შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სიყვარული არ შემიწყვეტია (2 ნაწილი)


15-05-2015, 16:19
ავტორი ანკა
ნანახია 5 645

-აუ გოგო, ისე ლუკა არ მოგწონს? - შემომაპარა თავისი ჭკუით თაკომ
-ეგ ვინაა?
-რა ვინაა გოგო ყოველ დღე შენ შემოგციცინებს
-აუ რა გაცინებს!!! და რა ლუკა საერთოდ, შენ მართლა გგონია, რომ ვინმე მინდა?
-გავიგე რომ ეგ შაკო შენი პრინცია, მაგრამ სხვასაც უნდა გახედო ეგრე არ შეიძლება რა...
-კაიკაი მაგაზე მერე ვილაპარაკოთ რა... თავი ამატკიე უკვე
.....
სწავლა დიდად არცმე მიყვარს და არც თაკოს, თუმცა უკვე წლის ბოლოა და ჩვენც ვალდებულები ვართ რამე მაინც ჩავიტენოთ თავში რომ გამოცდები ჩავაბაროთ.
მეცადინეობისგან ძალაგამოცლილმა თაკოს ავხედე შრეკის კატის თვალებით
-თააკ... მოდი რა ხვალ სახლში დავრჩეთ
-კაი, ეხლა რამე კინო ჩავრთოთ
-ოქეი მაგრამ სასუსნავები ხომ გვინდა?! - გავხედე ეშმაკურად
-მაგას თქმა რათ უნდა - შემომციცინა თვალებში და წამში სახლიდან გავარდა.
მე პირველ სართულზე ჩამოვედი და ტელევიზორის პულტი მოვიმარჯვე ხელში. აქ ხომ არაფერი საინტერესო არ გადის რა!!! ისევ კინოების არხზე გადავახვიე რაღაც კომედია (თაკოს საყვარელი ჟანრი კომედიაა...), რაც დარწმუნებული ვიყავი თაკოს ეცოდინებოდა, მაგრამ მაინც დიდი სიამოვნებით უყურებდა. სამზარეულოში გავედი წყლის დასალევად და უცბად სახლის კარი შემოგლიჯა ერთმა სულიერმა
-გოგო სახლი თუ გინდა დამინგრიო პირდაპირ მითხარი
-ისე ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ მერე შენ ჩემს ხარჯზე იცხოვრებ, მთელი ცხოვრება შენი მოტირალი სახის ყურება მომიწევს და ვერ გამოგაცოცხლებ თუ შაკო არ ჩამოგიყვანე მაგ გერმანიიდან - გამოიგონა რაღაც სასწაული და თან გაიწია ჩემი ნასროლი სკამი რომ აეცილებინა.
-აუ შაკოს ნუღარ მახსენებ რა, მინდა რომ დავივიწყო, მართლა აზრი აღარ ააქვს ამ უაზრო მოცდას.
-ოხხ... მოგინდა ახალგაზრდა ქალბატონო ცხოვრების დაწყება? - იუმორიიი -_-
-კაი გეყო ეხლა აიღე ეგ პარკები და გამო ტელევიზორთან
-რა კინოა
-ისეთი არაფერი შენ რაც არ გეცოდინება
-აუ ხო ისე, რა ვერ გადაიღეს ახალი კინოები, მომბეზრდა უკვე
-მე მაპატიეთ ახლავე გადავრეკავ ჰოლივუდში
-დიდხანს არ მალოდინოთ - შეიფერა გოგომ.
ღამით თაკო ჩემთან დავიტოვე. როცა მარტო ყოფნა არ მინდა ხოლმე რჩება, მშობლებიც აძლევენ ამის უფლებას ამიტომ პრობლემა არაა. თუმცა დილით თაკოსთან ერთად გაღვიძება ყველაზე საშინელი რამაა რისი წარმოდგენაც კი ოდესმე შეგეძლებათ. ამ მორიგ დილასაც არ შევცდი და ამჯერად ყინულებში წამოვყავი თავი გულგახეთქილმა და საშინლად გაყინულმა
-თაკოოო!!!!!!!! - ვიღრიალე ბოლო ხმაზე და საწოლიდან წამოვხტი რათა აბაზანაში ჩამეხრჩო ეს რაღაც დაავადება - ვერ გადამირჩები.
ასე მეხუთეკლასელი ბავშვებივით დავრბოდით მთელ სახლში, და აქ გამეფებულ სიჩუმეს ჩემი ღრიალი და თაკოს კისკისი არღვევდა.
-კაი გოგო რაიყო რა პირველად ხომ არ გაღვიძებ ასე - სამზარეულოში ჩახტა დახლის უკან
-ხოდა პირველი რომ არ არის მაგიტომ ხარ მოსაკლავი - ორივე სიცილით ვკვდებოდით მაგრამ ისეთი გამწარებული ვიყავი რო რავი. მაცივრიდან მაიონეზი გამოვიღე და პირში ჩავტენე. ბავშვობიდან ვიცნობ თაკოს და მაიონეზს ვერასდროს ვერ იტანდა. ახლაც გაამართლა და მაშინვე წყალს ეცა.
-აუუუ. გოგო შენ ვერა ხარ რა!!! რა უბედურებაა ეს მაიონეზი.. ამ საშინელების ადგილი მაცივარში კი არა სანაგვეშია
-ყველას შენნაირი დახვეწილი გემოვნება ხომ ვერ ექნება...
ასე მაიმუნობაში გავატარეთ მთელი დილა. სკოლაში წასვლა არგვინდოდა, ბოლობოლო მე-12 კლასელები ვართ. ჩემს მანქანაში ჩავხტით და კლუბში „დავგაზეთ“. სასმელის დალევა არ მიყვარს, თუმცა ცეკვა და ხმამაღალი მუსიკა ჩემი სტიქიაა. იმდენი ვიგიჟეთ, სანამ ცეკვით არ დაგვატყდა ფეხები.
-კაი მოიცა მოვკვდი - ვეხვეწებოდი გულამოვარდნილი დამჯდარიყო
-აუუ ცოტას გავერთობი კიდე რა, შენ მიდი დაისვენე თუ გინდა - უკვე ნახევრად მთვრალი იყო. ოხხ თაკო რა. ისევ ჩემი წასათრევია სახლში. ალუბლის წვენს ვსვამდი გვერდით ვიღაც რომ მომიჯდა და გამეცნო:
-გამარჯობა, მე დათო მქვია, შენ არ გამეცნობი?
-ლიზა - ვუპასუხე უინტერესოდ.
-ძალიან ლამაზი ხარ
-...
-რატო არ მცემ ხმას?
-რა გიპასუხო?- ვუპასუხე მობეზრებულმა
-მარტო რატომ ზიხარ?
-დაქალთან ერთად ვარ დაის ცეკვავს
-მეცეკვები?
-ვერა დაღლილი ვარ
-აუ გოგო ცუდად ვარ წამო რა წავიდეთ (თაკო) - შუა საუბარში ჩაგვეჭრა, თუმცა როცა ნახა რომ ვიღაც ბიჭს ველაპარაკებოდი, მაშინვე წელში გაიმართა და მრავლისმთქმელად გამომხედა
-ხო გითხარი რო სასმელი პირდაპირ არ უნდა გადაცალო. სულ ეგრე გემართება რა... - წავიბუზღუნე და სკამიდან წამოვდექი, რათა წამოვსულიყავით.
-გაგიყვანთ გოგოებო სად მიდიხართ? -ფეხზე წამოდგა უცნობი დათოც
-არ გვინდა მადლობა, მანქანით ვარ - გავუღიმე და გამოვბრუნდი
-იმედია კიდევ გნახავ
-ნახვამდის - დავემშვიდობე უცნობს და წამოვედით.
სახლში შევაგდე თუ არა ეს ჩემი ტკიპა, მაშინვე ლაპარაკის ხასიათზე მოვიდა
-ის სიმპო ვინ იყო?!
-რავი მე, დათო მქვიაო
-კაი ბიჭია ისე - მითხრა და ნაბეღლავი მოიყუდა
-არ ვიცი არ დავკვირვებივარ
-კაი ხო როგორც გინდა. ეხლა მეც არ მაქვს შენი თავი. აუ დამაძინეთ რა!!!!
-რა გაღრიალებს მერე, მიეგდე და დაიძინე - გავეხუმრე ჩემს გოგოს
გადაბრუნდა და მშვიდად გადაეშვა სიზმრების სამყაროში. საძინებლიდან ადიალა ჩამოვიტანე და მივახურე, მეც გვერდით მივუწექი და ფიქრი დავიწყე...
ალბათ გგონიათ შაკოზე არა? არა... დათოზე ვფიქრობდი, რატომღაც. ნეტა რატო, აშკარად არ მახსოვს როგორია, ზედაც არ შემიხედავს მისთვის, თუმცა მაინც მასზე ვფიქრობ. არვიცი რატომ მაგრამ თითქოს კიდევ მინდა ვნახო. ვიცი... ეს სიგიჟეა, თუმცა გიჟი დაქალის ხელში კიდე კარგად ვარ. თაკოს წერილი დავუწერე, სახლის კარი ჩუმად გამოვხურე და კლუბისკენ წავედი...
......
ესეც გაგრძელება 
ვერ წარმოიდგენთ როგორ გამიხარდა პირველი კომენტარი რომ წავიკითხე. მეორე კი დღეს ვნახე და სიხარულით მეცხრე ცაზე ავედი.
ძალიან მინდა რომ კარგი ისტორია გამოვიდეს. როგორ მოგწონთ? იმედია მოვლენები ძალიან ნელა და მომაბეზრებლად არ ვითარდება <3
ყველას აზრი ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ - მაქსიმალურად გავითვალისწინებ ყველას შეხედულებას.

მადლობთ <3 <3 <3

p.s. მემგონი პატარა თავები არაა... რავი რას ფიქრობთ...



№1  offline მოდერი ანკა

ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო!!!
ყველას კომენტარი უდიდეს სტიმულს მაძლევს <3
დღესაც დავდებ აუცილებლად ^_^

პ.ს. მიხარია რომ მოგეწონათ <3 <3 <3

 


№2  offline წევრი Winchester

მაგარიაა ძალიან ❤
--------------------
ლ.შ L.SH

 


№3  offline მოდერი ანკა

Winchester
მაგარიაა ძალიან ❤


მადლობა ასეთი თბილი კომენტარებისთვის <3 ძალიან დიდ სტიმულს მაძლევ რომ უკეთესად ვწერო :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent