საბოლოო არჩევანი შენზე (2)
სკოლიდან შოკირებული გამოვიდა ჩვენი ანიტა... კი ატყობდა საბას, რომ რაღაც ისე ვერ იყო, მაგრამ არ ეგონა რომ ბიჭი ამის გამკეთებელი იყო, ფაქტიურად საბა დადიანი მის გრძნობებზე თამაშობდა, თუმცა რომელ გრძნობებზეა ლაპარაკი, როცა მათი ურთიერთობა "მინდიხარ"-ს არ გაცდენია, ეს მხოლოდ ანიტასთვის იყო წრფელი თუნდაც ის ვნებიანი ღამეები, საბასთვის კი ეს ჩვეულებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაა, ის სულ სხვანაირ გოგონას ეძებდა და იპოვა კიდეც... ნინი მიქავა პატიოსნების განსახიერება იყო, ელემენტარული გოგონას 20 წლის განმავლობაში არცერთი ჭიქა არ დაულევია, საბაც მისთვის პირველი შეყვარებული იყო, დადიანსაც ზუსტად ეს სურდა... ყოფილიყო პირველი ყველგან და ყველაფერში, რაც ანიტას შემთხვევაში შეუძლებელია, სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ საბამ ანიტას მიმართ გონებაშიც კი არ გაივლო სიყვარული ან რაიმე მსგავსი...თორემ გოგონას სილამაზეს არაერთი მოუნუსხავს, თუმცა ცხოვრება ხომ ასეა მოწყობილი, გვიყვარდება ის ვისაც არ ვუყვარვართ, ან ძნელად მისაწვდომელია... ცალმხრივ სიყვარულს არავის გირჩევთ, ეს გრძნობა ანადგურებს ადამიანს, თანაც როცა იცი, რომ მას რჩეული ჰყავს... სახლში ასულს დივანზე წამოწოლილი საბა დახვდა, ბიჭი ფეხზე წამოდგა და ანიტასკენ წამოვიდა, მისი ცრემლიანი თვალებისთვის ყურადღებაც კი არ მიუქცევია, ისე დაწვდა გოგონას ბაგეებს, "უკვე აღარც კი ვაინტერესებ" გულში გაიფიქრა ჩოხელმა და ბიჭი ხელის კვრით მოიშორა, საბამ გაფართოებული თვალებით შეხედა... -შეყვარებული გყავს?_ყოველგვარი შემოვლითი გზების გარეშე ჰკითხა ჩოხელმა... საბამ ღრმად ამოისუნთქა და მობეზრებული გამომეტყველებით გადახედა. -ხო, მერე? -მერე, მე ახლა უნდა ვიგებდე? -უბრალოდ ძაააან დაღლილი ვარ ეს დღეები და დასალაპარაკებლად ვეღარ მოვიცალე..._აუხსნა სიტუაცია ბიჭმა და ოდნავ გაუღიმა, დადიანს სიამოვნების ნაპერწკალმა გაუარა, როცა გააცნობიერა, რომ ეს ქალი მისია და ზუსტად იცოდა, რომ იმ სიამოვნებას, რასაც მასთან განიცდიდა, არავითარ შემთხვევაში არ დათმობდა... -და მე?_აკანკალებული ხმით იკითხა ჩოხელმა და იმის გაფიქრებაზე, რომ დადიანს ბოლოჯერ ხედავდა, ტანში უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა... საბაც თითქოს მიხვდა გოგონას შიშის მიზეზს და მისი სახე ხელებში მოიქცია... -როგორ შეიძლება შენ დაგკარგო? შენ ჩემი ვნებიანი ქალი ხარ..._სწრაფად დააცხრა ბიჭი ტუჩებზე, სიფრიფანა გოგო ხელში ააფრიალა და საძინებლისკენ დაიძრა... ^^^^ დილით გაღვიძებულმა ანიტამ სარკეში თავისი თავი შეათვალიერა, ხელით თავისი შავი თმა მოსინჯა, ჩანთა აიტაცა და სახლის კარი გამოიხურა. სალონში სტილისტი ეხვეწა ოღონდ ეგ თმები არ შეიჭრაო, მაგრამ ვერ გადაარწმუნა, აი ჩოხელმა რომ უთხრა ქერად შემიღებეო, სულ გაგიჟდა გოგონა, მე შენს თმებს ხელს ვერ მოვკიდებო, თუმცა ბოლოს ანიტამ სალონი სრულიად კმაყოფილმა დატოვა და შუშის ვიტრინაში თავისი ახალი ვარცხნილობა კიდევ ერთხელ შეათვალიერა... სახლის კარი, რომ გახსნა მისაღებში დადიანი დახვდა, საბამ როგორც კი გოგონა შეამჩნია პირი დააღო და თმებზე მიაშტერდა, ცოტა ხანი ასე უყურა, მერე კი მისკენ წავიდა და მოკლე ხვეული თმები ხელით შეათამაშა... -გიხდება... -მადლობა... ცოტა ხანი ილაპარაკეს, ყავა დალიეს, მერე საბა წამოდგა და დაემშვიდობა. მერე ყური მოკრა, რომ ნინი საბას დაშორდა, მერე ისევ შერიგდნენ... და აბა თუ გამოიცნობთ ვის გამო? რა თქმაუნდა ანიტას გამო, ნინიმ სოფოსგან გაიგო ანიტას შესახებ და საბას სპეკტაკლები დაუდგა, იჩხუბა, თუმცა დადიანმა ხმა არ ამოიღო და მხოლოდ ერთ სიტყვას უმეორებდა... "მიყვარხარ"... მერე მთელი ერთი კვირა ისე გავიდა, რომ არც ნინი შეხმიანებია საბას და არც საბა შეხმიანებია ანიტას, ჩოხელი იმხელა გაურკვევლობაში იყო, რომ უნდოდა მოეფხიკა თავისი ნივთები და აორთქლებულიყო, თუმცა როცა ახსენდებოდა, რომ წასასვლელი არსად ქონდა და შეიძლება ქუჩაში შიმშილით ან სიცივით ამოხდომოდა სული, თავისთავს ეჩხუბებოდა "დაეტიე შენს ადგილზეო"... მერე ყველაფერი დალაგდა, ნინიმ და საბამ გაარკვიეს ურთიერთობა, შერიგდნენ, თუმცა საბამ არც ანიტა დათმო... მასაც მეტი არაფერი უნდოდა, მხოლოდ საბასთან სიახლოვე... ^^^ ჩოხელს სევდიანად გაეღიმა წარსულის გახსენებაზე, არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ წლები მოემატათ, ანიტამ 11 კლასი დაამთავრა და სრულწლოვნების ასაკიც საბასთან ერთად აღნიშნა... მეგობრები არ ჰყავდა, თავისი სტატუსიდან გამომდინარე, არც საბას მეგობრებს მოსდიოდათ თვალში... სრულიად მარტო იყო და ალბათ ზუსტად ამიტომ ეშინოდა საბას დაკარგვის, რადგან ამ შემთხვევაში აღარც სიყვარული შერჩებოდა და სულით ცარიელი დატოვებდა საბას სახლსაც და პლანეტა დედამიწასაც... საღამოს, მოულოდნელად საბა მოვიდა, ანიტას ხელები მოხვია და გულზე მიიხუტა, ქალს გაუკვირდა მისი ასეთი ქცევა, თუმცა ხმა არ ამოიღო... -მიდი ბარგი ჩაალაგე, ხვალ ზღვაზე მივდივართ..._ ანიტა ცოტა ხანი გაშეშებული უყურებდა, მერე გადახარშა მისი ნათქვამი და პირველივე კითხვა, რაც მოუვიდა ის დაუსვა: -ვინ და ვინ მივდივართ? -მე, შენ, ბიჭები, სოფო და მაგის დაქალები._უთხრა დადიანმა, თუმცა თვალი აარიდა. -ნინიც მოდის? -კი._უპასუხა ცოტახნიანი ყოყმანის შემდეგ. -მაშინ მე არ მოვდივარ._ცივად მოიშორა ჩოხელმა და მისაღებში შევიდა. -კარგი რაა ნიტა... შენი დახმარება მჭირდება, ცოტა ხნით წამოდი და მერე მე ჩამოგიყვან._კიდევ დიდ ხანს იკამათეს, თუმცა ბოლოს ჩოხელმა თანხმობა განაცხადა და მეორე დღისთვის ბარგის ჩალაგებას შეუდგა. მგზავრობა, იმაზე რთული გამოდგა ვიდრე ელოდა, საბას მეგობრებმა, როცა ანიტა დაინახეს, ტუჩი აიბზუეს და მანქანაში უხმოდ ჩასხდნენ, ნინიმ კინაღამ თვალებით შეჭამა ჩოხელი, ანიტამ კი დაიმორცხვა და თავი ჩახარა... საბას მანქანაში ნინი ჩაჯდა, ამიტომ ჩოხელს ზუკას მანქანაში ჩაჯდომა მოუწია... მთელი გზა სოფომ მზერით გაბურღა ანიტა, გოგოსაც თავი ჰქონდა ჩახრილი და მანქანიდან გაქრობას ნატრობდა... როგორც იქნა მიილა ბათუმამდე გზა და დადიანის სახლიც გამოჩნდა. მანქანიდან გადმოსულ ჩოხელს, გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა და სახე ღიმილმა გაუპო... ნუ გგონიათ, რომ სახლი ძალიან მდიდრული იყო და ამიტომ... არა, ჩოხელიც მდიდარ ოჯახში გაიზარდა და ამიტომ ფული და ქონება არ უკვირდა, თუმცა ბუნება რომელიც მის წინ იყო გადაშლილი, ყველა ქონებაზე და ყველა ვალუტაზე ღირებული იყო ანიტასთვის... სახლში შევიდნენ და დაბინავება დაიწყეს, ძალიან გაუკვირდა გოგოს, როცა საბამ თქვა, რომ ანიტა და ის ერთ ოთახში დაწვებოდნენ... ანიტას გაკვირვებისგან თვალები შუბლზე აუვიდა, მაგრამ მთავარი ნინის რეაქცია იყო, გოგონამ იმხელაზე შეკივლა, რომ ჩოხელი ადგილზე შეხტა... -საბა, რას ქვია შენთან ერთად?_პანიკური ხმით წარმოთქვა მიქავამ. -იმას, რომ მე და ანიტა ერთ ოთახში ვიქნებით._მტკიცე ხმით თქვა დადიანმა და ჩოხელს წელზე ხელი მოხვია... ნინის თვალები აუცრემლიანდა და მეორე სართულზე აირბინა... -იქნებ არ ღირს?_ჩუმად უჩურჩულა ანიტამ. -აქ მე მოგიყვანე და მევე გადავწყვეტ სად დაიძინებ._ხმამაღლა თქვა საბამ და ჩოხელს ხელით უბიძგა, რომ მაღლა ასულიყო, როგორც კი ანიტა თვალს მოეფარა, საბას სახეში მუშტი მოხვდა. -ბიჭო, შენ სულ შეიშალე? გეფიცები, ნინის რომ აწყენინო, მიწაში ჩაგდებ!!! კარგად იცი, რომ დასავით მიყვარს და მაგის შეურაწყოფას ვერ ავიტან!!!_უღრიალა ზუკამ. -იქნებ ჯერ ეგ დაარიგო? რაღაც სისულელეებზე, რომ ჭედავს, გონია რომ მოვუთმენ? შეიძლება ძალიან მიყვარს, მაგრამ მაგის ისტერიკების ატანას არ ვაპირებ... ხოდა ჯობია ჭკუა ვასწავლო!!!_არაუმეტეს მკაცრი ხმით წარმოთქვა დადიანმა და ისიც მეორე სართულზე წავიდა. შუა კიბეზე იყო, რომ მოტრიალდა: - და კიდევ... ზურა, მეორედ თუ უმიზეზოდ ხელს გამარტყავ, იცოდე საპასუხოს მიიღებ..._თქვა და მაღლა ავიდა, ბავშვები კი დაბლა გაშეშებულები დატოვა... ^^^ დილით ანიტამ წელიდან საბას ხელი მოიშორა და სააბაზანოში გავიდა, იქიდან ეგრევე სამზარეულოში ჩავიდა, თუმცა იქიდან ლაპარაკი შემოესმა და კარებთან გაჩერდა. -მე რაღატომ წამომიყვანა, თუ ის გოგო უნდა წამოეყვანა?_როგორც ხმით მიხვდა, ნინი იყო. -ოოო, ნეტა შენ... ეგ უბრალო ბ**ია და მეტი არაფერი მაგაზე, ხომ ილაპარაკეთ არა?_მობეზრებული ხმით უპასუხა სოფოს დაქალმა და სიტყვა "ბ**ი" ისეთი ტონით წარმოთქვა, რომ ანიტას იმ წამს თავი შეზიზღდა... -კი, მაგრამ არ მეგონა, თუ ასე წინ გამომიჭიმავდა... -ხოდა, ჩვენც ჩვენი ხერხებით მოვიცილოთ თავიდან..._ირონიული ხმით წარმოთქვა სოფომ და გაიცინა.. -გეგმები გაქვს?_აღფრთოვანებული ხმით ჰკითხა ნინიმ და სკამიდან წამოიწია. -გეგმები მე ყოველთვის მაქვს._ჩაიცინა ცერცვაძემ და გოგონებს გადახედა... მათ საუბარზე ანიტას ცივმა ტალღებმა დაუარა და ცუდი წინათგრძნობა გაუჩნდა... უკვე მზად იყო, რომ მაღლა ასულიყო და საბასთვის აქედან წაყვა ეთხოვა, თუმცა ისიც კარგად იცოდა, რომ უარს მიიღებდა და ამიტომ მიხვდა, რომ თავისი თავისთვის თვითონ უნდა მიეხედა და უნდა ებრძოლა, რომ არავის დაეჩაგრა.... პ.ს ნუ ცოტა შემაგვიანდა, მაგრამ მეპატიება, დედაჩემის დაბადების დღეა დღეს და მთელი დღე ცხენივით დავრბივარ, ახლაც რამისააა კლავიატურაზე ჩამომეძინოს იმედი მაქვს მოგეწონებათ, რაც შეეხება ანიტას პერსონაჟს, ვერ შეგპირდებით, რომ საბასთან ძალიან შეიცვლება, მაგრამ ცოტა წინ წავალთ ალბათ... მიყვარხათ და ველი თქვენს შეფასებას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.