შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ონიანი მიყვარხარ! 2 ახალი სკოლა


15-05-2015, 14:58
ავტორი ml99
ნანახია 3 577

შემოდგომამ შემოაღო კარი სულ რაღაც ერთ კვირაში მარიამს ახალ სკოლაში მოუწსვს გადასვლა. დიახ არ მოგესმათ სულ რაღაც ერთ თვის განმავლობაში ონიანების ოჯახში ბევრი რამ შეიცვალა. დავითს სამსახურის დატოვება მოუხდა, ახალი სამსახური კი მათი ბინიდან ძალიან შორს იყო. და აი დგას ონიანი ოთახის ცენტრში, უაზროდ მიშტერებული თეთრ კედლებს, ფიქრობს რამდენი რამ უნდა მოასწროს 1 კვირაში.
-ოხხხ აღმოხდა აღშფოთებულს და ყუთები იატაკზე დააწყო. ახალი სახლი, ახალი გარემო, ახალი სკოლა და უამრავი ახალი პრობლემა...
15/09...
თვალები ზანტად გაახილა, მაღვიძარას შეხედა. ჯერ მხოლოდ 6 საათი იყო, იცოდა რომ ვეღარ დაიძინებდა ამიტომ ფეხზე წამოდგა, ფანჯარა გააღო, რაფაზე აცოცდა და კომფორტულად მოკალათდა. დილის სიო სასიამოვნოდ ეალერსებოდა ხორბლისფერ კანზე, ამომავალი მზის სხივები კი მის სახეს ანათებდნენ. ნამდვილი სილამაზის დამალვა, ისევე როგორც, დაჩრდილვა და აღწერა შეუძლებელია ამიტომ ნუ მიწყენთ მკითხველო, რადგან ვერ შევძლებ მარიამის აღწერას.
დიდხანს უყურებდა, ოქროსფრად შეღებილ ცას, და თან ყველაფერზე ფიქრობდა თან კი არაფერზე...
ვერც კი გააცნობიერა დრო როგორ სწრაფად გავიდა. ფიქრებიდან კაშკაშა სინათლემ გამოიყვანა გარშემო მიმოიხედა, მოპირდაპირე კორპუსის აივანზე ვიღაც სარკეში მზის სხივებს გარდატეხდა. გოგონა ყურადღებით დააკვირდა ბიჭის სილუეტს რომლის ირონიული მზერა შიშორის მიუხედავად ნათლად ჩანდა. გაღიზიანებული რაფიდან ჩამოხტა, თავი მოიწესრიგა, კარადა გამოაღო.
შავი შარვალი, თეთრი მაისური და თეთრი
კეტები ჩაიცვა, ჩანთა აიღო და მისაღებში ჩავიდა. ყველას მიესალმა, ტყუპები გააშველა, ისაუზმა და სკოლისაკენ გაემართა.
დამრიგებელი სანდომიანი შუახნის ქალი აღმოჩნდა, კლასში შეიყვანა და მოსწავლეებს წარუდგინა.
-ბავშვებო გაიცანით ეს ახალი მოსწავლეა მარიამ ონიანი, არ არის აუცილებელი თქვენეული დახვედრა მოუწყოთ. მკაცრად გადახედა ქალმა ბავშვებს და მარიამს მერხზე მიუთითა.
მთელი დღის განმავლობაში ბავშვების რეპლიკებსა და მზერას აიგნორებდა.
მაგრამ ყველაზე მეტად ერთი ადამიანის მზერა აღიზიანებდა, ბიჭი მას ჯიუტად თვალს არ აშორებდა და ირონიულად უღიმოდა, მარიამს თითქოს ეცნობოდა დანიელი მაგრამ ვერ იხსენებდა სად შეიძლებოდა შეხვედროდა მას.
--------------------
-ეი დანიელ გაღიზიანებულმა მიმართა მის გვერდით მჯდომარე ბიჭს თიკამ და ქერა თმა თითზე დაიხვია.
-ხო ბარბი მიმართა ბიჭმა თიკას და ხელი გადახვია.
-რას მიშტერებიხარ მაგ მახინჯს, არ მითხრა რომ მოგეწონა.
-ჰაჰაჰა მომეწონა ღადაობ ტო?
-არ მჯერა, დამიმტკიცე.
-კარგი.
-მომისმინე.....
----------
დანიელ აბაშიძე, აი ტიპი რომელზეც ყველა გიჟდება, სკოლის კალათბურთის გუნდის კაპიტანი, მაღალი სიმპატიური, ცისფერი თვალებით.
თიკა კირკიტაძე, ტიპიური სწერვა გოგო, კარგი გარეგნობის, მაგრამ საშინელი ხასიათით. აკრიტიკებს და ღადაობს ყველაზე და ყველაფერზე. მისი და დანიელის ურთიერთობა უკვე ორი წელია ფლირტის დონეზეა.
-------
პირველ დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა.
მარიამი მოწყენილი და დაღლილი დაბრუნდა სახლში. რადგან გაკვეთილები არ ქონდა მოსამზადებელი, ტყუპებთან ერთად ფილმის ყურება გადაწყვიტა. პატარებმა ძალიან გაამხიარულეს.
--------
უკვე ერთი კვირა გავიდა მაგრამ ვერავის დაუმეგობრდა ყველა არიდებს თავს. საკუთარ თავში უფრო ჩაიკეტა და ხმას თითქმის აღარ იღებდა, ვერც ტყუპების სიცელქე ამხიარულებდა ძველებურად.
ქიმის გაკვეთილზე მასთან ნიკა მივიდა.
-ახლა ბატონი ნოდარი მოვა, იტოკში ყრუა რა და რამეს თუ გკითხავს ხმამაღლა უპასუხე...
-გამარჯობა ბავშვებო მიესალმა შუახნის კაცი მოსწავლეებს.
-გამარჯობა, ნოდარი მას კლასში ახალი მოსწავლე გვყავს წამოიძახა ერთერთმა.
-გაგვეცანი! რა გქვია?
მარიამი ფეხზე წამოდგა.
-მარიამ ონიანი, მ ა რ ი ა მ ო ნ ი ა ნ ი უპასუხა მასწავლებელს ხმამაღლა, კაცმა მას სათვალის ზემოდან გაკვირვებულმა გადმოხედა. კლასმა კი სიცილი ატეხა.
-რომელი კუთხიდან ხარ?
-სვანეთიდან, აი მაღალი კოშკები, ხელით ცდილობდა მარიამი აეხსნა მასწავლებლისათვის და ხმამაღლა საუბრობდა.
-შვილო რა გაყვირებს ყრუ ხომ არა ვარ! შენი კარგად მესმის! შეგიძლია დაჯდე. უპასუხა მკაცრად კაცმა გოგონას, კლასი კი სიცილს აგრძელებდა.
მარიამს ძალიან შერცხვა, რას წარმოიდგენდა თუ ასე გააღადავებდნენ. სკამზე უხერხულად მოთავსდა და თავი დახარა. გაკვეთილის გამოსვლამდე ათი წუთი იყო დარჩენილი.
-ვის შეუძლია ამის ამოხსნა?მიმართა კლასს ბატონმა ნოდარმა.
ყველამ თავი აარიდა კითხვას.
მარიამმა გაუბედავალ აწია ხელი და დაიჩურჩულა -მე.
ნოდარმა გაკვირვებულმა შეხედა გოგონას და ცარცი გაუწოდა. მარიამმა რეაქცის ამოხსნა დაასრულა, მორცხვად აიტუზა დაფასთან
-მშვენიერია, სრულიად სწორია, შეგიძლია დაჯდე კმაყოფილმა წარმოთქვა ნოდარმა და გოგონას გაუღიმა.
თიკამ ცბიერად გადახედა დანიელს და ირონიულად გაიღიმა.
--------
სკოლის დერეფანს დავჩახრილი გაუყვა, გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა როცა გზა გადაუღობეს. თავი აწია და ცისფერ თვალებს წააწყდა რომელებიც სათვალის მიღმა მაინც არ მალავდნენ სიკაშკაშეს.
-გამარჯობა მორცხვად გადაისვა დალაკილ თმაზე ხელი დანიელმა და უზარმაზარი სათვალე გაისწორა.
-მე დანიელი ვარ? გაუღიმა გოგონას და ისევ სომხურ ვარცხნილობაზე გადაისვა ხელი.
მარიამმა გაკვირვებულმა ახედა ბიჭს, რომელიც სათვალიან აინშტაინს უფრო ჰგავდა ვიდრე დანიელ აბაშიძეს. გოგონა უპასუხოდ გაეცალა და კლასში შევიდა.
მთელი დღის განმავლობაში დანიელი არ მოშორებია, მსგავსი დამცინავი კომპლიმენტებით ავსებდა:
-შენთვის არავის უთქვამს რომ ლეონარდოს ჯოკონდასავით ლამაზი ხარ!...
დანიელის ყოველი სიტყვა გოგონას გულს ტკენდა გარშემო მყოფებს კი ძალიან ახალისებდა.
გაკვეთილები დამთავრა დანიელი ამჯერად სათვალისა და გალაკილი თმის გარეშე იდგა თავის სასტავთან ერთად და მარიამს ირონიულად უყურებდა, მისი მეგობრები კი დაუფარავად დასცინოდნენ ონიანს.
საშინელი ამინდი იყო, ცა მოიქუფა და წვიმა წამოვიდა, თითქოს გოგონას გულისტკივილს იზიარებს ბუნებაო. მარიამი საშინლად იყო, ცრემლებს ვერ იკავებდა, სახლში დაბრუნება არ უნდოდა. გზიდან გადაუხვია, ცარიელ სკვერში სკამზე ჩამოჯდა, ფეხები აკეცა თავი დახარა და ცხარე ცრემლით ატირდა. უყურებდა დანიელი, ატირებულ ონიანს და აქეთ მარცხნივ რაღაც სტკიოდა. რამოდენიმე წუთი უყურებდა ონიანს აბაშიძე, წვიმამ გადაიღო, გოგონა ფეხზე წამოდგა, ცრემლები შეიმშრალა, და სახლისაკენ წავიდა.
ერთი კვირის განმავლობაში, გოგონა არავის არ შეუწუხებია. დანიელი თავს არიდებდა, მის დანახვაზე უცნაური გრძნობა ეუფლებოდა. რამდენიმეჯერ თიკოსთან ჩხუბიც კი მოუვიდა.
-აუ რაღაც ძალიან მოვიწყინე, შეხედეთ მახინჯი მოდის, მოდი ვეღადავოთ. დანიელ ყველაზე კარგი ურთიერთობა მასთან შენ გაქვს, მიდი ალბათ უკვე მოენატრე, გელოდება. აუ სად გაქვს ბაბუაშენის სათვალები, მაშინ ბევრი ვიღადავეთ გაიცინა თიკამ და საღეჭი რეზინით ბუშტი გაბერა.
-არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ შემეშვით!
მისმა მტკიცე და გაღიზიანებულმა ხმამ ყველა გააოცა, თიკას გაბერილი ბუშტი სახეზე შეასკდა. დანიელმა უხეშად გასწია სკამი და კლასიდან სწრაფად გავიდა.
-რა სჭირა ამას ტო? იკითხა გაოცებულმა ნიკამ და ბავშვებს გადახედა.
ბიბლიოთეკიდან წიგნებით დატვირთული, გამოვიდა, ეზოს დატოვებას აპირებდა როდესაც...
ნიკა და დანიელი ეზოში კალათბურთს თამაშობდნენ.
-აუ ჩემი ამ ბავშვებმა, უკვე ნერვები .... სხვაგან ვერ ითამაშებენ ტო. გაღიზიანებულმა წარმოთქვა ნიკამ და ფეხბურთის ბურთი ბავშვებს დაუბრუნა.
დანიელი 5ქულიანის ჩაგდებას აპირებდა.
-აუ ახლა მართლა.... გაღიზიანებულმა დაიყვირა დანიელმა და მთელი ძალით დაარტყა ფეხი ბურთს.
-------
თავში საშინელი ტკივილი იგრძნო, ხელიდან წიგნები გაუვარდა, თავბრუ დაესხა სახე ცრემლებმა დაუსველა.
-ეი კარგად ხარ? ხელი დაადო მხარზე დანიელმა გოგონას და როდესაც ონიანის ცრემლიან თვალებს წააწყდა საკუთარ თავზე უფრო გაბრაზდა. გოგონა უხეშად ჩამოშორდა დანიელს წიგნების შეგროვებას შეუდგა.
- ბოდიში მართლა არ მინდოდა, ეს განძრახ არ გამიკეთებია. ნაღვლიანი ხმით უთხრა აბაშიძემ გოგონას და წიგნი გაუწოდა.
-უბრალოდ შემეშვი ჩასისხლიანებული თვალებით შეხედა გოგონამ, ძლივს გასაგონად წარმოთქვა და უკანმოუხედავად გაეცალა ბიჭს.
დანიელმა ბევრჯერ ცადა ონიანთან დალაპარაკება მაგრამ უშედეგოდ...
მარიამი ჰამაკში კომფორტულად მოთავს და წიგნი გადაშალა.
-ეი გამარჯობა!
-გამარჯობა!
-მე ნინია დვალი ვარ მოპირდა კორპუსში ვცხოვრობ, შენ ალბათ მარიამი ხარ არა?
-კი სასიამოვნოა.
-ჩემთვისაც, რას კითხულობ?
-მმმ როგორ მიყვარს ეს წიგნი...
ნინიამ და მარიამმა დიდხანს ისაუბრეს, ნინია სასიამოვნო და მხიარული გოგო აღმოჩნდა.
ნინია და მარიამი ძალიან დაახლოვდნენ, ყველგან ერთად დადიოდნენ, ნინია კი ყოველთვის ახეხებდა ონიანის გამხიარულებას.
სიცილით შეაღო მარიამმა კაფის კარები და ცისფერი თვალების დანახვისთანავე, მოიწყინა.
-აუ ნინი წავიდეთ აქედან რა.
-აუ რატო, ძალიან გთხოვ დემეტრე მალე მოვა დარჩი გთხოვ.
-კარგი ოღონდ სულ 5 წუთით.
არც აბაშიძეს დარჩენია შეუმჩნეველი, მარიამის ღიმილი, შემდეგ კი მისი განწყობის სწრაფი ცვლილება.
-აუ მარიამ შეხედე აქ ვინაა?
-ვინ?
-დანიელ აბაშიძე!!! აუ როგორი სიმპატიურია, სკოლის ყველა გოგო მასზეა შეყვარებული.
-ცდები მე არ მეკეტება მაგ იდიოტზე ჭკუა და საერთოდ ვერ ვიტან მაგ ტიპს მისკენ გაიხედა მარიამმა და აბაშიძის ირონიული სახის დანახვისთანავე საშინლად გაბრაზდა.
--------
-აუ ტო როგორ დაველაპარაკო?
-ვის თეკლას! ძმაო საქმე რთულადაა, მის აღმატებულებას აღარ აინტერესებ! (ნიკა)
-არა რა თეკლას ტო მარიამზე ვამბობ, საშინლადაა გაბრაზებული ჩემზე.
-ვიზზე ბიჭო?
-მარიამ ონიანზე ვამბობ რაიყო?!
-ღადაობ ტო საწყალი გოგო რამდენი აღადავე, დაამცირე და ახლა გინდა დაელაპარაკო ტო ?! აუ ისე მაგარი სულელი გოგოა?
-სანამ კიდევ რამეს იტყვი ჩემს გოგოზე, სიტყვებს დაუკვირდი!
-ეეე მშვიდად ბრატ! თუ მართლა გიყვარს მაგარ შარში ხარ ძმაო. ხელი დაჰკრა მხარზე ნიკამ აბაშიძეს.
-ვიცი ბრატ! მარიამს ვძულვარ! დაიგრუზა დანიელი.
-ეეი ეი ბიჭო! მითხარი ოდესმე რამე წაგიგია? დანიელ აბაშიძე ოდესმე მარცხდება?!
-არასდროს ბრატ!
-ხო და ჩათვალე რომ ეგ გოგო უკვე შენია, ახლა კი მიდი მოქმედების დროა.
-----
-აუ ნინი მე წავალ კარგი
-მარ....
-აი თქვენი ყავა!
-კი მაგრამ.... ოფიციანტმა მაგიდაზე ფინჯანი ყავა და წერილი დატოვა. მარიამს არც კი მოუსმინა, სწრაფად გაეცალა მის მაგიდას.
-,, მაპატიე" მხოლოდ ეს სიტყვა ეწერა თეთრ ფურცელზე. მარიამი გაკვირვებული დაჰყურებდა ფურცელს და ვერ ხვდებოდა ვისგან შეიძლება ყოფილიყო. თავი აწია და აბაშიძის ნაღვლიან თვალებს წააწყდა. ააშინლად გაღიზიანდა ფურცელი დაკეცა, მაგიდაზე დადო და ფეხზე წამოდგა.
-მარ სად მიდიხარ? დემე როგორ ხარ მიესალმა ბიძაშვილს დვალი და გადაკოცნა.
-კარგად ნი შენ?
-მეც კარგად გაიცანი ეს მარიამ ონიანია ჩემი მეგობარი, მარიამ ეს კი ჩემი ბიძაშვილია დემეტრე დვალი.
-სასიამოვნოა
-ჩემთვისაც ბოდიში უნდა წავიდე!
-აუ მარ ნუ წახვალ გთხოვ. შეეხვეწა ნინია მეგობარს.
-ახლ თუ წახვალ მეგონება რომ ჩემი მოსვლა არ გესიამოვნა, ასეა?
-არა არა რა სისულელეა, უბრალოდ ბევრი საქმე მაქვს.
-ეგ საქმე მოიცდის დარჩი გთხოვ!
-კარგი, მხოლოდ 5 წუთი გაუღიმა მარიამმა ნინის და სკამზე მოთავსდა.
----
უყურებდა მომცინარ ონიანს აბაშიძე და ძარღვებში სისხლი ეყინებოდა, როდესაც მას დემეტრე დვალის გვერდით ხედავდა, როდესაც ხედავდა რომ მისი ღიმილის მიზეზი დვალი იყო.
------
-დავიშალეთ ხო
-კი მე საბავშო ბაღში ვაპირებ შევლას, ტყუპები უნდა გამოვიყვანო.
-კარგი ხვალამდე მარ!
-კარგად!
-------
-რომელი საათია ბიჭო? (ნიკა)
- 6
-აუ აეთრიე, ვარჯიში დაგვეწყო ბიჭო!
-ფუ შენი!
......
-ბრატ აღარ მოვდივარ!
-რატო 1 კვირაში თამაში გვაქვს ბიჭო, დაგავიწყდა?
-მახსოვს პროსტა საბუკა უნდა გამოვიყვანო ბაღიდან, ანიმ მთხოვა გუშინ.
-კაი ბრატ!
..........
-მალიიიი... ერთხმად შეჰყვირეს ტყუპებმა და დას ჩაეხუტნენ.
-აუ მალი ლამდენი ლამე უნდა მოგიკვეე, იცი ლა მოხდა?
-კარგი, ლიზუ. გიო მოდი ჩავიცვათ, არსად არ წახვიდე კარგი დაგველოდე, ლიზასაც ჩავაცვამ.
-მალ თათია ქო იცი.......
------
-დანიელ! შეჰყვირა გიორგიმ
-ვა გიო ბრატ როგორ ხარ ტო?
-კალგად ბლატ სენ როგოლ ხალ?
-მეც მაგრად.
------
-მარიამ ერთი წუთით. მიმართა საბავშო ბაღის მასწავლებელმა მარიამს და გვერდით გაიყვანა.
------
-გიოლგი! ძმასთან მიირბინა ლიზიკომ და გვერდით ამოუდგა.
-გამარჯობა მიესალმა დანიელს ლიზიკო.
-დანიელ ეს ცემი დაა ლიზუკა.
-სასიამოვნოა შენი გაცნობა პატარა ქალბატო.
-ცემთვისაც.
-ლიზი! გიო!
გოგონა ცისფერ თვალებმა ძალიან დააბნია.
-გამარჯობა მარიამ!
-გაგიმარჯოს, წავედით ბავშვებო?
-რატომ ჩქარობთ, დაგველოდეთ, ნიკას გამოვიყვან ჯგუფიდან და ერთად წავიდეთ მთაწმინდაზე.
-არაა საჭირო! წავედით!
-აუ ალა ლა მთაწმინდაზე გვინდა ერთად შესძახეს ტყუპებმა.
-მე კი არ მინდა, წავედით!
-კალგად დანიელ! დაემშვიდობა ნაღვლიანი ხმით ლიზი.
-კალგად ბლატ!
-კარგად ბავშვებო, არ მოიწყინოთ ერთ დღეს თქვენი და თავისი ინიციატივით წამოვა გასართობად! თვალი ჩაუკრა დანიელმა მარიამს და მისი გაბრაზებული სახის დანახვისას ჩაეღიმა.



№1  offline წევრი bendeniani gogo

ძალიან კარგია გააგრძელე მომწონს <3

 


№2  offline წევრი სალი-სალი

ძალიან მაგარიაა მალე დადეე love

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანა

კარგია, მაგრამ დივანი და არა მდივანი. მდივანი პიროვნებაა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent