შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აუცილებელი შემთხვევითობა {2}


13-05-2015, 21:54
ავტორი nefertiti
ნანახია 1 811

ნატალის მეტყველების უნარი წაერთვა,იგრძნო როგორ დაუარა სხეულში ცხელმა ტალღამ და თვალები ბუდიდან ლამის გადმოცვივდა გაკვირვებისგან ისე დაჭყიტა. არაფერი არ უთქვამს,უბრალოდ ცდილობდა გზისთვის ეყურებინა და საკუთარი გულისთქმა ჩაეხშო,რომელიც ქეთოს გამოთქმულ ვარაუდს ვაჩეს მანიაკობაზე კიდევ უფრო ამყარებდა.
-მოვედით.. სიჩუმე ისევ ვაჩემ დაარღვია და ახლაღა ამოიხედა ნატალიმ ზემოთ,მშვიდ და კამკამა წყალში მდიდრული იახტები ირეოდნენ და წამით ისე ლამაზი მოეჩვენა ეს ხედი სუნთქვა შეეკრა.
-ჩვენი ეს არის. ხელით ანიშნა შედარებით მცირე ზომის იახტაზე რომელიც წყლიდან არეკლილი შუქის გამო ლურჯად ლივლივებდა.
-ლურჯი ჩემი საყვარელი ფერია! სწრაფად გახალისდა ნატალი და ვაჩემაც თითქოს ამოისუნთქა,თამამად აიარა კიბეები და კაპიტნის კაიუტაში შეუძღვა ქალს. ნატალი აღფრთოვანებული გაფაციცებით აკვირდებოდა ყველაფერს და ცდილობდა ყველა დეტალი ღრმად დაემარხა გონებაში რომ იქიდან არ ამოშლოდა.
-იცი,ხვალ მივდივარ.
-ვიცი,გუშინ არ მითხარი? მხრები აიჩეჩა ნატალიმ და გაიღიმა.
-იცი რა მინდოდა მეთქვ... სათქმელი ნატალის ცემინებამ გააწყვეტინა.
-ჯანმრთელობა ხოდა ის მინდოდა მეთქვა რომ...
-აქ სადმე ყვავილები არის? ნაწყვეტ-ნაწყვეტ იკითხა ნატალიმ და ზედიზედ სამჯერ დააცემინა.
-ა ჰო ყვავილები სულ დამავიწყდა შენთვსი ვიყიდე.
-გადააგდე! სასოწარკვეთილმა იყვირა ნატალიმ და კიდევ ერთხელ დააცემინა.ალერგია მაქვს მინდვრის ყვავილებზე. იმ საღამოს თითქმის ვერაფერზე ისაუბრეს,ვერც ვაჩემ დაასრულა სათქმელი ძირითადად ნატალის გაწითლებულ ცხვირზე და ალერგიულ ტირილზე ეცინებოდა. უბედური ადამიანივით რომ აღვარღვარებდა ცრემლებს. საღამო მაინც კარგი გამოვიდა,და მაშინ როცა ნატალი სასტუმროში დაბრუნდა და ყველაფერი გაანალიზა უკვე იცოდა რომ ვაჩე უყვარდა. მეორე დღეს ვაჩე დაუმშვიდობებლად წავიდა,რის გამოც მთელი დღე უხასიათოდ იყო ნატალი. ერთი-ორჯერ ცრემლებიც კი წამოსცვივდა ოღონდ ამჯერად არა ალერგიის გამო. ფიქრობდა რომ კაცმა გამოიყენა და საკუთარ თავზე ბრაზობდა რომ ასე ადვილად მიენდო. რატომღაც,ყველაფრის ხალისი დაკარგა და ორ დღეში თავადაც დაუბრუნდა საქართველოს.
-შენ გოგო ნორმალური ხარ? კივილით აიკლო სახლი ქეთამ ნატალის დანახვისთანავე.
-აუ არ მეჩხუბო რა. საწყლად ჩამოყარა ყურები გოგომ და სახლში შეაბოტა. შენ მომენატრე... გაუცინა დაბღვერილ მეგობარს და ჩაეხუტა.
-კოსტამ დაგირეკა რამდენჯერმე,მოგიკითხა. ჩემთან როდის ჩამოვაო? აგარაკზეა.
-როდის იყო ჩემი ძმა შენ გირეკავდა ჩემ მოსაკითხად? გაუკვირდა ნატალის და ხმამაღლა გაიცინა როცა ქეთას აწითლებულ ლოყებს წააწყდა
-კარგი ჰო,მ ხო იცი თქვენზე ახლობელი მეტი არავინ მყავს. სული ძლივს მოითქვა გოგომ და მეგობრის შეშფოთებულ სახეზე თავიდან დაიწყო სიცილი.
-მოგცლია ერთი! ღრენით აიქნია ხელი ქეთამ და სამზარეულოში გავიდა.
-ხვალ წავიდეთ კოსტასთან,არ მოგბეზრდა სახლში ჯდომა? მორჩა და გათავდა,გადაწყვეტილი ამბავია. ტაში შემოკრა ნატალიმ და მოსალოდნელი ქორწილისთვის მოემზადა. დილით უკვე ანანურისკენ მიდიოდნენ. ულამაზესი აგარაკი ქონდა ნატალის ძმას იქ. ნატალი სიცილით რანჩოს ეძახდა,ვინაიდან აგარაკი დიდ მამულებს და რამდენიმე ცხენს მოიცავდა.
-ოჰ ჩემი გოგო ჩამოვიდა, აღტაცებულმა შესძახა კონსტანტინემ და დას ჩაეხუტა. იმის გათვალისწინებით, რომ ნატალი უკვე 5 წელი იყო რაც მშობლებს არ ელაპარაკებოდა,მისი ერთადერთი ნათესავი კოსტა იყო.
-უი ქეთა შენც ჩამოხვედი? ყასიდად გაიკვირვა კოსტამ და ძალით გაიცინა.
-ოჰ კარგით ახლა არ გინდათ ეს ცირკი. მე თუ გინდათ თვალებს დავხუჭავ. ჩაიხითხითა ნატალიმ და ძმას უკნიდან ჩამოეკონწიალა.
-ნატა,როდის უნდა გაიზარდო? ჩაიფრუტუნა კაცმა და წინ მდგომ დარცხვენილ ქეთოს თვალი ჩაუკრა. დღეს სტუმარი ჩამოდის ჩემთან პარასკევი შაბათი კვირა აქ იქნება და აბა შენ იცი არ გამიქციო ის კაცი აქედან.ჩემი ბიზნეს პარტნიორია,ძალიან საჭირო ადამიანია.
-არ გრცხვენია? როდის იყო ვინმე გამიქცევია?
-ჩამოგითვალო? ცალი წარბი უკმაყოფილოდ აწია კონსტანტინემ
-კარგი ჰო არ გავაქცევ რა იყო? გაუცინა ძმას და მოსამსახურეს გასძახა რომელიც მის ბარგს სახლისკენ ეზიდებოდა.
-ლაშა,მაგას მე თვითონ მივხედავ შენ კატარინა შემიკაზმე,კარგი?
-მოკლედ ჯერ არ ჩამოსულა უკვე საჯირითოდ გარბის. უკმაყოფილოდ აიბზუა ტუჩი კოსტამ.
-რა ვქნა ძამიკო,მომენატრა ჩემი გოგო. აღტაცებით თქვა ნატალიმ და სახლისკენ გაიქცა ბარგით ხელში.
-შენ რატმ დგახარ დასჯილი ბავშვივით? ნატალის წასვლის შემდეგ საყვარელ ქალს გაუღიმა კოსტამ და ხელით ნაზად მოქაჩა თავისკენ.
-კოსტა! საყვედურით ამოხედა ქეთამ და მისგან თავის დაღწევას შეეცადა მაგრამ კაცმა უფრო მეტად შემოხვია მკლავები.
-კარგი რა ქეთ,ხომ იცი რომ ნატალი ისედაც ყველაფერს ხვდება.
-ვერ ვიტან ასე რომ მეძახი. ამოიხვნეშა ქალმა და შუბლი მის ნიკაპს მიადო.
-რას გამომაპარებთ თქვენ მე. ფანჯრასთან მდგომმა ნატალიმ ჩუმად ჩაიცინა და საწოლზე ჩამოჯდა.
სწრაფად ჩაიცვა მოხერხებული ტანსაცმელი და საჯინიბოსკენ გავარდა.
-კატარინა,ჩემო გოგო! დაიჩურჩულა აღტაცებულმა და თეთრ ულამაზეს ცხენს ფაფარზე ხელი ჩამოუსვა.
-თქვენ გელოდებოდათ,არავინ მიიკარა. გაეცინა ლაშას და თავი მორცხვად დახარა.
-ლაშა ეს თქვენობით ლაპარაკი როდის უნდა მოიშალო? ხელი აიქნია ნატალიმ და ცხენზე ფრთხილად შეჯდა. შეიძკება საღამომდე არ დავბრუნდე და კოსტას უთხარი პანიკებში ნუ ჩავარდება. მხიარულად მიაძახა კაცს და ცხენს ქუსლი ჰკრა.
ჯირითი მამამ ასწავლა როცა 6 წლის იყო და მას შემდეგ ცხენების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. კატარინა 20 წლის რომ გახდა მაშინ აჩუქა კონსტანტინემ,ჯრ კიდევ გაუხედნავი ნატალიმ საკუთარი ძალებით „მოარჯულა“. ქეთო სულ ეხუმრება ხოლმე,როგორც ცხენების მორჯულება შეგიძლია სიე კაცებს რომ არჯულებდე აქამდე სამგზის გათხოვილი იქნებოდი-ო. უცებ ვაჩე გაახსენდა და მონატრება და სიბრაზე ერთიანად მოაწვა გულში. „რით ვერ ისწავლე ნატა რომ ყველა კაცი ერთნაირია“ დატუქსა საკუთარი თავი და ცხენს აღვირი მოქაჩა. გვარიც არ იცის მისი არც ტელეფონის ნომერი არც მისამართი,ისიც არ იცის რას საქმიანობს. სისულელეა როგორ შეიძლება სრულიად უცხო კაცი შეგიყვარდეს? თურმე შესაძლებელი ყოფილა,თანაც შეიძლება იმდენად შეგიყვარდეს რომ მასზე ფიქრმა არ მოგასვენოს. „დრო გავა და დამავიწყდება“ თავს იმშვიდებდა ნატალი „შენც იცი რომ თავს იტყუებ“ ბრაზით ეუბნებოდა შინაგანი მე და მკერდში მუშტებს ძლიერად უბაგუნებდა.
-ქეთა გაიცანი ვაჩე. ღიმილით წარუდგინა კონსტანტინემ მეგობარი ქალს. ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საინვესტიციო კომპანიის მფლობელი.
-კარგი რა რა საჭიროა. უხერხულად ჩაიცინა ვაჩემ და ქალს ხელი გაუწოდა.
-ეს ჩემი დის მეგობარია,ქეთა. თავად ისიც მალე მოვა,წესით აქამდეც უნდა მოსულიყო. ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი კონსტანტინემ და სტუმარს სახლში შეუძღვა. სადილის შემდეგ როცა კონსტანტინე ვაჩეს მამულს ათვალიერებინებდა წამით კაცი გაშეშდა. შორიდან მომავალ წერტილად ეჩვენა ცხენზე მედიდურად ამხერდრებული ქალი რომელიც ელვის სისწრაფით მოჰქროდა მათი მიმართულებით. მსგავსი სილამაზე არასდროს ენახა,ქალის თმებს ქარი აქეთ-იქით აფრიალებდა. სცენა რომ მოახლოვდა,უფრო მეტად გაშეშდა რადგან ქალში ნატალი ამოიცნო.
-ოჰ,ჩემი დაც მოსულა! გახარებულმა შემოკრა ტაში კონსტანტინემ. ახლა მიმართულებას შიცვლის,საჯინიბო მეორე მხარესაა ცხენს დააბინავებს და იმედი მაქვს მალე შემოგვიერთდება.
-ეს არის შენი და? ენა პირში ძლივს მოიბრუნა და ნერვულად გაიცინა ვაჩემ. „ ღმერთო,რა იღბლიანი კაცი ვარ“ ჩაიცინა ვაჩემ და ნატალის რეაქციას დაელოდა.
ქალი რამდენიმე წუთში უკვე ტანსაცმელ გამოცვლილი დაბრუნდა. ვაჩე ჯერ კიდევ სხვა მხარეს იყო მიბრუნებული და ხედით ტკბებოდა.
-საოცარ ფორმაშია კატარინა! დაიყვირა შორიდანვე და მისი ძმისკენ გამოექანა ჩასახუტებლად მაგრამ მიწაზე გაიშოტა მაშინვე,როგორც კი უცნობში ვაჩე ამოიცნო.
-ნატა,კარგად ხარ? შეშფოთებული მივარდა დას კონსტანტინე და ფეხზე წამოაყენა. გაიცანი ეს ჩემი მეგობარია ვაჩე.
-ვაჩე,ბიზნესპარტნიორი ვაჩე. წამოიყვირა შეშფოთებულმა და კაცს მტრული მზერა მიაბყრო.
-დიახ,ვაჩე წივწივაძე. თავდაჭერილი ღიმილით მიესალმა კაცი და ხელი გაუწოდა.
-ნატალი მაჩაბელი. დაბნეულად თქვა ქალმა და გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება.

-----------------
ხაი ფიფლ.
ოოოდნავ დამაგვიანდა :დ მომიტევეთ. აწი აღარ ვიზამ ასე.
შემიფასეთ,თქვენი დახმარება მჭირდება რომ ვწერო,ერთადერთი მოტივაცია თქვენი კომენტარებია ჩემთვის. ასე რომ დეიდებო,ბიძიებო არ დაიზაროთ რა ^^




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent