შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განწირულია წვიმის წვეთები... (3)


17-05-2015, 12:50
ნანახია 1 506

არ ვიცი საითკენ მიდის ჩემი ცხოვრება...
არ მინდა-მეთქი ვამბობ, თავისუფლება არაფერში მჭირდება-მეთქი, მაგრამ ეს რა თქმაა?! უფრო მიჩქმალვაა, საკუთარი თავის მიჩქმალვა, საკუთარი აზრებისთვის ზურგის ქცევა...
ჯანდაბა! აზრი მიწყდება, ყოველი სიტყვის ბოლოს და დიდი ტანჯვა-ვაებით ვცდილობ რაღაც უხილავი ჯაჭვი შეუქმნა ამ ამბავს...
როგორმე ხომ უნდა მოვყვე რაც მოხდა?! მაგრამ მანამდე რაღაცის თქმას ვაპირებდი, ჰო, ვაპირებდი და აზრი გამიწყდა...
რაც უფრო მივდივარ მთავარ აზრამდე მით უფრო ვექაჩები საკუთარ თავს უკან, თან ვჩქარობ და თან...
სჯობს ნელა ვწერო, უბრალოდ, ისე როგორც დავიწყე.
წვიმს-მეთქი
ბათუმში რომ მივდიოდით, მაშინაც წვიმდა, მაგრამ მოიცა... ჯერ კიდევ მაქვს დრო, მაქამდეც მივალ...
ისე, რისთვის ვწერ ამას?! როცა ნორმალურად აზრი ვერ შემიკრავს და რისკენ უმიზნებ ისიც არ ვიცი... განა მჭირდება ამ ყველაფრის ასე გახსენება?!
სადღაც არსაიდან მარიამი გამახსენდა...
მაშინაც დედასთან ისვენებდა, გურიაში...
მივხვდი რომ ზედმეტად ჩვეულელებრივი ურთიერთობა გვაქვს და შემემეშინდა ვაი თუ ერთხელაც ადგეს და წავიდეს?!
თამამად შემიძლია ვთქვა რომ მარიამი ჩემი სიამაყეა !
შვიდი-რვა წლით არის ჩემზე პატარა, მაგრამ გეფიცებით ჩემზე ჭკვიანია…
წამით ჩემს თავს გაუჯავრდი ასაკობრივი სხვაობა ზუსტად რომ არ ვიცოდი და პატარა ბავშვივით რომ დავიფიცე, მაგრამ ისეთ მხიარულ განწყობაზე დამაყენა მასზე ფიქრმა, რომ ამ წვრილმანს აღარ გავკიდებივარ...
სიგიჟემდე უყვარს ლიტერატურა, ხშირად, თითქმის ყოველ საღამოს მელაპარაკება წაკითხულ წიგნებზე და მეც თითქოს ჯადოს მიკეთებსო გატრუნული ვუსმენ...
ჩემს „სიფათზე“ სულ ეცინება... მე კიდევ, ვაკვირდები მის ემოციურ საუბარს, როგორ იღიმის სასიამოვნო სცენების გახსენებისას, როგორ იცინის, როდესაც რაიმე მხიარულს იხსენებს, ან ცდილობს მე გამაცინოს, როგორ იქნევს უაზროდ ამ ხელებს და როგორ არ ეტევა შთაბეჭდილებები კანში...
ზოგჯერ სამზარეულოში მოფუსფუსეც კი ახერხებს კითხვას, ძილის წინ მეც მიკითხავს ხოლმე რამდენიმე გვერდს მერე, როგორც ყოველთვის წიგნს გვერდით გადადებს მომიახლოვდება და თავს მკერდზე დამადებს, ცხვირს მის თმებში ჩავრგავ, ნაცნობი სურნელისგან ვიტრუნები და მალევე ვიძინებ...
ზოგჯერ გვირილები მიმაქვს უნდა ნახოთ როგორ უხარია, დილაობით ერთი კოცნაც კი ახარებს და შეუძლია მთელი დღე იფრინოს, ზედმეტი საუბარი არ უყვარს ამაში ვგავართ ერთმანეთს, არცერთს არ გვიყვარს გრძნობებზე საუბარი...
საკმარისია ოდნავი სითბო დაანახო და კმაყოფილია, ამიტომაც მიყვარს, ამიტომაც ვფიქრობ რომ ანგელოზია, ჩემი მფრაველი ანგელოზი, რომელიც უკვე წლებია მიტანს და ზუსტად ვიცი ცოხვრებაზე მეტად ვუყვარვარ, მის წიგნებზე მეტადაც...
ახლა კი, როგორც იქნა გაიბერა... და უნდა ნახოთ, როგორ სულმოუთქმენლად ელის პატარას დაბადებას... ადრე თუ საათობით მელაპარაკებოდა წიგნებზე, მწერლებზე...
ახლა დამიჯდება გვერდით და მელაპარაკება ჩვენს პატარაზე, რას დაარქმევს, რას ჩააცმევს, როგორი დედა იქნება... ვუსმენ ამ ყველაფერს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ქალი რომელიც ავირჩიე იდიალურია, იდიალურია ჩემთვის და ასეთივე იქნება ჩვენი შვილისთვის...
არ ვიცი მარიზე რატომ დავწერე ეს ყველაფერი, ასე, ამ ფორმით ალბათ იმიტომ რომ ჩემი შეცდომები მოვინელო, მაპატიოს ის რის შესახებაც არ იცის...
დავწერე იმიტომ, რომ ჩემს თავს მაინც ვაპატიე, ის რაც გავაკეთე, არა, უფრო სწორად ის რაც ცხოვრებამ მოიტანა... ჰო, ცხოვრებამ მოიტანა-მეთქი ასე ვფიქრობდი.
რატომ ვწერ?! ჯერ ერთი, მინდა გავარკვიო რა დამემართა ბოლოს და ბოლოს. როცა ვფიქრობ, ყველაფერი ერთმანეთში მერევა და ეგებ წერის დროს დავალაგო, (თუმცა როგორც ჩანს ასეც არაფერი გამომდის) მეორეც... მეორეც რა?!. რა და... გავა დრო და ყველაფერი რაც თავს დამატყდა თანდათან გაიცრიცება, გაიცრიცება და ნისლი დაფარავს.
მიუხედავად ყველაფრისა, მიუხადავად ყველაფრისა.
ახლაც კი, უკვე მგონია რომ ყველაფერი სიზმარი იყო... დავიძაბები, რომ ყველაფერი ცხადად დავინახო, გავიხსენო და... მისხლტება, თითებს შორის ჩარვრილი სევდა და სიხარულიც მისხლტება...
ტყუილად კი არ ვამბობ დავცარიელდი-მეთქი. შინაგადა დავცარიელდი...
იმასაც კი არ ვიტყუები სხვისი თვალით ვუყურებ ნაწერს და მეუხერხულება-მეთქი, გაპრანჭული და ბანალური მეჩვენება, მაგრამ...
უნდა ვთქვა ჩემი სათქმელი. უნდა დავწერო, მიუხედავად იმისა რომ გადავეჩვიე ისე რომ არც დავჩვეულვარ.
სიზმარი იყო...
ჰო, სიზმარი, მთელი ჩემი ცხოვრება სიზმარია...
ვეღარ ვხედავ გესმით?! ვეღარ ვხედავ და ამიტომაც აღვიქვამ ასე...
რამე მაინც შემრჩენოდა მისი... რამე ნივთი, უტყუარი საბუთი იმისა რომ ის მართლა არსებობდა ჩემს ცხოვრებაში, რომ მართლა გადამხდა თავს... რამე ხილული საგანი, ნივთმტკიცებულება, მაშინ ხომ აღარ გავიფიქრებდი სიზმარი იყო-მეთქი.
მაგრამ ნუთუ ამ ყველაფერს ჩემს თავს ვუმტკიცებ?! ნუთუ მის სიყვარულში ჩემს თავს ვარწმუნებ...
არა ! ჯანდაბა... გადავეჩვიე წერას-მეთქი ! ხეირიანად ვერც მე გამიგია ჩემი თავის...
ადრე თუ საკუთარ თავს ვეძებდი, ახლა ჩემი დანახვაც აღარ მინდა-მეთქი!..
შეიძლება დადგეს დღე და ეს ყველაფერი გადაჭარბებად მომეჩვენოს, ყველაფერი რასაც განვიცდიდი და ახლა განვიცდი.
შესაძლოა არარც დავიჯერო ეს ყველაფერი, ან ვეღარაფრით გავიხსენო... ალბათ ამიტომ ვწერ და არა იმიტომ რომ შვება ვიგრძნო, არა შვება ნამდვილად არ მინდა ვიგრძნო...
ახლა როცა ვწერ, როცა ისევ ვწერ, ჩემი ცოლის საწერ მაგიდასთან ვზივარ... და მახსენდება, ძლივს-ძლივობით ჩემი და მისი გაცნობის წლები, პირველი პერიოდი, მეორე პერიოდი... და ახლა მესამე პერიოდი იწყება და მე აქ ვარ... ვზივარ მის საწერ მაგიდასთან და ვწერ, ვწერ ამბავს რომელშიც მას არაფერი ესაქმება, რომელშიც ის არ იქნება მთავარი გმირი... ის ახლა, დედამისთანაა, გურიაში, როგორც მაშინ. მე აქ, ქალაქში და წვიმს, წვიმს ისე როგორც მაშინ.
ნებისმიერი ფიქრი მამძიმებს... ზოგადად იშვიათად ვფიქრობ ამ ბოლო დროს ფიქრთან დაკავშირებითაც სიზარმაცე დამჩემდა. როდესაც რაღაცაზე ვფიქრობდი, რაღაც ძნელს და ხორკლიანს წამოედებოდა და მეც იმწუთასვე თავს ვანებებდი. შეიძლება რაღაცა ფაქტი აღმომეჩინა, მაგრამ მიზეზის პოვნისთვის ნერვები აღარ მყოფნიდა. ვიცი ამას რა ქვია, როგორი ცხოვრებაც ქვია, მაგრამ გმირად სულაც არ მიმაჩნდა თავი, რომ დინებას წინ აღვდგომოდი. მე მას მივყვებოდი როგორც ყველა.
ვხვდები, რომ ახლა რაც არ უნდა გამახსენდეს ყველაფერი კავშირში იქნება იმ მთავართან, მაგრამ ისე დამეძაბა გული ზედმეტი აღარაფერი გაამახსენდება... ახლა ვჩქარობ და თუ მოვახერხე უნდა მოუყარო თავი იმ მთავარს.
ახლა კი აღარ გადაუხვევ, ვეცდები დალაგებულად ვუამბო ჩემს თავს, რაც მოხდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent