მეამბოხე თავი 2[img]http://weheartit.com/entry/91307828/search?context_type=search&context_user=loubuttin&query=josephine skriver in black dress[/img] ნინის სახლში წავედით და შესაფერისი ტანსაცმლის ძებნა დავიწყეთ. შავი შორტი, შავი მაისური და ამავე ფერის მოსაცმელი ავიღე და ჩავიცვი. ნინი კი იმდენ ხანს ემზადებოდა რომ ლამის გადავიფიქრე კლუბში წასვლა, მაგრამ ეს აზრი თავიდან მოვიშორე. -ნიინ-წუწუთინთ მივმართე -აუ რავქნაა?! ხომ იცი რომ მინდა ყოველთვის ლამაზად და ორიგინალურად გამოვიყურებოდე!! -ძალიან კარგად გამოიყურები გეყოფა! -ჰოო კარგიი-ხელი ჩაიქნია და ის ტანსაცმელი ჩაიცვა რომელიც ყველაზე მეტად მოწონდა. -ხომ არ ნერვიულობ? -შეიძლება კლუბში მალე მივედით. ძალიან ვნერვიულობდი, მეგონა თუ კლუბში შევაბიჯებდი ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვლებოდა! მაგრამ ბოლოს მაინც გავბედე და კლუბში შევაბიჯე. მაშინვე მეცა სასმელების სუნი და წყვილებიც დავინახე რომლებიც ჩემთვის უცნაურ რამეს აკეთებდნენ. "რა სირცხვილია" ჩემთვის გავიფიქრე. ბართან მივედი და ფორთოხლის წვენი შევუკვეთე. ნინიმ კი გაოცებულმა გამომხედა. -ჰეი ჩვენ კლუბში ვართ! -ვიცი! -ჰოდა მაგიტომ დავლევთ რაიმე ძლიერს! -რას?!-გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა. -დიახაც!-თვითკმაყოფილმა თქვა და ბარმენს ჩემთვის უცნობი სასმელი შეუკვეთა. -ვერ შევძლებ! -მოიცადე შენ არ მითხარი რომ შენ და ვიღაც იდიოტმა არაყი როგორ დალიეთ?! -მაშინ ჩემ ცხოვრებაზე საშინლად გაბრაზებული ვიყავი! -და ახლა არ ხარ? -ალბათ -უბრალოდ დაივიწყე ყველაფერი და გადაკარი! გააზრებული არ მქონდა ეს რომ ყელში რაღაც მწარე ვიგრძენი. სასმელმა ყველაფერი ჩამწვა მაგრამ მაინც მსიამოვნებდა! საცეკვაო მოედნისკენ წავედი და ცეკვა დავიწყე.უეცრად ყურში ნაცნობი ბოხი ხმა გაისმა. -მაპატიებ? უცნობისკენ მივბრუნდი და ისევ ის იდიოტი დავინახე -იცი ამ ტანსაცმელში სექსუალურად გამოიყურები! -მოკეტე! -კარგი ჰო მაპატიე -კარგი, რა გქვია? -სანდრო გიორგაძე -ანა რუხაძე -უცნაურია.. -რა? -არა არაფერი -მითხარი -არაფერია. გინდა წავიდეთ? -სად? -ნახავ გარეთ გამიყვანა და გაოცებისგან შევკივლე -არარსებობს! შენა ბაიკი გყავს?! -ჰოო რა მოხდა? -ამაზე არ დავჯდები -მოგიწევს -მე უბრალოდ ძალიან მეშინია! -დამიჯერე არაფერი დაგემართება! -კარგი! შავი ფერის ჩაფხუტი მომცა მე კი უნიჭოდ ვცდილობდი მის შეკვრას. -მოდი დაგეხმარები-მითხრა და ჩაფხუტის შეკვრაში დამეხმარა-ხელები წელზე უნდა შემომხვიო-თავი უსიტყვოდ დავუქნიე და მის მითითებებს მივყევი. ბაიკი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით "ააღმუვლა" და ფეხი პედალს დააჭირა. -აააააააა!-ბოლო ხმაზე დავიყვირე როდესაც სიარული დაიწყო, მარამ შემდეგ ამ ყველაფერს შევეჩვიე და ადრენალინის მოზღვავება ვიგრძენი. ხელზე დავაკვირდი და ახლა მივხვდი თუ რამდენი ტატუ ჰქონია. მის ტატუებზე ხელი გადავარე და ჩემტვის ამოვიბუზღუნე -მეც მინდა -გინდა გაგიკეთო?-მკითხა როდესაც ბაიკი სადღაც მიბნელებულ ადგილას გააჩერა. -რატომაც არა -კარგი დამელოდე მითხრა და სადღაც გაუჩინარდა. დიდხანს ლოდინი არ მომიწია, მალევე გამოჩნდა სანდრო რომელსაც ხელში რაღაც ინსტრუმენტი ეჭირა და ჩემსკენ ღიმილით მოდიოდა. -კარგი მაშინ გაგიკეთებ -ჯანდაბა -რა იყო? -უბრალოდ..არვიცი არაფერი -კარგი სად გინდა? -არვიცი ამაზე არ მიფიქრია -მაშინ მე მოვიფიქრებ, შენ კი უბრალოდ თვალები დახუჭე- მას დავემორჩილე და თვალები დავხუჭე. მცირე ტკივილი ვიგრძენი და ოდნავ შევიშმუშნე. დაახლოებით ერთი საათი მიკეთებდა ტატუს მუცელზე. -შეგიძლია თვალები გაახილო-მითხრა და ეგრევე გავახილე თვალები. მუცელზე მერცხალი მეხატა. -რატომ მერცხალი? -თავისუფლების სიმბოლოა -მომწონს, კარგია -მადლობ -შეგიძლია შენი ტატუები მაჩვენო? -რათქმაუნდა-მითხრა და მაისური გადაიძრო. სირცხვილისგან სახეზე ჭარხალივით ავწიტლდი. -არ მეგონა თუუ -რომ მუცელზეც მქონდა ტატუები? -ჰოო რაღაც მაგდაგვარი -ნუ გრცხვენია, შეეხე-მითხრა და ხელი ფრთხილად შევახე -Well Well-იქითკენ გავიხედე საიდანაც ეს ხმა მოდიოდა და მთელი სხეული შიშმა და გაოგნებამ შეიბყრო.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.