დამუნჯებული3 4 5
3 თავი ზარი დაირეკა და საშუალება მომცა ისეთი ჯოჯოხეთიდან გამოვსულიყავი როგორიც ინგლისურის გაკვეთილია. მას შემდეგ რაც ბიჭმა ყურში მიჩურჩულა და კლასი დატოვა, კლასის უკანა მხარეს წავედი და ცარიელ მერხზე დავჯექი, ბიჭების გასწვრივ. მისტერ ფრანკს იმ შემთხვევის შემდეგ ჩემთვის ხმაც არ გაუცია, არც მე მინდოდა მისი საუბრის მოსმენა. დრო ნელა გადიოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში თვალები საათზე მქონდა მიბყრობილი. ციფერბლატზე ისრები ნელა მოძრაობდნენ და დრო საშინლად იწელებოდა. კორიდორებში არანაირი პროგრესი არ იგრძნობოდა. იგი სავსე იყო ხალხით რომელსაც საკუთარი თავის მეტი არავინ ადარდებდა. ზოგი წიგნებში თავჩაღუნული დადიოდა და ხან ვის ასკდებოდა ხან - ვის. ძლივს გავიკვლიე გზა სტუდენტების ჯგროში. მათ მწველ მზერას ვგრძნობდი როდესაც გვერდით ჩავუვლიდი. მათი ჩაცინების ხმა ჩემს ყურებში ექოდ ისმოდა, ყველა ახალ გოგოზე ჭორაობდა და ეს მოსაბეზრებელი იყო. არ ჰქონდა მნიშვნელობა იმას თუ რამდენი ადამიანი მაშტერდებოდა კორიდოში, მათ ამას ვერ დავუშლიდი. ამის ძალა არ შემწევდა. ჩემი საკეტი გამოვაღე და იმ რვეულების, ფაილებისა და წიგნების გამოღება დავიწყე რომლებიც საშინაო დავალების გაკეთებაში დამჭირდებოდა. საკეტი დავკეტე და გეზი ოფისისკენ ავიღე. თავაზიანმა რეგისტრატორომა მითხრა რომ დღის გაკვეთილების ბოლოს მივსულიყავი რომ ხვალინდელი ცხრილი მენახა. რომ მცოდნოდა ხვალაც მომიწევდა იმ საშინელ ინგლისურის გაკვეთილზე დასწრება თუ არა. მძიმე კარი ჩემსკენ გამოვქაჩე და ოფისში შევედი. შესვლისას თვალებში სხვადასხვა ფერის ყვავილები მომხვდა. რეგისტრატორი, მისს აბლი მის მაგიდასთან იჯდა, დაჟინებით მისჩერებოდა კომპიუტერის ეკრანს. შუახნის იყო, მისი ყავისფერი თმა კოსად შეეკრა. როდესაც ჩემს უკან კარი ხმაურიანად დაიხურა ჩემსკენ გამოიხედა. ''ოჰ ჟენევიევა.'' გაიღიმა. '' როგორი იყო შენ პირველი დღე?'' მხრები ავიჩეჩე და მისკენ წავედი. მესმოდა როგორ უყვიროდა დირექტორი გვერძე ოთახში ვიღაცას. მთელი ოთახი სიჩუმეში იყო შთანთქმული, სიჩუმეს მხოლოდ კორიდორში მიმავალი სტუდენტების ხმები და კრებების დაკეტვისა და გაღების ხმები არღვევდა. '' კარგი, დირექტორი ტეილორი ახლა სხვა სტუდენტთანაა მაგრამ მალე დაამთავრებს. ასე რომ თუ აქ დაჯდები და დაელოდები როდესაც მორჩება დაგიძახებს.'' თავი დავუქნიე და ის გავაკეთე რაც მითხრა. სკოლის ლურჯ სკამში ჩავესვი. პლასტმასი მოუხერხებელი იყო მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, აქ უნდა ვმჯდარიყავი. არაფერი მინდოდა გარდა სახლში წასვლისა და მთელი წელი ძილისა. ჩანთა მხრიდან მოვიშორე და ჩემს გვერდით მდებარე სკამზე ჩამოვდე, წინა ელვა შესაკრავი გავუხსენი. ''ჰარი სტაილს, რამდენჯერ უნდა ჩაგიტარო ერთი და იგივე ლექცია! საერთოდ როდის უნდა მომისმინო!'' დირექტორის ხმა ოფისში შემოიჭრა. მაღლა ავიხედე, ოფისიდან დირექტორის კაბინეტის კარი მოსჩანდა, კარს კი პატარა ფანჯარა ჰქონდა. ბიჭი რომელიც გავკვეთილზე დამეხმარა ახლა აქ ზის და დირექტორის ყვირილს უსმენს. ბიჭის მკრთალი სახე მერხს დაჰყურებდა, ხელებს კი რითმულად უკაკუნებდა სკამის სახელურს. სკამზე კიარ იჯდა იწვა. საზურგეს ნახევრად მიჰყრდნობოდა და ფეხები მერხის ქვეშ თავისუფლად გაეშხლართა. ჟაკეტი აღარ ეცვა, მხოლოდ თეთრი მოკლამკლავიანი მაისური ეცვა. ტავისუფლად ვხედავდი ტატუებს მის მკლავებზე. ისინი შავები იყვნენ და მის მკრთალ კანზე მკვეთრად ჩანდნენ. ''საერთოდ მისმენ ჰარი?!'' დირექტორმა დაიყვირა და ხელი მაგიდას დასცხო, ზუსტად ისე როგორც რამოდენიმე ხნის წინ გააკეთა მისტერ ფრანკმა. ბიჭმა, რომლის სახელიც როგორც მივხვდი ჰარი იყო, მხრები აიჩეჩა და კაცს აჰხედა რომელიც მის წინ იდგა. ჩანთიდან ჩემი მათემატიკის წიგნი ამოვღე თუმცა ყურადღება დირექტორისა და ჰარისკენ მქონდა მიდრეკილი. წიგნი გვერდზე გადავდე, ყურადღებას არ ვაქცევდი სად დავდე წიგნი. გაუანალიზებლად წიგნი ჩემს გვერდით მდებარი მაგიდაზე დავდე, წიგნი ყვავილის ვაზას მიედო და ყვავილი იატაკზე დავარდა, სულ დაიმსხვრა. სწრაფად წამოვდექი და ხელები პირზე ავიფარე. მაღლა როდესაც ავიხედე დავინახე რომ პროვე, დირექტორიც და ჰარიც მე მომშტერებოდნენ. ვიგრძენი როგორ ამიხურდა სახე. ჰარის სახეზე იდიოტური ღიმილი ჰქონდა გადაკრული. დირექტორმა ტეილორმა კი ამოიხრა და ისევ ჰარის მიუბრუნდა. წამებში მის აბლი ჩემს გვერდით აღმოჩნდა ცოცხით ხელში. ''ამაზე არ იდარდო ძვირფასო," გამიღიმა და გატეხილი ვაზის ნაწილები მოგავა. '' შეიძლება ეს ყველა ჩვენგანს დაემართოს.'' გავუღიმე და თავი დავუქნიე. მის აბლი ნელა წამოდგა და ნატეხები ნაგვის ურნაში ჩაყარა. როგორცკი თვალთახედვის არიდან გაქრა ამოვიოხრე. ყველაზე მაგარი დღე მქონდა. ისევ მესმოდა როგორ უყვიროდა დირექტორი ჰარის მაგრამ მათთვის აღარ შემიხედავს. ჩემს ადგილას დავჯექი და მათემატიკის წიგნი ავიღე, ვეცადე ფოკუსირება მთლიანად წიგნზე მომხედინა. ჩემდა საბედნიეროდ ძველ სკოლაში ამ მასალის ნაწილი გავლილი მქონდა და ძალიან ძნელი არ ყოფილა. რამოდენიმე ხნის შემდეგ თავი ვეღარ შევიკავე და ისევ მათ მივაშტერდი. ჰარი ისევ იმავე პოზაში იჯდა მაგრამ ახლა მისი ხელები მერხზე ეწყო. დირექტორს მიშტერებოდა მაგრამ თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ მისი გონება სადღაც სხვაგან დაქროდა. მის ხელს დავხედე. ხელზე პატარა ტატუ ჰქონდა. როგორც ჩანს ჰარი მიხვდა რომ მე მას მივშტერებოდი და ხელი გაანძრია. რამოდენიმე წამში გავაანალიზე რასაც აკეტებდა. რაღაცას იწერდა. ყვირილს ოდესმე მორჩება? მომწყინდა. თავი ვერ შევიკავე. გავიღიმე. მაგრამ ეს ღიმილი ისევე მალე გაქრა როგორც გაჩნდა. ისევ წიგნს დავხედე, მაგრამ შიგადაშიგ თავს ვერ ვიკავებდი და ჰარისაც ვუყურებდი ხოლმე. მიმიკებით დირექტორს აჯავრებდა. ''კარგი ჰარი,'' ჩაილაპარაკა დირექტორმა რამოდენიმე ხნიანი სიჩუმის შემდეგ, ''აღარ მინდა ჩემს ოფისში მეორედ გნახო.'' ჰარი სწრაფად წამოდგა მერხიდან და ხელი დირექტორს გაუწოდა. ''სასიამოვნო იყო სერ. და ძალიან კარგად იცით რომ გინდათ დავბრუნდე.'' ჰარიმ ჩაიცინა როდესაც დირექტორმა ხელი ჩამოართვა. ''ვითომ რატომ?'' ჰკითხა დირექტორმა და ღრმად ამოიოხრა. ჰარიმ ისევ ჩაიცინა და ხელი გვერდით გასწია, წიგნი და ჟაკეტი აიღო. ''იმიტომ რომ აქ რომ არ მოვიდე ძალიან მოგენეტრებით.'' დირექტორმა ხელი ტავზე გადაისვა შემდეგ კი კარისკენ მიანიშნა. ''კარგი ჰარი, გთხოვ, უბრალოდ წადი.'' ჰარიმ გაიღიმა და ერთი ჩქარი მოძრაობით გამოვიდა კაბინეტიდან. ჩემთვის ჩუმად ვიდექი იმ იმედით რომ ბიჭი ვერ შემამჩნევდა და უპრობლემოდ შევიდოდი დირექტორის კაბინეტში. თუმცა მისი მწვანე თვალები მე მომანათა. ჟაკეტი რომელიც ხელში ეჭირა ახლა მხარზე ჰქონდა გადადებული. ''ოჰ, ჟენევიევაც აქ ყოფილა. '' თქვა და გაიღჳმა თითქოს არ იცოდა რომ აქ ვიყავი, ''სასიამოვნოა შენი აქ ნახვა.'' სწრაფად მოვაშორე ჰარის თვალი. ახლა ის ნამდვილად არ იყო ის ვისი ხილვაც მსურდა. ''ჰარი თავი დაანებე,'' თქვა დირექტორმა. მხოლოდ ახლა შევნიშე რომ კარებში იდგა. ''ინგლისურის გაკვეთილზე უკვე საკმარისად შეარცხვინე. და უკეთესიც იქნება თუ მასთან უერთიერთობას თავს აარიდებ.'' ჰარიმ ჩაიცინა და მხრები აიჩეჩა. ''ჯერ მეუბნებით რომ თავაზიანი ვიყო, ახლა კი არ გინდათ რომ რომ ჩვენს ახალ სტუდენტთან თავაზიანობა არ გამოვიჩინო!'' ჰარის შევხედე და შევნიშნე რო მის მე მომშტერებოდა, თუმცა ახლა ცალი თვალი დახუჭა, თვალი ჩამიკრა. ხელები უფრო მაგრად მოვხვიე ჩემს ჩანთას და მკერდზე მივიკარი. დირექტორმა ჰარის კომენტარი დააიგნორა და კარამელისფერი თვალებით მე მომაჩერდა. '' შემოდი ჟენევიევა, გთხოვ, აპატიე ჰარის მისი უხეში საქციელი. '' გავიღიმე და გეზი კაბინეტისკენ ავიღე. ჰარი რამოდენიმე ნაბიჯით გვერდით გაიწია, იმხელა სივრცე დატოვა რომ შიგნით შესვლა შემძლებოდა. '' კარგად გართობას გისურვებ პრინცესა,'' დაიჩურჩულა როდესაც გვერიდთ ჩავუარე. ღრმად ავმოსუნთქე. მისი ზედმეტსახელები უკვე მაღიზიანებდა, ჯერ ძვირფასო ახლა პრინცესა. ბიჭის სახელი ჯერ ახლა გავიგე, ისიც პატარა შემთხვევის დახმარებით, ის კი მე უკვე ზედმეტსახელებს მარქმევს. ''მოკეტე'' გავიფიქრე და ზურგი ვაქციე. ჰარიმ გაიღიმა და თავი გააქნია. ოფისის კარი გამოაღო და გავიდა. მთელი გზა მას ვუყურებდი, როგორ მოქნილად მოძრაობდა. ფიქრებიდან ბიხმა ხმამ გამომაფხიზლა. ''აბა ჟენევიავა, როგორი იყო შენი პირველი დღე ჰორტონის საშუალო სკოლაში?'' 4 თავი ''ჯერ მინდა ბოდიში მოგიხადო მისტერ ფრანკისა და ჰარის უხეშ საქციელზე.'' თქვა დირექტორმა ტეილორმა და თან კარი ზურგუსუკან მიიხურა, შემდეგ კი მისი სკამისაკენ წავიდა. იგივე სკამზე ჩამოვჯექი რომელზეც წამის წინ ჰარი იჯდა. მისი სურნელი ჯერ კიდევ იგრძნობოდა გარშემო. ხელები სკამის სახელურებს ჩამოვდე. დირექტორს შევხედე და დავინახე რომ ცნობისმოყვარე მზერით მომჩერებოდა. გავიღიმე და მხრები ავიჩეჩე, მივახვედრე რომ არ მანაღვლებდა. წამსვე მოეშვა და მის სკამში ჩაეშვა, ზურგი სკამის საზურგეს მიადო. ''აი ეს აიღე, ასე ლაპარაკს შევძლებთ.'' მითხრა დირექტორმა და მისი მაგიდის უჯრა გამოაღო, უჯრიდან პატარა დაფა და მარკერი ამოიღო. როდესაც ეს გააკეთა თითქოს გულიდან დიდი ლოდი მომეხსნა. შემეძლო პასუხები დაფაზე დამეწერა და არა ხელების ქნევით მიმეცა მისთვის პასუხი. გავუღიმე და დაფა და მარკერი გამოვართვი. ''აბა? შენი პირველი დღე როგორი იყო?'' მკითხა, დაჯდა და ხელები მუხლებზე დაიწყო. მხრები ავიჩეჩე და თეთრ დაფაზე წერა დავიწყე. რამოდენიმე წამის შემდეგ დაფა შევაბრუნე ისე რომ კარგად დაენახა ნაწერი. ნორმალური, მთელი დრო კლასების გზების დამახსოვრებაში გავატარე. ჩემი ნაწერი საშინელი იყო, როგორც ყოველთვის. '' გინდა სტუდენტი მოგამაგრო რომელიც სკოლაში გიდობას გაგიწევს?'' მკითხა დირექტორმა და კომპიუტერის მაუსს ხელი დაავლო. სწრაფად გავაქნიე თავი, თვალები შიშით ამევსო. არ მჭირდება ვიღაც ვინც ძიძობას გამიწევს მთელი დღე. დირექტორმა ხელი მაუსს მოაშორა და მის წინ დაიწყო. ''გასაგებია ჟენევიევა.'' გაჩუმდა და ჩემი სახე შეათვალიარა როდესაც ჩემი სრული სახელი დამიძახა. ჩემი სახელი ლამაზი იყო მაგრამ არა 16 თითქმის 17 წლის გოგონასთვის რომელიც 21-ე საუკუნეში ცხოვრობს. მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი მეძახის ჟენევიევას, როდესაც გაბრაზებულია ან ბებიაჩები იმიტომ რომ მას ჰქონია რომ ჩემი სახელით უნდა ვამაყობდე. ''ესაა რასაც გეძახიან?'' მკითხა და თავი გვერდით გადახარა. თავი გავაქნიე, პატარა ღრუბელით დაფა გავწმინდა და ჩემი ის სახელები დავწერე რომელსაც ზედმეტსახელად მეძახიან. ჟენე (ჯენა) ''კარგი ჟენე, კიდევ ერთი რამ,'' დირექტორს ლაპარაკისას ხმა გარბზარა. '' უბრალოდ მინდოდა ჰარიზე გამეფრთხილებინე.'' თავი დავუქნიე და ღრმად ამოვისუნთქე. '' ჰარი სტაილსი ნამდვილი პრობლემების შემქმნელია.'' წამით თვალები დახუჭა, ღრმად და დაღლილი ოხვრა ამოუშვა. '' შენ აქ ახალი სტუდენტი ხარ და მასზე ბევრი რამ არ იცი. ნამდვილი მავნებელია, ასე რომ გთხოვ მისგან თავი შორს დაიჭირო.'' მუცელში რაღაც ამომიბრუნდა. დირექტორი მეუბნება რომ მას თავი ავარიდო და მართალიცაა. ზუსტად ისეთი ადამიანის საპირისპიროა როგორიც მეგობრად მინდა. ვიღაც მჭირდებოდა ვინც კლასებში კომპანიონობას გამიწევდა და არა ის ვინც კლასებში ყველაფერს ამირევდა. ჰარი სტაილსს თავი უნდა ავარიდო, ეს იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი. თეთრ დაფას დავხედე, ჩემი სახელი წავშალე და წერა დავიწყე. მასთან დამეგობრებას არც ვაპირებდი. დირექტორი ცოტათი წინ გადმოიწია რომ ჩემი ნაწერი ენახა, რაწამსაც წაიკითხა შვებით ამოისუნთქა. ''მშვენიერია, აქედან მე გაგაცილებ. გმადლობ რომ შემოიარე ჟენე.'' თავი დავუქნიე და დაფა და მარკერი დავუბრუნე. ზურგჩანთას ხელი დავავლე და გვერდზე მოვიგდე, ნელა დავიწყე გასასვლელისკენ წასვლა. მესმოდა რომ დირექტორი უკან მომყვებოდა. ოფისის კარი გამოვაღე და გარეთ გავედი. ''ნელა იარე.'' დირექტორის ხმა ექოდ გაისმა დიდ კორიდორში, ჩემგან უკვე რამოდენიმე ნაბიჯის მოშორებით იდგა. ხელი დავუქნიე და გავუღიმე. მის აბლის დავემშვიდობე. ახლა უკვე ცარიელ კორიდორში გავიარე და სკოლის თითოეულ ნაწილს კარგად ვიკვლევდი. კარადები ნარინჯისფერი და შავი ფერის იყო. იატაკიც ჭადრაკის დაფისებურად იყო იგივე ფერებში. მძიმე კარი გამოვხსენი და გეზი მანქანების სადგომისკენ ავიღე. სახეზე ცივი ქარი მეცა. ჯერ მხოლოდ სექტემბერი იყო თუმცა ამინდი უკვე დიდ ცვლილებას განიცდიდა. თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ ნაადერვი ზამთარი გველის. ხელები მაგრად შემოვიჭდე ჩემი სხეულის გარშემო და თავი დაბლა ჩავხარე. ჩემი წითელი მანქანის მიმართულებით მივდიოდი. ''პრინცესა,'' ცივ ჰაერში მისი ბოხი ხმა ძლივს გაისმა. '' როგორი იყო შენი შეხვედრა მოხუც რონ ტეილორთან?'' თავი მაღლა ავწიე და დავინახე რომ რამოდენიმე ნაბიჯის მოშორებით ჩემს წინ ჰარი სტაილსი იდგა. ჟაკეტი მხარზე ჰქონდა გადადებული და ურცხვად მიჰყრდნობოდა ჩემს წითელ მანქანას. სახეზე ის იდიოტური ღიმილი ჰქონდა აკრული და სიცივისგან ლოყები ცოტათი ასწითლებოდა. სწრაფადვე ჩავხარე თავი , ასე ვერ დაინახავდა ჩემს გაოცებულ სახეს. ხელები კიდევ უფრო მაგრად შემოვიჭდე და მისთვის გვერდის ავლა ვცადე. ჰარიმ ჩაიცინა და ჩემს მანქანას მოშორდა, ჩემსკენ წამოვიდა. როგორცკი მომიახლოვდა ჩემი მანქანისკენ წავედი. '' ოჰ, მოდი რა ძვირფასო.'' მისი მძიმე ნაბიჯების ხმა მესმოდა რომლებიც ჩემს უკან მოდიოდნენ. ''მთელი კლასის წინაშე მასწავლებლისგან გიხსენი და შენს გამო კლასიდან გამომაგდეს, შენ კი ასე მიხდი მადლობას ძვირფასო?'' მკითხა. ხელი ცივ მეტალის სახელურს ჩავავლე და სწრაფად გამოვხსენი ჩემი მანქანის კარები რომ შიგნით ჩაჯდომა შემძლებოდა. დიდი ხელი სწრაფად მიედო მანქანის კარს და უკან მიაჯახუნა, შემახტუნა. უკან მივბრუნდი და ნელა შევხედე ჰარის თვალებში. მისი მწვანე თვალები მე მაკვირდებოდნენ, მისი ხელები კი ჩემს გვერდით ორივე მხარეს იყო დადებული. ზურგით მანქანას ვეხებოდი. ისე იდგა რომ გაქცევა არ შემძლებოდოა. მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი, ტანით თითქმის ერთმანეთს ვეხებოდით. შიშმა მომიცვა თუმცა ადგილიდან ვერ გავინძერი. მარტო ვიყავით მთელს სადგომზე, ვერავინ დამეხმარებოდა რამე თუ მოხდებოდა. ჰარიმ ჩაიცინა და სწრაფად დაისველა ტუჩები ენით. მისი ხუჭუჭა თმა სახეზე ჩამოჰყროდა. ჩემზე მაღალი იყო, თითქმის სულ მფარავდა მისი სხეულით. მომიახლოვდა, მის სუნთქვას ახლა უკვე ყურთან ვგრძნობდი. ''ნელა იარე ძვირფასო.'' ერთი სწრაფი მოძრაობით მომშორდა და მანქანის კარი გამომიღო და შემდეგ ზურგი მაქცია. მისი ფიგურა ნელ-ნელა პატარავდებოდა, შემდეგ ერთ შავ მანქანასთან შეჩერდა. კარი გამოაღო და მანამ სანამ დაჯდებოდა ხელი დამიქნია, სახეზე ისევ იდიოტური თავმომწონე ღიმილი აიკრა. ზურგი ვაქციე, მანქანაში ჩავჯექი, ჩემი ზურგჩანთა მგზავრის სავარძელზე დავდე და კარი დავკეტე. ღრმად ამოვისუნთქე. ჩემი პირველი დღე სკოლაში დამთავრებულიყო ასე რომ თავისუფალი ვიყავი ამ ჯოჯოხეთისგან. ამოვიოხრე და ხელი სახეზე მოვისვი.ვცდილობდი ჰარის სურათი ჩემი გონებიდან ამომეგდო. შემდეგ კი მივხვდი, როგორ ძლიერადაც არ უნდა მეცადა ამ ბიჭისთვის, ჰარი სტაილსისთვის თავის არიდება, თვითონ ის არ დამტოვებდა მარტო. მოსვენებას არ მომცემდა. 5 თავი ხელები ამიცახცახდა როდესაც ხელი კაფეტერიის კარის ცივ სახელურს ჩავავლე. დილა ჩვეულებრივ გავიდა. ყველა მაიგნორებდა, არავინ მცემდა ხმას, მაგრამ ჩემზე მაინც ჭორაობდნენ. როდესაც კორიდორებში ვიკარგებოდი და კლასს ვერ ვაგნებდი მათი ქედმაღლური ჩაცინებებისა და ჩურჩულის ხმა მესმოდა, ამბობდნენ რომ რაც მისტერ ფრანკის გაკვეთილზე მოხდა სიმართლე იყო. ლანჩის პერიოდი. მასწავლებელმა და მე რაღაც წვრილმანებზე ვისაუბრეთ. ჯერ მკითხა თუ მინდოდა რომ სკოლაში თარჯიმანი მოეყვანათ რომ შესძლებოდათ ჩემი ნათქვამის სხვისთვის გადათარგმნა და ა.შ. სასწრაფოდ ვუარვყავი. ეს უფრო მეტ ჭორს აღძრავდა ბავშვებში და არ მინდოდა. საბოლოოდ შევთანხმდით რომ სხვებს ჩემს სათქმელს წერის საშუალებით გავაგებინებდი. არჩევნით დიდად კმაყოფილი არ ყოფილა თუმცა მაინც არ შეიმჩნია. ნელა შევაღე კაფეტერიის რკინის ცივი კარები. მრგვალი მაგიდები კაფეტერიის სხვადასხვა კუთხეში იყო მიდგმული, რამოდენიმეც შუაში. ვიმედოვნებდი რომ რაიმეზე ყურადღების გადატანას შევძლებდი და მათ გამალებულ მზერას ყურადღებას არ მივაქცევდი. მაგრამ არაფერმა მიიბყრო ისე ჩემი ყურადღება რომ მათი მწველი მზერა დამეიგნორებინა. თითოეულ მაგიდაზე სტუდენტები ჯგუფებად იყვნენ შემომჯდარნი და ათას რამეზე ლაპარაკობდნენ, ჭორაბდნენ, ხუმრობდნენ, თამაშობდნენ და ა.შ. გეზი საჭმლის სექციებისკენ ავიღე, ვიგრძენი როგორ მომანათა თითქმის მთელმა კაფეტერიამ თვალები მე. ყველაფერს აკრიტიკებდნენ და აფასებდნენ, ჩემს სიარულს, ჩემს ტანსაცმელს, ჩემს მაკიაჟს. როგორ ვიკეთებ თმას, როგორ ვიკვნეტ ნერვიულად ტუჩს. თითქოს მათი თვალები ყველაფერს დეტალურად იკვლევდნენ. როგორცკი სექციებს მივაღწიე პატარა მაგიდიდან ლანგარი ავიღე და საჭმლის თვალიერება დავიწყე. თვალები მწვანე სალათის ფურცლებმა მომჭრა. პატარა მინა გამოვაღე და რამოდენიმე ცალი გამოვიღე. კიდევ დავამატე წვრილმანი რაღაცეები. გრძელთმიან ქალს ხუთი დოლარი მივეცი, კეთილად გამიღიმა და სიტყვისუთქმელად გამომართვა. მოვბრუნდი და დიდი კაფეტერიის ოთახი გადავათვალიერე. შანსი არ იყო რომ რომელიმე მაგიდასთან მივსულიყავი და რომელიმე სტუდენტს გვერდით ჩამოვჯდომოდი. არმინდა თავი უხერხულში ჩავიგდო. ზედმეტად ვიყავი საკუთარ თავში ჩაკეტილი. ხალხი საშინლად იყო ჩემს მიმართ განწყობილი ასე რომ მეგობრებს სწრაფად ვერ ვიძენდი. კიდევ ერთხელ გადავავლე ოთახს თვალი და ერთი ცარიელი მმაგიდა დავინახე, ოთახის მოპირდაპირე კუთხეში. კარგად იყო კუთხეში ჩამალული, ასე რომ ბევრი ვერ შეამჩნევდა სად ვიჯექი მე. ლანგარი მაგიდაზე დავდე და ნელა მოვიხსენი ჩემი ზურგჩანთა მხრიდან და დაბალ ნარინჯისფერ სკამზე ჩამოვდე. მაგიდასთან ახლოს სხვადასხვა საკვების პარკები ეგდო, მაგიდა ზედმეტად ახლო იდგა სანაგვე ურნასთან. სტუდენტებს ეზარებოდათ სანაგვესთან მისვლა და ზერელედ ისროდნენ ნაგავს ამ მიმართულებსიკენ. ზუსტად ამიტმო იყო აქ ასეთი ამბავი. სალათის ფურცლებს გამჭირვალე პოლიეთილენის პარკი გადავაძვრე და სალათი მოვათვალიერე. კომბოსტოს უცნაური ყავისფერი ფერი დაჰკრავდა, პომიდორს კი ნაცრისფერი. სტაფილოები გამომშრალი და ცარიელი იყო კარტოფილები კი სულ დამწვარი. თავი ზიზღით გავწიე უკან და ამოვიოხრე. კიდევ ერთი მშვენიერი დღე სკოლაში მშვენიერი ლანჩით. ზურგჩანთას ხელი დავავლე, წინა ჯიბე გავხსენი და იქიდან აიპოდი და ყურსასმენები ამოვიღე. თუ ჭამას არ ვაპირებდი თავი სხვა რაიმეთი მაინც უნდა გამერთო. მუსიკა ხმამაღლა ჩავრთე, ყურსასმენები ყურებში გავირჭვე და სკამზე კომფორტულად მოვკალათდი. ედ შეერანის ტკბილმა ხმამ სწრაფად განდევდა ჩემი სხეულიდან დაძაბულობა. ორმხრივ სროლაშიც რომ ვმდგარიყავი და ვინმეს ედ შეერანის მუსიკა ჩაერთო წამსვე დავმშვიდდებოდი. ვიღაცამ ყურიდან ცალი ყურსასმელი გამომაძრო და წამსვე მეცა ცალ ყურში კაფეტერიის ხმაური. მაღლა ავიხედე და წინ არც მეტი არც ნაკლები ჰარი სტაილსი დამხვდა. სახეზე ღიმილი ჰქონდა აკრული. დღეს შავი მოკლემკლავიანი მაისური და შავი ჯინსები ეცვა. თმა გვერდით ჰქონდა გადაწეული და საყვარელ ფორმას იღებდა. მისი მწვანე თვალები სავსე იყო ანცი მბრწყინავი წერტილებით. თვალები მისი ტატუებისკენ გამექცა. გემი, ვარდი, კლიტე და გასაღები, ყველანაირ ტატუს მოეყარა თავი ჰარის მარცხენა მკლავზე. ''უნდა ისწავლო რომ ხალხს არ მიაშტერდე ზვირფასო.'' ჰარიმ გაიცინა და ჩემს გვერდით მდგომი სკამი გამოსწია, შიგნით ჩაეშვა. ''ხალხს არ მოსწონს როცა მათ აშტერდები.'' ნერწყვი გადაყლაპე და მაგიდას დავაშტერდი. ვცდილობდი ფოკუსირება პატარა თეთრ წერტილებზე გადამეტანა რომელიც მაგიდას ამშვენებდნნ. '' რა, არ აპირებ რომ შემომხედო?'' ჰარიმ ჩაიცინა და ჩემი ლანგარი მისკენ მიიჩოჩა. ''საჭმელზე არავინ გაგაფრთხილა?'' თვალები გამიფართოვდა, ჰარის ავხედე.თავი გააქნია და თმები შუბლზე ჩამოეყარა. წამოდგა და ლანგრიდან საკვები უახლოეს ნაგვის ყუთში ჩაუძახა. ''უბრალოდ გულისამრევია.'' ამოიოხრა და ისევ სკამში ჩაეშვა. მექანიკურად ჩემი სკამი მისგან მოშორებით გავწიე. არ მომწონს მის სიახლოვეს ყოფნა. მას შემდეგ რაც გუშინ ჩემს მანქანასთან მოხდა მისი სიახლოვე დისკომფორტს მიქმნიდა. იყო რაღაც მასში რაც მაიძულებდა რომ მისგან შორს ვყოფილიყავი და ეს 'რაღაც' მომწონდა. ჰარიმ ჩემი ცალი ყურსასმენი ყურზე მიიდო და მელოდიას მოუსმინა, წამის შემდეგ კი მკითხა. ''ედ შეერანი მოგწონს?'' მის ხმაში გაოცება იგრძნობოდა. თვალები პასუხის მოლოდინში გაფართოებოდა. კინაღამ თავი დავუქნიე, დროზე შევიკავე თავი და ყურსასმენი გამოვართვი. ხელი წამში მომხვია მაჯაზე. ''ოჰ, მოდი რა,'' ამოიზლუქუნა. ''რატომ ხარ უხეში იმ ერთადერთ ადამიანთან რომელიც სკოლაში გელაპარაკება?'' მეტი ვეღარ მოვითმინე. თმა სახიდან გადავიწიე და მრისხანედ მივაჩერდი ჰარი სტაილსს. არ მჭირდება იმის შეხსენება რაც უკვე ვიცი. ვიცოდი რომ მარტო ვიყავი. ვიცოდი რომ სკოლაში არავის სურდა ჩემთან ლაპარაკი. მაგრამ ისიც ვიცოდი რომ ჯობდა მარტო ვყოფილიყავი ვიდრე ისეთ ვინმესთან მემეგობრა როგორიც ჰარია. ხიფათიანი უხეში და თავხედი იყო. მას ის თვისებები ჰქონდა რაც ადამიანში ყველაზე მეტად მეზიზღება. ზურგჩანთას ხელი დავავლე, მხარზე მოვიკიდე და ოთახიდან გავედი. მანამ წამოვედი სანამ ჰარი სტაილსი კიდევ რაიმეს მეყტოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.