შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოტაცება შეკვეთით 7


16-05-2015, 03:45
ავტორი dusu
ნანახია 2 455

ბევრი ვიარეთ, ბოლოს კი პატარა მინდორს მივადექით და ცოტა ხნით დაჯდომა გადავწყვიტეთ. ვიხსენებდით ბავშვობას (მართალია მაშინაც არ ვიყავით დიდები, მაგრამ მაინც) და გულიანად ვიცინოდით, იმაზეც კი, რაზეც იმ კონკრეტულ მომენტში ტირილით ვკვდებოდი ხოლმე.
-ნიტა რაღაცის თქმა მინდა... -მითხრა მოულოდნელად მათემ.
-რა ხდება? -ვკითხე გაკვირვებულმა.
-ძალიან მიყვარხარ.
-ეგ ხომ ვიცოდი და მეც რომ მიყვარხარ ეგეც ხომ იცი. -ვუთხარი და გავუღიმე. -მე კიდევ მეგონა რაღაც მოხდა თქო.
-არა ნიტა, შენ ვერ გამიგე. მიყვარხარ, მაგრა არა როგორც მეგობარი ან თუნდაც და... -მითხრა მათემ და ჩემს რეაქციას დაელოდა.
-რააა? -ვიკითხე გაოცებულმა. -ეს ჩემთვის მართლაც წარმოუდგენელი. მიუხედავად იმისა, არასოდეს ყოლია მათეს შეყარებული. თუმცა ამბობდა არის ერთი, ვინც მიყვარს და მას ვერ ვუღალატებ. მაგრამ როდესაც ვკითხავდი ვინ იყო ის ერთი, ყოველთვის ერთსა და იმავე პასუხს მეუბნებოდა. ჯერ ადრეა, არც მან იცის და როდესაც ის გაიგებს მაშინ გეტყვი შენცო.
-ხო, აი, ბავშვობიდან მიყვარხარ, იმ დროიდან, როდესაც სულ გაბრაზებდი და სათამაშოებს გართმევდი. -გამოტყდა მათე.
-კი მაგრამ, შენ ხომ გიყვარდა ვიღაც, ვისაც ვერ ღალატობდი? -გავიხსენე უცებ.
-სიტყვა ხომ მოგეცი, რომ როდესაც მას ვეტყოდი, შენც მაშინ გაიგებდი და აი პირობა შევსრულე. -მითხრა და ამ დიალიგის დროს პირველად გამიღიმა.
-მერე ამდენი ხანი რატომ არ მითხარი?
-მეშინოდა რომ დაგკაავდი. თუმცა ეხლა იმედი მაქვს რომ გამიგებ...
-მაშინ რაღატომ მაბრაზებდი ხოლმე? -ჯერ გაკვირვებულმა შემომხედა, ამ კითხვას არ ელოდა.
-როცა ბრაზდებოდი ისეთი საყვარელი იყავი, რომ მინდოდა ხშირად გამებრაზებინე ხოლმე. აი სხვა რომ გაბრაზებდა ამას კი ვეღარ ვიტანდი და, რა თქმა უნდა, ეხლაც ასე ვარ. -თუმცაღა არ მახსენდებოდა ისეთი შემთხვევა, რომ სხვას გავებრაზებინეე გარდა ერთისა და ისიც მათემ „მომიგვარა“, მისი დაბრუნებული სათამაშო რომ ისევ წამართვა.
-მაშინ მეც გეტყვი რაღაცას კარგი? -ვკითხე სერიოზული სახით, მათემ კი ისეთი საწყალი თვალებით შემომხედა, რომ რავი, მიუხედავად იმისა რომ უკვე სიბნელე იყო, მაინც კარგად ვხედავდი მის შეწუხებულ სახეს. თავი დაამიქნია და იმის მოლოდინში რას ვიტყოდი მე, სმენად იქცა.
-მიუხედავად იმისა, რომ სულ მაბრაზებდი და ჩემთვის წესით ყველაზე ცუდი ყოფილიყავი, მაინც მიყვარდი და ყოველთვის ვბრაზდებოდი ჩემს თავზე, რამ შემაყვარა ადამიანი, რომელიც სულ ჩემს გამწარებას ფიქრობდა. ღამე რომ დავწვებოდი ხშირად მიტირია, მაგრამ ამ გრძნობას ვერაფერს ვუხერხებდი და ახლააც, ამდენი წლის შემდეეგ ისე მიყვარხარ, როგორც მაშინ ბაღში რომ დავდიოდით. -ამის გაგონებაზე თვალები გაუბრწყინდა და მთელი ძალით ჩამეხუტა.
-ჩემი გოგო, აი, ყველაზე მაგარი გოგო მყავს მე რაა და არავინ არ შემედაოს. -ამბობდა მათე და თან უფრო მაგრად მიკრავდა გულში.
-თუ არ გამიშვებ გავიგუდები და დარჩები მარტო, თუ გგონია ჩემნაირს მალევე იპოვი? -მათემ უცებ გამიშვა, მისმა შემხედვარემ კი სიცილი დავიწყე.
-შენნაირი რომ მეპოვა ვინმე, შევიყვარებდი იმას. -მითხრა და ენა გამომიყო. -თუმცა ერთადერთი ხარ და გაგიმართლა, რომ შენი შემცვლელი არ არსებოს. -განაგრძობდა ჩემს დაცინვას.
-ეს მე კი არა შენ გაგიმართლა.
-კარგი ვაღიარებ, ოღონდ არ გამებუტო კარგი? -იცოდა ჩემი ხასიათი და ისევ თვითონ წავიდა დათმობაზე. გადავწყვიეთ რომ თუ რამეს გვკითხავდნენ სიმართლეს ვეტყოდით, მაგრამ თუ არა, მაშინ არაფერს ვიტყოდით. ნუ პრინციპში უკვე ლაპარაკობდნენ და საეჭვო იყო ვინმეს ეკითხა კიდევ რამე.
ცხოვრება ჩვეულ რიტმში გრძელდებოდა, არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ მე და მათემ ერთმანეთის გრძნობების შესახებ გავიგეთ. ისევ ერთად ვატარებდით დროის უმეტეს ნაწილს. ასე მხიარულად და ბედნიერად გადიოდა დრო ერთ დღესაც დასვენებაზე სკოლის ეზოში გავედი, ამ დროს ერთ-ერთი ჩვენი სკოლელი მომიახლოვდა.
-ნიტა როგორ ხარ? - ცოტა გამიკვირდა, რადგან ჩვენი ნაცნობობა მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლებოდა.
-კარგად თამო, შენ?
-მეც კარგად. იცი რა მინდა გთხოვო?
-ნათელმხილველი არ ვარ ჯერ და შესაბამმისად არ ვიცი.
-მათე ხომ შენი მეგობარია და დამეხმარე რაა, აიი ძალიან მომწონს. -დაამთავრა თამომ.
-კარგი ვეცდები. -ვუთხარი და გავუღიმე, კიდევ ერთი გასაბრაზებელი თემა, მეც მეტი რა მინდოდა. ამ დროს გვერდით გავიხედე და მათე დავინახე, ბიჭებთან ერთად იდგა.
-ცოტა ხანი აქ იყავი, არ წახვიდე.- ვუთხარი თამოს და მათეს დავუძახე, რომ ჩვენთან მოსულიყო, ისიც რამოდენიმე წამში ჩვენთან გაჩდა
-რა ხდეება? -იკითა მათემ.
-არაფერი, თამო მინდა გაგაცნო. გაიცანი ეს თამოა, ეს კი-მათე. ვთქვი და გავიღიმე.
-კი მაგრამ, თამოს ვიცნობ მე. -გაიკვირვა მათემ
-ხო, მაგრამ არამგონია იცოდე რომ მოსწონხარ. -ვთქვი და ბედნიერი სახით შევხედე მათეს. . თამო ჭარხალს გავდა ისეთი გაწითლებული იყო, მათეს კი აშკარად გაბრაზება ეტყობოდა.
-სამაგიეროდ მე ერთი მიყვარს და სხვა არ მაინტერესებს. -მკაცრი სახით თქვა მათემ. -შენთან საქმე მაქვს. -დაამატა ბოლოს.
-მე წავალ. -თქვა თამომ და წამში გაუჩინარდა იქიდან.
-შენ ნორმალური ხარ? -მკითხა მათემ, როდესაც თამო თვალს მიეფარა.
-არა ნორმალურობის რა მეტყობა? გოგომ მომწონს და დამეხმარეო და რა მექნა , ამეტეხა ერთი ამბავი, როგორ გაბედე მისი მოწონებაო?
-ჩემთვის რომ ვინმეს ეთქვა ნიტა მომწონსო მთელი ვერ გამასწრებდა.
-რა გაგიძლებს შენ მთელი ცხოვრება. -ვუთხარი და ენა გამოვუყავი. ამასობაში კი ზარიც დაირეკა და იძულებული გავხდი გაკვეთილზე შევსულიყავი.
უკვე როლები გავცვალეთ მე და მათემ, ის თუ პატარაობაში მაბრაზებდა ახლა მე ვაბრაზებდი, არც თვითონ მაკლებდა, მაგრამ ვჯობნიდი აშკარად. ასე გადიოდა დრო, მე უკვე 14 წლის გავხდი იმ ზაფხულს და სკოლაც რამდენიმე დღეში უნდა დაწყებულიყო, მათე რომ ცუდად გახდა. თაკომ საავადმყოფოში წაიყვანა, რა თქმა უნდა, მეც გავყევი, იქ კი საშინელი ამბავი გავიგეთ. მათეს ლეიკემია სჭირდა. ეს სრული შოკი იყო ჩვენთვის. ამის შემდეგ დაიწყო ჯოჯოხეთი, ყველა შესაძლებლობა გამოვიყენეთ, თუმცა რამდენიმე თვეში ის უკვე ჩვენთან აღარ იყო. ყველასთვის მძიმე იყო ეს ამბავი. განსაკუთრებით კი ჩეთვის. დავკარგე ადამინი, რომელიც სიცოცხლეს მერჩია, ადამიანი, რომელიც დამეხმარა მამის გარდაცვალების შედეგ დავბრუნებოდი ჩვეულ ცხოვრების რითმს და მაიძულა დედას გვერდით დავდგომოდი რითაც შემეძლო. მისი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი უსასრულო იყო და მხოლოდ ერთი მინდოდა, რაც შეიძლება მალე წავსულიყავი მასთან, თუმცა ერთი ფაქტი მიშლიდა ხელს, მან სიკვდილის წინ პირობა ჩამომართვა, რომ საკუთარ თავს არაფერს ვავნებდი და ვიცოცხლებდი მანამ, სამან უფალი ინებებდა ამას. მთელი იმ დროის განმავლობაში რაც მათე ცუდად იყო, მხოლოდ რამდენჯერმე ვიყავი სკოლაში და ისიც 2 ან 3 გაკვეთილს ვესწრებოდი ხოლმე. მისი დაკარგვის შემდეგ კი ცხოვრების ხალისი დავკარგე და აღარაფერი მაინტერესებდა, მათ შორის აღარც სკოლა მინდოდა. რამდენჯერმე ძალით მიმიყვანეს და ეგ იყო. მასწავლებლები „არა“ს არ მიწერდნენ და ნიშნებიც შეძლების და გვარად ეცადნენ როგორმე დაეწერათ, რომ კლასში არ ჩავრჩენილიყავი. სასწვლო წელი დამთავრებული იყო. ამიტომ აღარავინ მაწუხებდა „სკოლაში წადი, მასწავლებლებმა მაინც დაგინახონ“ ძახილით. ჩემს ოთახში ვიყავი და, როგორც უმეტეს შემთხვევაში, ჩემი ცრემლებით ვასველებდი ბალიშს. როგორ ჩამეძინა ვერ გავიგე, აი სიზმარი ი ისე მახსოს, თითქოს ცხადი ყოფილიყოს. მათე ვნახე...
-მათეეეეე. -სიხარულით გავიქეცი მისკენ. -როგორ მომენატრეეე. -და მაგრად ჩავეხუტე.
-მე სულ შენს გვერდით ვარ, ეს უბრალოდ შენ ვერ მხედავ. და შენზე გაბრაზებული ვარ. -ცივად მომიშორა.
-ეხლა შენ მაბრაზებ. -ვუთხარი და გვერდით გავიხედე.
-კარგი, მოდი ჩაგეხუტო, ოღონდ ერთი პირობით. -მითხრა და საჩვენებელი თითი გამაფრთხილებლად დამიქნია. -იცოდე, ცუდად იქცევი და არ მომწონს, სულ არ ფიქრობ, არც საკუთარ თავზე და არც სხვა არავისზე. არ შეიძლება ასე, სულ ოთახში ზიხარ და ტირი. რაც უნდა მოხდეს, მე სულ შენს გვერდით ვიქნები და დაგიცავ, მაგრმ შენც უნდა შემპირდე, რომ ამ ოთახიდან გახვალ და დაბრუნდება ისეთი ნიტა, როგორიც ადრე, ჩემი დედამიწაზე ყოფნისას იყო.
-ეხლა ჩამეხუტე და შენს თავს ვფიცავრ დაგიჯერებ. -მათემ ხელები მომხვია და გამეღვიძა კიდეც.
ფანჯარაში გავიხედე და მზე ჩასიოდა უკვე. უცებ გამოვიცვალე და ოთახიდან გავედი. თაკო საბას წასაყვანად იყო გადმოსული, რომელიც მიას ეთამაშებოდა.
-თაკო რაღაცას გვთოვ რაა?
-ხომ მშვიდობაა?
-კი, უბრალოდ საბა ცოტა ხანი დატოვე რა ჩემთან?
-კარგი, როგორც გინდა, თუ გაგაბრაზა ან შეგაწუხა, გამოუშვი სახლში.
-ცოტა ხანი გავასეირნებ და მოვიყვან მალე.
ეკა გაოცებული მიყურებდა. არა ნაკლები გაკვირვებული იყო თაკოც. ამდენი ხნის შემდეგ ჩემი სურვილით გარეთ გავდიოდი, თან სეირნობას ვაპირებდი.
-დედა, ,იასაც წავიყვან კარგი?
-წაიყვანე, მაგრამ რა ხდება იქნებ გვითხრა? -იკითხა ბოლოს ეკამ.
-არაფერი, გარეთ მინდა გასვლა, რა არ შეიძლება? -ვუთხარი გაბრაზებულმა.
-როგორ არა, უბრალოდ გამიკვირდა.
თანდათან დავუბრუნდი რეალობას. ჩემი ცუდად ყოფნა რომ არ შეემჩნიათ და ჩემი უხასიათობით სხვებისთვისაც რომ არ გამეფუჭებინა ხასიათი მათ დასანახად ყოველთვის კარგად ვიყვი და ვიღიმოდი. ამის შემდეგ ვთქვი რომ სიყვვარული ჩემთვის არ არსებობდა და სხვა არავინ შემიყვარდებოდა. გიომ როდესაც მითხრა რომ ვუყვარდი, მაშინვე ავუკრძალე ამაზე ფიქრი და ვუთხარი, რომ ვერ შევიყვარებდი, რაც უნდა მომხდარიყო. მაას შემდეგ ამ თემაზე აღარაფერი უთქვამს და მეგონა რომ ჩემი რჩევა გაითვალისწინა,მაგრამ როგორც სჩანს მთლად ასე არ ყოფილა.
-შენ ტასოსთან რას შვები? -სხვა თემაზე გადავიტანე ლაპარაკი და აკოს მივუბრუნდი.
-რა უნდა ვქნა, ცოლადა არ მომყვება, ჯერ პატარა ვარო. -თქვა და გაიცინა. ცოტა ხანი სიჩუმე ჩამოვარდა, ბოლოს კი ისევ მე ამოვიღე ხმა.
-აუ, ერთი მაგარი იდეა მაქვს.... -ვთქვი და ეშმაკურმა ღიმილმა გადამირბინა სახეზე.
-რა ხდება აბა გამარკვიე?
-ჩამოვაყალობო ჯერ კარგად. -ამ დროს ჩვენსკენ მომავალი ტასოც შევნიშნე. -აკო იცოდე ჩემს იდეაზე ხმა არ ამოიღო. -გავაფრთხილე ტასოს მოსვლამდე.
-მე რა ვიცი და სხვას რაღა ვუთხრა? -გაკვირვებულმა გამომხედა აკომ.
-თქვენ აქ ცალკე „ბირჟა“ გააქვთ? -სიცილით მოვიდა ტასო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent