უკუღმართი ქორწინება (მეორე ნაწილი {3})
-ტაისია მოისვენე, -ბურანში აღუღუნდა ლექსო და აწრიალებულ ცოლს წელზე ხელი მოხვია. -არ მეძინება, ლექსო. -აწუწუნდა და ტუჩები მობრიცა ჭელიშვილმა. -შენ რატომ გძინავს? რა დროს ძილია? -სალაპარაკოდ ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა, ისევ ქმარს მიუბრუნდა. -რა „რა დროს ძილია?“-აბუზღუნდა და თავი ცოლის კისერში ჩარგო. -შეხედე, რომელი საათია. -ხუთი საათია, -ისე ჩაილაპრაკა, ვითომც დილის ათი საათი ყოფილიყოს და მამლის ყივილს ელოდებოდეს. -ამ დროს, მეღვიძა ხოლმე, სოფელში. -ბავშვობა და „ახალგაზრდობა“ შეახსენა ქმარს. -ძალიან დავიღალე ტაისია, დამაძინე! გუშინ რა გვიან მოვედი, ვერ გაიგე? -მკაცრად მიუგო ცოლს და გვერდი იცვალა. ჭელიშვილი კი მიხვდა, ზედმეტი რომ მოუვიდა და ქმარზეც აღარ დარდობდა, მაგრამ არ ეძინებოდა და რა ექნა? ტუჩები სატირლად მობურცა. როგორ ვერ იტანს როცა ტირის, მაგრამ ახლა ნამდვილად აქვს მიზეზი.. თავისი ჭირვეულობის გამო, ლექსო გაანაწყენა და არ მოასვენა. ეს კაცი ისედაც იმდენს მუშაობს, რასაც ქვია ფეხებს წელზე იდგამს, ჭელიშვილს კიდევ, მისი დაძინება და მოსვენებაც არ უნდა. ოთხად მოიკუნტა და მოკეცილ ფეხებს ხელები შემოხვია. როდესაც ასე აკეთებს, ყოველთვის ტკბილად ეძინება, მაგრამ ახლა იმდენად ვერ უჭერს მკლავებს, მუცელი ოდნავ გამობერილი აქვს და მის პატარას დისკომფორტი რომ არ შეუქმნას, უფრო თავისუფლად უნდა იყოს. ვერც ასე რომ ვერ მოისვენა, მერე ლექსოსკენ გადატრიალდა. ერისთავი მისკენ ზურგით იწვა, ამან ცოტა არ იყოს, უსიამოვნოდ გაკენწლა გულში, მაგრამ ამაზე სადარდებლად ნამდვილად არ ეცალა, ვიწრო წელზე ხელები შემოხვია, თავი მის ზურგზე ჩამოდო და ტკიპასავით მიეკრო. ახლა კი ტკბილად დაეძინებოდა. თან, ტერფი ლექსოს ფეხს გაუხახუნა და სრული ბედნიერებისთვის, მეტი აღარაფერი უნდოდა. მეორე დილას, რასაც ჰქვია, ერთმანეთში გადახლართულებს გამოეღვიძათ. მამაკაცის ფეხი, ტაისიას წელზე იყო შემოდებული, ხელები _ წელზე, თავი _ყელში. ჭელიშვილმა უკმაყოფილო ზმუილი ამოუშვა და ტუჩები მოპრუწა, ისე როგორც, დილას აკეთებს ხოლმე. -მომაცილე, ხელი! -ამოიზმუვლა და რაღაც მკვრივს ჩაეჭიდა,-თუ ფეხია? -ჯერ კიდევ თვალდახუჭულმა დასვა კითხვა და გონებაში მარჩიელობა დაიწყო, „ის რაღაც, წელზე სუროსავით რომ იყო შემორთხმული, ერისთავის ფეხი იყო თუ ხელი?“ -მოისვენე, გოგო! -ამოიღნავლა ჯერ კიდევ ბურანში მყოფმა და უფრო მაგრად შემოეკრა ცოლს. -რანაირად მოვისვენო, როცა განძრევის კი არა _სუნთქვის საშუალებას არ მაძლევ? -როგორც ჩანს, არც ტაისია აპირებდა თვალის გახელას, რომ არა მაღვიძარას ზარი ტელეფონზე. -გამორთე, ეგ დაწყევლილი!-ხელები როგორც იქნა, წელიდან მოაშორა და დენდარტყმულივით, უმისამართოდ დაიწყო მათი ქნევა. -დაგაგვიანდება, ლექსო, ათი საათია უკვე. ძლივს გაახილა თვალები და მხოლოდ ფიგურების აღქმა რომ შეძლო, თვალები რამდენჯერმე ააფახულა. ქმრისკენ რის ვაი ვაგლახით გადატრიალდა და მოჭმუხნულ ნაკვთებზე ნაზად დაუსვა ხელები. მის შეხებაზე, უნებურად გააჟრჟოლა, კანი უხეშად დაეხორკლა და მისი კოცნის დაუოკებელი სურვილი აუბუყბუყდა ყელში. მაღვიძარას როლს, ცოლის შეხება, მშვენივრად ასრულებს. ისე სწრაფად გაახილა თაფლისფერი თვალები, როგორც დაგიბარებიათ. ელვისებური სისწრაფით მოექცა ცოლს ზემოდან და ძილისგან დაბუჟებულ, გავარდისფერებულ ტუჩებზე ვირივით დააკვდა. „ასე არასოდეს უკოცნია“ წამში გაუელვა თავში აზრად ტაისიას, თუმცა ამაზე დარდისთვის, გონდაკარგულს, სულ არ ეცალა. ისე უკოცნიდა ორივე ბაგეს, თითქოს პირველი და უკანასკნელი ყოფილიყოს. აი, რა სძენს თითოეულ კოცნას მეტ ორიგინალურობას! თითოეული შეხება, თითოეული მოფერება, თითოეული კოცნა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია და ეს სძენს მათ ურთიერთობას მეტ ელფერს! -დაგაგვიანდება, -აქოშინებულმა ამოილაპარაკა, როცა ოდნავ მაინც მოშორდა ლექსო და ამოსუნთქვის საშუალება მისცა. -ჩემი მოხუცი უფროსი, ისედაც თორმეტ საათზე მოდის, ენას კი არავინ მიუტანს! ამიტომ, მინიმუმ, ათი წუთი ჩემ განკარგულებაში ხარ. //////////////// ამ დღიდან, დაახლოებით, ერთი კვირა გავიდა და დათა არც კი გამოჩენილა. პრეზენტაციებზე არ ესწრებოდა, არც მასწავლებლიდან დაბრუნებულს ხვდებოდა, ხეზე მიყრდნობილი, სიგარეტით ხელში. ზოგჯერ ფიქრობდა, რომ ეს ბიჭიც იმათ სიას მიეკუთვნება, გოგო ურთიერთობაზე უარს რომ ეტყვის და მაშინვე თავს ანებებენ. ხანდახან, იმ აზრისკენაც იხრებოდა, რომ ავად იყო, ან რამე სჭირდა და ვერ ახერხება მის ნახვას, მიუხედავად იმისა, რომ არავინ ავალდებულებდა... გოგონას მისი ნახვა მაინც ძალიან უნდოდა. მართალია, მასთან ყოფნის დროს ხმის ამოღებასაც ვერ ახერხებს წესიერად, მაგრამ როცა ხედავს, ესეც კი დიდ ბედნიერებას ანიჭებს. ვერ იტყვის, რომ ის რასაც მის მიმართ გრძნობს, ერთი ნახვით შეყვარებაა, ან რამე ასეთი, უბრალოდ ეს არის სურვილი, ნახოს თუნდაც დღეში ერთხელ და თავი უჩვეულოდ აღარ იგრძნოს. პარასკევი საღამო იყო, მასწავლებლიდან რომ წამოვიდა. დათას ნახვის იმედი, უკვე მთლიანად ჰქონდა გადაწურული. საქმე არაფერი ჰქონდა, ამიტომ ისევ ტელეფონში არჩია ჩხირკედელაობა. ისე მიდიოდა წინ, გზაზე, ყურადღებას არაფერს აქცევდა. ათასში ერთხელ თუ ჩაუვლიდა ვინმე გვერდით, ისიც შეყვარებული წყვილები და „სასიამოვნო“ საქმით გართულები. -სულ ტელეფონში უნდა იყო ხოლმე? -მოესმა მკაცრი, თუმცა მაინც თბილი ხმა და ასეთ გაურკვეველ სიტუაციაში რომ არ ყოფილიყო, ალბათ გაიღიმებდა კიდეც. -ამ.. მე, გამარჯობა. -ბოლოს რომ ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა, ისევ მისალმებით შემოიფარგლა. -რას აკეთებ ტელეფონში, ყოველ დღე, ყოველ წამს? -მისი მისალმება ჩვეულებრივად, „დააიგნორა“ დათამ და წარბშეკრული დააჩერდა მის ტელეფონს, რომელიც ჯერ კიდევ ანათებდა. -რას უნდა ვაკეთებდე ტელეფონში? -გაღიზიანებულმა შეუბრუნა კითხვა. ო, როგორი ბავშვური იყო მათი დიალოგი. -მინიმუმ_თამაშობ, მაქსიმუმ_ვიღაცას წერ. -წარბშეკრულმა გამოსცრა და ხელის მარტივი მოძრაობით გამოაცალა ტელეფონი ხელიდან გოგონას, რომელსაც გაკვირვებისგან პირი იმხელაზე დაეღო, ფუტკრების მთელი სკა ჩაეტეოდა, არამედ -ბუზი. -რა შენი საქმეა, მე რას ვაკეთებ? -წარბშეკრულმა გამოსცრა, თუმცა არც კი უცდია, მისთვის ტელეფონი გამოერთმია, -მგონი შენ არანაირი უფლება არ გაქვს, ჩემს ტელეფონში იძრომიალო. -არ მინდა, ვინმე ბიჭს წერდე! -პირდაპირ მიახალა გოგონას რასაც ფიქრობდა, უფრო სწორად, რისი სურვილიც ჰქონდა. -მე არავის არ ვწერ, -ამოიბუზღუნა გამწარებულმა და ტელეფონი ხელიდან აართვა, -და ასე რომც იყოს, ეგ შენი საქმე არ არის! თავხედი ხარ. -იმდენად გაამწარა მისმა სიტყვებმა, რაღა ეთქვა არ იცოდა. სახეზე სულ წამოწითლდა და კბილები ისეთი ძალით დააჭირა ერთმანეთს, ყბები დაეჭიმა. ერთი სული ჰქონდა, ამ გარემოს როდის გასცილდებოდა, თორემ უკვე ყურებმა, წუილი და ორთქლის ფრქვევა დაიწყო. -მოიცადე! -ოდნავ დათბა დათა და მკლავში ხელი ჩაავლო. -არ მინდოდა ასე გამომსვლოდა.. მაპატიე. -მაგრამ ასე გამოგივიდა, არ გაქვს უფლება რამე დამიშალო. -ვერ მშვიდდებოდა ერისთავი და მისი მკლავებიდან დახსნას ცდილობდა. -მოისვენე და ნუ ხვანცალებ! -ხმამაღალი ტონით შეაწყვეტინა, ჭიასავით ფართხალი და მარჯვენა მხარზე მიიკრა. -სახლამდე მიგაცილებ. პასუხი არც გაუცია, ან რა აზრი ჰქონდა რამის თქმას? ეს ჯმუხი, მაინც იმას გააკეთებდა რაც უნდოდა. -არ მკითხავ სად ვიყავი აქამდე?- სიარულისას სიჩუმე დაარღვია დათამ. -არ მაქვს მაგის უფლება. - ჯერ კიდევ გაბრაზებულმა დაიბუზღუნა ისე, რომ მისთვის არც კი შეუხედავს. -ელენე! ნუ მიბრაზდები.. მე უბრალოდ.. უბრალოდ არ მინდა სხვებს მიწერო, ან რომელიმე ბიჭთან სერიოზული უფლება გქონდეს. -შენ რა, ეგოისტობ? -წარბები მაღლა აზიდა და ხელები გადააჯვარედინა. -კი.. არა! -ისეთი სახე მიიღო, თითქოს რამე აკადრეს და არ იმსახურებდა. -მე შენზე არაფერი არ ვიცი. -თანდათან გაიგებ, უბრალოდ ის იცოდე, რომ სულ დაგიცავ და .. და რომ ლაშასი არ შეგეშინდეს. -სიტყვებს ისეთი მტკიცე სახით ამბობდა, მკვლელი ზურგს უკან რომ ჰყოლოდა ალბათ არ შეეშინდებოდა. ----------------- ბოდიში პატარა თავისთვის, მაგრამ ისე საშინლად ვარ ,ესეც კი ძლივს დავწერე. გრიპი მაქვს + მოვიწამლე და ისეთ დღეში ვარ რომ ვერც კი წარმოიდგენთ და არც გისურვებთ წარმოიდგინოთ.. მადლობა თბილ-თბილი კომენტარებისთვის.. ახალი თავი, ვეცდები ხვალ დავდო. პ.ს ელენეს პერსონაჟი შევცვალე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.