შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განწირულია წვიმის წვეთები... (2)


16-05-2015, 22:54
ნანახია 2 297

მაკა…
ეშხიანი ქალი იყო...
ჩემი თანამშრომელი მხოლოდ პირველ დღეს იყო, მაშინ როდესაც შეცდომით შემოაღო ჩემი სამუშაო ოთახის კარები...
შემიძლია მარიამი დავიფიცო, რომ პირველად სხვა თვალით არ შემიხედავს, თუმცაღა მისი წითელი კაბა ახლაც მახსოვს...
სექსუალური მაგრამ სულელი ქალია...
მას შემდეგ მაკა ბევრ კაბაში მინახავს, ჩემი გემოვნებით, ჩემივე ხელით ჩამიცმია მისთვის ნაირნაირი კაბები და უფრო მეტი გამიხდია, მაგრამ მაშინ, დაბნეული თვალებით რომ შემოვიდა, მაშინ, როდესაც ყველაფერი ჩვეულბრივ მიდიოდა, მაშინ, როდესაც ბუნებრივად მიყურებდა, ბუნებრივი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე როდესაც ვუყურებდი, ვესაუბრებოდი, ვეხებოდი...
ხმაურიანი სიცილი იცოდა... როცა რამე სასაცილოზე ვსაუბრობდით მისი სიცილი მთელ შენობაში ისმოდა მგონი, მე ესეც მომწონდა მასში...
თუმცაღა ინიციატივა უნდა ითქვას მე არ გამომიჩენია, მისი წვლილი უფროა „ჩვენში“ და მე ყოველთვის ცხოვრებას ვაბრალებდი... ცხოვრებამ მოიტანე ასე-მეთქი ვფიქრობდი.
წინა ზაფხულის მერე ვერ მიტანს, სწორედ მაშინ დაკარგა ჩვენმა ურთიერთობამ ბუნებრიობა, სწორედ მაშინ აღარ იღიმოდა ისე და აღარც მისი სიცილი მეჩვენებოდა ლაღი, ბავშვური და ხმაურიანი...
გონზე არ ვიყავი და დღემდე ვერ მოვსულვარ რას ითხოვდა ჩემგან, მე ხომ მას არაფერს დავპირებივარ....
მახსოვს ჩვენი ურთიერთობა ჯერ კიდევ ნაყოფს ისხამდა როცა მის დაბადების დღეზე წამოსვლის წინ მკითხა მნახავდა თუ არა ისევ. ისეთი გულწრფელი იყო რომ გაოცებისგან პირი დავაღე... ცოტა შეზარხოშებულმა ისევ გავიფიქრე, - ღმერთო, როგორი სულელი და სექსუალურია-მეთქი
ჩემი ამდენხნიანი დუმილი ვერ აიტანა და ტუჩებზე დამაცხრა, შოკირებული ვიყავი, წამით ვერ გავიზარე რას ვაკეთებდი, უფრო სწორად მას მიკეთებდნენ...
მალევე მოვეგე გონს, წელზე ხელი მოვხვიე და უფრო მოვიზიდე ჩემსკენ... გაშმაგებული ვკოცნიდი, თითქოს პირველი ყოფილიყო და აქამდე ქალის ტუჩები არ გამესინჯოს, გაცხოველებული, უაზროდ დავატარებდი ხელებს მის წელზე, სულ ცოტაც და აქვე აივანზე გავაწვენდი...
მოულოდნელად მომშორდა და სუნთქვის „დაწყობას“ ცდილობდა...
წუთის უკან დასმული კითხვა გამახსენდა და ჩამეღიმა...
თვალებში ჩავაშტერდი და ისე თითქოს რამე აზრიანი და ლოგიკური ეკითხოს, შევეცადე გულწრფელად დამეჭირა თავი და სწრაფად ვუპასუხე, - რა თქმა უნდა-მეთქი
გამიღიმა, მივხვდი პასუხი ესიამოვნა... მე კიდევ ცოტა არ იყოს მიკვირდა მისი...
ერთად ვმუშაობდით და მოსისხლე მტერი რომც ყოფილიყო არ ამცდებოდა მისი ნახვა...
ახლა ამ ფაქტს რომ ვიხსენებ, ვხვდები რომ ვცდებოდი...
რამდენიმე თვის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ ვნახე და ისიც „წამკბინა“
ქალების აუტანელ ხასიათს დავაბრალე და ყურადღება არ მიმიქცევია....
არ ვიცი როგორ და რანაირად მოხდა ჩვენი „შეერთება“ ან „დაშლა“, არ ვიცი, ამაზე აღარ მიფიქრია.
ეს ყველაფერი იმას მოვაყოლე რომ მაკას წამოსვლა არ მესიამოვნა, დანარჩენი ქალები ჩემი თანამშრომლები იყვნენ და ახლო მეგობრები, ერთადერთი უცხო მაკას დაქალი იქნებოდა და მასზე ფიქრსაც თავს ვარიდებდი. (თუნდაც იმიტომ რომ მაკას დაქალია)
მთელი ღამე ვფიქრობდი, ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი რომ არაფერი დაშავდებოდი თუ წავიდოდი...
ბათუმში სამ-ოთხჯერ ვარ ნამყოფი, იქ არაფერი მეძახდა და მესაქმებოდა, მაგრამ გავიფიქრე რაიმესთვის ხომ უნდა გადამეყოლებინა გული?! და აი, ისიც...
მივდიოდი ზღვისპირა ქალაქში, თოლიებთან...

აი, რას ნიშნავს წერას რომ გადაეჩვევი, ხეირიანად საკუთარი თავისაც არ გესმის...
ადრე საათობით ვიჯექი მაგიდასთან და ვწერდი, ვწერდი ათას სისულელეს, არ ვიცოდი რისთვის, ვისთვის... ვწერდი და ვწერდი. არზრზე არა ვარ, რა მქონდა იმდენი საწერი.
მერე ოჯახი ავიკიდე და ჩემი დღე მკაცრად განაწილდა სამსახურსა და მარიამს შორის...
ზოგჯერ აუტანელი სურვილი მიჩნებოდა მარტო დარჩენის, მეჩვენებოდა ცოტა ხნით მაინც თუ არ განვმარტოვდებოდი გავგიჟდებოდი მაგრამ თვენ წარმოიდგინეთ არც მარტო დავრჩენილვარ და არც გავგიჟებულვარ. ახლა კი როცა მარტო ვარ, მაღიზიანებს ეს თავისუფლება, რადგანაც ის დრო მახსენდება, როცა ოჯახის მიუხედავად ვნატრობდი ამ ყველაფერზე...
ადრე ჩემი ცხოვრების ყოველი წუთი პირთამდე სავსე იყო ათასი რამით ახლა კი არაფერი მაქვს გასაკეთებელი, არ ვიცი ეს პერიოდი როდის დაიწყო, შინაგანად დავცარიელდი. ადრე ჩემს თავს ვეძებდი, ახლა კი ჩემი დანახვაც აღარ მინდოდა.

სხვისი თვალით შევხედე ახლა ამ ნაწერს და ცოტა მეუხერხულა, „გაპრანჭული“ და ბანალური მეჩვენა, მაგრამ ...
რისი თქმა მინდოდა? წერას გადავეჩვიე-მეთქი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent