შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი ქორწინება ჯოჯოხეთია!!! (12)


16-05-2015, 21:51
ავტორი Anime
ნანახია 5 294

****
(ერთი კვირის შემდეგ)

ყველაფერმა ჩაიარა..
უამრავი ცრემლი, მოთქმა... სამძიმარი... გასვენება... დასაფლავება...
ამდენი ცრემლი და ამდენი უბედური ადამიანი ერთად არასოდეს მენახა.
როგორ მახსოვს თითოეული ადამიანის სახე, რომელიც მოვიდოდა, საკაცეში დასვენებულს სილამაზეს დაინახავდა და ხმამაღლა ტიროდა... ანას მშობლები, ნათესავები, მეგობრები, კურსელები, კლასელები, თაყვანისმცემლები... თითოეული ადამინი რომელიც მას იცნობდა მოჯარდა ანას სახლის ეზოში... სახლში ცრემლის გუბეები დადგა...
ლუკა მთელი ეს დღეები სახლში არ მოსულა. მეც მხოლოდ ღამით მივდიოდი სახლში და იქ ნიასთან ერთად ვრჩებოდი. მთელი დღეები კუბოს გვერდით მდგომ სკამს არ მოშორებია ლუკა. ასე უცნაურად არასოდეს ყოფლა: წვერი გაეზარდა, თვალები ჩაუწითლდა, სახეზე გაფითრდა... ვხვდებოდი, ლუკას ისე უყვარდა ანა რომ მის დავიწყებას ვერასოდეს შეძლებდა. ვიცოდი, სხეულით მხოლოდ დაბლა იყო მაგრამ გონებით მაღლა დაფრინავდა.. ანასთან ერთად.. არ უნდოდა დაბლა ჩამოსულიყო, უსამართლო რეალობაში. იქ სადაც ახალგაზრდა, უდანაშაულო ადამიანები ტანჯვით კვდებიან.. იქ სადაც ყველა კუთხეში ბნელა... იქ სადაც საშინელებები ხდება.. ის არ იყო აქ.. ის იყო სხვაგან... მაგრამ ერთი რამ იყო გასაოცარი-არ უტირია, ცრემლიც არ გადმოვარდნია. მხოლოდ ის თქვა ღმერთმა იმიტომ წაიყვანა რომ აქაური რეალობისათვის ეცოდებოდაო.
ლუკას არ მოშორებიან მისი მეგობრები.. არ მოვშორებულვარ მე... ყველანი მის გვერდით ვიყავი მაგრამ ჩვენც ისე განვიცდიდით როგორც თითოეული მათგანი. ვტიროდით ყველა და ულამაზესი სიცოცხლის დაკარგვა გვტკიოდა ყველას... ვიდექი საკაცის წინ გაოგნებული და ვიმახსოვრებდი ამ ულამაზეს სახეს. მძინარე ადამიანს გავდა რომელიც დაღლილი არ აპირებდა ცოტა ხნით გაღვიძებას...
გასვენების დღეს გადაუღებლად იწვიმა... ცამაც კი იტირა... არ უნდოდა მასთან წაეყვანა ლამაზი სული რადგან ლამაზი სხეული მიწას რჩებოდა.
გადაივსო თბილისი მანქანებით. თითოეული გამვლელი გაშეშებული უყურებდა უსიცოცხლო სხეულს და ადგილზე გაჩერებითა და დუმილით, პატივს მიაგებდა.
სასაფლაოს მივადექით.
სამარე გაეთხარათ...
საკაცე გადმოიღეს და სამარის პირას დაასვენეს... სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა... ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა... ხალხმა ტირილიც კი შეწყვიტა და ყველა უკვდავ სილამაზეს მიაშტერდა.
ლუკას გვერდით ამოვუდექით. აქედან მე მეჭირა, იქიდან სანდროს. მეგონა რომ სუნთქვაც კი შეწყვიტა როცა დაინახა როგორ უშვებდნენ მის ერთადერთ სიყვარულს მიწაში.
გაშეშდა.. გაქვავდა.. გაშტერდა..
ხელი შეგვიშვა და გათხრილ სამარეს მივარდა.
-შეჩერდით!-დაუყვირა კაცებს რომელსაც საკაცე ეჭირათ და მის მის მიწაში ჩაშვებას ლამობდნენ.
კაცები გაშეშდნენ.
-არ გაბედოთ-ისევ დაიღრიალა ლუკამ. კაცებმა კუბო ისევ ზემოთ დადგეს.
ლუკა ახლოს მივიდა და ანასთან დაიჩოქა. ის ცრემლები რაც ამდენი ხნის განმავლობაში დაუგროვდა მთლიანად გადმოუშვა და ხმამაღლა ატირდა.
-არ უნდა წასულიყავი-ტიროდა ბოლო ხმით და ტკივილისაგან ირუნჩხებოდა-შენ არ იყავი ამის ღირსი! შენ არ უნდა გეტანჯა ამდენი! შენ არ უნდა მომკვდარიყავი! შენ არ უნდა დაგმართნოდა ეს ყველაფერი!-ამბობდა და თან ტიროდა.. ცრემლებისაგან იცლებოდა.. ამბობენ ბიჭები არ ტირიანო მაგრამ დავრწმუნდი რომ ბიჭებს ყველაზე მეტად შეუძლიათ ტირილი როდესაც საყვარელ ადამიან კარგავენ.-გთხოვ ადექი... გთხოვ არ წახვიდე...-ემუდარებოდა და სახეს მისი ცრემლებით უსველებდა. ამ სცენის შემყურემ ემოციები ვერ შევიკავე და მეც მწარედ ავტირდი.
ბოლოს მამაო ჩაერია.. ცხედარი უნდა ჩავასვენოთ და ლოცვები წავიკითხოო. მე, სანდრო, გიო, ნიკა და მაკა მივედით, ხელები შევაშველეთ და ავაყენეთ.
-ეს შენ მაჩუქე დაბადების დღეს-ხელი შეგვიშვა ლუკამ და ანას ცხედარს დახედა-მაჩუქე ჩვენი სიყვარულის სიმბოლოდ.-და ყელიდან წვრილი ცები მოიხსნა რომელსაც ზედ პატარა კლიტე ჰქონდა ჩამოკიდებული-მითხარი რომ ჩვენი სიყვარული ამ კლიტით ჩაკეტე და ვერავინ ვერასოდეს გახსნიდა მას.. მითხარი რომ რაც არ უნდა მომხდარიყო ჩვენთან დარჩებოდა... მინდა იცოდე რომ მიყვარხარ და გაძლევ ამას-ახლა ჯიბიდან ამოიღო წვრილი ცეპი რომელსაც პატარა გასაღები ეკიდა-გასაღები შენთან იქნება და ვერავინ ვერასოდეს გახსნის ჩვენს სიყვრულს.-მერე დაიხარა, ანას ხელი გაუშალა და გასაღები ჩაუდო.
შეუბლზე აკოცა, რამოდენიმე წამი უხმოდ უყურა და ხალხს შეერია.
მამაომ ლოცვა დაიწყო... მალევე საკაცე მიწაში ჩაუშვეს და მიწა მიაყარეს.
სამარესთან ყველა წყაროსავით იღვრებოდა.



888

სახლში რომ დავბრუნდი აღარაფრის თავი მქონდა. შავი ტანსაცმელი გამოვიცვალე და საწოლში შევცურდი.
არც ახლა მოსულა ლუკა.
ვცდილობდი დამეძინა მაგრამ არაფერი გამომივიდა... ბოლო ხანში მომხდარი მოვლენები მიტრიალებდა თვალწინ... გონება ყველაფრის დავიწყებას ლამობდა მაგრამ გულის რაღაც ნაწილს უნდოდა ყველაფერი დაემახსოვრებინა.
კარის გაღების ხმა გავიგე.. ალბათ ლუკა დაბრუნდა.. იმდენად დაღლილი ვიყავი ლოგინიდან წამოდგომის თავიც კი არ მქონდა.
-გღვიძავს?-კარი შემომიღო მან.
თავი დავუქნიე.
ოთახში შემოვიდა, ფეხზე დაიხადა და საწოლზე ჩემს გვერდით წამოწვა.
-ოდესმე ვინმე გყვარებია?
-არა...
-შენ ვერ მიხვდები როგორ მიყვარდა.. ახლაც მიყვარს.. ჩემში დარჩება..
გავჩუმდი.
-არ ვიცი ამის შემდეგ როგორ უნდა ვიცხოვრო...-გააგრძელა მან.
-შენ ხომ იცი რომ ცხოვრება გრძელდება?
თავი დამიქნია.
-უბრალოდ რაც მასთან განვიცადე ის გრძნობები არასოდეს მქონია. ახლაც მტკივა სულის გავლით გულამდე... ცხოვრებას მარტივად უყურებდა და სიცოცხლე უყვარდა.. არ იყო ის სიკვდილის ღირსი...
-არცერთი ადამიანი არაა სიკვდილის ღირსი.. სიკვდილისთვის ყველა ცოდოა. უბრალოდ ეცადე ცხოვრება გააგრძელო... გამოჩნდება შენს ცხოვრებაში ვინმე, ვისთანაც შესაძლოა განიცადო იგივე... უბრალოდ გწამდეს უფლის, შენი თავის, სიყვარულის და ყველაფერი კარგად იქნება.
ერთმანეთთან ლაპარაკში ჩაგვეძინა.
_______________________________________________________________
ესეც შემდეგი თავი... ვფიქრობ მოთხრობას მალე დავამთავრებ, თქვენც დაისვენებთ და მეც <3)))
გთხოვთ დამიკომენტაროთ რას ფიქრობთ მოთხრობაზე, მწერალზე და რას ფიქრობთ-რა მოხდება შემდეგში..
მიყვარხართ ყველა <3 <3 <3



№1  offline წევრი nuki-nuka

ყველა თავიი ერთად წავიკითხე და ძალიან მომეწონა, ცოტა ვიტირე კიდეც... sad
მეცოდება ორივე მარტო დასარჩენად, შეიძლება კარგიც იყოს ესენი ერთად რომ დარჩნენ, შენი გადასაწყვეტია როგორ დაასრულებ. წარმატებები love

 


№2  offline წევრი Anime

varduka
როარ ვთქვა არ შემიძლია თავიდან ძალიან მომწონდა,სანამ ანას გამოაკვეხებდი! ეხლა ამათი ერთად დარჩენა მაგარი სისულელეა!თუ ანა უყვარს ამას როგორღა შეიყვარებს.რა საჭირო იყო ანას გამოჩენა და გაქრობა ვერ ვხვდები!ისე უფრო ბევრად საინტერესო იქნებოდა!ეს ჩემი აზრია და იმედია არ გწყინს. winked

არა არა, რა წყენა)) ყველა თავის აზრს გამოხატავს უბრალოდ თუნდაც ამ ანას ''გამოკვეხებით'' მე შევძელი არ მიმგვანებულიყო ჩემი ისტორია სხვისას... რაც შეეხება დასასწულს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს winked
--------------------
By Anime))

 


№3  offline წევრი xatiaa

Dzalian saintereso da gulis amachuyebeli iyo da lamis vitire:-X exla dzaan rtulia am istoriis ise damtavreba rom banaluri ar gamovides imito ro amdenad uyvarda es gogo da exla es ro sheuyvardes ai ragacnairi gamova magram arsebobs iseti gagrdzelebac romlitac sulac ar gaxdeba es istoria sisulele rogorc sxvebma agnishnes... me ert rchevas mogcem rom jobia istoria jer tavidan bolomde dawero da shemdeg daiwyo misi atvirtva imitom ro mkitxvelis komentari yoveltvis shegacvlevinebs shens azrs da jobia rom ise wero rogorc shen mogwons da ara ise rogorc sxvas ufro shualedshi unda iyo da dzaan saintereso gamogiva...dzaan gamigrdzelda ase rom warmatebebi gelodebi moutmenlad love

 


№4  offline წევრი aannoo

ყელში მაქვს გაჩხერილი ბურთიო რომ იტყვიან ისე ვარ (( ძალიან მომეწონა.. როდის დადებ შემდეგს // ყოჩაღ ნიჭიერი ხარ

 


№5  offline წევრი pepi

ძალიან კარგია . უბრალოდ აქ სიტყვებიც ზედმეტია . ველოდები შემდეგ თვას <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent