მე შენ სიზმარში შემიყვარდი
სანამ ტაქსში იჯდა ელენი მთელი გზა თავის სიზმარზე და იმ უცნაურ დამთხვევაზე ფიქრობდა რაც დილით მოხდა, როდესაც მარიმ პირდაპირ გამოუცხადა ეგვიპტეში მიმყავხარო. ბოლოს დაასკვნა რომ ეს მართლაც უბრალო დამთხვევა იყო და განსაკუთრებული ამაში არაფერი იყო. შენობის კარი გამოაღო, ფეხები გაიწმინდა და სწრაფად შეაბიჯა. თიკა მის დანახვაზე თავისი მაგიდიდან წამოხტა, ხელი გაუყარა და ელენის ოთახში თითქმის ძალით შეტენა. -გოგოო გაიგე ახალი ამბავი? ისეთი შეშფოთებული სახით კითხა, ელენმა გონზე მოსვლაც ვერ მოასწრო და ვერც იმას მიხვდა რა ამბავს ეკითხებოდა თიკა. -ჭორებს ყოველთვის პირველი შენ იგებ და მე რა უნდა ვიცოდე, თან ამ წამს შემოვედი. -ხო მართალი ხარ საიდან უნდა იცოდე მეც აგერ 10 წუთის წინ გავიგე. ხოოდა ესე იგი რა მოხდა. ვალერის ყოლია საყვარელი გოგოო წარმოგიდგენიაა? ამხელა თანამდებობის კაცია, ამხელა კომპანიის მფლობელი და თურმე საყვარელი ყავს. ელენს მისმა აღშფოთებულმა სახემ ღიმილი მოჰგვარა. -საყვარელი აბა მაგას უნდა ყოლოდა მაშინ. შეეპასუხა ელენი და დაელოდა თიკას რეაქციას, რომელსაც ამის გაგონებაზე თვალები შუბლზე აუვიდა. -კარგი რა ახლა ნუ გამომიხვედი შენც ეს 21-ე საუკუნეს აყოლილი თინეიჯერკა, მარა რაღა დროს შენი თინეიჯერობაა მეც რა კარგად ვარ ერთი, ამ ამბავმა ძალიან ამაფორიაქა.. -შენც რამ აგანერვიულა ესე ძალიან, შენი ქმარი ხომ არ არის ვალერი, იდარდოს მისმა ცოლმა. თიკა სახეზე წამოწითლდა, ხოო მართალი ხარო ჩაიბურტყუნა და ოთახიდნ გავიდა. ელენი თავის სავარძელში ჩაეშვა, კომპიუტერი ჩართო და მეილი გახსნა, იმ მოდელების ფოტოები გამოეგზავნათ ახალი ივენთისთვის რომ უნდა მოეწვიათ. ელენი აკვირდებოდა ნახევრად შიშველი გოგოების ფოტოებს და ისევ თავისი სიზმარი გაახსენდა, როგორ ცეკვავდნენ არაბულ მუსიკაზე გოგონები, უცებ ისევ იმ ბიჭის სახე დაუდგა თვალწინ, მაინც როგორი სიმპატიური იყო, უხეში ნაკვთებით, ლამაზი ოდნავ სქელი ტუჩებით. ნეტავ მართლა თუ არსებობს ასეთი ადამიანიო გაიფიქრა ელენმა, მაგრამ მალევე ბრაზი მოერია საკუთარ თავზე, რას დავფრინავ ამ ოცნებებში ან რას ვოცნებობ სიზმარში ერთხელ ნანახ არარსებულ პიროვნებაზეო. უცებ კარი გაიღო და მის ოთახში დათო შემოვიდა. ელენს ყოველთვის აღიზიანებდა ეს საკუთარ თავში დაჯერებული "იდიოტი", როგორც თვითონ ეძახდა გულში. ტყავის ქურთუკი და დახეული ჯინსი ეცვა, საიდანაც უშნოდ მოუჩანდა ფეხზე ბალახივით წამოსული თმა, მაგრამ როგორც თვითონ აღნიშნავდა, ყოველთვის "ზმანზე იდგა". -ვა ვაა ჩემი ცუნცულა გოგოც მოსულა, მაგრამ ერთი დიდი შეცდომა უკვე დაუშვა რო ოფისში არ შემომიარა და დილის კოცნა არ მაჩუქა. ელენმა ღიმილით გახედა. -მეეჭვება ისეთ მაჩოს როგორიც თქვენი უდიდებულესობა ბრძანდება ჩემნაირი უბრალო გოგონას კოცნა რამედ უღირდეს. ამის გაგონებაზე დათომ თვალები ჭყიტა. -რას ამბობ გოგო, ერთი შენი კოცნა და დედამიწას ფეხით შემოვურბენ. -მოდი დედამიწას თავი დაანებე და ერთი ჰაეროვანი კოცნის სანაცვლოდ ჩემი ოთახიდან გაქრი. ელენმა კოცნა გაუგზავნა და დათოც გულდაწყვეტილი სახით გაბუნძულდა მისი ოთახიდან. რამდენიმე საათი კომპიუტერში იყო შემძვრალი და ვერც კი მიხვდა რომ უკვე შიმშილისგან თავი ტკიოდა. ამ დროს მობილურმა დაურეკა, დახედა, მეგი ურეკავდა. -კიდევ დიდხანს უნდა მაშიმშილო? წიკვინებდა მეგი ტელეფონში. -კარგი, მაპატიე ისე გავერთე მუშაობაში ვერც კი შევამჩნიე დრო როგორ გავიდა. -ხოო შენ მაგ მუშაობაში იქნება რო ჩამობერდები და ჩემი მეზობელი დარიკოსავით დარჩები კაცის, სექსის და ყველაფრის გარეშე. ელენმა გულიანად გაიცინა. უყვარდა მეგისთან ერთად ჭორაობა და გართობა. ის ხომ ისეთი უდარდელი იყო. არც "პაკლონიკების"ნაკლებობას განიცდიდა. ერთ დროულად რამდენიმე ბიჭს ხვდებოდა ხოლმე, მერე აღმოაჩენდა არც ერთი არ იყო მისთვის საინტერესო და ყველას ერთად უცებ დაემშვიდობებოდა. პირველი სექსი სკოლის გამოსაშვებ საღამოზე ქონდა. ეს მანამდე გააკეთა სანამ ცერემონიალზე მოვიდოდა და საღამოს ბოლოს, მიკროფონში ხმა მაღლა მისტიროდა თავის ქალიშვილობას, რამაც მასწავლებლები და მშობლები ისე აღაშფოთა თავიანთ შვილებს ხელი დაავლეს და ძალით წაათრიეს, რომ მეგის კიდევ უფრო არ გაერყვნა ისინი. ელენმა კომპიუტერი გათიშა, ჩანთა აიღო და გარეთ გამოვიდა. ჯერ კიდევ წვიმდა.გაჩერებაზე წყვილი სამარშუტო ტაქსს ელოდებოდა და თან წვიმაში ერთმანეთს ეთამაშებოდნენ, გოგონა თავისი რეზინის ბოტებით გუბეში ჩახტებოდა და ბიჭს ეძახოდა მიშველე ვიძირებიო, ისიც მივარდებოდა ხელში აიტაცებდა, დააბზრიალებდა და ეუბნებოდა ნახე როგორი სუპერმენი შეყვარებული გყავსო, გოგონას კისკისი კი იქაურობას ედებოდა. ელენი უცქერდა მათ და გულზე ოდნავ სევდა შემოაწვა. მას ხომ არასოდეს შეუგრძვნია ასეთი ბედნიერება. თუმცა ფიზიკურად არაფერი დაეწუნებოდა, საშუალო სიმაღლის, გამხდარი და ლამაზი სახის გოგონა იყო, ოდნავ მოქერაო თმით და პატარა აბზეკილი ცხვირით, რომელიც ელენს კიდევ უფრო უკარება გოგონად აჩენდა. ელენი მეგის ერთ მყუდრო კაფეში შეხვდა, მეგის მარისთვისაც დაერეკა და ორივენი ახლა მას ელოდებოდნენ. ისიც მალევე გამოჩნდა კაფეში ხმაურით შემოვიდა, წუწუნებდა რა უბედურებაა ეს ამინდიო და ფეხსაცმლიდან ერთჯერადი პარკები შემოიხსნა, რომლებიც გზაში გაეკეთებინა ახალი ფეხსაცმელი რომ არ დასვროდა. ამის შემხედვარე მეგის და ელენს სიცილი აუტყდათ, ხალხიც გაოგნებული უყურებდა მარის შემოქმედებას, რომელსაც ახლა არავის აზრი არ აინტერესებდა და კმაყოფილი სახით მიუჯდა გოგოებს. -მარი შენ რო არ მოიფიქრებ ეგეთი ხომ არ არსებობს არაფერი. სიცილით დაიწყო მეგიმ. -ოხ ,აბა ეხლა ის ჯობია შენი ბათინკები ჩურჩხელებივით როა ამოვლებული ტალახში? არ დანებდა მარიც. -ერთი ეს მითხარი, შენი ქმარი როგორ დაგთანხმდა ახალი წლის ეგვიპტეში გატარებაზე? თვითონ მარტო უნდა შეხვდეს საცივის და გოჭის გარეშე? კითხა ელენმა მარის და თან თვალი მეგის ჩაუკრა, რომელმაც არაფერი იცოდა ამ გამგზავრებაზე. -მოიცა, მოიცა რა ეგვიპტე? ეგვიპტეში მიდიხარ? გაოცებულმა კითხა მეგიმ მარის, რომელსაც პირი უკვე მოზრდილი პიცის ნაჭრით ქონდა დაკავებული. -ხო გიორგისთვის სამსახურში ორკაციანი საგზური უჩუქებიათ საახალწლოდ და რადგან ის ვერ ახერხებს მარისთან ერთად წასვლას მე მთხოვა ერთად წავიდეთო. მეგიმ ტაში შემოკრა და წამოიყვირა- ყველანი მივიდვართ ეგვიპტეში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.