შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Butterfly ( III თავი)


13-05-2015, 01:45
ავტორი Ane2408
ნანახია 1 998

მე და ნინი სოფელში დავბრუნდით , გვიყვარდა ასე ჩვენთვის მარტოს ყოფნა, ჭიკჭიკი და უკიდეგანოდ ლაპარაკი ნებისმიერ თემაზე. ჰამაკში ჩასვენებულები ცაზე მოჭედილ ვარსკვლავებს ვითვლიდით და ვფიქრობდით რომ აი ზუსტად ეს იყო ბედნიერება, ერთამანეთი რომ გვყავდა. სულ მალე ზაფხული სრულდებოდა, ისევ იწყებოდა სწავლა-განათლების კიდევ 1 წელი... დაახლოებით 1 კვირა ვიყავით მე და ნინი სოფელში , ყოველი დღე ისეთი განსაკუთრებული იყო, ყველაფერი ისეთი მშვენიერი და მომხიბვლელი იყო, უბრალოდ ჩვენი ბავშვები გვენატრებოდნენ, ანდრო დღითი-დღე უფრო მეტად მენატრებოდა. ნინი ბარნოვი ყველაზე გიჟი და მხიარული არსებაა მთელს დედამიწაზე,გათენებმადე ვლაპარაკობდით აივანზე, უკვე გათენებული იყო ოთახში შევედით დასაძინებლად, ძილი ზედმეტად გვიყვარს მე და ნინის, ამიტომ დილით ადრე გაღვიძება ეს არის კატასტროფა, ნინიმ 11 საათი ხდებოდა რომ გამაღვიძა
_მარიამ, გაიღვიძე რა შენთვის სურპრიზიი მაქვს, მარიამ გაიღვიძე, ისეთი საყვარელი იყო რომ მაღვიძებდა,
_მოდი დავიძინოთ და მერე სურპრიზი რა, წუწუნი დავიწყე და სახეზე ბალიში დავიფარე
-მარიამ, ნუ ხარ წუწუნა, ადექი გთხოვ რა 
ძლივს გავიღვიძე, ნინი ისეთი ბედნიერი იყო ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, სწრაფად ჩავიცვით, ცოტა ტანსაცმელი ჩავალაგეთ ,ჩემები უკვე თბილისში იყვნენ წასულები, სახლში მხოლოდ მე ნინი და ბაბუ ვიყავით, ბაბუს დავემშვიდობეთ , საჭესტან დამსვა და მითხრა იარეო, გიჟიათქო ტყუილად არ მითქვამს, გზაში მილიონჯერ ვკითხე სად მივდივართქო, მაგრამ აზრი არ ქონდა მაინც არ მეუბნებოდა, დაახლოებით გზის მიხედვით მივხვდი რომ ყაზბეგის გზაზე ვიყავით, მაგრამ ყველაზე უცნაური ის იყო , რომ ყაზბეგიდან არავინ არის ჩვენი მეგობარი, ბევრი ვიარეთ ძალიან, ნინი გზაში ვიღაცას წერდა მაგრამ არ მეუბნებოდა ვის, აი უკვე ნევრები მეშლებოდა, არ მიყვარს ესეთი რაღაცეები, აიი ძლივს მოვედით „Rooms Hotel Kazbegi”, ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ ადგილის ნახვა და ამ სასტუმროს მონახულება მინდოდა, მაგრამ აქ მე და ნინის მარტო რა უნდა გვეკეთებინა.მანქანიდან გადმოვედით და ჩანთების ამოლაგება დავიწყეთ მაგრამ, ნერვები მეშლებოდა ნინი რომ არაფერს ამობობდა, სასტუმროში რომ შევედით ნინი რეგისტრატორთან მივიდა გასაღები გამოართვა და გამომძახა ბოლო სართულიაო, ოთახში შევედით ჩანთა დავდე ძირს და პირველ რიგში აივანზე გავედით, ეს იყო ენითაღუწერელი სილამაზე, თითქოს სამოთხეში მოხვდი, თვალუწვდენელი მთები, სიმწვანე, მზე და ჩიტების საამური ჭიკჭიკი. გარინდული ვიდექი აივანზე და ამ ხედით ვტკბებოდი, ნინი და მე გაჩუმებულები ვიყავით და ემოციებისგან იმდენად სავსე ვიყავით რომ მე სულ დამავიწყდა მეკითხა აქ რატომ ვიყავით, სულ მალე ტელეფოინის ხმამ გამოგვაფხიზლა, ნინი ოთახიდან გავიდა და სულ მალე მოვიდა.
_აუუ ნინი ძალიან მეშლება უკვე ნერვები, თქვი რა აქ რა გვინდა(ჩემს ხმაში უკვე სიბრაზე ჩანდა) ნინი ჩემთან მოვიდა გვედით დამიჯდა და
_მარიამ გთხოვ ზუსტად 7 საათამდე მომეცი დრო, ყველაფერი კარგად არის,არ ინერვიულო, მოდი შხაპი მიიღე და გავიპრანჭოთ და ქვემოთ ჩავიდეთ,
ნინი ისე მეუბნებოდა ამ ყველაფერს თან ეცინებოდა, აქ რაღაც სხვა რამე ხდებოდა, მაგრამ რა... უკვე 7 საათი ხდებოდა მე და ნინი სასტუმროს რესტორაში ჩავედით რომელიც ღია ტერესაზეც იყო, გარეთ მოვკალათდით და ნინიმ დაიწყო ფორიაქი, ვერ ისვენებდა, აქეთ-იქეთ იყურებოდა, ამ დროს ოპიციანტმა შავი ღვინო მოგვართვა, მშვენიერი იყო წყნარი მუსიკა, შავი ღვინო და ასეთი ხედი. ნინი აშკარად ნერვიულობდა,
_ვსო წავედით აქედან ნინი, უკვე ზედმეტია ! ხმა გამიმკაცრდა (მე)
_ სად მიბრანდებით ქალბატონო მარიამ? ზურგიდან მესმის ძალიან ნაცნობი ხმა, ნინის გავხედე და სახე უბრწყინავდა, შემოტრიალების მეშინოდა, წამიერად შემოვტრიალდი, სახე ნელ-ნელა მიბწყინავდა, ბედნიერი ვიყავი რომ დავიანხე, სწრაფი ნაბიჯებით მისკენ წავედი და ტკბილად ჩემიკრა გულში, ცრემლები წამომივიდა და აი ამ დროს ვიგრძენი რომ ანდორნაირად ვერავინ ვერასდროს ვერ შემიყვარდებდა. კარგახანს ვიდექით ასე ჩახუტებულები, ისევ მენატრებოდა, უცებ სანდორ და გიროგი მოვიდნენ, ღმერთო როგორ მიყვარს თითოეული მათგანი, ნინისთან მივედი და მადლობა ვუთხარი რომ ასე გამიძლო მთელი დღე და არ დაიღალა ჩემი წუწუნით. 1 კვირა ყაზბეგში დავრჩით, ძალიან ბევრი საინტერესო ადგილი მოვიარეთ, ყველაფერი ისეთი მშვენიერი იყო , თან ასეთ საყვარელ ადამიანებთან ერთად ყველაფერი მშვენიერი და ამაღელვებელია. ძალიან არ გვინდოდა იქედან წამოსვლა მაგრამ რას ვიზამდით დრო იყო დაბრუნების და სულ რამდენიმე დღეში სწავლაც იწყებოდა.
ეს ზაფხული ნამდვილად გასაოცარი და მშვენიერი იყო. თოთოეული დღე იყო აღმოჩენა და იმდენად საინტერესო , რომ მთელი ცხოვრება გეყოფა მოსაგონებლად და ბედნიერი წუთების კადრებად გახსენებაში. ამ 2-მა თვემ თითქოს წამში გაიარა, მე ბედნიერი ვარ და თბილისში დავბრუნდით ყველანი ბედნიერები და ენერგიით სავსე, ახალი წელი იწყებოდა ახალი შემართებით.ერთი მშვენიერი ზაფხული მიიწურა მაგრამ რომ არა ეს ზაფხული არ იქნებდა ჩემს ცხოვრებში ანდრო...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent