შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ემოციებით სავსე მოულოდნელობა...(2)


17-05-2015, 00:13
ავტორი kat1998
ნანახია 1 673

მუშაობას რომ მოვრჩი უკვე დაბნელებული იყო. ფანჯრებზე წვიმის წვეთები ეხეთქებოდა.
-უკვე მერამდენე დღეა წესიერი მზე არ გამოსულა. წავიბუზღუნე ჩემთვის. წვიმაზე ბავშვობიდან ვგიჟდებოდი, უბრალოდ მზე მენატრებოდა.
გარეთ წვიმის სასიამოვნო სურნელი იყო. ფეხით გასეირნება გადავწყვიტე და თავისუფლების ქუჩას ნელი სიარულით ჩავუყევი. ირგვლივ ქაოსი იყო. ყველგან ქოლგები, აჩქარებული ნაბიჯები და სხვადასხვა ემოციებით დატვირთული ადამიანები. ლამპიონები, განათებული შენობები წვიმასთან ერთად ერთ ულამაზეს მთლიანობას ქმნიდა. მსიამოვნებდა გრილი წვიმის წვეთები ახურებულ სახეზე, მსიამოვნებდა მგრგვინავი ცა თავის მრისხანებას დედამიწაზე რომ ცლიდა. მეც მინდოდა მასსავით დავცლილიყავი. ათი წლის ემოციები სადმე გადმომეღვარა...აი, ისევ უკან, წარსულში დავბრუნდი..დღესაც ისევ წვიმს, როგორც ადრე ანდრეასთან ერთად ქუჩაში, როცა პირველად ვიგრძენი მისი სახე ჩემს სახესთან რამდენიმე მილიმეტრით დაშორებული. ისევ წვიმა და ისევ ის ძველი გრძნობები. არა, დღეს მე ანდრეა არ მიყვარს მე ის მოგონებები მიყვარს- მასთან ერთად შექმნილი.
კიდევ დიდხანს გავაგრძელებდი სიარულს და წარსულის კადრების ყურებას, რომ არა ტელეფონის ვიბრაცია ჯიბეში. გიორგი იყო
-სად ხარ ლილე?? უკვე რამდენი ხანია გირეკავ!! (გიორგი)
-თავისუფლებაზე ვსეირნობ. ვერ ვიგრძენი ვიბრაცია (მე)
-შენ გოგო ნორმალური თუ ხარ საერთოდ? ვერ გრძნობ, რომ წვიმს? ან რომ დაღამდა და შენს მეტი კაციშვილი რომ არ იქნება გარეთ?-(გიორგი)
ეხლა შევამჩნია მართლაც, რომ დაღამებულიყო. ირგვლივ კანტი-კუნტად თუ გაივლიდა ვინმე კვლავ აჩქარებული ნაბიჯებით. ფიქრებიდან გიორგის მკაცრამ ხმამ გამომიყვანა
-ლილე, ამოიღე ხმა. ნერვებს ნუ მიშლი (გიორგი)
-ააა, ჰო ჰო აქ ვარ (მე)
-სად ხარ დროზე მითხარი და მოგაკითხავ (გიორგი)
-არაა საჭირო. წავალ მეთვითონ... (მე)
-დროზე მითხარი სად ხარ მეორედ აღარ გავიმეორებ!! (გიორგი)
-მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან
აღარაფერი უთქვამს ტელეფონში გაბმული ზარის ხმა გავიგე მხოლოდ. მივხვდი ჩემი საქმე ცუდადაა. გიორგის სუსტი წერტილი ჩემი მსგავსი უპასუხისმგებლო საქციელია. ეხლაც ვიცი კიდევ ერთი ლექცია ნაცნობი სიტყვებით არ ამცდება. სულ ზედმეტად სერიოზული იყო, ვერ იტანდა როცა რამეს არასერიოზულად ვუდგებოდით. ჩვენში ყველაზე გაწონასწორებული ზუსტად გიორგია. ეგ გვამუხრუჭებს ხოლმე, როცა ჩვენი საქციელი უკვე საზღვრებს ცდება. რა ქნას სვანია და სხვანაირად არ შეუძლია. თან ძალიან ვუყვარვართ და გვიფრთხილდება თავისი ამგვარი საქციელით.
ერთხელ მახსოვს 19 წლის, რომ ვიყავი. მე და ცეტმა ნიკოლოზმა კლუბში წასვლა ავიჩემეთ. მარტო ჩვენ ორი ვიყავით. ისე გამოვთვერით ლამის ერთმანეთს ვეღარ ვცნობდით, ყველაფერზე ვიცინოდით და დაუსრულებლად ვცეკვავდით. არ ვიცი საიდან გაიგო ჩვენმა გორილამ (გიორგიმ) სად ვიყავით, მაგრამ მახსოვს გამწარებული თვალები და ნიკოლოზის მწარე გამოლანძღვა. მის სახეზე კიდევ უფრო ბევრი ვიცინეთ..ბოლოს დაუკითხავად ჩაგვტენა მანქანაში და მომდევნო სამი დღე ვისმენდით გიორგის და ალექსანდრეს ლექციებს თუ როგორი უპასუხისმგებლო და გაფუჭებული ბავშვები ვიყავით, მაგრამ ზუსტად ერთი დღის მერე უნივერსიტეტის კართად დაყუდებულები, სახეზე შეპარული ღიმილით მდგარი გორილა და სანდრიკა დავინახეთ. ეს იყო და ეს იქ დამთავრდა ჩვენი გორილას მაშინდელი გაბრაზება.
ამ ფიქრებში ვიყავი, როცა გაუჩერებელი სიგნალის ხმა გავიგე
-უყურე რა ამას, მე აქ ნერვებს მიშლის და თვითონ დგას და ღიმილით ღრუბლებში დაფრინავს (გიორგი)
-უიი, რა მალე მოსულხარ.-თან ჩემებურად გავუღიმე.
-ეგ ღიმილი ვერ მომთაფლავს. (გიორგი)
-ოოოო (მე)
-ოო არ უნდა. რამდენჯერ უნდა აგიხსნა ტელეფონის და საათის დანიშნულება. შეხედე რას გავხარ სულ მთლიანად სველი ხარ!! ძლივს სადღაც მოდიხარ დასასვენებლად და იქაც სიცხიანს გინდა ყოფნა?! შენნაირი არსება ჯერ არსად შემხვედრია რა...
-აუუუ...ფუუ რაა. ეგ სულ დამავიწყდაა..რა ჩაალაგებს ეხლა ტანსაცმელს რა...რატო ადრე არ გამაგებინეეე რა.
ხომ გაგიგიათ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო. მეც მაგ ხერხს მივმართე და აქეთ დამნაშაავე კიდე გიორგის ვეომებოდი.
-აი ამის უნამუსო თავს უყურეთ რა. გოგო შენ რომ არანორმალური იყავი ვიცოდი მაგრამ ასეთი? წეღან რას გეუბნებოდი ტელეფონის დანიშნულება არ იცითქო. დაგეხედა და უფრო ადრეც გაიგებდი ყველაფერს (გიორგი)
-ხო კაი კაი. ჩემი ბრალია, მაგრამ ხო იცი წვიმა და მე როგორ დამოკიდებულებაში ვართ. (მე)
-ხო მივხვდი მაგას, რომ სადღაც დაბოდიალობდი, მაგრამ მაინც შემეშინდა. სვანი ვარ ბოლოს და ბოლოს -გადაიროხროხა თავისებურად
-ხო რა კარგია მაგას, რომ ხვდები -ერთი გემრიელად დავეტლატე და მის სახეზე გულიანადაც გადავიკისკისე
-მაგ ენას, რომ ამოგაცლი დაისვენებს სრულიად თბილისის საზოგადოება-არც იმან დამაკლო სიმწარე
-კარგი ხო კარგი. ეხლა სვანმა ის მომახსენოს ვინები მივდივართ, სად და რამდენი ხნით
-ე.ი მივდივართ მე, შენ, ნიკა, სანდრო და მარი. კიდე მოდიან სანდროს ბიძაშვილი თავისი ცოლით და ორი ძმაკაცით. მივდივართ ბორჯომში ერთი კვირით. დაკმაყოფილდით ქალბატონო ლილე?
-დიახ, ბატონო გორილა თქვენი პასუხი სრულყოფილი იყო. -კვლავ ჩემებური სიცილი მანქანის სალონში
-გადაბრძანდით ქაჯო. სახლთან ხართ უკვე
ამ სიცილ-ხარხარში სახლთანაც მივსულვართ. ცოტა ტანსაცმელიც შემშრობია. გიორგის დავემშვიდობე და სახლისკენ გავიქეცი.
სახლის კარი შევაღე თუ არა სითბო სახეზე მომელამუნა. მესიამოვნა ჩემი სახლის სურნელი ცხვირში, რომ მომიღატუნა. მაკას მოზომილი ნაბიჯების ხმა გავიგე. სახლშია, გამიხარდა. დაუფიქრებლად გავექანე და 25 წლის გოგო 5 წლის ბავშვივით შევახტი
-ოჰო, ტანსაცმელი მლაჭეა, გარეთ წვიმს, ესეიგი ვისეირნეთ გიორგიმ გვიპოვა და სახლში მოგვიყვანა.(მაკა) გაიცინა ჩემმა ძვირფასმა დედიკომ
-აჰამ...ეგრე იყო და დაგავიწყდა კიდევ ერთი ლექცაიაც მოვისმინე
-ნუ ხო, ეგ თავისთავად. წადი ეხლა სწრაფად სააბაზანოში და ცხელი წყალი გადაივლე თორე გაცივდები
-კარგით მისის უდიდებულესობა დედიკო.
ჩემი ოთახისაკენ დავიძარი საჭირო ნივთები ავიღე და აბაზანაში შევედი. მესიამოვნა ცხელი წყალი სხეულზე. ხვალინდელ დღეზე დავფიქრდი და ზედმეტად ავფორიაქდი. რაღაც უცხო იყო მუცელში დავლილი გრძნობა. კიდევ კარგა ხანი ვიყავი სააბაზანოში როცა ვიგრძენი რომ სულ დავნაოჭდი ვინებე გავსულიყავი. ჩემი საყვარელი გულებიანი პიჟამოები ჩავიცვი და ტანსაცმელიც ჩავალაგე. უკვე ღამის ორი საათი იყო დილით კიდევ ცხრაზე გავდიოდით უკვე. სასწრაფოთ უნდა დამეძინა. ჩემს ფუმფულა საწოლში შევწექი და რატომღაც ისევ ხვალინდელ დღეზე ფიქრი დავიწყე. ისევ ის უცნობი ემოცია მუცელში და ბოლოს ამ ემოციით მორფეოსის სამყაროში გადაშვება

*****
დილით ისევ ის ამაზრზზენი ხმა ჩამესმა სიზმარში და იმაზე სწრაფად გამოვფხიზლდი ვიდრე ოდესმე. მოვიწესრიგე თავი და ჩემი საყვარელი ნაცრისფერი მთლიანი კაბა ჩავიცვი. ფეხზე ამავე ფერში ყვავილებიანი ფეხსაცმელები ჩავიცვი ავიწიე თმები და დაველოდე ჩემების გამოჩენას. ზუსტად თხუთმეტ წუთში ზარი იყო ტელეფონზე
-ჩამოვდივარ (მე)
ავიღე ჩემი პატარა ჩანთა მაკუნკულას დავემშვიდობე და კიბეები ჩავირბინე. სადარბაზოდან გასვლა და მარიკოს შემოხტომა ერთი იყო
-ხო კაი ჩამოდი ეხლა...ყველა ჩვენ გვიყურებს (მე)
-ვაა ჩვენი გოგო მოსულა (ნიკოლოზი)
-ქაჯოო (გიორგი)
არ ვიცი რატომ მაგრამ ორივე უპასუხოდ დავტოვე და იქ მყოფი საზოგადოება შევათვალიერე. ვახო (სანდროს ბიძაშვილი) და ელენა (მისი მეუღლე) გადავკოცნე. თბილად მოვიკითხე და იქვე მანქანასთან მდგომი ორი სილუეტი შევათვალიერე. ერთი მანქანას იყო მიყრდნობილი და განაბული უსმენდა ჩემკენ ზურგით მდგომს. ეს უკანასკნელი კი მაღალი, განიერი მხრებით ოდნავ მოზრდილი მუქი ფერის თმით და უნაკლო ჩაცმულობით ისე მნუსხავდა, რომ თვალის მოშორებას ვერ ვბედავდი. მუცელში ისევ ის გაურკვეველი გრძნობა დაბუდდა. უდიდესი სურვილი გამიჩნდა შემომეტრიალებინა ეს ჩემთვის უცნობი ადამიანი და მისი სახეც დამენახა. არ ვიცი რა მოხდა მზერამ შეაწუხა თუ ზრდილობამ, რომ ჩემი დაკვირვების ობიექტი შეირხა და შემობრუნდა. სწრაფად შევატრიალე სახე, ისე სწრაფად რომ მისი სახის დანახვა ვერც მოვასწარი
-ლილე, მოდი გაგაცნო ბიჭები და მერე დავიძრათ (სანდრო)
ნიკუშასთან ხელ გადახვეული დავიძარი მათკენ თან ნიკას ხუმრობაზე ორივე დუეტში ვიცინოდით
-გაიცანი ლილეკო ეს დათოა -მითხრა სანდრომ იმ ბიჭზე, რომელიც წეღან მანქანაზე მიყუდებული ჩემი დაკვირვების ობიექტს გულისყურით უსმენდა
-სასიამოვნოა (მე)
-ჩემთვისაც ლილეკო -გამეკრიჭა დათო. აქედანვე მივხვდი, რომ ძალიან კარგი ადამიანია. თბილი
-ეს კიდევ ანდრეაა...
მზერა დათოზე გამეყინა ამ სახელის გაგებისას...გულმა ფეთქვას მოუმატა...სხეული ისევ იმ უცნობმა გრძნობამ მოიცვა
-ლილე საქართველოშ უამრავი ანდრეა ცხოვრობს, გონს მოდი და შეხედე. თავი ხელში აიყვანე, ეს ის არ იქნება დაწყნარდი...მამშვიდებდა ჩემი მეორე მე. მეც ამ აზრში დარწმუნებულმა სახეზე ღიმილი მოვირგე და ნელ-ნელა ავაყოლე დამძიმებული თავი მის უზადო სხეულს...მაგრამ უცბათ ღიმილი სახეზე შემეყინა...ყურები დაგუბდა...თვალები დამებინდა...თავში ყველაფერი დატრიალდა...კადრები ერთმანეთს ანაცვლებდა... რაღაც გაუჩერებლად გაჰკიოდა -ის არის...ღმერთო, ის არის..
მერე იყო დაბუჟებული ტუჩებიდან მხოლოდ ერთი სიტყვა
-ანდრეა...
**************************************************************************
ძვირფასო მომხმარებლებო, ეს ჩემი პირველი სიახლეა...ძალიან მინდა მოგეწონოთ და ძალიან გთხოვთ კომენტარებში დააფიქსირეთ თქვენი დადებითი ან უარყოფითი აზრი...შევეცდები თქვენი შენიშვნები გამოვასწორო




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent