შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Dedicated (2)


18-05-2015, 01:39
ავტორი Colaa
ნანახია 1 363

Dedicated

თავი მეორე.
'უცხოპლანეტელი? არა არა ! ის გიჟია, გიჟები კი თავისუფლები არ უნდა იყვნენ!'

–საყვარელო მაპატიე მაგრამ დღეს სამსახურში დარჩენა მომიწევს..
მებოდიშებოდა დედა იმის გამო რომ დღევანდელ პარასკევს ჩემთან ერთად ვერ გაატარებდა, მე კი შეგუებული სახით ვიდექი, რადგან ეს ჩემთვის უცხო არ იყო, უკვე წინასწარ თითოეული სიტყვაც კი ვიცოდი რასაც მეტყოდა.
გასაკვირია არა ? თუმცა ჩემთვის არა, რადგან მთელი ცხოვრებააა მხოლოდ ამას ვუსმენ და ეს არ არის უცხო.
–ხვალ კი, როდესაც გაიღვიძებ,სახლში დაგხვდები და შენს საყვარელ ვაფლს დაგახვედრე.
დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით ახსენა ჩემი სუსტი წერტილი და შუბლზე მაკოცა.
დავიჯერო მხოლოდ მე მგონია რომ შუბლზე დებილებს კოცნიან ?
დედა გაბრუნდა და პატარა ბავშვივით მისი ნაკოცნი მოვიშორე.
დედამ კარები გამოაღო და გარეთ გავიდა.
–იცოდე ჭკვიანად, როგორც კი მივალ დამირეკე.
მომაძახა დედამ. მე კი მას ყველაფერზე დამჯერიი ბავშვივით თავს ვუქნევდი.
კარები დავხურე და სახლში შემოვედი.
მუცელში საშინელი ტკივილი ვიგრძენი, მგონი მშია.
სამზარეულოში შევაჭერი. გამიმართლა, რამოდენიმე სენდვიჩი და ალუბლის წვენი გავამზადე და ჩემს ოთახში ავედი.
ორშაბათს ბიოლოგიაში ჩათვლა მაქვს, ამიტომ ჯობია ახლავე მოვიშორო, და შაბათს–ან კვირას მე და დედა სიეტლში წავალთ, ახალ–ახალ საყიდლებზე, ჩემთვის ახალ წიგნს შევიძენ, ასევე რამოდენიმე წყვილ ფეხსაცმელსაც.
ბიოლოგის მეცადინეობას შევუდექი და თან მივირთმევდი საჭმელს.
საღამოსაკენ უკვე მოვრჩი, წიგნი ტუმბოზე გადავდე, სადაც უკვე ცარიელი თეფში და წვენის წიქაც მედგა, თითებით მოვიზილე დაღლილი თვალები. წელში გავიშალე და დავამთქნარე.
–ღმერთო როგორ დავიღალე !
ამოვთქვი და სავრძლიდან წამოვდექი.
სახლში მთელი ღამე მარტო უნდა ვყოფილიყავი, ამიტომ ქვევით ჩავედი და მაცივარი შევამოწმე, ბევრი არაფერი იყო, ამიტომ ისევ ოთახში ავბრუნდი.
ლეპტოპი გადმოვიღე რომელსაც ზედ დაახლოებით ერთი ინჩი მტვერი ედო, რადგან დიდი ხანია არ მიხმარია.
სავარაუდოდ ამაღამ ფილმს ვუყურებ.
კომედიას, რომანტიკას, თრილერს, დეტექტივს.. ან უბრალოდ საშინელებათას. მაგრამ რომ შემეშინდეს ? სახლში ხომ მარტო ვარ.
არადა ამ დროს სხვები როგორ არ ერთობიან, მეგობრებთან ერთად.
ჩემს მოხუცებულ მეზობელთან ხომ არ შევალ, რომელიც ლაპარაკის დროს გოჟივით ხრუტუნებს და მის თითოეულ სიტყვაზე მეცინება ? სირცხვილია !
ამიტომაც მიწევს მარტოს ჯდომა, და ფილმის ყურება.
ზოგჯერ ასე მგონია რომ სიმარტოვეში მოვკვდები, ან თვითონ სიმარტოვე მომკლავს
თავი გავაქნიე, რადგან ამაზე ფიქრი არ მსურდა.
ვარჩიე რომ ტრაგედიისათვის მეყურებინა.
საბოლოოდ ბევრიც ვიტირე.
დილით 11–საათზე გამეღვიძა, ზედ ლეპტოპი მედო, არაკომფორტულად ვიყავი.
კარზე ზარის ხმა გაისმა, რაზეც მაშინვე დავფეთდი.
ლეპტოპი გადავდე და ქვევით საღამურში გამოწყობილმა ჩავირბინე.
ვიცოდი რომ დედა იყო, ამიტომ არ დამჭირდა ხალათის შემოცმა.ის ხომ უცხო არ არის ჩემთვის.
კარები გამოვაღე და მაშინვე სანთელივით გავდნი სირცხვილისაგან.
მერჩივნა მიწა გამსკდარიყო და მეც თან წავეღე, მაგრამ არა, ახლა ამ წამს, მე კარებში ნახევრად შიშველი ვიდექი ზეინის წინ, და საშინლად მრცხვენოდა, გაუგებრობა და სირცხვილი მაშინვე აწითლებდა ჩემს სახეს.
–შ–შენ აქ რას აკეთებ ?
წამოვიკივლე და ხელების ფათური დავიწყე სხეულზე. ის კი იცინოდა და თვალებზე ხელებს იფარებდა.
–დილამშვიდობისა მზეთუნახავო.
სიცილით წარმოსთქვა. თუმცა აქ სასაცილოს ვერაფერს ვხედავდი.
–შენ რა ? ვერ გაიგე ? აქ რას აკეთებ ?
ბოლოსდაბოლოს კარებს ამოვეფარე ისე რომ მხოლოდ ჩემი თავი გამოჩენილიყო, და სხეული დამეფარა, რადგან მოკლე მაისურისა, ღია ფერის ტრუსისა და ნასკების გარდა არაფერი ფარავდა ჩემს სხეულს. ნელ–ნელა ცახცახს ვიწყებდი.
–შენთან მინდოდა მოსვლა რომ..
–დროზე შემოდი !
ვუთხარი თუ არა ხელი ვსტაცე და სახლში შემოვათრიე და ახლა კარებში მხოლოდ მე ვიყურებოდი, რადგან დავინახე თუ როგორ ელაპარაკებოდა დედა ჩვენს მეზობელს. კიმაგრამ ახლა რა უნდა ვქნა ?
დედამ რომ ის აქ ნახოს, ნამდვილად ცუდ რაიმეს იფიქრებს !
მთელი ამ ხნის მანძილზე ზეინისაგან ზურგშექცევით ვიდექი.
–ვაუ – ტუჩზე იკბინა–.იცი მგონი შიშველი ხარ ?
აღნიშვნა გააკეთა. მაშინვე ხელები ავიფარე.
–იქით გაიხედე.
ხმამაღლა ვუთხარი და ახლა ორივენი ერთმანეთისაგან ზურგით ვიდექით.ზეინი კი ხმამაღლა ხითხითებდა და თვალებზე ხელებს იფარებდა.
დავინახე როგორ შევიდა დედა მეზობელ სახლში და მაშინვე შვებით ამოვუშვი ჰაერი გარეთ.
–იცი ასე გაცივდები ?
სიცილი დაასერიოზულა მან.
–მერე შენ რა ?
ვეუხეშე მე, ტუმცა ვიცოდი რომ ამით ვერაფერს ვუშველიდი.
–არაფერი, მგონი ჯობია გამოიცვალო.
ტონს შეუცვლელად მითხრა მან.
–თორემ ?
–არაფერი, მე ასეც შემიძლი აგიყურო.
მითხრა უდარდელად და ჩემსკენ შემობრუნდა. ისევ გავწითლდი დახელების ფათური დავიწყე, მან კი ისევ ხელები აიფარა სახეზე.
–კარგი მიდი ჩაიცვი, მე კი აქ დაგელოდები.
–რა დარწმუნებული ვარ რომ მანიაკი არ ხარ ?
–რომ ვყოფილიყავი აქამდე ასე არ ვიდგებოდით.
სიცილით თქვა მან, მხარში ხელი დავსცხე და კიბეზე სწრაფად გაქცევა ვსცადე.
–საყვარელი საცვალია !
მომაძახა მან. ღმერთო ჩემო ! ეს რამხხელა სირცხვილია ! ეს რომ ვინმეს ენახა იფიქრებდა რომ.. იფიქრებდა რომ.. სრულ ჭკუაზე ვერ ვართ!
ოთახში შევვარდი თუ არა მაშინვე გრძელი მაისური და შორტი ამოვიცვი, ფეხზე კი კედები. თმა მხოლოდ ერთხელ გადავივარცხნე და ელვისებური სისწრაფით აბაზანაში შევვარდი. სახეზე წყალი შევისხი,და შევკრთი როდესაც თვალები ოდნავ ჩასიებული მქონდა, მაკიაჟის ჩანთა იქვე იდო, მაგრამ დრო არ მქონდა,რას იფიქრებდა ზეინი ? რომ ვეპრანჭები ?
ოთახიდან ისევ სირბილით გამოვვარდი. და როდესაც კიბეს მივუახლოვდი სვლა შევანელე. ღრმად ამოვისუნთქე და ნელა ჩავაბიჯე ქვევით.
შევკრთი კიდევ ერთხელ როდესაც ზეინი მისაღებში იდგა და სურათებს ათვალიერებდა, აქამდე მსგავსი რაღაცეები მხოლოდ იაფასიან ფილმებში მქონდა ნანახი. თითქოს დეჟავუს გრძნობა მქონდა.
–ზეინ ?
უხერხული მომენტის შესაჩერებლად გავსძახე.
–მმ..
ამოიზმუვლა და ჩვენი საოჯახო ფოტო კომოდზე დადო. და მე შემომხედა.
–ვხედავ ჩაცმაც გიხდება.
სიცილით თქვა, მეკი საშინლად გავწითლდი.
–მეტყვი აქ რას აკეთებდი ?
–ვაკეთებდი ? რატომ წარსულ დროში, მე ხომ ისევ აქ ვარ.
მითხრა და ახლოს წამოიწია. ავიცი მაგრამ ვგრძნობდი რომ ვხურდი.
–ხო...
გამწყდარი და დამბრთხალი ხმით ვუპასუხე.მე ხომ პირველად ვიყავი საკუთარ სახლში მარტოს ბიჭთან ერთად.
–სახლში მარტო ხარ ?
მკითხა და სახლს თვალი მოავლო.
–ხო..
ჩავიფრუტუნე.
–კარგი სახლია..
შეაქო ჩვენი ინტერიერი მან, საპასუხოდ მხოლოდ გავუღიმე.
–შენი ოთახი ალბათ ზებვით არის არა ?
მკითხა მანდა ეშმაკურად ჩაიღიმა.
–კი, მაგრამ ეს ხომ შენ არ..
სიტყვის თქმა არ დამცადა და კიბისაკენ გაექანა.
გიჟია ? არანორმალურია, რა უნდა ?
უკან გავყევი მას, რომ შემეჩერებინა.
–საით ?
დაწევა ვცადე თუმცა ის ისეთი სწრაფია, ოთახების თვალიერება დაიწყო, დ როდესაც კარები გამოაღო და თვალში ღია ვარდისფერო მოხვდა, მიხვდა რომ ეს ჩემი ოთახი იქნებოდა.
–ეს არის ხომ ?
თქვა კმაყოფილად და მე გამომხედა. არაფრისმთქმელი სახე მივიღე.
–კი მაგრამ აქ რა გესაქმება ? მოშორ..
სიტყვა არ მქონდა დამთავრებული რომ კარზე ისევ ზარი გაისმა.
–ქეროლ მე ვარ საყვარელო..
დედაჩემის ხმა მეორე სართულზეც კი ისე ვიცანი გეგონება მის გვერდით ვმდგარი ყავი.
–ოღონდ ეს არა !
წამოვიხავლე.
–მმ რა კარგი საწოლია, აქ გძინავს ხომ ?
თქვა ზეინმა და ჩემს საწოლს ისე დაემხო გეგონება მისი ყოფილიყოსო.
–ეს ბალიშიც შენია ხომ ?
მკითხა და ბალიში დაიჭირა თავი ჩარგო და სურნელი ხარბად შეისუნთქა.
უცხოპლანეტელი? არა არა ! ის გიჟია, გიჟები კი თავისუფლები არ უნდა იყვნენ!
–მოშორდი აქაურობას ! დედაჩემმა თუ დაგინახა კარგი დღე არ დაგვადგება, გთხოვ წადი აქედან !
ხელი დავავლე და ჩემი ოთახის ფანჯარასთან მივათრიე.
–და შენ გგონია რომ მე აქედან გავფრინდები ?
საოცარი სახე მიიღო.
–არ ვიცი, რაც გინდა ის ქენი ოღონდ თვალს ნუ დაენახები!!
–ქეროლ!
გავიგე დედას ხმა რომელმაც კარზე ალბათ მემილიონეჯერ დარეკა ზარი !
–ოღონდ ეს არა !
უკვე მეორედ ამოვიხავლე და ხეინს ხელი ვკარი და ჩემს ტანსაცმლის კარადაში შევაგდე.
–შენი ხმა არ იყოს !
ვუბრძნე და ოთახიადან პირფვსირსგადაწერით გამოვიქეცი, კიბეებს ვახტებოდი და კარებიც გავაღე.
–ქეროლაინ საყვარელო ამდენ ხანს რატომ მალოდინე ?
მკითხა და სახლში პარკებით ხელში შემოვიდა.
–მაპატიე დედა, ტანსაცმელი არ მეცვა.
მოვიმიზეზე მე და მას უკან ავედევნე.
–ოუ საყვარელო.
თქვა მან და სამზარეოლოს მაგიდაზე მოათავსა პაკეტები.
–შენი ვაფლი მოგიტანე საყვარელო, ხომ გინდოდა ?
მიტხრა და ლოყაზე მაკოცა, ისე როგორც პატარებს კოცნიან ხოლმე, მე კი ისევ ისე მოვიშორე მისი ნაკოცნი.
დედამ მაცივარი გამოაღო და პროდუქტს შიგნით ალაგებდა.
–საყვარელო, ჩვენი მეზობელი შემხვდა. – დაიწყო დედამ–და მირჩია ახალი ეფექტური წამალი, თვიურის დროს თუკი ტკივილი გაწუხებს მაშინ მიიღებ ხოლმე.
–მითხრა დედამ და წამლის კოლოფი გამომიწოდა.
ღმერთო ახლა ყველაფერზე მეტად მინდოდა რომ ჩემი სხეული ნაკუწებად ქცეულიყო, ოღონდ ეს საუბარი არავის მოესმინა !



№1  offline წევრი Khaleesi

მაგარია გააგრძელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent