შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სიყვარული არ შემიწყვეტია (1 ნაწილი)


14-05-2015, 22:20
ავტორი ანკა
ნანახია 7 579

-ლიზი, მაპატიე გთხოვ, მე... უნდა დაგტოვო...
-რატომ? რამდენი ხნით? - ცრემლები მუჭით მოვიწმინდე და საბედისწერო მომენტს დაველოდე
-არ ვიცი, ჯობია დავშორდეთ. ორივესთვის ასე აჯობებს... - სევდიანი თვალებით მიყურებდა და ერთ ნაბიჯსაც კი არ დგამდა ჩემკენ, რომ როგორმე ებრძოლა და არ წასულიყო, არ მივეტოვებინე ასე...
-მე დაგელოდები, აუცილებლად დაგელოდები, ხომ ჩამოხვალ? - ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი, შაკოს მივვარდი და ჩავეხუტე. მანაც ძლიერად შემომაჭდო თავისი მსხვილი ხელები, თუმცა აზრი არ ქონდა. მალევე ნაზად მომშორდა, ლოყაზე მაკოცა და თვალებში ჩამხედა:
-კარგად- უცბად მოტრიალდა და წავიდა...

.......................
მე მქვია ლიზა, ვარ 18 წლის. ალბათ გაინტერესებთ ასეთი ტრაგიკული სცენა რა არის... ეს ამბავი 5 წლის წინ მოხდა. მე 13წლის ვიყავი, ის კი 17ის. გერმანიაში წავიდა ოჯახთან ერთად და მიმატოვა. იმ დღის შემდეგ მისგან ერთი წერილიც კი არ მიმიღია. ისე გაქრა ჩემი ცხოვრებიდან, როგორც მოვიდა...
ამ მომენტის გახსენებისას ახლაც მეტირება და გული შუაზე მეხლიჩება. რაღაც საშინელი ტკივილით ვივსები და ძლივს ვიცლები. კიდევ კარგი თაკო მუდამ გვერდით მიდგას, თუმცა ის მაინც ვერ ახერხებს იმ სიცარიელის შევსებას, რაც შაკომ დამიტოვა თავისი წასვლით...
ისევ ამ ფიქრებში ვიყავი, როდესაც ზარი დაირეკა და თაკომ შემანჯღრია.
-წამო გოგო ძლივს სახლში წასვლა გვეღირსა და კიდე აქ ზიხარ?! დაიცალა კლასი - ხუმრობით მეუბნებოდა და თან მეჯაჯგურებოდა. ირგვლივ მიმოვიხედე და თურმე მართლა მარტო ჩვენ ვყოფილვართ კლასში. სწრაფად წამოვდექი და გარეთ გამოვედით.
-დღეს რას ვშვებით? - ამას ხომ პოზიტიურ განწყობას ვერ წაართმევდით ვერაფრით. რომ გეთქვა ხვალ მოკვდებიო, მაინც რაღაც სახუმაროს გამონახავდა...
-რავი შენ რაც გინდა ის ვქნათ - უცბად გაბრაზდა
-იცი რა, რასაც მე მინდა იმას უკვე 5 წელია ვშვებით. მომბეზრდა უკვე შენი მომტირალი სახე!!! მალე ეხლა გამოცოცხლდი და წავედით კაფეში!! აბა მალეე... - ჩამავლო ხელი და გამაქანა.
კაფეში ერთი ყავა და შოკოლადის ტორტი შევუკვეთე. თაკომ კი კრუასანები, ნაყინები, ნამცხვრები და კიდევ იმდენი რამ რომ .... ალბათ ამის ჭამას მთელი დღე მოანდომებდა ნორმალური ადამიანი, თუმცა ნ ო რ მ ა ლ უ რ ი!!! ეს ხომ თაკო იყო და ისე უპრობლემოდ შეეძლო ამ ყველაფრის თავის „სამფლობელოში“ გადაშვება, რომ ვერც შეამჩნევდით.
-ლიზ, მომისმინე - რატომღაც ძალიან სერიოზული იყო - უკვე 5 წელი გავიდა, გაიგე.. 5 წელი!!! ალბათ მართლა არ უყვარდი იმ შაკოს, შენ კიდევ ტყუილად იტანჯები. მესმის რომ ცუდად ხარ თუმცა ეს უკვე მეტისმეტია. 5 წელის გავიდა ბოლობოლო. ამიტომ მე გავააქტიურე შენი გამოცოცხლების პროგრამა - გამომიცხადა ამაყად. მეც გამეცინა ჩემი გიჟის ხელში
-აბა გამაცანით ქალბატონო თინათინ - მეც კარგ ხასიათზე მოვედი
- ესეიგი, ქალბატონო და ღრმად პატივცემულო ელიზაბეტ, თქვენ შეგერჩევათ ვინმე სიმპატიური ბიჭი შეყვარებულად. დარწმუნებული ვარ გიშველის
-შენ ხომ არ გაგიჟდი გოგო!!!!
-შენ გამაგიჟე... დავიტანჯე, ახლა ჩემი ჭკუით იცხოვრებ არ მაინტერესებს, რამე ხომ უნდა გეშველოს ამხელა გოგოს ჩამაბერდი ხელში - ოხ ეს იუმორი ბოლოს მომიღებს...
-კარგი როგორც გინდა - მეც მინდოდა რამეზე ყურადღების გადატანა. მიუხედავად იმისა რომ მიყვარდა, მან მე მიმატოვა, არც დაბრუნდა და არც მე გავხსენებივარ რომ ერთხელ მაინც მოეწერა ან დაერეკა.... ამიტომ!!! დღეიდან მე შევიცვლები!!!
-ეს უკვე მომწონს - შემაქო თაკომ.- წამო ეხლა შენთან ავიდეთ და ვიმეცადინოთ, ბიჭები მოიცდიან. ისედაც რიგში დგანან :დდ
ჩემთან ავედით. ხო ეხლა... ჩემი მშობლები უცხოეთში ცხოვრობენ, მდიდრები არიან. რატომღაც ყველას გონია, რომ თუ მდიდარი ხარ - ბედნიერიც ხარ. ეს ორი რამ თითქოს ერთმანეთისგან განუყრელი რამაა, თუმცა მე ამ ყველაფერს სულ სხვანაირად აღვიქვამ. ჩემთვის ბედნიერების საზომი ჩემი საყვარელი ადამიანებია და არა ფული. დიდი, ორსართულიანი სახლი მაქვს, თავისი ეზოთი. ძალიან მყუდრო ეზოა, თუმცა სახლი კი უზარმაზარი. არ ვიცი რათ მინდა ამხელა სახლი... სახლში ხომ მხოლოდ მე ვცხოვრობ... ძმაც მყავს, თუმცა ის 25 წლისაა, მუშაობს და ხშირად უწევს მოგზაურობა, ამიტომ სახლში იშვიათადაა. მე მაქვს შავი გრძელი ტალღოვანი თმები და ცისფერი თვალები. დიდი ვარდისფერი ტუჩები და საკმაოდ ლამაზი ტანიც. სადაც მივდივარ ყველა მე მაყოლებს ხოლმე თვალს, რაც ხანდახან მაღიზიანებს კიდეც. ვერ ვიტან თავდაჯერებულ იდიოტებს, რომ გონიათ ყველა გოგო მათ უნდა ჩამოეკიდოს კისერზე. თუმცა მე ჩემი იდეალური ბიჭის საზომი არ მაქვს ისე როგორც ალბათ ყველა გოგოს. უბრალოდ მინდა რომ შემიყვარდეს და შევუყვარდე. მორჩა... ესაა ჩემი თეორია. არც ვინმე იდეალურ პრინცს ველი, თუმცა მთელი გულით ვიზიარებ იმ შეხედულებას, რომ ის ვინც გიყვარს შენთვის უნაკლოა...
ავედით სახლში და ჩემს ოთახშიც შევედით. დავეხეთქეთ და სამეცადინოც ამოვალაგეთ დიდი განძივით. ერთად ხალისიანად და მარტივად ვსწავლობთ ხოლმე გაკვეთილებს, ამიტომ ტრადიციად გვექცა ჩემს სახლში მეცადინეობდა და შემდეგ სადაც გვსურს იქ წასვლა.
-აუ გოგო, ისე ლუკა არ მოგწონს? - შემომაპარა თავისი ჭკუით თაკომ
-ეგ ვინაა?
-რა ვინაა გოგო ყოველ დღე შენ შემოგციცინებს
-აუ რა გაცინებს!!! და რა ლუკა საერთოდ, შენ მართლა გგონია, რომ ვინმე მინდა?
-გავიგე რომ ეგ შაკო შენი პრინცია, მაგრამ სხვასაც უნდა გახედო ეგრე არ შეიძლება რა...
-კაიკაი მაგაზე მერე ვილაპარაკოთ რა... თავი ამატკიე უკვე


............................
გამარჯობათ ბავშვებო!!
ჩემი პირველი ისტორიაა. ამ საიტის მუდმივი მკითხველი ვარ და მეც გამიჩნდა სურვილი ჩემი თავი გამომეცადა მწერლობაში.
ძალიან ვღელავ და მაინტერესებს თქვენი შეხედულება ამ ისტორიასთან დაკავშირებით. არ დაიშუროთ კომენტარები ძალიან გთხოვთ! ასევე ველი კრიტიკას
გპირდებით თქვენს შენიშვნებს მაქსიმალურად გავითვალისწინებ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent