დამუნჯებული 2
პირველი დღე სკოლაში ყოველთვის საშინელია. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ შენ. ბევრი ახალი კლასი და ხალხი თითქის გრიყავს. მათ უყვართ როდესაც ახალმოსულებს ამცირებენ. როდესაც სკოლის დერეფნებში შედიხარ შიში გიბყრობს. ზოგი მამაცი ბავშვი ეცდება შეგაჩეროს და თავი გაგაცნოს, ან უბრალოდ დაგცინოს და ამით დაგამციროს მაგრამ შენ შეაჩერო ისინი. მაგრამ ჩემთვის ყველაფერი სხვანაირადაა. მე მათი შეჩერება არ შემიძლია. ვერაფერს ვერ ვეტყვი მათ, ვერც გავუღიმებ და ვერც გავეცნობი. უმიზნოდ დავდივარ დერეფნებში იმ იმედით რომ არასწორ გზაზე არ მივდივარ. ხალხი ყოველთვის მე მაშტერდება. ისინი ვის კლასშიც მე ვარ მეგობრებს ეჩურჩულებიან და ეუბნებიან რომ ჭორები სიმართლეა. მე ჩუმი ვარ. რომ ლაპარაკი არ შემიძლია. დაწვრილებით მესმის მათი სიტყვები. რატომღაც ხალხი ვერ ხვდება რომ მე ყრუ არ ვარ. ფიქრობენ რომ მხოლოდ ყრუ ადამიანები არ ლაპარაკობენ. მხოლოდ სულელ ხალხს არ შეუძლია კომუნიკაცია. მასწავლებლებიც ისე ცდილობენ ჩემთვის გვერდის ავლას როგორც სხვა სტუდენტები, თუმცა როდესაც მე მელაპარაკებიან თითქმის პანიკაში ვარდებიან. ცდილობენ თავი აარიდონ ისეთ შეკითხვებს რომლის პასუხებიც 'კი'ს ან 'არა'ს არ აღემატება. ზოგი სხვებზე უკეთესები არიან, ზოგს შეუძლია სხვანაირი ტიპის სტუდენტებთან კავშირის გაბმა. ზოგს არა. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლისანი არიან სტუდენტები, ყოველთვის იქნება ერთი ვინც გაგიგებს და დაგეხმარება. როგორც ყოველთვის ისინი არ კითხულობენ ემაილებს რომლებსაც ადმინისტრაცია უგზავნის ახალი სტუდენტის შესახებ. ისინი არჩევენ რომ ეს დააიგნორონ. ეს ყოველთვის ხდება. არც ეს წელი ყოფილა გამონაკლისი. ნელა მივდიოდი ჩემს ბოლო გაკვეთილზე. არავინ დამლაპარაკებია. მთელი სკოლა ლაპარაკობდა ჭორებს რომელიც გავრცელებული იყო 'ახალ გოგოზე'. ინგლისურის კლასის გზა ამებნა. ბოლოს როგორციქნა ვიპოვე. ხელი ცივ მეტალის სახელურს ჩავავლე, მხოლოდ ახლა შევნიშნე რომ მიიკანკალებდა. როდესაც კარი შევხსენი სახეზე ცივი ჰაერი მეტაკა. მთელი კლასი ჩუმად იყო, მათი ყურადღება ჩემსკენ იყო მომართული. რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი მანამ სანამ მასწავლებელი შემამჩნევდა. შუახნის იყო, დაახლოებით 40 წლის კაცი. დაბალი, ჩასუქებული კაცი იყო, დიდ მელოტ თავზე მხოლოდ რამოდენიმე ღერი თმა ჰქონდა, ისიც ნახევრად გასთეთრებოდა. სათვალე ეკეთა, ტუჩები კი სიბრაზისგან მოკუმული ჰქონდა. ''შემიძლია რაიმით დაგეხმარო?'' მკითხა და ჩემსკენ მოტრიალდა. აშკარად უკმაყოფილო იყო გაკვეთილი რომ გავუწყვიტე. სახეზე ეტყობოდა რომ ეს კლასიც სძულდა, მასში შემომავალი სტუდენტებიც და სკოლაც. ყველა სკოლას ჰყავს ასეთი მასწავლებელი. მაგალითად ჩემი ყოფილი მათემატიკის მასწავლებელი. გვაიძულებდა საქმე სიჩუმეში შეგვესრულებინა და უმიზეზოდ გვსჯიდა. გვეკითხებოდა იმეებს რაც გავლილი არ გვქონდა და ცუდ ნიშნებს გვიწერდა. თავი გავაქნიე და ჩემი ცხრილი მივაწოდე, შევეცადე მიმეხვედრებინა რომ მე მის კლასში ვიყავი. ესეც იმათთაგანი იყო ვინც ემაილებს არ კითხულობს. დიდი, მსუქანი ხელით სწრაფად გამომართვა ცხრილი ხელიდან და კითხვის დროს ღრმად ამოიხვნეშა. ''ოჰ, დიახ, '' ჩაიღრუტუნა და ჩემსკენ მობრუნდა, '' შენ ის ახალი სტუდენტი ხარ რომელზეც შეტყობინება მივიღე.'' თავი დავუქნიე და ტუჩი მოვიკვნიტე. თვალები მასსა და კლასში მჯდომ სტუდენტებს შორის გავაცეცე. სახეებზე 'სეირის საყურებლად' გამზადებული ღიმილი ჰქონდათ აკრული , მე კი მათ წინ ნერვიულობით ლამის გული გამხეთქოდა. ერთ-ერთმა გოგომ ნიკაპი მაღლა ასწია და მე შემომხედა, ლურჯი კამკამა თვალები ჰქონდა რომლებიც მტრულად მიმზერდნენ. მის გარშემო სამი სხვა გოგონაც იჯდა რომლებსაც იგივე მკაცრი გამომეტყველება ჰქონდათ აკრული სახეზე როგორც იმ ერთს. ''მე მისტერ ფრანკი ვარ.'' მითხრა ისე რომ კომპიუტერის ეკრანიდან თვალიც არ მოუშორები. თავი დავუქნიე. მეზიზღებოდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. ერთადერთი რამ რაც მინდოდა ის იყო რომ ცარიელი მერხისკენ გავეგზავნე. სტუდენტების მზერას ვგრძნობდი რომლებიც კანს 'მიწვავდნენ,' სახეზე იგივე გამომეტყველება ჰქონდათ. გოგონები ერთმანეთში მზერას ცვლიდნენ და რაღაცეებს ჩურჩულებდნენ თან თითის ბალიშებს მერხზე აბაკუნებდნენ. ბიჭები კი მე მათვალიერებდნენ შემდგე კი ერთმანეთს თავს უქნევდნენ და ჩემზე ჩურჩულებდნენ. მათი სიტყვები ჩუმი იყო თუმცა არცისე ჩუმი რომ მე არ გამეგო. თევზის საჭმელი ვიყავი. ისინი კი თევზები იყვნენ რომლებსაც საჭმელი ახლა დაანახვეს. ''ემაილში შენი სახელი არ წერია, ასე რომ შენ უნდა მითხრა.'' თქვა მისტერ ფრენკმა და სკამიდან წამოდგა. შიშით თვალები გამიფართოვდა. ეს ის იყო. ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მომენტი. სტუდენტების მხრიდან რამოდენიმეს ჩაცინების ხმა გავიგე. სახეზე სისხლი მომაწვა. მოსწონდათ როგორ არაკომფორტულად ვიყავი მათ წინაშე. მოსწონდათ როგორ უმწეოდ მქონდა ხელები შემოჭდობილი ტანზე თითქოს აქედან გაქრობას ვლამობდი. ვიცოდი რომ ერთ-ერთი მათგანი მაინც მიხსნიდა. მაგრამ შემდეგ გავაანალიზე რომ როგორც სხვა კლასებში არც მათ არ ენდომებოდათ მხიარულების ჩაშლა. არ ქონდა მნიშვნელობა თუ როგორ არაკომფორტულად გამოვიყურებოდი მე. მისტერ ფრანკი მოუთმენლად იდგა ჩემს წინ, მისი მუქი თვალები ჩემსკენ იყო მომართული. ხელები მკერდზე ჰქონდა გადაჯვარედინებული და ცალ ფეხს იატაკზე აბაკუნებდა. ''რა გქვია?'' მკითხა კიდევ ერთხელ, ამჯერად მის ხმაში უფრო მეტი სიბრაზე იგრძნობოდა. ღრმად ამოვისუნთქე იმ იმედით რომ მიხვდებოდა რომ მის კითხვას ვერ ვუპასუხებდი. ხელის გულები გამიოფლიანდა. ''ჩვეულებრივი კითხვაა.'' თქვა მისტერ ფრანკმა მანამ სანამ ხელს მაგიდაზე დაარტყავდა და ცოტათი შევხტებოდი, ''მითხარი რა ჯანდაბაც გქვია.'' ამას მთელი დღე თავს ვარიდებდი. თითქმის ყველა მასწავლებელი მთხოვდა რომ ფურცელზე დამეწერა ჩემი სახელი თუმცა ის ხომ 'ყველა მასწავლებელი' არ იყო. ვიცოდი რომ ამ გაკვეთილიდან ჭორები მთელს სკოლას მოედებოდა და ცეცხლივით გადაწვავდა. ბავშვები თავს ამარიდებნენ რადგან მათ მხოლოდ ერთი რამ იცოდნენ და სჯეროდან, მხოლოდ სულელი ადამიანები ვერ ლაპარაკობენ. იმ წუთიდან რაც ამ სკოლაში გადმოვედი ვიცოდი რომ ყველაფერი იმაზე უარესად იქნებოდა ვიდრე აქამდე იყო. ნელა დავწერე ჩემი სახელი ფურცელზე. მაგრამ ა რა ის სახელი რომელსაც დედა მეძახდა წლების განმავლობაში. სრული სახელი. ჟ.ე.ნ.ე.ვ.ი.ე.ვ.ა. მისტერ ფრანკი როგორც ჩანს მიხვდა ვინც ვიყავი და თვალები გაუფართოვდა. შემდეგ კი ჩუმად ჩაიცინა. ''ოჰ დიახ, შენ ის გოგო ხარ ლაპარაკი რომ არ იცის.'' მის სიტყვებს მისი სიცილიც მოჰყვა. წამის შემდეგ კი მას მთელი კლასი აჰყვა. იცინოდნენ ჩემს ნაკლზე. ვიგრძენი როგორ ამიდუღდა სისხლი. გაქცევა მინდოდა, ამ საშინელი ადგილიდან თავის დაღწევა მინდოდა. საშინელი კოშმარისგა გამოღვიძება მინდოდა. მისტერ ფრანკი დამშვიდდა და მე შემომხედა, თუმცა ეტყობოდა რომ ისევ უნდოდა გაცინება, ეს მის ხმაში იგრძნობოდა. '' მაინც არ ვიცი რა გქვია. '' ვიგრძენი როგორ ამევსო თვალები ცრემლებით, გარშემო მიმოვიხედე, თითქოს პასუხს ვეძებდი. ყველა სტიდენტი კლასში ხმამაღლა იცინოდა და რაღაცეებს ყვიროდა კიდეც. სწრაფად მივტრიალდი კარებისკენ, მთელი სხეული მიკანკალებდა. კლასიდან გასვლა მინდოდა. ამ სკოლიდან გასვლა. ამ მომენტიდან გამოთიშვა. ვცდილობდი არ გავქცეულიყავი, რომ სირთულეებისთვის თვალებში ჩამეხედა. დედაჩემი ფიქრობდა რომ მე განსხვავებული არ ვიყავი, ამბობდა რომ, ერთი ჩვეულებრივი გოგო ვიყავი. უბრალოდ ისეთი ტალანტი მქონდა რაც სამყაროს ჯერ არ შეუსწავლია. მაგრამ ახლა გაქცევა მინდოდა. მინდოდა დედასთვის მეთქვა რომ სახლში დავბრუნებილიყავით, რომ ნამდვილ სახლში დავბრუნებულიყავით. იგივე სახლში, იგივე ქალაქში და იგივე ცხოვრებაში. ხელი კარის საკეტს ჩავკიდე და ის იყო უნდა გამომეღო რომ ვითაცის ხმამ ჩემი ყურადღება მიიბყრო. ''მას ჟენევიევა ჰქვია.'' ბოხმა ხმამ კლასში ექოსავით გაიჟღერა და მთელი კლასი დადუმდა. მყისვე კლასისკენ მივბრუნდი. ხმა უკნიდან მოდიოდა, კლასის ბნელი მხრიდან. ბნელი ფიგურა მერხზე იჯდა, თავი ჩახრილი ჰქონდა. კულულა თმა ქონდა. შავი ჟაკეტი ეცვა და შავი შარვალი. ''რა თქვი?'' იკითხა მისტერ ფრანკმა უხეშად. ბიჭმა თავი ასწია და მისი თვალები ჩემსას შეეჩეხა. მუქი მწვანე თვალები ჰქონდა, თითქოს მის გამოხედვაში იკითხებოდა რომ ღონიერი იყო. ყავისფერი თმა შუბლზე ჩამოჰროდა, თეთრი სახე ჰქონდა და მუქი წითელი ტუჩები. ''ვთქვი რომ მისი სახელი ჟენევიევაა და მე რომ შენ ვიყო მოვკეტავდი და საშუალებას მივცდემდი დამჯდარიყო.'' მისი ხმა ბოხი და ძლიერი იყო. ყველაფერი ამ ბიჭის შესახებ თითქოს ძლიერ იყო. როგორ მომანათა მისი მწვანე თვალები მე. როგორ გაიჟღერა მისმს ხმამ საკლასო ოთახში. როგორ არხეინად ზის თავის მერხზე. ''მისტერ სტაილს, თქვენი აზრი გკითხეთ? '' ჰკითხა მისტერ ფრანკმა უხეშად. '' არა ჩემი აზრი არ გიკითხიათ'' თქვა ბიჭმა და სკამის საზურგეს მიეყრდნო, ხელები კი გადაიჯვარედინა და მკერდზე მიიკრო, '' მაგრამ არც მე გეკითხებით თქვენს აზრს ამათუიმ გაკვეთილზე თუმცა თქვენ მაინც გვიზიარებთ მას. '' მთელმა კლასმა ჩაიცინა. ჩაიცინა და წარბები აზიდა მასწავლებლის პასუხის მოლოდინში. მოხარული ვიყავი რომ ყურადღების ცენტრში მე აღარ ვიყავი მაგრამ მეშინოდა რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა. ''სტაილს.'' მისტრ ფრანკმა ყბა დაჭიმა. ''გადი.'' ბიჭმა ჩაიცინა და წამოდგა. მერხიდან რვეული აიღო და მერხებს შორის გამოირა. მაღალი იყო, იმაზე მაღალი ვიდრე მე წარმომედგინა როდესაც იჯდა. მის ტორსოს თეთრი მაისურა ფარავდა. მაგრამ მაისურის საყელოსთან მკაფიოდ ჩანდა ტატუ რომელიც როგორც ჩანს მკერდზე ჰქონდა გაკეთებული. მისტერ ფრანკი მის მაგიდასთან მივიდა და ფურცელზე რაღაცის წერას შეუდგა. ბიჭი კი კლასის წინ იდგა, თავი მიბრუნებული ჰქონდა. კლასში ყურადღების ცენტრში მე აღარ ვიყავი თუმცა ბიჭების ჩურჩული მაინც მესმოდა. ''ოფისში.'' მისტერ ფრანკმა ბიჭს ფურცელი მისცა. ''არანაირი შემოვლითი გზები, პირდაპირ ოფისში.'' ბიჭმა გაიცინა და ფუცელი გამოართვა შემდეგ კი კარისკენ წამოვიდა. კიდევ ერთხელ შემომხედა თვალებში. მისი ფეხის ხმა მთელს კლასში ექოდ ისმოდა. როდესაც მომიხლოვდა ხელი თმაში შეიცურა და გვერდით გადაიწია. მისი ხელი ჩემსას შემოეხვია როდესაც კარი გამოაღო. მისი სხეული ჩემთან ძალიან ახლოს იყო და მის მხურვალებას ვგრძნობდი. მისი ქცევა აშკარად იმას მიანიშნებს რომ მეგობრული ტიპი არაა. უფრო მომიახლოვდა და ყურში ჩამჩურჩულა. ''ჯობს ახლა დაჯდე ძვირფასო.'' |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.