შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სიყვარული არ შემიწყვეტია (3 ნაწილი)


16-05-2015, 15:57
ავტორი ანკა
ნანახია 4 911

გადაბრუნდა და მშვიდად გადაეშვა სიზმრების სამყაროში. საძინებლიდან ადიალა ჩამოვიტანე და მივახურე, მეც გვერდით მივუწექი და ფიქრი დავიწყე...
ალბათ გგონიათ შაკოზე არა? არა... დათოზე ვფიქრობდი, რატომღაც. ნეტა რატო, აშკარად არ მახსოვს როგორია, ზედაც არ შემიხედავს მისთვის, თუმცა მაინც მასზე ვფიქრობ. არვიცი რატომ მაგრამ თითქოს კიდევ მინდა ვნახო. ვიცი... ეს სიგიჟეა, თუმცა გიჟი დაქალის ხელში კიდე კარგად ვარ. თაკოს წერილი დავუწერე, სახლის კარი ჩუმად გამოვხურე და კლუბისკენ წავედი...
....
ისე გზაში ვფიქრობდი რომ მივიდე რა-თქო... ამ ფიქრებით დავუყევი ფეხით ტროტუარს და ვერც შევამჩნიე ისე ამოვარდა ქარი. მე ხომ თბილად არასდროს არ ვიცვამ და ეხლაც არ იყო გამონაკლისი. გავიყინე და ვინანე რომ ასე უბრალოდ წამოვედი. კლუბამდე ვერ მივაღწევდი, სადმე კაფეში შესვლა გადავწყვიტე ცოტა ხნით. მიბრუნებას ვაპირებდი, როცა წინ შავი BMW X6 გამიჩერდა. ფანჯრიდან ვიღაცამ გამოიხედა და გამიღიმა
-საით მიდიხარ ლიზა?
-გიცნობ? - გამიკვირდა, არადა ხმა მეცნო
-დღეს კლუბში რომ შევხვდით
-აა დათო შენ ხარ? - დიახაც ის ყოფილა...
-ხოო, სად მიდიოდი გაგიყვან
-ვსეირნობდი და კაფეში შესვლა გადავწყვიტე
-წამო დაგპატიჟებ
მანქანის კარი გამოვაღე და ჩავჯექი.
-სად მივდივართ?
-ერთი კარგი რესტორანი ვიცი და იქ წავიდეთ კარგი?
-კარგი - გავუღიმე და სკამზე მოვკალათდი. ეხლაღა დავაკვირდი მის გარეგნობას: მაღალი, გამხდარი, საშუალო სიგრძის ყავისფერი თმით, ღია ყავისფერი თვალებითა და თხელი ტუჩებით. მართლაც სიმპატიური ყოფილა, რა გინდა თაკო არ შემცდარა. გზაში ხმა არცერთს არ ამოგვიღია, ან რა უნდა მეთქვა???
მივედით რესტორანში და განცალკევებულ მაგიდასთან დავჯექით. მაგიდა რომანტიულ გარემოში იყო მოწყობილი, თუმცა ჩემზე ეს არ მოქმედებდა. თითქოს გრძნობები დამკარგვოდა ისე ვიყავი. დათო თვალს არ მაშორებდა და ეს ცოტა დისკომფორტს მიქმნიდა, თუმცა ყურადღებას არ ვაქცევდი.
-ლიზა, რამდენი წლის ხარ? - დამიწყო დაკითხვა
-18
-არ გაინტერესებს მე რამდენის ვარ?
-რავი, რამდენი წლის ხარ?
-20
-კარგია - გავუღიმე. ღმერთო!!! რა „კარგია“??? სრულ იდიოტობას ვიძახი რა... გაეცინა
-შენზე მომიყევი რამე, მინდა კარგად გაგიცნო
-რავი რა მოგიყვე, მოსაყოლი არაფერია, ვარ 18 წლის, ვსწავლობ მეთორმეტე კლასში, მინდა ჩავაბარო საერთაშორისო ურთიერთობებზე. კიდევ რა გაინტერესებს?
-შეყვარებული გყავს? - აი აქ კი გულში რაღაც ჩამწყდა
-არა... - თავი დავხარე და შევეცადე მოზღვავებული ცრემლები შემეკავებინა, თუმცა რა ვქნა ძალიან მგრძნობიარე ვარ და ერთი ცრემლი გადმომიგორდა
-ლიზა რა გჭირს? - მკითხა გაკვირვებულმა
-არაფერი, კარგად ვარ
-რატო ტირი?
-არ ვტირი, კარგად ვართქო - ვუპასუხე უხეშად და მაშინვე ვინანე
-კარგი - და გაჩუმდა. ხმა აღარ ამოუღია. თავი დამნაშავედ ვიგრძენი და საუბარი დავიწყე
-მაპატიე, უხეშად გამომივიდა
-არაუშავს - მიპასუხა სხვათაშორის. საათს დავხედე, უკვე მოსაღამოვებული იყო და სახლში უნდა წავსულიყავი
-კარგი კარგად, სახლში უნდა წავიდე - და სკამიდან წამოვდექი
-გაგიყვან - ისიც ადგა, მიმტანს ფული გადაუხადა და გამოვედით.
სახლის წინ მომიყვანა და კარი გამიღო, რომ მანქანიდან გადმოვსულიყავი.
-მადლობ - გავუღიმე და სახლისკენ გავემართე
-არაფრის, შენი ნომერი შეიძლება?
-კი - ნომერი ვუთხარი და წამოვედი. კარი შევაღე თუ არა თაკო მისაღებიდან გამოხტა
-სად იყავი ამდენი ხანი?
-არსად
-იმ BMW-თიც არსად არ იყავი ხო? - მკითხა ეშმაკურად
-ქუჩაში ვსეირნობდი და დათო შემხვდა, რესტორანში დამპატიჟა და ეხლა სახლში მომაცილა - განვუმარტე დამნაშავე ბავშვივით.
-კარგი, აუ მშიაა.... რა გვაქ საჭმელი
-რავი შეიხედე მაცივარში, სავსეა პროდუქტებით
ვჭამეთ და ვისაუბრეთ.
-ლიზზ, მე დღეს ვეღარ დავრჩები და ხვალ გნახავ ოკ?
-კაი წადი - გადავკოცნე და კარამდე მივაცილე.
სახლში შემოვბრუნდი და უაზროდ სიარული დავიწყე. რა მეკეთებინა არ ვიცოდი. საქმეც არაფერი არ მქონდა. ჩემი საყვარელი ძამიკო გამახსენდა და მისი ნომერი ავკრიფე
-ხო ლიზიი რას შვები - მიპასუხა მონატრებულმა ხმამ
-რავი თოკ, ძმისგან დავიწყებული როგორ ვიქნები - შევჩივლე საწყლად. გაეცინა
-კაი რა ხო იცი რო ბევრი საქმე მაქ
-ვიცი ვიცი რომ იმდენი საქმე გაქვს რომ დისთვისაც კი ვერ იცლი
-აუუ ეხლა წუწუნს ნუ დაიწყებ რა, უნდა დამერეკა შენთვის და შენ დამასწარი
-მართლა? - ვკითხე პატარა ბავშვივით
-ხო შტერო - გაიცინა - რას შვები ხო ხარ ჭკვიანად?
-არა შენთან მოვდივარ აეროპორტში ვარ და მაგიტო დაგირეკე რო იქ დამხვდე
-შენ გოგო ხო არ გაგიჟდი? - ლამის ტელეფონიდან გადმოხტა. მე კიდევ სიცილისგან ჩავბჟირდი
-კაი გეღადავები რაიყო ვაა...
-ვერ ხარ რა შენ
-აუუ თოკო, მალე ჩამოხვალ?
-კი კი, ალბათ 1 კვირაში, ან უფრო მალე
-იესსს!!!! - ისეთი ვიყვირე რომ კინაღამ დავაყრუე თოკო
-აუ ლიზა ნუ დამაყრუე გოგო!!! - გამომძახა ვითომ გაბრაზებულმა
-მეტის ღირსი ხარ უკვე 1 თვეა არ ჩამოსულხარ - ვუთხარი მეც გაბუტულმა
-ჩემი შტერი... - მომესიყვარულა - მეც მენატრები და შევეცდები რაც შეიძლება მალე ჩამოვიდე
-კაი წავედი მე ეხლა, კარგად
-კაი დროებით.
ტელეფონი გავთიშე და ტახტზე მივაგდე. მხოლოდ ახლა ვიგრძენი რომ დაღლილი ვიყავი, შხაპი მივიღე და დასაძინებლად დავწექი.
....
ერთი კვირა ჩვეულებრივად გავიდა. დათოს ორჯერ შევხვდი და თითქოს ერთმანეთს შევეყწვეთ. ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი გახდა და ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის.
ამ დილით თორნიკე ჩამოდიოდა ამჯერად ესპანეთიდან და აეროპორტში უნდა დავხვედროდით მე და თაკო, მერე კი გამოცდა მქონდა და იქ უნდა წავსულიყავი. დილით 7 საათზე თაკომ დამირეკა
-ადეეე ძილისგუდავ, 5 წუთში შენთან ვარ!!!
-რაიყო გოგო შენს ხელში მაღვიძარამ ფუნქცია დაკარგა - ვუპასუხე უკმაყოფილოდ და თვალების ფშვნეტით წამოვჯექი საწოლში.
-მიდი მიდი ადე ეხლა ჰეე... - შემომძახა საზეიმოდ და ტელეფონი გამითიშა.
-ოხ თაკო თაკო - ჩავილაპარაკე ჩემთვის და ჩავიცვი. თეთრი ჯინსები, შავი ზედა, ფეხზე შავი კეტები, ჩემი შავი თმები გავიშალე და სამზარეულოში ჩავედი. კარზე ზარის ხმაც გაისმა. თაკო იყო, შემოვიპატიჟე და სამზარეულოში გავედით.
-რა ნამძინარევი სახე გაქ
-აბა დილის 7 საათზე როგორი უნდა მქონდეს
-ხალისიანი და სიცოცხლით სავსე, რავი მე - მიპასუხა მხიარულად და გაინაბა.
შევჭამეთ და აეროპორტში წავედით. რეისი ესპანეთიდან 5 წუთში ჩამოდიოდა. იქვე კაფეში შევედით და ყავა შევუკვეთეთ. მალე გამოაცხადეს კიდეც, რომ თვითმფრინავი ჯდებოდა და ჩვენც იქეთ გავემართეთ. თორნიკეს შორიდანვე მოვკარი თვალი და სიხარულისგან შუა აეროპორტში მისი სახელის ძახილი დავიწყე. გადმოვიდა თუ არა, მაშინვე მივახტი და ჩავეხუტე. როგორ მომნატრებია ჩემი საზიზღარი. მანაც ძლიერად ჩამიკრა გულში. ასე ვიდექით 5 წუთი სანამ გაგვახსენდებოდა რომ თაკოც იქვე იდგა.
სახლში მივედით და შემდეგ მე და თაკო გამოცდებზე გამოვქანდით. საბედნიეროდ კარგად ჩავაბარეთ. ეს ბოლო გამოცდა იყო. ზაფხული იწყებოდა!!! იესსსს...

.......
დღეს დიდი თავი დავდე ^_^
ძალიან მახარებთ თქვენი კომენტარებით.
ველი შეფასებას ^_^
p.s. ძალიან მიყვარხართ ყველა <3



№1  offline წევრი Winchester

კარგიაა... რამე საინტერესო მოახდინე აბა შენ იციი ❤❤❤
--------------------
ლ.შ L.SH

 


№2  offline მოდერი ანკა

Winchester
კარგიაა... რამე საინტერესო მოახდინე აბა შენ იციი ❤❤❤


აუცილებლაად ^_^ იმედებს არ გაგიცრუვებთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent