შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ემოციებით სავსე მოულოდნელობა...


16-05-2015, 01:27
ავტორი kat1998
ნანახია 1 908

მე, ლილე გელოვანი სულ ზედმეტად ემოციური ბავშვი ვიყავი. სულ ჩემს მომავალზე მეფიქრებოდა. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ისე არ მივიღებდი თუ ყველაფერს კარგად არ გავიაზრებდი. ეს ალბათ ჩემი ოჯახური მდგომარეობიდან იყო გამოწვეული. ჯერ კიდევ 2 წლის ვიყავი დედა, რომ მამაჩემისგან წამოვიდა მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. ვხედავდი, როგორ ტკიოდა დედას, როგორ შრომობდა რომ ჩემთვის ნათელი მომავალი შეექმნა. იყო დაცემა, ზოგჯერ ძალიან მტკივნეული, მაგრამ იყო ორმაგად ძლიერი წამოდგომა და წინ სვლა. ვიცი, ბევრჯერ ტკენია, ალბათ ბევრჯერ უტირია მაგრამ მე ამის ნათელი კვალი მის სახეზე არასდროს დამინახავს. არასდროს გამეგონა მისი პირიდან მამაჩემზე ან მის ნათესავებზე ცუდი. პირიქით ყოველთვის ყველაზე კარგს მეუბნებოდა. გამოსდიოდა კიდეც მანამ, სანამ რაღაცეებზე დაფიქრება არ დავიწყე და რაღაცეებს მეთვითონ მივხვდი. მაკას სახით დედაც მყავდა და მამაც. მყავდა დები, სინამდვილეში დეიდაშვილები, მყავდა ბებია და ბაბუა, მყავდა ორი ყველაზე კარგი დეიდა, და ბიძა რომელიც მამის მაგივრობას მიწევდა. საბოლოო ჯამში მე არასდროს აარავინ არაფრის ნაკლებობას არ მაგრძნობინებდა. ეს ყველაფერი იმ ოჯახის დამსახურებით რომელიც მე მყავს, იმ ყველაზე მაგარი დედის დამსახურებით რომელიც მე მყავს. მაკა, ეს არ არის მხოლოდ დედა ის ყველაფერია ჩემთვის, ყველაფერი საუკეთესო.. როცა ვხედავდი როგორ შრომობდნენ ჩემს ირგვლივ, რომ მიეღწიათ სრულყოფილებისთვის მე უბრალოდ არ მქონდა უფლება არ მეფიქრა მომავალზე, არ მქონდა უფლება დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმის. ესეც მოხდა 10 წლიდან ყველაფერზე ფიქრი დავიწყე. ოღონდ შორიდან არასდროს მეტყობოდა, რომ რაღაცეებზე ბევრს ვფიქრობდი და ჩემი ცხოვრების სტილი მხოლოდ დღევანდელი დღით სიამოვნების მიღება არ იყო. ყველასთვის დედისერთა განებივრებული ბავშვი ვიყავი, ლაღი ცხოვრებით, მუდამ პირზე ღიმილით. გარკვეულ წილად ესეც იყო. სკოლაში კარგი მოსწავლე ვიყავი მიუხედავად ამისა „შკოლნიკი“ არასასდროს ვყოფილვარ. შატალოზეც დავდიოდი და უამრავს, უამრავს, უამრავს ვჩხუბობდი მასწავლებლებთან. ყველასთვის მხიარული ვიყავი ყოველთვის ვიცინოდი სულ ეგრე იყო, დღესაც ეგრეა. ეგეთი ვარ, ყოველთვის ყველაფერს კარგი მხრიდან ვუყურებ, სულ ესეა ღამის გარდა. ეხლაც ღამეა....ალბათ მაგიტომ ვწერ ესე ჩემი ცხოვრების ბნელ და ნათელ მხარეებზე....
ეს დაიწყო მაშინ, როცა ჯერ კიდევ პატარა ვიყავი. სულ რაღაც 15 წლის. მე, ლილე, ბავშვობიდან ვეძებდი რაღაც უცხოს, ჩემი სულისთვის მისაღებს, რომელიც თავიდან ბოლომდე ამაფორიაქებდა., ჩემს ცხოვრებაში ახალ ემოციას ვეძებდი, რომელიც ზოგჯერ გამაბედნიერებდა ზოგჯერ კი ტკივილისაგან მომხრიდა....ბედნიერი დღეები მინდოდა მუდამ ჟრუანტელით სავსე....დღეს ვხვდები, სიყვარული მინდოდა და დაუღალავად, ჩემდა უნებურად სულ მისკენ მივიწევდი.
ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა. ვსწავლობდი და ისევე როგორც ყველა ბავშვს სიგიჟემდე მინდოდა სანატრელი ზაფხული მალე დამდგარიყო. როგორც იქნა ეს დროც მოვიდა და ჩემს საყვარელ დედულეთში, რაჭაში წავედი დასასვენებლად, სადაც როგორც ყოველთვის ძალიან კარგ დროს ვატარებდი. იქ იყვნენ ჩემი საყვარელი ბებია-ბაბუა და ჩემი საუკეთესო დაქალები. იმ ზაფხულზეც იყო მზე, მდინარე, ბევრი სიცილი, დალევა, სიგიჟე. მყავდნენ ბევრი ბიჭი მეგობრებიც. ჩვენ ყველა ერთად ერთ დიდ სამეგობროს, ყველაზე გამორჩეულ „სასტავს“ ვქმნიდით. ყველა ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით.
ერთ დღესაც იყო მდინარე და სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. როცა ანდრეამ (ჩვენი სამეგობროს წევრმა) ჩემს მიმართ ზედმეტი ყურადღება გამოიჩინა. საღამოს უკვე იყო მისი თავი ჩემს კალთაზე...იყო თამაშები სადაც, რატომღაც წყვილში სულ მე და ის ვხვდებოდით...იყო კოცონი....სიმღერა...ვარსკვლავები...მთვარე....ულამაზესი ცა...ანდრეა..და ერთი კვირის მერე იყო ორი უკვე უსწრაფესად მფეთქავი გული...იყო უკვე ულამაზესი დღეები და ღამეები...და მე უკვე თავი ულამაზეს, დაუსრულებელ ზღაპარში მეგონა...იყო რომანტიკული შეხვედრები...განმარტოვებები...წვიმაში შუა ღამემდე სიარული და ამ დროს იყო პირველი კოცნა...იყო ცოტა გულის ტკენა, რომელსაც სიყვარულის ახსნა მოჰყვა...მერე უკვე ათასჯერ დიდი ბედნიერება იყო, უფრო მეტად ლამაზი გარემო იყო, უფრო მეტად მფეთქავი ორი გული იყო..უფრო მეტად ნაზი იყო ყველაფერი. გაჩნდა საყვარელი ქუჩები, ადგილები..გაჩნდა ჩემს სხეულში მოძრავი მილიონი ტალღა ჟრუანტელისა....მერე გავიაზრე, რომ მე ის ნანატრი ემოცია, სულის ამფორიაქებელი გრძნობა დაბუდდა ჩემში და შემიყვარდა, შემიყვარდა იმაზე მეტად ვიდრე წარმომედგინა, იმაზე მეტად შევიგრძნობდი მის სიტკბოს ვიდრე წარმომედგინა...მქონდა უამრავი ბედნიერი დღე, ნანატრი ჟრუანტელით სავსე...იყო იმაზე მხიარული ლილე ვიდრე როდესმე ყოფილა...და ეს ყველაფერი ადრეასთან ერთად. ყველაფერი მისით იწყებოდა და მისით მთავრდებოდა...ყველაფერი ამისგან თითქოს შევივსე..მაგრამ უსასრულო არც ზღაპარი არსებობს და მითუმეტეს არც ბედნიერება. დამთავრდა ზაფხული ის თბილისში წავიდა მე ბათუმში. ხშირად ვმესჯობდით ერთი თვე ყველაფერი ჩვეულებრივად იყო..ტკბილი სიტყვებით სავსე..ცოტა გაუბედავი ნაბიჯებით. მერე დაიწყო შემოდგომა, ყველაზე სევდიანი პერიოდი, რომელსაც მიჰქონდა ჩემი სიყვარულის მოწმე ფოთლები და მიწას უმოწყალოდ ახეთქებდა..სწორედ ამ დროს იყო მესიჯი ტელეფონზე „საქმე მაქვს შენთან“...ამ დროს იყო შიშით შეჩერებული სუნთქვა..გულის გამოტოვებული დარტყმა...და სწორედ მაშინ დამთავრდა ყველაფერი საფირმო ფრაზით „მგონი ჯობია მეგობრებად დავრჩეთ“. ამის შემდეგ იყო ერთი ცრემლი, რომელსაც მოჰქყვა მეორე, მესამე და ასე უსასრულოთ. იყო მაკას გამამხნევებელი სიტყვები..გათენებული ღამე და დასიებული თვალები. მერე დაცარიელებული ლილე დადიოდა ქუჩებში თავის ტკბილი მოგონებებით..იყო მისი სულივით აფორიაქებული ზღვა..იყო ყველაფერი ადრეას გარდა...მისი სურათებით გაჯერებული ცხოვრება იყო...6 თვის შემდეგ შერიგების თხოვნა იყო და ჩემი თანხმობის შემდეგ ისევ იყო ჩემი ბედნიერი თვალები, უსწრაფესად მფეთქავი გული იყო...ესეც მხოლოდ ორი თვე შემდეგ იყო იმაზე მტკივნეული დაცემა ვიდრე შესაძლებელია..იყო ანდრეას ღალატი, მისი შეყვარებული იყო. ჩემს ცხოვრებაში ბედნიერების გარდა ყველაფერი იყო. აი სწორედ მაშინ იყო სამუდამო იმედგაცრუება...ოკეანესავით უკიდეგანო ტკივილი..იყო ისევ გათენებული ღამეები.ცრემლი..სიცარიელე..საყვარელი ადგილების ნახვით გამოწვეული ტკივილი და ესე, თითქოს მალე გასული, მაგრამ მაინც გაწელილი ორი წელი.
მე უკვე ის ლილე აღარ ვიყავი. ყველაფერი შეიცვალა. ვიღიმოდი, მხოლოდ იმისთვის, რომ სხვები ჩემი გრძნობებით არ შემეწუხებინა. ყველაფერი ვითომ დადებითი ჩემი შინაგანი მეს მიმალვისთვის იყო გაკეთებული. მერე უკვე მივეჩვიე..ვფიქრობდი ყოველ ღამე ანდრეაზე, მაგრამ ეს ყოველდღიურობად ვაქციე..ეს ისეთივე მოვლენა იყო როგორც სუნთქვა..
ამის შემდეგ გავძლიერდი, მორალურად და ფიზიკურად. ჩავაბარე, ვისწავლე და დღეს 25 წლის ფილოლოგი ვიხსენებ ჩემი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული სიყვარულის ამბავს. ალბათ რადგან პირველი იყო ტკივილიც ამიტომ იყო გაუსაძლისი. მის მერე დღემდე არავინ შემყვარებია. ეს იყო ყველაზე მოულოდნელი, დაუგეგმავი რამ ჩემს ცხოვრებაში. თან ძალიან სასიამოვნო. ეხლაც ჟრუანტელი მივლის იმ ყველაფრის გახსენებაზე...ანდრეას გახსენებაზე...მის მერე მხოლოდ ერთხელ ვნახე. 17 წლის ვიყავი...უკვე 8 წელია მისგან არაფერი მესმის..არც, ერთ დროს საერთო მეგობარ ბიჭებს ვეკონტაქტები..ეხლა უკვე უნივერსიტეტის მეგობრები მყავს გიორგი, ნიკა და ალექსანდრე. და რა თქმა უნდა ჩემი ბავშვობის მეგობრები, ხუთი გადარეული დაქალი სოფო, ანა, მარი, მარი და თაკო. თაკო ეხლა ინგლისში წავიდა. აქ მხოლოდ ოთხნი დამრჩნენ.
ეხლა ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობ...პარალელურად ლექციებსაც ვატარებ უნივერსიტეტში. ჩემი ცხოვრებით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. საკმაოდ დატვირთული გრაფიკით ვარ და ალბათ მაგიტომ პირადი ცხოვრებისკენ აღარ ვიყურები. ესეც მშვენივრად ვგრძნობ თავს.
**********
სიზმარში რაღაც საშინელი წრიპინა ხმა მესმის. ვერ გავიგე რისი ხმა არის. ძლივს დავაშორე ერთმანეთს წამწამები და ძლივს გავიაზრე რომ ეს საშინელი წრიპინა ხმა მაღვიძარას ეკუთვნის. ამდენი ხანია დილით რვაზე მიწევს ადგომა, რომ სამსახურში დროულად მივიდე მაგრამ მაინც ვერ შევეგუე ამ საშინელ ხმას.
აბაზანაში წყალი გადავივლე და ტანსაცმლის არჩევას შევუდექი. ყოველთვის ყველაზე დიდ ყურადღებას ჩაცმას ვაქცევ. გარდერობიც დიდი მაქვს. ბევრი ფიქრის შემდეგ როგორც იქნა ავარჩიე ღია ვარდისფერი მაღალწელიანი შარვალი, თეთრი ნაზი ზედა და თეთრი ფეხსაცმელები. თმები გავიშალე და კაკუნით გავუდექი სამსახურისკენ გზას. შავგვრემანი ვარ, გრძელი შავი, სწორი თმებით, თაფლისფერი თვალებით და არც ისე დიდი ტუჩებით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალი არ ვარ მაინც არასდროს განმიცდია მამაკაცებისგან უყურადღებობა. რამდენიმე მოუშორებელი თაყვანისმცემელი მყავს რომლებიც ჩემი მტკიცე უარის მიუხედავად მაინც არ ნებდებიან. თითქოს არაფერი არ აქვთ ცუდი, მაგრამ რატოღაც არ მინდოდა არც ერთ მათგანთან.
სამსახურში მივედი. ჩემს კაბინეტში, როგორც ყოველთვის უამრავი საქმე დამხვდა. შუა მუშაობაში ვიყავი, როცა კარი პირდაპირი მნიშვნელობით შემოგლიჯეს..ვინ იქნებოდა თუ არა ნიკა.
-ეს ვირული ჩვევები სადამდე უნდა გქონდეს ვერ ვხდები რა (მე)
-მადლობთ, ლილე. მე კარგად, თქვენ როგორ გიკითხოთ? ახალი ჩემკენ არაფერი არ არის თქვენკენ? (ნიკა) თან თავისი „უზადო“ ღიმილით დამაჯილდოვა
-აი შენ თუ როდესმე დასერიოზულდები აღარ მგონია. რამ მოგიყვანათ ბატონო ნიკოლოზ ამ დროს ჩემთან (მე)
-რამ და კაროჩე ჩემი ძმაკაცის აგარაკზე მივდივართ ხვალ რა და შენც უეჭელი მოდიხარ..(ნიკა)
-ყველაფერი დაგიგმავს და აქ რაღა გინდა (მე) გადავიკისკისე ჩემებურად
-ხო რავიცი, უბრალოდ შენც გაგაგებინე რა (ნიკა)
_ხო, კაი კაი.მოვიფიქრებ. თუ მოვრჩები ამ ყველაფერს წამოვალ (მე)
-უარყოფითი პასუხი არ მიიღება იცოდე. ამდენი ხანია ერთად არსად ვყოფილვართ. ვსო, გადაწყდა უეჭველი მოდიხარ (ნიკა)
გამეკრიჭა და ისე სწრაფად წამოდგა და გაიქცა, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი. გამეცინა მის საქციელზე. ყოველთვის ესე იქცევა როცა უარის მოსმენა არ უნდა. ყველაზე ცანცარა ჩვენს სამეგობროში ნიკოლოზი ბრძანდება, მაგრამ ამ მხიარული ბიჭის მიღმა ბევრჯერ დამინახავს სერიოზული, გაწონასწორებული ადამიანი. რამდენჯერ დამხმარებია მისი უნიკალური ხასიათი პრობლემების დაძლევაში. ნიკა, კიდე გიორგი და ალექსანდრე 18 წლის, რომ ვიყავი მაშინ გავიცანი. უნივერსიტეტში როცა ჩავაბარე. მის მერე მართლაც ჭირში და ლხინშიც ერთად ვართ. რომ მახსენდება ჩვენი სიგიჟეები ეხლაც სიამოვნებისგან მეღიმება.
ნიკას თქმის არ იყოს, მართლაც დიდი ხანია ერთად არსად წავსულვართ. მოულოდნელი დასვენების წარმოდგენაზე სიხარულისგან სახე გამებადრა. გადავწყვიტე დღესვე მომემთავრებინა ყველაფერი და აგარაკზე მეც წავსულიყავი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent