიდაზე გიდევს. ჩემს კაბინეტამდე ისე მივედი უკან არ მომიხედავს, კიარადა არც ამომისუნთქია. ეს რა იყო. როდის მერე ვარ ასეთი ცივი. ეს კარგია თუ ცუდი ნეტა? იმას თუ გავითვალისწინებთ რომ ახლახანს გადავწყვიტე ალექსთან სუფთა საქმიანი ურთიერთობა მქონდეს მაშინ ძალიან კარგია, მაგრამ მისი ტუჩები ისეთი ალერსიანი იყო... თავი გავაქნიე, რომ მასზე აღარ მეფიქრა და სასწრაფოდ ნიკა მოვძებნე რომ გამერკვია რას გვედავებოდნენ. საქმე არც ისე რთულად იყო. მართალია ბინა დაინგრა, მაგრამ ჩვენი საბუთები წესრიგში იყო, მასალა კი დამკვეთს ჩამოქონდა საზღვარგარეთიდან. ამიტომ ერთადერთი, ვისი დადანაშაულებაც შეეძლო მისი მატრაკვეცობა იყო. საშიში ის იყო, რომ სკანდალი არ აგორებულიყო და ჩვენი ესპანელები არ დაგვეშინებინა. თორემ შემდეგ მათი მანიპულირება ადვილი იქნებოდა, თან თუ ნიკას დავუჯერებდით იმ აბულაძეს კარგად ეხერხებოდა ასეთი ვითარების სათავისოდ გამოყენება. მთელი დღე საბუთებში იჩიჩქნებოდნენ და რაღაცას ეძებდნენ, ვერაფერი ხელმოსაჭიდი ვერ იპოვეს. მაგრამ შესამოწმებლად მაინც წაიღეს რაღაცეები. მე რაც შემეძლო ვეხმარებოდი მუდამ უხასიათო სამართალდამცავებს და მთელი დღის მათთან ერთად გატარება მომიწია. -ტასო, წამო დაამთავრეს მაგათმა და სახლში წაგიყვან, მითხრა ალექსანდრემ დღის ბოლოს. -მანქანით ვარ ალექს, მადლობა. ვუთხარი და დავემშვიდობე. ერთი სული მქონდა როდის ჩავწვებოდი აბაზანაში მერე კი დავიძინებდი. სახლთან რომ მივედი სახტად დავრჩი. სახელური ჩამოვწიე და კარი გაიღო. დაღლილობა მაშინვე გამეფანტა და ერთიანად დავიძაბე. სახლში, რომ შევედი მუსიკის ხმა გავიგონე. ხმას გავყევი და ოთახის კარი შევაღე. ჩანთა ძირს დამივარდა და ღრმად ამოვისუნთქე. -დაჩიი.. ჩემი ძმა ერთიანად ამოსვრილი იყო საღებავებში და რადენადაც მივხვდი ცდილობდა ოთახი სხვა ფერად გადაეღება. -ტასო მოხვედი? როგორ ხარ? გადამეხვია და მეც დამსვარა. -ოხხ... რატომ არ მითხარი თუ ჩამოდიოდი? საშინლად გამიხარდა მისი დანახვა. -გუშინ უნდა ჩამოვსულიყავი მაგრამ ფრენა გადაიდო, ამიტომ დღეს ჩამოვედი. -კარგი ბიჭი ხარ, რომ ჩამოდი მაგრამ რა უქენი ამ ოთახს? -ყველაზე ნათელი ოთახი მიგითვისებია და რა უნდა მექნა ჩემთვის ვაწყობ ჩემებურად. ისე რატომ არ იყო მოწყობილი? წყენით შემომხედა. -ალბათ იმიტომ რომ ამ სახლში შენი ოთახი არ არის, ვუთხარი და გავუღიმე. -მოიცა გამოვიცვლი და მოგეხმარები. ისე გამამხიარულა ჩემმა გადარეულმა ძმამ რო ყველაფერი დამავიწყდა. სულ ამოთხუპნულები ვიყავით საღებავებში მაგრამ დაჩი მაინც არ ჩერდებოდა და კიდევ მსვრიდა. -მაცადე დაჩი მაცადე კართან არიან გავაღო. ხელები დანებების ნიშნად ავწიე და კართან მივირბინე. სწრაფად გამოვაღე და სახტად დავრჩი როცა ხელში ისევ ალექსანდრე შემრჩა. -ტასო? გაკვირვებულმა ამათვალ-ჩამათვალიერა. მეც დავიხედე ტანზე და ჯინსის მოკლე შორტიც, მაისურის ბოლომდე დასვრილი მქონდა. -შემოდი ალექს, ვუთხარი და კარი უფრო ფართოდ გავაღე. -ტასო ვინაა? დაჩიმ აათვალ-ჩაათვალიერა სტუმარი, მერე კი თვალები ისე გადაატრიალა რომ მივხვდი იცნო. ალექსანდრემ ჯერ გაკვირვებული მზერა მიაპყრო ცემს ძმას მერე კი მისკენ წავიდა და ხელი გაუწოდა. -ალექსანდრე ჯაჭვლიანი, მე გიცნობ დაჩი. -კი მახსოვხარ, ჩემმა ძმამაც ხელი ჩამოართვა და მრავალმნიშვნელოვნად გადმომხედა. -ზუსტად ახლა ვაპირებდით შესვენება მოგვეწყო და გვევახშმა, ხომ შემოგვიერთდები? უთხრა ჩემმა ძმამ. -სიმართლე გითხრა მე ვაპირებ თქვენს წაყვანას. ტასო სალომეს და ბექას საშინლად უნდა თქვენი ნახვა და მათესაც მაგრამ მგონი დაჩი უფრო გაუხარდება მაგას. გაიცინა ალექსმა. -ახლავე გამოვიცვლი. როგორ მომენატრა გართობა, ისე წამოიძახა ჩემმა ძმამ რომ შემეცოდა, ალბათ მთელი ორი დღე გადაბმული მუშაობა მოუწია საწყალს. რის ვაი-ვაგლახით მოვიშორე საღებავი სხეულიდან და მალე მზად ვიყავი. -როგორც იქნა, გვაღირსე. შემომხედა ჩემმა ძმამ. -ტასო რას აკეთებდი ამდენ ხანს? კვერი დაუკრა ალექსანდრემაც მე ხელი ავიქნია და კარისკენ წავედი. -მე მაღაზიაში შევივლი დამელოდეთ მანქანაში. ბექასთან შოკოლადების გარეშე როგორ მივიდოდი. რაც რამე კარგი ვნახე ყველა ავიღე და სალაროსთან რიგში ჩავდექი. -უკაცრავად ცოტა სწრაფად ვერ იზამთ? მოუთმენლად გადავულაპრაკე ჩემს წინ მდგომ ახალგაზრდას. ისიც წამსვე შემობრუნდა და მზერა ჩემზე მოეყინა. საშინლად ავნერვიულდი, ვიცანი. მისი გამოხედვა ისევ ისეთი ცინიკური იყო, ღიმილიც კი არ შეცვლია. თითქოს ნათლად ვიგრძენი სახეში ხელის გარტყმა და ლოყაც ამეწვა. მერე კი მეორეც. თანდათან მეორდებოდა მისი მოქმედებები, თითქოს მაშინ წვიმაში საკამრისი არ იყო. მალე მივხვდი, რომ ეს ჩემი ქვეცნობიერი მეთამაშებოდა და თავი გავაქნიე. სასწრაფოდ მოვშორდი იმ ადგილს. შოკოლადები ადგილზე დავაბრუნე და მანქანისკენ გავიქეცი. -რამე მოხდა? ჩემმა ძმამ წინა სავარძლიდან შემომხედა. -არა, ამოვიკნავლე. მემგონი დავაჯერე. მაგრამ ალექსანდე ისევ გაკვირვებული მიყურებდა და ჩემი არა ყველაზე დიდი თანხმობა იყო მითვის ამ წუთას. თითქოს დრო დაბრუნდა, ისეთი განსხვავებული იყო ყველაფერი და თანაც ისეთი ძველებური რომ ყველა ემოცია ერთიანად მომეძალა. სული ვეღარ ამოვითქვი სალომეს იმდენი ველაპარაკე. მათეს ცოლიც ძალიან მომეწონა. ლიკა ექიმი იყო და ზედგამოჭრილი იყო მათესთვის. -შოკოლადები არ ჩამომიტანე? გვერდით მომიჯდა ბექა -არააა... მაგრამ აქ გიყიდი. ან საერთოდაც ტორტს გამოგიცხობ და ჩემთან მოდით ხომ მოხვალთ სალოო? ვუთხარი და გაბერილ მუცელზე ხელი მოვუსვი თან მისი პირველი გოგონა კალთაში მეჯდა. -ხომ მოხვალ ჩემთან ელა? პატარამ გამიღიმა და რაღაც თანხმობისმაგვარი წაიდუდღუნა. -იცოდე დიდი და გემრიელი უნდა იყოს, თითი დამიქნია ბექამ. -რა თქმა უნდა. მეც დავეთანხმე. -მომავლის გეგმებს აწყობთ? ალექსი ჩემს წინ ჩაიცუცქა და გოგონას აკოცა. -კი. -მერე არ გამიმხელთ? გამეკრიჭა სასაცილოდ. -როგორ არა, გაგიმხელთ. შოკოლადის ტორტი უნდა გამოვაცხო და ჩემთან უნდა მოხვიდეთ. -როგორც მაშინ,უფრო ხმადაბლა და უფრო მხურვალედ მითხრა. მე ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე, მისი ტუჩები გამახსენდა და კონცენტრაციაში ხელს მიშლიდა. რატომ მახსენებს სულ ძველ დროს. იმ დროს როცა მისი საქციელი სასტიკიც კი იყო ჩემს მიმართ. -არა, როგორც მაშინ არა. ახლა უკეთეს ტორტს ვაცხობ. ვუთხარი და თვალი ავარიდე. მემგონი ჩემი პასუხით უკმაყოფილო დარჩა. სწრაფად წამოდგა და მე და ელას გაგვეცალა. -ტასო გავგიჟდი, რა კარგი სურათები გამოსვლია მათეს. ნუ ახლა შენს ნიჭში ეჭვიც არ მეპარებოდა, მაგრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. -ხო მეც ძალიან მომწონს, სხვათაშორის მაგ ფოტოსესიებზე პირდაპირ გამოცდებიდან მოვდიოდი იცი. -ძაან მაგარი და გყავს, ნიკამ ხელი გადამხვია და ლოყაზე მიჩქმიტა. -ხოოო... თქვენ სახლში არ გინახავთ როგორია. -საღებავებში ამოთხვრილი და საყვარელი. ჩაილაპარაკა ალექსმა, მემგონი ჩემს მეტს მაინც არავის გაუგია, მე კი რაც შემეძლო ვეცადე მისი სიტყვებიდან გამოწვეული ჩემი სიწითლე დამემალა. სახლში ისე გვიან დავბრუნდით, რომ დაჩის ლაპარაკის თავიც კი არ ჰქონდა. ამიტომ ამაღამ გადავრჩი და მალე სვანეთის იმედი მქონდა. ზუსტად 2 დღეში კი ჩვენს სტუმრებთან ერთად მესტიის გზას დავადექით. გამიკვირდა როცა გავიგე, რომ ალექსიც მოდიოდია. -მეგონა, რომ აქ დარჩებოდი, ვუთხარი. -რატომ? გაკვირვებულმა გამომხედა. -აბა სასამართლოში ვინ უნდა წავიდეს? -ბიძაჩემს მინდობილობა გავუფორმე. -რა საჭირო სვანეთს სხვა დროს ვერ ნახავდი? -სვანეთი ბევრჯერ მაქვს ნანახი ტასო, მაგრამ ის ოსკარი ძაან დამშეული აფთარივით გიყურებს. მის ნათქვამზე გამეცინა. იმდენად ეჭვიანობდა, რომ ამას ვეღარ მალავდა. ან არც ცდილობდა დაემალა. ნეტა რატო ხდებოდა ასე. შემეძლო ეგ კითხვა პირდაპირ დამესვა მისთვის, მაგრამ შემდეგ მაგას საუბრის გაგრძელება მოყვებოდა, რაც ნამდვილად არ მინდოდა. ასეთ შემთხვევებში ჩემი ენა, ჩემს საწინააღმდეგოდ გრძელდებოდა ხოლმე. ამიტომ უბრალოდ თავი გავაქნიე და ფანჯარაში გავიხედე. სვანეთის მთების სიგრილემ ფილტვები ამიწვა, მაგრამ ეს ჰაერი საოცრად მშობლიური იყო. რადგან საკმაოდ გვიან ჩავედით იმ საღამოს გასეირნებები გადავდეთ და სასტუმროს ბარში დავჯექით. ნიკამ საშველი არ დამაყენა სანამ არ ვიმღერე და ვიცეკვე. ამით კი ჩვენი ინვესტორები ზედმეტად აღფრთოვადნენ, სადაც არ უნდა გამეხედა ყველგან ოსკარს ვხედავდი. ალექსანდრეს სახიდან ღიმილი კი თანდათან ქრებოდა. მეც ვეცადე მისგან თავი შორს დამეჭირა და გამოვაცხადე, რომ მეტს ვეღარ ვიმღერებდი. დაღლილობა მშვენიერი მიზეზი იყო რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ. -მოდი ვიცეკვოთ. ალექსმა ხელი გამომიწოდა. -დავიღალე ალექს. -მეგონა ეგ საბაბი იყო, ცალი წარბი აწია და გამომხედა. -მიზეზი იყო, მეც გავხედე და ავუწიე ცალი წარბი. მან კიდე არც აცია არც აცხელა ხელი მომკიდა და ძალით ამაცეკვა. ისე მჭიდროდ ვყავდი მიკრული რომ განძრევის ყოველგვარი შანსი მომისპო. -სვანი ხარ, ვუთხარი გაბრაზებულმა. -ვარ. უცებ მიპასუხა და უფრო მომიჭირა ხელი წელზე. -შენც სხვათაშორის. ხმის ამოღებას აზრი არ ქონდა ამიტომ არაფერი მითქვამს. თანდათნ კი მისი ხელიც მოეშვა და უბრალოდ თბილად მომეხვია, მისი მოძრაობებიც უფრო ნაზი იყო. ამას დამატებული ის ერთი ჭიქა შამპანიური და სულ მთლად გაბრუებული ვიყავი. ლოყაზე ლოყა მომადო, და ყურთან მისი სუნთქვა ვიგრძენი, ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე და საშინლად მომინდა ჩემთვის ეკოცნა. მალე მისი ტუჩების ნაზი შეხება ვიგრძენი მარჯვენა ლოყაზე და როგორც კი გავაცნობიერე რომ ოდნავ მარცხნივ მოიწავდა მაშინვე მოვშორდი. -თავი შეიკავე თუ შეიძლება, ვუთხარი მკაცრად და ბარი დავტოვე. ოთახში სირბილით ავედი და ლოგინზე დავემხე. რა ხდება ჩემს თავს. ეს ხომ ზუსტად ის ალექსია რომელიც ასე ძალიან მიყვარს და მაინც მუდამ მას რატომ გავურბივარ. პრობლემა ისევ ჩემშია. მთელი ღამის ფიქრის შემდეგ დავასკვენი, რომ იმდენად გავაიდიალე ალექსი ჩემში მეშინოდა რეალურად მასთან ყოფნის. 6 წელი საკმაოდ დიდი დროა და მეც მივეჩვიე, რომ მასზე ფიქრი და მისდამი ჩემი გრძნობები მხოლოდდამხოლოდ მე მეკუთვნის და სხვას არავის. რომ რეალურად მეშინოდა მასთან ურთიერთობის, რადგან თუ ყველაფერი ისე არ დამთავრდებოდა როგორც ზღაპრებშია მაშინ ვერც უიმისოდ და ვერც მასთან ერთად ვერ გავაგრძელებდი ცხოვრებას. აქ ერთ მომენტში მომეჩვენა, რომ ყველაფერს ზედმეტად ვართულებდი და რომ სინამდვილეში შემეძლო მასთან ყოფნა, მაგრამ მერე უცებ გამახსენდა, რომ ამაზე ფიქრის საფუძველს მხოლოდ მისი კოცნა მაძლევდა, რომელიც ძალიან ამაღელვებელი კი იყო მაგრამ მაინც ის ხომ ნასვამი იყო მაშინ. ჰო და კიდევ, რა თქმა უნდა მისი საოცარი ეჭვიანობა. ამას გასაბათილებლად ვერაფერი მოვუძებნე ამასობაში კი პატივი დავდე საკუთარ თავს და დამეძინა. დილას შედეგმა არ დააყოვნა და თვალები საშინლად დასივებული მქონდა. რაღაც მოვახერხე და მსუბუქი მაკიაჟით დავიფარე. იმავე დღეს კი ნიკამ მახარა რომ აქ ყოფნა ერთი კვირა მომიწევდა. -ტასო არ გეძინა გუშინ საერთოდ? ჩემთან მარი მოვიდა. -ხო უცხო საწოლში ვერ ვიძინებ ხოლმე, უტიფრად ვიცრუე. -მიეჩვევი არაუშავს, დღეს ლაშქროაზე მივდივართ და ისე დაიღლები, რომ მკვდარივით დაგეძინება. -სად მივდივართ დღეეს? -განსაკუთრებული არაფერი,ჯერ დავათვალიერებთ მესტიას მერე საბაგიროზე ავალთ და ალბათ სადმე დავჯდებით საღამოს. -აჰ გასაგებია. -ვაიმე მართლა შენ არ იცი რა ამბავი მაქვს. მარის თვალები აუციმციმდა. -რა? გამეცინა. -ჩვენ უფროსს ცოლი მოყავს. თეატრალურად წარმოთქვა მარიმ. -ნიკას? ვედრების ხმით ვუთხარი, ოღონდაც დამთანხმებოდა. -არა რა ნიკას, ღმერთმა დამიფაროს ტონით თქვა მარიმ. -ალექსანდრეს, გააგრძელა ჩურჩულით. -საიდან იცი, რაც შემეძლო მხნეობა მოვიკრიბე და თვალებში ჩავხედე. -რა და აქეთ სანამ წამოვიდოდით წინა დღეს, მისი ანგარიშიდან ფული გადამარიცხინა საიუველირო მაღაზიაში. ჩეკში აი ეს ეწერა, გახარებულმა აწია მარჯვენა არა თითი. უცნაურია არა? -რატომ ცოლი მოყავს. ჩემს თავს ვარწმუნებდი ამაში. -მეგონა, რომ...იცი მე.. -რა იყო მარი? -არაფერი უბრალოდ ისე გიყურებდა დარწმუნებული ვიყავი, რომ მოწონდი, მართლა მე მასეთი რაღაცეები არ მეშლება. ა ხო უყურებ ეგერ მის მდივანს რა დღეშია, ხელი გაიშვირა ჩვენგან მოშორებით მჯდარ იანაზე. რაც მაგასთან დაიწყო მუშაობა მის მერე ცდილობს თავი მოაწონოს მაგრამ ალექსანდრეს კარგი გემოვნება აქვს გენაცვალე. -ჩვენს შორის არაფერი ხდება მარი და არც არასდროს ხდებოდა. ვთქვი და სავარძლიდან წამოვდექი. ახლა მარტო უნდა დავრჩებილიყავი აუცილებლად. -დილა მშვიდობის, ტასო... -გამარჯობა, ქარივით ჩავუქროლე ალექსანდრეს. დაე ვყოფილიყავი უზრდელი. ახლა მისი მოსმენის თავი არ მქონდა. ოთახში შევედი და საკეტი გადავატრიალე. რამდენიმე წუთი გაუნძრევლად ვიდექი და მხოლოდ მერე მივხვდი, რომ არაფერს ვგრძნობდი. ეს ახალი თავდაცვითი რეაქცია იყო ჩემი სხეულის. არც ვფიქრობდი არაფერზე. უჩვეულო სიმშვიდით გამოვედი ოთახიდან და მოლაშქრეებს შევუერთდი. რამდენიმეჯერ გავიღიმე კიდეც დღის განმავლობაში. საბოლოოდ კი მარი მართალი იყო ძალიან დავიღალე ამდენი სიარულისგან. თუმცა მაინც მოხდა ერთი უცნაურობა. კითხვაზე თუ როგორ მომეწონა უშგული პასუხი არ მქონდა, რადგან ლაშქრობიდან ჩემს მეხსიერებას არანაირი შთაბეჭდილება არ ქონდა შემორჩენილი, მე უბრალოდ დავდიოდი. ვუყურებდი მაგრამ ვერ ვხედავდი, მესმოდა მაგრამ ვერ ვიგებდი. ეს იმიტომ რომ მთელი დღე ჯიუტად ვცდილობდი ის საშინელი უკმარისობა შემევსო, რომელიც წარბშეუხრელად განაგრძობდა ჩემს ტანჯვას. ბოლოს როგორც ყოველთვის ფარხმალის დაყრა მომიწია. -ახლა კი ტასო იმღერებს, ნიკამ ხელში მიკროფონი მომაჩეჩა როგორც კი ბარში შევედით. -ბოდიში ნიკა დღეს არა. ვუთხარი და იმის შიშით რომ დღესაც არ მომასვენებდა სასწრაფოდ დავტოვე იქაურობა. -რა გჭირს? ალექსანდრე წინ გადამიდგა. -დავიღალე, ვუპასუხე და შევეცადე გვერდი ამევლო. -ესეც საბაბია? არაფრით მიშვებდა. -ესეც მიზეზია. ხელით გამოვწიე და ჩემს ოთახში შევედი. ჩაი შევუკვეთე და შევეცადე ოდნავ მაინც დავფიქრებულიყავი. არ მომწონდა ეს ჩემი სიმშვიდე და ვერ ვიგებდი რა მოხდა. ზოგადად მე მგრძნობიარე ვარ და მითუმეტეს ასეთ ამბავს უნდა ემოქმედა, მაგრამ არაფერი, აბსოლუტურად არაფერი. მერე მივხვდი. მიუხედავად იმისა თუ რა ხდებოდა 6 წლის წინ, მიუხედავად ამ 6 წლისა მე მაინც მქონდა იმედი. ის ხომ სიყვარულს ყოველთვის თან სდევს. ზუსტად ეს იმედი იყო დამნაშავე იმაში, რომ ამდენი წლის განმავლობაში უიმისოდ გავძელი, იმაშიც რომ დავბრუნდი და იმაშიც რომ მასთან მუშაობას განვაგრძობდი. ახალმა ამბავმა კი ეს იმედი მთლიანად გამიფანტა. დამინგრია ოცნებები, რომლების ილუზიაშიც აწყობაც კი ვერ მოვასწარი ჯერ. და ეს სინამდვილე იყო. ამიტომაც აღარ ქონდა აზრი არც ჩემს გულისტკივილს და არც იმ უკმარისობას, რომელსაც მუდამ ვგრძნობდი. იმედი აღარ იყო, აღარაფერი დარჩა. ცალმხრივი სიყვარულის მთელი სისასტიკე განვიცადე. შემაჟრჟოლა. ახლა უკვე ასე ცხოვრებას უნდა მივეჩვიო. - კარი გამიღე. ალექსანდრე ისე ღრიალებდა, რომ ჩაის ფინჯანი ხელიდან გამივარდა. კარი გაუაზრებლად გავაღე და უკან მოვბრუნდი. -რა გააკეთე? -შემაშინე და გამივარდა. დაბნეულმა გადაავლო თვალი ძირს დაღვრილ სითხეს. -მაგას არ გეკითხები, თქვა და კარები დახურა. სახეზე ცეცხლი ეკიდა, ისეთი გაბრაზებული იყო. ძარღვები სულ დაჭიმული ქონდა. -აბა რას მეკითხები? -საიდან გაიგო ოსკარმა ჩვენს...ჩემს პროლემებზე? -გაიგო? -თავს ნუ ისულელებ, ორივემ ვიცით რომ ყველაფერი კარგად მოგეხსენება. -ალექს რას ამბობ? -ანატასია გეყოფა. რატომ უთხარი? -შენ ნორმალური თუ ხარ? მე არაფერი მითქვამს. ან თავში აზრად როგორ მოგივიდა საერთოდ? საკუთარ ყურებს ვერ ვუჯერებდი, არც მინდოდა დამეჯერებინა. ნეტა რა დავუშავე ასეთი ან რით დავიმსახურე ეს დამოკიდებულება. ადგილზე მიყინული ვიყავი. -ანუ პაემანზე რომ ახლდი მისთვის არაფერი გითქვამს? -შენთვითონ მართლა გჯერა მაგის? თვალებში ჩავხედე და როგორ არ შევეცადე, რომ მათში რაიმე სანუგეშო ამომეკითხა, მაგრამ სულ ტყუილად. ყოველთვის უკანასკნელ ხავსს ვეჭიდებოდი და ბოლოს ხელიდან ისიც მისხლტებოდა. -ვინმემ გითხრა თუ შენ თვითონ მიდი გენიალურ დასკვნამდე? -ხომ არ გეჩვენება რომ შენი სარკაზმი ზედმეტია აქ? -გეკითხები და მიპასუხე, მეც დავუყვურე, მეც დამეჭიმა ძარღვები და მეც მომეკიდა სახეზე ცეცხლი. -ლიკამ. -მდივანმა? თავი დამიქნია. მეც მაშინვე გვერდი ავუარე და ლიკას ოთახისენ წავედი. გავიგონე უკან როგორ გამომყვა. მის კარებზე დავაკაკუნა, უფრო სწორად დავაბრახუნე. -რა მოხდა ანასტასია? -ვის რა ვუთხარი? ოთახში დაუკითხავად შევედი და შუაგულში დავდექი. მხოლოდ ახლა დავინახე ნიკა, რომელსაც გაოგნება ეწერა სახეზე. -მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ... -ვიცი რაც თქვი ლიკა, საიდან მოიტანემეთქი მაინტერესებს. -შენ ხომ მასთან პაემნზე იყავი და ალბათ წამოგცდა , თვალები უტიფრად გამისწორა. -ალბათ? გამოსცრა ალექსანდრემ. -შენ იმდენი იცი ისიც გეცოდინება პაემანზე როდის ვიყავი? მოახლოებულმა გამარჯვების სურნელმა ხასიათზე მომიყვანა და აზროვნების უნარი დამიბრუნა. -აი იმ საღამოს, როცა გავიგეთ რომ სასამართლოში გვიჩივლეს. -იმ საღამოს? -დიახ იმ საღამოს. -და ალბათ მაგ დღეს ვეტყოდი ხო? -დიახ, ისევ უტიფრად გამისწორა თვალი. მე კი ამჯერად ალექსანდრეს გავხედე. შემიძლია დავიფიცო, რომ ამ წუთებში არ სუნთქვდა. მან ხომ ჩემე უკეთ იცოდა ის საღამო სად და როგორ გვატერე. ამის თვითმხლველი თავად იყო და მისი ყველა მეგობარიც დაუდასტურებდა, რომ არანაირ პაემნაზე ის ოსკართან მე არ ვყოფილვარ. და მაინც ახლა ეს არ იყო მნიშვნელოვანი. სისხლიანი დანით ხელში რომ დამენახა გვამის წინ მაინც არ ვიფიქრებდი, რომ მკველელი ის იყო. მან კი ვიღაცის მონაჭორი დაიჯერა. სიმწრისგან გამეცინა და ოთახი სწრაფად დავტოვე. ისევ დავუბრუნდი ჩემს ოთახს. აივანზე გავედი და ჰაერი ჩავისუნთქე. გვარიანად ჩამობნელებულიყო. თანდათან დავმშვიდდი და სიტუაციის გაანალიზება დავიწყე. გული სულ უფრო და უფრო სწრაფად მიცემდა. საშინელი დაღლილობა ვიგრძენი, თითქოს საუკუნეა ნორმალურად არ მიძინია, თითქოს? ეს მართლაც ასე იყო. დამღალა ყველაფერმა, მუდმივმა გრძნობების მალვამ, იმანაც, რომ სულ თამაში მიწევდა თანაც უკვე იმდენად ვეჩვეოდი ასეთ ყოფას, რომ პრობლემას ალექსანდრეს მომავალი ქორწინებაც არ ქმნიდა. რეალურად არც არაფერი შეიცვლებოდა. სული უფრო შემეხუთა შენობაში, მოსაცმელი ავიღე და კიბეები სწრაფად ჩავირბინე, რომ ვინმეს არ შევხვედროდი. ცივი ჰაერი თითქოს ჩემი გრძნობების და ხასიათის პირდაპირპროპორციული იყო. დაუკითხავად, ისტერიულად იწყო ცრემლებმა დენა. თითქოს ითმინეს, ითმინეს და ერთად მოაწყდნენ თვალებს. მეც უკვე გავრბოდი. სულ რაღაცას როგორ უნდა გავურბოდე. სულ მის გამო უნდა გავრბოდე. ისევ გამეღიმა სიმწრისგან, ცრემლები კი არა და არ წყდებოდა. მუცლის არეში კრუნჩხვები დამეწყო, ეს ჩემი სხეულის პასუხი იყო. როცა რამეს მძაფრად განცვიცდიდი სულ ასე მემართებოდა. ოღონდ ეს ყველაფერი ამომეღო, თავისუფლება მინდოდა, სილაღე. აი ის შეგრძნება მომენატრა. როცა ყოველგვარი მიზეზის გარეშე იცინი, როცა ბედნიერი ხარ, მთლიანი და არაფრის დანაკლისს არ განიცდი. ძირს დავჯექი და ხელები მუხლებს მოვხვიე. ისევ გამოსავალს ვეძებ. ასე გაგრძელება არ შეიძლება, როცა ჩემს თავმოყვარეობას, სიამაყეს, პიროვნულ ღირსებებს გადადის, ჩემს პირადს პატივს არ ცემს და ამის მიუხედავად ამ სიყვარულს არაფერი აკლდება, პირიქით, სულ უფრო და უფრო მძაფრად განვიცდი მასთან ახლოს ყოფნას. გავა დრო და ამასაც ვაპატიებ, მაგრამ თვითონ ვერ ნახავს როდის. ასეთი სუსტიც არ ვარ. შემიძლია გავუძლო უმისობას. მე ხომ ისედაც ასე ვცხოვრობ. გადაწყვეტილება მიღებული იყო, მე სამსახურიდან მოვდიოდი. მისგან შორს უნდა ვყოფილიყავი, რომ რაღაც ჩემი შემენარჩუნებინა. თითქოს გამოსავალს მივაგენი. მაგრამ როცა კარგს არაფერს გპირდება განა რამედ ღირდა ეს გამოსავალი. უფრო სასჯელს თუ უწოდებ ამ ყოფას. ხელის გულებით ცრემლები მოვიწმინდე და ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი. გამთენიისას ძლივს მივაგენი სასტუმროს. სულ გაყინული ვიყავი. მთელი ღამე გარეთ გავატარე. გული კინაღამ შემიღონდა ჩემი ოთახის კართნ, რომ ალექსანდრე და ნიკა დავინახე. -ალექს, არ გაგიღებს წამოდი, ცოტა მაინც დაიძინე. დერეფანში არ გადავუხვიე და კედელთან დავდექი. -ნიკოლოზ ამას არ მაპატიებს, ამისთვის ისიც კი ამაყია, სიმკაცრე დაეკარგა ალექსანდრეს ხმას, თითქოს სადღაც შორიდან ისმოდა. -იმედია კმაყოფილი ხარ, რისი მიღწევა გინდოდა შენი საქციელით მითხარი? ნიკა გაღიზიანებული ჩანდა. -ნეტა შემეძლოს გითხრა, ნეტა ვხედავდე რამე გამოსავალს. -ტასოს უყვარხარ ალექსანდრე, ყველაფრის მიუხედავად მაინც. კინაღამ გული ამომივარდა ამის გაგონებისას. -ასეთებს არ პატიობენ ნიკა. არაფერიც არ გაკვირვებია, თითქოს მთელი ამ დროის განმავლობაში მისთვის მემეორებინოს თუ როგორ მიყვარს. ჯანდაბა ჯანდაბა. ისევ გავბრაზდი და დერეფანში გავაბიჯე. ალექსანდრე ფეხზე წამოხტა ჩემი დანახვისას. მართლია, მთელი ღამის უძინარი იყო. -ტასო, შენ...შენ გარეთ იყავი? არაფერი ვუპასუხე მის გაოგნებულ სახეს, მხოლოდ გვერდით ჩავუარე და ოთახში შევედი. სასწრაფოდ სასტუმროს ადმინისტრაციას ვთხოვე ჩემთვის ტაქსი გამოეძახათ, მერე კი ცხელ შხაპს მივაშურე, იქნებ როგორმე ფილტვების ანთება ამეშორებინა თავიდან. მალე ყველაფერს მოვრჩი, მართლია ცოტა უკვე მახველებდა, მაგრამ მალე თბილისში ვიქნებოდი, ჩემს სახლში და კარგი გამოძინების შემდეგ გაცილებით ადვილად მომეჩვენებოდა ყველაფერი. ჩანთას ხელი მოვკიდე და ოთახი დავტოვე. -სადმე მიდიხარ? დერეფანში ნიკა შემხვდა. -თბილისში. -კარგი რა ტასო, მოიცა რაა, მოგვარდება ყველაფერი. -ნიკა არ მინდა გაწყენინო და რამე უხეშად გითხრა, ამიტომ აღარ დამელაპარაკო ამ თემაზე, შევთანხმდით? -ის მაინც მითხარი რითი მიდიხარ ? -სად მიდიხარ? ესეც ასე, სრული კომპლექტი. უცებ დაუბრუნდა ალექსის ხმას სიმკაცრე. -თბილისში, ტაქსით. დაკითხვა დამთავრებულია? -მარტო აპირებ იმგზავრო, ტაქსით? ეს სახიფათოა. ისევ გამეცინა სიმწრისგან. -შენ კი ერთადერთი ადამიანი ხარ, ვინც ჩემს დაცვაზე აღარასდროს აღარ უნდა იფიქროს, მაინც არაფერი გამოგდის. შევეცადე ყურადღება არ მიმექცია, მისი თვალებისთვის, რომელიც მომენტალურად ჩაქრა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ცხვირი ამიწვა წამოსულმა ცრემლებმა, ენის წვერზე დავიჭირე არსაიდან წამოსული ბოდიში ჩემი სიტყვების გამო და გვერდი სწრაფად ჩავუარე. თითქოს წამში გავიდა დრო. არ გამიგია როგორ ჩამოვედი თბილისამდე. ალექსანდრეს თვალები არ მავიწყდებოდა. რამ მათქმევია ეს, მე ხომ არ ვადანაშაულებდი არაფერში. არა, ბოდიშს აუცილებლად მოვუხდი, თორემ დამტანჯავს ეს მოგონება. თბილი სახლი, თბილი ლოგინით და მალე მეც ჩამეძინა. არეულ-დარეული სიზმრებისგან კიდევ უფრო დაღლილმა გამოვიღვიძე. რადგან ჩემმა ძმამ გადაწყვიტა ძმაკაცებთან ერთად ვოიაჟი მოეწყო, სახლში მარტო ვიყავი. იმ დღესვე წავედი ოფისში და ალექსანდრეს მაგიდაზე დავუდე განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე. მერე კი სახლში მოვედი და ისევ დავიძინე. დილას გაცილებით კარგ ხასიათზე გამოვიღვიძე. ჩაი გავაკეთე და ნუშის ორცხობილების მარაგს მივადექი. -ჯანდაბა რაღა მანდამაინც ახლა მოუნდათ მოსვლა, ბუზღუნით ავდექი და კარი გავაღე. -შეენ? სუნთქვას ამოვაყოლე. -სალაპარაკო გვაქვს, მითხრა ალექსანდრემ. -იქნებ არ ღირს? -ღირს. ისევ ისეთი მკაცრი და შეუვალი. ერთი ამოვუნთქე და სახლში შევედი. -გისმენ. -ჯერ ერთი, ამ მოთხოვნაზე პასუხი უარყოფითია. ჩემი განცხადება ამიფრიალა. და დაჯდა. -რას ნიშნავს... -დამამთავრებინე, გთხოვ. ხომ იცი, რომ ბოდიშების მოხდა არც ისე ძალიან მიყვარს. -ნავარჯიშები ხარ არ უნდა გაგიჭირდეს. თვალებში ჩავხედე. -ხომ გითხარი, რომ არ უხდება შენს ლამაზ ხმას ირონია. -არც დანიშნულ კაცს უხდება სხვისი კოცნა და უაზრო კომპლიმენტების სროლა. ენას, რომ კბილი დავაჭირე უკვე გვიანი იყო. ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა ტასო შტერი ხარ. -როგორს? ალექსანდრე დაიბნასავით, ვინაა დანიშნული? -ჩვენს შორის კაცი მხოლოდ შენ ხარ და... აღელვება არ შევიმჩნიე ისე გავაგრძელე. -კაცი ნამდვილად ვარ, ტასო დანიშნული არა. ცოლის მოყვანას რომ გადავწყვეტ შენ ამას აუცილებლად პირველი გაიგებ. ესეც ახალი ამბავი, უფრო სწორად ახალი ამბის უარყოფა. -კარგი, მაპატიე რაღაც შეცდომაა. -კი ნამდვილად არის, თქვა და გაეღიმა. ოსკარისთვის აბულაძეს დაურეკავს. იმან საიდან გაიგო არ ვიცი. -მე არ მითქვამს, ჯიუტად ჩავაშტერდი თვალებში. -ვიცი ტასო, მაშინაც რომ დავფიქრებულიყავი მივხვდებოდი, რომ შენ არ იზამდი.. -შენ რო ფიქრობდე რა გიჭირს. ისევ უტიფრად მივახალე და სიტყვა გავაწყვეტინე. -ზედმეტი მოგდის. -ხო რა თქმა უნდა, ბატონი ალექსანდრე საყვედურებს ვერ იტანს, ახალი ამბავი. -ვიმსახურებ ამიტომ ამჯერად არაფერს გეტყვი. -ამჯერად? ჩვენ კიდევ ვაპირებთ საუბარს? -ვაპირებთ თან არაერთხელ. -შენ თუ ასე გადაწყვიტე, მაშინ... -რა გჭირს ტასო, თუ რამეს თქმა გინდა ნორმალურად მითხარი, რას მეთამაშება. -შენ გგონია, როცა გინდა მიყვირებ, გამლანძღავ, მერე მოხვალ აქ შენი სინანულით, საწყალი სახით, ბოდიშს მოიხდი და პატიებაც ავტომატურად გარანტირებული გაქ? თუ დაითვალე მაინც რამდენჯერ მომიხადე ბოდიში ამ 1 კვირის მანძილზე? მე უკან არ დავბრუნდები ალექსანდრე, რაც გინდა ის უქენი მაგ განცხადებას შენთან აღარ ვმუშაობ და მორჩა. -არ გაგიშვებ ტასო. -მაგის მოგვარება ძალიან ადვილად შეიძლება, უბრალოდ სამსახურში არ ვივლი. -სამსახურს არ ვგულისხმობ. -ჩვენ სხვა რამეც გვაკავშირებს? -ვერ ვიტან როცა თავს ისულელებ. შენ ჩემი ხარ და არსად არ გაგიშვებ. -შენ ახლა ადგები და ჩემი სახლიდან წახვალ. რაც შემეძლო მტკიცედ ვუთხარი, თან პარალელურად ვცდილობდი მისი სიტყვების გაანალიზება არ დამეწყო. -და არასდროს აღარ მნახავ. -შენ ხომ ეს არ გინდა. -ნუ მასწავლი რა მინდა და რა არა ალექსანდრე. დამღალა შენმა ცვალებადობამ. საერთოდ დამღალე. ვუთხარი და ისევ დავეშვი დივანზე. ის კი ჩემს წინ ჩაიმუხლა. -ტასო, მე ყველაზე მეტად მინდა, რომ შენ იყო კარგად. ძალიან გთხოვ, ტასო. ვიცი გაბრაზებული ხარ, ნაწყენიც და შეურაცხყოფილიც, და ძალიან ცუდად მოგექეცი, მაგრამ მართლა ხო იცი როგორი ფეთქებადი ხასიათი მაქვს და ჭკუაზე გადამიყვანა იმან რო მითხრეს ოსკართან პაემანზე იყოო. ტასო არ მაპატიებ? -რამდენჯერაც ჩემზე ცუდს გეტყვიან იმდენჯერ უნდა მომივარდე და მეჩხუბო? ეს არანაირ ფარგლებში არ ჯდება ალექსანდრე. თითქოს ყოველთვის ელი, რომ რაღაც შეცდომას დავუშვებ, ცუდს გავაკეთებ. -მე მჭირდება შენთან ურთიერთობა ვისწავლო. -მე კი მჭირდება, რომ წახვიდე. მართლა ძალიან გთხოვ, მომეცი ამოსუნთქვის საშუალება. -კარგი, წავალ. მაგრამ შენ ხომ დაბრუნდები? -პასუხი უკვე იცი, ისევ გაღიზიანდა თავი გადაააქნია და ჩემი სახლი სწრაფად დატოვა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მშვიდად დავიძინე. მემგონი იმდენად კარგი იმუნიტეტი გამომიმუშავდა, რომ აღარც კი ვფიქრობ რამეზე, ან უარესი მოხდა, შევეჩვიე. 2 დღეში სულ მუსრი გავავლე ჩემი ჭკუით ორცხობილას 2 თვის მარაგს, მერე მივხვდი, რომ დეპრესია გარანტირებული მქონდა და გადამწყვეტი ზომების მიღება გადავწყვიტე. ჩავიცვი და სამსახურში წავედი. ყველა გაღიმებულ-გაკვირვებული შემხვდა. ალექსანდრე კი ჩემს კაბინეტთან იდგა და ფართო, ეშმაკური ღიმილით მომჩერებოდა. -გამარჯბა, მივესალმე და კაბინეტში შევედი. -ვიცოდი, რომ დაბრუნდებოდი, ისევ შემომანათა მისი მომნუსხველი ღიმილი. -ხო, ჩემი ნივთები მჭრდებოდა, წასაღებად შემოვიარე. ვუთხარი და რატომღაც ვერ გავბედე მისთვის თვალებში ჩამეხედა. რამდენიმე წუთი ვგრძნობდი მის გამოხედვას, მერე კი უსიტყვოდ დამტოვა მარტო. რაც შემეძლო სწრაფად მოვრჩი საქმეს და მალევე დავტოვე შენობა. რა საკუთარ თავში დაჯერებული იდიოტივით მოვიქეცი. მეგონა ადვილი იქნებოდა ადგომა და წამოსვლა, როცა ამდენი ხნის შემდეგ ისევ მქონდა საშუალება მასი თუნდაც ნახვის. უკვე აღარ ვიცოდი რა უფრო ცუდად მოქმედებდა ჩემზე, მასთან ყოფნა თუ უიმისობა. თუმცა ერთი ნათელი იყო, ალექსთან ერთად ჩემს ცხოვრებაში რაღაც ტორნადო შემოიჭრებოდა ხოლმე და ერთიანად ამოაყირავებდა ჩემს მშვიდ, დაწყობილ სამყაროს. ნივთები სახლში დავტოვე, მაკიაჟით დავმალე ნამტირალები თვალები და ნოდარ დუმბაძის წიგნთან ერთად ლილი ბებოს სასაფლაოსკენ გავემართე. ნაცნობი სილუეტი მხრებში მოხრილი იჯდა საფლავთან. ადგილზე გავშეშდი ვერ მივხვდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. აშკარად დამინახა და უკან გაბრუნება ყველაზე ბავშვური საქციელი იქნებოდა ჩემთვის. ამიტომ მისკენ წავედი. -შენ იყავი ტასო მე წავალ. ჟღერდა როგორც „არ შეგაწუხებ ჩემი კომპანიით“ ამ წუთს ეჭვი შემეპარა, ნუთუ ეს ის ყველაზე მკაცრი ხმაა მსოფლიოში?! -არა, მოიცა. ის ხომ შენი ბებია იყო. -ორივემ ვიცით, რომ უფრო შენი იყო, ვიდრე ჩემი. თქვა და ჩამოჯდა. -ყველაფერი მისი ბრალია ხომ? -რა ყველაფერი ალექს? -თუნდაც ის რომ გამიცანი, ის რაც ჩემს გამო შეგემთხვა და ისიც რომ ახლა მე და შენ ასე გაბუტულები ვზივართ. არა, ეს ბოლო ჩემი ბრალია. -დამნაშავეს ეძებენ მაშინ როცა ცუდი რამ ხდება, მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ და არც შენ და არც ბებიაშენს არაფერში გადანაშაულებთ. ჩემი დიდი ხნის დაწყობილი ბოდიში მოვუხადე. -ვარდისფერი მოკლე ფრიალა კაბა გეცვა და თეთრი ლამაზი ზედატანი. ქარმა რომ დაუბერა ისე გაწითლდი ჭარხალი მიმიქარავს. დღემდე ვერ ვგებულობ როგორ გეყო მოთმინება მთელი დღე რო დამლოდებოდი. -ჩემი თავის გართობა მეხერხება. შენ კი კარგი მეხსიერება გაქვს. -მხოლოდ შენთან დაკავშირებულ საკითებში ტასო. -ალექს სიყვარულს მიხსნი? -შეგიძლია მასეც დაარქვა. -ბარემ გაჩუმდი და თვალებში წავიკითავ, ცოტა არ იყოს გავღიზიანდი. -რატომ ატარებ, ერთხელაც კი არ მოგიხსნია რაც ჩამოსული ხარ. -არც იქ არ მომიხსნია, ვუთხარი და მარცხენა ხელს დავხედე. -რატომ? -სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში მეხმარება. -მერე, ახლა რას გეუბნება? -რომ უნდა ავდგე და წავიდე. -მაშინ შეგიძლია გადააგდო ტასო, ეგ არაა სწორი გადაწყვეტილება. უკვე ახლოს ვგრძნობდი მის სუნთქვას. მერე ძლიერი ხელიც ვიგრძენი ლოყაზე ნაზად რომ მეხებოდა და ტუჩები ტუჩებზე. წამით სუნთქვა შემეკრა და მეც ავყევი. მაგრამ მალევე მოვიშორე. -მე... მართლა ძალიან მჭირდება შენგან შორს ყოფნა. -შენ თავს ზღუდეებს ნუ უქმნი ტასო. შენ ხომ ძლიერი ხარ, რატომ ირჩევ ადვილ გზას. -იმიტომ რომ შენ არავის უსმენ, ყოველთის შენი გადაწყვეტილებაა სწორი, შენი ნაფიქრი მართალი და შენებური მოქცევა ადეკვატური. მე ასე არ მინდა, შენ კი ასეთი ხარ. არც შენი შეცვლა მინდა იმიტო რო ერთადერთი ხარ. მე უბრალოდ მართალ ძალიან მინდა რო მშვიდად ვიყო. მეტი არაფერი მჭირდება. დავიღლე ალექს, ნორმალურად მინდა ვისუნთქო. -მაშინ უარს რატომ მეუბნები? -შენ სულ ჩხუბობ, უაზროდ ეჭვიანობ, ფორიაქობ, უცებ აფეთქდები ხოლმე და არ იცი სიბრაზე სად წაიღო. შენ უბრალოდ საპირისპირო აზრს არ ახარებ. -სვანი ვარ ტასო. მითხრა უცებ და გამიღიმა. -მისმინე მე მინდა... ანუ გთხოვ რომ ცოლად გამომყვე. ხელში ბეჭედი ჩამიდო და მუშტი დამახურვინა. -მეტი აღარ შემიძლია უშენოდ. და არ გაქვს უფლება „ჩვენ“ დაშალო. -ჩვენ არც ყოფილა ალექს. -გპირდები, რომ ყველაფერზე ვილაპარაკებთ რაც მაშინ მოხდა, მე მოგისმენ და შენც მოისმენ. მომეჩვენა, რომ ამ სიტყვებს საშინელი ტკივილით ამბობდა. მეც დავიძაბე. -ოღონდ ახლა არა, ჯერ აწმყო უნდა დავალაგოთ. -აწმყოს როგორ დავალაგებთ თუ წარსული არ გავარკვიეთ? -მე და შენ არაფერი გვჭირდება, მხოლოდ ცოტა ოდენი რწმენა იმისა რო ყველაფერი კარგად იქნება. თანაც ძალიან კარგად იცი, რომ ყველაზე ნამდვილი „ჩვენ“ არსებობდა აი აქ და აქ. ხელი ჯერ ჩემს გულზე დამადებინა, მერე კი თავისაზე. -ჩვენ ვისწავლით ერთმანეთთან ურთიერთობას. მე პირადად ეს ძალიან მჭირდება. იფიქრე, თუ გინდა წაუკითხე ეგ ნოდარ დუმბაძე ბებიას, მე წავალ. ოღონდაც ძალიან არ დაიგვიანო რა, ისედაც ბევრი დრო დავკარგეთ. უკან მოუხედავად წავიდა და დამტოცა მარტო სასაფლაოზე ნიშნობის ბეჭდით ხელში. ამჯერად პირდაპირი იყო და ეს მახარებდა. წიგნი გადავშალე და ხმამაღლა კითხვა დავიწყე. ^^^ საშუალო ზომის ჩანთა ავიღე რაც ყველაზე აუცილებელი იყო შიგნით ჩავალაგე. მობილური მაგიდაზე დავტოვე და სახლიდან გავედი. -სად მიდიხარ? -ოჰ დარუნდი? ბათუმში დაჩი. -ახლა? -ხო ზუსტად სეზონია. -რაღაც ვერ გავიგე, მერე სამსახური? -წამოვედი, მერე მოგიყვები რა ახლა უნდა წავიდე მართლა. -ტასო მოიცა.. -სახლი არ გადამიწვა დაჩი. ვაკოცე ჩემს ძმას და მანქანა სწრაფად დავქოქე. გზა დამღლელი იყო, მაგრამ როგორც კი ზღვის ხმა გავიგონე მაშინვე განვიტვირთე. სასიამოვნო საღამო პლიაჟზე, მარტოობა და სიმშვიდე, რომელსაც ჯიუტად ებრძოდა სსამაჯური ხელზე და ბეჭედი, რომელსაც ჯერჯერობით ადგილი ყელსაბამზე მივუჩინე. ისე ამოვიოხრე თითქოს მთელი დარდი მას ამოვაყოლე. სასტუმროში ავბრუნდი და დასაძინებლად წავედი. არაფერი ხელს არ მიშლიდა რომ მშვიდად არ ვყოფილიყავი, პირიქით. მაგრამ ამ საშინელ უკმარისობას ვერაფერს ვუხერხებდი მაინც. მეორე დილას მზის აბაზანებმა კიდევ უფრო დამაწუხრეს, თითქოს ყველაფერი კარგი მის თავს მახსენებდა. თითქოს მის გარეშე არ შეიძლებოდა თავი კარგად მეგრძნო. ნივთებს ხელი მოვკიდე და სასტუმროში დავბრუნდი. ფოიეში ნაცნობი სიცილის ხმა შემომესმა, და ნელა გვერდით გავიხედე. „ღმერთო ჩემო“ აღმომხდა უნებურას როცა დივანზე ალექსანდრე, ნიკა ბექა და სალომე დავინახე. სწრაფად წავედი კიბისკენ და თან იმაზე ვფიქრობდი, რომ საშინლად ვიქცეოდი. თავი ისე მქონდა დახრილი, რომ ვერავინ დამინახავდა. -ტასოოო, იყვირა უცებ ვიღაცამ წინიდან, ისე რომ ჩემი ძმაც გაიგონებდა თბილისში. თავი ავწიე და კინაღამ ტირილი დავიწყე მათე, რომ დავინახე. -მათე, როგორ ხარ? -კარგად, შენ? ნახე ეგერ არიან ჩვენები წამოდი. შემატრიალა და ძალით წამაჩანჩალა იმათკენ. -გამარჯობა, ვუთხარი ყველას და გავიღიმე. ალექსანდრეს გაეღიმა მაგრამ ნამდვილად არ გაკვირვებია, რომ დამინახა. ოხ დაჩი, ოხ დაჩი რას გიზამ. -როგორ ხარ ტასო? -კარგად ალექს შენ? -მეც კარგად, მითხრა და თან ჩემს ხელებს დააშტერდა, იქ ვერაფერი იპოვა ამიტომ უკმაყოფილომ გვერდით გაიხედა. სამაჯურის და ბეჭედიც ოთახში მქონდა, აბა ზღვაში რომ დამეკარგა მერე რა მექნა? -შეგიძლიათ ვინმემ მობილური მათხოვოთ? ჩემი თბილისში დამრჩა. -თბილისში? მკითხა უცებ, მეც თავი დავუქნიე და მერე ალექსმა თავისი მობილური გამომიწოდა. -ხო ალექს? -რა ალექს დაჩი? იცი რას გიზამ? შენ ნორმალური თუ ხარ საერთოდ? -ვახ ტასო. შენ ხარ? -მოგკლავ დაჩი, რა უფლება გქონდა. -ორივემ ვიცით რომ ასე უფრო სწორი იყო. -შენ არაფერიც არ იცი დაჩი. ჩემი ძმა აღარ ხარ. ვსო! ვუთხარი და გავუთიშე. -ნუ უბრაზდები ტასო, ზურგს უკან ალექსის ხმა გავიგე. -რა? მისმენდი? -შემთხვევით, მითხრა და გამიღიმა. -შემთხვევით არა? ზუსტად ერთნაირები ხართ. ტელეფონი მივაჩეჩე და ოთახში წავედი. რაღაც კარმაში ვარ მოქცეული, სადაც გავიხედავ ყველგან ალექსანდრეა. ნეტა ის 6 წელი რას აკეთებდა. და უცებ ამაზე სერიოზულად დავფიქრდი. რომ მიძახის სულ ჩემი იყავიო სად იყო მაშინ როცა ევროპაში ვსწავლობდი. ალბათ ამაზეც თავისებური მიზეზი აქვს რამე საოცარი. კარზე კაკუნის ხმა რომ გავიგე დარწმუნებული ვიყავი რომ ალექსი იქნებოდა. -კიდე გაბრაზებული ხარ? მაშინვე მკითხა როგორც კი გავაღე და ბავშვივით გამიღიმა. მე თავი გავაქნიე უარყოფის ნიშნად და შემოდითქო ვუთხარი. -იცი ტასო დავფიქრდი და მივხვდი, რომ ცოლობა გთხოვე ჩვენ კი ერთხელაც არ ვართ პაემანზე ნამყოფი. წამოხვალ ამ საღამოს ჩემთან ერთად? -პაემანზე მეპატიჟები? -ხო. ასე რატომ გაგიკვირდა? -ისე უცნაურია. -რატო ქორწინებამდე პაემნებს არ ეთანხმები, ისევ გაიცინა და თან დივანზე ჩამოჯდა. -ნუ დამცინი. თანაც გათხოვებას არ ვაპირებ ჯერჯერობით. -ხო კარგი არ გაბრაზდე, წამოხვალ ჩემთნ ერთად. -წამოვალ. ვუთხარი და მეც ჩამოვჯექი. -მაშინ 2 საათში გამოგივლი, ხომ გეყოფა მოსამზადებლად? ეშმაკურად ჩაიცინა. -ძალიან სასაცილოა ალექსანდრე. -ვსო წავედი, არ მალოდინო იცოდე. და ტასო თმები არ შეიკრა კარგი? დაბნეულმა თვი დავუქნიე და მალე მარტო დავრჩი. -რა კარგი ხარ რო არ მალოდინე. გავუღიმე. მალე რესტორანში მივედით და მაგიდას მივუსხედით. -ხომ გშია, შეუკვეთე. ვენდობი შენს გემოვნებას. ახლა ლუკმაც არ გადამივიდოდა პირში მაგრამ მაინც გამოვართვი მენიუ და ჩავხედე. -ტასო არ მელაპარაკები? -კი. -აბა ჩუმად რატომ ხარ? -ვერ ვიჯერებ რომ ახლა მე და შენ ერთდ ვვახშმობთ. -რატომ? -არ ვიცი, ეს ყოველთვის წარმოუდგენელი ჩანდა. -ნუთუ ასე ცუდად ვიქცეოდი? -ხანდახან კი და ხანდახან ზედმეტად კარგად იქცეოდი. ამაზე გაეცინა, მეც ძალაუნებურად კარგ ხასიათზე დავდექი. -იცი შენი ძმა ძალიან კარგი ადამიანია -მე ძმა აღარ მყავს, თეატრალურად წარმოვთქვი და გამეღიმა. -კაი ერთი, მანაც გამიღიმა. -ასე მითხრა ვიცი ახლა რასაც გრძნობო და მითხრა სადაც იყავი. -ყველა რატო წამოდით? -აბა მარტო ხომ არ მოგიტაცებდი. -ნუ დამცინი ალექს. -არა მართლა, შენ არაფერს მპასუხობ და დრო გადის. -არა, ნუ ცდილობ რაიმე დამაცდევინო. -ხო კარგი, დაგპირდი და მოვიცდი. მაგრამ მაინც არ მესმის... -ალექსანდრე... -ვსო ხმას აღარ ვიღებ, დარწმუნებული იყო რომ ჩემი პასუხი დადებითი იქნებოდა ადრე თუ გვიან მაინც დავთანხმდებოდი. -რას არ გავაკეთებდი 6 წლის წინ შენთან ერთად პაემანზე წასასვლელად, -რაა? თვალები დაჭყიტა არ ელოდა ჩემგან ასეთ თამამ განცხადებას. მე კი უდარდელად გავაგრძელე. -კარგი ახლა, ვითომ არ იცი რო ყურებამდე ვიყავი შეყვარებული მაშინ შენზე. ამაზე ღიმილი სახეზე შაეხმა და გაკვირვებულმა გამომხედა. -მაშინ? -რატომაც არა ხო წარმოგიდგენია, ეს მოტოციკლეტები და საფრთხე, თან როგორი ყურადღბანი და მზრუნველი იყავი. ეჰ, კარგია ბავშობა. ვუთხარი და ღვინო მოვსვი. ცოტა ხანი ჩუმად იჯდა, მე კი მივხვდი, რომ გამომივიდა. მისი თავდაჯერებულობა შევარყიე. -იცი პრობლემა რაშია ტასო? -ნწ, თავი გავაქნიე და მხიარულად გავხედე. -შენ მაშინ დაიწყე თამაში როცა მე დავამთავრე. მითხრა და ახლა მე ჩამაშტერდა თვალებში, ღვინო გადამცდა და ძლივს აღვიდგინე სუნთქვა. როდემდე უნდა ვიყო ასეთი შტერი, მიხვდა. -მე ისიც არ მესმის რატომ თამაშობდი, მე... -ოღონდ ახლა არა რა, მაგაზე სალაპარაკოდ ბევრი დრო გვექნება. ახლა რამე უფრო სასიამოვნოზე ვილაპარაკოთ. მაგალითად შეგიძლია განაგრძო ჩემი დარწმუნება იმაში, რომ არაფერს გრძნობ მე კი შენ მსახიობურ ნიჭს შავაფასებ. -პაემანი თუ ასეთია მაშინ კარგს ვაკეთებდი რომ არ დავდიოდი, ავდექი და გასავლელისკენ წავედი. თან გულში გემრიელად გამოვლანძღე ჩემი თავი. -არც შენ და არც მე არ გვშია ასე რომ უფრო მყუდრო ადგილი ვნახოთ და ვილაპაკოთ. ხელი გამომიწოდა, მეც მის ნებას დავყევი მეტს მაინც ვეღარაფერს დავაშავებდი ამაღამ. -ტასო რა ლამაზი ხარ. -ფორმალურად ჟღერს, თუმცა სასიამოვნოა, მხრები ავიჩეჩე და ისე ვთქვი. -ფორმალურად რატო? -მაგას ყველას ეუბნებიან პირველ პაემანზე რამე შენებური მითხარი. ხელი ჩამჭიდა და მისკენ მიმაბრუნა. -შენ ჩემი სულის ნაწილი ხარ. მითხრა და ჩემი ტუჩები სულ ადვილად მოძებნა. მთელს ტანში ჟრუანტელი მივლიდა, მისი ხელი კი რომელიც წელზე მაგრად მქონდა შემოხვეული ისე მაგრძნობინებდა თავს თითქოს სახლში ვიყავი. ყველაზე მშობლიურ ადგილზე მთელს მსოფლიოში. ამ ჩემიანობის განცდამ შემაშინა და მოვშორდი. ხელი მაინც არ გამიშვა და ჩამიხუტა. -რატო მებრძვი ტასო, შენც ხომ იცი როგორც დამთავრდება ყველაფერი. ხელები მეც მოვხვიე. -სასტუმროში დავბრუნდეთ რა. -შე მშიშარა, შენა, გამიღიმა დ ცხვირზე მაკოცა. სასტუმრომდე ხმა აღარ ამოუღია ჩვენს ურთიერთობაზე. სულ ბექაზე და ნიკაზე მიყვებოდა, რას აკეთებდნენ უნივერსიტეტში. თურმე ბექა სულ ასეთი გიჟი ყოფილა. ისეთი დიდი სიყვარულით ლაპარაკობდა მათზე, რომ მივხვდი. ეს ბიჭები მისი ოჯახი იყო. ყველაზე სრულფასოვანი და ყველაზე კარგი მთელს მსოფლიოში. სასტუმრომდე კი რაღაც ხმაური შემოგვესმა. -ეს ნიკას მანქანაა. თქვა ალექსმა და ვიგრძენი როგორ დაეძაბა ხელი რომელიც ჩემსაზე ქონდა ჩაკიდებული. -რა ხდება. აქ დარჩი ტასო, არსად წახვიდე. მითხრა და ხმაურისკენ დაიძრა. -ალექს მოიცა რა არ წახვიდე -რას ამბობ ტასო ნიკას ხმა არ გესმის? მათკენ გაიქცა. მეც ვერ მოვითმინე და უკან გავყევი. ბექას და ნიკას სახე სულ დაძარღვული ქონდათ, მათეს კი წარბი გახეთქილი. შევნიშნე როგორ ტიროდა ორსული სალომეც და მათეს ცოლიც. ვერაფრს მივხვდი სანამ არ დავინახე როგორ დაარტყა ალექსმა მუჭი ვიღაც კაცს, რომელიც ნიკას წიხლებს ურტყამდა. წამოვიყვირე როცა დავინახე როგორ მოაშორა ბექამ ლიკას ვიღაც კაცი და ძირს დააგდო. გაუაზრებლად დავიწყე უცხო სახეების დათვლა და 6-7 იყვნენ. ლამპიონის შუქზე შევამჩიე რო სალომეს სახეზე ფერი აღარ ედო და მასთან მივირბინე. -სალო რა ხდება, დამშვიდდი შენთვის არ შეიძლება. რა მოხდა აქ? თვალებით ალექს ვეძებდი მაგრამ არ ჩანდა. მერე უცებ დავინახე, სახე სისხლიანი ქონდა. თვალები ცრემლებით ამევსო. -იმ ბიჭს ლიკა მოეწონა და რაღაცეების ლაპარაკი დაწყო მერე... მერე მათემ და მერე ყველამ ერთად ტასო, ჩვენ უბრალოდ ვსერნობდით და უცებ საიდანღაც გამოჩნდნენ. სლკუნებდა სალომე. -პოლიციაში დარეკე ჩქარა. -ვაიმე ლიკა. წამოიყვირა სალომემ და თითი გაიშვირა. ვიღაც უცნობი მიათრევდა. წინ მეორეც დახვდა და ხელში აიყვანეს. მისკენ გავიქეცი გაუაზრებლად, იმ ვიღაცას ხელები დავუკავე დავუყვირე. -ხელი გაუშვი დროზე. -ახალი ჩიტუნია მოფრინდა? -ტასო დაუძახე ვინმეს, იყვირა ლიკამ უცებ და საშინლად დავიძაბე როცა მეც ვიგრძენი წელზე ხელი. -ხელი გამიშვი, ვუთხარი და ფეხი ფეხზე დავაჭირე, სულ არ ვფიქრობდი რომ ქუსლიანი მეცვა. როგორც ჩანს ზედმეტი მომივიდა და ხელი მკრა. გვერდით მანქანას ზურგით დავეჯახე და ჩავიკეცე. -რას აკეთებ შე..მემგონი თითი მომტეხა. ასეთი გაბედული ხარ ხო? მკლავში ხელი მომკიდა და წამომაყენა. ახლა მართლა შემეშინდა. –ბევრს ბედავ ლამაზო, მითხრა და მეც ლიკასკენ წამიყვანა. -ალექს, დავიყვირე უცებ და ცრემლები თავისით წამომივიდა, შემრცხვა კიდეც რომ ასე შემეშინდა. ხელი ამაფარეს პირზე და ისე მაგრად მომიჭირა, რომ სუნთქვაც აღარ შემეძლო. -ხელი, დაიყვირა მკაცრმა ხმამ და ასე კარგად რომ არ მცოდნოდა, რომ ალექსის ხმა იყო აუცილებლად მეუცხოებოდა. ისე ისმოდა თითქოს სადღაც შორიდან ყვირისო, ჩახლეჩილი ქონდა და უფრო გამკაცრებული. უცნობის ხელები მომაშორა და კიდევ დავეცი. რამდენიმე წამში პატრულის მანქანის სირენების ხმა გავიგე და ლურჯ-წითელ შუქსაც მოვკარი თვალი. ამოვისუნთქე როცა დავინახე ხელი რომ გაუშვეს ლიკას და წამოდგომა არც მიცდია, სახე ხელებში დავმალე და ამოვისუნთქე. მალევე ხელებზე ნაზი შეხება ვიგრძენი. -ტასო, ალექსი ჩემს წინ იყო ჩამუხლული, ხომ არაფერი დაგიშავა? მე თავი გავაქნიე და დავაკვირდი მის სახეს. ბევრი ჭრილობა არ ქონდა, წარბი იყო მხოლოდ გახეთქილი. -წავიდეთ ხო? ხელში ამიყვანა ალექსმა. -დამსვი ალექს კარგად ვარ მართლა. -ტასო გაჩერდი რა. -ალექს გთხოვ, კარგად ვარ. შენ ჩემზე მეტი მოგხვდა, ვუთხარი და ხელი სახეზე ნაზად გადავუსვი. ძირს ჩამომსვა და სახლამდე მანქანებით მივედით. რა საჭირო იყო ვერ მივხვდი მხოლოდ ერთი ქუჩა გავიარეთ. -წამოდი, ხელი ჩავკიდე ალექსანდრეს და ჩემს ოთახში წავიყვანე. ბამბა თბილ წყალში დავასველე და სახე მოვბანე. -აუ, ნელა ტასო. -ბოდიში, ძალიან გტკივა? -არა. ისა და მაკრატელი ხომ არ მოგიტანო. -არა, თავისუფალი ხარ, შეგიძლია შენს ოთახში დაბრუნდე. -მარტო უნდა გამიშვა? ახლა ? საწყალი თვალებით გამომხედა და ხელები მომხვია. -კი. მეც მოვხვიე ხელები კისერზე. შეუძლებელი იყო შეწინააღმდეგებოდი მის ტუჩებს ისე ვნებიანად მკოცნიდნენ და ხელებს, რომლების ჩემს წელზე დასრიალობდნენ. -ხელი ხომ არ შეგიშალეთ? წკრიალა ხმა გავიგე და უცებ მოვშორდი. -კი სალო, უთხრა ალექსმა ისე რომ მისკენ არ გაუხედავს მე კი გავწითლდი. -ალექს, რას ამბობ. -რა პირდაპირი ხარ. ტასოსთან საქმე მაქვს და მარტო დამტოვე რა, გაუღიმა სალომემ, ისევ ისეთი მხიარული იყო. -შენ წარმოიდგინე და მეც მაქვს რაღაც საქმე. -ალექს, გაოცებულმა წამოვიძახე. -ხო კაი კაი. მაგას მერეც მოასწრებთ. -არ გაპატიებ სალომე, ალექსმა ცხვირზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა. -რა საყვარლები ხართ ერთად, შემომცინა სალომემ. -ცოტათი ჩხუბისთავები არიან ჩვენი ბიჭები ,მაგრამ არაუშავს. -ძალიან კარგები არიან. -დღეს კინაღამ გადაირია მათე. -რამოხდა მართლა? -რა და ვსეირნობდით ხუთივე ერთად და ბიჭებმა რაღაც მანქანა დაინახეს იმასთან მივიდნენ მექანიკა თუ რაღაცაო და ამასობაში ის ერთი მოდის და ლიკას ეუბნება ძალიან ლამაზი ხარო და ასეთებს. ლიკა გადაირია, შენ არ იცი მათეს ამბავი, ხო და არ მოეშვა ეს. მერე ბიჭები რო მოვიდნენ ჯერ ხო გაბრაზებულები იყვნენ და მერე იმ ერთმა უთხრა ამაღამ დამითმე რა იყოო და ამაზე ხო მთლად გადაირია. -რა საშნელებაა, ეს ხალხი არაა ნორმელური. -კიდე კაი ერეკლე რო ამერიკაშია თორე შენ მერე უნდა გენახა, ის ხო მოკრივეა და ყველაზე ემოციურია თან. ისე არც შენი ალექსია ნაკლები. რა უქნა იმ უბედურს. -რა უქნა? -ყველგან წითელი იყო პოლიციას რო მიყავდა. -შენ რას შვები? -ცოტა ვინერიულეთ მაგრამ ახლა კარგად ვართ. ხელი მოისვა გაერილ მუცელზე. ისეთი საყვარელი იყო. -ტასო არაა ალექსის ქცევა გასაკვირი, მის მერე ძალიან შეიცვალა. -რის მერე სალო? სალომეს სახის დანაღვლიანებამ დამაინტრიგა. -აი დათოს ამბების მერე. -ღმერთო ჩემო რა გავაკეთო რო შეიგნოს არ ვადანაშაულებ არაფერში. -შენ კი მარა ის სხვანაირად ფიქრობს ხო იცი რა სვანიცაა, თქვა და გაიღიმა. -არ მესმის სალო, რატო გონია ყველას რო ერთი ორი ხელის წამორტყმას ვერ გავუძლებდი რაც არ უნდა 16 წლის ვყოფილიყავი, სულ არ გადამიტანია მასე რთულად ეგ მაბავი. სალომემ თავიდან გაკვირვებულად მერე კი დაბნეულმა შემომხედა. -ტასო ჩვენ ყველაფერი ვიცით, დავითმა ალექს მეორე დღესვე უთხრა რაც გაგიკეთეს. -რომ არ ეთქვა ისე ვერ მიყურებდა სალო? -ტასო რას ამბობ, მათ შენზე ძალა იხმარეს, ალექსს კინაღამ ხელში შემოაკვდა... -რა ქნეს? -ხო უთხრა. -რა უთხრა სალომე ეგეთი არაფერი ყოფილა. -რას ამბობ? მოატყუა? -რა თქმა უნდა, აუცილებლად მემახსოვრებოდა რამე მასეთი რომ მომხდარიყო. -ღმერთო რა არაკაცია. -აი თურმე რატო გადაირია ალექსი დღეს ასე, ჯანდაბა. -ტასო ახლავე უნდა ვუთხრა სიმართლე შენ არ იცი როგორ იტანჯება. დათო კინაღამ მოკლა. ბექა მიყვებოდა ძლივს გამოვგლჯიეთ ხელიდანო. -ვეტყვი სალო ახლავე ვეტყვი. -წადი. მისაღებში ჩავირბინე და ვიკითხე რომელ ოთახში იყო. თითქმის სირბილით მივედი მის ოთახამდე. რამდენიმე წამი სუნთქვის მწყობრში ჩაყენებას ვცდილობდი და თან კარზე დავაკაკუნე. -ტასო? ალექსს თვალები გაუფართოვდა. -საქმე მაქვს, ვთქვი და ოთახში შევედი. ნაბიჯი ვეღარ გადავდგი როცა იქ ვიღაც ქერა ლამაზმანი დავინახე. -ოჰ, დროს არ ვკარგავთ. -მოიცა ტასო რა... -ის არ არის რაც მე მგონია, ვუთხარი და გამეღიმა, ჯანდაბას რა დროს ღიმილი იყო. -შენ ვინ ხარ? უტიფრად წინ დამიდგა. -მე მისი საცოლე ვარ. თვალი გავუსწორე. გოგონა დაიბნა და თავი დახარა. -ხომ გითხარი ცოლი მომყავსთქო, ალექსი სიცილს ძლივს იკავებდა. -უკაცრავად, ქერა ოთახიდან გავიდა და ალექსმა კარი მიხურა. -საცოლე? ღიმილი შემომანათა. -არა, ვერ ვიჯერებ ასეთი თავხედი როგორ ხარ. შენ ... შენ... ვერაფერი მოვიფიქრე და გაბრაზებული ოთახიდან სწრაფად გამოვედი. უაზროდ მივდიოდი და მალე გარეთაც გავედი. იქვე ახლოს მუსიკა ისმოდა და მისკენ წავედი. პატარა კლუბივით იყო. შიგნით შევედი. თან ბრაზი მახრჩობდა, რა საზიზღარია, ღმერთო ჩემო. ისე ვეჭვიანობდი რომ სადაც იყო ავფეთქდებოდი. -რამე მაგარი მინდა, ვუთხარი ბარმენს. -კარგად ხარ? მეგობრულად ჩაილაპარაკა. -კი მხოლოდ თავი მტკივა. ვუთხარი და მეც გავუღიმე. მართლაც მატკინა ამ ხმაურიანმა მუსიკამ თავი, მაგრამ, აქდან რომ გავსულიყავი ალექსი მომძებნიდა და არ მინდოდა ენახა როგორ ვეჭვიანოდი მასზე. აი ესეც ჩემი სიამაყე. -გინდა გამაყუჩებებლი? მითხრა და თვალი ჩამიკრა. -მადლობა, ვუთხარი და ტაბლეტი გამოვართვი თან ჭიქიდან სითხე მოვსვი. ისეთი მწარე იყო, რომ თვალებიდან ცრემლები წამომივიდა. -ნელა ცოტა ძაან მაგარია. -შევამჩნიე, ვუთხარი და ჩემს გამოუცდელობაზე გამეღიმა. მეორე ყლუპი აღარ იყო ისეთი მწარე, მაგრამ მეტს ვეღარ დავლევდი და ჭიქა ბარზე დავდგი. -ამას ვის ვხედავ, ხმა მეუცხოვა და გვერდით მივიხედე. უცნობის სახეს ჯერ კიდევ ეტყობოდა ალექსის მუჭების სიმძიმე. სწრაფადვე უკან გამოვიხედე და ადგილიდან წამოვდექი. სკამიდან რომ ჩამოვხტი დავბარბაცდი და ხელი ბარს დავადევი რომ არ წავქცეულიყავი. -ვაიმე ცუდად ხომ არ ხარ ლამაზო. ისევ ხელი მომხვია. -თავი დამანებე ძლივს ჩავილაპარაკე. მაგრამ წინააღმდეგობა ვერ გავუწიე და გასავლელისკენ მასთან ერთად წავედი. -ნუ გეშინია მიგაცილებ ოთახამდე. სულ შარში როგორ უნდა ვიყო. გულის რევის საშინელი შეგრძნება დამეუფლა და თავბრუს ხვევაც ძლიერდებოდა. არც გრილმა ჰაერმა მიშველა. მიუხედავად იმისა, რომ შორტები და მაისური მეცვა მაინც საშინლად მცხელოდა. -მემგონი შენ მართლა ცუდად ხარ, ამდენი არ უნდა დაგელია. ნაბიჯი ვეღარ გადავდგი. თვალებიც მეხუჭებოდა. -ხელი გამიშვი, ისე ჩუმად ვთქვი მე ძლივს გავიგონე. -რას აკეთებ? ჩემს წინ უცებ მათე აისვეტა, ტასო აქ რა გინდა? რა გჭირს? -მათე. იმედი მომეცა, მაგრამ თვალებზე უფრო და უფრო მძიმე გირები მეკიდებოდა. -ხელი გაუშვი, შე ნაძირალა. რა გინდა. ხმა გავიგონე ძირს როგორ დაეცა მაგრამ თვალები ვერ გავახილე რომ დამენახა. -ტასო დამშვიდდი რა გიქნა, ახლავე ლიკასთან მიგიყვან. -მათე.. ალექსთან... -დავუძახებ მასაც. -არა, არ დაუძახო, არ მინდა... გთხოვ. მათეს ხმა აღარ ამოუღია ხელში აყვანილი ვყავდი და მირბოდა. სინათლე ვიგრძენი და ოდნავ გავახილე თვალი. -ლიკაა, დაუძახა მათემ უცებ. -რა დაემართა? -არ ვიცი იმასთან ერთად იყო. მეც კი ვიგრძენი სიძულვილი მათეს ხმაში. -დააწვინე სწრაფად. ალექსს დაუძახე. ვეღარაფრის თქმა შევძელი. მალე სახეზე რაღაც სველი ვიგრძენი და სიცივე მესიამოვნა. -რა სჭირს, ხელზე ალექსმა მომკიდა ხელი, თვალი გავახილე როგორც იქნა. -ტასო რამე დაგალევინა? მითხარი, ლიკამ სახეში ხელი გამარტყა მაგრამ შეხება ოდნავ თუ ვიგრძენი. -რას უშვები დაიყვირა უცებ ალექსმა და მისმა ხმამ უფრო გამომაფხიზლა. -რა დალიე მითხარი სწრაფად, ლიკა არ მეშვებოდა. -გამა... თავი მტკიოდა და ბარმენმა.. მან...გაგიყუ...ჩებსო, ძლივს ამოვთქვი. -ვაიმე ტასო რა გამაყუჩებელი, უნდა აღებიოს სწრაფად სააბაზანოში გაიყავნეთ. -რა ჭირს ლიკა? ალექსს შეშინებული ხმა ქონდა, ისეთი დაფეთებუი იყო, ალბათ გავიღიმებდი რომელიმე კუნთის ამოძრავება, რომ შემძლებოდა. -ჩქარა ალექს, რა დროს კითხვებია, მეც ვერაფერი გავიგე, მხოლოდ მესიამოვნა ცივ წყალში რომ ჩამაწვინეს, მაგრამ მალე ვეღარაფერს ვეღარ ვგრძნობდი. ^^^ სანამ თვალებს გავახელდი მანამ ვიგრძენი თავის ტკივილი და სახე დამემანჭა. სინათლე რომ მომხვდა ხომ საერთოდ მეგონა ტვინმა ტრიალი დაიწყო თავის ქალაში და მაშინვე დავხუჭე თვალები. მერე უფრო ნელა გავახილე. და ამჯერად გამოვიხედე. ყველა კუნთი მტკიოდა, თითქოს მთელი დღე თოხი არ გამეშვა ხელიდან. თავის წამოწევა ვცადე და უკან დავვარდი. ოთახი მოვათვალიერე, ჩემი ნამდვილად არ იყო, ტანზე დავიხედე და არც ეს ტანსაცმელი იყო ჩემი. ხელები ამიკანკალდა, ვერაფრით გავიხსენე რა მოხდა მას შემდეგ რაც ის კლუბი დავტოვე იმ ვიღაცასთნ ერთად. თავის ტკივილიც დამავიწყდა და ყველაფერი.თავი მაშინვე ავწიე. და კარებს მივაჩერდი, რომლის სახელურიც ჩამოიწია. ამოვისუნთქე როცა ალექსი დავინახე, და თვალები ცრემლებით ამევსო. -გაიღვიძე ტასო? როგორ ხარ? საუზმე მოგიტანე. სინი კომოდზე დადო და გვერდით მომიჯდა. -გული ხომ არ გერევა ან რამე ხომ არ გტკივა, მას ზუსტად ვიცი იგივე ტანსაცმელი ეცვა რაც გუშინ. -არა კარგად ვარ. უბრალოდ ოთახი ვერ ვიცანი და ვერც ტანსაცმელი. -გოგოებმა გამოგიცვალეს ნუ გეშია, შენი დასველდა და... -რატომ დასველდა? -ცივი აბაზანები მიიღე გუშინ. ყველაფერი ქრონილოგიურად გამახსენდა, მხოლოდ ერთი ვერ გავიგე. -ცუდად რატომ გავხდი? ბევრი არ დამილევია. -ტასო, ნარკოტიკი ერთიც საკმარისია. -რაა? ალკოჰოლი ვიგულისხმე. -მოიცა შენ არ იცი.. ღმერთო ჩემო ასეთი გულუბრყვილო როგორ უნდა იყოს ადამიანი. გაბრაზებულმა ოთახში წინ და უკან სიარული დაიწყო. -მათე რომ არ ყოფილიყო წამოსული იმ კაცის საძებნელად აზრზე ხარ მაინც ახლა სად იქნებოდი? -მე არ ვიცოდი. -ბარმენს რო ტკივილ გამაყუჩებელს თხოვ უნდა იცოდე რასაც მოგცემს, მითუმეტეს შენნაირ გოგოს. თითქმის მიყვირა. -ხო მაგრამ ეს პირველი იყო. -რა ნარკოტიკის მიღება? ახლა უკვე მე გავბრაზდი. -არა ალექს, კლუბში ვიყავი პირველად. ჯანდაბა შენ ხომ ნორმალურად ლაპარაკი არ შეგიძლია. ადგომა დავაპირე მაგრამ თავბრუ დამეხვა და ვერ ავდექი. -ხანდახან ისეთი ბავშვური ხარ, რომ, ტასო... ძალიან შემეშინდა. იმდენად გულწრფელად მითხრა, ყველა წყენამ მაშინვე გადამიარა. -სულ შარში ვეხვევი. -ფაქტია, მითხრა და გვერდით მომიჯდა. -ისე შენ ბოდიში უნდა მოგიხადო. -რატო? -გუშინ ხელი შეგიშალე და. -ტასო, კარგი რა. არც ვიცოდი აქ თუ იყო. ძველი ნაცნობია. -ნაცნობი. -მართლა ის არავინაა. შენ კი რაღაცა საქმე გქონდა გუშინ. -ხო, სულ დამავიწყდა. მე სალოს ველაპარაკე და მოკლედ... -რატო ანერვიულდი. -იმაზე მინდა რაღაც გითხრა აი, დათოზე. ისევ მომენტალურად ჩაქრა ალექსის მხიარული თვალები და რაც შემეძლო სწრაფად ვუთარი. -არაფერი ყოფილა. -რა? -არ ვიცი ალექს, მეც გამიკვირდა, მოგატყუა. იცი მასეთი არაფერი მომხდარა. მე.. მე ...მოკლედ აუ ხო მიხვდრი არა? -რას ამბობ ტასო? -მათ ჩემზე ძალა არ უხმარიათ, მოაგტყუეს. -რაა? დარწმუნებული ხარ? -რას მეკითხები, რა თქმა უნდა. ჩამქრალი თვალები ისევ აენთო ამჯერად სიბრაზისგან და ფეხზე წამოხტა,. -შენ.. შენ იცი ეს რას ნიშნავს. -მემგონი ცუდს არაფერს. -მე.. მე... მომატყუეს. -ალექს ეს ხომ პირიქით კარგია. -არ გესმის ტასო, ეს 6 წელი უშენოდ მხოლოდ იმიტომ გავძელი რომ ვფოქრობდი შენ გჭირდებოდა ჩემგან შორს ყოფნა.ხო შენთან რომ ვიყავი საავადმყოფოში მაშინ თქვი, რომ ჩემი ნახვა არ გინდოდა. თან მერე რომ მოდი ჩემთან. ჯანდაბა იმიტომ არ მოგძებნე, რომ მეგონა ჩემზე გაბრაზებული იყავი, ვეღარ მიტანდი. -რას ამბობ ალექს, იმ დღეს შენზე მხოლოდ იმ გოგოს გამო ვიყავი გარაზებული, და სარკეში რო ჩემი თავი დავინახე არ მინდოდა ისეთი გენახე. -ვერ ვიჯერებ. შენ არ იცი, ახლა მე რა თავისუფლად ვსუნთქავ. ტასო შენ შენ ჩეთვის ყველაფერი ხარ. ყოველ ღამე მესიზმრებოდა როგორ გეხებოდა ის . ჯანდაბას ყველაფერი მთავარია, რომ არაფერი ყოფილა. გაოგნებული ვიყავი. ვიცოდი, რომ უიმისობას რაღაც მიზეზი ქონდა, მაგრამ ამას ვერ წარმოვიდგენდი. -იმ დღეს ჩემთან დასამშვიდობებლად რომ მოდი, მეგონა ამის თქმას აპირებდი. მე კი არ შემეძლო მომესმინე. მერე კი არადამიანი ხარო და. -ღმერთო ალექს, არა არა. საწოლიდან წამოვხტი და მასთან ახლოს მივედი, მაშინ მინდოდა მეთქვა... სულ სხვა რაღაცის თქმა მინდოდა, გავბარზდი რომ გამაჩუმე. -რა სულელები ვართ, როგორ ადვილად სამართავები გავხდით მხოლოდ იმიტომ, რომ ერთმანეთი ძალიან გვტკივა. იცი ტასო, მივხვდი რისი თქმაც გინდოდა. მითხრა და როგორც იქნა გამიღიმა. -მეც გეტყოდი მიყვარხართქო მაგრამ ეს ასე არაა ტასო. ეს გრძნობა არ არის ისეთი წიგნებში რომ წერენ და ფილმებში ვუყურებთ. გაცილებით დიდი და უსაზღვროა. შენ არ ხარ ჩემი უბრალოდ შეყვარებული ან თუნდაც ცოლი, შენ ჩემი ნაწილი ხარ ტასო განუყოფელი, რომ მომხლიჩონ შენი თავი ალბათ არ დავრჩები. უშენოდ ვერ ვსუნთქავ. ცრემლები წამომივიდა ამის გაგონებისას. ხელები მაგრად შემოვხვიე კისერზე და რაც შემეძლო მაგრად ჩავეხუტე. -არ იტირო რა ტასო, ოღონდ არ იტირო რა. ლოყები დამიკოცნა და ისევ გულში ჩამიკრა. მე ჰაერი ჩავისუნთქე და ეს ნამდვილად იყო. უკმარისობა გაქრა, თავს თავისუფლად ვგრძნობდი. გამეღიმა, აი ისე უმიზეზოდ. ხელები კიდევ უფრო მაგრად მოვხვიე და ვიგრძენი რას ნიშნავს იყო მისი. ^^^ -როგორც იქნა დავინახე ტასო -რა? თვალებში ჩავაშტერდი, თან ღიმილს ვერ ვიკავებდი. -აი ეს. შენი სიცილი, უმიზეზო. ისეთი კი არა, „ალექსის ვაწვალებ და ამით კმაყოფილი ვარს“, რომ გამოხატავს, თავისი ჭკუით ხმით გამცინა და თვითონაც გაეღიმა. -ჰაჰ, უკაცრავად მაგრამ ეგ პირიქით იყო. სულ მე... უცებ მისი ტუჩები ვიგძენი და ძალაუნებურად გავჩუმდი. უნდა ვაღიარო, ძალიან მომწონდა ლაპარაკის შეწყვეტის ეს ახლადშემუშავებული ხერხი. -უჩვენოდ საუზმობთ? სალოს წკრიალა ხმა გავიგე და ჩვენს მაგიდასთან დაჯდა. -სალომე აღიარე, ძალით აკეთებ ხომ? -თქვენ თუ საზოგადოებაში თავს ვერ იკავებთ ჩემი ბრალი არაა. თქვა და შეკვეთა მისცა. ამასობაში მათე და ბექაც გამონდნენ. -დაზარალებულ როგორ ხარ? თვალი ჩამიკრა ბექამ. -ძალიან კარგად, მათე ლიკა სადაა? -აქ ვარ, გამიღიმა გოგონამ. -ბოდიში და მადლობა ლიკა. -აბა ახლა ეგეთები არ იყოს. ხომ კარგად ხარ? -კი, შენი წყალობით. ვუთხარი და ალექსს ავხედე, მომეჩვენა, რომ უხდებოდა კიდეც პატარაზე გახეთქილი წარბი. -დღეს ვბრუნდებით თბილისში? იკითხა სალომ. -არა ვიყოთ ცოტა ხნით. თქვა ალექსმა და ხელი მომხვია. -არა, არა უნდა დავბრუნდეთ, ვთქვი მე და თავი გავაქნიე. -კაი რა ტასო, ვიყოთ ცოტა ხანს. -არა ალექს ბევრი საქმე გვაქვს თბილისში. -გვაქვს უკვე მომწონს მაგრამ მაინც რა საქმე გვაქვს? -კომპანიაში პრობლემებია, მესტიაში სტუმრები გვყავს გაგზავნილი. -მესტიაში ნიკა აგვარებს ყველაფერს, თბილისში ბიძაჩემი. -და კიდევ ქორწილისთვის უნდა მოვემზადო, ვუთხარი და გავუღიმე. -ამ საღამოს თბილისში მივდივართ, წამოიძახა სალომ, მე კი ალექსანდრეს სახეს ვერ მოვწყვიტე თვალი, რომელიც საოცრად მომნუსხველი ღიმილით მომჩერებოდა. -ხო მივდივართ, თქვა მან და ისევ მომხვია ხელი. -კიდევ გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი საქმე ალექს -კიდევ? -დედაჩემს, მამაჩემს და დაჩის უნდა ვუთხრათ. -ოჰო, გასაგებია. უცებ დასერიოზულდა. სალომემ უამრავი იდეა მომაყარა ქორწილთან დაკავშირებით, მე კი ალექსს ჩუმად ჩავჩურჩულე „ნუ გეშინია, ძალიან მოეწონები ჩემს ოჯახს.“ მისმა კოცნამ ლოყაზე უჩვეულოდ ამაფორიაქა. საღამოს უკვე წასვლას ვაპირებდით. ამიტომ დღე ყველამ ერთად გავატარეთ. -წამიყვან შენი მანქანით? -წაგიყვან მაგრამ შენი სადაა? მასთან ერთად მგზავრობის იდეა ძალიანაც მომწონდა. -ნიკა წავიდა ამ დილას, ხომ უნდა დახვედროდა ჩვენს ინვესტორებს. -დაჯდები საჭესთან? ვუთხარი და თან გასაღებიც გავუწოდე. მალე კი თბილისისკენ გზას დავადექით. -როდისთვის დავნიშნოთ? -რა ალექსანდრე? -რა რა ტასო, ქორწილი რა თქმა უნდა. -ჯერ არა, -რას ქვია ჯერ არა, აბა როდის? -ჯერ სასამართლოში მოვაგვაროთ პრობლემები და მერე. -ჯერ ის გავაკეთოთ რაც უფრო მნიშვნელოვანია ტასო, ასე რომ შეგიძლია კაბა იყიდო. -ვერ ვხვდები რა საჭიროა... ჯერ მოვაგვაროთ ყველაფერი და მერე ვიქორწინოთ. -ყველაფერი უჩვენოდაც მოგვარდება, ნუ გეშინია, მე კი მინდა რაც შეიძლება მალე გახდე ჩემი ცოლი. -ალექსანდრე, საჩქარო უფრო სამართალდამცავებთან პრობლემაა. -ნუ ვიკამათებთ რა ტასო, ის გავაკეთოთ რაც ორივეს გვინდა, დავქორწინდეთ. -შენთან ლაპარაკი შეუძლებელია, ამოვისუნთქე და ცოტა გავბრაზდი. -არ გინდა გთხოვ, ხომ გეუბნები არაა ეს პრობლემა ასეთი მნიშვნელოვანი. აღარაფერი აღარ ვუთხარი და ფანჯარაში გავიხედე. -ტასო მიბრაზდები? მითხრა ცოტა ხნის შემდეგ. -არა. -ტასოო, კაი რაა. ღიმილი უფრო გიხდება. -ხო და ისე ქენი რომ გავიღიმო ხოლმე, ვუთხარი და გაღიზიანებულმა გავხედე. ჩემი სიტყვები მაშინვე ვინანე, ჯანდაბა ის ხომ ყველაფერს ზედმეტად სერიოზულად იღებდა, მომენტალურად ისევ ჩაუქრა თვალები. ჩემი სიბრაზე სადღაც გაქრა. -ხვალ მამაჩემთან უნდა წავსულიყავი, რაღაცატომ და წამომყვები? ვუთხარი უცებ,-თან შეგვიძლია ვუთხრათ. -რომელ საათზე? -საღამოს 8ზე. -წავიდეთ, მითხრა ისე, რომ ჩემსკენ არც გამოუხედავს. -დედაშენს რა ყვავილები უყვარს? -ვარდები ალექს. -მომიყევი რამე შენს ოჯახზე ტასო, გამომხედა და გამიღიმა. მეც დავიწყე ლაპარაკი და აღარ გავჩერებულვარ თბილისამდე. ვგრძნობდი როგორ სიამოვნებდა ჩემი მოსმენა და ეს უფრო მიცხოველებდა სურვილს ჩემი ცხოვრების ყველა დეტალი გაეგო, თითქოს სულ იქ იყო. სამსახურში მაინც არ დავბრუნდი. ამაზე კი გაბრაზდა მაგრამ არაუშავს მალე გადაუარა. მითხრა სახლში სულ მეყოლები და სამსახურში გავუძლებო. მეორე დღე იყო რაც ერთად ვიყავით, მე კი ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ის ჩემს გვერდით იყო სულ. ახლა უკვე მის ყველა გამოხედვაში, ფრაზაში თუ ჟესტში ვგრძნობდი ისეთ სიყვარულს მე რომ ვოცნებობდი მხოლოდ მისგან, აი ისეთს მხოლოდ მას რომ შეუძლია იგრძნოს. -ხომ გააფრთხილე, რომ მივიდოდით? -ალექს, რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ დავურეკე დედაჩემს რომ მარტო არ ვიქნებოდი. -ხომ მაგრამ ვისთან ერთად იქნებოდი რო არ გითქვამს. -იმიტომ, რომ შენ აიჩემე მამაშენს თავად უნდა ვუთხრაო. -წავედით. ოი როგორ მართობდა მისი ნერვიულობაა... მანქანიდან გადავედით და კარზე ზარი დავრეკე. -ასეც ვიცოდი, რომ სწორად მოვიქეცი. დაჩიმ სიტყვის თქმა არ დამაცადა. -გამარჯობა დაჩი, მიესალმა ალექსი. -ოჰ, ვიღაც ნერვიულობს, აფხუკუნდა ჩემი ძმა. -გაგვატარე მასხარა, მეც შევუბღვირე და გვერდი ავუარეთ. ბოლოსდაბოლოს ალექსი ძლივს დამშვიდდა, როცა დაინახა, რომ მამაჩემი არ იყო ეშვებიანი ურჩხული და არ შეჭამდა. -მაგას მაშინაც კი მივხვდი, ტასოს სანახავად საავადმყოფოში ყოველდღე რომ მოდიოდიო, უთხრა მამამ როცა ალექსმა ჩემი ხელი თხოვა. დაჩი კი ზუსტად ხელის ჩამორთმევის მომენტში შემოვიდა. -რაა? უკვე? რატო არ დამელოდეთ? -დამშვიდდი დაჩი, გამეცინა მის გაბრაზებულ სახეზე. მშვიდი საღამო ოჯახის გარემოცვაში, რა უნდა იყოს უკეთესი? ფიქრები მომავალ ოჯახზე, საკუთარზე. მხოლოდ შენი რომაა და არავის გაუყოფ. აი რა არის საუკეთესო. ბოლოს გადაწყდა, რომ ხვალ ჩვენი ნიშნობის წვეულება გაიმართებოდა. დედას ძალიან დაწყდებოდა გული რომ არ დავთანხმებულიყავი, ამიტომ უფლება მივეცი კიდევ ერთი წვეულება მოეწყო. რატომღაც ძალიან მომინდა იმ ღამეს ჩემს ძველ ოთახში დამეძინა და იქ დავრჩი. -დაიძინე ტასო, ბევრი არ იფიქრო, გამიღიმა, როცა მანქანასთან მივაცილე. -ჩემი ფიქრები ცუდი აღარაა. -ისევე როგორც ჩემი, წელზე ხელი მომხვია და ჩემს უკან გაიხედა, -შენი ძმა ფანჯრიდან გვითვალთვალებს, მითხრა და ლოყაზე მაკოცა. -მომწონს, როცა შენი გულისცემა ჩემს შეხებაზე ჩქარდება, თავისი მომნუსხველი ღიმილით გამიღიმა და წავიდა. ახლა მიდი და დაიძინე თუ კარგი გოგო ხარ! ღრმად ჩავისუნთქე და სახლში შევედი. ლიზიკოს თითქმის სამი საათი ველაპარაკე. პირველი საათი აქედან ვამშვიდებდი, შემდეგ ძლივს გადაიტანა ის ფაქტი, რომ ჩემი ნიშნობის წვეულებაზე არ იქნებოდა, მერე კი უბრალოდ ჩემს კაბას ვარჩევდით. დედას თითქმის შევევდრე რომ ძალიან ბევრი ხალხი არ ყოფილიყო, ისიც დამპირდა, მაგრამ საღამოს 9-ზე ჩემი სახლი უკვე სავსე იყო სტუმრებით, მე კი ისევ სარკესთნ ვიდექი და ჩემს თავს ვუყურებდი შავ მოკლე კაბაში. -რა უქენი შენს კულულებს? ჩემს კარებს გევრდულად ეყრდნობოდა ალექსი. -ავიწიე. -ასეც კარგია, შენ ყველანაირად კარგი ხარ. შენი ძმა აღარ გვითვალთვალებს, მითხრა და მაკოცა. კიდევ ეს მინდოდა, სულ დავიბენი ისედაც ვნერვიულობდი. -წავედით, ხელი ჩამჭიდა და კიბეებზე ჩამიყვანა. -გილოცავ ტასუნა, ერეკლე და თორნიკე ჩემს წინ აიტუზნენ. მათ ალექსი გავაცანი და მათთან დავტოვე, მე წყლის დასალევად გავედი. -ტასო -ბატონო? უცებ მოვტრიალდი ჩემი სახელის გაგონებისას. -როგორ ხარ? -ნიკა? კარგად შენ როგორ ხარ? -მეც არამიშავს. როგორ შეცვლილხარ, დამშვენებულხარ. -მადლობა ნიკა, შენც კარგად გამოიყურები. არაფერი შეცვლილა მის გამაღიზიანებელ ხმის ტემბრში. -არც კი დაგეტყო ეს 6 წელი. -ანუ 16 წლის ბავშვს ვგავარ? გავუცინე. -არა უკვე ჩამოყალიბებული ქალი ხარ, მითხრა და ჩემსკენ წამოვიდა, მისი ხმის მხურვალებამ დისკომფორტი შემიქმნა და უკან დავიხიე გაუაზრებლად. -ნუ გეშინია ტასო, არ შეგჭამ. ისე ახლოს იყო ალკოჰოლის სუნს ვგრძნობდი მისგან, გვერდზე გავიწიე. -რას აკეთებ ნიკა? რაც შემეძლო მკაცრად ვუთხარი. -მას შემდეგ რაც პირველად დაგინახე ტასო, მინდა რომ ჩემი იყო. -ხელი გამიშვი, ვუთხარი როცა წელზე მისი ხელები ვიგრძენი და ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. მაშინვე გათავისუფლების ხერხების ძიება დავიწყე და უცებ წყლიანი ჭიქა მოვიქნიე რომელიც ხელში მეკავა. -ჯანდაბა ტასო რა ქენი? სამზარეულოდან სწრაფად გამოვედი და თვალებით ალექსანდრეს ვეძებდი. -ვის ეძებ? უკნიდან ხმა მომესმა. -შენ, ვუთხარი და ამოვისუნთქე. -რამე მოხდა? ხელები გიკანკალებს. -ააარა, არაფერი. ვითომ დამაჯერებლად ვთქვი და ზუსტად ამ დროს გამოვიდა სამზარეულოდან სველი ნიკა. -რა ჭირს იმას? -ალექს, მე... ისეთი არაფერი. სახე თანდათან გაუმკაცრდა და ნიკასკენ წავიდა. უკან გავყევი და წინ გადავუდექი. -ალექს, დღეს ჩვენი ნიშნობაა, დედაჩემის წვეულება, ჩემი მშობლების სახლში, ძალიან გთხოვ აქ და ახლა არ გინდა. ხელი გამაშვებინა მის მაჯაზე, რომ მქონდა ჩაბღაუჭებული და სხვა მხარეს წამიყვანა. -ახლა არა, მაგრამ ხომ ამიხსნი რა მოხდა? მისი კატგორიულობა გაქრა და თითქოს რაღაც დამაკლდაო. ნუთუ ჩემთან ნაზი ხდებოდა, ამის გაფიქრებაზე გამეღიმა და თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. -დამშვიდდი? -კი კი ალექს მე კარგად ვარ. მართალია იმ საღამოს ისე ხშირად აღარ იღიმოდა, მაგრამ მაინც კარგად დამთავრდა ყველაფერი. -ტასო, აღარ მეტყვი რა მოხდა? მითხრა როცა სახლამდე მიმიყვანა. -ასე ვიცოდი, რომ მთელი საღამო მაგაზე ფიქროდი. -მერე მაგაში რაა გასაკვირი? მითხარი... -ისეთი არაფერი მართლა, უბრალოდ ნასვამი იყო. -ტასოო, მასე უფრო მანერვიულებ. -რაღაცას უღიმღამოდ ცდილობდა. -და შენც წყალი მაგიტომ შეასხი? -ხო. -გასაგებია. წადი დაისვენენ მაშინ, ხვალ გნახავ. -კარგად, ალექს. ვუთარი და მანქანის კარები გავაღე. -არააა, ლამაზო. ხელი დამიჭირა და მისკენ მიმაბრუნა, -ასე ადვილად ჩემგან ვეღარ წახვალ. სულაც არ ვიყავი წინააღმდეგი, მითუმეტეს მისი ტუჩების გემოს რომ ვიგრძენი მაშინ. -დაისვენე საყვარელო, გაკვირვებულმა ავხედე და მის თვალებს წავაწყდი, როგორ დახტოდნენ ეშმაკუნები შიგ. ახლა მასთან გრძნობების გამომჟღავნებას უნდა მივეჩვიო. მემგონი ამ უკანასკნელში პრობლემა არ მექნება. ლოყაზე ვაკოცე და მანქანიდან სწრაფად გადავედი. ლიფტს ვერ დაველოდე ისე ავირბინე კიბეები და კარებთან გავჩერდი. ოხ დაჩი, დაჩი კარები ღია დაუტოვებია. სახლში შევედი, მაგრამ გამიკვირდა. ჩვენთან არავინ ეწევა და თამბაქოს სუნი ვიგრძენი. თანაც რაღაც უცნაურად ავფორიაქდი. მე თვითონაც არ ვიცი რატომ მთელი სახლი შემოვიარე, ან რას ვეძებდი. რა თქმა უნდა არავინ იყო. ჩემი ძმა ხომ მშობლებთან დარჩა. მაკიაჟისგან სწრაფად გავთავისუფლდი და პიჟამოებში გამოვეწყვე. ჩემთვის ცხელი ჩაი გავიკეთე, ალექსის ნაჩუქარი ორცხობილები მოვიმარაგე და ტელევიზორს მივუჯექი. მელოდრომას ვუყურე, ცოტა ვიტირე კიდეც. მაგრამ მაინც ძალიან ბედნიერი გავემართე საძინებლისკენ. კარები შევაღე და ის იყო, ზღურბლზე უნდა გადამებიჯებია, რომ ადგილზე გავშეშდი. ჭიქა ხელიდან კინაღამ გამივარდა. სუნთქვაც კი შევწყვიტე ჩემს საწოლზე წამოწოლილი დავითი რომ დავინახე. -როგორც იქნა მოხვდი ტასუნა, მთელი საღამოა გელოდები. რატომ გაქვს შეშინებული სახე? არ გიხარია ძველი მეგობრების დანახვა? -აქ რა გინდა? -ისე შემოგიარე, ტასო. მომენატრე. სუნთქვა აღვიდგინე. -თან მოსალოცად მოვედი, გავიგე თხოვდები. -გაიგე? -რა თქმა უნდა ტასუნა. ახლა წავალ გვიანია და ალექს არ მოეწონება შენთან თუ დავრჩები ხომ? როგორც იქნა ჩემი საწოლიდან ადგა და კარებისკენ წამოვიდა. მე გვერდზე გავიწიე. ლოყაზე მისი ტუჩების შეხება რომ ვიგრძენი ავხტი და მაშინვე მოვიშორე. -მალე შევხვდებით ტასო, დამიძახა და კარიდან გავიდა. რამდენიმე წუთი გაუნძრევლად ვიდექი, მერე პანიკა დამეწყო. საწოლი რომელზეც ის იწვა სულ გადმოვატრიალე. კარებები ჩავკეტე, ფანჯრებიც კი. კიდევ ერთხელ მოვიარე სახლი და დავრწმუნდი, რომ არავინ იყო. ბოლოს ცრემლებიც წამომივიდა. მთელი საღამო ჩემს სახლში გაატარა, ან ვინ იცის ალბათ მთელი დღე. ყველაფერს შეეხო რასაც ვეხებოდი. ვერაფრით დავმშვიდდი, ტელეფონზე საათს დავხედე და ალექის ნომერი ავკრიბე. ზარი გადიოდა მაგრამ არ იღებდა. ამან კიდევ უფრო დამძაბა. მთელი ღამე მისაღებში გავატარე დივანზე დამჯდარმა. სულ კარებისკენ ვიყურებოდი. აზროვნების უნარი რომ დამიბრუნდა დავფიქრდი და მივხვდი, რომ ის აქ იყო. კარებიც მან გააღი, და ისიც დასაშვებია, რომ პირველად არ ხდებოდა ასე. მე კი.. იმ ოთახში გამოვიცვალე, შხაპი მივიღე. ამაზე კიდევ ერთხელ შემაკანკალა და თავი ვაიძულე ფიქრი შემეწყვიტა. მერე კი კიდევ ერთი დილემის წინაშე დავდექი. როგორ ვუთხრა ეს ამბავი ალექსანდრეს, ან ვუთხრა თუ არა საერთოდ. აუცილებლად გაიგებს. თანაც ბოლოს დავითთან მიმართებაში რომ არ დავუჯერე კარგი ჩიტი დავიჭირე. როგორც კი 8 საათი გახდა. გამზადება დავიწყე და 10 საათისთვის უკვე კომპანიასთან ვიყავი. -ლიკა ალექსი კაბინეტშია? -ანასტასია? აქ რა გინდა? ტელეფონზე ლაპარაობს. -კარგი, ვუთხარი და კაბინეტში დაუკეკუნებლად შევედი. როგორც კი დამინახა გამიღიმა და მანიშნა დავლოდებოდი. მთელი 10 წუთი ლაპარაკობდა, მაგრამ ერთი სიტყვაც არ გამიგია რაზე. თავში სულ წინადადებებს ვაწყობდი როგორ უნდა მეთქვა მისთვის. -მთელი ღამე არ გეძინა ხომ? როგორც იქნა მორჩა ლაპარაკს, ხელი მომკიდა და დივანზე დამსვა. -ვერ დავიძინე. -ჩემი ბრალია? მომნუსხველი ღიმილით გამიღიმა. -არა ალექს. -რამე მოხდა? რატომ ნერვიულობ? -კი მოხდა რაღაც და უნდა გითხრა, არ ვიცი, მემგონი მნიშვნელოვანია. -გისმენ, სახე დაუსერიოზულდა და სულ დავიბენი ვეღარ გავიგე როგორ მეთქვა. ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ისევ ლაპარაკი დაიწყო, მაგრამ თვალს არ მაშორებდა, მალე დაემშვიდობა ვიღაცას და მითრა. -თანდათან გვარდება შენ რომ ასე გაწუხებდა ის პრობლემა. ახლა კი გისმენ ტასო. ლიკას უთხრა რომ ჩემთის წყალი მოეტანა. მეც თითქმის მთელი ჭიქა გამოვცალე და ამოვისუნთქე. -ტასო, აღარ იტყვი? გვერდით მომიჯდა. -ალექს, მოკლედ გუშინ რომ ავედი სახლში კარები ღია დამხვდა. მეგონა, რომ დაჩის დარჩა მაგრამ მაინც დავათვალიერე სახლი. ვერავინ ვნახე. ფრთხილად ვაკვირდებოდი სახეზე. ჯერჯერობით მშვიდად იყო. - მერე შხაპი მივიღე გამოვიცვალე, ფილმს ვუყურე და დასაძინებლად რომ წავედი ჩემს საწოლზე დავითი იყო წამოწოლილი. თვალები გაუფართოვდა და ქვედა ყბა აუკანკალდა, ასეთ რეაქციას არ ველოდი, მეგონა ყველაფერს დაამტვრევდა, ის კი შოკში იყო. -მერე? -მერე მითხრა გათხოვებას აპირებ გავიგეო, გილოცავო და წავიდა. -რამე დაგიშავა? ჩახლეჩილი ხმით მკითხა. -არა ალექს, მხოლოდ... -რა მხოლოდ? -ლოყაზე მაკოცა და ვსო, სწრაფად ვუთხარი და თვალებში ჩავაშტერდი. დივნიდან წამოვარდა და ბოლთის ცემას მოყვა ოთახში. -ტასო, ღმერთო ჩემო. რატომ... რატომ არ დამირეკე გუშინ? -გირეკავდი, მაგრამ არ აიღე. -ჯანდაბა, ჯანდაბა. იმხელაზე იყვირა შევხტი. -საიდან გაიგო რომ ჩამოსული ხარ, ან საერთოდ ეგ ხომ ციხეში იჯდა. -მაღაზიაში შემხვდა ერთხელ ალექს, შემთხვევით მართლა. -როდის? ადგილზე გაშეშდა ისე გაბრაზებულმა შემომხედა რომ ხმა ამიკანკალდა. -ბექასთან რომ მივდიოდით მაშინ. გაკვირვებული ჩანდა, რაღაცაზე ფიქრობდა. მე დივნიდან ავდექი, და კარისკენ წავედი. სადაც იყო ცრემლები წამომივიდოდა და არ მინდოდა ეს ალექსანდრეს თანდასწრებით გამეკეთებინა. კარებთან გამაჩერა და მისკენ შემომატრიალა. -მაპატიე, მაპატიე, რომ როცა გჭირდები შენს გვერდით არასდროს არ ვარ. გეფიცები გამოტოვებული ზარიც არ მინახავს არ ვიცი რა მოხდა. მე.. მე შენ უნდა დაგიცვა ტასო. -ყველაფერი კარგადაა ალექს, ვუთხარი, მაგრამ ხმამ გამყიდა. -დამშვიდდი გთხოვ, მითხრა და ჩამიხუტა. -ვერაფერს დაგიშავებს, ყველაფერს გავაკეთებ რომ აღარასდროს ნახო. მის კისერში თავი ჩავმალე და ცრემლები წამომივიდა. ჯანდაბა თავი ვერაფრით შევიკავე. -ტასო, გთხოვ რა არ იტირო. ხომ იცი, რომ ვერ ვიტან შენს ცრემლებს. გთხოვ დამშვიდდი. როგორ დაიძინე გუშინ საერთოდ. -არ დამიძინია, ვუთხარი და ვიგრძენი როგორ უფრო მჭიდროდ მომხვია ხელები. ამ დროს ისევ დარეკა ტელეფონმა. მეც ხელი გავუშვი, მაგრამ თვითონ არ მომშორდა. -გირეკავნე ალექს. -მოიცდიან, დამშვიდდი? -კი, აიღე. არ დამიჯერა. ჩემი სახე ხელებში მოიქია და ცერა თითებით ცრემლები მომწმინდა მერე კი ლოყაზე ნაზად მაკოცა. -ჩემი მანქანის გასაღებია, აიღე და დამელოდე, ნახევარ საათში ჩამოვალ. გასაღები ხელში ჩამიდო. -იყავი ალექს, მოაგვარე საქმეები მე მშობლებთან წავალ. -არ მეკამათო ამაზე ძალიან გთხოვ, ახლა ყველაზე მატად შენთან ყოფნა მინდა. დამელოდე კარგი? თავი დავუქნიე და კაბინეტიდან გავედი. მართლაც მალე ჩამოვიდა, უსიტყვოდ ჩაჯდა მანქანაში. -ალექს სად მივდივართ? -წყნეთში მაქვს სახლი, დღეს იქ დავრჩეთ. -იქ რა გვინდა? -მინდა, რომ ამ ქალაქს ცოტა ხნით მოგაშორო. თანაც რამდენადაც მივხვდი შენი კარების გასაღები უნდა ქონდეს. ბიჭები გამოცვლიან დღეს. -ჰო, კარგია. ვუთხარი და თავი სკამს დავადე. თვალები თავისით დამეხუჭა. ღამისთევამ შედეგი გამოიღო. მხოლოდ მაშნ გავახილე თვალები, როცა მანქანის გაჩერება ვიგრძენი. -გეძინება ხომ? -უკვე მივედით? -წამოდი, ხელი ჩამჭიდა და სახლისკენ წამიყვანა. საკმაოდ ციოდა, ალბათ მალე იწვიმებდა კიდეც. შემაკანკალა. მან რა თქმა უნდა შეამჩნია და ხელი მომხვია. სახლი იმაზე დიდი იყო, ვიდრე წარმომედგინა. ლამაზიც იყო. გამიკვირდა როცა ალექსმა კარზე ზარი დარეკა. -აქ ვინმე ცხოვრობს? -ხო, სახლს უვლიან, ამ დროს კარები ქალმა გაგვიღო. -ალექსანდრე, შვილო, შენ გენაცვალე შემოდი. ჩვენც შიგნით შევედით და მომენტალურად გავთბი. თავი უხერხულად ვიგრძენი, ქალი როგორ მზომავდა თვალებით. მე კი სადაც იყო ფეხზე დამეძინებოდა. ალექსს გავხედე და ღიმილნარევი გამოხედვა ქონდა. -სულ დამავიწყდა, ნანა დეიდა. ეს ანასტასიაა, ჩემი საცოლე. -რას ამბობ, შვილო. ცოლი მოგყავს? შენ გენაცვალე მე. ქალი ჩემსკენ წამოვიდა და ისე გადამეხვია თითქოს მთელი ცხოვრებაა მიცნობსო, ამით ყველანაირი უხერხულობა მოხსნა. გილოცავ ჩემო კარგო, მიხარია შენი გაცნობა, რა ლამაზი ხარ შენ გენაცვალე მე. -დიდი მადლობა.. ყველაფრისთვის. ჩემთვისაც სასიამოვნოა. ვუთხარი და თვალები ძალით გავახილე. -ნანა დეიდა, ტასო ძალიან დაღლილია და ეძინება. -ჩემი სიკვდილი, ახლავე დედა, გაგიმზადებ, მაგრამ ჯერ ხო არ ისაუზმებთ შვილო? -არა მადლობთ. -ჯერ დაიძინებს ხო ტასო? -კი მასე მირჩევნია, ვუთხარი და ამოვისუნთქე. -ახლავე შვილებო. ნანა დეიდა კიბეებზე ავიდა, მე კი იქვე დივანზე ჩამოვჯექი. -ალექს, გუშინ საღამოს სად იყავი? მეც კი არ ვიცი ეს კითხვა რატომ დავსვი, უბრალოდ ძალიან დამაინტერესა რატომ არ მიპასუხა. -შენს ძმას შევხვდი და რაღაც მოვაგვარეთ. -შენ და დაჩიმ? თავი დამიქნია და მზერა ამარიდა. რა თქმა უნდა, ამას რა მიხვედრა უნდოდა. -ყველაზე სვანი ხარ ყველა სვანს შორის ალექსანდრე, გაბრაზებული ხმით ვუთხარი. -სულაც არა, ტასო მე უბრალოდ... -რა უბრალოდ? რა გინდოდა ნიკასთან. ახლა რამდენი ვინმე დამელაპარაკება, ყველა უნდა სცემო? -არა, მხოლოდ იმათ ვინც კოცნას დაგიპირებს და შენზე ცუდ ფიქრებს გაივლებს თავში. არ გაბრაზდე რა, შენ თვითონაც ხომ იცი რომ ღირსი იყო? -დაჩი რაღად გინდოდა? -აბა მე სად მიმეგნო? -ღმერთო ჩემო, რა საოცრებები ხართ. გვერდით მომიჯდა და ჩამიხუტა, შეუძლებელი იყო მასზე გაბრაზება. -მზადაა შვილო, შენი ოთახი გავამზადე ალექსანდრე. ნერწყვი გადამცდა და გავწითლდი, რასაც ალექსზე ვერ ვიტყვით ერთი ჩაიცინა, ნანა დეიდას მადლობა გადაუხადა და ოთახისკენ წამიყვანა. -რამხელაა, აქ დავიკარგები. გამეცინა. -მე გიპოვი, არაუშავს, მანაც გამიღიმა. -იქ სააბაზანოა, საღამურებიც დევს, მიდი გამოიცვალე. ხელი გავუშვი და სააბაზანოში შევედი. უკან რომ გამოვბრუნდი ჩემს, უფრო სწორად მის საწოლზე იყო წამოწოლილი. -მოდი აქ, გაკვირვებულმა გავხედე. -ნუ გეშინია ტასო, არ შეგჭამ, გამიღიმა და მეც გვერდით მივუწექი, საბანში შევძვერი და მკერდზე თავი დავადე. გული გამალებით უცემდა, ალბათ მეც აჩქარებული მქონდა ახლა. -რა მოხდებოდა გუშინ დათოს რომ მეტის ნება მიეცა თავისი თავისთვის? -მაზოხისტი ნუ ხარ ალექს, მთავარია, რომ არაფერი მოხდა. -ყოველთვის ასე, თქვა და თავზე მაკოცა, მეც ავხედე. -როგორ? -მაშინ როცა მე უნდა დაგამშვიდო, შენ მამშვიდებ ხოლმე. პატარა სასწაული ხარ, ჩემი სასწაული. მისი ტუჩები ყველაზე ტკბილი რამ იყო ამ ქვეყანაზე. ისე მკოცნიდა თითქოს მთელი არსებით მისაკუთრებდა, მე ვგრძნობდი თავს მისად და ეს იყო მთავარი. -ტასო, ახლა თუ არ დაიძინებ მე გავივლებ თავში ცუდ ფიქრებს შენზე, გამეცინა და თავი ისევ მის მკერდზე დავდე. როგორც კი ძლიერი მკლავები ვიგძენი მაშინვე ჩამეძინა. თავიდან სითეთრე იყო, ქათ-ქათა საბურველი მეხვია გარს და მეც ვიღიმოდი, მერე თანდათან მოიღრუბლა ჩემს ირგვლივ ყველაფერი და ნაცრისფერი ნისლი ჩამოწვა. აღარც მეღიმებოდა, თითქოს რაღაც საშინელს ველოდი და შემეშინდა. ამ დროს საშინელი ბრახუნი გავიგონე და თვალები გავახილე. რამდენიმე წამი დამჭირდა, რომ გამეხსენებინა სად ვიყავი და ირგვლივ ჩამოწოლილი სიშავე აღმექვა. მაგრამ უცებ ყველაფერი განათდა-გაიელვა, ვიცოდი რომ იწვიმებდა. ელვას გრუხუნიც მოყვა. მე კი როგორც სტაჟიან მშიშარას გრუხუნის გაგონებისას საწოლიდან წამოვხტი და შუქი ავანთე. ოთახში მარტო ვიყავი, ის კი იმხელა იყო გული კინაღამ გამისკდა. კიდევ ერთი ელვის შემდეგ აღარ დაველოდე შემზარავ ხმას და ოთახიდან გავედი. წყალს მაინც დავლევდი და აზრზე მოვიდოდი. სამზარეულოს ძლივს მივაგენი ირგვლივ ისეთი სიბნელე იყო, ნეტა რამდენი ხანი მეძინა. ორი ჭიქა წყალი რომ დავლიე სამზარეულოს მაგიდას მივუჯექი და დამშვიდება ვცადე. -აქ მარტო რას აკეთებ? წამოვხტი და პატარზე წამოვიყვირე ისე შემაშინა ალექსმა. -გული გამიხეთქე. -ბოდიში, ბოდიში, საყვარელო მაინც რა მშიშარა ხარ, გამიცინა და მომიახლოვდა. -არაფერიც, ეს შენ ხარ საშიში, მეც გავუღიმე. -რას აკეთებ აქ, მეგონა გეძინა. -გავიღვიძე, რომელი საათია? -ახლა ის დროა წესით რომ უნდა დაიძინო, 12 სრულდება. -შენ გეძინება ალბათ ალექს, დაიძინე. მეც დავწვები მალე. -აქ მარტო დაგტოვო? მაინც რა სულელი ხარ. ისევ დაიგრუხუნა და მოულოდნელობისგან შევხტი. ალექსს გაეცინა. -ამის შეგეშინდა? -ხო, ინგლისში სიცოცხლეს მიმწარებდა. გავუღიმე, შედარებით მშვიდად ვიყავი. ალექსი კი პირიქით, უცებ მოიქუფრა. აშკარად ფიქრობდა. ჩემსკენ იყურებოდა, მაგრამ მე არ მიყურებდა. -ალექს, რა... -როდის მერე გეშინია? -რისი? -ტასო, ხომ ხვდები რასაც გეითხები. -ალექს, კარგი რა. ნუ იცი ხოლმე... -იმ ღამესაც წვიმდა, ჭექა-ქუხილიც იყო. ზუსტად მახსოვს. -ალექს, გთხოვ რა.. -მას შემდეგ ხომ? -რა მნიშვნელობა აქვს? -ტასო, მიპასუხე. -ხო, მას შემდეგ. იმ ღამეს და დათოს მახსენებს და მაშინებს. ამის მოსმენა გინდოდა? მისი მრისხანება სადღაც გაქრა, და ისევ ის სიცარიელე ჩაუდგა თვალებში რომელიც სხივს უქრობდა. უცებ ჭიქას ხელი დაკრა და ძირს დააგდო. -ალექს, ნანა დეიდა გაიღვიძებს, გაჩერდი. -მარტოები ვართ, გავუშვი ნანა. -დამშვიდდი რა გთხოვ, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. მე არ მინდა ცუდად იყო. ამჯერად მე მივუახლოვდი და ხელები მკერდზე მივადე. თითქმის ერთი თავით მაღალი იყო ჩემზე, მაგრამ მის თვალებში მაინც ვხედავდი სიცარიელეს. -არ იღელვო ჩემზე. -თავი არ დაიდანაშაულო ძალიან გთხოვ, იმ ღამეს სისულელე გავაკეთე იმ ანაზე ვიეჭვიანე და შუაღამეს გავიქეცი, სად არც ვიცოდი. შენ ხომ მაფრთხილებდი ალექს. რაც მოხდა, მხოლოდ ჩემი ბრალია მართლა. -არც კი გაბედო მასე ფიქრი. შენ არაფერ შუაში ხარ, არაფერი იცი ტასო. მხოლოდ კარგი იარაღი იყავი, ხარ ჩემს სამართვავად. ჩემი სისუსტე, რომლისთავას ყველაფერს დავთმობდი. სამწუხაროდ ეს შენზე ადრე დავითმა გაიგო. -ახლა რა მნიშვნელობა აქვს რა იყო 6 წლის წინ. -აქვს, იმიტომ, რომ რამდენჯერაც თვალებში ჩაგხედავ, რამდენჯერაც შემომხედავ სულ დავინახავ საყვედურს, იმისთვის, რომ არ გაგაჩერე, გაგიშვი იმ დაწყევლილ ლონდონში, მეტიც, არ მოგძებნე. შენთვის წინადადების დასრულების საშუალება, რომ მომეცა ყველაფერს მივხვდებოდი, მაგრამ ესეც არ გავაკეთე. ახლა კი ის ნაძირალა დაბრუნდა ჩვენს ცხოვრებაში. შენს სახლში, საძინებელში შემოაღწია და ... -გეყოფა, გაჩერდი. ჩვენ ახლა აქ ვართ, ერთად ყველაფერი კარგადაა და შენ უბრალოდ უფლება არ გაქვს ცუდად იყო, გესმის. ძალიან გთხოვ. მე არაფერს გსაყვედურობ, ყველაფერს გეფიცები გეჩვენება ალექს. მე ისიც კი არ შემიძლია შენზე დიდხანს ვიყო გაბრაზებული, მართლა. ხმა ამიკანკალდა, სადაც იყო ცრემლები წამომივიდოდა. სულიერად შემძრა იმან თუ როგორ განიცდიდა ყველაფერს. ისე ღრმად და იმხელა გრძნობით მხოლოდ მას რომ შეუძლია. -ისეთი ბავშვური ხარ, ისეთი საყვარელი ტასო. ხანდახან მეშინია არაფერი გატკინო, მართლა. მაგრამ მართალი ვარ, რომ არა მე შენს ცხოვრებაში არ იქნებოდა არც დავითი არც ის ღამე და არც ის 6წელი. -თუ ასეა, მაშინ ძალიანაც კარგი, რომ ჩემს ცხოვრებაში არიან. მაგ შემთვევაში ისიც კი არ მეცოდინებოდა რამხელა ბედნიერებაა, შენზე თუნდაც ფიქრი. შენი ერთი გამოხედვა, რომელიც სიცოცხლით მავსებს. ლოყაზე მომეფერა და მისაღებში, დივანზე დამაჯინა. -არ გაინეტრესებს რა ხდებოდა სინამდვილეში? რატომ არ ველაპარაკებოდი ბებიას? ან რატომ ვერ მიტანს ასე დავითი? -თუ შენთვის უკეთესი იქნება მომიყევი ალექს. -ეს უნდა იცოდე ტასო. -გისმენ ძვირფასო. -მამაჩემი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და წარმატებული ბიზნესმენი იყო თბილისში. მე კი მისი ერთადერთი შვილი და მემკვიდრე ვიყავი. სითბოთი, სიყვარულით სავსე ოჯახი მყავდა. მამას დედა ძალიან უყვარდა და სახლსიც სიმშვიდე იყო სულ. მაგრამ როდის იყო ბედნიერება დიდხანს გრძელდებოდა?! ავარიაში მოყვნენ, მაშინ 15 წლის ვიყავი. საჭესთან დედა იჯდა, მამა დაიღუპა. ლილი ბებომ ვერ გადაიტანა, სულ გადაირია. აქამდე ისე უყვარდა დედაჩემი, ამის შემდეგ კი მას ადანაშაულებდა მამას სიკვდილში და გიჟს გავდა. დედაჩემი ისედაც განადგურებული იყო. სახლიდან წამოვედით და ცალკე ბინა ვიყიდეთ. ლილი ბებო იქაც არ ასვენებდა, გაიძახოდა ჩემს შვილიშვილს მკვლელთან არ დავტოვებო. დედას საშინელი დეპრესია ქონდა. თვითონაც დამნაშავედ თვლიდა თავს, და დედამთილის სიტყვები სულ უღმავებდა და უღრმავებდა სულიერ ტკივილს. არ წავყევი, მარტო არ დავტოვე დედაჩემი. გაბრაზდა, გაგიჟდა, რასაც ქვია ჭკუიდან გადავიდა. ასე თითქმის 1 წელი ვცხოვრობდით, უკვე 16 წლის ვიყავი. ერთ დღეს სკოლიდან სახლში რომ დავბრუნდი სახლის კარები ღია დამხვდა, სიგნით შევედი და ყვირილის ხმა გავიგონე. სახლში მძარცველი იყო, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვიფიქრე. დედას იარაღს უმიზნებდა და რაღაცას ეუბნებოდა, არ მახსოვს რას, მაშინაც ვერ გავარჩიე. მე რომ დამინახა, ჩემსკენ გამოიშვირა იარაღი. ზუსტად არ მახსოვს რას მიმაბა, დედა კი მეორე ოთახში გაათრია. ყველაფერი მესმოდა როგორ ყვიროდა, ევედრებოდა გაჩერებულიყო, ერთხლ ისიც კი უთხრა ჩემი შვილი მაინც გაუშვი გარეთო. ვერაფრით დავეხმარე, ტასო. იმ თოკებს ვერაფერი მოვუხერხე, ხელების და ფეხებიც ისე მქონდა შეკრული საკუთარ დედას ვერ დავეხმარე, იმ არაკაცმა უკანასნელი ქუჩის ქალივით გადათელა. მერე კი ოთახიდან გამოვიდა გვერდი მშვიდად ჩამიარა და ჩვენი სახლი დატოვა. ამ ამბიდან 3 დღის შემდეგ დედა აივნიდან გადახტა, თავი მოიკლა. მაშინაც არ ვიყავი სახლში. მაშინაც ვერ გადავარჩინე. მის გასვენებაში ლილი ბებომ საშინელი ახალი ამბავი მითხრა. თურმე მას დაუწირავებია ის კაცი, დედას სესაშინებლად, რომ მე დავერწმუნებინე ბებიასთან მეცხოვრა. ამდენი არ იყო დაგეგმილი, მაგრამ იმ ნაძირალამ ცდუნებას ვეღარ გაუძლო. რომ იცოდე რამდენი ვეძებე, მთელი 2 წელი ვეძებდი. არც პოლიციაში განმიცხადებია, არაფერი. მხოლოდ ვეძებდი, ვფიქრობდი, რომ მოვკლავდი და ამით დავისვენებდი. 19 წლის ვიყავი, რომ მივაგენი. საზღვარ გარეთ იყო წასული. 2 წელში უკან დაბრუნდა. მის მეზობლად სახლიც ვიყიდე. მინდოდა ყველაზე მტკივნეულ ადგილას დამებიჯებინა. მაშინ გამოვჩენილიყავი, როცა არ მელოდა. ყველაფერი ვიცოდი, ერთი შვილი ყავდა. ისეთივე ნაძირალა როგორც მამამისი იყო. როცა უკვე მოქმედების გეგმას ვაწყობდი, ზუსტად მაშინ გამოჩნდი. იმ დღეს ჩემს სახლთან რომ მელოდი, დათოს ვეჩხუბე. მერე კი ყველაფერი უჩვეულოდ განვითარდა ასე არ იყო დაგეგმილი. ნარკოტიკების ვაჭრობაში გამოვიჭირეთ ორივე მამა-შვილი. სასხლეტს თითი უნდა გამმეკრა ტასო. აი ისე ვუყურებდი როგორც ახლა შენ გიყურებ, მაგრამ ვერ შევძელი ვერაფრით მოვკალი. სულ შენი სახე მიტრიალებდა თავში, რას იფიქრებდი, როცა გაიგებდი, რომ მკვლელობისთვის დამიჭრეს. მაშინ ბექამ მომისწრო. მხოლოდ ის მითხრა ტასო სახლში მივიყვანეო და მეც იარაღი დავუშვი და პოლიციაში დავრეკე. შენ გადამარჩინე, რომ მკვლელი არ გავმხდარიყავი, თანაც ისე რომ არაფერი იცოდი. მეგონა ყველაფერი დამთავრდებოდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ამ კაცისთვის შვილი ყველაზე წმინდა იყო. მთელი დანაშაული მის თავზე აიღო და დათო გაათავისუფლეს. შენით მანიპულირებდა, იცოდა, რომ ყველაფერს გავაკეთებდი შენს დასაცავად და ამას იყენებდა. მაინც ვერ დაგიცავი. იმ ტყუილის შემდეგ. ვერც კი წარმოიდგენ რა დამემართა როცა მითხრა. საღი გონება დავკარგე და ისე ვცემე საავადმყოფოში დააწვინეს. მერე შენთან მოვედი საავადმყოფოში და შენ ჩემი ნახვა არ გინდოდა, რას ვიფიქრებდი ეჭვიანობის გამო თუ იყო. სუნთქვას ვეღარ ვიმორჩილებდი, ეს რა იყო. თითქოს სადღაც ფილმში მოვხვდი, როგორ არ მინდოდა იმის დაჯერება, რომ ეს ყველაფერი ალექსმა გადაიტანა. როგორ მინდოდა რომ ამეცილებინა მისთვის ის ტკივილი ახლა მის თვალებში, რომ ვხედავდი. რაც შემეძლო მაგრად ჩავეხუტე, რომ მე ვეგრძენი მის გვერდით. გაეთავისებინა ის გვერდით რომ ვყავდი და აწი სულ ასე იქნებოდა. -მემგონი ჩემი წარსულით დაგამძიმე. -შენ შენი არსებობით მაბედნიერებ, ეს არ დაგავიწყდეს გთხოვ. სულ იყავი ჩემს გვერდით კარგი? და თავს ნუ დაიტანჯავ წარსულზე ფიქრით, ჩვენ წინ არაჩვეულებრივი მომავალი გველის. დამპირდი, რომ ბედნიერი იქნები. -შენთან როგორ შეიძლება არ ვიყო ბედნიერი ჩემო სიყვარულო? მითხრა და შუბლზე მაკოცა. თვალებიდან ცრემლები ამომიშრო და ისევ ჩამიხუტა. ისე მხოლოდ მას რომ შეუძლია. ღამე ერთხელაც კი არ გამღვიძებია, არც კოშმარი არ დამსიზმრებია, იმის მიუხედევად, რომ ჭექა-ქუხილი დილასაც კი იყო. თვალები, რომ გავახილე, თავი შებოჭილად ვიგრძენი და ალექსანდრეს ხელებს ჩემს წელზე მხოლოდ ახლა მივაქციე ყურადღება. იმაზე კარგი გრძნობა არ არსებობს, დილას იმის მკლავებში გაიღვიძო ვინც გიყვარს. თავი ძლივს მივატრიალე, რომ სახეზე დამენახა. და ისეთი მშვიდი გამომეტყველება ქონდა გამეღიმა,ასეთი ბედნიერი არასდროს მყავდა ნანახი. ცხვირზე ვაკოცე და შევეცადე მისკენ გადავბრუნებულიყავი. -მოისვენე ტასო, თვალები არ გაუხელია ისე მითხრა, თან გამიღიმა. -სადაცაა დამახრჩობ ალექს. ახლა გაახილა თვალები და მის ქვეშ ერთ წამში მომაქცია. -რა ჩემი ბრალია, ისეთი კარგი ხარ, რომ არ მყოფნი. თქვა და ჩამეხუტა. -სამსახურში დაგაგვიანდა. უცებ ვუთხარი. -დაა, მთელი რომანტიკა წყალში ჩამეყარა. ლოყაზე მაკოცა და საწოლიდან წამოხტა. თბილისში მალე დავბრუნდით, ჩემი სახლის მარტო საკეტი კი არა, მთელი კარები იყო გამოცვლილი. ამოვიხვნეშე და შიგნით შევედი. მთელი დღე არ ვიცოდი რა მეკეთებინა. ლიზიკოს ველაპარაკე და მითხრა რომ ერთ კვირაში ჩამოვიდოდა. მაშინ თორნიკეს და ერეკლეს დავურეკე და შევთანხმდით, რომ ლიზიკო რომ ჩამოვიდოდა, წვეულებას მოვაწყობდი. თან დიდი ხანია ერთად არ გვიმღერია, გავხალისდებოდით. ამასობაში მოსაღამოვდა, საათს, რომ დავხედე უკვე 9 იყო. ალბათ ახლა ალექსი სახლში იქნება. გავიფიქრე და მივხვდი მთელი დღე რაც მაკლდა. აი ის გრძნობა მენატრებოდა, რაც ამ დილით ვიგრძენი. მანქანის გასაღები ავიღე და ალექსთან წავედი. კარებზე ზარი რომ დავრეკე მერე მივხვდი, რომ მიზეზი არ მქონდა მოფიქრებული. იქნებ სახლში არ იყო მისული. კარები გაიღო. -ტასო? მოდი. შიგნით შემიპატიჟა. გაუკვირდა, მაგრამ გაუხარდა. -დღეს, რომ გელაპარაკე არ გითქვია მოსვლას თუ აპირებდი. ახლა მე გამიკვირდა, -არა, იმას არ ვგულისხმობ,რ ომ წინასწარ უნდა გამაფრთხილო ხოლმე. გამეცინა, მის დაბნეულობაზე. -საქმე მქონდა. -გისმენ? სახე დაუსერიოზულდა. -არა, კარგი ამბავი მაქვს, გავუცინე და დივანზე ჩამოვჯექი. -1 კვირაში ლიზიკო ჩამოდის და წვეულებას ვაწყობთ. მინდა რომ წამოხვიდე. ასეთი სულელური მიზეზი არ არსეობს, ვეცადე სახეზე არაფერი დამტყობოდა და შევხედე, მას კი ისეთი მაცდური ღიმილი ქონდა, რომ გავწითლდი. -კარგი, წავიდეთ. ტასო, მაგისთვის მოდი? -ხო, რა თქმა უნდა. დამაჯერებლად გამომივიდა. -და ტელეფონები არ არსებობს? მაინც გამომოჭირა, ახლოს მოვიდა და ფეხზე ამაყენა. -ტასო, სიკვდილით არავინ დაგსჯის თუ აღიარებ, რომ საქმრო მოგენატრე. მითუმეტეს, საშინლად გამიხარდა შენი ნახვა. ჩემი სახე ხელებში მოაქცია და მაკოცა. -შენ ხო არაფერი გამოგეპარება. -არა, ძვირფასო უბრალოდ შენ გეტყობა სახეზე ყველაფერი. ისევ მაკოცა და მერე სადღაც წამიყვანა. -აი, ნახე. ძალიან მშია. მითხრა და ხელში წინსაფარი მომაჩეჩა. -უნდა მოვამზადო? -ხომ, რეპეტიცია გაიარე, ვითომ უკვე ჩემი ცოლი ხარ. -მოიცა, შენი ცოლი რომ გავხდები, მერე სულ მე უნდა ვამზადო საჭმელი? -ხო აბა. -მაგ გადაწყვეტილებას გადავხედავ, პირობები არ მომწონს, გავუღიმე და წინსაფარი გავიკეთე. -გაგიმართლა, რომ მიყვარს მზარეულობა. -ასეც ვიცოდი. თანაც შენი ტორტის გემო ჯერ კიდევ მახსოვს. -შენ ხომ იმ დღეს არ გიჭამია. -შენი თანდასწრებით არა. მაცივარი გამოვაღე და რისი ინგრედიენტებიც დავინახე იმის გაკეთება დავიწყე. -არ მესმის ალექს, თუ მართლა ასეთი ძლიერი გრძნობები გქონდა ჩემს მიმართ, ასე კარგად როგორ მალავდი? აი მე მაგალითად საერთოდ ვერ ვმალავ. -თუ??? შეგიძლია ნებისმიერი რამ დამაბრალო, გამიბრაზდე, თუ გინდა იმაშიც შეიტანე ეჭვი რომ ნორმალური არ ვარ, მაგრამ ნურასდროს დაფიქრდები იმაზე, რომ არ მიყვარხარ ან არ მიყვარდი ტასო. ეს იმდენად სერიოზულად თქვა, რომ მისკენ შევტრიალდი და სახეზე შევხედე. თავი დახრილი ქონდა. მერე თვითონაც ამომხედა და მომიახლოვდა. -სხვათაშორის შენც ძალიან კარგად გამოგდიოდა. თანაც ხომ იცი როგორი ეჭვიანი ვარ. -წინასწარ გაფრთხილებ ლიზიკო, რომ ჩამოვა მომიწევს ვიმღერო, აი თუნდაც ის ესპანური სიმღერა და არ მინდა ამაზე პრობლემები იყოს. -შენ გგონია არ მომწონს როცა მღერი? -სულ საშინელი რეაქცია გაქვს და... -ეს იმიტომ, რომ არ მომწონს კაცები როგორ დამშეული მგლებივით გიყურებენ როცა მღერი ან ცეკვავ, თორემ შენს სიმღერაზე უკეთესს რას უნდა მოვუსმინო? -ანუ კარგი ხმა მაქვს? გავუღიმე და მისკენ მივტრიალდი. -ნუთუ შენთვის არასდროს მითქვამს? -მადისამღძვრელი ცეკვა ითვლება კომპლიმენტებში? ამაზე გადაიხარხარა და ჩამიხუტა. -გამაგიჟებ ტასო, ყველაფერი გახსოვს. რა საყვარელი ხარ. რა თქმა უნდა ითვლება. თანაც შენ მსოფლიოში ულამაზესი ხმა გაქვს, ყველაზე კარგი ხარ და ჩემი ხარ. - ბოლო კომპლიმენტი სულაც არ არის. ახლა მე ვაკოცე, თუ არ გამიშვებ დამეწვება. -დაიწვას. მითხრა და ისევ მაკოცა. მალევე მომშორდა, შედარებით სერიოზული იყო. -ტასო, რაღაც მაინტერესებს. მეჩვენება თუ ჩემთან შებოჭილი ხარ? ამ კითხვას არ ველოდი. ის ამდენს არ უნდა ხვდებოდეს. ჩემი სულის ყველაზე ინტიმურ ადგილებში აფათურებს ხელებს, თითქოს მისი იყოს და ამის გამო არანაირ უხერხულობას არ გრძნობს. მასთან ერთადერთი გამოსავალი არსებობს სულ გულწრფელი უნდა იყო. -ეს ცოტა რთული გასაგებია მართლა ალექსანდრე. -კი თუ არა. -მასე მარტივად არ არის. მომისმინე. მე ყოველთვის ვცდილობდი, რაღაც გარემოებების გამო რომ ჩემი გრძნობები დამემალა, შენთვის და ყველასთვის ვინც ჩემს გარშემო იყო. ამას მივეჩვიე, 6 წელი არაა ცოტა დრო. ხო და ახლა უნდა ვისწავლო პირიქით, რომ არ დავმალო არაფერი, თანაც შენ ისედაც ყველაფერს ხვდები. ასე, რომ აზრიც არ აქვს. -რომ მაგიჟებ უკვე გითხარი? მაგაზე არ იდარდო, უმოკლეს დროში შევძლებ ყველა უხერხულობა მოგიხსნა და კიდევ ერთი შეკითხვა ტასო. -არა, დასრულდა დაკითხვა. ღუმელი გამოვაღე და სასიამოვნო სურნელი ვიგრძენი. -მხოლოდ ერთი რა. ალექსანდრეს რატომ მიძახი ხოლმე? -იმიტომ რომ ასე გქვია, ძალიან კარგადაც მივხვდი რას გულისხმობდა, მაგრამ თავის არდება მაინც ხომ უნდა მეცადა. -ტასოოო... -როგორ ვერ გიტან. -ძალიან კარგადაც მიტან, მითხარი. -უბრალოდ მომწონს და ვთვლი, რომ ეს სახელი გიხდება. თითქოს ისეთივეა როგორიც შენ ხარ. -და როგორი ვარ? -ჰაჰ, ჩემგან კომპლიმენტების მომსენა გინდა? -ანუ კარგი ვარ? -რა თქმა უნდა მე ხომ შენზე გათხოვებას ვაპირებ. -მაინც როგორი? -ალექსანდრე შემეშვი. -აი კიდევ, ბოლო კითხვაა. წინ გადამიდგა და ეშმაკურად გამიღიმა. -ძლიერი, ფიცხი, უცნაური, ღირსეული და ჩემი. -ეს ბოლო ყველაზე კარგი კომპლიმენტი იყო. მითხრა და ისევ მაკოცა. მშვიდი საღამო იყო, გამორჩეული. თავს ბედნიერად ვგრძნობდი მასთან ერთად. თითქოს ყველა ჩემი ბავშვური ოცნება თუ ილუზია ერთად ახდა ამ საღამოს. როცა ერთ მაგიდას ვუსხედით, ჩემს მომზადებულ ვახშამს მივირთმევდით და თვალს ვადევნებდი მის ღიმილს სახეზე, სიყვარულით სავსე გამოხედვას და თბილ თვალებს, რომლებიც მეალერსებოდნენ. -მზად ვარ მთელი ცხოვრება შენი გაკეთებული ვახშამი ვაგემოვნო. -არ ვარ წინააღმდეგი ვახშმები გიმზადო, მაგრამ ახლა უნდა წავიდე. მაგიდიდან წამოვდექი და გავუღიმე. -წახვიდე? ახლა? -კი ახლა. -მარტოს ვერ გაგიშვებ. -მანქანით რომ ვარ. -ახლა მარტო დარჩენა არ მინდა ტასო, წელზე ხელი მომხვია და ჩამიხუტა, მისი გულის ცემა მესმოდა. -ჩემზე იფიქრე და დაგესიზმრები, გავუღიმე უდარდელად, ლოყაზე ვაკოცე და თავი გავითავისუფლე მისი მკლავებიდან.უკან აღარ მომიხედავს ისე გავედი სახლიდან. სახლში კი საოცრად ტკბილად მეძინა. მეორე დილაც მზიანი იყო. დილას ალექსანდრეს ზარმა გამაღვიძა და მითხრა, რომ 3 საათისთვის ჩემს სადარბაზოსთან დავლოდებოდი. გამიკვირდა მაგრამ დავთანხმდი. მითხა რომ არსად არ მივდიოდით, ამიტომ 3 საათისთვის ძირს ჩავედი. არავინ არ ჩანდა. მხოლოდ ერთი ავტომანქანა იდგა ჭიშკართან. გარეთ გავედი, რომ დამენახა მოდიოდა თუ არა. ვერ დავუეკე, რადგან მობილურ სახლში დავტოვე. უკან გაბრუნებას ვაპირებდი, როცა შავი მანქანიდან ორი ბიჭი გადმოვიდა და ჩემსკენ წამოვიდნენ. -გამარჯობათ, ანასტასია ხართ? -დიახ, თქვენ.. -უნდა წამოგვყვეთ -უკაცრავად? -ჩვენთან ერთად უნდა წამოხვიდეთ. -ვინ ხართ? შემეშინდა და უკან ერთი ნაბიჯი გადავდგვი და რაღაცას დავეჯახე. ჭიშკარს ავეკარი. ამ დროს ერთ-ერთმა ხელი მომკიდა და მანქანისკენ წამიყვანა. -ხელი გამიშვით, ვიყვირე როცა მეორემ პირზე რაღაც ნაჭერი ამაფარა. მანქანაში ჩამტენეს და წავიდნენ. ყველა ჩემს კითხვაზე პასუხად მხოლოდ დუმილი მივიღე. თანდათან ვაანალიზებდი მომხდარს და პანიკა მიპყობდა. ნუთუ კიდევ იგივე უნდა განმეორდეს. ისევ დავითი თუა? აბა სხვა ვინ? გულის ცემა ამიჩქარდა და თვალებიდან ცრემლები წამომივიდა. მანქანის კარი მოვსინჯე მაგრამ ჩაკეტილი იყო. ჩემი მეგზურები კი ისევ დუმდნენ. რაღაც უცნაური ხდებოდა ჩემს თავს. ცრემლები შევიმშრალე და თავი მანქანის სავარძელზე დავდე. მალე ჩამეძინა. -უკაცრავად, ანასტასია, გაიღვიძეთ. ხელის მსუბუქი შეხება ვიგრძენი და მაშინვე წამოვხი. -უკაცრავად არ მინდოდა თქვენი შეშინება. რა თქვაზიანი გამტაცებლები მყავს გავიფიქრე და იმის მოლოდინში რომ სადაცაა დავითი უნდა მენახა თვალები ისევ ამევსო ცრემლებით. ეს დაგჭირდებათ, მძღოლმა მოსაცმელი გამომიწოდ და მანქანიდან გადავიდა. მერე კარი გამიღო და მეც გადავყევი. ჯანდაბა, მთაში ვიყავი. დარწმუნებული სვანეთის მთებს ვუყურებდი. ისეთი სიცივე იყო, რომ ცხვირი მომენტალურად გამეყინა. მოსაცმელში ჩავმალე და მძღოლს გავყევი. -მიბრძანდით, სახლის კარები გამიღო და შემიშვა. გაოგნებული ვიყავი. რა ჯანდაბა ხდებოდა. კარებში რომ შევედი თვითონ არ შემომყვა, კიდევ უფრო გავოგნდი. საიდანაც შუქი მოდიოდა იქით წავედი. ხელი ამიკანკალდა, როცა ოთახის კარი უნდა გამეღო. ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე, ერთი ღრმად ჩავისუნთქე და სახელური ჩამოვწიე. იმან რაც იმ ოთახში დავინახე ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ადგილზე გავსესდი, მაგრამ ხელები ისევ მიკანკალებდა. ამ ჯერად სიბრაზისგან. -მოდი ტასო, ბუხართან მდგომი ალექსი მიღიმოდა. -რა გააკეთე ალექსანდრე? სადაც იყო ისევ დავიწყებდი ტირილს. -ტასო, რა მოგივიდა. რატომ ტირი?ალექსი ჩემთან ახლოს მოვიდა და ოთახში შემიყვანა. მეორე დილაც მზიანი იყო. დილას ალექსანდრეს ზარმა გამაღვიძა და მითხრა, რომ 3 საათისთვის ჩემს სადარბაზოსთან დავლოდებოდი. გამიკვირდა მაგრამ დავთანხმდი. მითხა რომ არსად არ მივდიოდით, ამიტომ 3 საათისთვის ძირს ჩავედი. არავინ არ ჩანდა. მხოლოდ ერთი ავტომანქანა იდგა ჭიშკართან. გარეთ გავედი, რომ დამენახა მოდიოდა თუ არა. ვერ დავუეკე, რადგან მობილურ სახლში დავტოვე. უკან გაბრუნებას ვაპირებდი, როცა შავი მანქანიდან ორი ბიჭი გადმოვიდა და ჩემსკენ წამოვიდნენ. -გამარჯობათ, ანასტასია ხართ? -დიახ, თქვენ.. -უნდა წამოგვყვეთ -უკაცრავად? -ჩვენთან ერთად უნდა წამოხვიდეთ. -ვინ ხართ? შემეშინდა და უკან ერთი ნაბიჯი გადავდგვი და რაღაცას დავეჯახე. ჭიშკარს ავეკარი. ამ დროს ერთ-ერთმა ხელი მომკიდა და მანქანისკენ წამიყვანა. -ხელი გამიშვით, ვიყვირე როცა მეორემ პირზე რაღაც ნაჭერი ამაფარა. მანქანაში ჩამტენეს და წავიდნენ. ყველა ჩემს კითხვაზე პასუხად მხოლოდ დუმილი მივიღე. თანდათან ვაანალიზებდი მომხდარს და პანიკა მიპყრობდა. ნუთუ კიდევ იგივე უნდა განმეორდეს. ისევ დავითი თუა? აბა სხვა ვინ? გულის ცემა ამიჩქარდა და თვალებიდან ცრემლები წამომივიდა. მანქანის კარი მოვსინჯე მაგრამ ჩაკეტილი იყო. ჩემი მეგზურები კი ისევ დუმდნენ. რაღაც უცნაური ხდებოდა ჩემს თავს. ცრემლები შევიმშრალე და თავი მანქანის სავარძელზე დავდე. მალე ჩამეძინა. -უკაცრავად, ანასტასია, გაიღვიძეთ. ხელის მსუბუქი შეხება ვიგრძენი და მაშინვე წამოვხი. -უკაცრავად არ მინდოდა თქვენი შეშინება. რა თავაზიანი გამტაცებლები მყავს გავიფიქრე და იმის მოლოდინში რომ სადაცაა დავითი უნდა მენახა თვალები ისევ ამევსო ცრემლებით. ეს დაგჭირდებათ, მძღოლმა მოსაცმელი გამომიწოდა და მანქანიდან გადავიდა. მერე კარი გამიღო და მეც გადავყევი. ჯანდაბა, მთაში ვიყავი. დარწმუნებული სვანეთის მთებს ვუყურებდი. ისეთი სიცივე იყო, რომ ცხვირი მომენტალურად გამეყინა. მოსაცმელში ჩავმალე და მძღოლს გავყევი. -მიბრძანდით, სახლის კარები გამიღო და შემიშვა. გაოგნებული ვიყავი. რა ჯანდაბა ხდებოდა. კარებში რომ შევედი თვითონ არ შემომყვა, კიდევ უფრო გავოგნდი. საიდანაც შუქი მოდიოდა იქით წავედი. ხელი ამიკანკალდა, როცა ოთახის კარი უნდა გამეღო. ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე, ერთი ღრმად ჩავისუნთქე და სახელური ჩამოვწიე. იმან რაც იმ ოთახში დავინახე ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ადგილზე გავშეშდი, მაგრამ ხელები ისევ მიკანკალებდა. ამ ჯერად სიბრაზისგან. -მოდი ტასო, ბუხართან მდგომი ალექსი მიღიმოდა. -რა გააკეთე ალექსანდრე? სადაც იყო ისევ დავიწყებდი ტირილს. -ტასო, რა მოგივიდა. რატომ ტირი?ალექსი ჩემთან ახლოს მოვიდა და ოთახში შემიყვანა. ხელი გავაშვებინე და წინ დავუდექი. აზრებს თავს ვერ ვუყრიდი, იმასაც ვერ მივხვდი რა ხდებოდა. -აქ რა მინდა? -იცი ტასო, ძალიან მომეწონა შენთან ერთ სახლში გატარებული ის ერთი დღე წყნეთში, თანაც იქ ბევრ რამეს მივხვდი. მინდა რომ აქ ცოტა ხანი დავისვენოთ ერთად. თანაც შენ ჩემთან ურთიერთობა გაქვს სასწავლი და ამას ახლავე შევუდგები. ისეთი ბედნიერი ლაპარაკობდა, რომ გახსენებაც დავიწყე იმის თუ როდის გამაფრთხილა ამ მოგზაურობაზე. კიდევ უფორ მეტად აეშალა ნერვები. მისი გახარებული სახე ჭკუაზე მშლიდა, მერე ხელები წელზე შემომხვია და ჩამიხუტა. ნუთუ მართლა ვერაფერს ხვდებოდა?! მისი მკლავებიდან თავი გავითავისუფლე და მშვიდად ვუთხარი. -სახლში წამიყვანე ახლავე, ალექსანდრე. და ოთახიდან გავედი, მანქანასთან მივედი, რომელიც გარეთ იდგა და იქ დაველოდე. წამში გავიყინე და ამიტომ მანქანაში ჩავჯექი. ალექსანდრე მალე მოვიდა, აღარ ქონდა ისეთი ბედნიერი სახე, ჩაფიქრებული ჩანდა. კარები გააღო და ისე იდგა. ერთ ხანს მიყურებდა. -ტასო, რა მოხდა? -სახლში წამიყვანე. -ესეც შენი სახლია ტასო. აქ შეგცივდება წამოდი შევიდეთ. -არ მინდა შემოსვლა, ჩემს სახლში მინდა წასვლა. -ტასო ბავშვივით ნუ იქცევი, ძალიან გთხოვ უბრალოდ დავილაპარაკოთ. მერე კი თუ ისევ გენდომება წაგიყვან სახლში. სიჯიუტით ვერაფერს გავხდებოდი, ამიტომ ოთახში დავბრუნდი და ოდნავ გავთბი, თუმცა მაინც მაკანალებდა. -ჩაის გაგიკეთებ, დამელოდე ორი წუთი. ისე მითხრა თითქოს ამ სახლის სამალავები სულ ზეპირად ვიცოდი. ირგვლივ მიმოვიხედე და გავოცდი, ისე ლამაზი იყო ყველაფერი. ყავისფერ ტონალობაში იყო ოთახი გადაწყვეტილი, ხის ფერი ავეჯი საოცარ მყუდრო გარემოს ქმნიდა. ძალიან არ მომეწონა ეს აზრი მაგრამ თავი მართლაც სახლში ვიგრძენი. -დალიე ტასო, ჭიქა ჟურნალის მაგიდაზე დადო და გამომხედა. მე უსიტყვოდ დავიწყე ჩაის დალევა. -რამე მოხდა? ტასო? გაოგნებულმა გავხედე, ის მართლა ვერაფერს ვერ ხვდება. -რატომ არ მითხარი აქ წამოსვლა თუ გადაწყვიტე? მითუმეტეს რომ ჩემი წამოყვანაც... ხმა გამიწყდა და დავაცემინე. -აი ხო უყურებ შენი ჯიუტობით რა ქენი, გაცივდი. -უკაცრავად მაგრამ მე მშვიდად და თბილად ვიჯექი თბილისში. -რით არ მოგწონს აქაურობა? -მე ის ფორმა არ მომწონს როგორადაც აქ აღმოვჩნდი ალექს. არც კი გამაფრთხილე. აზრიც არ მკითხე. ასე არ შეიძლება. ბოლოსდაბოლოს... -ტასო, ცუდი რა გავაკეთე. უბრალოდ მინდოდა ჩემი სოფელი გენახა. -მერე უარს ვინ გეუბნებოდა, მხოლოდ გეთქვა რომ ტასო მოგაკითხავენ და წამოდი ჩემთან. შენ ვერც კი წარმოგიდგენია რა საშინელება იყო მთელი ეს ექვსი საათი. გული კინაღამ გამისკდა, ვიღაცა ხალხს სადღაც მივყავდი. თანაც ესეც არ იყოს 2 დღის უკან ის გამომეცხადა საძინებელ ოთახში და რა არ ვიფიქრე. -შეგეშინდა? ჩაწყვეტილი ხმით მკითხა, თითქოს ახლა მიხვდაო. -ძალიან. ავხედე, მაგრმ თვითონ არ მიყურებდა. ბედნიერეის კვალიც აღარ ქონდა სახეზე. -მაპატიე. ეგ ვერ გავითალისწინე. იდეა იმდენად მომეწონა, რომ სხვაზე აღარაფერზე დავფიქრებულვარ. -თუ გინდა, რომ ნორმალური ოჯახური ცხოვრება გვქონდეს ისწავლე, რომ უკვე ორნი ვიქნებით და არა მარტო შენ.. ასეთ გადაწყვეტილებებზე მეც უნდა მკითხო ხოლმე ალექს, თორემ ერთი დღე იქნება გულს გამიხეთქავ. -გინდა სახლში წაგიყვანო? ფრთხილად მკითხა და მომლოდინე თვალებით ამომხედა. არ შემეძლო ახლა მისთვის გული დამეწყვიტა, თანაც ისევ მინოდა მისი ბედნიერი სახის ნახვა. -მეორე 6 საათიანი მგზავრობა? არაა. ჯობს ოთახი მაჩვენო. ვუთხარი და გავუღიმე. პასუხადაც მივიღე ღიმილი, ოღონდ ნაძალადევი. მერე სახლის სიღრმისკენ დაიძრა და ერთ-ერთი ოთახის კარები შეაღო. -ეს შენი ოთახია. დაისვენე. სააბაზანო აგერ აქვს შენს ოთახს და შენი ნივთები კარადაში აწყვია. -ჩემი ნივთები? -დაჩიმ იცის, რომ აქ ვართ. შენი ბარგის ჩალაგებაში დამეხმარა. ზოგი ვიყიდე არ ვიცოდი რა უნდა წამომეღო. მე უბრალოდ სიურპრიზის გაკეთება მინდოდა ტასო. ჩემს წინ დამნასავე ბავშვივით იდგა. ჯანდაბას, თავი დამნაშავედ ვიგრძენი. -შენი ოთახი სადაა? მისი არ მესმოდა, ახლა ცალ-ცალკე ოთახებში უნდა დაგვეძინა? -შენის პირდაპირ. თუ რამე დაგჭირდეს შემოდი. გაოცებულმა გავხედე, მან კი გამიღიმა. ზუსტად ვიცოდი მიხვდებოდა რასაც ვფიქრობდი. -ტასო, ჩვენს ურთიერთობაში ყველაფერი ისე ხდებოდა როგორც მე გადავწყვეტდი. ამას კი ვერ დაგაძალებ. როცა მზად იქნები ერთ ოთახში მაშინ დავიძინებთ. არ აქვს მნიშვნელობა ეს ქორწინებამდე იქნება თუ ქორწინებიდან 1 წლის შემდეგ. უბრალოდ შენ გადაწყვიტე.შუბლზე მაკოცა და ჩემი ოთახიდან გავიდა. მე კიდევ ერთხელ დავაცემინე და გაოგნებული ჩამოვჯექი საწოლზე. ის ყოველგვარ ლოგიკას ეწინააღმდეგებოდა. გულში მეღიმებოდა, ისეთი მგრძნობიარე იყო. მისი გრძნობები კი ყველაზე ღრმა იყო. გონს რომ მოვედი რაც შემეძლო თბილი ტანსაცმელი ვნახე და სამზარეულო მოვძებნე. მთელი ჩემი კულინარიული განათლება გამოვიყენე და ვახშამი მოვამზადე. მერე კი ალექსის დასაძახებლად წავედი. კარებზე დავაკაკუნე და თან შევაღე. საწოლზე წამოწოლილი იყო და ეძინა, პატარა ბავშვივით მშვიდად. ხელის გულები მეტკინა ისემომინდა შევხებოდი. საწოლზე წამოვექი და სახეზე ხელი ჩამოვუსვი, ცხვირი ააცმაცუნა და გამეცინა. ლოყაზე ვაკოცე და საწოლიდან ავდექი. -ტასო, ჯანდაბა მაინც გავაღვიძე. -დაიძინე ალექს, მე არაფერი მჭირდება. -მე მჭირდება ტასო. -რა? -მშია, ლოგინზე წამოჯდა და გამიღიმა. -მზადაა ვახშამი წამოდი. ოჯახური გარემო თავბრუს მახვევდა. ის თითქოს მართლა უკვე ჩემი ქმარი იყო. მე ხომ ის საშინლად მიყვარდა. -ტასო, გინდა ჭურჭლის დარეცხვაში მოგეხმრო? -არა ალექს, მადლობა. დაიძინე მიდი ხო გეძინებოდა? -არ მინდა. რაღაცას გეტყვი და არ დამცინო. -კაარგი... -შენ ჩემს საოცნებო ცოლზე ბევრად უკეთესი ხარ. მისკენ მოვტრიალდი და მთელი გულით გავუღიმე. -ეს ყველაზე კარგი კომპლიმენტია ყველა კომპლიმენტს შორის. -საპასუხოდ? -რაა? -მე ახლოსაც ვერ მივედი შენი ოცნების პრინცთან? ნერწყვი გადამცდა და სული ძლივს მვითქვი. სულ მიზანში არტყამს, უნდა ჩემი სულის ყველაზე დაფარულ კუნჭულებსაც მიწვდეს. -კარგი არ მეწყინება მითხარი როგორი წარმოგედგინა. -ალექს, მე რომ შენ გაგიცანი 16 წლის ვიყავი. ეს ზუსტად ის ასაკია რომელშიც გოგონები თავინთ პრინცებზე იწყებენ ოცნებას. მე კი უვე მყავდი შენ, ასე რომ არანაირი პრინცი არ არსებობს. მე ალექსანდრე მინოდა და მყავს კიდეც. როგორც იქნა ისევ შევამჩნიე ის ბედნიერი თვალები, ხელი მომხვია და მთელი გრძნობით მაკოცა. მისი ტუჩები ყველაზე გემრიელი რამ იყო მთელს დედამიწაზე. დილით თვალები გავახილე და ოთახი მოვათვალიერე. ერთ სახლში მასთან ერთად. მართალიან ძალიან მაღიზიანებდა მისი ერთპიროვნული მმართველობა, მაგრამ მაინც მხიბლავდა ის რომ ასე კარგად ხვდებოდა თუ რა მინდოდა. რა იყო იმაზე უკეთესი, რომ აქ ერთად ვიყავით. სულ ორი კარები მაშორებდა მას. საბანი გადავიძვრე და ფეხზე წამოვხტი, ორი წამი არ იყო გასული, რომ ისევ ლოგინში შევძვერი. ისეთი სიცივე იყო კბილები მიკაწკაწებდა. ახლა რომ ვინმე ცხელ ჩაის საწოლში მომიტანდეს. ჩემს სულელურ იდეაზე გამეცინა და ისევ ავდექი ლოგინიდან. რაც ყველაზე თბილი იყო ჩემს გარდერობში ის მოვნახე და ჩავიცვი. ოთახიდან რომ გავედი სახლში სითბო იყო. -როგორც იქნა გაიღვიძე ქალბატონო. -დილა მშვიდობისა, ალექს. რას ამზადებ? -საუზმეს, აბა შენ არ გაიღვიძე და. -არაუშავს მოგიხდება სამზარეულოში ტრიალი. ჩემს ოთახში ასეთი სითბო არაა. -ჩავრთავ გათბობას ტასო, მე მეგონა ჩართული იყო ყველა ოთახში. -ხო ჩართე, ჩავილაპარაე ჩემთვის. მეგონა სულ სხვა რამეს მეტყოდა. -დღეს რა გეგმები გვაქვს? -სასეირნოდ წავიდეთ გინდა? -წავიდეთ, რომ დაამთავრებ დამიძახე საყვარელო. მე ტელევიზორს ვუყურებ. გავუღიმე და მისაღებში გავედი. -ნელა უყურე ტასო, დამიძახა სიცილნარევი ხმით. -სადაა ტელევიზორი? სამზარეულოში დავბრუნდი. -არაა ტელევიზორი. აქ მხოლოდ ჩვენ და მთები ვართ. -არც ლეპტოპი გაქვს? -არა, თანდათან მიახლოვდებოდა. -არც ჩემი მობილური წამოგიღია? -ჩემსას გათხოვებ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში ტასო. -ასე არ შეიძლება, სამყაროს მოვწყდებით. -სამაგიეორდ მე გყავარ აქ. ხელი მომხვია და მაკოცა. "რო მყავდე კი"გავიფიქრე გაბრაზებულმა და უკან მოვრუნდი ეს მოსაცმელი უნდა გამეხადა თორემ ძალიან დამცხა. ^^^ -კიდევ ცოტაც ტასო, ნახავ სულ მალე მივალთ. -ალექს, მე კი ვივლი მაგრამ წვიმას დაიწყებს, ნახე როგორი ნაცრისფერი ღრუბელია. -აქ სულ ესეა არ იწვიმებს დამიჯერე. -მე გაგაფრთხილე. -არ იწვიმებს ტასო, ნუ მაბრაზებ. გამიღიმა და ხელი ჩამკიდა. დაახლოებით 2 საათიანი სიარულის შემდეგ როგორც იქნა მივადეგით უშველებელ კოშკს ალექსმა კი ამაყად გამომხედა და თვალებანთებულმა მითხრა. -ჩემია... -კოშკი? -ხო, ჩემს გვარს ეკუთვნოდა, ახლა კი ჩვენია. -ბოლო სართულზე გამოკეტვას ხომ არ მიპირებ? -რატო გველეშაპს ვგავარ? -არა, როცა არ იღრინები არ გავხარ, ლოყაზე ვაკოცე და ჩემზე 4-ჯერ უფრო დიდი კარები გავაღე. სინესტის სუნი მეცა, ბნელოდა. ალექსმა შუქი აანთო. ჩემს წინ თითქოს გაცოცხლდა შუა საუკუნეების ფეოდალური საქართველო. თითქოს ვხედავდი ხმლიანი ქართველებს, თვალებიდან რომ ნაპერწკლებს ისვრიან და მზად არიან თავისის დასაცავად სიცოცხლეც გასწირონ. აქაურობა რაღაც სხვანაირად მოქმედებდა გულის ცემა ამიჩქარა, მეგონა, რომ საქართველოს ყველა ომი საკუთარი თვალით ვნახე. ეს კოშკი ისტორას ინახავდა. ალექსის ხელმა ჩემს წელზე დამაბრუნა ოცამეერთე საუკუნეში და გამეღიმა. აქაურობა დიდი ენერგიით მავსებდა. -ჩვენი გვარის ყველა წარმომადგენელს მოყავს აქ თავისი საცოლე, მამასაც ყავდა დედა მოყვანილი. უნდა დაიფიცო, რომ სულ ჩემს გვერდით იქნები, რომ გვერდით დამიდგები და ჩემს სიმართლეს იწამებ. რომ მენდობი და ასე იქნება მუდამ. ექოსავით ისმოდა ალექსის ხმა კოშკში, ყურთან კი მის სწრაფ სუნთქვას ვგრძნობდი. ხელს უფრო და უფრო მიჭერდა წელზე. მისკენ მივბრუნდი და თვალებში ჩავხედე. ასეთი სერიოზული არასდროს მენახა, მომლოდინე თვალებით მიყურებდა და მისი გულისცემაც თანდათან ჩქარდებოდა. -ჩვენს სიყვარულს ვფიცავ, რომ ჩემთვის მხოლოდ სენ არსებობდი და მუდამ ასე იქნება, ჩვენი სიმართლით ვიცხოვრებთ და ყველაზე მეგობრული, მოსიყვარულე ოჯახი გვექნება. ვფიცავ რომ არასდროს ვუღალატებ შენს ნდობას და არც შენს რწმენას დავკარგავ არასდროს. -არც ერთი ქალი არ იმეორებდა ზუსტად იმას რასაც კაცები ეტყოდნენ. ჩემი საგვარეულოს ქალები ყოველთვის გამოირჩეოდნენ დამოუკიდებლობით და ინდივიდუალიზმით. როგორც ჩანს ტრადიციას ვაგრძელებთ ტასო, მხოლოდ ერთი გამონაკლისით. -რა გამონაკლისით? -მე შენ იმაზე ბევრად უფრო მეტად მიყვარხარ, ვიდრე ჩემი საგვარეულოს კაცებს ყველას ერთად უყვარდათ თავისი ცოლები. -საწინააღმდეგო არაფერი მაქვს ალექსანდრე. ვუთხარი და მის ტუჩებს მივაგენი. ამ კოშკში მისი კოცნაც განსხვავებული იყო. უფრო მომთხოვნი და უფრო მესაკუთრე.აი ისე, რომ იგრძნობ მას რომ ეკუთვნი. -ალექს, სენი საგვარეულოს კაცები ყველანი ჯიუტები იყვნენ? -რატომ მეკითხები ? გამიღიმა და თავზე ხელი გადამისვა. -ნახე, კარებთან მივედი და გამოვაღე. ისეთი სქელი წვეთებით წვიმდა, რომ გარეთ აღარაფერი ჩანდა. სქელი ნისლიც გარეთ გასვლის იდეას გაჩენისთანავა კლავდა. -გითხრა ხომ გეუბენბოდი თქვა თუ თავადაც იცი? -ეჰ, ტასო ტასო... ამაღამ რომ აქ ვრჩებით შენ ეს თუ იცი? -რატომ? -დილამდე არ გადაიღებს და ახლა რომ წავიდეთ ცოცხლები ვერ ჩავაღწევთ. -სენ იმასაც ამბობდი არ იწვიმებსო, გაბუზღულად ვთქვი. -კარგი ძვირფასო, დაველოდოთ სანამ გადაიღებს გამიღიმა და კარები დახურა. მართალი იყო. წვიმამ უფრო უმატა. ისეთი ხმითეხეთქებდა მიწას, რომ გული მისკდებოდა. ამას მთის ჭექა-ქუხილიც დაემატა და ჩემი კოშმარული ღამეც დაღამდა. საშინლად ციოდა. მიწაზე ვიჯექით და ალექსი ამაოდ ცდილობდა ჩემს გათბობას და დამშვიდებას. პატარა წიწილასავით ვეკვროდი და ყოველ გაელვებაზე უფრო მაგრად ვეხუტებოდი. რა მოხდებოდა აქ რომ მარტო ვყოფილიყავი. აუცილებლად გავგიჟდეოდი შიშისგან რა ბედნიერებაა რომ შემიძლია ალექსს ცავეხუტო ახლა. იმის წარმოდგენამ რომ უარესი სიტუაციაც არსებობს დამამშვიდა, ბოლოს კი თვალებზე თითქოს გირები ჩამომეკიდნენ და საერთოდ აღარ მესმოდა გრუხუნი. ჩამეძინა. დილით სუნთქვა შემეკრა და თვალები უცებ გავახილე. ალექი ისე მაგრად მიჭერდა ხელს რომ მართლა ვეღარ ვსუნთავდი. -ალექს, შევეცადე ხელი გამენძრია, ალექს დავიხრჩვი. უცებ თვალები გაახილა და ხელი მიშვა, მე ამოვისუნთქე თვითონ კი დაბნეული მიყურებდა. -რა მოხდა ტასო? -არაფერი, მხოლოდ ხელს ისე მიჭერდი, რომ სუნთქვა შემეკრა, რამე დაგესიზმრა? -ხო...რაღაც.. -რაა? ვუთხარი და ისევ ახლოს მივედი მასთან. -ისეთი არაფერი, მთავარია რომ არ გაიყინე გუშინ. შეგვიძლია წავიდეთ. საუზმეზე უარს არ ვიტყოდი. -ახლა ნაწვიმარზე? გადავიჩეხებით სადმე ალექს. -ფრტხილად ვივლით ტასო წამოდი. კოშკის კარები გამოვკეტეთ და გამოვედი. ბუნება ისეთი დამშვიდებული იყო, თითქოს გუშინ ღამით საერთოდ არ წვიმდა. მშვიდობით დავბრუნდით უკან, და გემრიელად ვჭამეთ. მხოლოდ ერთი პრობლემა იყო. სასინლად მაციებდა და თავი მტკიოდა, მემგონი ალექსანდრეს კოშკიდან კარგი გრიპი გამოვიყოლე. -ტასო წავალ მოვძებნი სადმე აფთიაქს რატომ ჯიუტობ? უკვე მეასედ მეუბნებოდა. -არაა საჭირო ალექს, მართლა კიდევ დალევ ჩაის დავიძინებ და გადამივლის მალე. ვთქვი და დავაცცემინე, თვალებიც მეწვოდა, მგონი სიცხეს მაძლევდა. -ამდენი ჩაისგან კიდე უფრო ცუდად გახდები მეოთხე ჭიქაა უკვე. თქვა და ჩემკენ წამოვიდა. -არ მოხვიდე ახლოს გადაგედება ალექს. დავიყვირე უცებ. მან კი "რას მებოდიალები" მზერა მესროლა. ბალიში წამართვა და მის მაგივრად დაჯდა. კალთაში თავი ჩავუდე და გავიტრუნე. თმაზე ხელი გადამისვა. -ტასო სიცხე გაქვს, იწვები. ვსო მივდივარ აფთიაქში. სადაც იყო დამეძინებოდა ხელი მოვკიდე და ვუთხარი. -არა რაა, არ დამტოვო აქ მარტო ძალიან გთხოვ ისევ რომ გაწვიმდეს? ვიგრძენი ხელი როგორ მომიჭირა, მერე ლოყასთან მიიტანა, მაკოცა და ამასობაში მეც ჩამეძინა. უფრო მეტად წვიმდა,წვეთები ბოროტი სულებივით ეხეთქებოდნენ ფანჯრის მინებს. სიბნელე ავისმომასწავებლად იყურებოდა. წამით მომეჩვენა, რომ ფანჯარა გაიღებოდა და მეც მშანთქავდა გარეთ გამეფებული, არაფრის მომცველი სიცარიელე. გული გამალებით მიცემდა, სად იყო ამდენი ხანი ალექსი. ხომ ვთხოვე არ დამტოვოთქო. მეგონა გაიგებდა. ხელის გულებით სწარაფად მოვიწმინდე წამოსული ცრემლები. ხელის გულებზე მწველი სიცხე ვიგრძენი. ტემპერატურა მაღალი მქონდა. უკვე აღარ ვიცოდი რაზე ვტიროდი. იმაზე რომ ალესმა აქ მარტო დამტოვა თუ იმაზე, რომ იმდენად უსური მიზეზი იყო სატირლად, გული მომდიოდა საკუთარ თავზე. მაინც ვერ გავიზარდე და ისევ ისეთ შტერ, მგრძნოიარე ბავშვად დავრჩი. უფრო წამომივიდა ცრემლები და ვიგრძენი, რომ საშინლად მივეჯაჭვე ალექსანდრეს. მის გარეშე უკვე აღარაფერი იქნებოდა, რომ მან მთლიანად დაიკავა ჩემი არსება. თავისი სრულყოფილებით მომიცვა და უკან დასახევი ყველა ბილიკი ჩამიხერგა. ისე ამაო იყო ყველა ჩემი მცდელობა მის გარეშე წარმომედგინა თავი, რომ წამით გავბრაზდი და სუნთქვა შემიწყდა. შემეშინდა. რა მოხდება თუ ისევ მომაძრობენ ვარდისფერ სათვალეებს? ვეღარ გადავრჩები. ჩემი თავის ტყე გავხდები. პანიკა მეწყებოდა და ფირი უნდა შემეწყვიტა. გულის ხმა გავაჩუმე. ყურს მიღმა გავატარე. წვიმა ისევ ეხეთქებოდა ფანჯრის მინებს და სიბნელე უფრო და უფრო მიახლოვდებოდა. უცებ შუბლზე ცივი საგანი ვიგრძენი და მჟავე სუნი მეცა. თავლეი გავახილე. ჩემს იგვლივ სრული სინათლე იყო. ბნელის ნატამაიც არ დარჩენილიყო ირგვლივ. ნუთუ სიზმარი ვნახე? ფანჯრის ნათებას ოვაშორე თვალი და ხელი შუბლზე მოვიკიდე. ისევ სიცივე ვიგრძენი და მჟავე სუნში ძმარი გავარჩიე. -მოიცადე შვილო, ეგ დაგეხმარება. შავთავსაფრიანი ქალი საქმიანი გამომეტყველებით დამყურებდა ზემოდან. ვერ ვიცანი. -შვილო სუნთქვა ხომ არ გიჭირს? როგო ხარ? -ცოტათი, წყალი მინდა. საცოდავად ამოვიხავლე ხმა საერთოდ არ მქონდა. ქალი წამოდგომაში დამეხმარა, ერთი ხელი შუბლზე მომადო, რომ საფენი არ მომშორებოდა, მეორეთი წყალი მომაწოდა. სიგრილე მესიამოვნა, ყელი ჩამიწმინდა და თითქოს სუნთქვის დარეგურილებაშიც დამეხმარა. ქალმა გამიღიმა. -ბევრად უკეთ გამოიყურები შვილო. სიცხეც თანდათან გიწევს. არ ინერვულო. -მადლობა დიდ, მაგრამ თქვენ... -სულ დამავიწყდა, ჩემთვის უკვე ახლობელი ხარ შენ კი საერთოდ არ მიცნობ. მე ნათია ვარ, თქვენი მეზობელი. გუშინ ალექსანდრემ დამიძახა, ცუდად იყავი ძალიან. -ახლა სადაა? -მოვა შვილო ნუ გეშინია. სახეზე ცივი ხელი ჩამომისვა ქალმა და ისევ გამიღიმა. -ნათია დეიდა, ამის მეტი ვერაფერი ვიპოვე, არც ვიცი რისია ან რამდენი ხნისაა. ოთახის კარბი ალქსმა შემოაღო, თავი ჩაქინდრული ქონდა და რაღაც ფირფიტები ეჭირა ხელში. უიმედოდ ლაპარაკობდა. მერე ამომხედა და ამოისუნთქ. -გაიღვიძე, როგორც იქნა. ტასო როგორ ხარ? -კარგად, უკეთ ალექს. ისე გამიხარდა მისი დანახვა, რომ სულ დამავიწყდა ავადმყოფობა. -ძალიან შემაშინე გუშინ. გვერდით მომიჯდა და ხელზე ხელი მომკიდა. -აღარ გვჭრდება წამლები ალექსანდრე, ტასო ისედაც უკეთაა, ნახე როგორი ცოცხალი თვალებით გიყურებს. ახლა ჩაი დავალევინოთ, რომ ხმა მოუვიდეს. -ახლავე გავაკეთებ. 2 წუთში მოვალ ტასო. ხელზე მაკოცა და ადგა. -დაჯექი მანდ, რა იცი შენ როგორი ჩაი ჭრდება ავადმყოფს? მე გავაკეთებ შვილო, ქალმა შემომცინა და ძმრის საფენი მომხსნა. -დიდი მადლობა, მეც გავუცინე. ალექსი კი უფრო ახლოს მომიჯდა და თავი ბეჭზე ჩამოვადევი. შუბლზე მაკოცა და ხელი მაგრად მომხვია. -ძმრის სუნი მაქვს, ალექს. გამოწევა ვცადე. -ახლა ძმრის სუნც მიყვარს ტასო, გაჩერდი. -მთელი ღამე არ გეძინა? -მემგონი სიცხე აღარ გააქვს ძვირფასო. -მთელი ღამე მქონდა? არ მოვეშვი მაინც. -რა მნიშვნელო აქვს? -ხომ შეიძება უბრალოდ მიპასუხო? ნაყწნმა ავხედე, ამნ გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა. -ხო მთელი ღამე ბორგავდი, რაღაცეებს ლაპარაკობდი და მაღალი სიცხე გქონდა. რამდენჯერმა გაიღვიძე, მაგრამ ისე უაზრო სიტყვებს ისროდი, რომ ალბათ არ გახოვს. -რას ვლაპარაკობი? შეშფოთებულმა წამოვიძახე. -ისეთს არაფერს. მხოლოდ... -მხოლოდ? ნუ დამტანჯე. -ისედაც ვიცოდი შენთვის მნიშვნელოვანი რომ ვიყავი ძვირფასო. ისევ მიმიხუტა. ნეტავ კიდე რა ვთქვი. ისეთი კმაყოფილი სახით მიყურებდა, ალბათ სულ მის სასარგებლოდ ვლაპარაკობდი. სახე მის კისერში ჩავმალე და მეც გამეღიმა. მართლა უკეთ ვიყავი. ახლა გამართულად ვსუნთქავდი. -ცხლად დალიე შვილო, დაგეხმარება. შენი ლამაზი ხმა ხომ უნდა დაიბრუნო. ნათია დეიდა გაღიმებული შემოვიდა ოთახსი და მეც ალექსანდრეს მოვშორდი. -დიდი მადლობა, ალბათ როგორ შეგაწუხეთ. -რას ამბობ შვილო, ალესი ჩემთვის შვილივითაა, უკვე შენც. დალიე ჩქარა. -მადლობა. -მაგრამ ამ ვაჯბატონმა უნდა გაიგოს, რომ მისნაირი გამძლე ქალი ვერ იქნება. რას წაგიყავანა იმ კოშკში ამ სიცივეში. -არ იცოდა თუ მოხვიმდა, რა მისი ბრალია. ქალმა გაიცინა, ალექსმაც და მეც მივხვდი, როგო გაუთვითცნობიერებლად დავიცავი იგი. მეც გამეღიმა. უცებ წკრიალის ხმა გაისმა. ალექსის ტელეფონი იყო. -ახლავე დავბრუნდები, ჩაილაპარაკა და უცებ გავიდა ოთახიდან. -რა კარგები ხართ ერთად, მითხრა ნათია დეიდამ. -ალექსანდრე ასეთი შეშინებული? არა ძვირფასო, ეს მხოლოდ შენნარი ქალებს შეუძლიათ. სულ რამდენიმე წუთის უკან სულ ვერ აღვიქვამდი თავს ქალად ახლა კი ნათია დეიდამ საედისწერო ქალად შემრაცხა. დაბნეულმა ავხედე და კითხვით სავსე მზერა მივაპყრე. -როგორმა ჩემნაირმა? -საშიში სილამაზე გაქვს ტასო. უნდა გაუფრთხილდე თქვენს სიყვარულს. -ჩემი სილამაზე საფრთხეს უქმნის? ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა. -ალექსანდრე ამაყია, ძალიან გავს მამას. ის კი ნამდვილი სვანი იყო, ამაზე ორივეს გაგვეცინა. ცოტათი რთული ხასიათი აქვს, ეჭვიანიცაა და ხანდახან შეუგნებელიც მაგრამ გუშინდელი ღამე საკმარისი იყო იმაში დავრწმუნებულიყავი, რომ ძალიან უყვარხარ. ეს არ დაგავიწყდეს. -მაგას რა დამავიწყებს ნათია დეიდა. ბოლო 6 წელი სხვა არაფერზე მიფიქრია, სევდიანად ჩავიღიმე და ქალს ქვემოდან ავხედე. -კარგი გოგო ხარ ტასო. არ მეგონა ამას თუ როდესმე ვიტყოდი რომელიმე ქალზე, მაგრამ ალექსანდრეს იმსახურებ. ისე გავუღიმე ნათია დეიდას და ამასობაში ალექსიც დაბრუნდა. აფორიაქებული ჩანდა, მაგრამ მაინც მიღიმოდა. მითხრა, რომ რაღაც პრობლემაა კომპანიაში მაგრამ რა არ გამიმხილა. მეც თავი დავანებე და ჩაი დავლიე. 2 დღეში უკვე სრულიად ჯამრთელი ვიყავი, ძმრიანმა კომპრესებმა უფრო კი ალექსანდრესტან ყოფნამ მიშველა. მისი მხარი, რომელსაც შემძლებოდა დავყრდნობოდი ყველაფერი იყო ჩემთვის. -დილა მშვიდობისა ალექს, ისევ ამზადებ? -კი ტასო და ძალიანაც არ მიეჩვიო, უბრალოდ ავად ხარ და სოლიდარობას გიცხადებ. აღარ ვარ ავად სხვათაშორის. -ტასო დღეს თბილისში უნდა წავიდე... -აი ვიცოდი, რომ რაღაც სერიოზული იყო, შენ კი არ მეუბნები... -ტასო, მაცადე. შენ დარჩი და საღამოს ჩამოვალ. არ მინდოდა მარტო დატოვება მაგრამ არ ეყო აქ გატარებული დრო. რამდენიმე დღე კიდევ ვიყოთ ხო? მარტო ხო არ შეგეშინდება? -მართლა 2 წლის ბავშვი კი არ ვარ ალექს, წადი ოღონდ მალე მოდი. ღიმილიანი სახით დამქნია თავი. საუზმის შემდეგ მანქანასთან მივაცილე და ისიც წავიდა. უკან რომ სემოვბრუნდი დაცარიელებული იყო ამხელა სახლი. არც ტელევიზორი, არც კომპიუტერი ნეტა რა უნდა ვაკეთო. მაცივარი და კარადები დავათვალიერე და გადავწყვიტე ნამცხვარი გამომეცხო. სამწუხაროდ ჩემმა მზარეულობანამ არც ისე დიდი დრო წაიღო, ტელეფონიც კი არ იყო სახლში რომ ალექსისთვის დამერეკა. სახლის ყველა კუთხე კუნჭული შევისწავლე. ყველა ოთახი დავათვალიერე და ეზოც არ დამიტოვებია ისე. თანაც ალექსი ეს ორი დღე გარეთ არ მიშვებდა სიცხის გამო და ახლა სუფთა ჰაერი ძალიან მსიამოვნბედა. დიდი იყო ეზოს და სახლის. საათს რომ დავხდე მთელი დღე დავბოდიალობდი. მხოლოდ ერთ ოთახს ვერაფერი მოვუხერხე. ჩკეტილი იყო და გასარებიც არ მქონდა. რამდენი ვეწვალე კარგი ქურდივით თმისაბნევით მაგრამ ვერაფერს გავხდი. უკვე საღამოს შვიდი საათი იყო და ჭამაც გამახსენდა. ნამცხვარი ალექსის გარეშე არ გავჭერი და კატლეტები შევწვი. გემრიელად ვილუკმებოდი, როცა წკრიალა ხმა გავიგინე. თავიდან შევხტი, არ ველოდი. "ვაიმე ალექსს მობილური დარჩენია" გავიფიქრე, წამოვხტი და ხმას მივდიე. რა შტერი ვარ, ადრე მაინც წავწყდომოდი ხომ დავურეკავდი მეც. განათებულ ეკარნზე გიორგი ეწერა და მეც მწვანე გილაკს დავაწექი. -გისმენთ, სულ დამავიწყდა პირში რომ ლუკმა მქონდა. -ბატონო ალექსანდრე, იმისთვის გირეკავთ, რომ ყველაფერი კარგადაა. კვალიც აღარაა იმ არაკაცის. არც სადარბაზოსი და არც სახლში. თქვენი საცოლე ვერაფერს მიხვდება, მაგრამ კარების გამოცვლა ისევ მოგვიწიე. ბატონმა დაჩიმ მაგას ჩემს თავზე ვიღებო, ასე რომ სანერვიულო არაფერია. ვერ მივაგენით, მაგრამ ვეძებთ. -ბატონო ალექსანდრე? -გადავცემ. ჩავილაპარაკე და წითელ ღილაკს დავაწექი. იქვე სავარძელზე ჩამოვჯექი. რა სულელი ვარ. აი თურმე მთელი ორი დღე ეკლებზე რატომ იჯდა. ისევ დავითი იყო ალბათ, ისევ ჩემს სახლში. ამოვიხვნეშე. ალექსანდრემ ისევ არაფერი მითხრა, ჩემს გარეშე გადაწყვიტა ყველაფერი. ხასიათი წამსვე გამიფუჭდა და სამზარეულო მივალაგე. ლუკმა აღარ გადამივოდოდა კისერში. სავარძელზე მიკალათებული ველოდი როდის მოვიდოდა, ბოლოს და ბოლოს რომ გამეგო რაც ხდებოდა. უაზროდ დავშტერებოდი მის მობილურს და არ ვიცოდი რა მეფიქრა. -სახლში ვარ, როგრც იქნა. გახარებული სახით შემოვარდა. ალბათ ყველაფერი მოაგვარა. მეც სახეზე შევხედე. -მოიწყინე ხომ? ბოდიში ძაან დამაგვაინდა ტასო. მოვიდა და ჩემს წინ ჩაიმუხლა, სახეზე ხელი ჩამომისვა და ისევ გაიღიმა. არა არაფრის თქმას არ აპირებდა. -არაუშავს, კარგად ვარ ალექს. აი მობილური დაგრჩა. -საერთოდ არ შემიმჩნევია. -ალბათ მართლა სერიოზული საქმე გქონდა. -კი ძალიან, უკვე დაეჭვებული მიყურებდა. -უი მართლა სულ დამავიწყდა. ვიღაც გიორგიმ დაგირეკა ბატონო ალექსანდრე. ყველაფერი მოვაგვარეო და თქვენი საცოლე ვერაფერს გაიგებსო, კვალიც არ დავტოვეო. კარების ამბავს კი დაჩი თავის თავზე აიღებსო. ხელი გავაშვებინე და დივნიდან წამოვდექი. ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი. -ხომ იცი არა რატომაც არ გითხარი. უკან გამომყვა. -საქმეც მაგაშია, რომ ვიცი. -მაშინ რატო მიბრაზდები. და რას აკეთებ? -ვიცმევ თბილისში მივდივართ. -ტასო არ გინდა რა. რატო ბრაზდები? -სანამ არ შეიგნებ, რომ ჩემს გარეშე ჩემს ცხოვრებას ვერ გააკონტროლებ მანამდე ცოლად გამოგყვები. -აჰა, უკვე ასეა საქმე? თვალებში ცეცხლის ნაპერწკალი გაუჩნდა. -მე მართლა შემიძლია გავუძლო ამას, შენ კი ისევ პატარა უსუსური ბავშვი გგონივარ. -არაფერიც არ მგონიხარ, შენ თვითინ იქცევი ჭირვეული თინეიჯერივით. ან დარჩი კიდევ მასეთად. -არა, ნებას არ მოგცემ მასე მელაპარაკო. ჩემს გარეშე გადაწყვეტილებებს იღებ, მატყუებ და კიდევ აქეთ მეჩხუბები? -შენ ქალი ხარ, ტასო. რაც არ უნდა დამოუკიდებელი და გამბედავი იყო, მაინც სუსტი ხარ დათოსთან შედარებით და ეს იცი. მე კიდევ ვალდებული ვარ დაგიცვა, შენი პრობლემები პირველ რიგში ჩემია, რაც შენ გეხება იგი ავტომატურად მიკავშირდება. რატომ ვერ ხვდები ამას? -მაგ ყველაფერი უფლებას არ გაძლევს ჩემი ცხოვრება აკონტროლო. -იმასაც ვერ ხვდები, რომ ჩვენია ეგ ცხოვრება, ისევე როგორც ჩემია შენი. რამდენიც არ უნდა იფორიაქო მაინც სწორად მოვიქეცი, ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში რომ შენი აღელვება არ მინოდა. თან ისეთი მგრძნობიარე ხარ. მე თავს ვალდებულად ვთვლი, რომ დაგიცვა საფრთხისგან. შენგან არ მჭირდება ულტიმატუმების მოსმენა ჩვენს მომავალ ქორწილზე. არ მინდა მჯეროდეს რომ ასეთი ხარ. -ნუ იეგბ ყველაფერს არასწორად ალექსანდრე, მე მხლოდ ის მინდა, რომ ერთად მოვაგვაროთ ეს საერთო პრობლემები, ერთად გესმის და არა ცალ-ცალკე. -ახლა გვიანია, თან წვიმს. ხვალ დილას წაგიყვან თბილისში. ზურგი მაქცია და ჩემი ოთახიდან გავიდა, კარებს გაჯახუნებაზე შევხტი და საწოლზე ჩამოვჯექი. ჩემი საერთოდ არ ესმოდა. ღამით ვერაფრით დავიძინე. ჯერ ერთი ისევ წვიმდა, მერე მეორეც ალექსი ჩემზე გაბრაზებული იყო. და ეს მოსვენებას არ მაძლევდა. თანაც ელავდა და მალე გრუხუნსაც დაიწყებდა ამიტომ შუქს არ ვაქრობდი. ასეც მოხდა, იმხელაზე დაიგრუხუნა სვანეთის მთებმა ცეკვა დაიწყესო გეგონებოდათ. ინსტიქტურად საბნის ქვეშ შევძვერი. ალექსი მართალი იყო პატარა მშიშარა ბავშვი ვარ. მეორედ შევხტი როცა კარებზე დააკაკუნეს. -შემოდი გავძახე გახარებულმა. მართალია პატარა ბავშვივით მეშინოდა და ეს ალექსს ჩემს დაუცველობაში უფრო დაარწმუნება, მაგრამ ძალიან მეძინებოდა და მისი მხარი მჭირდებოდა დასაყრდნობად. -ვიფიქრე რომ შეგეშინდებოდა, ოდნავ გამიღიმა და თვალებში ჩამხედა. მე საბნის ერთი მხარე გადავწიე და ვანიშნე მოდითქო. ისიც გაღიმებული სახით წამოვიდა. -მშიშარა ხარ. -ხმა არ ამოიღო იცოდე, მეძინება. გავფრთილე თან გამეღიმა. მგონი აღარ მიბრაზდებოდა. თავი მის მკერდზე დავდევი და ღრმად ჩავისუნთქე. დავმშვიდდი. არ დამეძინა. მისი გული ზედმეტად ხმაურობდა. "მიყვარს როცა შენი გულისცემა ჩემი შეხებისას უფრო სწრაფად ცემს" მისი სიტყვები გამახსენდა და რაღაც შევამოწმე. ცერა თითით მისი კუნთები მოვხაზე, მართალი ვიყავი. გულის ცემა სწრაფი გახდა უფრო. გამეცინა და ავხედე. -ძლიერია ვუთხარი, ისე რომ ხელი არ გამიჩერებია. -და საშიშიც. არაფერი უთქვამს, არც მიყურებდა. ამიტომ წამოვიწიე და ტუჩებზე ხელი ჩამოვკარი პატარა ბავშვივით, სულ სხვანაირი მზერით გამომხედა. -თითებს თუ არ გააჩერებ გასვლა მომიწევს. ღიმილიანი სახით მითხრა. -რაა? -დაიძინე. -რატომ უნდა გახვიდე? -ბავშვი ხარ, მიტო. გაეჩრდი და დაიძინე. ისევ აღარ მიყურებდა. -უჟმურო, ვუთხარი და თავი დავწიე. რა სულელი ვარ. მისი გული კიდევ უფრო სწრაფად ცემდა. მივხვდი და თან სახე ამიხურდა, ახლა უკვე მეც ამიჩქარდა გულის ცემა. ხვანცალი დამაწყებია და ვეღარ გავჩერდი. -ტასო ნუ ფართხალებ, სულ სხვანაირი ხმით მითხრა. ჯანდაბათქო გავიფიქრე და მისი ტუჩები მოვძებნე, თან ერთი ხელი გულზე დავადე. მინდოდა რიტმი შემეგრძნო. სადაც იყო ამოვარდებოდა. -ცელქობ ტასო, ხელზე ხელი მომკიდა და გულიდან ამაწევინა. -კმაყოფილი ხარ? გამიღიმა. -უბრალოდ შევამოწმე, მეც გავუღიმე და მხრები ავიჩეჩე. -ახლა აქ მარტო დარჩები, მე ცივი შხაპი უნდა მივიღო თქვა და ლოგინზე წამოჯდა. თვალები გამიფართოვდა. თან გავწითლდი და თან გავბრაზდი, კიდევ კარგი ოთახში ბნელოდა. -მაგარია, ცივ წყალზე უკეთესიც არ ვარ. გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე და მეც წამოვჯექი ლოგინზე. შემიძლია დავიფიცო, რომ დაბნეული თვალებით გამომხედა, ვერ დავინახე მაგრამ მაინც. -რააა? შენ? ახლა მის დაბნეულობაში დავრწმუნდი და კიდევ უფრო გავბრაზდი. საბანში შევძვერი და ზურგი ვაქციე. მართლა პატარა ვგონივარ. -იმედია მაგ სიტყვებს არ ინენებ. მისი ნათქვამის გააზრებაც კი ვერ მოვასწარი ისე სწრაფად ვიგრძენი მისი ტუჩების შეხება. წამის მეასეში ქვემოდან მომიქცია და მთელი გრძნობით მაკოცა. სუნთქვა მეც გამიხშირდა და გულმა განგაშის სიგნალი გამოუშვა, სადაცაა გავსკდებიო. ისე შევყევი თამაშს, ვერც მივხვდი სადამდე მიმიყვანდა, სულელი ხარ ტასო. გავიფიქრე, მაგრამ გაჩერების აუცილებლობას ვერ ხედავდი. ძალიანაც რომ მდომოდა ამის ძალა სად მქონდა. მთელი არსებით მივენდე ალექსს. ის კი ისეთი ნაზი და მზრუნველი იყო, ახლაც კი. უფრო მეტად შემიყვარდა. ცოტათი შემრცხვა, როცა მივხვდი, რომ შიშველი ვიყავი, მაგრამ მალე ყველანაირი მორიდება და სირცხვილის გრძნობა სადღაც გაქრა. არანაირ დაბრკოლებას აღარ მიქმნიდა არც ერთი. ამ სამყაროს აღარ ვეკუთვნოდი და სადღაც სხვა განზომილებაში ამოვყავი თავი. საერთოდ არაფერს ვგრძნობდი, გარდა ალექსის ვნებიანი კოცნისა ჩემი სხეულის ყველა ნაწილზე. ^^^ სანამ თვალებს გავახელდი, მანამ თანმიმდევრობით აღვიდგინე ჩემი ყველა გუშინდელი ქმედება და ის დაკარგული მორიდებაც და სირცხვილიც ართად დამიბრუნდა, სახე ამიხურდა. მგონი გავწითლდი. ხითხითი გავიგონე. თვალები მაინც არ გავახილე. -ვიცი, რომ გაიღვიძე, გამარჯვებულის ხმა ქონდა. ვეღარ მოვითმინე და სახეზე შევხედე. თავი ხელზე ჩამოეყრდნო და გაცინებული მიყურებდა. თითქოს მის ღიმილში მთელი სამყარო ეტეოდა. მეც გამეღიმა და საბანი გავისწორე. ასე კიდევ ერთი გაწითლებისგან გადავრჩებოდი. ამაზე სულ მთლად ახარხარდა. -მართლა რა ბავშვი ხარ, ტასო. არ შემიძლია ისეთი ...არც კი ვიცი რა დაგარქვა. ენა გამოვუყავი და მეც გამეცინა. -აი კიდევ ბავშვო. ცხვირზე ხელი ჩამომკრა და სახეზე მომეფერა. საბანი არ უფარავდა დაკუნთულ მხარ-ბეჭს და მკერდს. მეც დაუფარავად ვათვალიერებდი. გვიან გამახსენდა რომ შეამჩნევდა. -გაფუჭბული ბავში ხარ, ისევ ახარხარდა. -ნუ დამცინი ალექსანდრე. გაფუჭებული შენ ხარ. საბანი ყოველგავრი მორიდების გარეშე გადამხადა და ისევ ჩემს ზემოდან მოექცა. -ახლაც? -ახლა კიდევ უფრო გაფუჭებული ხარ. მკერდზე ხელი ვკარი. მან კი დამიჭირა და ისევ უპრობლემოდ მოძებნა ჩემი ტუჩები. -გასწავლი, რომ ჩემი არ უნდა შეგრცხვეს. ახლა უკვე ჩემი ხარ. თავიდან ბოლომდე ჩემი. ტუჩებით ტუჩებზე მომეფერა. მერე კი სერიოზული სახით გამომხედა. -ხო კარგად ხარ ტასო? -რაა? რა კითხვაა ეგ? -მაინტერესებს ხომ არაფერი... -არა, წამოვიყვირე, ამ უხერხული საუბრუსთვის მზად მართლა არ ვიყავი. -ძალიან კარგად ვარ, გავუღიმე და მისი მკლავებიდან გამოვძვერი. ისევ გაიცინა. საბანი მოვიხურე და ლოგინზე წამოვჯექი. -ახლა მე გავალ და მოემზადე, მალე თბილისში მივდივართ. -უნდა წავიდეთ? გადაწყვეტილება შევცვალე აშკარად. -იმიტომ არა რაც გუშინ მითხარი, ისედაც ვაპირებდი შენს წაყვანას დღეს. -რატომ? გამოვხედე. -ლიზიკო ჩამოვიდა და ვივიფქრე , რომ.. -რაა, ამდენი ხანი გავიდა? მომკლავს რომ არ დავხდი. მალე უნდა ჩავიდეთ. -არამგონია გაბრაზებული იყოს, მშვენივრადაა. ეშმაკურად გაიცინა. -შენ რაღაც იცი. -მე ბევრი რამე ვიცი, მაგრამ დავპირდი, რომ არ გეტყოდი, თანაც მეც მაინტერესებს შენი რეაქცია. -უსამართლობაა ალექს. -ჩაიცვი, ლოგინიდან წამოდგა, მე კი გვერდზე გავიხედე. -ვაიმე არ შემიძლია, სიცილი დაიწყო. მაცვია ტასო, შეგიძლია შემომხედო. ლოგინზე წამაქცია და ისევ მაკოცა. -ვსიო, წავედი და მალე მოემზადე. კარებისკენ წავიდა და უცებ მოტრიალდა. -ძალიან მიყვარხარ, თვალი ჩამიკრა და კარები გაიხურა. ბედნიერი ღიმილით კიდევ დიდხანს ვუყურებდი გახურულ კარებს. ^^^ გზაში არ გავჩუმებულვარ, სულ იმაზე ვლაპარკობდი თუ რა უნდა გამეგო თბილისში, ალექსს ჩემი ეს დაინტერესება ართობდა მაგრამ ვერაფრით დავაცდევინე. რაზე იყო ლაპარაკი. ბოლოსკენ დავიღალე და გავჩუმდი. -ტასო ნუ ბრაზდები, მართლა დავპირდი რომ არ გეტყოდი. -არ ვბრაზდები ალექსანდრე, უბრალოდ დავიღალე, გავუღიმე და ლოყაზე მოვეფერე. -საჭესთან ვარ, კონცენტრაცია მჭირდება, ხელზე მაკოცა და თვითoთონაც გამიღიმა. -მერე მე რა ხელს გიშლი? მხრები ავიჩეჩე, და უეცარი წატორმუზება ვიგრძენი. -ტასო, ტასო... ხელზე დამქაჩა და ვერც კი გავიაზრე ისე შემომხვია წელზე ორი ძლიერი ხელი. მასთან შედარებით თავი ისე პატარად ვიგრძენი, რომ შემეშინდა. კისერზე ორივე ხელი მოვხვიე და კოცნაში ავყევი. ისე ვნებიანად მკოცნიდა, რომ ამ ქვეყნად ყველაფერი დამავიწყდა, შემდეგ კი მისი გახურებული ხელები მაისურის ქვეშ, კანზე ვიგრძენი და თითქოს ჰაერში ფარფატი დავიწყე. რაც შემეძლო უფრო მჭიდროს მივეკარი, ალექსმა კი როგორც გადმომსვა ისევე დამაბრუნა ჩემს სკამზე. იმდენად მოულოდნელი იყო მისი ქმედება, რომ ვერ მივხვდი რა მოხდა. თვითონ კი სახე ხელბში ჩამალა და დამნაშავესავით გამომხედა. -არ გაინძრე იცოდე, შეკავებული სიცილისგან ტუჩის კუთხეები ჩაუტყდა, მე კი ისევ გაკვირვებული ვახამხამებდი თავლებს. მერე სახე ისევ ახლოს მომიტანა. -შესაფერის დროს შესაფერის ადგილას, ცხვირზე მაკოცა და მანქანა დაქოქა. მეც გამეღიმა. ალექსით აღფრთოვანებული ვიყავი. ის ყოველთვის ყველაფერს ითვალისწინებდა, არაფერი ავიწყდებოდა. იმდენად რაციონალური და სწორი იყო მისი აზროვნება. ნაკლს ვერ მოუნახავდი, მსჯელობის არამართებულობაში ვერ დაადანაშაულებდი. იგი ყოველთვის სამართლიანი იყო. ყველასთან და ყველაფერთან. ჩემთვის ალექსანდრე ჯაჭვლიანი სრულყოფილება გახდა ამ წუთას. -ჩამოვედით, ტასოო. ფიქრებიდან გამომარკვია. -ხო, წამოდი. მაქანიდან გადავხტი და კიბეები ფეხით ავირბინე. კარებთან გავჩერდი. -ალექს სახლში რატო მომიყვანე? ლიზიკო აქაა? -კიი აქაა. -იცოდა დღეს რომ ჩამოვდიოდი? -ალბათ იცოდა. -ალბათ? ახლა ახსნების თავი არ მქონდა, კარები გავაღე და ლიზიკოს დავუძახე. -სად ხარ? -ტასოოოო, ოთახიდან გამოიქცა და გადამეხვია. ვაიმე ტასო 1 წელია თითქმის არ მინახიხარ. როგორ შეცვლილხარ. ვაიმე ძალიან მომენატრე. სხვათაშორის თავლები გიბრწყინავს, ამიტომ მადლობა ალექსს. წამის მეასედში თქვა ყველაფერი. -აი ლიზიკო შენ საერთოდ არ შეცვლილხარ. კიდევ ერთხელ ვაკოცე და სახლში შევედი. -აბა დაიკო როგორ მოგეწონა წინასაქოწინო გასეირნება? -მაგაზე მერე ვილაპარაკოთ დაჩი, ლოყაზე ვუჩქმიტე. ახლა ისეთ კარგ ხასიათზე ვარ გაბრაზება არ შემიძლია. -რატომ არ ჩამოდი ჩემთან გერმანიაში? -ხომ ვიყავი ლიზიკო. -ეგ ერთი წლის წინ იყო. -აბა ახლა აქ ხარ და იქ რა მინდა, გამეღიმა. -ტასო ნუ სულელობ, როცა დაგპატიჟე მაშინ რატო არ ჩამოდი. -მაშინ საქართველოში დავბრუნდი. -აჰ, ამისთვისაც მადლობა ალექსს. -დიახ, მადლობა ალექსს, რომ ამ პატარა ბავშვს იტანს. გაიცინა ალექსანდრემაც. -მოიცათ, მოიცათ მომიყევით ახლა. როდისაა ქორწილი, რას იცმევ, მეჯვარე ვიცი. ალექს შენი მეჯვარე ვინაა. -ლიზიკო დაშოშმინდი ცოტა ხნით, დაჩიმ გაუცინა. -მაგაზე მერე ცალკე ვილაპარაკოთ, ახლა საშინლად მშია. -მოდი მე გავაწყობ მაგიდას. ლიზიკო წამოხტა. მე ალექსანდრეს კითხვით სავსე თვალები მივაპყარი. გამაფრთხილა, რომ არ შემეჩნია თუ რამე ვიცოდი, რეალურად არც არაფერი ვიცოდი, მაგრამ ახლა კითხვებსაც ვერ ვსვამდი. ის კი ტკბებოდა ჩემი ამ საშინელი დაინტერესებით და უბრალოდ მიღიმოდა. -ტასო, ლიზიკომ რომ დამირეკა და მითხრა ჩამოდიოდა. არ გაგაგებინე არ მინდოდა თვენი იდილეისთვის ხელი შემეშალა. -შენ ყველაზე თანამედროვე ძმა ხარ დაჩი. გავუცინე. მაგრამ მოიცადეთ... -ლიზიკო მე რატომ არ დამირეკე? -მობილური ხომ აქ დატოვე, ჩაილაპარაკა ალექსმა და ისევ ჩაიცინა. მე კიდევ ნერვები მეშლებოდა უკვე. თანაც ლიზიკო გაწითლდა. ის არასდროს არ წითლდებოდა. გაკვირვებულმა გავხედე მან კი თეფშების დალაგება გააგრძელა და თვალი ამარიდა. ალექსანდრეს გავხედე, ისევ იცინოდა. დაჩიც ძლივს იკავებდა სიცილს. -ვაიმე, დაიყვირა უცებ ლიზიმ . -რა მოხდა? დაჩი ფეხზე წამოხა. -ხელი გავიჭერი, ჯანდაბა. მოველოდი უამრავ დაცინვას იმის თაობაზე თუ ვინ შეუშვებს ამას ოჯახსი, პურს ვერ ჭრის ნორმალურად და ხარხარს ჩემი ძმისგან. ამის ნაცვლად კი დაჩი ლიზიკოსთან ახლოს მივიდა, და მისი ხელი დაათვალიერა. მერე თბილი წყალი მოუშვა და სისხლი მოაბანა. -მხოლოდ ნაკაწრია დაჩი, არაუშავს. გაიცინა ლიზიკომ და მეორე ხელი ლოყაზე ჩამოუსვა. პირი დავაღე და მათ მივაშტერდი. ვერც მამჩნევდნენ. მერე კიდევ გავხედე ალექსანდრეს და ჩუმი სიცილისგან სახეზე სულ აწითლებული იყო. მეც გამეღიმა. სახეზე ხელი მოვისვი. ამას რაღა მიხვედრა უნდოდა. ამოვისუნთქე და კიდევ გამეღიმა. "ლიზიკო და დაჩი" გავიფიქრე და ფეხზე ავდექი. რაც შემეძლო დავმალე ჩემი ღიმილი, დაჩის შეშფოთებულ სახეზე კომენტარიც კი არ გავაკეთე. -უკაცრავად, მარტო ხომ არ დაგტოვოთ? ორივეს ყურადღება წამში მივიქციე. დაჩიმ გველნაკბენივით სწრაფად მოატრიალა თავი ჩემსკენ და შემიძლია დავიფიცო, რომ არც სუნთქავდა. -ტასო, შენ.. ლიზიკომ ლაპარაკი დაიწყო. -მოიცა, ჯერ მე ვიტყვი. ალექსი ფეხზე ადგა და გვერდით დამიდგა. აღარ იცინოდა და სერიოზული სახე ქონდა. -არ გინდა რა ტასო, გთხოვ... დაჩი ჩემკენ წამოვიდა. -ჯერ ლიზის ველაპარაკები, ვუთხარი და გავაჩუმე. გოგონა დარცხვენილი მიყურებდა. -დაჩი ჩემი ძმაა, ხომ იცი ეს? თავი დამიქნია. -მერე? -ტასო, მართლა ხომ იცი არა როგრც ხდება. აი თუნდაც შენთან და ალექსთან.. -ალექსი რა შუაშია? -ნუ გაქ მასეთი სახე თითქოს კაცი მოვკალით. დაჩიმ ისევ ჩემსკენ წამოიწია. -შენ გაჩუმდი საერთოდ, დავუბღვირე. -იცოდეთ ჯერ ჩვენ ვქორწინედებით. ლიზიკოს გავხედე და თანდათან მეც გამეცინა. -ოხ, ტასო. რას გიზამ რომ იცოდე. დაჩი ჩემსკენ წამოვიდა და ბეჭზე გადამიკიდა, უცებ შევიკივლე. მერე კი დივანზე მთელი ძალით დამანარცხა. -ცხოველო, დამანებე თავი. მიშველეთ. ალექსმა წამომაყენნა და გვერდით დამიდგა. -რას მსახიობობდი აბა? ისევ გამიცინა. ლიზიკოსაც გაეცინა. ასეთი ანერვიულებული არასდროს მინახავს. -ისე ამაზე უკეთესი მთელს ევროპაში ვერავინ იპოვე? გამეცინა. -არ გეყო ხო ტასო? დაჩი ისევ ჩამსკენ წამოვიდა, მე უცებ ალექსის ამოვეფარე. -ახლა დაბრძანდი აქ და მომიყევი როდის, როგორ? მთავარს მივხვდი. სულ აქ იქნები და ამ ვაჟბატონის გამო ჩამობრძანდი. მაგიდას მივუჯექი და თან ჭამა დავიწყე. -მომეწონა მაშინ შენს დაბადების დღეზე, მერე რომ ჩამოდიოდა ჩვენთან თანდათან მიყვარდებოდა. -დაჩი გაჩუმდი თუ ღმერთი გწამს, მეორედ არ მოყვე ეგ ისტორია, ლიზიკო მომიყვება. ისე მშრალად ყვები, რომ მეტი არ შეიძლება. მაინტერესებს რამდენი ხანი გრძელდებოდა, მატყუებდით და მიმალავდით? გავიცინე. -რამდენიმე თვე, ჩაილაპარაკა ლიზიკომ. -მიხარია, რო ვინემ გადარეული არ შემოიყვანა სახლში, დედას გაუხარდება დაჩი. სულ ეშინოდა შენი ცოლის. -არავის უთქვამს, რომ ვქორწინდებით, თქვა ლიზიკომ. დაჩიმ კი გაბრაზებულმა გახედა. -ხომ ჯერ თანხმობა ვერ მივიღე. -აბა ჩემს ძმას რას უწუნებ? -სულ პატარა ბავშვივით იქცევა. ამაზე მე და ალექსის გაგვეცინა. -საერთო სენი გჭირთ, ხელი მომხვია. -ტასოც ჭირვეულობს? -ვერც კი წარმოიდგენ როგორ, ალექსი ახარხარდა. -ამ დიდლით კინაღამ სირცხვილით მოკვდა, უცებ ჩაახველა და გაჩუმდა. -მოკლედ პატარა ბავშვია რა. დაამთავრა წინადადება. მე კი თვალებთ გავბურღე რასაც ქვია. -უკაცრავად მაგრამ უნდა დაგტოვოთ, კომპანიაში რამდენიმე დღეა არ ვყოფილვარ. დაჩი არ მოუყვე ამას გუშინ რაც მოხდა, მე ვეტყვი მერე. -გაიგო? -კი, ერთი ამბავი დამაწია. -წამოდი გაგაცილებ, ალექსს ხელი ჩავკიდე და კარებისკენ წავიყვანე. -ბოდიში ტასო, ვერც მივხვდი რას ვამბობდი. სადარბაზოში დარცხვენილმა გამომხედა. -არაუშავს, მაგრამ კიდევ ერთხელ გამაწითლე. -მე მომწონს, რომ წითლდები, უარს არ ვიტყოდი კიდევ მენახე გაწითლებული. ლოყაზე ხელი დამისვა და მაკოცა. -ჩემს დას მოშორდი, მეც მოვდივარ შენთან ერთად. დაჩიმ და ალექსიმ კიბეები სულ სიცილ-ხარხარით ჩაირბინეს. ღმერთმა იცის რა მოიფიქრეს და რაზე იცინოდნენ. ^^^ -აბა რძალო გისმენ, სახლში რომ შევბრუნდი ლიზიკოს გვერდით მივუჯექი. -არ მკითხო როგორ და რატომ, თავადაც არ ვიცი ტასო. უბრალოდ ის ისეთი კარგია, საყვარელი. ტუჩი მოიკვნიტა და გამომხედა. -ჩემს ძმაზე შეყვარებულს თუ გნახავდი ვერასდროს ვიფიქრებდი. -ალბათ ვერც მე, გაიცინა. -მოიცადე ქალბატონო, შენ აქ ჩამოსახლდი? -არააა, ისევ თავი დახარა. უბრალოდ გუშინ დავრჩი. -რა ქენიი? ოხ ლიზიკო. ჩემი ძმის მომაჯადოვებელ შარმს ვერ გაუძელი? ხმამაღლა გავიცინე. -უფრო მან ვერ გაუძლო, შენ ვის რას ეუბნები. საქმროსთან ერთად მთაში გადაიხვეწე. -ხო კარგი კარგი. რატო არ გინდა ცოლად გაყვე? -როგორ არ მინდა ტასო. გერმანიიდან აბა რატომ ჩამოვიდოდი. -აბა? -აუ იცი როგორი ეჭვიანია, სისხლი გამიშრო, სულ უაზრობებზე მეჩხუბება რააა... -კიი ჩემი ძმა აუტანელი არის. -ნუ მთლად ეგრეც არა, მაგრამ. -ჯერ ჩემს ქორწილს მივხედოთ მერე შენსას და ნუ მიწვალებ ძმას იცოდე. ასეთი შეყვარებული და ბედნიერი ლიზიკო არასდროს მინახავს. სულ დაჩიზე ლაპარაკობდა და ღიმილს ვერ იკავებდა. რაც ამ წლების მანძილზე ვერ ვილაპარაკეთ ერთიანად ავინაზღაურეთ, მოგვიანებით დაჩიც მოვდა. ისეთი საყვარელი იყო, მასთან ერთად. იმხელა სითბოთი უყურებდა რომ მათი ბედნიერება მაბედნიერებდა. -მე წავალ მარტოს დაგტოვებთ, ცოტა ხნით, დაჩი იცოდე არ იმაიმუნო. -სად მიდიხარ? -ალექსი უნდა ვნახო, მაინტერესებს გუშინ რა მოხდა. შეიძლება მასთან დავრჩე. კარებისკენ გავიქეცი. -მოიცა, მოიცა ქალბატონო სად მირბიხარ? -ალექსისთან. -ტასო, ნუ გაგიჟდები. სახლში მოდი იცოდე. -მე სახლში მოვალ და ლიზიკო აქ დარჩება და შენ დედასთან წახვალ სახლში. -რაა? -თანაბარ პირობებში ძამიკო გახსოვს? -ვერ გიტან. -აქ არ დამხვდე, რომ მოვალ იცოდე. ვუთხარი და კიბეები ჩავირბინე. კომპანიაში, რომ შევედი პირველად მარი ვნახე. უკვე იცოდა, რომ ალექსის საცოლე მე ვიყავი. მართლა გაუხარდა და მომილოცა. -ერთმანეთს იმსახურებთ, ქორწილი როდისაა ტასო. -ზუსტი რიცხვი არ ვიცი, მაგრამ მალე იქნება. -კაბა შეარჩია? - ხვალიდან ვიწყებ მზადებას მაგ ყველაფრისთვის, ჩემი მეგობარი ჩამოვიდა და მასთან ერთად წავიდეთ საყიდლებზე. თვითონაც თხოვდება მალე. -რომელი შენ რომ მიყვაბოდი? -ხო, ეგ. ამ ქორწილებს რომ მოვილევთ მერე ნიკუშას მივხედოთ, თვალი ჩავუკარი მარის. -ვიის? -კაი ახლა, ვითომ ვერ მიხვდი. -მივხედოთ მაგრამ აზრი? ამოიხვნეშა და თავი დახარა. -ეგ მე ვიცი. ახლა წავედი ალექსი უნდა ვნახო. დაგირეკავ მარი. თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი, მეტყობოდა კიდეც. კი არ დვდიოდი დავფრინავდი. გზაში ნიკას შევეჯახე. -ისეთი ბედნიერი ჩანხარ ალექსს მადლობები უნდა ვუხადოთ. -ზუსტად მაგასთან მივდივარ ნიკა. -მოიცა, საქმე მაქვს შენთან. უცებ გამაჩერა და აბლუკუნდა. -წამო შევიდეთ კაბინეტში. ალექსის ოფისისკენ წავედი, ზუსტად მის წინ ვიდექით. -არა... მოიცა.. არ გინდა ტასო. ალექსი თვითონ გამოვა. აბლუკუნდა უცებ. -ნიკა კარგად ხარ? -კი კი რატო მეკითხები. ალექსის შეხვედრა აქვს და ჩემს კაბინეტში წავიდეთ. -აქ დაველოდოთ რა მოხდა კი მაგრამ. -რით ვერ გაიგე ადამიანო, რომ ცოლი მომყავს, დაიღრიალა უცებ ალექსმა და ჩემი მზერა მისი კაბინეტის კარებზე მიიყინა. -არა, არა და არა. დაიწივლა შიგნით ვიღაცამ. -ტასო წამოდი, ხელი დამქაჩა ნიკამ. -მოიცადე ნიკა. -იცოდე, ახლოს არ გაეკარო ჩემს საცოლეს გესმის, უაზროდ ნერვები არ მოუშალო და ააფორიაქო თორემ? -თორემ რა? შიგნით მეორე მსოფლიო ომი იყო. -ჩვენს შორის არაფერი ყოფილა სერიოზული და შენ ეს იცოდი. ახლა კი წადი აქედან საქმე მაქვს. -საცოლეს უნდა მიხედო? ისევ კიოდა ქალი. -დიახ, და არ მინდა შენთან რამე მაკავშირებდეს. კარებისკენ წავედი და მოურიდებლად შევაღე. გული კინაღამ წამივიდა. ალექსი ისეთი განერვიულებული იყო, სახეზე ალმური მოედო,. რომ დამინახა. -ესაა შენი საცოლე? ახლაღა მივაქციე ყურადღება იმ ქალს და მზერა გამიშტერდა. -ანასტასია, შენი საცოლეა? პირი დააღო და გაკვირვებული მიყურებდა. -გამარჯობა სოფო, როგორ ხარ? ენა ძლივს ამოვატრიალე პირში ჩემი კლასელის დანახვისას. ალექსი კი კიდევ უფრო გაკვირვებული იყურებოდა. -არამიშავს, ანასტასია. გეტყოდი ბედნიერებას გისურვებთქო, მაგრამ ჩემს უბედურებაზე აგებ ასე, რომ.. -სოფო, დაიყვირა ალექსმა. მეც შევხტი იმხელაზე. გამწარებულმა ქალმა გვერდი ჩამიარა და ბეჭი გამკრა. ნიკამ კარები გაიხურა. ალექსი ხელის გულებით მაგიდას დაეყრდნო. მე კიდე გაუნძრევლად ვიდექი. არ მინდოდა ის მეფიქრა რაც გონებაში მომდიოდა. ალექსი ვერ მიღალატებდა, მას მე ვუყვარდი. ამაში ბევრჯერ დავრწმუნდი. ჩემს თავს ვაჯერებდი, ალექსი კი ხმას არაფრით იღებდა. -არაა მასე. -რა? -როგორც ფიქრობ ისე არაა მეთქი, თავი არ აუწევია ისე მითხრა. -ზუსტად ისეა როგორც ვფიქრობ. დამაჯერებულად ვუთხარი და თვალი გავუსწორე. იკადრა და ამომხედა, გაწბილებული სახე ქონდა. -შენ დაიფიცე, რომ ჩემს ნდობას არ დაკარგავდი და ჩემს სიმართლეს იწამებდი. -შენც დაიფიცე. -მე არ გამიტეხია ჩემი ფიცი ტასო. -არც მე. -ამ წუთას, ყველაზე ელემენტარულზე.. -ვფიქრობდი, რომ შენ ვერ მიღალატებდი, რადგან გიყვარდი. ზუსტად ამ წინადადებაზე ვფიქრობდი. გაკვირვებულმა გამომხედა. და ჩემთან ახლოს მოვიდა. -მაპატიე, სულ მავიწყდება, რომ შენ ლოგიკას არ ექვემდებარები. საიდან იცნობ. -ჩემი კლასელი იყო სოფო. -გასაგებია. ტასო არაფერი არ მქონდა სერიოზული, მართლა უბრალოდ.. -გასართობი იყო? -არა, მან კარგად იცოდა ჩემთვის ვინც იყო. მერე კი ილუზიები გაუჩნდა. არ გეტყვი, რომ ამ 6 წლის მანძილზე არავისთან ვყოფილვარ, ბევრი იყო, მაგრამ არც ერთი მყვარებია და რაც შენ ჩამოხვედი მის მერე არავინ მყოლია, ჩემი ხომ გჯერა? თავი ოდნავ შესამჩნევად დავაქნიე და გული დამწყდა, თვალები ამემღვრა. -ტასო ძალიან გთხოვ რა ამის გამო არ იტირო. ხომ ხვდები რომ უაზრობაა... ისევ დავუქნიე თავი და ცრემლებს საშუალება არ მივეცი თვალებს ჩამოცილებულიყვნენ. -გასაგებია, მივხვდი ალექს. ახლა წავალ ლიზიკო მიცდის. რაღაც საქმე მქონდა მაგრამ მერე ვილაპარაკოთ, კარგად. უცებ მივაყარე და კარებისკენ შევბრუნდი. -მასე ვერ გაგიშვებ, არ ინერვიულო რა ამაზე. ისეთი ბედნიერი იყავი ამ დილას. არ გაიფუჭო ხასიათი ამის გამო. მეც ხომ ჩველებრივი კაცი ვარ არა? გავბრაზდი, მე დილით ის ჩემს სრულყოფილებად მოვნათლე, ახლა კი თურმე "ჩვეულებრივი კაცია." ისევ დავუქნიე თავი. -ხომ გითხარი რომ გავიგე, თვალები გავუსწორე და ოდნავ გავუღიმე, მერე მისი მკლავებიდან თავი გავითავისუფლე. ისევ კარებისკენ წავედი, მაგრამ ასე მართლა ვერ დავტოვებდი. უცებ მოვტრიალდი. -ალექს, არავინ ყოფილა. -რაა? -ვიგულისხმე, რომ ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა არავინ, ერთი უბრალო პაემანიც კი, მე არ ვცდილობდი შენს დავიწყებას. შენ იყავი პირველი ვინც მაკოცა და ასე შემდეგ. და კიდევ... მე კაცი ვარ არგუმენტი არ არის. ახლა უკვე მართლა გამოვტრიალდი და მისი კაბინეტი დავტოვე. პასუხს არ დავლოდებივარ. გული სწრაფად მიცემდა. ეჭვიანობა საშინელი გრძნობაა, საჭეს ხელები დავარტყი და გაზს დავაწექი. სახლში ისე სწრაფად მივედი გონზე მოსვლაც ვერ მოვასწარი. კიბეებზე კი თითქოს ავფრინდი. -რა გჭირს? ლიზიკო შეხტა კარები იმხელაზე მივაჯახუნე. -ბრაზისგან ვიხრჩობი, ააა, დავიყვირე უცებ. -რა მოხდა? -სოფო ალექსის საყვარელია წარმოგიდგენია? -ალექსს საყვარელი ყავს? შეგეშლებოდა. -ყავდა სანამ ჩამოვიდოდი, ლიზიკო სოფოოო -რომელი კახიძე? -ხოო, ეგ.. ჯანდაბა. -სხვა ვინ იქნებოდა ეგ თუ არა. -საიდან გაიგე? -ოფისში რომ მივედი უყვიროდა ცოლს არ მოიყვანო. -როგორიც იყო ისეთი დარჩა, ფუ. ალექსმა რაო? -შენი ჩამოსვლის შემდეგ რავინ მყოლიაო, სოფო კიდე გააგდო. -გასაგებია. შენც გაბრაზდი იმიტო რო წარმოიდგინე ეს 6 წელი ალექსი სხვადასხვა ქალებთან ხომ? -ლიზიკო მე თუ ვიყავი ევროპაში უკაცოდ მასაც შეეძლო გაჩერებულიყო თავისთვის. -ტასო, როგორი ბავშვი ხარ. -ვერ ხვდები ლიზიკო. მე არავისთან ურთიერთობა იმიტომ არ მქონდა, რომ გული არ მიმიწევდა სხვისკენ. მე ხომ ალექსი მიყვარდა. ის კიდე აქ... -ეჭვიანობ -აბა რას ვშვები, ლამისაა გავსკდე ბრაზისგან შენ კიდე ზიხარ აქ და მიცინი. -რა გაყვირებთ? ოთახში დაჩი შემოვიდა. -ტასომ ახლა გაიგო, რომ ალექსანდრე 6 წელი უბიწო კრავივით არ ცხოვრობდა და ეჭვიანობს. -არც გაბედო და დამცინო. -ტასო, რა საშიში ხარ, გამიცინა დაჩიმ. -მისმინე, ტასო. ყველა თავისებურად უმკლავდება მონატრებას. მთავარია, რომ მალე ქორწილი გაქვთ, თანაც ხომ იცი რომ ალექსის უყვარხარ, ლიზიკომ ხელი მომკიდა. -ეგ ვიცი მაგრამ. -არავითარი მაგრამ. -ლიზიკო სოფოს არ იცნობ? დაიწყებს ახლა ყველასთან ლაპარაკს, რომ ჩემი საქმრო მაგასთან დაძვრებოდა მე რომ გათხოვებას ვაპირებდი. -დავთხრი თვალებს მასე რომ ილაპარაკოს, გამეცინა ისე მიყურებდა ლიზიკო. -ვსო გეყოთ, უი ტასო მართლა ალექსი მისაღებში გელოდება. -რაა? მოგკლავ დაჩი. ფრთხილად გავედი ოთახიდან და ალექსის წინ ავიტუზე. -ხომ? ავხედე და თვალი გავუსწორე. -კიდევ გაბრაზებული ხარ? -ჯერ ნახევარ საათზე მეტი არ გასულა. -ანუ კიი? -არა არ ვარ. მაგრამ იცოდე... -ა? -აღარ მინდა როდესმე ნახო ეგ.. -ბრძანება შესრულებული იქნება, გამიღიმა და ხელი მომხვია. -ტასო ძალიან მიყვარხარ, და სულ მიყვარდი გესმის. ის არაფერს ნიშნავს. -ვიცი, მაგრამ მაინც "მე კაცი ვარ" არგუმენტი არ არის. -გასაგებია სერ, ისევ გამიცინა. რაღაც მომენტში მართალიც ხარ ალბათ. -რა მომენტში? -ალბათ ყველა ჯერზე ვღალატოდი ჩვენს სიყვარულს მაგრამ მაშინ ვერ ვხვდებოდი, ახლა ვიცი და ვნანობ. ჩემი გაფიქრებაც კი სხვა ქალზე უკვე ღალატია და ეს აღარასდროს მოხდება. უბრალოდ ვეღარ მოხდება ტასო. გუშინ ღამით თავიდან ბოლომდე მომაჯაჭვე შენზე, ვერ ვიარსებებ უშენოდ იცოდე, და არ მინდა გაბრაზებული იყო. -აბა მე სად მაქვს სოფოსნაირი სტაჟი... -შენ ბევრად უკეთესი ხარ გესმის, არც გაბედო და საკუთარი თავი მას აღარ შეადარო. -ჩემი ხარ ალექსანდრე ჯაჭვლიანო და არავის დავუთმობ შენს თავს გასაგებია? ტუჩებზე ნაზად ვაკოცე. -თანდათან უფრო და უფრო მიყვარდები და ბოლოს ალბათ გავსკდები შენი სიყვარულისგან, გამეცინა მის სახეზე. -წავიდეთ სახლში? -ალექს ახლა ვარ სახლში -ჩემს სახლში. -არა, ვერ წამოვალ, ხელი გავაშვებინე. -ხომ ვთქვი არ ვბარზდებიო? -არც ვბრაზდები... უბრალოდ მეორე ოთახში ჩემი უფროსი ძმაა, რომელმაც ცუდი გაბრაზება იცის. -დაჩიმ? გაიცინა. -ხო -შენი ძმა იმ ოთახში თავის საცოლესთან ერთადაა ტასო. -ვიცი და ამიტომაც დღეს მშობლებთან რჩება. ეშმაკურად გავიღიმე. -სამართლიანობა ყველაგან და ყველაფერში. -და შენ რომ ჩემთან წამოხვიდე და ისე აქ დარჩეს. -ყველაფრის და მიუხედავად ალექს ჩემი ძმა მაინც ქართველია ასე, რომ. -ხო, ალბათ მართალიცაა. დაჩი, ალექსმა გაძახა. -მოაგვარეთ? -თავისთავად, წამოდი დავლიოთ. ბიჭებს დავურეკოთ. -ხო ალექს თორე, გვაგდებენ ქალბატონები. დაგვემშვიდობნენ და წავიდნენ. ჩვენ კიდე ისევ მარტო დავრჩით. რა თქმა უნდა არ მოვიწყენდით ერთად. ^^^ დაჩის სულ ცხვირში ვადინეთ მე და ალექსანდრემ ჩვენს ნიშნობაზე მისი სიცილი. დარცხვენილი დაჩისა და ლიზიკოს დანახვაზე სასაცილო ალბათ არაფერი იყო ამ ქვეყნად. ჩემი მშობლები საკამოდ ბედნიერები ჩანდნენ, ასეც იყო. ყველაზე კარგი სიძე და რძალი შეურჩიეს შვილებმა. წვეულება დაახლოებით იმხელა იყო, როგორც ჩვენს ნიშნობაზე. მხოლოდ ერთი დიდი განსხვავებით, ნიკა არ იყო იქ. გამიკვირდა, რადგან მისი ოჯახი მოწვეული იყო. -ალექს, შეამჩნიე ნიკა არ არის. -ტასო, არ მეგონა თუ მოგენატრებოდა თორემ მანქანას გავუგზავნიდი. -ღმერთო ჩემო რა სვანი ხარ, შენთან როგორ უნდა გავძლო ნეტა? -ვითომ თვითონ არ იცი, გამიღიმა და წელზე ხელი მომხვია. ლოყაზე მაკოცა და მისი ცხელი სუნთქვა კისერში ვიგრძენი, გამაჟრიალა, გულმა ისევ გამოუშვა განგაშის სიგნალი. -ხალხი გვიყურებს. -რა დიდი სიამოვნებით გავაქრობდი სუ ყველას, რომ იცოდე. მეც ვაკოცე ლოყაზე და უცებ მოვშორდი. ამის მერე მთელი საღამო ახლოს არ ვეკარებოდი. მაგრამ მისი ყოველი გამოხედვა საოცრად მართობდა. მაგის გარდა კიდევ მქონდა საფიქრალი, მამამ გამომიცხადა, რომ ჩვენი ქორწილების შემდეგ დედასთან ერთად სამოგზაუროდ მიდიოდა და სანამ პირველი შვილიშვილი არ ეყოლებოდათ არ დაბრუნდებოდნენ. რაც შეეხება კომპანიას, იგი ჩემს მმართველობაში გადმოდიოდა. ახალი სადარდებელი,ახალი სამსახური და ქმარი. სრულიად ახალი ცხოვრება მელოდა წინ. ჩემს ფიქრებში ვიყავი, როცა სალომემ მიკროფონი მომაჩეჩა ხელში. ლიზიკომაც დამიქნია ხელი და მეც მისკენ წავედი. კი ნამდვილად სიმღერა ყველაზე კარგი გამოსავალი იყო ახლა. გავიღიმე და ამასობაში მუსიკაც ჩაირთო. მშვიდი მელოდია იყო და საშინლად რომანტიული, ალექსანდრეც სულ გაღიმებული მიყურებდა. აპლოდისმენტებიც სასიამოვნო მოსასმენი იყო. -მიყვარს შენი ხმა, ზურგს უკან გავიგონე და მისკენ მივბრუნი -იცი ტასო არაჩვეულებრივად გამოიყურები, მხოლოდ ერთი ნაკლი გაქვს -რა? ინსტიქტურად ფეხებზე დავიხედე, მაგრამ კაბა მოკლე სულაც არ იყო. ამასობაში კი თმების სიმსუბუქე ვიგრძენი. -ასე უკეთესია,ჩემი თმის საბნევი ხელში ეკავა და მიცინოდა. -ალექსანდრე ვარცხნილობა დამიშალე. -სამაგიეროდ კულულები გამოგიჩინე. ისევ გამიცინა და თმის სამაგრი კოსტუმის ჯიბეში ჩაიდო. -რა აუტანელი ხარ, ვუთხარი და გამოვბრუნდი. რომ თმა გამესწორებინა. -რა გააკეთა? მარიმ შემომცინა. -თმა გამიშალა, გიჟია. -ახლა მასე თუ მოწონს რა ქნას. ლიზიკომაც გამიცინა. -მეც არ ვიფიქრე სად გაქრნენო? ოთახში სალომეც შემოვიდა. -ჩემი პატარა დაიღალა ბავშვებო, ძალიან. -წამოწექი სალო. აწი მალე წავლენ და მერე ჩვენთვის ვიქნებით. მიცელზე ხელი გადავუსვი. -ტასო, ალექსანდრე ძალიან ბედნიერი ჩანს, ასეთი არასდროს მინახავს, შემიძლია დავიფიცო. -მეც მასე ვარ. -ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო ქმრები გვყავს -და მომავალი ქმრები, ისევ გაიცინა ლიზიკომ. ბეჭდიანი ხელი აათამაშა. -მოდი აქ, დავუკვირდი უცებ. ხელი ახლოს მომიწია. -იცი ეს რაარის? -ბეჭედია ტასო. -ეს ბეჭედი დედამ მისცა დაჩის, მომავალი ცოლისთვის. ლამაზია ხომ? -არ უთქვამს ჩემთვის,ახლა უფრო ლამაზია ვიდრე ოდესმე იყო. -სალო, ქვემოთ სიტუაცია იძაბება. ოთახში სირბილით შემოვარდა ლიკა. -რა მოხდა? -აბულაძე მობრძანდა, ალექსანდრეს ელაპარაკება რაღაცას. ნანახი არ მყავდა, თუმცა ვიცოდი ვინც იყო. სალომე დაიმანჭა და გამომხედა. -მგონი ჯობია არ ცავიდეთ ხო? ლიკას გახედა სალომემ. -ხო მათემაც ზემოტ გამომიშვა, ვერ ვხვდები რა უნდა. ფეხზე წამოვხტი და კიბეები სწრაფად ჩავიარე. ალექსანდრეს სახე დაჭიმული ქონდა, ხელები მომუშტული და ისეთი გრძნობა დამებადა, თითქოს სადაცაა წინ გადახტებაო. -მამა რა ხდება? -არ ვიცოდი ალექსთან ცუდი ურთიერთობა თუ ქონდა თორემ არ დავპატიჯებდით, მამა შეწუხებული ჩანდა. შენ იცნობ? -ვიცი ვინცაა. ალექსი უნდა დავამშვიდო. ვთქვი და გაუაზრებლად წინ გადავდგი ნაბიჯი. დამუშტულ ხელზე ხელი მოვკიდე და ფრთხილად გავაშლევინე, ალექსმა გაკვირვებულმა გამომხედა, სახე ჯერ კიდევ დაჭიმული ქონდა. თვალები ისე ავის მომასწავებლად უელავდა, რომ შემეშინდა. -ეს.. ახ რა თქმა უნდა, წრიპინა ხმით დაიწყო აბულაძემ, ანასტასია, ძალიან სასიამოვნოა შენი გაცნობა, გოგა, საშინელი სინაზით გამიღიმა და ხელი გამომიწოდა. მეც ხელი ჩამოვართვი ის კიდე უფრო ამაზრზენად მეამბორა. ალექსმა უცებ დამხია უკან. -ნუ გეშინია, ალექს, არ წაგართმევ შენს ლამაზმანს. თუ რა თქმა უნდა თავად არ მოინდომებს. ვიგრძენი ისევ როგორ დაეჭიმა ხელი ალექსანდრეს და წინ წაიწია, მეც მაშინვე მოვუჭირე ხელი და ისიც შედგა. -ა, რას იტყვი ანასტასია? კაცმა გამომხედა. როგორ მინდოდა მაგრად გამერტყა მისთვის სახეში. -უაკცრავად, მაგრამ ძალიან გთხოვთ ადგილის და ვითარების შესაბამისად მოიქცეთ. თვალი შიგ თვალში გავუყარე, მერე კი შევტრიალდი და სამზარეულოსკენ წავედი ისე, რომ ალექსისთვის ხელი არ გამიშვია. -დალიე, ცივი წყალი მივაწოდე, ჯერ კიდევ ნერვები ქონდა მოშლილი. -არ მინდა ტასო -რა გითხრა ასეთი. -დაივიწყე, უბრალოდ აქ არ უნდა იყოს და მორჩა. -დამშვიდდი კარგი? ისე მოვკიდე ხელზე ხელი მანაც ხელი გდამისვა და ოდნავ გამიღიმა. -ბოდიში თუ განერვიულე, -ალექსანდრე, არ ვიცოდი თუ არ გქონდათ კარგი ურთიერთობა, ჩემი ბრალია, მამაჩემი ოთახში შემოვიდა, -ეს დაჩიც სად გაქრა მანდამაინც ახლა. -არაუშავს ბატონო ერეკლე, თქვენ რა შუაში ხართ. -წამოდი, ალექსანდრე ჩემი მეგობარი უნდა გაგაცნო. მამამ ალექსი გარეთ გაიყვანა, მე კი თვითონ დავლიე წყალი და იქვე სკამზე ჩამოვჯექი. -სამწუხაროდ საუბრის დამთავრება ვერ მოვასწარით, ანასტასია, ისევ ის წრიპინა ხმა გავიგონე და ინსტიქტურად ფეხზე წამოვხტი. -უკაცრავად თუ შეგაშინე. -აქ რას აკეთებთ გოგა. -თქვენ გეძებდით, ძალიან მინდა გავიცნო ალექსანდრეს მომავალი ცოლი. -თუ შეიძლება სტუმრებთან დავბრუნდეთ. ვუთხარი და სწრაფად გავედი სამზარეულოდან. თვალებით ძებნა დავუწყე, მაგრამ ვერც დაცი და ვერც ალექსანდრე ვერ დავინახე. ის აბულაზე კი ისევ ჩემსკენ მოიოდა. რა მოუშორებელი ჭირიათქო ვიფიქრე და სახლიდან ბაღში გავედი. აქაც არ იყვნენ, სტუმრები კი იმის ნახევარიც აღარ იყო. სად გაქრა ყველა. გაბრაზეულმა ჩავიდუდრუნე და უკან სებრუნება, რომ დავაპირე გოგა ისევ კარში სემეგება. -ღმერთო ცემო უკან რატომ დამყვებით. -ვერა და ვერ მოვახერხე თქვენთან საუბარი. -რა საჭიროა კი მაგრამ, გამატარეტ თუ შეიძლება. -არ ცანხარ უხესი ანასტასია, ჩემი გეშინია თუ რატომ გამირბიხარ? -არ გაგირბივართ, უბრალოდ ჩემს საქმროს ვეძებ. -აჰ, როგორ შეიძლება ასეთი ლამაზი ქალის წამით მაინც მარტო დატოვება, შენს განკარგულებაში მიგულე. ალექსანდრეს ყოველთვის ეშლებოდა ქალებთან მოქცევის წესები. -თუ გგონია, რომ ალექსანდრეს ჩემს თვალში დაააკნინებ მაგ უაზრო კომენტარებით მაშინ წინასწარ გაფრთხილებ, რომ ტყუილად ირჯები. ხელის გულები მომეფხანა ისე მინდოდა გვერდზე მომესროლა და სახლში შევსულიყავი. -გასაგებია. ალბათ მიხვდი, რომ მე და ალექსს არც ისე კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვერც მე და შენ გავუგებთ ერთმანეთს. კარებიდან დაიძრა როგორც იქნა და ჩემსკენ წამოვიდა. გაუაზრებლად გვერდზე გავიწიე, ამაზე გაეცინა. -არ მითხრა, რომ ჩემი გეშინია. კიდევ უფრო მომიახლოვდა გვერდით კედელს მივეყუდე და მის უკან გავიხედე, რომ იქნებ ვინმე დამენახა. -გამატარე თუ შეიძლება. -ერთი ეს მითხარი რატომ გიჟდებით ყველა ამ ალექსზე ასე? -გოგა გამატარე, უკვე ვნერვიულობდი, სასმელის სუნი ვიგრძენი და კიდევ უფრო შემეშინდა. ნასვამი იყო. ხელი ვკარი და სახლში შევირბინე. უკან არც მომიხედავს ისე ავიარე კიბეები. -დაჩი ალექსი სადაა? -მამას კაბინეტშია ტასო რა მოხდა. -არაფერი ვეძებდი და ვერ ვიპოვე. ოთახში სკამზე ჩამოვჯექი და სალომეს გავხედე. -ბექა, აბულაძემ რა უთხრა ალექსს ასე რომ გადაირია? -უბრალოდ ნერვებს უშლიდა ტასო, ისეთი არაფერი. -გასაგებია, ისევ ალექსის ვკითხავ. ბექამ გამიღიმა და დამშვიდდიო მანიშნა. მეც თავი დავუქნიე. მალე ყველანი წავიდნენ თავიანთ სახლებში, ალექსიც. მეც ჩემს სახლში წავედი, დღეს მარტო ვიქნებოდი. ლიზიკო მშობლებთან მიდიოდა, დაჩი მამასთან რჩებოდა. მანქანა გავაჩერე და ცოტა ფეხით გავიარე. ოდნავ გრილოდა მაგრამ ჯერ ისევ ზაფხული იყო, ამიტომ არ შემცივდა. სულ აბულაძეზე მაფიქრებოდა, დათოზე. რა დაემართა დღეს ალექსს, ნორმალურად არც დამემშვიდობა ისე წავიდა. -ცოტა გვიანია მარტო ყოფნისთვის, უკან სწრაფად შევტრიალდი. -უკან მომყვებოდი? -არ მიყვრას დაუსრულებელი დიალოგები, შენ კი ისე გამექცი ვერ დავასრულეთ. -გოგა მე არაფერი მაქვს შენთან სალაპარკო. დღეს პირველად გხედავ, თანაც მარტო ყოფნა მინდა. -საქმრომ გაგაბრაზა? არაფერი აღარ ვუპასუხე და ნაბიჯს ავუჩქარე. -იცი, შენზე ესპანელებმა მიამბეს. ოსკარს ძალიან უნდა შენი ნახვა. -რაა? ესეიგი მაინც დატოვეს ალექსანდრეს კომპანია, ღმერთო რა საშინელი ადამიანი ვარ, არც კი გამხსენებია მისი პრობლემები. -ხო იქნებ წამომყვე, შენთან ლაპარაკი უნდა მხოლოდ. ახლა მართლა ვიფიქრე, რომ მეხუმრებოდა ეს კაცი. ვერ იყო ნორმალური. -არსად წამოსვლას არ ვაპირებ თქვენთან ერთად ამ შუა ღამეს. -თუ ეგაა პრობლემა მაშინ ხვალ იყოს დილას. -არ მისმენ? არ ვაპირებ არსად წამოსვლასთქო ახლა უკვე ნერვები მომიშალა და თითქმის ვუყვირე. -მომისმინე ლამაზო. ჩემი ბიზნესი ბეწვზე კიდია და დამოკიდებულია იმაზე, შენ წახვალ და ნახავ იმ დედანატირებ ოსკარს თუ არა, ამიტომ გირჩევ გონებას მოუხმო და არ გამაბრაზო, თუ გინდა შენს საქმროს კითხე როგორი გაბრაზება ვიცი. მანდამაინც ამ ალექსანდრეზე რატომ თხოვდები შენ კიდევ, მაგრამ არაუშავს მოვაგვარებთ. -რას მოვაგვარებთ ნორმალური ხარ საერთოდ? რაებს მელაპარაკები? ჩემს სახლში მოდიხარ ალექსანდრეს სანახავად... -შენს სანახავად, მე შენთან მქონდა საქმე. -რა საქმე? -ნუ გავართულებთ ანასტასია, შენ მიხვალ ოსკართან მხოლოდ ერთხელ გააკეთებ იმას რასაც გეტყვის მე კიდევ შევეცდები, რომ შენმა მომავალმა ქმარმა არაფერი გაიგოს. -გიჟი ხარ თუ ფიქრობ, რომ მაგაზე დაგთანხმდები. -მასე სწრაფად არა, ჯერ სახლში მიდი. საჩუქარი გამოგიგზავნე ნახე და მერე დაფიქრდი. ზეგ ამ დროს პასუხი მინდა იცოდე. თავი დამიკრა და წავიდა. მე გაოგნებული ვიყავი, საოცარია პირდაპირ რისი იმედი უნდა ქონოდა ადამიანს, რომელიც ასეთი მოთხოვნილებით გამოდიოდა. სახლში მალევე მივედი, და გული კინაღამ გამისკდა კარები, რომ ისევ ღია იყო. აკანკალებული შევედი შიგნით და კინაღამ ჩავიკეცე დაჩი, რომ დავინახე. -აბა არ მოვალო? -გადავიფიქრე, ტასო თუ გშია საჭმელი აღარ გვაქვს და აი რა ვნახე. შენს სახელზეა გამოგზავნილი. დაჩიმ ყვითელი პაკეტი გამომიწოდა. ახლა უკვე სერიოზულად დავფიქრდი, ნუთუ აბულაძე არ ხუმრობდა?! პაკეტი გამოვართვი და ჩემს ოთახში გავედი. საბუთები საწოლზე დავყარე და გადავათვალიერე. მერე კი უფრო გულდასმით წავიკითხე ყველაფერი. -ნაძირლები, ჯანდაბა. დავიძახე, როცა მივხვდი რაშიც იყო საქმე. ამ საბუთებში ყველაფერი იყო, რატომაც ალექსანდრეს პრობ;ემები ქნდა სამართალდამცავებთან. მომჩივანეების ჩვენებები, სასამართლოს გდაწყვეტილება, რომ უხარისხო მასალის გამო მოხდა შენობის დანგრევა და რომ ალექსანდრეს კომპანია არაფერი შუაში იყო. მერე კი ცალკე ფაილში იდო ხელმოწერილი ხელშეკრულება იმის თაობაზე, რომ ალექსანდრე პირადად იღებდა პასუხისმგებლობას თავის თავზე გამოსადეგი მასალის საყიდლად. იქვე იყო მოწმის ჩვენება, რომ ალექსანდრე ჯაჭვლიანმა თავად შეიძინა მასალა. თითქოს ეს ყველაფერი საკმარისი არ იყო, კიდევ ცალკე იდო ნობა იმის შესახებ, რომ მიწა გამოუკვლველი იყო და შეუსაბამო მშენებლობისთვის. ფაქტი ერთი იყო, საშინელი პრობლემები ექნებოდა ალექსს, დააპატიმრებდნენ კიდეც თუ აბულაძე ამ ყველაფერს პოლიციაში მიიტანდა, ამას დაემატებოდა ალექსანდრეს ცრუ ჩვენება და რამდენიმე წლიანი პატიმრობა გარდაუვალი იყო. მაშანტაჟებდა, მაგრამ ონკრეულად რას ითხოვდა ვერ ვხვდებოდი. კონვერტზე მისი მობილურის ნომერი ქონდა წაწერილი. -როგორც ვხედავ კითხვას მორჩი ანასტასია. -რა გინდა? -ასე არა ლამაზო, ხვალ დილას 10-ზე შევხვდეთ და დავილაპარაკოთ, როგორც მიხვდი ბევრი გვაქვს განსახილველი. -მოვალ. მისამართს მოვუსმინე და გავუთიშე. მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება იამზე იყო დამოკიდებლი რას მოითხოვდა ის ნაძირალა აბულაძე. ^^^ -კიდევ ერთი დადებითი თვისება პუნქტუალური ხარ, არც მიკვირს ასე რომ გადაირია ოსკარი შენზე. -საქმეზე თუ შეიძლება, გული მიმდიოდა ისე დაძაბული ვიჯექი მის წინ. -მოკლედ საქმის ვითარება ასთია ტასო. ჩემი კომპანია გასაჭირშია და დამოკიდებულია ესპანელი ინვესტორების გადაწყვეტილებაზე, რომლსაც შენ განსაზღვრავ. -რა შუაში ვარ ვერ ვხვდები. -რა შუაში და მაგ ლამაზ თვალებს რომ ატრიალებ იმ შუაში. არც მიკვირს, მაგრამ ოსკარი გაგიჟებულია შენზე, ასე, რომ ვთქვათ შენთან შეხვედრა უნდა. -რას ქვია ჩემთან შეხვდრა უნდა მე ქორწილი მაქვს მალე. -სწორედ მაგიტომ რომ ქორწლი ციხეში არ გადაიხადო, უნდა შეხვდე ოსკარს. -კი მაგრამ რად უნდა ჩემთან შეხვედრა? -მაშინ ვიქნები არაკორექტული და ყველაფერს პირდაპირ გეტყვი. ოსკართან წახვალ პაემანზე ღამეს მასთან გაატარებ და გავანადგურებ ამ სამხილებს. ფეხზე ავდექი და მოულოდნელობისგან ხმა ვეღარ ამოვიღე. -ეგ სამხილები შეთითხნილია, თუ გგონია, რომ დავიჯერებ ალექსი ასეთ საქმეს გააკეთებდა ცდები. -რისი გჯერა შენ და რისი კანონს სხვაფასხვაა ანასტასია, დაფიქრდი. რაა ასეთი ერთი ღამე, ალექსანდრეს კი ბევრი მასეთი ღამის გატარება მოუწევს ციხეში, სხვათაშორის ბევრი ვეღარც ბრუნდება უკან. თანაც არაფერი პირადული მხოლოდ ბიზნესი ლამაზო. ისევ გამიღიმა და წავიდა. მე ისევ სკამზე ჩამოვჯექი, ყველაფერი ისევ აირ-დაირია, ისევ იყო პრობლემა, მე და ალექსი სიმშვიდეს ალბათ ვერასდროს ვნახავდით. ასეთი უსაშველო რა იყო ერთი ჩვეულებრივი მშვიდი არაფრით განსხვავებული ცხოვრება მინდოდა, მიყვარდა კაცი რომელიც ჩემს მიმართ იგივეს გრძნობდა და მხოლოდ ის მინდოდა ყველას დანარჩენს თავი დაენებებინა ჩვენთვის. თვალებზე ცრემლები მომადგა, სადაც იყო გასკდებოდა ის სასოწარკვეთა რასაც ვგრძნობიდ, ამ დროს კი ჩემმა მობილურმა დარეკა. -გისმენთ, საკუთარი ხმა ვერ ვიცანი ისეთი სხვანაირი იყო. -ტასო სად ხარ? -რა იყო ალექს? -გამოგივლი სახლში და სადმე წავიდეთ რა. მანდამაინც ახლა, როცა ასეთი გადაწყვეტილება მქონდა მისაღები. -არ ვარ სახლში ალექს, მისამართს გეტყვი და მოდი. მალე ალექსანდრე ჩემთან იყო,, შიგ თვაებში მიყურებდა და სად წამეღო ჩემი ფიქრები აღარ ვიცოდი. გული შემიქანდა ქორწილზე ლაპარაკი, რომ დაიწყო. -16 ივლისი ტასო რას იტყვი. -ეგ ხომ 1 კვირაშია ალექს? -მე მინდა რაც შეიძლება მალე დავქორწინდეთ, რომ ყოველ დილას გნახო ჩემს გვერდით გაღვიძებული. შეძლებისდაგვარად გავუღიმე და თვალები დავხარე. -ტასო რაღაც არ მომწონხარ, რა გჭირს? -თავი მტკივა, უცებ გამოვაცხვე ყველაზე ბანალური ტყუილი. -წავიდეთ რა აქედან. მთელი დღე დამატარებდა აქეთ-იქეთ, ხან ქორწილის ადგილები მანახა და უნდა ამერჩია, ხან კიდე მისი საყვარელი ადგილები შემომატარა. -კიდევ არ გადაგიარა თავის ტკივილმა -კარგად ვარ, დავიღალე მხოლოდ. მასთან სახლში რომ მივედი სავარძელში ჩავჯექი და სახე ხელებში ჩავმალე. ვერც კი შევამჩნიე ისე მომიახლოვდა და გვერდით მომიჯდა. -შენ რაღაც გჭირს, თავი გულზე დავადე და ჩემს კულულებს დაუწყო თამაში. ასე მტკივნეული არასდროს ყოფილა მისი მოფერება. თითქოს უკანასკნელი იყო. თითქოს აღარასროს ვიქნებოდი მასთან ბედნიერი. ორივე ვარიანტი ჩვენთვის დამღუპველი იყო. ამ წამს ერთ რაღაცას მივხვდი, და სული მეტკინა. მის სიახლოვეს ვეღარ ვჩერდებოდი. -ტასო, ჩვენ ხომ ერთი მთლიანი ვართ, მითხარი რა გაწუხებს რა. შენ იმდენად ხარ ჩემი რომ მაინც გავიგებ. თავზე მაკოცა და კიდევ უფრო მიმიხუტა. ცხვირი კისერში მივაკოსე და წამოსული ცრემლები უკან დავაბრუნე. -არაფერი ალექს, მართლა. გუშინ არ მეძინა, თან დღეს მთელი დღეა დავდივართ და დავიღალე, ახლა სახლში წავალ და დავიძინებ. -წახვალ? -ხო უნდა წავიდე. -წამოდი წაგიყვან, ხელი მომკიდა და გარეთ გამიყვანა. სახლში წაყვანაზე, რომ უარი მეთქვა კიდევ უფრო დაეჭვდებოდა ამიტომ გაჩუმება ვარჩიე. ისე თბილად, სიყვარულით სავსე მზერით დამემშვიდობა, რომ კინაღამ იქვე ავქვითინდი. კიბეები სწრაფად ავიარე და სახლში შევედი. -ტასუნა მოსულა, ლიზიკომ დაიყვირა მისაღებიდან ის და დაჩი ფილმს უყურებდნენ. ცრემლები ჯერ კიდევ მებრძოდნენ და წამოსვლას ლამობდნენ. -მე დავიძინებ, თქვენ ჩუმად იყავით, ვთქვი და ჩავიარე. ლოგინამდეც კი ვერ მივაღწიე, იქვე ჩავიკეცე კარებთან და მთელი დღის შეკავებულ ცრემლებს გზა მივეცი. ვიცოდი უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ალექსს ორივე შემთხვევაში ვკარგავდი. მაგრამ მისი ციხეში ხილვა უფრო საშინელება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ის არასდროს მაპატიებდა ოსკართან იმ ერთ ღამეს მიზეზი რაც არ უნდა ყოფილიყო, მაინც სწორი გამოსავალი ესღა იყო. მეორე შემთხვევაში მე ვერ ვაპატიებდი საკუთარ თავს ვერასდროს ალექსი, რომ ციხეში მენახა. -ტასო, არ გშია. ოთახში დაჩი შემოვიდა. -რა გჭირს? ალექსიმ გაწყენნა? -არა დაჩი კარგად ვარ, შევეცადე სახე დამემლა. -ხო და მაგირტომაც ზიხარ იატაკზე ტირი ხომ? რა გჭირს? -ახლა არ მინდა ამაზე ლაპარაკი მერე იყოს რა. დაჩიმ შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა. ცოტათი კი გამიკვირდა მისი ასეთი დამყოლი საქციელი, მაგრამ ამაზე ფიქრის თავი აღარ მქონდა. ისევ შინაგან ჭიდილში ვიყავი, ახლა ალექსის პოზიციიდან დავიწყე ფიქრი. მას ხომ ერჩივნა ციხეში წასულიყო, ვიდრე მე ოსკართან ვყოფილიყავი. რა უბედურებაა ეს, ერთი ბეწო სიმშვიდე არავის ემეტებოდა ჩემთვის? თითქმის პანიკაში ვიყავი, სასწრაფოდ სააბაზანოში შევედი და ცივი შხაპი მივიღე, ოდნავ აზრზე მომიყვანა და საღად აზროვნების საშუალება მომცა, მაგრამ საფიქრალი რა იყო, როცა გადაწყვეტილება პირველივე წამს მიღებული მქონდა. ამ ღამესაც ვერ დავიძინე. დილას ისევ ალექსმა დამირეკა. -ტასო, დღეს შეიძლება სამსახურში მოგიწიოს მოსვლა. -რატო? -პრობლემა სამართალდამცავებთან გახსოვს? რაღაც დამატებითი სამხილები უნახიათ და შემოწმებაზე მოდიან. გული გადამიცივდა კინაღამ. ჩემი გადაწყვეტილება შეცვლას აღარ ექვემდებარებოდა. -გამაგებიე რა იქნება ალექს. ყურმილი გავუთისე და გოგას დავურეკე. -არ მითხრა, რომ უკვე მიიღე გადაწყვეტილება? -სად და როდის? საკუთარმა ხმამ გამაოცა ისეთი ცივი იყო. -ასეც ვიცოდი ლამაზო, შენ მე და ალექსი გადაგვარჩინე. -სად და როდისმეთქი. -დღეს 8ის ნახევარზე იქ სადაც ჩვენ ვიყავით გახსოვს. -მახსოვს, ვუთხარი და გავუთიშე. მე ძლიერი ვარ, შევძლებ ამის გაკეთებას. ალექსიც იგივენაირად მოიქცეოდა. მერე ვინ იცის იქნებ მართლა მაპატიოს. ღმერთო რა სულელი ვარ. ასეთებს არ პატიობენ, ასეთებს ვერ ივიწყებენ. ისევ წამომივიდა ცრემლები, მაგრამ ამჯერად მათი შეკავება შევძელი. შუა დღეს ოთახიდანაც გავედი. სახლში მარტო ვიყავი, მადლობა ღმერთს ამაში მაინც გამიმართლა და აღარ მომიწევდა ახალ ახალი ტყუილების გამოცხობა. საღამოს სახლიდან გავედი და ფეხით დავადექი გზას, ასე უფრო მომზადეული ვიქნებოდი. თითქოს ჩემს თავს არ ხდებოდა, მე არ მეხებოდა ეს რეალობა. არ შეიძლებოდა ყველაფერი ასე ცუდად ყოფილიყო. ფეხები ამიკანკალდა და ისევ ცრემლები მომადგა რესტორნის ფანჯრიდან რომ მაგიდასთან მარტო მჯდარი ოსკარი დავინახე, ისეთი გახარებული სახე ქონდა. ვერაფრით გადავდგი ფეხი, ხელიც ვერ გავანძრიე რომ კარები გამეღო. ასე ვიყავი გაშეშებული და ცრემლები მომდიოდა თვალებიდა. ქარმა დაუბერა, თითქოს გამომაფხიზლა. გამახსენდა, რომ ალექსანდრეს ბედი წყდებოდა "ძლიერი ხარ" კიდევ ერთხელ შევუძახე ჩემს თავს და წინ ერთი ნაბიჯი გადავდგი. -რას აპირებ შენი აზრით? ზურგს უკან ყველა ხმაზე უფრო მკაცრი ხმა გავიგონე და შეკავებული ცრემლები უცებ წამომცვივდა. მისკენ შევტრიალდი , მაგრამ არ მქონდა ძალა თვალებში ჩამეხედა. მერე უცებ მისი ძვირფასი სუნამოს სურნელი ვიგრძენი და გულისცემა რომელიც ასე ახლო იყო. მისი ხელები ჩემს წელზე. -დამშვიდდი ტასო, რა გთხოვ. ხელები კისერზე მოვხვიე და ჩემმა ცრემლებმა სულ დაუსველეს პერანგის საყელო. -ჩაჯექი, მაქანის კარები გამოაღო და მეც მის ნებას დავყევი. გვერდით რომ მომიჯდა, მხოლოდ მაშინ მივხვდი რას ვაკეთებდი. -ალექს არ შეიძლება, ისინი... მე უნდა გადავიდე. გააჩერეთ მანქანა. მძღოლს გავძახე და ალექსანდრეს გავხედე. -მაგაზე სახლში ვილაპარაკებთ, მშვიდად მიპასუხა და გვერდზე გაიხედა. მე კი ვერაფრით ვაჩერებდი ცრემლების ნაკადს თვალებიდან. მანქანიდან ისე გადავიდა ერთი სიტყვაც არ უთქვამს, მეც მორჩილად გადავყევი უკან. სახლში წყალი მომაწოდა და ჩემს წინ დაჯდა. -სულ გადაირიე? შევხტი ისე დაიყვირა. -შენ გეკითხები ანასტასია, სულ შეიშალე? რამ გაფიქრებინა, რომ ამის გაკეთების უფლებას მოგცემდი. შენ.. შენ.. -ალექს, ისინი დააჭერინებენ შენს თავს. -ამიტომ ოსკარს ლოგინში უნდა დაუწვე? ძლიან კარგად იცოდი, რომ ეს ჩვენი დასასრული იქნებოდა ხომ ასეა? -სხვა უფრო მნიშვნელოვანი იყო. -ნუ გამაგიჟე ადამიანო რა იყო უფრო მნიშვნელოვანი? რომ არ მოვსულიყავი შეძლებდი მაგის გაკეთებას? გამომცდელად ჩამხედა თვალებში და თითქოს ჩემში რაღაც ძალამ იფეთქა. მეც ავდექი ფეხზე და ზუსტად მის წინ გავჩერდი. -დიახ გავაკეთებდი, ერთხელ კი არა 100ჯერ გავაკეთებდი. ამაზე უარესებსაც გავაკეთებდი იმისთვის რომ ციხეში არ მენახე ალექსანდრე და თავადაც კარგად ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა ჩვენი დასასრული. -და მზად იყავი ყველაფერი წამში გაგენადგურებინა? -მე არ მინდოდა გისოსებს იქით მენახე. -ჩემთვის უნდა გეთქვა, -ხო და შენი ხელით მიმიყვანდი ოსკართან არა? -არა რა თქმა უნდა. გეტყოდი, რომ შეგვიძლია კანონის ძალით მოვაგვაროთ. -მოიცა, შენ სადიან აღმოჩნდი იქ? -საიდან და შენს წამოსაყვანად მოვედი. -რა იცოდი, რა ხდებოდა? ალექსანდრემ ერთი ამოიხვნეშა და ჩემგან ზურგით შებრუნდა. -ალექსანდრე შენ გეკითხები. ხმა ამიკანკალდა პასუხის მოლოდინში. -დაჩიმ შენზე ადრე ნახა ის საბუთები და დამირეკა. ჩვენ ვიცოდით. რაღაც ძალამ უკან დამხია, თითქოს უხილავი კედელი წამში აიგო ჩემს და ალექსს შორის. -იცოდი? მაშინ როცა მთელი დღე ქორწილზე მელაპარაკებოდი ხვდებოდი რატომაც ვიყავი ცუდად და წარბიც არ შეგიტოკდა ისე მატყუებდი. ხმა გამეყინა, შინაგანად გავცივდი თითქოს. -ნეტა ეს არ გამეგო და ის მომხდარიყო რასაც ვაპირებდი, ჩემდაუნებურად ჩავილაპარაკე ისე, რომ ალექსისთვის არ ამიხედავს. -რას ამბობ? მის ხმაში გაციება შევამჩიე და მხოლოდ ახლა ავხედე. -რატომ? რას ამოწმებდი? გაინტერესებდა შენს გამო რამდენზე წავიდოდი? გამოცდა მომიწყვე? -უბრალოდ მინდოდა შენ თვითონ მიმხვდარიყავი, რატომ გაგიშვი მაშინ ბრიტანეთში. მინდოდა გეგრძნო, რომ როცა გიყვარს არ დაეძებ საკუთარ ბედნიერებას მხოლოდ იმ ერთზე ფიქრობ. -არც გაბედო და სიყვარული არ ახსენა, საერთოდ აღარასდროს არ მიხსენო. ეს რა სიყვარულია? მე არ მჭირდებოდა დამტკიცება, ისედაც მჯეროდა შენი და ვამაყობდი რომ ასე გიყვარდი. რა სულელი ვარ, ალექსანდრე მე მართლა მერჩივნა ოსკართან გამეტარებინა ეს ღამე ვიდრე ახლა აქ ასე ვმდგარიყავი, საშინლად იმედგაცუებული შენში. რამდენიმე წამი გავჩერდი, შემდეგ კი ადგილს მოვწყდი და სირბილით გავიქეცი სახლში. რამდენი ხანი ვირბინე არ მახსოვს, მაგრამ სახლში ავვარდი და კარები ისეთი ძალით მივაჯახუნე დაჩი და ლიზიკო მაშინვე გამოვარდნენ მისაღებში. -შენ მნახე იმ დღეს, შემხედე როგორ ვიყავი და მაინც არაფერი მითხარი. დაჩის თვალებში ჩავხედე და საშინლად დავიბენი როცა დანაშაულის გრძნობის ოდნავი კვალიც ვერ აღმოვაჩინე იქ. -ალექსმა სიმართლე გითხრა? ლიზიკო ჩემსკენ წამოიწია. -შენც იცოდი? ლიზიმ თავი დამიქნია. თვალები ისევ ამევსო ცრემლებით.. -ტასო, არ გაართულო რა ეს მხოლოდ ხუმრობა იყო. მასთან ახლოს მივედი და მხოლოდ მაშინ მივხვდი რასაც ვაკეთებდი ხელის გულების ქვეშ მისი ლოყა, რომ ვიგრძენი. -იმედია ამად ღირდა ეგ ხუმრობა და ბევრი იცინეთ. შვება მაინც ვერ ვიგრძენი. ყველაზე უსუსურ ბავშვად წარმომიდგა ჩემი თავი, რომელსაც არ შეუძლია მარტომ მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელიც სულ სულ მარტო დარჩა. ქუჩაში მივდიოდი და არ ვიცოდი სად. უკვე აღარავინ იყო ვისაც ვენდობოდი, ყველამ მომატყუა. საშინლად დამცინეს. ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ოჯახი გამიკეთებდა. ეს ასე იყო. ალექსანდრე და ლიზიკო უკვე იყვნენ ჩემი ოჯახის წევრები და ჩემი ძმა, რომელიც მუდამ მიცავდა მაშინ გამიცრუა იმედი, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა მისი დაცვა. რომელიღაცა ბაღში რომელიღაცა სკამეიკაზე ჩამოვჯექი და სახე ხელბში დავმალე. ასე უფრო ნაკლებად ვგრძნობდი ჩემს უსუსურობას. გონს რომ მოვედი საკმაოდ ციოდა. აი სულში რომ ატანს იმ სიცივით, ფეხზე ავდექი დ დავბარბაცდი, თვალები ამეწვა, ალბათ ჩაწითლებული მექნებოდა. ისევ ფეხით დავადექი სახლისკენ გზას. თითქოს მნიშვნელობა დაკარგა ყველაფერმა, უბრალოდ სახლში მისვლა და დაძინება მინდოდა. თანდათან უფრო და უფრო აცივდა, მზის პირველი სხივები გამოჩნდნენ. სახლში, რომ მივედი. კარები ღია იყო, შიგნით კი არავინ. ალბათ წავიდნენთქო მხრები ავიჩეჩე და აბაზანაში შევედი. სულ ცოტაც და ალბათ წყლის ქვეშ დამეძინებოდა, მაგრამ მალევე მივაღწიე ფუმფულა ლოგინამდე. ასე მოუსვნერად და ცუდად მას შემდეგ არ მძინებია რაც საქართველოში დავბრუნდი, ყოველ წუთში მეღვიძებოდა. ბოლოს ამ წამებას მოვეშვი და ლოგინიდან თავი ავწიე. საათს გავხედე და 2 სრულდებოდა. სამზარეულოში გავედი, ჩაი ავადუღე და ნუშის ორცხობილები მოვიმარაგე. კარების გაღების ხმა გავიგონე, მაგრამ შევეცადე არ შემტყობოდა, რომ მაინტერესებდა ვინ იყო. -სახლში ხარ? ლიზიკომ განწირული ხმით წამოიკივლა უცებ. -როგორც ხედავ. საჩვენებელი თითი ამიწია და გაჩერება მანიშნა, მერე კი მობილურზე დარეკა და ვიღაცას უთხრა, რომ სახლში ვიყავი. თან ისე მიმზერდა მეგონა სადაცაა აფეთქდებოდა. -ახლა ჩემი ლექციების მოსმენა მოგიწევს ქალბატონო, წინ დამიჯდა. მე კი წამოდგომა ვცადე. ლიზიკომ ხელზე მაგრად დამქაჩა და სკამზე დამაგდო ისევ. -ნუ მაფიქრებინებ, რომ ჩემი ხელი დაგაკლდა ამ 1 წლის მანძილზე ტასო. რას გავს შენი საქციელი? -ჩემი საქციელი? -დიახაც შენი. შუაღამეზე სახლიდან გარბიხარ, მობილურს სახლში ტოვებ. სად არ გეძებეთ, ბიჭებმა მთელი ქალაქი მოიარეს რამდენჯერმა. შენ კიდე აქ მშვიდად მიირთმევ შენს ორცხობილებს ჩაისთან ერთად. -რა გინდა ლიზიკო? -გაიზარდე გენაცვალე და ის. აღარ ხარ 16 წლის ბავშვი ყველაფერი რომ გეპატიებოდა, შენ ქალი ხარ გესმის, ქალი, რომელიც თხოვდება და მეტი მოეთხოვება მას. ერთი უბრალო ხუმრობა ვერ აიტანე ტასო... -ხუმრობა ლიზიკო? კინაღამ ჭკუიდან გადავედი ეს 2 დღე. -დამიხედეთ ამას 2 დღე თურმე. დიდი ამბავი. რატომ არ უთხარი ალექსანდრეს სიმართლე? -რაა? -ხო შენ ხომ ითხოვ არაფერი დაგიმალოს, რატომ დაუმალე? -იმიტომ, რომ არ გამიშვებდა. -მაშინ მის ყველა ადრინდელ საქციელს მოუძებნე ახსნა ტასო. არ მინდა შეცდომები დაუშვა და მერე ინანო, ხმა დაუმშვიდდა ლიზიკოს ხელი მომკიდა და მითხრა. -ალექსანდრე ჭკუიდან კინაღამ შეიშალა, დაჩიც ნერვიულობდა, მეც. თავიდან გვეგონა, რომ ისევ აბულაძემ წაგიყვანა. -ლიზიკო მე მართლა გავბრაზდი, ეს ძალიან ბოროტი ხუმრობა იყო. -შეიძლება, მაგრამ ეს შენს საქციელს არ ამართლებს. ალექსმა აბულაძესაც და უფრო ადრე დათოსაც მიუჩინა თავისი ადგილები. როგორ გგონია დათო რატო აღარ გაწუხებს? მას უყვარხარ ისეთი როგორიც ხარ ტასო, შენც მიიღე შენი მომავალი ქმარი ისეთი, როგორიც არის და არა ისეთი როგორიც წარმოგიდგენია. -მე ისეთი ალექსანდრე მიყვარს როგორიც რეალურადაა. -მემგონი გაიგე ხომ რაც გითხარი? -გავიგე, ანუ მთელი ღამე მეძებდით?დაჩი სადაა? -დავურეკე და მოვლიან ალბათ მალე. მალე არა, მაგრამ რამდენიმე საათში მართლაც მოვიდა, მარტო დაჩი. თავიდან მეწყინა ალექსანდრე რომ არ მოყვა, მაგრამ მერე მართლა ვიგრძენი თავი დამნაშავედ. ზედმეტად გავაბუქე ყველაფერი, გრძნობებს ავყევი და ვეღარ გავაკონტროლე საკუთარი თავი. იმით დავიწყე, რომ დაჩის ბოდიში მოვუხადე სახეში გარტყმისთვის, ეს მართლა არ უნდა გამეკეთებინა, ძალიან შევტოპე. უკვე ბნელოდა ალექსანდრეს სახლთან რომ მივედი, კარები დაუკაკუნებლად შევაღე და მისაღებში შევაბიჯე. ალექსი მარტო იყო. სასმელის ჭიქას ხელში ათამაშებდა და უსასრულობაში იყურებოდა. ისეთი დაღლილი სახე ქონდა ასმაგად უფრო შემრცხვა ჩემი საქციელის, ახლოს მივედი და ჩავახველე. თითქოს გამოფხიზლდაო, თავიდან უაზრო თვალები მომაპყრო მერე თანდათან მზერა დაეწმინდა და ახლა უკვე ნათლად იგრძნობოდა მასში წყენა. -ალექს, მე...მე.. ნუ მიყურებ რა მასეთი თვალებით, მაბნევ. -არ გიყურო? ძველებური, მკაცრი ხმით მითხრა. -მიყურე ოღონდ ისე როგორც მიყურებდი, გაბრაზებულმა არა. -რაღაცას ამბობდი. ხმა საერთოდ არ შეიცვალა ისევე როგორც მზერა. -ვიცი, რომ ბავშვურად მოვიქეცი, ტყუილუბრალოდ განერვიულეთ და ბოდიშს გიხდი. გრძნობებს ავყევი და საერთოდ არ დავფიქრებულვარ შედეგებზე. ცოტა ხანი გაკვირვებული მიყურებდა მერე კი მზერა უფრო გაუმკაცრდა ვიდრე მანამდე. -ანუ აღარ გირჩევნია ოსკართან ყოფნა ჩემს წინ დგომას? გავშტერდი, თითქოს გავიყინე ადგილზე. ის ახლაც განსხვავებული იყო, ახლაც თავისებურად ღრმად მგრძნობიარე. რა თქმა უნდა ალექსანდრე არ დაეძემდა ჩემს გამო გათენებულ ღამეს, არც იმას, რომ ქალაქი შემოიარა ჩემს ძებნაში და არც ჩემს ბავშვურ სისულელეს. მას მხოლოდ ჩემმა სიტყვებმა ატკინეს გული, რაც ყველა ღალატზე უფრო უარესი იყო. ახლა უკვე მთელი სიმძაფრით შევიგრძენი ჩემი სისულელე და თვალები ცრემლებით ამევსო. ენაც ვერ ამოვატრიალე პირში, რომ ამეხსნა, მეთქვა რეალურად რომ არ იყო სიმართლე ის რაც ვთქვი, მხოლოდ გაბრაზების ბრალი რომ იყო, მაგრამ ამის მაგივრად გაშეშებული ვიდექი ერთ ადგილზე და უაზრო, ცრემლიანი თვალებით მივშტერებოდი ჩემში ნამდვილად იმედგაცრუებულ ალექსანდრეს. ცრემლები წამომივიდა და თავიც დავხარე. ისევ ბავშვურად ვიქცეოდი. -თუ სახლში წასვლა არ გინდა, შეგიძლია ზემოთ ახვიდე და დაწვე, გეტყობა არც შენ გიძინია. მე მალე მოვალ. მითხრა და სამზარეულოსი გავიდა. ისეთი ცივი და არაფრისმთქმელი იყო მისი ხმა, რომ შემცივდა. გაუაზრებლად ავიარე კიბეები და მის ოთახში შევედი. საწოლზე დავჯექი და ცრემლიანი თვალები ხელის გულებით ამოვიწმინდე. ამ ღამეს ასე ვერ დავასრულებდი. ალექსს თუ შეეძლო ჩვენი სიყვარულის დაცვა, მაშინ მეც შემეძლო მისი გულის მოსაბრუნებლად ყველაზე ელემენტარული გამეკეთებია, ჩემი გრძნობები გამომემჟღავნებინა. რამდენიმე წუთში საწოლიდან წამოვხტი და კიბეები ჩავიარე. ალექსანდრე ისევ მისაღებში იჯდა დივანზე. გაუბედავად მივუახლოვდი და მის წინ ჩავიმუხლე. -ჩემი პასუხია არა და არა აღარ. შემიძლია დაუსრულებლად შეუსვენებლად ვიდგე შენს წინ, მთელი ქვეყნიერების წინაშე, რომ იყო დამნაშავე მაინც. შემიძლია ყველა და ყველაფერი დავივიწყო, მაგრამ შენ ვერა და არაც. შენ ისეთი, როგორიც ხარ სრულყოფილებაა ჩემთვის და არ მინდა ამაში ეჭვი შეგეპაროს. ერთადერთი რასაც ვერ ავიტან ისევ შენი ცივი გამოხედვაა, თუ ჩემზე არ იზრუნებ და ჩვეულ სითბოს არ დამანახებ ვერ გადავრჩები. მე შენზე მოჯაჭვული ვარ და ნელ-ნელა შიგნიდან შემჭამს ის აზრი, რომ იმედი გაგიცრუე, რომ გული გატკინე. შენ თუ რამე გეხება ის პირველ რიგში მე მტკენს, ამ ქვეყნიერების ყველაზე მძაფრი გრძნობებით განვიცდი შენს ცუდად ყოფნას, მინდა ვიცოდე, რომ გიმსახურებ და ჩემი ამ აღსარებით შევძელი შენთვის მეთქვა, რომ ვერც ერთი მამაკაცი ამ ქვეყნად ვერ შეცვლის შენს სახეს ჩემს გულში. იმდენად ღრმად გაქვს ფესვები გამდგარი, რომ შენ უფრო ხარ ჩემში ვიდრე მე. ალექსანდრე ჯაჭვლიანო არაამქვეყნიური, უსასრულო სიყვარულით მიყვარხარ, ჩემთვის იმაზე ბევრად მეტი ხარ ვიდრე ყველაფერი. ნელ-ნელა დავაკვირდი სახეზე მის ცვლილებებს, რომელიც არ ეტყობოდა. -ზემოთ ადი ტასო. დახშული ხმით მითხრა და მეგონა მუცელში ხანჯალი გამიყარეს. შინაგანად გავიყინე, ისევ მომენტალურად ამევსო თვალები ცრემლებით ის კი არც მიყურებდა. ალექსანდრე წინ ჩამუხლული უაზროდ ვარწმუნებდი თავს იმაში, რომ შემეძლო სიტყვებით დანაშაული გამომესყიდა მაგრამ არა... ეს ხომ ალექსანდრე იყო, თავისებურად განსხვავებული და ღრმა გრძნობებით სავსე. ^^^ ბალიშს ისე მაგრად ვუჭერდი ხელს, რომ სახსრები მეტკინა. თვალებიდან ცრემლების ნაკადი ვერაფრით შევაჩერე. თითქოს ნათლად ვგრძნობდი თანდათან როგორ მშორდებოდა. მის სახლში, მის ოთახში ვიყავი და მის ბალიშზე მედო თავი. ემბრიონის ფორმა მივიღე, რომ შინაგან კრუნჩხვებს გავმკლავებოდი და ხმამაღლა ღრიალი არ დამეწყო. უცებ კარები გაიღო და ჰოლიდან შუქი შემოვიდა, შავი სილუეტიც გამოჩნდა, მაგრამ დაბინდული თვალებით ვერ გავარჩიე მისი სახე სიბნელეში. მერე კი სიარულის მანერით მივხვდი, რომ ალექსი იყო, კარები დახურა და მომიახლოვდა. სუნთქვაც კი შევწვიტე მის მოლოდინში. შუბლი მოხრილ მუხლებზე მომადო და ქვემოდან ამომხედა, მგონი გამიღიმა. ბალიშზე ხელები გამაშვებინა და ხელის გულზე მაკოცა. მისი ტუჩების შეხებისას ამოვისუნთქე, ცხადად დავინახე როგორ დაინგრა კედელი ჩემს და მასში შორის. თვალები მაგრად დავხუჭე და გავახილე ხომ არ მელანდებათქო. -რა ვქნა, რომ ასეთი ბავშვურად გულუბრყვილო მიყვარხარ. სითბო.. წამსვე დავიჭირე, მხოლოდ ორჯერ დამელაპარაკა მის გარეშე და ისე შევისრუტე ეს ნაწილი მისი ხმის თითქოს ჩემი გადარჩენის ერთადერთი შანსი ყოფილიყოს. -როგორ გაიზარდე ისე რომ არ შეიცვალე ა? ტასო, არ მელაპარაკები? ხმას როგორ ამოვიღებდი იმდენი ემოციით ვიყავი სავსე, რომ ღრიალს მოვრთვადი პირი რომ გამეღო. ლოგინიდან ავდექი და ხელები მაგრად შემოვხვიე კისერზე, ისევ დავუსველე საყელო ცრემლებით. სინაზე... ნაზად მისვამდა თავზე ხელს. მერე კი საწოლზე დამაწვინა. -ჩემი ბალიში დამიბრუნეთ ქალბატონო , თქვენ კი თქვენი აიღეთ. გამიღიმა და თავი მის მკერდზე დამადებინა. -შენ მე პირველად მითხარი, რომ გიყვარვარ იცი?? ამოუცნობი ხმით მითხრა და მე გამეღიმა. კისერში ვაკოცე და მისით გაჟღენთილი ჰაერი შევისრუტე. ყოველგვარი შფოთის, დისკოფორტის გარეშე მეძინა, ყველაზე ბედნიერმა და სავსემ გამოვიღვიძე. ალექსანდრეს ხელები ისე მაგრად მიჭერდა ძლივს გავთავისუფლდი, მერე კი მის მშვიდად მძინარე სახეს ვერ მოვაშორე თვალი. ბოლოს მაინც ვერ მოვითმინე და კოცნით გავაღვიძე. ^^^ -"2013 წლის ორი საოცრება" ლიზიკომ ხმამაღლა წაიმღერა ჟურნალის მთავარი სტატიის სათაური და კმაყოფილმა გამომხედა. -მოისვენე და მომიყევი ერთი წუთით როგორი იყო თაფლობისთვე? -ხომ უყურებ რა მაგარი ქორწილები გვქონდა შენ კიდე გადახდაც არ გინდოდა, კიდე კაი მე და დედაშენმა რომ დაგაძალეთ, თორემ ის შენი ქმარიც ყველაფერში გეთანხმებოდა. -ლიზიკოოოო, გაჩერდი. მითხარი როგორი იყო შენი და დაჩის თაფლობისთვე. -უსაზღვროდ, აი სშინლად კარგი. ხანდახან საკუთარი თავის მშურს ისეთი ბედნიერი ვარ. -კარგი იყო და გრძელიც ლამაზო. -რა მოხდა 3 კვირა ჩემთვის არ გემეტებოდა? გამიცინა ლიზიკომ, მისი ცისფერი თვალები ბედნიერებისგან ბრწყინავდნენ. -შენთვის ბედნიერების უსასრულობა მემეტება. დეტალები მაინტერესებს ლიზიკო. -დეტალები?? შენ მომიყევი დეტალები? არც მე მოგიყვები. ანდა კაი კაი. ერთ ამოსუნთქვაში მოყვა მთელი თავისიგრძნობები და განცდები. თავისი ბედნიერებით დამათრო. -ძალიან კარგია შენთან მაგრამ, დაჩი მომკლავს ახლა რომ სახლში არ გაგიშვა. თანაც მეც მყავს ქმარი და უნდა ვნახო. ჩემი ყოფილი ბინიდან გამოვედით და ჩვენ-ჩვენ მანქანებში ჩავჯექით. ჩემი და ალექსანდრეს ქორწილიდან ორ თვეზე ცოტა მეტი იყო გასული. ჩემი ახალი ცხოვრება ყველაზე ზღაპრული იყო ყველა ზღაპარს შორის. ახალი კომპანიაც ზუსტად ჩემთვის იყო შექმნილი და ქმარიც ხომ ჩემთვის იყო გაჩენილი. -სად ხარ ალექს? -თათბირზე შევდივარ, დაესწარი რა შენც მოისმინე, მერე რაღაც უნდა გკითხო. მითხრა სწრაფად და მობილური გამითიშა. რაღაც ახალ პროექტს იწყებდნენ და უნდოდა მეც ვყოფილიყავი საქმის კურსში. -ლია აქ ალექსი ზის? -კი ანასტასია, თავი დამიქნია ალექსის მდივანმა. მეც ერთად დადებულ დოკუმენტებს ერთი დავამატე, რომელსაც ორი დღეა დავატარებ და ვერაფრით მოვახერხე ალექსისთვის მეთქვა ამ ახალი პროექტის გამო. ჩემს ადგილზე დავჯექი და იმდენად ველოდი როდის გახსნიდა ჩემს დადებულ კონვერტს ალექსი, რომ მისი ლაპარაკიდან ერთი სიტყვაც არ გამიგონია. მას კი არც დაუხედავს მაგიდაზე. -ახლა სადღა მიდიხარ? -შეხვედრა მაქვს, როგორც კი გავთავისუფლდები შენი ვარ მხოლოდ. ყურში მითხრა, ლოყაზე მაკოცა და საბუთებიანად გარეთ გავარდა. იმ საბუთებში ერთი ჩემიც იყო, ჩვენი. მობილურზე მივწერე, რომ მის ოფისში დაველოდებოდი და მთელი მოთმინება მოვიკრიბე რაც კი მებადა. დაახლოებით ნახევარი საათი მომიწია ლოდინი და ამ დროის განმავლობაში ვიცოდი უკვე რამდენი ნაბიჯი იყო ალექსანდრეს სკამიდან მის დივნამდე, ფანჯრამდე, კარებამდე და ა.შ. ბოლოს ფანარაში ხედს გადავხედე და უკან არ მოვბრუნებულვარ როცა კარი გაიღო. ნაბიჯების ხმაზე მაინც ვცნობდი, რომ ალექსანდრე მოვიდა. გულის ცემა ამიჩქარდა, სუნთქვა თითქმის შევწყვიტე. ოდნავ შევკრთი ხელი რომ მომხვია უკნიდან და თავი ჩემს კისერში ჩამალა. ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე, როცა მისი ძლიერი ხელები ვიგრძენი ჩემს მუცელზე. -შენ მე არამქვყნიური ბედნიერებით მავსებ, სულ სულ ჩუმად მითხრა ყურში ჩემთვის ყველაზე ხმაურიანი სიტყვები. -როდის გაიგე? -ორი დღის წინ. -მერე ორი დღე ამას მიმალავდი? სწრაფად შემომატრიალა და მის თვალებში ნათლად დანახულმა ბედნიერებამ დამამუნჯა. -ცოტა ნელა, ვერ მოვახერხე, მაგრამ ახლა ხომ იცი. -გოგოა თუ ბიჭი? -შენი აზრით შენს გარეშე ეხოსკოპიაზე წავიდოდი? თანაც ჯერ ადრეა, ერთი თვისიც არაა. -როდის შეიძლება, რომ გავიგოთ? გამეცინა. -არ ვიცი,ზუსტად. შეხვედრაზე გაგვიანდება ალექს, ვუთხარი და ძლიერად ჩავეხუტე. -შუა შეხვედრაზე გავხსენი შენი საჩუქარი და თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი იქედან. ხმამაღლა გამეცინა ამაზე. -ბოდიში. კისერში ვაკოცე და მისი ჰაერი შევისუნთქე. -ვინ იცის კიდე? ლიზიკო გაგიჟდებოდა, შენს მშობლებს ცოტა მალე მოუწევთ დაბრუნება ხომ? -მხოლოდ მე და შენ ალექს, მხოლოდ ჩვენ ვიცით. პირველი შენ გითხარი. ისევ მომხვია ძლიერი ხელები და ვიგრძენი სწრაფი გულის ცემა, აჩქარებული სუნთქვა და შემეძლო დამეფიცა ჩემი ჯერ არ დაბადებული შვილის სიცოცხლე, რომ ის სადაც იყო ტირილს დაიწყებდა. -შენ ჩემთვის თვით სრულყოფილება ხარ, ყურში ჩამჩურჩულა. სითბო...სინაზე...სიყვარული... ამ ჯერადაც შევისრუტე ჩემი მაცოცხლებელი ძალები და კიდევ ერთხელ ვაკოცე კისერში. მაგიჟებდა მონენტი, როცა ჩემი ტუჩების შეხებისას ძარღვი უტოკდებოდა, წამით სუნთქვას შეწყვეტდა და მერე ღრმად ამოისუნთქავდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.