შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამუნჯებული 6 7 8 9 10 11 12


17-05-2015, 13:25
ავტორი daro
ნანახია 2 575

6თავი
''ჟენევიევა.'' დამიძახა მისტერ ფრანკმა უხალისოდ როდესაც ინგლისურის კლასში შევედი.

მისი მიმართულებით გავიხედე და დავინახე რომ ჩემსკენ მოდიოდა. მძიმე და ნელი ნაბიჯებით. დაღლილი ჩანდა. მისი გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ შემიძლია თავისუფლად ვთქვა რომ საუბრის წამოწყება არ უნდოდა.

''გუშინდელის გამო მინდა ბოდიში მოგიხადო,'' მონოტორული ხმით მითხრა და ამოიოხრა. '' უნდა წამეკითხა ემაილი რომელიც შენს შესახებ მომივიდა. ბოდიში.''

თავი დავუქნიე და სახეზე ყალბი ღიმილი ავიკარი.

მისტერ ფრანკი წამით გაჩუმდა, სახეზე შემათვალიერა.
''კარგი, იმედი მაქვს რომ ამ სემესტრში მეტი უთანხმოება არ გვექნება.''

მე, ისევ ყალბად გავუღიმე. მისტერ ფრანკმაც თავი დამიქნია და მისი მაგიდისკენ მიბრუნდა.

კლასი ნელა ივსებოდა სტუდენტებით და ხმაურიც მატულობდა. ოთახის უკანა მხარეს დავიკავი ადგილი, როგორც გუშინ. ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი იმით რომ ასეთი ნაკლებ შესამჩნევი ადგილი მერგო კლასში დასაჯდომად, თუმცა ჩემს გასწვრივ ჰარის მერხი იყო და არ მომწონდა. თუმცა არჩევანიც არ მქონდა, ნამდვილად არ მინდოდა ვინმე ამპარტავანი გოგოს გვერდით დავმჯდარიყავი რომელიც მასხარად ამიგდებდა.

კლასში ხმაური ნელ-ნელა მატულობდა. ამოვიგმინე და ჩანთიდან ჩემი წიგნი ამოვიღე. არ მადარდებს თუ იფიქრებენ რომ ''შკოლნიკი'' ვარ, ყოველთვის მანამ ვემზადებოდი გაკვეთილისთვის სანამ ზარი დაირეკებოდა.

ინგლისურის გაკვეთილი ერთადერთი გაკვეთილი იყო სკოლაში რომელიც მომწონდა. საუბარი ''ჩემი ენით'' შემეძლო. ერთადერთი კლასი იყო სადაც შემეძლო სხვებს გავცნობოდი, მიუხედავად იმისა რომ ლაპარაკი არ შემეძლო. მაგრამ ძველ სკოლაში.

იყო ჩუმი, თითქოს ეს საშუალებას გაძლევს სამყაროს სხვა თვალით შეხედო.

ჩანთიდან კალამი ამოვიღე და მერხზე დავდე.

''გამარჯობა ლამაზო.'' მომესმა გვერდითა მერხიდან ბოხი ხმა.

შეხედვის გარეშეც ვიცოდი ვინ იყო, მისი ხმა უკვე მისი სავიზიტო ბარათი იყო. ყურადღება არ მიმიქცევია, დაფას ვუყურებდი.
ჩემს გვერდით ჩამოჯდა. ფეხები როგორც ყოველთვის გაშხლართა და სკამზე გაწვა.

''ბავშვებო,'' მისტერ ფრანკის ხმა კლასში ექოდ გაისმა და ყველა დაადუმა. ''დღეს ''სოფოკლე ოედიპოს მეფეზე'' დავიწყებთ კითხვას.''

როგორცკი წინადადება დაასრულა კლასმა ერთიანად ამოიოხრა. თავები უკან გადააგდეს და გაბრაზებულები მიაჩერდნენ ერთმანეთს. გარშემო მიმოვიხედე. ჰარი გვერდულად იჯდა, ისე რომ მე მიყურებდა. როდესაც მისი თვალები ჩემსას შეეჩეხა თვალი ჩამოკრა და ტუჩები გაილოკა.

''მეფე ოედიპოსი.'' ამოიგმინა. ''აღფრთოვანებული ვარ.''

ყურადღება არ მივაქციე, ყურადღება ჩემს წინ ჩამოდებულ ფურცელზე გადავიტანე.

''კარგით, კარგით, დამშვიდდით.'' ხმამაღლა თქვა მისტერ ფრანკმა რათა სტუდენტების ხმები გადაეფარა და გაეჩუმებინა. ''წყვილებში იმუშავებთ. ვინც გვერდით გიზით მასთან ერთად. თემები აიღეთ და დავალება შეასრულეთ, დანარჩენს ხვალ განვიხილავთ.''

თვალები ნელა გავაპარე ჰარისკენ რომელსაც სახეზე თავმომწონე ღიმილი ჰქონდა აფარებული. მარცხენა ხელი მაღლა ასწია და დამიქნია.

სკამი მოვატრიალე, ისე დავჯექი რომ სახით მის საპირისპიროდ ვყოფილყავი. ამით ნათლად გამოვხატავდი იმას რომ მისი პარტნიორობით ბედნიერ არ ვიყავი.

ჰარი წინ გადმოიწია, ნათლად ვხედავდი მის მკერდზე ტატუებს, ორ ჩიტს.
'' წიგნებს მე მოვიტან.''

წამოდგა და კლასის მეორე კუთხისაკენ წავიდა. ჩემი თვალები მას გაჰყვა. როგორ დადიოდა, როგორ არხევდა მხრებს სიარულის დროს.. მის თითოეულ მოძრაობას ვაკვირდებოდი.

მაგიდასთან სადაც წიგნები იდო უკვე პატარა რიგი შექმნილიყო. ჰარი ერთ-ერთი გოგოს უკან დადგა. შავი მოკლე კაბა ეცვა რომელიც უკანალს ძლივს უფარავდა. თვალები გადავატრიალე და მზერა ჰარიზე გადავიტანე. თვალები გოგოს უკანალისთვის მიებყრო ქვედა ტუჩი კი კბილებს შუა ჰქონდა მოქცეული. როდესაც შენიშნა რომ მას მივშტერებოდი ჩემსკენ შემობრუნდა.

''ამ გოგოს ვინმემ ტანსაცმელი უნდა უყიდოს.''

პირით მანიშნა. ჩავიცინე (ჩუმად რათქმაუნდა). მაგრამ სწრაფადვე დავსერიოზულდი.

ჰარი უკან ორი დიდი წიგნით დაბრუნდა.

'' გვერდი 124.'' ერთი წიგნი წინ დამიდო. მისი ადგილი დაიკავა ჩემს წინ და თვალებში მომაჩერდა.
''ნამდვილად გჭირდება მუშაობა იმაზე რომ ხალხს არ მიაჩერდე.'' ამოიოხრა.

თვალები სწრაფად მოვაშორე მას და ჩემს წინ დადებულ წიგნს მივაჩერდი.
გადავწყვიტეთ რომ ორივეს ჩვენთვის ჩუმად წაგვეკითხა, შემდეგ კი დავალება ფურცლებზე შეგვესრულებინა.

ცოტახნით ჩუმად ვკითხულობდით, შემდეგ კი ჰარიმ ჩურჩული წამოიწყო. ხან იდიოტურ კომენტარებს აკეთებდა, ხან მეუხეშებოდა ხანაც კლასში მჯდომ მოკლეკაბიანიან გოგონებზე ლაპარაკობდა.

53 დატვირთული წუთის შემდეგ როგორციქნა ზარი დაირეკა. წამსვე წამოვდექი და კლასიდან გამოვედი. შემდეგ კი სკოლიდან. მართალია ჩემს კარადასთან უნდა მივსულიყავი და რაღაცეები გამომეღო მაგრამ ახლა მაგის თავი ნამდვილად არ მქონდა. მხოლოდ სკოლიდან გასვლა მინდოდა. სკოლა ჯოჯოხეთი იყო ჩემი სახლი კი სამოთხე.

როგორცკი გარეთ გავედი ცივი ჰაერი სახეზე მეტაკა. მანქანების სადგომისკენ წავედი. კომფორტული კაპიუშონიანი ზედა მეცვა, კაპიუშონი თავზე მქონდა გადმოფარებული მიუხედავად იმისა რომ ძალიან არ ციოდა.

ჩემი პატარა მანქანა სადგომის სულ ბოლოში იდგა, მანქანასთან რომ მივედი ზურგჩანთა მოვიხსენი და წინა ჯიბე გავხსენი რათა მანქანის გასაღებები მომეძებნა.

''გასაღებებს ვერ პოულობ პრინცესა?'' მკითხა ხმამ როგორცკი ხელები ცივი მეტალის გასაღებებს ჩავავლე.

უკან შევბრუნდი, გასაღები მაგრად მქონდა ჩაბღუჯული. როგორცკი შევბრუნდი არც მეტი არც ნაკლები ჰარი სტაილსს დავეტაკე. ჩემი სხეული მისას ეხებოდა და მის ცხელ სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი, ხელები მკერდზე მივადე რომ უკან გამეწია.

გასაღები ჩემი ზედის ჯიბეში ჩავიდე რომ ხელები გამენთავისუფლებინა.

''მომშორდი. არანაირი უფლება არ გაქვს რომ ასე ამეტუზო წინ და შენი იდიოტური აზრები თავს მომახვიო. შეწყვიტე ჰარი. საერთოდ არ მომწონხარ. არმინდა რომ შენი მეგობარი ვიყო. არც ის რომ შენი პრინცესა ვიყო ან 'ძვირფასი'. იდიოტი ხარ, არანაირი უფლება არ გაქვს ასე მაწუხო და თუ მაინც გააგრძელებ ამ ყველაფერს დირექტორთან მივალ! შენით დავიღალე, ჯერ მხოლოდ მეორე დღეა ჩემთცის ახალ სკოლაში, ჩემგან თავი შორს დაიჭირა ჰარი სტაილს, ჩემგან თავი შორს დაიჭირე.''

''მუნჯური ენით'' ვანიშნე. თმა სახეზე გადმომეყარა თუმცა ამწამს ეს არ მადარდებს. მივხვდი რომ ბავშვები ჩვენ მოგვშტერებოდნენ.
ჰარის თვალები ჩემს ხელებს უყურებდნენ როდესაც ამ ყველაფერს 'ვამბობდი'. როდესაც მოვრჩი ორივე ჩვენგან ჩუმად იდგა.

ჰარიმ წამით თვალები დახუჭა და ლოყაზე იკბინა, თითქოს აანალიზებდა რა ვთქვი.

ჰარიმ მე შემომხედა, სახეზე ისევ ცბიერი ღიმილი აიკრა ტუჩის კუთხე მაღლა აზიდა.
''შენი აზრით გავიგე რაც თქვი პრინცესა?''

გავშტერდი როდესაც მივხვდი რაც გავაკეთე.

'' ეს მუმბო ჯუმბო ენა არ მესმის. უნდა მესმოდეს?'' მისი ხმა ცინიზმით იყო გაჟღენთილი.

სხეული ამიკანკალდა, ხელი ჯიბისკენ წავიღე რომელში გასაღები მედო და ამოვაძვრინე. თავს დამცირებულად ვგრძნობდი, თითქოს მიღალატეს, მართალია მისი მეგობარი არც ვყოფილვარ მაგრამ მაინც ჩამწყდა რაღაც ჭიგნით, ღრმად.

მანქანაში ჩავეჯქი, თვალებზე ცრემლები მქონდა მომდგარი. ჩემს გარშემო ყველა იცინოდა. ჩანთა მგზავრის სკამზე მივაგდე და გასაღები გადავატრიალე.

''ჟენევიავა მოიცადე. '' დამიძახა ჰარიმ.

არც დავლოდებივარ, ფეხი გაზის პედალს მივაჭირე და მანქანა ადგილს მოსწყდა. უკანა ხედვის სარკეში გავიხედე და დავინახე რომ ჰარი შუა გზაზე იდგა, ხელები კი ტავთან ჰქონდა მიტანილი.
7თავი
''როგორი იყო შენი დღე ძვირფასო?'' მკითხა დედამ როდესაც სახლში შევვარდი.

ისევ გაბრაზებული ვიყავი, არა გაცეცხლებული. შემოსასვლელი კარი მთელი ძალით მივაჯახუნე. დედაჩემი მობრუნდა, დაშოკილი სახით. სამზარეულოში იდგა, პირსახოცი მხარზე ჰქონდა გადადებული ხელში კი დიდი კოვზი ეჭირა.

დედაჩემი და მე ძალიან ვგავდით ერთმანეთს, გრძელი ყავისფერი თმა, ერთნაირი სახის ფორმა. განსხვავება ჩვენში მხოლოდ თვალების ფერია. მას ღია მწვანე თვალები აქვს მე კი მამაჩემის თვალები გამომყვა, მუქი ყავისფერი. ეს იყო ერთადერთი რამ რაც ამტკიცებდა რომ ვიღაცამ შემქმნა, რომ მხოლოდ დედაჩემის კლონი არ ვიყავი.

''რამოხდა?'' მკითხა დედაჩემმა.

ზურგჩანთა მხრიდან მოვიხსენი, ფეხსაცმელები იქვე შემოსასვლელში მივყარე და დედაჩემს გაბრაზებულმა შევხედე.

''სკოლაში პრობლემები მქონდა.'' ხელებით ვანიშნე და გვერდი ავუარე.

არაფერი მინდოდა გარდა ჩემს ოთახში ასვლისა და შიგნით ჩაკეტვისა. მინდოდა ყურსასმენები გამეკეთებინა ყურებში და მუსიკისთვის მესმინდა და არა დედაჩემისთვის.

''გაჩერდი.'' დამიძახა და სამზარეულოდან გამოვიდა.

ნელა შევტრიალდი და მას შევხედე. ხელები გადავაჭვარედინე და მკერდთან მივიტანე, ველოდი როდის განაგრძობდა.

''რა ხდება?'' მკაცრად მკითხა.

თავი გავაქნიე იმ იმედით რომ მიხვდებოდა არ მსურდა მასთან ამ საკითხის განხილვა.

ხელები გავშალე და ვანიშნე.

''უბრალოდ ახალი სკოლაა და ჯერ ვერ შევეგუე დე. არ იდარდო.''

როგორცკი ჩემმა ხელებმა საბოლოო სიტყვა გამოხატეს ეგრევე გავქრი. დედაჩემმა კიდევ ერთხელ დამიძახა გაჩერდიო თუმცა დავაიგნორე. სწრაფად შევედი ჩემს საძინებელში და კარი ზურგსუკან მივხურე.

ეს ადგილი ჩემთვის ჯერ კიდევ ახალი იყო. კედლები ისეთივე თბილი და მომხიბვლელი არ იყვნენ როგორებიც ჩემს ძველ ოთახში იყო. ჩემი ოთახი პირველი ადგილი იყო რომელსაც სახლს ვეძახდი. ჩემი დაბადების დღიდან იმ ოთხ კედელში ვიზრდებოდი. ინცინდენტის შემდეგაც იგივე საწოლში ვიწექი. ის იყო ადგილი სადაც ყოველდღე ვაკეთებდი საშინაო დავალებებს. ის იყო ადგილი რომელსაც ჩემს უსაფრთხო თავშესაფარს ვეძახდი.

მაგრამ ახლა აქ ვარ. ამ მშრალ, უსიცოცხლო ადგილას რომელთანაც არანაირი მოგონება არ მაკავშირებს, სადაც თავს დაცულად არ ვგრძნობ. დიახ, ყველაფერი ჩემი ძველი ოთახიდან გადმოვიტანე მაგრამ ყველაფერი ძველებურად მაინც არაა. არაფერია აქ ძველი, ჩემს თავს თუ არ ჩავთვლით. აქ ყველაფერი თითქოს არასწორია.

ჩემს საწოლზე გადავეშვი და სახე ბალიშში ჩავრგე. საბედნიეროდ ისევ ისეთი სურნელი ასდიოდა რომელიც ჩემს ძველ ოთახში იდგა. მაგრამ მალე ამ სურნელს ახალი, სრულიად უცხო სურნელი შეცვლიდა. ღრმად ამოვისუნთქე და ზურგზე გადავგორდი, თეთრ ჭერს მივაშტერდი. ჭერიდან თვალების მოუშორებლად გადავყავი ხელი გვერდით, ტუმბოზე შემოდებულ სტერეოს დავაჭირე ხელი და მუსიკა ჩაირთო.

We clawed. We chained our hearts in vain. We jumped never asking why. We kissed I fell under your spell no one could deny.

Wrecking ball - ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა იყო, ტექსტი ფენომენალური იყო მაგრამ მუსიკა 'მებრძოლი.'

დაბლიდან ზარის ხმა მომესმა. ალბათ ერთ-ერთი ჩვენი მეზობელი იყო. აბეზარი რომელიც ახალ მეზობლებთან დადის და თავ ხან თავის ვაჭს დაათრევს ხან ქალიშვილს. ხან ქმარსა და ხან დას. ეს უკვე მომაბეზრებელი ხდებოდა.

ყურადღება მუსიკაზე გადავიტანე და ხმას ავუწიე. იმედია რომ ჩვენი სტუმარი მიხვდება რომ ახლა საუკეთესო დრო არაა სტუმრობისთვის.
გავიგე როგორ გაიღო და დაიხურა წინა კარები.

''ჟენე, შეგიძლია აქ მოხვიდე?'' გავიგე დედაჩემის ხმა რომელიც ყვირილით მეძახდა რათა ჩემთვის გაეგონა.

ვერ დავაიგნორებდი, რომ დამეიგნორებინა ზუსტად ვიცოდი რომ ზუსტად 10 წამში ჩემს კარს შემოგლეჯდა.

საწოლიდან გადმოვგორდი და ნელა გავედი ოთახიდან. როდესაც კიბის ბოლო საფეხურს მივაღწიე დედაჩემს შევხედე და ხელებით ვანიშნე.

''რა?''

მის გვერდით გავიხედე და ისეთი რამ დავინახე რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი.

დედაჩემი მარტო არ იდგა, მის გვერდით მაღალი ბიჭი იდგა.
ეს მაღალი ბიჭი ჰარი სტაილსი იყო.

გაოცებისგან ადგილზე გავიყინე. ჰარი დედაჩემის გვერდით, ოდნავ უკან იდგა. მისი მწვანე თვალები ახლა უფრო რბილი და კეთილი მომეჩვენა. ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი.

''აქ რას აკეთებ?'' ნელა ვიკითხე ჩემი ''მუნჯური ენით.''

''მან თქვა...'' დედაჩემმა დაიწყო მაგრამ ჰარიმ ხელი მაღლა ასწია და შეაჩერა.

'' ვიცი რაც თქვა. '' გაიღიმა. '' კარგად ვიცი მუნჯური ენა.''

დედაჩემი ჰარის მიუტრიალდა, შეძრწუნებული სახე ჰქონდა.

''კარგი.'' ამოიბუტბუტა დედაჩემმა.'' თქვენ ორს მარტო დაგტოვებთ.''

ჰარიმ მე შემომხედა და სუსტად გამიღიმა. იდგა და ნერვიულად აპარებდა მზარას ჩემი მიმართულებით. დედაჩემი სამზარეულოში დაბრუნდა. ჰარი და მე კი პატარა მანძილის დაშორებით ვიდექით ერთმანეთის წინ. გაბრაზებული ვიყავი მასზე და მხოლოდ მისთვის სახეში გარტყმა მინდოდა მთელი ძალით.

''ჟენევიევა.'' წინ და უკან ირწეოდა არაკომფორტულად. '' მინდოდა პატიება მეთხოვა.''

გაკვირვებული დავრჩი. სანამ ჰარი კიდევ დაილაპარაკებდა გაჩუმდა. მაგრამ არ დამაცადა და ხელი ხელზე დამადო. მისმა შეხებისას თითქოს ტანში ელექტროდენმა დამიარა. სწრაფად გასწია ხელ უკან დაჯიბეში ჩაიდო.

''არ უნდა მომეტყუებინა შენთვის და არც უნდა დამემცირებინე ისე როგორც დღეს დაგამცირე.'' ნელა და გასაგებად ლაპარაკობდა.

სიტყვები რომლებსაც ჰარი ლაპარაკობდა მისთვის იოლი სათქმელი არ იყო.
დარწმუნებული ვარ ბევრჯერ არც არავისთვის უთხოვია პატიება. ეს ლაპარაკზე და ქცევაზე ეტყობა. ეს მისთვის 'ახალი ხილი' იყო.

ჰარიმ მე შემომხედა, მისი მწვანე თვალები ჩემსას მოანათა. ხელები ნელა ამოიღო ჯიბიდან და მუნჯური ენით მანიშნა.

''სიმართლე ისაა რომ შენი ნათქვამი ყველა სიტყვა გავიგე. მაპატიე რომ იდიოტივით მოვიქეცი, იმედი მაქვს მაპატიებ.''

ღრმად ამოვისუნტქე და მეც ვუპასუხე.

''გაპატიებ ჰარი, მაგრამ შეგიძლია ეს იდიოტური ზედმეტსახელები აღარ დამიძახო?''

სახეზე ნაცნობი, ონავრული ღიმილი გადაეკრა და თავი დამიქნია.

''რათქმაუნდა ჟენევიევა.'' ამჯერად ხმამაღლა თქვა.

ჩვეულებრივ მძულს როდესაც ხალხი ჟენევიევას მეძახის მაგრამ ჰარის ბაგეებიდან გადმოსული ჩემი სახელი რაღაც სხვანაირად ჟღერდა და მომწონდა.

ჰარის გვერდი ავუარე და სამზარეულოში შევედი. ქურაზე ქვაბი იდგა , სპაგეტისთვის განკუთვნილი. ალბათ დედაჩემს დაავიწყდა რომ ქურაზე საჭმელი ედგა. გავიგე როგორ გამომყვა ჰარი უკან მაგრამ დავაიგნორე და დაწყებული სპაგეტის დამთავრება დავიწყე. იმედი მქონდა ჰარი მიხვდებოდა რომ მაინც არ მინდოდა მასთან დროის გატარება და წავიდოდა.

''რას აკეთებ?'' მკითხა და მაგიდას ხელებით დაყრდნო. არცკი შემიხედავს, ამოვიოხრე და სპაგეტი ქვაბში ჩავყარე. როდესაც საქმეს მოვრჩი მოვბრუნდი და მას მივაჩერდი.

''საიდან იცოდი რომ აქ ვცხოვრობდი?'' ჩემი 'ენით' ვკითხე და ინტერესიანი მზერა მივაბყარი.
8თავი
ეს კითხვა ჯერ კიდევ მაშინ გამიჩნდა როდესაც ჰარი ჩემს სახლში დავინახე. სახლში ვერ გამომყვებოდა. შეუძლებელია.

ჰარიმ ჩაიცინა და თვალები მე შემომანათა.

''ეს ქალაქი დიდი არაა ჟენევიევა. დედაშენის და შენი ჩამოსვლის შესახებ ყველამ იცის.''

თვალები დავუქნიე და მხრები ავიჩეჩე. აშკარა იყო რომ ჰარი ასე მალე წასვლას არ აპირებდა. უცნაური იყო მისი აქ ყოფნა, ჩემს სახლში. ახლა თითქოს სულ სხვანაირია.

''ჟენე, იმ სიმპატიურ ბიჭს რა უნდოდა?'' მკითხა დედაჩემმა როგორცკი სამზარეულოში შემოვიდა, მზერა პატარა წიგნზე ჰქონდა გადატანილი რომელიც ხელში ეჭირა. ასე რომ ჰარის აქ ყოფნა ვერ შეამჩნია.

ვიგრძენი როგორ ამიხურდა სახე და ჰარისკენ გავიხედე. დედაჩემმა მე შემომხედა და როდესაც შენიშნა რომ ჰარიც აქ იყო ყბა კინაღამ იატაკზე ჩამოუვარდა.

''ოჰ ღმერთო ისევ აქ ხარ. '' ენაბორძიკით უთხრა.

ჰარიმ ჩაიცინა და თავი დაუქნია.

'' წასვლას ვაპირებდი მისის დაუსონ. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა.''

დედაჩემს გავხედე და ხელები სახეზე ავიფარე. მისი გამომეტყველების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ჯერ ჰარის გაშვებას არ აპირებს.

'' იქნებ სადილზე დაგვეწვიო ჰარი?'' ჰკითხა დედამ და კარადასთან მივიდა.

ვიცოდი რომ გაპროტესტება ახლა უაზრო იქნებოდა. ჰარიმ ჩემსკენ გამოიხედა, სახეზე ნაცნობი ალმაცერი ღიმილი ჰქონდა გადაკრული.

'' დიდი სიამოვნებით.''

---

თავი ხელებში მქონდა ჩარგული და დედაჩემსა და ჰარის მივშტერებოდი რომლებიც რაღაცაზე საუბროდბნენ. ჰარი ჩემს გვერდით იჯდა დედაჩემი კი ჩვენს წინ.

ვცდილობდი რომ ყურადღება არ მმიმექცია ჰარის მომხიბვლელი ხმისათვის. შესაძლოა დედაჩემი დააჯერა რომ კარგი და უცოდველი ბიჭია მაგრამ მე ვერ დამაჯერებს. ჩემი ხედვით ჰარი სტაილსი თავის მომაბეზრებელი ადამიანია რომელიც სკოლის დაწყების პირველივე დღიდან თავს მაბეზრებს.

ცალი ხელით ჩანგალი მეჭირა და სპაგეტს აქეთ-იქით ვანაწილებდი. მინდოდა რომ ამ საშინელი კოშმარიდან განვთავისუფლებულიყავი და ჩემს ოთახში ავსულიყავი. რეალობას გამოვთიშვოდი და არაფერზე მედარდა. ცოტახანს მაინც.

შევნიშნე რომ ჰარის თვალები ახლა უფრო ბრწყინავდნენ. უფრო ბედნიერი და გახარებული ჩანდა ვიდრე სკოლაში ხოლმე.

''ჟენე.'' დედაჩემის ხმამ ფიქრებიდან გამომაფხიზლა.

თავი მაღლა ავწიე, ხელიდან ჩანგალი გამივარდა და ხმაურიანად დაეცა თეფშზე. დედაჩემიც და ჰარიც თვალებგაფართოებულები მიყურებდნენ.

''ჰარი მეუბნებოდა რომ სკოლაში შენი პირველი დღე საშინელი იყო. რატომ არ მითხარი?''

ჰარის მყისვე მრისხანედ მივაჩერდი.
შემდეგ ისევ დედაჩემს გავხედე და ხელით ვანიშნე.

''დიდი არაფერია. უბრალოდ ბავშვები იდიოტურად იქცეოდნენ.''

დედაჩემი ჩანგალს სპაგეტიში ატრიალებდა თუმცა არ ჭამდა. დაჟინებით მომჩერებოდა. ვიცოდი რასაც ეძებდა. გამომცდელი მზერა მომაბყრო, თან ჩემს 'წაკითხვას' ცდილობდა. ყოველთვის ერთი შეხედვით შეეძლო მიმხვდარიყო რა მჭირდა. მეშინოდა, ბედნიერი ვიყავი, გაბრაზებული თუ განრისხებული.

მაგრამ ახლა მთელი ძალებით ვცდილობდი ჩემი ემოციები დამემალა. ვერ ვეტყოდი დედას იმას რომ ახლა შეშინებული და მოწყენილი ვიყავი. ეს რომ მეთქვა წამში 'სუპერ მუპერ დედა'დ გადაიქცეოდა და ყველაფერს გამომკითხავდა.
ბოლოს როდესაც დედაჩემმა ვერანაირი ემოცია ვერ ამოიკითხა ჩემს სახეზე დანებდა და განზე გაიხედა,

''კარგი ძვირფასო.'' ამოიოხრა '' მაგრამ მომავალში თუ კიდევ განმეორდება ასეთი რამ უნდა ვიცოდე.''

ნელა დავუქნიე თავი და ისევ ჩემს სპაგეტს დავუბრუნდი.
'' აბა, ჰარი. '' დაილაპარაკა დედაჩემმა, ცდილობდა სიტუაცია განემუხტა. '' მითხარი რამე შენს ოჯახზე.''

ამ კითხვამ დამაინტერესა. არასდროს მიფიქრია ჰარის ოჯახზე. რათქმაუნდა ყველას ყავს მშობლები მაგრამ ჩემთვის ძნელი წარმოსადგენი იყო ჰარი დედასთან მამასთან ან სულაც დედმამიშვილებთან ერთად.

ჰარიმ ყელი ჩაიწმინდა და სახიდან თმა გადაიწია.

''მამაჩემი ჩვენთან არ ცხოვრობს დედაჩემი კი ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობს, დღის მეორე ნახევარში კი 'Mercy Diner'-ში.''

დედაჩემმა ნელა დაუქნია თავი. ის რომ ჰარის ოჯახი დანგრეული იყო არ გამკვირვებია.
ჰარიმ ლაპარაკი განაგრძო.

''სამი უმცროსი დედმამიშვილი მყავს. ლუსი რომელიც 14 წლისაა, ფინი რომელიც 7 წლისაა და ტობიასი რომელიც 4 წლისაა.''

''ვაუ, დედაშენი როგორ ახერხებს თან მუშაობას და თან მათ მოვლას?'' ჰკითხა დედაჩემმა და ნელა დადო ჩანგალი მაგიდაზე.

ჰარიმ ღრმად ამოისუნთქა.

''დედაჩემი მთელი დღე სამუშაოზეა გასილი. ასე რომ მათზე პასუხისმგებლობა მე მეკისრება.''

დედაჩემი ჰარის გაფართოებული თვალებით მიაჩერდა.

''მას ფული მოაქვს მე კი ბავშვებს ვუვლი. შესანიშნავი დედაა.'' ამოიბურტყუნა ჰარიმ, ცდილობდა მისი ნერვულობა გადაეფარა.

აშკარა იყო რომ აქ რაღაც ისე ვერ იყო.

''დარწმუნებული ვარ.'' გაუღიმა დედაჩემმა.

ჰარიმაც გაუღიმა და ორივემ სპაგეტის ჭამა განაგრძო. მაგიდასთან სიჩუმე ჩამოწვა.

ყოველთვის მცოდნოდა როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება ეს ტრაგედია რომ არ დამმართნოდა. დარწმუნებული ვარ მამა ისევ დედასთან იქნებოდა და ჩემი და სახლიდან არ გაიქცეოდა. მე ვიყავი ჩემი ოჯახის დანგრევის მიზეზი. მაგრამ ეს ჩემი ცხოვრება იყო, ცხოვრება კი არ დაგეკითხება რა გაგიკეთოს და რა არა.

ღრმად ამოვისუნთქე და ეს ფიქრები თავიდან ამოვიგდე. წლების განმავლობაში ამ ყველაფერს განვიცდიდი მაგრამ ახლა აღარ განვიცდი, ახლა ძლიერი ვარ. ძლიერი უნდა ვიყო ჩემი თავისთვისაც და დედაჩემისთვისაც.

''ჰარი, ვხედავ ტატუები გავქს.'' თქვა დედაჩემმა და წყალი მოსვა. '' რამდენი ტატუ გაქვს?''

''ორმოცდასამი.''

დედაჩემს წყალი გადასცდა და დაახველა რომ ამოესუნთქა.

ამან მეც გამაოცა. ორმოცდასამი ტატუ მთელს სხეულზე. გაფართოებული თვალებით მივაჩერდი. ჰარიმ ჩემსკენ გამოიხედა და გაიცინა , შემდეგ კი მხრები აიჩეჩა.

''16 წლიდან დავიწყე გაკეთება და მას შემდეგ არც გავჩერებულვარ. თითოეულ მათგანს რაღაც დანიშნულება აქვს. '' თქვა ჰარიმ და მის მარცხენა ხელს დახედა.

ჩანგალი თეფშზე დადო, სახელო აიწია და ხელი წინ წამოწია რომ დედაჩემს და მე დაგვენახა.

''ვაუ.'' ამოიბყრტყუნა დედაჩემმა. ხელი ასწია და ჰარის ტატუებზე გადაატარა.

ყველა მათგანი შავი იყო. არცერთი სხვა ფერი. მხოლოდ შავი.

''ესენი რაში გჭირდება?'' ჰკითხა დედაჩემმა დაბნეულმა.

ჰარი დაიბნა. დედაჩემი ვერ ხვდება რა კითხვა დასვას და რა არა.

ფეხი გავწიე და დედაჩემს მაგრად მივარტყი ფეხზე/

''აუჩ!'' უცებ წამოიყვირა ჰარიმ და ხელი ფეხზე მოისვა.

თვალები გამიფართოვდა. ღმერთო, დედაჩემის მაგიერ ჰარის მოვარტყი.

''ღმერტო, მაპატიე დედაჩემისთვის უნდა მიმერტყა!''
სწრაფად ვანიშნე ჰარის.
''ჰეი!'' წამოიბუზღუნა დედაჩემმა მაგრამ დავაიგნორე.

ჰარიმ ხმამაღლა ჩაიცინა.

''არაუშავს ჟენევიევა, მაგრამ ვფიქრობ რომ დედაშენს და მე ცოტათი განსხვავებული ფეხები გვაქვს.''

დედაჩემმა თავი ვეღარ შეიკავა, ხმამაღლა გაიცინა. ხელები სახეზე ავიაფარე. მანამ მინდოდა ეს სადილი დამთავრებულიყო სანამ კიდევ რაიმე სისულელეს გავაკეთებდი.

''შეიძლება გავიდე?'' ვანიშნე დედაჩემს.

''ჟენევიევა,'' მე შემომხედა და სიცილი შეწყვიტა. ''სტუმარი გვყავს, ვერსად გახვალ.''

თვალები გადავატრიალე და ისევ ჩანგლით თამაში დავიწყე. ვიგრძენი რომ ჰარიმ ფეხი ახლოს მოსწია. მისი სხეულის სიმხურვალეს ვგრძნობდი. უჩუმრად მოსწია სკამი ახლოს, თითქმის მხრებით ვეხებოდით ერთმანეთს.

''მუნჯური ენა საიდან იცი?'' ვკითხე ჰარის, ხელებს ნელა ვამოძრავებდი რათა ყველაფერი ზუსტად გაეგო.

ჰარიმ ფრთხილად შემომხედა. ჩემმა კითხვამ ერთდოულად გააკვირვა კიდეც და დაძაბა კიდეც. თვალები მომაშორა და სხვა მიმართულებით გაიხედა. ხელი ფეხზე დავადე და ნელა მოვუჭირე ხელი. ძალიან მსუბუქად, მხოლოდ იმიტომ რომ შემოეხედა და პასუხი გაეცა.

''ამის კითხვას მეც ვაპირებდი.'' თქვა დედაჩემმა. ''იშვიათია ასეთი ვინმე ხშირად გავიცნოთ.''

ჰარიმ ნერვიულად შემოგხვედა მეც და დედაჩემსაც.

უცებ მთელს ოთახში ტელეფონის ხმა გაისმა. ჰარიმ სწრაფად ამოიღო ჯიბიდან ტელეფონი და ეკრანს დახედა.

''შეიძლება?'' იკითხა.''ჩემი დაა.''

''რათქმაუნდა!'' სწრაფად უპასუხა დედაჩემმა.

სკამინდა წამოდგა და ტელეფონი ყურზე მიიდო.

''რაიყო ლუსი?''

ნელა შევიდა სამზარეულოში. ჩუმად ლაპარაკობდა. ალბათ ჰარის ცხოვრებაში ისეთი რამ მოხდა რომ მუნჯრი ენის სწავლა დასჭირდა. ან.. ან.. ჯანდაბა! არანაირი თეორია არ მაქვს ამის შესახებ. რატომ უნდა იცოდეს ჰარიმ მუნჯური?

ეს კითხვა თავში ჩაქუჩივით მიბაკუნებდა.
9თავი
ჰარი რამოდენიმე წუთის შემდეგ დაბრუნდა. ხელები მკერდზე ჰქონდა გადაჯვარედინებული და ქვედა ტუჩს ნერვიულად იკვნეტდა. სახეზე ფერი წასვლოდა თვალები კი წეღანდელივით აღარ უბრწყინავდა. თავის ფეხსაცმელებს უყურებდა და ნელი ნაბიჯით მოიწევდა მაგიდისკენ. ისეთი სახე ჰქონდა თითქოს ვიღაცის სიკვდილის ამბავი შეაყტობინესო. როგორცკი ჩვენსკენ გამოიხედა მისი გამომეტყველება შეიცვალა და სახეზე ღიმილი გადაეკრა.

''ყველაფერი კარგადაა?'' ჰკითხა დედაჩემმა.

ჰარი თავის ადგილს დაუბრუნდა და დედაჩემს შეხედა.
''დიახ, უბრალოდ ჩემს დას აინტერესებდა სახლში რა დროს დავბრუნდებოდი. დედაჩემი ამაღამ ბენზინ გასამართ სადგურზე გვიანობამდე მუშაობს. ''

დედაჩემმა თავი დაუქნია და თეფში მოასუფთავა. ზუსტად შემიძლია ვთქვა რომ დედაჩემი ამწუთას ჰარისთან არაკომფორტულად იყო.

ჩავახველე რომ დედაჩემს ყურადღება მოექცია ჩემთვის. წამსვე მე შემომხედა.

''თუ გინდა მაგიდას მე ავალაგებ.'' ვანიშნე.

დედამ გაიღიმა და წამსვე მიპასუხა.
''არა, მეგობარს მიხედე. მე კი მაგიდას ავალაგებ.''

ამ პასუხს ველოდი. დედაჩემი ყოველთვის თავაზიანია როდესაც საქმე სტუმარს ეხება.

''დარწმუნებული ხართ მისის დაუსონ?'' ჰკითხა ჰარიმ და ჩანგალი თეფშზე დადო. ''შემიძლია დაგეხმაროთ.''

დედაჩემმა თავაზიანად გაუღიმა და წამოდგა, თან ხელში თეფში აიღო.

''შენ აქ სტუმარი ხარ ჰარი.''

მეორე ხელში ჰარის თეფში აიღო და სამზარეულოში შევდი. სკამიდან წამოვდექი და ჰარის ვანიშნე გამომყოლოდა. გამიღიმა და გამომყვა. მისაღებ ოთახში შევედით, ვიგრძენი როგორ დამძიმდა ჰაერი ჩვენს გარშემო.

''გმადლობ სადილისთვის ჟენევიევა.'' ამოიბუტბუტა ჰარიმ.

თავი დავუქნიე და დივანზე ჩამოვჯექი. ჰარი დივნის გვერდით მდგომ პატარა სავარძელში ჩაჯდა. მანძილი ჩვენს შორის საგრძნობლად მცირე იყო.

''შენს დას რა მოუვიდა?'' ვანიშნე და ინტერესიანი მზერა მივაბყარი.

''როგორც უკვე ვთქვი,'' ნელა ლაპარაკობდა. '' აინტერესებდა როდის დავბრუნდებოდი სახლში.''

თვალები მოვჭუტე.

''დაგინახე როგორი სახითაც შემოხვედი ოთახში, ისეთი სახე გქონდა თითქოს რაღაც საშინელება მოხდა.''
ვანიშნე და ხელები გადავაჯვარედინე და მკერდზე მივიბჯინე.

ჰარიმ მზერა მომწყვიტა და ნერვიულად მოიკვნიტა ტუჩი. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა.
რამოდენიმე წუთის შემდეგ ჰარიმ ამოიოხრა, თვალი სამზარეულოსკენ გააპარა შემდეგ კი მე შემომხედა.
''უბრალოდ დედაჩემმა და ფინმა იჩხუბეს.''
მუნჯური ენით მანიშნა.

წამით დავიბენი მუნჯური ენით რატომ მანიშნა ის რისი თქმაც შეიძლებოდათქო თუმცა შემდეგ მივხვდი რომ არ უნდოდა დედაჩემს გაეგო.
თავი დავუქნიე.
''კარგი, თუ თქმა არ გინდა არაუშავს.'' ვანიშნე.

მისი გაღიზიანება არ მინდოდა . ჩემს სახლში თავს დაცულად ვგრძნობდი. ვიცოდი რომ ჰარი აქ იმას ვერ გაბედავდა რაც სადგომზე გაბედა.

ჰარის ყბა დაეჭიმა და ხელები დამუშტა.

ხელები გაშალა და მანიშნა.

''რატომ გინდა ყველაფრის გაგება?''

მხრები ავიჩეჩე და დივანზე კომფორტულად მოვთავსდი, ხელი დივნის საზურგეზე ჩამოვდე და ხელზე თავი ჩამოვდე. მისი მწვანე თვალები მე მომჩერებოდნენ, თითქოს ჩემი სახის ამოკითხვას ცდილობდნენ.

''რატომ მომჩერებიხარ?'' ახლა უკვე ხმამაღლა მკითხა.

სახეზე მორცხვი ღიმილი ავიკარი და თავი ავწიე და ხელი გავინთავისუფლე.

''იმიტომ რომ შემიძლია პატარავ.''

სხეული დამეჭიმა როდესაც ბოლო სიტყვა გამოვხატე ხელებით. თუ მას შეუძლია რაღაც იდიოტური სახელები მეძახოს მაშინ მეც შემიძლია!

სანამ რამეს მივხვდებოდი ჰარი ჩემს ზემოდან მოექცა. ხელები ჩემს თავის გასწვრივ ედო ორივე მხარეს და მისი ცხვირი თითქმის ჩემსას ეხებოდა. მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მეცემოდა და მწვანე თვალები მე მაშტერდებოდნენ. ვიგრძენი თითქოს როგრ მაიარა ელექტროდენმა ტანში როდესაც მისი კანი ჩემსას შეეხო.
ნელა დაიხარა და ყურში ჩამჩურჩულა.

''მართლა გინდა ამ თამაშის თამაში პრინცესა?''

თვალები დავხუჭე და ჰარის სურნელი შევიგრძენი. ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გული. ხელები მაღლა ავწიე რომ მისთვის მომეხვია. თითქოს სხეული მეუბნებოდა რომ ხელები შემომეხვია მისთვის და მთელი ძალით მომეზიდა ჩემსკენ ტვინი კი მაფრთხილებდა რომ ეს არ გამებედა.

''რა ხდება?'' დედაჩემის მკაცრი ხმა ექოდ გაისმა მისაღებ ოთახში. ჰარი სწრაფად მომშორდა და ისევ სავარძელში ჩაჯდა,

სახე ამიხურდა და ნელა გავახილე თვალები. სანათის სიკაშკაშემ წამით დამაბრმავა. ინსტიქტურად ჰარისკენ გავიხედე. მისი სახეც ჩემსავით წითელი იყო. შემდეგ დედაჩემისკენ გავიხედე. კართან იდგა, ხელები კი ბარძაყებზე ჰქონდა შემოდებული.

''ამ, ეს ის არ არის რასაც შენ ფიქრობ დედა.'' სწრაფად ვანიშნე.

დედაჩემი ფეხს იატაკზე აბაკუნებდა თან ხან მე და ხან ჰარის უყურებდა.

''ჩემი ბრალი იყო მისის დაუსონ.'' ამოიბურტყუნა ჰარიმ ''ჯობს წავიდე.''

''ასე ჯობია.'' გაღიზიანებულმა უპასუხა.

ჰარი სწრაფად წამოდგა.გამიღიმა და ოთახიდან გავიდა. როდესაც კარის დაკეტვის და გაღების ხმა გავიგეთ დედაჩემმაც შემომიტია.
''ეს ბიჭი ჯერ მხოლოდ ახლა გაიცანი და რას ვხედავ. სრულიად ბნეულ ოთახში შენს ზემოდანაა მოქცეული და ღმერთმა იცის რას აკეთებდით!'' მკაცრი ტონით მითხრა და ოთახში შემოვიდა, ჩემს წინ ჩამოდგა და ზევიდან დამყურებდა.

''ეს ის არ არის რასაც შენ ფიქრობ დედა!'' ვანიშნე. მეც წამოვდექი და თვალი თვალში გავუყარე.

დედაჩემი მხოლოდ რამოდენიმე ინჩით იყო ჩემზე მაღალი. ზემოდან დამყურებდა და მკაცრი მზერით მწვავდა.

''მაშ რა იყო?'' მკაცრად მკითხა. ''უბრალოდ საიდუმლოს გებნებოდა მე კი ცუდ დროს შემოვედი არა?''

''ზუსტადაც!'' ვანიშნე და ხელები უმისამართოდ ავისროლე მაღლა.

ცინიკურად ჩაიცინა, ზური მაქცია და ოთახში ბოლთის ცემა დაიწყო. ეს დედაჩემის ჩვევა იყო. ადრეც როდესაც დედა და მამა ჩხუბობდნენ ყოლვეთვის ასე იქცეოდა. მხოლოდ ასე აკონტროლებდა თავს რომ რაიმე სისულელე არ ეთქვა რასაც მერე ინანებდა.

''შენ რა სულელი გგონივარ?'' სარკასტულად მკითხა ''გგონია არ ვიცი სკოლის სტუდენტები როგორები არიან?'' მკითხა და თვალები მე მომაბყრო. ''ოდესღაც მეც დავდიოდი სკოლაში.'' ჩქარა დაიწყო.'' ვიცი რაცაა გინდოდეს 'ცუდ ბიჭს' მოეწონო, რომელსაც ხელზე ტატუები აქვს და სკოლაში ცუდი გავლენა აქვს.''

თვალები გადავატრიალე.

''და ეს ბიჭი.'' წამით გაჩუმდა და ხელით კარისკენ მანიშნა რომლიდანაც რამოდენიმე წუთის წინ ჰარი გავიდა. ''ხიფათის მეტს არაფერს მოგიტანს.''

თითქოს მუცელში რაღაც ჩამეწვა. აშკარაა რომ ჰარი სტაილსი ყველასთან ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებდა. ჯერ დირექტორი, შემდეგ ის მასწავლებელი ახლა დედაჩემიც კი. არავის მოსწონდა ჰარი და მისი ქცევები.

''აღარ მინდა რომ ამ ბიჭმა ჩემს სახლში ფეხი შემოდგას.'' დაისისინა და მკაცრი მზერა მომაბყრო.

თავი დავუქნიე და ჩემი მაისურის ბოლოები მაგრად ჩავბღუჯე ხელში.

''და არ მინდა რომ მისი მეგობარი იყო.''

მთელი ძალებით ვეცადე წყენა დამეფარა. დედაჩემს სიბრაზისგან სახე გასწითლებოდა და ყბა დაეჭიმა. ასეთი გაბრაზებული მას შემდეგ არ მინახავს რაც მამამ ღამღამობით ''პოკერის სათამაშოდ'' დაიწყო სიარული ''მეგობრებთან.''

''არ იდარდო.'' ვანიშნე. ''არ ვაპირებ მასთან დამეგობრებას.''
10თავი
ჩემს კარადაზე დამაგრებულ საკეტზე ნელა ვატრიალებდი თითებს და კოდს ვკრიფავდი, 13-24-6. კორიდორი უკვე სტუდენტებით ივსებოდა. ოთხშაბათი იყო, სკოლის დაწყების პირველი კვირის მესამე დღე.

როგორც ყოველთვის გოგონები საკეტებთან შეჯგუფებულიყვნენ და რაღაცეებს განიხილავდნენ. ჩემი გადმოსვლა სკოლაში უკვე მივიწყებული ამბავიც კი იყო. ისეთი საჭორაო მასალები გამოჩნდა რომ სკოლაში ახლად გადმოსული მუნჯი გოგონა არავის აინტერესებდა და ეს მომწონდა.

კარადა გამოვაღე და პირველი გაკვეთილისთვის განკუთვნილი წიგნი გამოვიღე.

''ჰეი შენ.'' დაიძახა სუფთა, წკრიალა ხმამ ჩემი მიმართულებით.

ნელა მივატრიალე თავი და ქერა გოგონა დავინახე რომელიც ჩემსკენ მოდიოდა. ეს ის გოგო იყო ინგლისურის გაკვეთილზე რომ მიბღვერდა. თვალების გარშემო შავი ლაინერი ჰქონდა წასმული, შავ ფონზე მისი კამკამა ლურჯი თვალები უფრო კარგად ჩანდა. ლურჯი კაბა ეცვა. ამ გოგოში ყველაფერი თითქოს უნაკლო იყო. როგორ დადიოდა, როგორ გამართულად დაატარებდა მხრებს სიარულის დროს, როგორ ლამაზად ჰქონდა ქერა თმა გადაყრილი მხრებზე, მისი ტანი.. ამ გოგოში ყველაფერი უნაკლო იყო.

ნერვიულად მოვიკვნიტე ტუჩი როდესაც მომიახლოვდა.
'' გამარჯობა.'' შესძახა და ერთ-ერთ კარადას მიეყრდნო.''მე ლინდსი მქვია.''
სუსტად გავუღიმე და ხელი მსუბუქად დავუქნიე გამარჯობა-მეთქი.
'' შენ და ჰარი დაგინახეთ გუშინ, შენს მანქანასთან. გავიგე რომ შენს სახლშიც ყოფილა მოსული.''

დაბნეულმა ავზიდე წარბები მაღლა და თავი გვერდით გადავხარე.
''პატარა ქალაქში დედამიწა უფრო ჩქარა მოძრაობს, ჩვენ ყველაფერი ვიცით ვივ.'' გაიცინა.'' შეიძლება ეს დაგიძახო? ვივი? ეს უფრო იოლია სათქმელად ვიდრე შენი ენის მოსატეხი სახელი!''

ხუმრობით გამკრა ხელი მკლავზე თითქოს საუკეთესო მეგობრები ვყოფილიყავით. სახეზე ყალბი ღიმილი ავიკარი.

''ხოო.. ვიცი რომ მუნჯი ხარ და ვერ ლაპარაკობ. ამიტომ მე ვილაპარაკებ და შენ მომისმინე, კარგი?'' ხმამაღლა ლაპარაკობდა რათა კორიდორებში მოსიარულე და მოლაყბე სტუდენტების ხმა გადაეფარა. ''ჰარი სუფთა იდიოტია.''

ტუჩები მოვკუმე და ჩემს კარადას მივეყრდენი, ამით ვანიშნე რომ საუბარი გაეგრძელებინა. ლინდსიმ გაიღიმა და ლაყბობა განაგრძო. კარადას მოშორდა, ხელი ჩამჭიდა და კორიდორში სიარული დაიწყო. მეც ნელა მივყებოდი.

მინდოდა გამეგო რისი თქმა უნდოდა ჰარიზე. აშკარაა რომ სკოლაში იმ დროს გადმოვიდა როდესაც ჰარიც ახალი იყო. ასე რომ გამოდის რომ მან უფრო მეტი იცის ჰარის წარსულზე ვიდრე მე.

''პირველი; სკოლაში ყველაზე დიდი მოთამაშეა.'' გაჩერდა და მე შემომხედა. სახეზე სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა. ''და დამიჯერე. მე მაგ მოთამაშეებს ვხვდებოდი.''

ლინდსი ჰარის ხვდებოდა? წამით გავჩერდი და ჰარის სახელი ხელით ვანიშნე. პირი გაეღო და თავი ცოტათი გვერდით გადახარა.

''იმას მეკითხები ჰარის თუ ვხვდებოდი?'' მკითხა რამოდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ.

თავი დავუქნიე და მის პასუხს დაველოდი.

''ოჰ ღმერთო ჩემო არა,'' გაიცინა და კორიდორში სიარული განაგრძო.'' მე ჩ ე მ ი სტანდარტები მაქვს ვივ.''

გავიღიმა და თავი გავაქნიე.

თავი ჩემსკენ მოატრიალა და ლაყბობა განაგრძო.
''მაგრამ ვიცი მაგისნაირი ტიპები როგორები არიან. ჰარი ბნელი და იდუმალებით სავსეა. სულელურ ზედმეტსახელებს გეძახის რომ მოგხიბლოს, თითზე დაგიხვიოს, საშინელებები გაგიკეთოს და შემდეგ ისე მიგაგდოს თითქოს არაფერს წარმოადგენდე.''

მისმა სიტყვებმა გულში რაღაც ჩამწყვიტეს. ბნელი, იდუმალებით მოცული ბიჭი რომელიც კლასის ბოლოში ზის. ზედმეტ სახელები, ისეთები როგორებიცაა 'პრინცესა' და 'ძვირფასო.'

ლინდსიმ მანამ განაგრძო ლაპარაკი სანამ თავის განთავისუფლებას მოვასწრებდი.
''ის უბრალოდ ერთ-ერთი ცუდი ბიჭია, რომელიც არც სვავს, არც ეწევა და არც არაფერს აკეთებს სხვას გარდა სტუდენტების გამწარებისა. სხეული უაზრო (მაგრამ სექსუალური) ტატუებით აქვს დაფარული.''

ჰარის სურათი თითქოს ახლა უფრო ნათლად დამიდგა თვალწინ. ჰარი ერთ-ერთი რიგითი მოთამაშე იყო, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ რომ როგორმე გოგონებს ფეხებს შუა მოექცნენ.
''რომელ სკოლაშიც კი იყო ყველადან გამოაგდეს.'' გაიცინა.

ხელი მკლავზე მოვკიდე და მუსბუქად მოვქაჩე რომ მისი ყურადღბა მიმებყრო. პირი მოკუმა და ჩემსკენ გამოიხედა. ტელეფონი ამოვიღე და კლავიატურაზე წერა დავიწყე.

ტელეფონი მისკენ შევაბრუნე რომ წაეკითხა.

''რატომ აგდებდნენ?'' ხმამაღლა წაიკითხა.

''ერთი წუთით.''
წამით გაჩუმდა, ტელეფონი გამომართვა და მის უკან შემოკრებილ გოგონეს აჩვენა.

რამოდენიმე წამის შემდეგ ლინდსი მე მომიბრუნდა, სახეზე თიმილი ჰქონდა აკრული.

''ბოდიში ვივ, ჩემს მეგობრებს უბრალოდ აინტერესებდათ რა ხდებოდა.''
გაიღიმა და სვლა განაგრძო. ''მაგრამ მოდი ჰარის დავუბრუნდეთ.''

ლინდსიმ ღრმად ამოისუნთქა და ლაპარაკი განაგრძო.
''მასწავლებლებისგან შენიშვნებს იღებდა, ბიჭებთან გამუდმებული ჩხუბი ჰქონდა. მასწავლებელთანაც კი იჩხუბა ერთხელ. ხშირად აცდენდა სკოლას. ალბათ 1 თვეში 1 კვირას თუ ივლიდა. ამიტომ დირექტორმაც მეტი აღარ მოითმინა და თურმე გამოაგდო.''

ისევ ავკრიფე ტელეფონზე ტექსტი და ლინდსის ვანახე.

''ამდენს რატომ აცდენდა?'' ხმამაღლა წაიკითხა მაგრამ მხოლოდ ისე რომ მის გარდა ვერავის გაეგო.
''ზოგი რას ამბობს ზოგი რას. ზოგი ამბობს რომ უბრალოდ არ დადიოდა. ზოგი იმას ამბობს რომ ბავშვებს უვლიდა მანამ სანამ დედამისი ციხეში იყო. ზოგი რას და ზოგი რას. სიმართლეს ვერ გაიგებ.''

ლინდსის შევხედე და სკეპტიკური მზერა ვესროლე.
ხელები მაღლა ასწია თავის გასამართლებლად.
''მე მხოლოდ იმას ვამბობ რაც გავიგე.''

სვლა შევანელეთ. ლინდსი ჩემს წინ დადგა და მომიბრუნდა. მისი ქერა თმა უკან გადაჰყროდა და მხრებს აღარ უმშვენებდა.

''ეს ჩემი კლასია.'' იმ კარისკენ მანიშნა რომლის გვერდითაც ვიდექით. ''მაგრამ იმედი მაქვს მიხვდი რომ ჰარი სტაილსი ცუდი ტიპია და მასთან ურთიერთობის გაბმა არ ღირს.''

თავი დავუქნიე. ლინდსიმ გაიცინა და კლასში შევიდა. ღრმად ამოვისუნთქე და იმის გაანალიზება დავიწყე რაც ლინდსიმ მითხრა. ყველა, ყველა ცუდს მეუბნება ჰარიზე. სულ ყველა. ეს უკვე აუტანელიც კია.

არ აქვს მნიშნვნელობა რა თქვა დედაჩემმა, რა თქვა დირექტორმა ან თუნდაც ლინდსიმ, ჰარისთან ურთიერთობა ნებით თუ ძალით მაინც მექნება. მაგრამ რაც ლინდსიმ.. მისი სიტყვებით აღწერილი ჰარი საშინელი, სასტიკი და ეგოისტი ტიპია.

მოთამაშეა.

უზრდელია.

მატყუარაა.

და ყველაზე მთავარი.

იდუმალია.

ლინდსის კლასს ზურგი ვაქციე და გეზი ჩემი კლასისკენ ავიღე მაგრამ ლინდისის ხმამ შემაჩერა.

''ჰეი ვივ!'' შევბრუნდი.

''შეგიძლია ლანჩზე ჩვენთან დაჯდე.დაგინახე წინაზე ჰარისთან ერთად იჯექი. ჯობს მასთან აღარ დაჯდე თუ არ გინდა რომ სკოლაში ცუდი რეპუტაცია გქონდეს.''

თავი დავუქნიე და ისევ გავუღიმე.

ზურგი ვაქციე და ჩემი კლასისკენ წავედი. სტუდენტები ისევ ჭიანჭველებივით ირეოდნენ კორიდორებში.

შესაძლოა ლინდსი ისეთი ცუდიც არ არის როგორსაც ვფიქრობდი.
11 თავი
დღემ უღიმღამოდ ჩაიარა. ლანჩზე ლინდსისთან ერთად ვიჯექი. მისი მეგობრებიც მასსავით მოლაყბეები არიან.

ჩემს კარადასთან მივედი რომ წიგნები გამომეღო და სახლში წავსულიყავი. გუშინდელის შემდეგ სახლში მისვლა არ მინდოდა მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.

გუშინდელის გამო მთელი დილა თავს ვარიდებდი, შემდეგ კი ტელეფონზე ლაპარაკი რომ დაიწყო ჩუმად გამოვედი სახლიდან. ალბათ ახლა სახლშია და მე მელოდება.

კარადიდან წიგნების გამოღება დავიწყე.

''მასწავლებლებს ვთხოვთ გამოცხადდნენ სააქტო დარბაზში.'' გაისმა ხმა დინამიკებიდან რომელიც კორიდორის ყოველ კუთხეში მაღლა იყო დამონტაჟებული.

კორიდორში მასწავლებლები მიმოდიოდნენ, ზოგი მემშვიდობებოდა ზოგი კი უბრალოდ მაიგნორებდა.

წამის შემდეგ კორიდორში მასწავლებლები აღარ ჩანდნენ. სტუდენტებიც გადიოდნენ და კორიდორში სიჩუმე ჩამოწვა. ზურგჩანთაში წიგნების ჩალაგება დავიწყე.
''შეხედე აქ ვინ გვყავს ლოგან.'' მომესმა ბოხი ხმა.

''ეს ჟენევიევაა.'' მომესმა მეორე პირველისგან სრულიად განსხვავებული ხმა.

სახეზე ფერი წამივიდა და სუნთქვა გამიხშირდა. ვცდილობდი ყურადღება წიგნებზე გადამეტანა მაგრამ ამაოდ. კარადა დავხურე და ჩანთა ზურგზე მოვიგდე. მინდოდა აქედან გავმქრალიყავი.

ვიგრძენი როგორ მომეხვია მხრებზე დიდი ხელები.

ნერწყვი გადავყლაპე და უკან შევბრუნდი. წამსვე ბიჭის სახეს შევეჩეხე. ქერა თმა და ლურჯი თვალები ჰქონდა. თმა ულამაზოდ გადასჩეჩვოდა აქეთ-იქით. ზღვასავით ლურჯი თვალებით მე მაკვირდებოდა.

მზერა ავარიდე და იატაკს დავაშტერდი.

''ჰეი, ვივ.'' დაიხარა და ყურში ჩამჩურჩულა.

მისი ცხელი სუნთქვა ყურზე მომელამუნა და უსიამოვნო შეგრძნება გამიჩინა. ხელები მხრებზე მომიჭირა. ლოგანი ჩემს გვერდით იდგა, ხელები მკერდზე ჰქონდა მიბჯენილი და ერთ-ერთ კარადას მიჰყრდნობოდა.

ვერ ვინძრეოდი, თითქოს მთელი სხეული გამეყინა. აქედან უნდა გავქცეულიყავი. არავინ იყო ვინც დამეხმარებოდა. სტუდენტები უკვე სახლებში იყვნენ წასულები მასწავლებლები კი შეხვედრაზე. ჩემი თავის იმედზე ვიყავი.

თავი ნელა ავწიე და ქერათმიან ბიჭს თვალებში შევხედე. მის ხელებში ფართხალი დავიწყე რომ როგორმე ხელები მოეშორებინა.

''ოჰ, გაჩერდი.'' ჩაიცინა და ხელი მხრებიდან მომაშორა. მიმატრიალა, ისე რომ მისგან ზურგშექცევით ვმდგარიყავი. ხელები მაჯებში ჩამავლო და ორივე ერთად ჩემს ზურგს მიმაბჯენინა.

''ეს ძალიან ჭირვეულია. არა რაიან?'' თქვა ლოგანმა და ჩემს წინ დადგა.

სახე რამოდენიმე ინჩის დაშორებით ჰქონდა ჩემგან მაგრამ მე სახე გვერდით მქონდა მიბრუნებული. ლოგანმა ხელი ნიკაპზე მომკიდა და სახე მისკენ მიმაბრუნებინა. მუქი ყავისფერი თვალები და წაბლისფერი თმა ჰქონდა.

''ძალიან ლამაზი გოგო ხარ.'' დაიჩურჩულა და მომიახლოვდა. მისი ტუჩები უკვე ჩემსას ეხახუნებოდა. ''და მიამიტი.''
რაიანს ხელები გააშვებინა მაგრამ ახლა თვითონ დამიჭირა.

ვიგრძენი როგორ ამევსო თვალები ცრემლებით მაგრამ თავს ძალა დავატანე და უკან 'შევაბრუნე'.

რაიანმა სახეზე ხელი მომკიდა, ზუსტად ისე როგორც რამოდენიმე წამის წინ ლოგანმა. ყბა დამეჭიმა როდესაც პირველმა ცრემლმა ჯებირი გადმოარღვია და ლოყაზე ჩამოსრიალდა.

რაიანმა სახე ახლოს მოსწია, მის ცხელ სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი. არყის სუნად ყარდა.
ხელი ნიკაპზე მაგრად მომკიდა და მისი ტუჩები ჩემსას შეახო. უხეშად მოძრაობდნენ მისი ტუჩები ჩემსაზე. ვცდილობდი პირი არ გამეღო მაგრამ ამაოდ. ვცდილობდი მისგან თავი გამენთავისუფლებინა მაგრამ ორივეს მაგრად ვეჭირე და ადგილიდან ვერცკი დავიძარი.
''მოშორდით მას!'' დაიყვირა სხვა ძალიან ნაცნობმა ხმამ.

რაიანი წამში მომშორდა. ჰარის მისთვის კისერში წაევლო ხელი და ჩემგან მოშორებით მიეგდო იატაკზე. ლოგანმა ხელები შემიშვა რომ რაიანს დახმარებოდა.

აზრზე ჯერ კიდევ ვერ მოვდიოდი ვერ ვარჩევდი ვინ ვინ იყო. მაღალმა ფიგურამ რომელმაც მე გადამარჩინა რაიანს ყბაში მუშტი უთავაზა. მანამ სანამ ლოგანი მასთან მივიდოდა მივხვდი ვინც გადამარჩინა. ხუჭუჭა თმა სახეზე გადმოჰყროდა. გაშეშებული ვიდექი, ვერ ვინძრეოდი, არვიცოდი რა გამეკეთებინა. ლოგანმა ჰარის ყბაში მუშტი უთავაზა. ჩემს მაჯას დავხედე და დავინახე რომ იმ ადგილას სადაც ლოგანს ხელები ჰქონდა მოკიდებული მოიასამნისფერო ჩალურჯებები მქონდა. მესმოდა როგორ ჩხუბობდნენ ჰარი და ლოგანი, - მათი ხმა ალბათ მთელს სკოლაშიც კი ისმოდა - მაგრამ შეხედვას ვერ ვბედავდი.

ხელები სახეზე ავიფარე და ცრემლებს უფლება მივეცი გადმოსულიყვნენ. სხეული მიკანკალებდა და ცივ იატაკზე ჩავიმუხლე. თვალები ნელა გავაპარე მათკენ და დავინახე რომ ორივე, ლოგანიც და რაიანის ჰარის წინ იდგნენ. ჰარის ლოყიდან სისხლი მოსდიოდა ყბა კი დალურჯებოდა. ხელები მომუშტული ჰქონდა.

ისე თითქოს არაფერი მომხდარაო ჩხუბი გააგრძელეს. ჰარიმ ლოგანს დაარტყა მუშტი, ლოგანი კი იატაკზე გაიშხალრთა. ცხვირიდან სისხლი სდიოდა. ორივე თვალი ჩალურჯებოდა და ტუჩი გახეთქილი ჰქონდა.

რაიანი ჰარის მივარდა და მაგრად ჩაარტყა მუშტი მუცელში. ჰარი ტკივილისგნა დაიმანჭა. რაიანმა დრო იხელთა და სახეში მუშტი უთავაზა.

ფეხზე წამოვდექი, თითქოს მათი აღარ მეშინოდა. ვერ დავუშვებდი იმას რომ ჰარი ჩემს გამო ასეთ მდგომარეობაში ყოფილიყავი. რაიანს ხელი მხარზე დავადე, მობრუნდა თუარა სახეში მუშტი ვუთავაზე. ხელი მეტკინა მაგრამ დავაიგნორე.

''შე პატარა..'' დაიღრინა და მე მომიბრუნდა. არც ის იყო ჰარიზე და ლოგანზე ნაკლებ დღეში. თვალი ჰარისკენ გავაპარე რომელიც ფეხზე დგებოდა. ნელა დავიწყე უკან სვლა რომ რაიანს მოვშორებოდი, იმედი მქონდა ჰარი დროზე მოვიდოდა და რაიანს მომაშორებდა მანამ სანამ კიდევ მომიწევდა მისთვის მუშტის დარტყმა.

ჰარიმ რაიანს ხელი მხარზე დაადო და მისკენ მიაბრუნა. შემდეგ კი მაგრად გაარტყა სახეში. რაიანი ინერციით დაბლა დაეცა და თავი დაარტყა. ლოგანი ნელა წამოდგა ფეხზე და რაიანს გაჰხედა.

ჰარიმ ზურგი მაქცია და მზერა მათს მიაბყრო.

''თუ კიდევ ერთხელ მიუახლოვდებით მას,'' ღრმად ამოისუნთქა. ''იმაზე უარსად გახდებით ვიდრე ახლა ხართ.''

რაიანი და ლოგანი წამოდგნენ და კორიდორიდან გაუჩინარდნენ. გაშეშებული ვიდექი ერთ ადგილზე. დამთავრდა. ისევ კანკალი ამივარდა, ნაცნობმა შიშის გრძნობამ ისევ მოიცვა ჩემი სხეული. თვალებიდან ცრემლები წამსკდა. ხელები მაგრად შემოვიჭდე სხეულის გარშემო და მუხლებში სისუსტე ვიგრძენი.

''დაგიჭირე.'' სწრაფად მომხვია ხელები და დადგომაში მომეხმარა.

სახე მის მაისურში ჩავრგე და ავტრიდი. მჭიდროდ მომხვია ხელები და ახლოს მიმიზიდა. ხელებს თბილად მისმევდა ზურგზე რომ დავემშვიდებინა.

''ყველაფერი კარგადაა.'' დაიჩურჩულა.''აქ აღარ არიან.''

რამოდენიმე ხნის შემდეგ ჰარიმ ხელები მომაშორა და თითი ნიკაპზე ნაზად მომკიდა და თავი მაღლა ამაწევინა. სახე დასისხლიანებული და დალურჯებული ჰქონდა. ტუჩის კუთხიდან სისხლი სდიოდა, თვალთან კი მუქი ჩალურჯება ჰქონდა.

''სახლში წაგიყვან.'' სუსტი ხმით მითხრა.

თავი დავუქნიე და ცოტათი მოვშორდი. სკოლიდან როდესაც გავედით ჰარის ისევ ჰქონდა ხელი ჩემს გარშემო შემოხვეული. სადგომი უკვე თითქმის დაცლილი იყო. მხოლოდ რამოდენიმე მანქანა იდგა. ცივი ჰაერი კანზე მეტაკა და გამაკანკალა. უფრო მაგრად მომხვია ჰარიმ ხელი.

''სახლში მე წაგიყვან.'' მითხრა როდესაც მის მანქანას მივუახლოვდით.'' ამ მდგომარეობაში მანქანს ვერ მართავ.''

მას ავხედე და ხელები მაღლა ავწიე რომ გამეპროტესტებინა მისი ნათქვამი მაგრამ ამაოდ. ჰარიმ თავი დამიქნია და მგზავრის მხარეს კარი გამომიღო. შიგნით ჩაჯდომაში მომეხმარა. კარი დახურა და მანქანას მოუარა. რამოდენიმე წამში კი მძღოლის ადგილი დაიკავა.
12 თავი
ჰარიმ თავი დამიქნია და მგზავრის მხარეს კარი გამომიღო. შიგნით ჩაჯდომაში მომეხმარა. კარი დახურა და მანქანას მოუარა. რამოდენიმე წამში კი მძღოლის ადგილი დაიკავა. მანქანის სალონს თვალი მოვავლე და უკანა სავარძელზე სათამაშო რაკეტა შევნიშე.

''ეს ჩემი ძმისაა.'' ჩუმად თქვა ჰარიმ.

ჰარისკენ გადავიწიე და შუბლიდან სისხლი მოვწმინდე.

''კარგად ვარ.'' თბილად გამიღიმა.

თავი დავაქნიე და ზურგჩანთა მუხლებზე დავიდე. პატარა ჯიბე გავხსენი და სუფთა ცხვირსახოცი ამოვიღე. ისევ ჰარისკენ გადავიწიე და ნელა დავუწყე სახიდან სისხლის მოწმენდა. ჰარი ჩუმად იჯდა, თვალები დახუჭული ჰქონდა და ხელს არ მიშლიდა.

ცხვირსახოცი მის სახეს მოვაშორე და მუხლებზე დავიდე, წამში გაახილა თვალები. ხელები მაღლა ავწიე და ვანიშნე.

''დიდი მადლობა ჰარი.''

ჰარიმ გამიღიმა მაგრამ არ უპასუხია. მანქანა დაძრა და გზაზე გავიდა. თავი სავარძლის საზურგეს მივადე და თაველები დავხუჭე.

''მოვედით.'' მითხრა ჰარიმ ცოტახნის შემდეგ.

თვალები გავახილე და ფანჯრიდან ჩემი სახლი დავინახე. დედაჩემი ალბათ გაგიჟდება ასეთ მდგომარეობაში რომ მნახავს, თანაც უმანქანოდ. ჰარის კიდევ ერთხელ ვანიშნე გმადლობ მეთქი და მანქანიდან გადასვლა დავაპირე.

''ჟენევიევა მოიცა,'' ხელი მხარზე დამადო.

მისი შეხების დროს ტანში უცნაურმა ჟრუანტელმა დამიარა. კანზე ისევ ვგრძნობ რაიანისა და ლოგანის უხეშ შეხებებს, მაგრამ როდესაც ჰარი შემეხო თითქოს ის ტკივილი რომელიც დალურჯებულ ადგილებში მქონდა გაქრა.

''ჟენევიევა,'' ჰარიმ ღრმად ამოისუნთქა. ''იმ ბიჭებზე ნუღარ იდარდებ, მე ყოველთვის აქ ვიქნები და დაგიცავ. აღარ ინერვიულო კარგი? თითსაც ვეღარავინ დაგაკარებს. თუ გინდა ჩემთან ნუ იმეგობრებ, ნურც დამეკონტაქტები, არაფერს გეტყვი. უბრალოდ მინდა იცოდე რომ უსაფრთხოდ ხარ კარგი?''

ყელში ბურთი გამეჩხირა. ამის მიუხედავად თავი დავუქნიე და გავუღიმე. კარი გავაღე, გადავედი და ზურგსუკან მივხურე.

''ოჰ, და ჟენევიევა.'' ჰარიმ მანქანა ჩასწია რომ უფრო კარგად გამეგონა მისი. ''ხვალ დილით გამოგივლი.''

თავი დავუქნიე და გეზი კარისკენ ავიღე. უკან მოვბრუნდი და დავინახე როგორ გაუჩინარდა ჰარის მანქანა ქუჩის მოსახვევში. ამ ბიჭში რაღაც სხვცანაირი იყო.

ხელი კარის სახელურს ჩავავლე და ნელა შევაღე. მაჯაში საშინელი ტკივილი ვიგრძენი და თითები დალურჯებულ ადგილას მოვისვი.

''ჟენე?!'' დედაჩემის გააფთრებული ხმა მომესმა. თავი სამზარეულოდან გამოყო და როგორცკი დამინახა დამშვიდდა. ''ასე რატომ დაგაგვიანდა?''

დედაჩემმა ამათვალიერ-ჩამათვალიერა. ჩემს თითებს დავხედე და დავინახე რომ ჰარის სისხლი მქონდა შემხმარი. ნიკაპზეც პატარა უმნიშვნელო ჭრილობა მქონდა და მაჯები დალურჯებული მქონდა.

''ო ღმერთო! რა მოხდა?'' წამოიკივლა და ჩემსკენ გამოქანდა.

ხელები მხრებზე დავადე და თვალებში შევხედე რომ დამშვიდებულიყო.

''ვიღაც ბიჭებს ჩემზე ძალის ხმარება უნდოდათ თუმცა ჰარიმ გადამარჩინა. სახე დასისხლიანებული ჰქონდა და გაწმენდაში ვეხმარებოდი.'' ვანიშნე.

დედაჩემმა ბოლთის ცემა დაიწყო.

''ჰარი აქ რატომ იყო?'' უხეშად მკითხა.''ჰარია მიზეზი ასეთ დღეში რომ ხარ. გითხარი რომ მისთვის თავი აგერიდებინა.''

სხეული დამეჭიმა. დედაჩემმა ჰარიზე არაფერი იცოდა.
ხელები მაღლა ავწიე და ვუპასუხე.
''დედა, შენ არანაირი მიზეზი არ გაქვს იმისა რომ ჰარი დაადანაშაულო. კორიდორში მარტო ვიყავი და ის ორი ბიჭი გადამეკიდა, ერთ-ერთმა დამიჭირა.აი ამიტომ მაქვს ხელები დალურჯებული. იღბლიანი აღმოვჩნდი რომ ჰარი გამოჩნდა!''

რათქმაუნდა რაღაც დეტალები გამვოტოვე. არმინდოდა უფრო აღელვებულიყო. წამით გაჩერდა და თვალებში ჩამაშტერდა.

''ჯობია სიმართლეს მეუბნებოდე ჟენე.'' დაისისინა.

ყბა დამეჭიმა. წარბები მაღლა ავწიე და თავი ცოტათი გვერდით გადავხარე. რამოდენიმე ნაბიჯი ჩემსკენ გადმოდგა. თითები შემახო. ცივი თითები ჰქონდა, უკანკალებდა. ერთი ხელით ჩემი მაჯა ნელა მოიქცია მის მარწუხებში და ნელა, ძალიან ნელა გადაატარა თითები დალურჯებებს. მისი მწვანე თვალები ჩემს ხელებზე იყო კონცენტრირებული, მზერას მარიდებდა. დავინახე როგორ ჩამოუგორდა ცრემლი ლოყაზე.

''ძვირფასო, დირექტორს უნდა შევატყობინოთ.''

ნელა გამოვაცურე ჩემი ხელები დედაჩემის მარწუხებიდან და ვანიშნე.

''არავის არაფერს არ ვეტყვით.''

დედამ ამოიოხრა და უკან დაიწია.

''რატომ არ მაძლევ უფლებას გავაკეთო ის რასაც ნორმალური მშობელი გააკეთებდა?''

ზურგჩანთა მხრიდან მოვიხსენი და დედაჩემს ვანიშნე.

''იმიტომ რომ უნდათ იმაზე განსხვავებული გამომაჩინონ ვიდრე ვარ.''

დედაჩემმა ამოიგმინა და ხელები გვერდებზე შემოიწყო.

''ძვირფასო, შენ განსხვავებული არ ხარ!''

პირი გავაღე და თვალები გადავატრიალე.

''მოკეტე. მოკეტე!'' თითები დაჭიმული მქონდა. ''ნუღარ მეუბნები იმას რომ სხვანაირი არ ვარ!''

სიბრაზისგან მთელი სხეული მიკანკალებდა. გაბედა ჰარი დაედანაშაულებინა, ერთადერთი ადამიანი ვინც ჩემი 'მეგობარი' იყო. ხელები მოვმუშტე, წამში ტკივილი ვიგრძენი მაჯაში მაგრამ დავაიგნორე.

ხელები კიდევ ერთხელ ავწიე მაღლა და ვანიშნე.

''მე მუნჯუ ვარ დედა. განსხვავებული ვარ, არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ მეტყვი რომ არ ვარ. იმიტომ რომ ვარ. ყოველთვის განსხვავებული ვიქნები. მე ამას უკვე შევეგუე, შენ რატომ ვერ ეგუები?!''

დედაჩემის პასუხს არ დავლოდებივარ. გვერდი ავუარე და კიბეებზე ავირბინე. ჩემს ოთახში შევედი და ჩემს უკან მაგრად მივაჯახუნე კარი.

ჩემს საწოლზე გადავეშვი და მუსიკა ჩავრთე.

'' I don't wanna be left behind. Distance was a friend of mine. Catching breath in a web of lies. I've spent most of my life. Riding waves, playng acrobat. Shadowboxing the other half. Learning how to react. I've spent most of my time. ''

თვალები დავხუჭე და თავი ბალიშზე დავდე. თითებს მელოდიას ვაყოლებდი.

ნელა გავახილე თვალები და თითებზე შემხმარი სისხლი დავინახე. ჰარის სისხლი. სისხლი უცნაური ფერისაა. მტკიცე, წმინდა ფერისაა. ერთი შეხედვით ვერცკი მიხვდები როგორ შეიძლება ამ ერთმა უბრალო ფერმა რამხელა ტკივილი შეიძლება დატოვოს სხეულზე. ნელა გადავგორდი საწოლიდან და სააბაზანოში შევედი.

წყალი მოვუშვი და ნიჟარაში თითები ჩავიბანე. როცა უკვე მთლიანად გავიწმინდე თითები წყალი დავკეტე და ხელები გავიწმინდე.

მაღლა ავიხედე და ჩემი სახე და სხეული შევათვალიერე.
თვალები სარკეს მოვაშორე და სააბაზანოდან გამოვედი. დედაჩემი მისაღებ ოთახში მაგიდასტან იჯდა და ყავას სვავდა.
უცებ ლინდსის სიტყვები გამახსენდა. ჰარის დღევანდელმა საქციელმა ლინდსის სიტყვები სულ გადამავიწყა. რატომ ვენდო ლინდსის? მეთვითონ გადავამოწმებ ყველაფერს. ჩემს ოთახში დავბრუნდი და ლეპტოპი მაგიდიდან ავიღე. კომფორტულად მოვთავსდი საწოლზე და ლეპტოპი მუხლებზე დავიდე.

ტუჩი მოვიკვნიტე და ეკრანს შევხედე. კურსორი ინტერნეტის ბრაუზერთან მივიტანე რამოდენიმე წამში კი ეკრანზე Google- გადაიშალა.

მზე ნელა ჩადიოდა და ოთახში ნარინჯისფერი და ვარდისდერი შუქი შემოიჭრა.

ღრმად ამოვისუნთქე და თითები კლავიატურაზე დავაკაპუნე.

Harry Styles

ვიცოდი რომ მისი წარსულის მოძებნა ინტერნეტით სულელურიც იყო და ძნელიც მაგრამ მაინც ვეძებდი. Search-ს მივეცი და ღრმად ამოვისუნთქე. რამოდენიმე წამში გვერდი ჩაიტვირთა და სხვადასხვა საიტები ამომიგდო. ვცდილობდი ყველა მათგანისთვის თვალი გადამევლო და არცერთი არ გამომრჩენოდა.

Local boy gets arrested for drug and violence charges.

ადგილზე მივიყინე როგორცკი ეს სიტყვები წავიკითხე. კურსორი მბულთან მივიტანე და ბმულზე გადავედი. პატარა ბიჭის სურათი სულ თავში იყო მიმაგრებული. ბიჭს ხუჭუჭა თმა და მწვანე თვალები ჰქონდა. სახის ნაწილი ჩალურჯებული ჰქონდა და ტუჩი გახეთქილი. ფოტოს დაბლა ეწერა.

ჰარი სტაილსი. 14 წლის.

ღრმად ამოვისუნთქე და სტატიის კითხვა დავიწყე. ტექსტის კითხვის დროს სხეულში უცნაური გრძნობა მიჩნდებოდა.

ჰარი დაკავებული იყო ნარკოტიკის გადაზიდვაში. ჰარიმ 2 წელი და 9 თვე გაატარა არასრულწლოვანთა გამოსასწორებელ კოლონიაში.

ლეპტოპი დავხურე. მზე უკვე ჩასული იყო და სრულ სიბნელეში ვიჯექი.
ლეპტოპი საწერ მაგიდაზე დავდე და საწოლზე წამოვწექი. თვალები მოვიფშვნიტე და ჩამობნელებულ ჭერს მივაშტერდი.

მესმოდა დედა როგორ ამზადებდა სამზარეულოში საჭმელს და თან როგორ ღიღინებდა. მიუხედავად იმისა რომ ვიკამათეთ მაინც კარგ ხასიათზეა. კარგია. გვერდზე გადავბრუნდი და ფანჯარას მივაშტერდი. ჰარი ხვალ დილით გამომივლის და სკოლაში წამიყვანს. მიმალავდა რომ ადრე დაკავებული იყო და თან არც მეტი არც ნაკლები ნარკოტიკების გამო.

შესაძლოა ხალხი მართალია იმაზე რომ ამბობენ რომ ჰარი ცუდია. მაგრამ დღევანდელი მისი საქციელი საპირისპიროს ამტიკცებს.

ფანჯარაში გავიხედე და შევნიშნე რომ ცაზე მთვარე გამოსულიყო. ნახევარმთვარე იყო. მისი მეორე მხარე არ ჩანდა. ადამიანებს მხოლოდ მის ნათელ მხარეს ანახებდა, მაგრამ მისი მეორე მხარე ჩვენგან სრულიად მალული იყო.
ჰარიც ასეთი იყო. მხოლოდ მის მხოლოდ 'ნათელ' მხარეს მანახებდა მაგრამ მის ბნელ მხარეს ჩემგან საიდუმლოდ ინახავდა.



№1  offline წევრი annabelle

ვგიჟდები ამ ისტორიაზეეე ^^ აი ყველაზე თბილი და რაღაცნაირიაა <3 ათჯერ მაინც წავიკითხე მთლიანად :3 კაია აქ რომ დადეთ ^^

 


№2  offline წევრი daro

[quote=annabelle]ვგიჟდები ამ ისტორიაზეეე ^^ აი ყველაზე თბილი და რაღაცნაირიაა <3 ათჯერ მაინც წავიკითხე მთლიანად :3 კაია აქ რომ დადეთ ^^[/quot
ამის შემდეგ კიდევ დავდებ მოთხრობებს და იმედია მოგეწონებათ :*

 


№3  offline წევრი lamazmani

ძაან კაია მომწონს ველი ახალ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent