ანგელოზი და შეშლილი ღამეები (2)
კოკამ დას შუბლზე აკოცა და წავიდა. ლიზა ამ საღამოსთვის საგანგებოდ ემზადებოდა. ჩაიცვა თვალისმომჭრელი ზედა, სხვადასხვა ქვებით მორთული, ისეთი რომ ბრწყინავდა, ქვემოთ ლურჯი ფერის დახეული ჯინსი და შავი კეტები ჩაიცვა. ძაან მაგარ ზმანზე იყო, მზად იყო, როცა ელენემ და ნინიმ მოაკითხეს და ერთად წავიდნენ კლუბში. -ვაა ლიზა, რა ლამაზი ხარ (ელენე) -ძაან გიხდება (ნინი) -ვაიმე მადლობა გოგოებო (ლიზა) კლუბში რომ მივიდნენ, იმდენი ხალხი შეგროვილიყო, რომ ტევა აღარ იყო. ელენემ და ნინიმ სასმელები შეუკვეთეს. ლიზამ მზადება დაიწყო, აპარატურასთან დადგა, ყურსასმენები კარგად მოირგო და ჩართო სიმღერები. ხალხი გამოცოცხლდა, ცეკვა დაიწყეს, ტაშს უკრავდნენ და იცინოდნენ. ლიზა მშვენიერ განწყობაზე იყო, ყველას უღიმოდა. ლიზა ისეთი მშვენიერი და ლამაზი იყო, კაშკაშა მზეს ჰგავდა, თავისი სილამაზით იქაურობას ასხივებდა. შემდეგ ამერიკელი ბითბოქსერი გამოვიდა, რომელსაც არანაკლები მქუხარე აპლოდისმენტებით შეეგებნენ. გართობა არ წყდებოდა. გოგონების შორიახლოს ვიღაც უცნობი მამაკაცი იჯდა და ‘’Jack Daniels’’-ს სვამდა. შავი სათვალეები, შავი ქურთუკი, შავი შარვალი, შავი ფეხსაცმელები ეცვა. -შეხედეთ გოგოებო იმ ბიჭს (ნინი) -სად? (ელენე) -აი იქ, ნინიმ ხელი გაიშვირა -ვუუ, ვიღაც უცნობი ბიჭია, საინტერესოა ვინ არის არ გავიცნოთ? (ნინი) -ჰაჰ, შენ მეტი საქმე არ გაქ გოგო ხო? ცანცარა ხარ რა (ლიზა) -ო კაი რა, ლიზა ნუთუ არ გაინტერესებს ვინ არის, რა ნაკვთები აქვს, ძაან სიმპატიურია იქნებ გაიცნო? (ნინი) -კარგი ნინი რა... (ლიზა) უცნობმა სათვალეები მოიხსნა, ვისკი მოსვა, ცრემლი ჩამოუგორდა და რომ დაინახა გოგონები მას უყურებდნენ ცრემლი მოიწმინდა და სათვალეები გაიკეთა. გოგონებს უფრო დააინტერესათ თუ ვინ იყო ეს ბიჭი, რას აკეთებდა ასეთ ხმაურიან ადგილას ვისკით ხელში მტირალი. ლიზამ ძალა მოიკრიბა, ადგა, თმა გაისწორა და უცნობს მიუახლოვდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.