შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცისფერთვალება-2


13-05-2015, 12:10
ავტორი BlaCk MoOn
ნანახია 2 125

- ნინი ხომ არ გძინავს?
- კიი, მძინავს და ისე გელაპარაკები.
- გოგო, რაღაც უნდა მოგიყვე.
- გისმენ!
- დღეს რეპეტიციაზე, რომ მოვდიოდი ვიღაც ბიჭი დამეჯახა. მერე იგივე ბიჭი დავინახე კლუბშიც და სახლში რომ მოვდიოდი მაშინაც დავინნახე, თან სულ მიყურებს.
- მერე?
- რა მერე? უბრალოდ მაინტერესებს ვინაა.
- ვინც გზაში შეგხვდება ყველაზე ეგრე არ ინტერესდები. ხო არ მოგეწონა?
- ოოო, რეებს მოიგონებ ხოლმე რაა...
- კაი დაიძინე, მთვრალი ხარ. ხვალ ვილაპარაკოთ.
- არ ვარ მთვრალი!!!
- ხარ! - ტუუუ, ტუუუ, ტუუუ მობილური გაუთიშა. სოფი მთელი გამე იმ ბიჭზე ფიქრობდა და სიზმარშიც კი ნახა ერთად რომ მღეროდნენ. დილით მამამ გააღვიძა:
- სოფი სად იყავი გუშინ?
- გასართობად წავედით ცოტა ხანი მაა...
- ეგ ცოტა ხანი იყო გოგო? შუა ღამე მოხვედი სახლში. ხო არ დალიე?
- არა, რა სისულელეა.
- კარგი ეხლა წადი სკოლაში თორემ დააგვიანებ, არ მინდა კიდევ დამიბარონ და გამლანძღონ.
- ორი წუთი და ავდგები.
ორ წუთში არა მარგამ ოც წუთში ადგა. ჩაიცვა და სკოლაში წავიდა. როგორც ყოველთვის დააგვიანა, უკან დაჯდა და უნებურად იმ ბიჭზე დაიწყო ფიქრი, იმ უცნობზე. ცოტა ხანში ნინი გვერდით მიუჯდა.
- გოგო გუშინ რას ბოდიალობდიი?
- რას?
- რას და მთვრალი იყავი და ვიღაც ბიჭზე მელაპარაკებოდი.
- ააა ხო გამახსენდა. მთვრალი ვიყავი დაივიწყე.
- ჰოო, ეგრეც ვიცოდი. ისე გადაწყვიტე ბანკეტზე რას იცვამ?
აუუ, ეგ სულ დამავიწყდა რო არ წამოვიდე არ შეიძლება?
- არა! არ შეიძლება! წამოდი რაა, კარგად გავერთობით.
- კარგი მხოლოდ შენი ხათრით.
გაკვეთილების შემდეგ იმ ბარში შევედით მე და ნინი სადაც თითქმის ყოველდღე დავდივართ.შევედით თუ არა სკოლის ჭორიკანებმა დაგვიძახეს. სხვა რა გზა გვქონდა მივედით. შემოგვთავაზეს ჩვენთან ერთად დაჯექითო და ჩვენც დავთანხმდით.
- აუ გოგოებო გაიგეთ ჩვენს სკოლაში ვინ აპირებს გადმოსვლას? - თქვა ქეთომ და ჩვენ მოგვაშტერდა. მე და ნინიმ კი ერთმანეთს გადავხედეთ.
- ვინ გადმოდის? - კითხა ნინიმ.
- რა თქვენ მართლა არ იცით?
- არაა.
- კაი ხო გეტყვით. ვინ გადმოდის და თვით დიმა დვალი.
- ეგ ვინაა? - გავიკვირვე მე.
- ჰაჰ! კარგი რა ღადაობ გოგო?
- სულაც არაა. აზრზე არ ვარ ვინაა.
- ვინაა და ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე სიმპატიური ბიჭია, გოგოები გიჟდებიან მასზე, მგონი ბაბნიკია, თან მაგარი ფუიანი ტიპია ეგეც ერთი პლიუსი სხვა ბევრთანერთად. ახლახანს ჩამოვიდა ამერიკიდან.
- აქ რატომ გადმოდის? ამერიკიდან იიმიტომ ჩამოვიდა რომ ჩვენს სკოლაში ესწავლა?
- არა გოგო რა ესწავლა. მაგან უკვე დაამთავრა და ეხლა ჩვენს სკოლაში რაღაცის მასწავლედლად უნდა იმუშაოს.
- თუ მდიდარია რა მასწავლებლობა უნდა? - ლაპარაკში ჩაერთო ნინი.
- ნუ ეგ უკვე აღარ ვიცი, ან რა აზრი აქვს? მთავარია გადმოდის. კაი გოგოებო წავდით ჩვენ - ადგნენ და ბარიდან გავიდნენ.
- ნეტა ვინაა ეგეთი.
- ესენიხო იცი ყველაე ესე გიჟდებიან, შეიძლება დიდი არც არავინაა.
- ხოო შეიძლება.კაი ნინ აბა წავედი მეც.
- კაი აბა ხვალამდე.
ბარიდან გამოვედი და მივხვდი რომ ისეთი კარგი ამინდ იყო სახლში შესვლა სულაც არ იყო კარგი იდეა. ბევრი ვისეირნე, სახლში დაღლილი მივედი, ოთახში შევედი და წიგნის კითხვა დავიწყე. ცოტა ხანში ზედ წიგნზე დამეძინა. რომ გავიღვიძე უკვე ღამე იყო. სამზარეულოში ჩავედი. მამა ბართან იჯდა და ალკოჰოლს სვავდა. თითქმის არაროს სვავს, მხოლოდ მაშინ როდესაც რაღაც ცუდი ხდება ან რამეზე ნერვიულობს. გადავწყვიტე მეკითხა.
- მამა მოხდა რამე?
- არა შვილო არაფერი.
- კარგი რა მითხარი. - ბეჭებზე მოვეხვიე და პასუხს დაველოდე.
- დედაშენმა დარეკა.
- მერე რაო? - მაცივრიდან კვერცხი გამოვიღე.
- მეგონა უფრო გაგეხარდებოდა ან გეწყინებოდა. მას ხომ ამ ხნის მანძილზე არასდროს არც კი მოუწერია.
- საცა აქამდე ვძლებდი მის გარეშე ახლაც და ამის მერეც გავძლებ.
- მითხრა იტალიაში ვარო. მოგიკითხა. ჩამოსვლა მინდაო.
- მამა კვერცხს შეჭამ? თუ სხვა რამე მოგიმზადო?
- არა შვილო არაფერი არ მინდა შენ ჭამე.
- მაა ამდენს ნუ სვავ გთხოვ და არც ინერვიულოო. მე და შენ ერთად ყველაფერს გავუმკლავდებით.
- კარგი შვილო წავალ დავწვები.
მე ვივახშმე და კომპიუტერი ჩავრთე. youtubeზე ვიდეოს რომელშიც მე ნინი ბექა და ნიკა ჩვენი რეპერტუარიდან ერთ-ერთ სიმღერას ვასრულებთ უამრავი ნახვა ჰქონდა. ხალხს ძალიან მოსწონს ჩვენი შემოქმედება, ამას ნამდვილად არ ველოდი, ითხოვენ კონცერტი გავაკეთოთ. არაა ცუდი იდეა, ხვალ ვეტყვი ბავშვებს. ახალი კი ჯობს დავიძინო, ხვალ სკოლაში მივდივარ. გავიგე თანამედროვე ცეკვების ჯგუფი იხსნება სკოლაში და მისვლა მინდა. იქნებ გამოვიდეს ჩემგან კარგი მოცეკვავე.



№1  offline წევრი BlaCk MoOn

მოგწწონთ? ღირს გაგრძელება? ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი და გთხოვთ დააფიქსირეთ <3

 


№2  offline წევრი anaa

კი ძაან <3 მალე დადე და დიდი თავები :*

 


№3  offline წევრი arctic monkey

კარგია მაგრამ მალე ხოლმე რაა

 


№4  offline წევრი BlaCk MoOn

anaa
კი ძაან <3 მალე დადე და დიდი თავები :*

მადლობა, მაგრამ სანამ 24 საათი არ გავა ვერ დავდებ, რა ვქნა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent