შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკვდავი იები [2]


15-05-2015, 19:45
ავტორი secret moon
ნანახია 1 896

თავი ავწიე, გარემო მოვათვალიერე და.. გავშეშდი.. ხმა ჩამიწყდა.. ვერ ვინძრეოდი.. ის იყო.... ის... ვერ ვიჯერებდი... ნუთუ... ღმერთო, შეუძლებელია.. ძლივს გავინძერი, მივუახლოვდი და აწყლიანებულ ლურჯ თვალებში ჩავაჩერდი მოხუცს, რომელიც ულამაზესი იებით ხელში იჯდა სკამეიკაზე და უდიდესი სევდა ჩასდგომოდა თვალებში, მაგრამ იღიმოდა, მაინც იღიმოდა... მინდოდა ლაპარაკი დამეწყო, მაგრამ რა უნდა მეთქვა? მოულოდნელად თავი აწია, თვალებში ჩამაჩერდა და ნაღვლიანად თქვა:
- რა ლამაზი გოგონა ხარ - და ისევ გაიღიმა.. მე კი ხმას ვერ ვიღებდი, გაშეშებული ვიყავი და არვიცოდი რა გამეკეთებინა...
- თქვენ, თქვენ... აქ რატომ ხართ? აქ ხომ ძალიან ცივა? - ხმა ამიკანკალდა და ვეღარაფერი ვუთხარი.. სიტყვას სიტყვაზე ძლივს ვაბამდი... ან რაუნდა მეთქვა?!...
- მე უკვე 60 წელია ვიყინები...- ჩაილაპარაკა ნაღვლიანად და ისევ გაიღიმა.. ღმერთო, როგორ შეუძლია ამ ადამიანს, რომ ამხელა ტკივილი ღიმილში ჩაატიოს...
- შეიძლება არ მიცნობთ, მაგრამ დამიჯერეთ, შეგიძლიათ მენდოთ... ყველანაირად დაგეხმარებით რაც შემიძლია.. - მეტი ვერაფერი ვუთხარი, მან კი ნაღვლიანად შემომხედა და მითხრა:
- გოგონავ, შენ არ შეგიძლია ჩემი დახმარება... მე ვერავინ დამეხმარება.. მას ვეღარავინ დამიბრუნებს... - თქვა და ობოლი ცრემლი ჩამოუვარდა.. ღმერთო, ის ისევ იღიმოდა...
- ..... - ვერაფერი ვუთხარი... გაშეშებული ვიდექი .. თოვდა, არ წყდებოდა ფიფქები.. მოდიოდა და უმოწყალოდ ათეთრებდა გარემოს... თითქოს უნდოდა ამდენი ჭუჭყისგან გაესუფთავებინა სამყარო.. მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია... მიქრებმა გამიტაცეს, როცა მოხუცმა ნაღვლიანი, მაგრამ სიყვარულით სავსე ხმით დაიწყო...
- მაშინ 19 წლის ვიყავი... სწორედ ამ პარკში ვსეირნობდი... მოულოდნელად დავინახე ზუსტად ამ სკამზე დამჯდარი ცოცხალი მშვენიერება, ანგელოზი.. მეგონა მეჩვენებოდა , მაგრამ ის, ისეთი ბუნებრივი და ამავდროულად არაამქვეყნიურად ლამაზი იყო, რომ ვერ მოვითმინე და მივუახლოვდი... გვერდით მივუჯექი, ის წიგნს კითხულობდა და იმდენად იყო გატაცებული წიგნის კითხვით რომ ვერც კი შემამჩნია.. ისე ლამაზი იყო... თვალი ვერ მოვწყვიტე ახალგაზრდა ლამაზმანს, რომელიც ახლად აყვავებულ ვარდის კოკორს გავდა... კითხვის დროს იღიმოდა, ძალიან სიამოვნებდა ნაწარმოები... ბედნიერი იყო... მის ღიმილს სხვა სამყაროში გადავყავდი... დამატყვევა.. იმდენად გავერთე მის ცქერაში, რომ მოულოდნელად წიგნი დახურა და გამოვფხიზლდი... ვერ მოვიტმინე, ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი, რომ არ გამოვლაპარაკებოდი და მოწიწებით მივმართე:
- ასეთი მშვენიერება იშვიათია.. მილიონში ერთი თუ იქნება თქვენნაირი..- ლაპარაკის გაგრძელებას ვაპირებდი, როცა გამაჩერა..
- უკაცრავად, მაგრამ ეგ უკვე ბანალური სიტყვებია ჩემთვის, ყველა ეგრე მომმართავს, ასე, რომ..- მომაჯადოვებლად გამიღიმა და ადგომა დააპირა, როცა შევაჩერე..
- გთხოვთ, არ წახვიდეთ, არვიცი რა გამიკეთეთ, მაგრამ ვეღარ ვიცოცხლებ თქვენი მწვანე თვალებისა და წაბლისფერი თმის მზერის გარეშე... თქვენ მე დამატყვევეთ მაგ პატარა სულის სარკეში და ვეღარ გამოვდივარ, გესმით? ვეღარ მივდივარ... - ცოთახნით მიყურა და შემდეგ დაიწო..
- წამოდი, წავიდეთ, ... - ცოტახნით გაკვირვებული მივაჩერდი, ვერ გავიგე რას გულისხმობდა...
- კი მაგრამ სად?
- სადაც გინდათ, ოღონდ ამ უსამართლობას მომაშორეთ, გთხოვთ, წავიდეთ რაა, გავიქცეთ, მივცეთ სიყვარულს სიგიჟის უფლება, წავიდეთ... - ხმა ვერ ამოვიღე.. უნდა გამხარებოდა... სიხარულით მეცხრე ცსა უნდა ვწვეოდი, თუმცა ვერ გავიაზრე თუ რა ხდებოდა ჩემს თავს..
- კი მაგრამ, თქვენ ხომ არც მიცნობთ?
- უკვე შეგიცანით, ბატონო, თქვენ აქ ყოველდღე დადიხართ.. მე თქვენ ყოველდღე გაკვირდებოდით... არასდროს არავინ მომწონებია, მაგრამ თქვენ რა გამიკეთეთ არ ვიცი... დღე არ გავიდოდა, რომ აქ არ მოვსულიყავი და თქვენთვის არ მეცქირა... როდესაც არ მოდიოდით სევდა მიპყრობდა და გული მწუხარებას ეცემოდა... გთხოვთ, ნუ იფიქრებთ შედეგებზე, წავიდეთ..
- გაოცებული ვარ... მე თქვენ არასდროს შემიმჩნევიხართ... რას იტყვიან თქვენი მშობლები? ხალხი? არაფერი გაღელვებთ? იქნებ ვინ ვარ? რას წარმოვადგენ? სულ არაფერი გაინტერესებთ?
- უბრალოდ გენდობით და მორჩა... გთხოვთ წავიდეთ რაა... მე არ მაინტერესებს ხალხის აზრი.. არც ჩემი მშობლები, რომლებიც ფუფუნებისთვის და თავიანთი ბედნიერებისთვის სრულიად უცხოზე მათხოვებენ... გთხოვთ, მე მინდა რომ წავიდეთ... ან კი მიპასუხეთ ან არა... გაგიგებთ.. ოღონდ რამე მითხარით.. - აზრზე ვერ მოვედი თუ რა ხდებოდა... აღარ დავფიქრებულვარ მომავალზე... ავდექი და ხელი გავუწოდე..
- წამობრძანდით, მამაოს თავი დავალოცინოთ.. - გამიღიმა და ხელი ჩამკიდა... ჩამკიდა და აღარ გაუშვია, სანამ... როდესაც ჯვარი დავიწერეთ ორივე უბედნიერესი ადამიანები ვიყავით... ეს იყო სწორედ ეს დღე 17 თებერვალი... მაშინ არ თოვდა.. თუმცა იმ წლის შემდეგ მუდამ თოვს... სახლში უნდა მიმეყვანა... ორივე ბედნიერები ვიყავით,.... თითქოს მთელი მსოფლიო ჩვენი იყო, მერე გამახსენდა რომ ბეჭდები არ გვქონდა და მანქანა გავაჩერე, ვუთხარი მალე მოვალთქო და გადავედი... ძვირფასეულობის მაღაზიაში შევედი, ულამაზესი ბეჭდები ავარჩიე, სწორედ ისეთები მას რომ მოუხდებოდა... გარეთ გამოვედი, ის ის იყო მანქანისკენ უნდა წავსულიყავი რომ ყვავილების მაღაზია დავინახე, უამრავი ყვავილი იყო, უამრავი თუმცა მე მხოლოდ ერთი მომეწონა... იები... ულამაზესი იები... ვიყიდე და წამოვედი ქუჩის მეორე მხარეს, მანქანისკენ უნდა წავსულიყავი, როდესაც ძლიერი დამუხრუჭების ხმა გავიგონე და.. და... არაადამიანური ყვირილი აღმომხდა... მთელი ძალით დაეჯახა მანქანა ჩემს ანგელოზს, რომელიც ჩემს საძებნელად მანქანიდან გადმოსულიყო... იმ სამყაროს მოვწყდი, მისკენ გავექანე... ხალხის ბრბო შეიკრიბა... გონზე ვერ მოვდიოდი თუ რა ხდებოდა... თვალთ დამიბნელდა და გავითიშე... როცა გონს მოვედი პირველად მძაფრი სუნი ვიგრძენი.. არაფერი მახსოვდა.. თავი გვერდზე გადავატრიალე და იების კონა დავინახე... მოულოდნელად მოგონებები ჩამეღვარა გონებაში.. გამახსენდა თუ რამოხდა და მთელი ძალით, ტკივილიანი ხმა ამოვუშვი.. მოულოდნელად ოთახში ხალხი გაჩნდა და მათში ჩემი დაც ამოვიცანი, ანეტა... ის ჩემი ტყუპისცალი იყო.. მოვიდა, მამშვიდებდა... ჩემთან ერთად ტიროდა და მიმეორებდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, თუმცა როგორ? ის ხომ აღარ იყო... წავიდა.. ახალი მოცემული უკანვე წამართვა უფალმა... მტკიოდა... საშინელ სიცარიელეს ვგრძნობდი, მაგრამ მის გამო, სწორედ მის გამო თავს ძალა დავატანე და ფეხზე ავდექი... მის შემდეგ ვცოცხლობ.. თუმცა ჩემს სიცოცხლეს ფასი არაქვს.. არავინ ყოფილა.. სრულიად არავინ ჩემს ცხოვრებაში მის გარდა.. იყო და სამუდამოდ დარჩა... მხოლოდ ეს მაცოცხლებს.. მხოლოდ ეს.. - ცრემლები მოიწმინდა და იებისკენ მიმითითა.. გავშეშდი.. ცოტახნით ხმას ვერ ვიღებდი... მეც ვტიროდი.. მასთან ერთათ ვტიროდი.. მან კი გააგრძელლა.. - დოახ, ეს სწორედ ის იებია.. წარმოუდგენელია არა? მაგრამ ის არ დამჭკნარა.. მის მაგივრობას მიწევდა მთელი 60 წელი... მხოლოდ ამ იების გამო ვარ ცოცხალი ახლაც, თუმცა ჩემი წასვლის დროც მოვიდა.. ამას ვგრძნობ.. ახლა კი მხოლოდ ერთს გთხოვ, შვილო.. - ცრემლები მომდიოდა.. ვერ ვაჩერებდი.. ცუდად ვიყავი.. ნუთუ ეს შესაძლებელი იყო? ნუთუ ასეთი რამ მომხდარა ოდესღაც? პასუხები არ იყო.. თუმცა როგორ არა, იყო.. პასუხი მხოლოდ ერთი იყო.. დრო მხოლოდ ნამდვილ სიყვარულს ინდობს.. მხოლოდ ნამდვილს.. არა მარტო ამ ქვეყნიურს.. არამედ მარადიულს, იმ ქვეყნიურისა და ამ ქვეყნიურის შერწყმას.. ვერაფერი ვუთხარი მხოლოდ თავი დავუქნიე და დაველოდე მის თხოვნას...

----------------
ეს ჩემი მეორე მოთხრობაა ბავშვებოო <3 ვიმედოვნებ რომ მხარს დამიჭერთ და მოგეწონებათ <3 ჩემითვის თქვენი თითოეული სიტყვა ძალიან ბევრს ნიშნავს იცოდეთ <3 ველოდები კრიტიკას და შეფასებას <3 წინასწარ დიდი მადლობა ყველასს <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent