შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსახელო ისტორია


13-05-2015, 20:15
ნანახია 1 878

გამოეღვიძა. საათს რომ დახედა, ჯერ მხოლოდ ოთხის ნახევარიიყო . საშინლად წვიმდა . სავსე მთვარე ოთახში ურცხვად იჭრებოდა...
-ეჰ მთვარევ, მთვარევ, შენ ხომ არ იცი რა ბედნიერებაა გიყურებდე.ვინ იცი საუკუნეების წინ რამდენი რომანტიკოსი ათენებდა ღამეს შენს ცქერაში. მათი მზერარომელიც შენკენ იყო მომართული ახლა მე მწვავს...
უწონადობის შეგრძნება დაუფლა . ერთიანად შემსუბუქდა , უცებ შიშმა მოიცვა, არ აფრენილიყო. თითქოს გრავიტაციასდაეკარგა ძალა...
ფანჯარაგამოაღო . წვიმის წვეთები ასხამდნენ ფანჯრის რაფაზე . ძლიერად წვიმდა . თითქოს ცა ცდილობდადედამიწისთვის დაემტკიცებინა , რომ მასზე ძლიერია , რომ ჩვენ უსუსურები ვართ მის წინაშე...
გონებაში წამიერად გაუელვა სიუჟეტებმა მთელი ცხოვრებიდან.
მაშინ 4 წლის იყო. სწორედ ასე წვიმდა, ასე ძლიერად... სახლიდან ღამის პერანგის ამარა გაიპარა . ხელებიგაშალა და თავი ცისკენ აღაპყრო. რამდენიმე წუთში მთლიანად გაილუმპა , თუმცა არც კიგანძრეულიყო. ამ დროს დედა მოვიდა და ჩაეხუტა. სახლში მიიყვანა , თბილ ლოგინში ჩააწვინა და ცხელი ჩაი დაალევინა.
ახლაც როგორსჭირდებოდა დედის ჩახუტება და მზრუნველობა , თუმცა იგი შორს იყო, ძალიან შორს... მოუნდაისევ ეგრძნო იგივე , რაც მაშინ იგრძნო.
ტანზე უცებგადაიცვა და გარეთ გავარდა . წუთნახევარშითავით - ფეხებამდე სველი იყო .
მიდიოდა ასეწვიმაში უკაცრიელ ქუჩაში. ეგონა, თითქოს ის იყო ერთადერთი ადამიანი, შემორჩენილი ამ ყოველთვისხალხმრავალ თბილისში. სიბნელეში ძლივს არჩევდაქუჩებს, თუმცა ნელ-ნელა მაინც წინ მიიწევდა . არაფერი ჩანდა , სრულიად არაფერი... ირგვლივ ყველაფერი გამქრალიყო. გამქრალლიყო მზიანი თბილისი, სახლები და ხალხითგადაჭედილი ქუჩები. დარჩა მხოლოდ იგი და უსასრულოდ ბნელი სივრცე. სისუსტე იგრძნო ამ უსასრულობის მიმართ . ფეხებშიძალა გამოეცალა და იქვე ასფალტზე დაეცა . ხელებიგაშალა , თითქოს ცდილობდა ჩახუტებოდა ამ წვიმიანუსასრულობას. იწვა ესე , ხელებგაშლილი ელოდებოდა, ისევ დედას ელოდებოდა , რომ სახლშიწაიყვანდა, თბილ სახლში...
ხელზე შეხება იგრძნო . უცებ გაიფიქრა დედააო , თუმცა ის ადამიანირომელიც მასსავით ღამის 4 საათზე წვიმაში გარეთ გამოვიდა სულაც არ იყო დედა . სიბნელეში მხოლოდ ის გაარჩია , რომ ეს უცნობი მამრობითისქესის უნდა ყოფილიყო...

-გაგიჟდი ? - გასძახა უცნობს.
- თავად? - მოისმა პასუხად.
- ჯერ ალბათ არა, მაგრამ მალე...
-მე კარგა ხანია...
ბოხი ხმა ჰქონდა, სასიამოვნოდ ბოხი...
- უნდა წავიდე , გასვენებაში მაგვიანდება. - თქვა ბოხმახმამ
- საად??
- გასვენებაში.
- გასვენებაში ? ამ ღამით?
- კი, სწორედაც რომ ღამით, სიბნელეში. დააკვირდი, დღეს ყველა მუქი ფერებით დადის.>>>ადამიანი


ბოხი ხმა ადამიანის გასვენებაში ეპატიჟებოდა.უცნაური იყო, უცნაური იყო თბილისი , ნოსტალგია, ეს ღამე , წვიმა, ბოხი ხმა, ადამიანისგასვენება, ყველაზე მეტად უცნაური კი თვითონ იყო ... რადგან დათანხმდა უცნაურ ბოხ ხმას უცნაურ გასვენებაში წასვლაზე.

ბოხმა ხმამ ხელი ჩასჭიდა . პატარაბავშვივით უკან მიჰყვებოდა თავდახრილი და თავი სიზმარში ეგონა. ყველაფერი არარეალურსჰგავდა. მაგრამ ყველაფერს სრულიად შეიგრძნობდა. შეიგრძნობდა სიცივეს , წვიმას , ისმენდაბოხ ხმას . არ შეიძლება ეს ყველაფერი არა რელური ყოფილიყო...

ბევრი იარა. უკვე ფიქრობდა , დროაგავიღვიძოო, თუმცა ისიც იცოდა , რომ ეს იყო სიზმარი , საიდანაც ვერ გამოიღვიძებ დასაიდანაც თავის დასაღწევად რეალური მოქმედებაა საჭირო, მაგრამ მოქმედება მის ძალებსაღემატებოდა და იგი კვლავ თავჩაღუნული მიჰყვებოდა ბოხი ხმის პატრონს ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent