შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალური საფრთხე (III თავი)


14-05-2015, 23:17
ავტორი N7
ნანახია 3 542

დემეტრე არამცთუ ხშირად, არამედ იშვითადაც ძლივს ამბობდა ამ სიტყვას. „მიყვარხარ“ მისთვის მხოლოდ მიყვარხარ არ იყო. თუ იგრძნობდა იმ მომენტში რაღაც დიდს, მაშინ იტყოდა, მაგრამ ამ დიდს ხშირად ვერ გრძნობდა. ახლაც იდგა, მუცელში პეპლები აშლოდნენ და უნდოდა ძალიან მაგრად ჩაეკრა გულში ელენე და არასდროს, არასდროს არ გაეშვა.
–სად იყავი, დემეტრე? – ეს უიშვიათესი სიტყვა, მიუხედავად მისი გადარევისა, დააიგნორა და ხმა ჩახლეჩილმა ჰკითხა.
არ ელოდა ამ კითხვას დემეტრე. ელენე ეჭვიანი იყო, მაგრამ ზომის ფარგლებში. გოგონამ კარგად იცოდა, რომ დემეტრეს სამყარო მის გარშემო ბრუნავდა, მაგრამ მაინც არ უყვარდა ქმრის ხარბი მზერები სხვაზე რომ ჩერდებოდა და ხანდახან ისე უბწკენდა, გააწითლებდა ხოლმე გრძნობაშეკავებულ მამაკაცს.
–არსად, – შუქი აანთო და სავარძელზე, ელენესთან ახლოს, დაეშვა.
–არსად? – გაეღიმა ქალს, – არსად ასე გვიანობამდე არ დადიან, – ნაძალადევი, ირონიული ღიმილით წარმოსთქვა და ქმარი შეათვალიერა. – ვინმე გეკონწიალებოდა თუ რა სჭირს შენს პიჯაკს? – ცალი წარბის აწევით შეეკითხა.
მიუხედავად იმისა, რომ დემეტრე წამოწითლდა, არ შეიმჩნია ანერვიულება და თავზე აკოცა.
–არ გეძინება? – გაუღიმა და ჩამოყრილი თმა მოაცილა მის ლამაზ სახეს.
–დემეტრე, – სრული სერიოზულობით მიმართა ელენემ და ჩაახველა ხმის ჩასაწმენდად. – დავფიქრდი... – შეწყვიტა და კიდევ ერთხელ ჩაფიქრდა, გაიაზრა მისი სათქმელის რეალობასთან სიახლოვე.
–მერე, რა გენიალური იდეა დაგებადა? – ნერვიულობა შეპარული ღიმილით დაეკითხა და მის თითებს წაეთამაშა.
–იდეა? მასე ვერ ვუწოდებ, – წარბები ზევით აზიდა და გააგრძელა. – გასაგებია, რომ კაცი ხარ, – ცხელმა ტალღამ დაუარა სხეულში მამაკაცს. – მესმის, რომ უნდა გაგიგო და ასეც იყო აქამდე. შენ იცი, რომ არც ერთ დროს არ მითქვამს, არ მიკითხავს სად გაატარე ღამე–მეთქი, რადგან ბოლომდე მწამდი, მაგრამ ბოლო დროს ყველაფერი აირია და შენც იცი ეს, თანაც ძალიან კარგად...
–რა გინდა მაგით თქვა? – აღშფოთდა დემეტრე.
–არაფერს ვითხოვ შენგან, მხოლოდ გულახდილობას, დემეტრე. არ მინდა, რომ სხვისგან გავიგო თუ რამე ხდება... თუ ჩვენი ოჯახის გარეთ ხდება რაღაც... – დამარცვლით წარმოსთქვა ბოლო სიტყვები და ხმა ისევ ჩაეხლიჩა.
–არაფერი, – დაუმარცვლა დემეტრემ და ფეხზე წამოდგა.
–გასაგებია, – თქვა ელენემ, ისიც წამოდგა და ნელი ნაბიჯით წავიდა საძინებლისკენ.
დაუმშვიდობებლად, უთქმელად. დატოვა დემეტრე გაშეშებული, მეხდაცემული და ანთებული. მეტსაც იმსახურებდა, მაგრამ ელენემ არ იცოდა არაფერი.
არ უნდოდა, რომ დაემალა, უბრალოდ არც ის შეეძლო ეთქვა, რომ სანამ ის მასზე ნერვიულობდა, თავად ვიღაც სხვას გვერდს უმშვენებდა. ის ქალი სხვა არ იყო, როგორც ჩანდა დემეტრესთვის კარგად ნაცნობი და ახლობელი იყო, ანდა როგორ არ იქნებოდა, ეს ის კაცი არ იყო ნებისმიერს ჩაგორებოდა საწოლში. ნამუსი ქენჯნიდა, იცოდა, რომ ელენემდე ამ ამბის მიღწევის შემთხვევაში, ძალიან ატკენდა გულს და ამით მისცემდა ნებას სამუდამოდ გაეშვა. მაგრამ იმდენად სჯეროდა თავის თავის, რომ ვერ წარმოედგინა ამის დაშვება. თუმცაღა ისიც კარგად ესმოდა, რომ ფორტუნა არ უნდა გაებრაზებინა, თორე ყოველთვის ხელს არ მისცემდა.
სანამ მაშო მათ სახლში ნებივრობდა, დემეტრეს ადგილი ელენეს გვერძე არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს პატარა ქალბატონი მშობლებს არ ართმევდა სივრცეს, მაინც და მაინც ელენესთან განაცხადა ჩამოსვლის წუთიდანვე, რომ მარტო არ დაწვებოდა, რომ სიმარტოვე მშობლებისგანაც ეყოფოდა. არა, რას ერჩი, აფერისტობაში შეეჯიბროს ნებისმიერი მეგრელი!
დემეტრე კიდევ ცოტა ხანს იჯდა სამზარეულოში, თავის მოდუღებულ ყავას შექცეოდა და ფიქრობდა. მათი სამზარეულოდან არაფერი განსაკუთრებული, თუმც მაინც ლამაზი ხედი იშლებოდა განათებული თბილისის. შემაღლებულზე აშენებული ისეც მაღალი სახლი იყო და გასაკვირი იქნებოდა, დაბალი სახლები რომ მოფარებოდნენ.
იმ თორმეტმა წელმა, რომელიც ელენესთან დაჰყო, წამისმიერი სიჩქარით ჩაუქროლა. სულ პირველი შეხვედრა გაახსენდა მათი, როგორც დაინახა ეს გოგო გულში ჩაუვარდა.
***
როგორც ყველა მაშინ, ისიც ქუჩური ცხოვრების წესით იყო დაკავებული. შავი ტყავები, თავზე ბენდენა, ჯიბეში (ხშირად ხელში მოტრიალეც) დანა და მუდმივად დაორთქლილი სათვალე, რომელიც ყველა დანარჩენში მუდმივად ბადებდა კითხვას: რამეს ხედავდნენ იქიდან? რა თქმა უნდა, თბილისელი „კაი ბიჭი“ ამ მინებიდანაც ყველაფერს ძაან „დონურად ხედავდა“. ძმაკაცების გარემოცვაში, საკმაოდ კარგი რეპუტაცია გააჩნდა დემეტრეს. ყველას უყვარდა და ყველა ცდილობდა დაახლოვებოდა. შესაბამისადაც ჰქონდა თავში აწეული, თუმცაღა საძმაკაცო წრე ჰყავდა ისეთი „ხოშიანი“, რომ მათთვის სისხლიც არ დანანებია არასდროს. განსაკუთრებით დათო უყვარდა, პირველი. პირველთან ერთად რა სიგიჟე არ ჰქონდა გაკეთებული. გოგო უყვარდა დათოს, ძალიან საყვარელი გოგო იყო, ლამაზიც, ჭკვიანიც და თავის სიჭკვიანით მიუწვდომელიც. მაშინ ის დრო იყო, თუ ჯინსი გქონდა კაციც იყავი. დათოს მშობლებს ულხინდათ და ამიტომ მის კარადაში მწკრივზე ჩამოლაგებულს შეხვდებოდით. ეს გოგო კი მხოლოდ იმიტომ არ უყურებდა, რომ შეძლებით აფასებდა ყველა. ერთ ღამეს ძალიან დათვრნენ დათო პირველი და დემეტრე, შუა ღამეს კარგად გადაცილებულიყო, დათოს გონება გაუნათდა, წამოხტა, დაავლო ხელი დემეტრეს, გადმოაწყო ჯინსები და ფეხით ავიდა მარჯანიშვილზე. რომ ენახათ მობარბაცე დემეტრე და პირველი, თავზე ხელს შემოიცხობდით: ეს სად ვცხოვრობთო. მიდიოდნენ ბარბაცით და ღრიალებდნენ სატრფიალოებს ერთმანეთზე უფრო მაღალი ხმით. დანიშნულების ადგილს რომ მიაღწიეს, გაჩუმდნენ. დაითვალეს, ერთი, ორი და სამიო და ბოლო ხმაზე იღრიალეს: ნინიკო მიყვარხარო. დაყარეს მისი ფანჯრის წინ ჯინსები, გულის ფორმა მისცეს, გადაასხეს ნავთი და ცეცხლი მოუკიდეს. იმ საღამოს, თურმე, ნინიკოს ოჯახი გასული იყო ქალაქიდან, რაც შემდეგ ძალიან გაუტყდა პირველს, მაგრამ მეორე კი აძლევდა ყელის მოღერების საბაბს, მთელი ქალაქი მასზე და მის საქციელზე ლაპარაკობდა.
ნინიკომ რომ გაიგო, თითქოს მოჯადოვდაო, დათო ნახა და ძალიან ძლიერად ჩაეხუტა, მერე კი აკაფრული ლოყებით უთხრა: მეც მიყვარხარო. პირველს თავბრუ დაეხვა და რამდენჯერმე მოითხოვა ნათქვამის გამეორება, რაზეც ნინიკოს უარესი დამორცხვება მიიღო. მერე გონს რომ მოეგო, მასზე ბედნიერი არავინ იყო. მერე დემეტრეც გააცნო, ერთად დადიოდნენ კაფეში, ერთად სეირნობდნენ და მოკლედ კარგადაც ერთობოდნენ.
მერე დათომ აიტეხა: დემეტრე ისე დადის და გოგო უნდა ვუპოვოთო. ამას დაემთხვა ისიც, რომ ნინიკოს დაქალს – ელენეს შეხვედრია სადღაც და ძალიან მოწონებია. მუჯლუგუნს უთავაზებდა ხოლმე ძმაკაცს პირველი და სიცილით ეუბნებოდა: შენ თუ არ გაიცნობ მაგ გოგოს, მე მოვიტაცებ და სახლში მოგიყვანო. დემეტრეს ეცინებოდა და უბრალოდ დაცდას სთხოვდა მეგობარს.
ზაფხული იწყებოდა. ეს ის დრო იყო, ტყავების გახდის დრო რომ მოსულიყო და აღარ იცოდნენ „კაი ბიჭებმა“ რა გაეკეთებინათ. დემეტრემ ყველას დაასწრო და გამოიზაფხულა, მერე აყვა ყველა. დათომ აიტეხა ერთ დღეს: უნივერსიტეტში უნდა გავუარო ნინიკოს, მარტო ხო არ იცვლის და წამო შენცო. ჯერ სასტიკ უარზე იყო, მაგრამ ბოლოს დაითანხმა ძმაკაცმა და წაიყოლია.
იმ დღეს დაიწყო თუ დაიწყო. ნინიკო მარტო არ გამოსულა უნივერსიტეტიდან და დემეტრემ ხუთასი მეტრის რადიუსზეც გაარჩია გოგონას ულამაზესი თვალები. მაშინვე ჩაუვარდა გულში. ნინიკომ დათო დაინახა თუ არა, მისკენ წამოვიდა და მისთვის ცნობილი ფაქტის მიხედვით (ვგულისხმობ პირველისა და დემეტრეს დამოკიდებულებას მისი დაქალისადმი), ისიც წამოიყოლა. დემეტრე იმ წუთიდანვე გადაეშვა თავდავიწყების მორევში, რომელსაც სიყვარული ჰქვია.
–ეს ელენეა, – თქვა ნინიკომ მხიარულად და დემეტრეზე შეაჩერა მზერა, – ეს დემეტრეა, ჩემი დათოს მეგობარი.
–სასიამოვნოა, – მორცხვად ჩაილაპარაკა ელენემ.
–რა არის, რა ყველა გოგო მორცხვობთ, – ჩაილაპარაკა მოჩვენებითი ღიმილით დემეტრემ და მოჯოკრა მოინდომა, – ამ საღამოს რას აკეთებთ, გოგოებო? – საღეჭი რეზინი პირით შეარხია და თვალებიდან სათვალე თავზე გადაიტანა.
–არაფერს! ხო, ელენე? – წარბებ–აწკიპულმა გადახედა ნინიკომ დაქალს.
–მე სამეცადინო მაქვს, – პროტესტივით გამოაცხადა ელენემ.
–ჭკვიანი გოგო ჩანხარ, მოასწრებ, – თვალი ჩაუკრა დემეტრემ.
ელენეს ლოყები აეკაფრა.
ასე და ამგვარად, დემეტრე და ელენე ძალიან დაახლოვდნენ. თუ იკითხავთ, დემეტრეს ოჯახსაც ისეთივე მდგომარეობა ჰქონდა, როგორიც პირველისას და არ იქნება გასაკვირი დემეტრეს სიგიჟეები.
მერე, უკეთ რომ გაიცნო, მიხვდა, რომ ელენესაც „კარგად აკლდა“, არც ის ყოფილა სიჭკვიანის ეტალონი და ერთად გაგიჟდნენ.
ბათუმიც ახსოვთ, ზამთრის ყინვაში და იქ ბანაობის გამო, ორკვირიანი დასვენება საავადმყოფოს კედლებში. ბაკურიანიც ახსოვთ, ზაფხულში და კლდიდან დაშვებული დემეტრე, კიდევ მოგზაურობა საავადმყოფოს კედლებში, ამ ჯერად ერთ თვიანი. მერე ორ თვიანი მოგზაურობა საქართველოს ყველა კუთხეში. ბატებით შეშინებული ელენე და დედლით დაკოდილი დემეტრე. მოკლედ, რაღა დაგიმალოთ და, როგორც ყველას, ამ ორსაც ისე აკლდა, მაგრამ მაინც განსაკუთრებულად.
***
–დემეტრე, – თქვა ჩუმად ელენემ და მხარზე ოდნავ შეეხო. თვალები ნელა გაახილა მამაკაცმა. –შენ რა, მთელი ღამე აქ გაატარე? – დაეკითხა აღშფოთებული ქალი.
–ჰო, მასე გამოდის. – გაუღიმა დემეტრემ და წელზე ნელა შემოხვია ხელი, თავთან მიიუხუტა და თვალები დახუჭა.
ცოტა ხანს ასე, გატვრენილი ტკბებოდა ცოლის სიტკბოებით, მერე ღიმილით ახედა.
–ჩვენი პირველი სიგიჟეები გახსოვს, ელენე?
–მახსოვს, რა თქმა უნდა, – გაეცინა მასაც, – რა დამავიწყებს დედალმა რომ დაგკოდა და მე ვიეჭვიანე, – გადაიხარხარა.
–უხ, თან როგორ! – გაეცინა დემეტრეს.
–ყავას დალევ? – იკითხა და შემდეგ ჭიქას რომ დახედა, შეცბა. – კარგი რა, დემე.
–რა მოხდა? – გაუკვირდა.
–უჩემოდ დალიე ყავა? – ცალი წარბის აწევით, მოჩვენებითი სიბრაზით შესძახა და ჰაერში ააფრიალა ხელები.
–ამ საღამოს რას აკეთებ? – ღიმილით ჰკითხა და თვალი ჩაუკრა.
ელენეს გაეცინა.
–საჭმელს, – ამოიხვნეშა.
–ნუ შეწუხდები, – ფეხზე წამოდგა და წინ აესვეტა ელენეს.
წელში ხელები შეუცურა და სახე ძალიან ახლოს მიუტანა. თვალებამდე სანამ მივიდოდა, მისი გემრიელი ტუჩები და ნაკვთები შეათვალიერა და საბოლოოდ მწვანე თვალებს ჩააშტერდა.
–დიდი ხანია ერთად არ გვივახშმია, ხო?
ელენეს იმ პეპლებმა დაუარეს, ასე ძალიან რომ უყვარდა და ენატრებოდა და თანხმობის ნიშნად საყვარელი მამაკაცის მხურვალე ბაგეებს შეეხო.
_________________________________________________
ძალიან მიხარია, რომ კითხულობთ, ძალიან! იმედია ისიამოვნეთ, ცოტა ინტრიგა მომდევნო თავიდან იქნება და აბა, გამამხნევეთ, ბევრს არ ვითხოვ :დ



№1  offline მოდერი sopiko

ძზზალიან საინტერესო ისტორიაა თუმცა ინტრიგა... ინტრიგა wink აი რა მაკლია ამ ისტორიაში, მიუხედავად იმისა რომ ღალატი არ შიყობა და მსგავსი რაღაცეები მოსაწონი არაა მაინც აუცილებელია მოთხრობაში smile ველოდები შემდეგ თავს თანაც სასწრაფოდ smile

 


№2  offline წევრი N7

sopiko
ძზზალიან საინტერესო ისტორიაა თუმცა ინტრიგა... ინტრიგა wink აი რა მაკლია ამ ისტორიაში, მიუხედავად იმისა რომ ღალატი არ შიყობა და მსგავსი რაღაცეები მოსაწონი არაა მაინც აუცილებელია მოთხრობაში smile ველოდები შემდეგ თავს თანაც სასწრაფოდ smile

ოო, შენ არ იცი რა ინტრიგანი ვარ, მაგრამ იქამდე მისვლა ხო მინდა wink დაიწყებს მალე თავგადასავლებს ჩემი მუზა winked დიდი მადლობა შენ! request
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3  offline წევრი lamazmani

ძააან მაგარიია მომწონს ველი ახალ თავს ოო ინტრიგა კაია მარა არ დააშორო რა ან ცოტა ხანი დააშორე love love love

 


№4  offline წევრი N7

lamazmani
ძააან მაგარიია მომწონს ველი ახალ თავს ოო ინტრიგა კაია მარა არ დააშორო რა ან ცოტა ხანი დააშორე love love love

ძალიან დიდი მადლობა საყვარელო, რომ კითხულობ love ინტრიგა იქნება ზომიერი winked
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№5  offline წევრი human

აბა შენ იცი და ძალიანაც ნუ დაგვიძაბავ ...:დდდ ეს დაკოდვა ვერ გავიგე როგორ მაგრამ გადავიტან ჰაჰჰაჰა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent