აბა ვინმემ ხელი ახლოს (1)
ადამიანი. ვინ არის ადამიანი? არსება, რომელმაც უნდა აიტანოს ყველაფერი. არსება, რომელმაც უნდა მოასწროს შეყვარება სიკვდილამდე. არსება, რომელსაც უნდა შეეძლოს პატიება. არსება, რომელსაც უნდა შეეძლოს რთულ სიტუაციებში, რელობის აღქმა. * * * ანანო ბარამიძე. დაიბადა 1997 წლის, 28 მარტს. როგორც მეგობრები ეუბნებიან, მარტივით გიჟი და გადარეულია! ფიზიკურად ლამაზი! * * * ვაჩე ქირია. დაიბადა 1990 წლის, 26 ივლისს. როგორც მეგობრები ეუბნებიან, ყველაზე 'დასტოინი' კაცია მთელს თბილისში. სიმპატიური. * * * არც ერთმა, არც - მეორემ არ იციან ერთმანეთის შესახებ. არც აინტერესებთ ერთმანეთი. ვაჩე სხვა პლანეტაზეა, ანანო - სხვაზე! ვაჩეს გოგონები აინტერესებს, ანანოს - წიგნები. ვაჩე მანქანით დაგრიალებს, ანანო - ფეხით დაბოდიალებს. ვაჩე ქალებთან/ ძმაკაცებთან, ანანო - მასწავლებლებთან. ვაჩეს მთელი თბილისი იცნობს, ანანოს- უბანი. ვაჩე დაიჭირეს, ანანო უნივერსიტეტში ჩარიცხეს. * * * მთელი თბილისი აჭორავდა ქირიას საქმესთან დაკავშირებით. ვაჩე ასეთია, ვაჩე ისეთიაო, გაიძახდნენ ქალაქის საქმეში ''ჩახედული'' პიროვნებები. ნარკოტიკების უკანონო მოხმარებისათვის დაიჭირეს. ისევ ძმაკაცების დახმარებით დააღწია თავი ციხის კედლებსა და კარცერს. სიბნელეს! ამას ისევ არ შეუშინდა ქირია. მეგობრის იმედით ''შუბლ გასიებულმა'' კვლავ განაგრძო ნარკოტიკების მოხმარება. ოღონდ სხვა უბანში გადაბარგდა. თემქაზე! ანანოსთან! ამ ყველაფერმა ბარამიძის ყურამდეც მიაღწია. დიდი ყურადღება არ მიუქცევია. არ ეცალა! წიგნებს ურაკუნებდა თავს და პროგრამის დაზუთხვას ცდილობდა. საღამოს მეგობარი ესტუმრა. მანაც ქირიაზე დაიწყო საუბარი. -უკვე ყურები გამეჭედა, "ვაჩე ქირია"-ს მეტი სალაპარაკო არ გაქვთ? მობეზრებით ჩაილაპარაკა და თვალები გადაატრიალა. მერე გაიღიმა. -მაგდენს ვერავინ ვერ ბედავს, ანუშკი! ვ ე რ ა ვ ი ნ! თვალები დაკლაკა ეკამ. -მერე რადგან თავზეხელაღებულია, მაგარი ტიპია, თუ რას ამბობ? მობეზრებულად ჩაილაპარაკა და თვალები ისევ გადაატრიალა. თან გაიღიმა. -სულ როგორ იღიმი? მერამდენედ უსვამს მეგობარს ამ კითხვას თვითონაც არ იცის. - მეღიმილება. ისევ გაიღიმა. მისნაირმა ლამაზმა გოგომ სულ უნდა გაიღიმოს ხოლმე. -ძლივს ჩაწყნარდა აქაურობა, ახლა ქირია და მისი "დაჯგუფება'' გადმობარგდება ქუჩაში. სიწყნარის მოყვარულს, საშინლად სძულდა ხმაური და არეულობა. იცოდა, ეს ''სასტავი'' კარგს არაფერს მოუტანდა მშვიდ დასახლებას, ამიტომ წინასწარ ღელავდა. თუმცა ახლაც იღიმოდა. -ხო და რას ვამბობდი. -განაგრძო ეკამ.-არც დედ-მამა ჰყავს ქირიას, არც დედმამიშვილი. მარტოა. -მარტო რომ არის, იმიტომაა ეგეთ დღეში! -სწრაფად უპოვა ბიჭის საქციელს ახსნა. -წამოდი, წამოდი, ინგლისურზე გვაგვიანდება. * * * დაღლილ-დაქანცულებმა გამოიხურეს მასწავლებლის ბინის კარი. ისეთ დღეში იყვნენ, არაფრის თავი არ ჰქონდათ. -დღეს ჩემთან დარჩები? -არა, ანო, დედამ მოდი სახლშიო. ერთმანეთს დაემშვიდობნენ. * * * თემქაზე ჩხუბია! ისევ ქირია და მისი ბანდა! ვიღაცას ცემენ.. სისხლში ისეა გასვრილი ის საცოდავი, ვერავინ გაარჩევს მის სახეს! დედამისიც კი ვერ იცნობს. კიდევ ერთხელ მოუქნია ვაჩემ ხელი და სისხლმა ამჯერად ყოველი ნაკვთიდან დაიწყო ფეთქვა. -შენი დედა შე***ცი ა*ვარო! მიაფურთხა და წავიდა. * * * ანანო ჯერ კიდევ გამშრალი უყურებდა ამ სანახაობას და ვერ არჩევდა რა ხდებოდა. თავბრუ ესხმოდა. დაშავებულთან მიახლოვება უნდოდა, თუმცა შიშმა არ გაუშვა. ფეხები არ ემორჩილებოდა. ბრბოს ხელებ დასისხლიანებული, შეშლილ სახიანი ბიჭი გამოეყო. ვინ იყო? ქირია! ვაჩე ქირია! მიზეზი? ანანო, ანანო! ბარამიძე. * * * არავინ არაფრის აზრზე არაა რა ხდება? "აბა ვინმემ ანანოს ხელი ახლოს!" სიტყვების ავტორი ვ.ქირია. დაშავებულთა რიცხვი _ ერთი. ამჯერად! * * * -მოკლედ, მაგ გოგოზე, ჯერ არ ვაბაზრებთ! ამ სიტყვებით დაემშვიდობა მეგობრებს. ========================== გავაგრძელოო?? პირველია და... ფოტოზეა ვაჩე .. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.