შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სიყვარული არ შემიწყვეტია (4 ნაწილი)


17-05-2015, 23:20
ავტორი ანკა
ნანახია 4 814

სახლში მივედით და შემდეგ მე და თაკო გამოცდებზე გამოვქანდით. საბედნიეროდ კარგად ჩავაბარეთ. ეს ბოლო გამოცდა იყო. ზაფხული იწყებოდა!!! იესსსს...
....
დილით ადრე გავიღვიზე. მზარეულობა კარგად მეხერხება და მეც ჩემს ძმას ნამცხვარი გამოვუცხვე. მალე სამზარეულოში თავიც შემოყო
-ოჰჰჰ რა სუნები ტრიალებს აქ რა ხდება?
-ნამცხვარს ვაცხობ
-ნამდვილი მზარეული ხარ რა - შემაქო და ნახელავი დამიგემოვნა. ჭამას მორჩა თუ არა ტელეფონზე დაურეკეს. ნომერს რომ დახედა სახე შეეცვალა, მე ამომხედა და სხვა ოთახში გავიდა.
..... თორნიკეს მონაყოლი.....
ნომერს დავხედე და შაკო იყო. ხო ის შაკო... ლიზას პირისპირ არ მინდოდა მასთან ლაპარაკი და სხვა ოთახში გამოვედი
-ხო ბრატ..
-რას შვები ბიჭო, საქართველოში ხარ თუ სადმე სხვაგან?
-საქართველოში ძმა, შენ? რას გადაიკარგე უცხოეთში
-რავი ბიჭო აბა, ეხლა უნდა ჩამოვიდე. აქ ყველაფერი დალაგებულია და საქართველოდან წასვლას აღარ ვაპირებ არავითარ შემთხვევაში.
-ჰოო კაია - ლაპარაკისას ცოტა შეყოვნდა - რა ხდება ხო მშვიდობაა
-კი, და ისა... ლიზა როგორ არის? - ეტყობოდა რომ ერთი სული ჰქონდა მის ამბავს როდის გაიგებდა
-რავი ჩვეულებრივადაა
-კაია, და ისა... სანამ მე მანდ რამე სახლს გავჩითავ შენთან რო დავრჩე შეიძლება ცოტა ხნით?
-კი რაპრობლემაა, რამდენი ხნითაც გინდა იმდენით დარჩი
-კაი ძმა, შენ რო არ მყავდე რა...
-შენ და, როდის ჩამოდიხარ?
-აუ არვიცი, ლიზა ისე მენატრება რო ლამის ეხლავე თვითმფრინავში ჩავჯდე და წამოვიდე რა... ალბათ ხვალ წამოვალ და შუადღეს მანდ ვიქნები
-კაი, აეროპორტში დაგხვდები
-კაი მაშინ ხვალამდე აბა
-კაი. - ტელეფონი გავთიშე და სამზარეულოში შევედი


....ლიზას მონაყოლი.....
თორნიკე დიდხანს იყო გასული. ვის ელაპარაკებოდა არ ვიცი, მაგრამ ოთახში რომ შემოვიდა ისეთი არეული სახე ქონდა რო რავი.
-თოკო რა ხდება ხო კარგადაა ყველაფერი?
-კიი - და ნაძალადევად გამიღიმა
-არ მეტყვი რა ხდება - თოკოს ისე კარგად ვიცნობდი, რომ ვერაფერს გამომაპარებდა
-შაკო ჩამოდის - თქვა და დადუმდა. მოულოდნელობისგან ხმა მეც ვეღარ ამოვიღე. ნუთუ ამდენი ხნის შემდეგ ჩამოდის??? ის ჭრილობა, რომლის მოშუშებასაც ეს ბოლო 1 კვირა განსაკუთრებით ვცდილობდი და თითქოს გამომდიოდა, თავიდან გაიხსნა. ამტკივდა... თითქოს შიგნით ყველაფერი ჩამწყდა. ალბათ უნდა გამხარებოდა შაკოს ჩამოსვლა, თუმცა არა... რადგანაც მგონია, რომ აღარ ვუყვარვარ. - ჩვენთან დარჩება - თქვა და ისევ ფრთხილად შემომხედა. ამ ხნის განმავლობაში გაუნძრევლად ვიდექი და ერთ წერტილს მივშტერებოდი
- როდის ჩამოვა - ამის თქმაღა მოვახერხე
- ხვალ
- ჩემს ოთახში ვიქნები - და ოთახში ავვარდი, საწოლზე დავემხე და მთელი ემოციები გადმოვანთხიე. დიდხანს ვტიროდი. ვტიროდი მთელი სიმწრით, ისევ ისე როგორც 5 წლის წინ, როცა წავიდა, მხოლოდ მაშინ იმედი მქონდა რომ ვუყვარდი და დაბრუნდებოდა. ახლა კი აღარ შემეძლო ჩემი თავი დამერწმუნებინა იმაში რომ ისევ ვუყვარდი.
იმდენი ვიტირე, რომ ცრემლებისგან დავიცალე. ოთახის კარი თორნიკემ შემოაღო
-ლიიზ, კარგად ხარ? - მე მხოლოდ სევდიანი თვალებით ავხედე. ჩემთან მოვიდა და გულში მაგრამ ჩამიკრა.
-რატომ ჩამოდის, რა უნდა - ვეკითხებოდი გამწარებული
-საქმეები მოაგვარა ყველაფერი და აწი საქართველოში იცხოვრებს. - ცოტა ხნით დადუმდა და შემდეგ მითხრა - ლიიზ, მე ბიჭებთან გავივლი, დიდიხანია არ მინახია და საღამოს ალბათ აქ მოვალთ
-კაი წადი მაშინ - გავუღიმე და მისი მკლავებიდან თავი დავიხსენი
-კაი - შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა.
საწოლზე გადავწექი და თაკოს ნომერი ავკრიფე.
-ხო ჩემო სულით ობოლო - ჩამძახა მხიარულად
-თააკ, გეხვეწები ჩემთან გამო რა - ვუთხარი გატეხილი ხმით
-რა ხმა გაქ გოგო, რა ხდება?
-აუ გთხოვ რა, ცუდათ ვარ - ვუთხარი და ისევ ცრემლები წამომივიდა
-მოვდივარ, 2 წუთში მანდ ვიქნები
ტელეფონი გავთიშე და პირველ სართულზე ჩავედი. თოკო უკვე წასულიყო. ტახტზე ჩამოვჯექი და შაკოზე ფიქრი დავიწყე. რა უნდა მექნა რომ ჩამოვიდოდა წარმოდგენა არ მქონდა. ნეტა თვითონ როგორ მოიქცეოდა... კარზე ზარი იყო. გავაღე და თაკო შემოვუშვი. ცრემლიანი თვალებით ავხედე და ისიც უსიტყვოდ ჩამეხუტა.
-შენ რა ტირი? რა ხდება გოგო გულს ნუ მიხეთქავ... -ძალიან ანერვიულდა ატირებული რომ დამინახა
-თაკო დავიღუპე - მხოლოდ ესღა ვთქვი და ისევ პატარა ბავშვივით ავბღავლდი. თავი მის კისერში ჩავრგე. თაკომ ტახტზე დამსვა და გვერდით მომიჯდა.
-კაი, მოდი დაწყნარდი კაი? - რა ბედნიერებაა როცა ასეთი დაქალი გყავს. უსიტყვოდ გამიგო. მიხვდა, რომ სანამ არ დავმშვიდდებოდი ვერაფრის წესიერად მოყოლას ვერ შევძლებდი. მალევე დავმშვიდდი და ვუთხარი
-ხვალ შაკო ჩამოდის....

.....
ესეც შემდეგი თავი
ძალიან გამახარებთ თუ ერთი სიტყვით მაინც დააკომენტარებთ და გამოთქვამთ თქვენს შეხედულებას ისტორიასთან დაკავშირებით




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent