შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თქვენს ანგარიშზე დარჩენილია ჩემი სიცოცხლე 3 თავი


18-05-2015, 16:38
ავტორი Duci
ნანახია 2 419

-ნუცა სად დადიხარ გოგო ამ შუა ღამეს ამიხსენი.ნორმალური ხარ შენ??-გაგიჟებული დამხვდა დედაჩემი.
-დედა ნიაკომ გამომიარა უნიში და ვსეირნიბდით,დრო ისე გავიდა ვერც კი გავიგეთ მაპატიე რა -უცბად ვიცრუე და აღარაფერი რომ არ ეთქვა გემრნელად ვაკოცე.
ოთახში შევიკეტე და დაპირებული მესიჯ ივაფრინე ნიკასთან.
გვიანობამდე ვმესიჯობდით.ემოციებისგან დაღლილს ისე ჩამეძინა ვერც კი დავემშვიდობე.



***



-ნუცა მოიცადე სად მიდიხარ მარტო გვტოვებ?? არ წახვიდე გთხოვ-მემუდარებოდა ნიკა.მე კი ვტიროდი
და მხოლოდ იმას გავიძახდი უნდა წავიდე ნიკა მაპატეთქო.
ისეც თვალცრემლიანს გამომეღვიძა.
თავი მისკდებოდა ტკივიკისგან.
შუბლი და გულმკერდი დაცვარული მქონდა ოფლისგან.
გულისრევის შეგრძნება მქონდა.
საწოლიდან წამოვდექი,საათს გავხედე ისევ დილის რვა საათია.
სამზარეულოში ბარბაცით გავედი.საშინლად მეხვეოდა თავბრუ.ყავას სვამდა მამა,დავიხარე რომ მეკოცნა.უცბად თავში თითქოს წნევა მომაწვა,უცბად დაიბინდა ყველაფერი,ყურები მიწუოდა,სუნთქვა მიჭირდა. თითქოს ვისუნთქავდი ჰაერს და არ აღწევდა ფილტვებამდე.ცოტა ჩადიოდა და ისიც არ მყოფნიდა.სიბნელემ მომიცვა. შემეშინდა.გულის ცემასაც ვეღარ ვგრძნობდი.მერე საიდანღაც დედას განწირული კივილი ჩამესმა.მერე რაღაც საშინელი სუნი მეცა.
ცხვირი ამწვა.
ყველა სასუნთქი რეცეპტორი მეწვოდა.
მერე ფილტვებიც გაიჟღინთა მწარე ჰაერით.
ძლივს გავახილე ჯერ ერთი თვალი,ისიც ნახევრად.
საწყალი დედა დასიებული სახით მეჯდა ფეხებთან და მიმასაჟებდა.მამა თავზე მეფერებოდა.ხელი ავიქნიე და ნიშადურინი ბამბა მოვაშორებინე ცხვირიდან.
-გონს მოვიდა-გახარებილმა თქვა მამამ.
-დედიკო როგორ შეგვაშინე.რა დაგემართა შვილო
-არ ვიცი დედა
-უჭმელობის ბრალია სულ მაგას გეჩხუბები ორი ლუკმით მეტი რომ ჭამო ასეთ დღეში აღარ იქნები.-მოვა ისევ ჩემ ჭამასთან დაკავშირებუკ ლექციებს ნათელა.
-დაანებე ნათელა ამ ლექციებს თავი.ამდენ მკითხაობას წაიყვანე ბავშვი ექიმთან და ის გეტყვის ბავშვი გაიგებთ რა ხდება მერამდენედ დაემართა უჯვე ასე დავიჯერო სუკ მშიერი დადიხარ შვილო?-ცოტა მკაცრი ხმით მკითხა მამამ.
-არა ნანა ვჭამ ხოლმე გეფიცები უბრალოდ შიმშილს ვერ ვგრძნობ ხოლმე ალბათ მაგისი ბრალია არაა საჭირო ექიმები-შემაჟრჟოლა როგორც კი ის დამტვრეული,წამლების,სიძველის და ნესტის სუნში გაჟღენთილი კლინიკა გამახსენდა.
-ხმა არ გავიგო შენი დღესვე აიღებ ანალიზებს.-მკაცრად განაფრთხილა მამამ.ნელ-ნელა გავემზადეთ მე და დედა და წავედით.კლინიკაში მისულს ყვავებივით დაგვაცხრა ექიმები.ნიაკოს დედასთან მივედით,ნატასთან.ერთერთი საუკეათესო ქირურგი იყო მაშინ თბილისში.იმან დაგვაკვალიანა სად უნდა აგვეღო ანალიზები და ვისთან უნდა გაგვეარა კონსულტცია.
მეორე დღეს დედა წავიდა ანალიზის პასუხების გამოსატანად.
მე ვერ გავყევი გამოცდა მქონდა.
სახლში მისულმა დედას მისაღებში მოვკარი თვალი.
უკნიდან მივეპარე და ლოყაზე ვაკოცე.
სისველე ვიგრძენი.
ცუდად მენიშნა.
მხოლოდ სამი სიტყვა მითხრა,მხოლოდ სამი და ამ სამმა სიტყვამ დამინგრია ყველაფერი:
-რუსეთში მივდივართ გამოკვლევებზე.



***



ისე უცბად შემოიჭრა ნიკა ჩემში და იმდენი ემოციით ამავსო მეგონა მიწაზე კი არ დავდიოდი დავფრინავდი.მასზე ფიქრისას გული უცნაურად იწყებდა ძგერას.როცა ჩემ სიახლოვეს იყო ყველა და ყველაფერი მავიწყდებოდა.ასე იცის სიყვარულმა დაუჯითხავად შემოგეჭრება და ისაკუთრებს შენი სხეულის თითოეულ უჯრედს.როცა მისი შეხება შენთვის წყალივითაა,როდესაც მისი სუნთქვა ყელში გელამუნება და სასიამოვნო სითბო გეღვრება სხეულში თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე,მისი არარიტმული გულის ცემა კი იავნანასავით სასიამოვნოდ ჩაგესმის ყურში.ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს,როდესაც იცი და თავად გრძნობ ამას მასაც იგივე განცდები და შეგრძნება აქვს შენთან სიახლოვისას.გინდა რომ სულ ასე იყოთ ჩახუტებულები,გარე სამყაროს მოწყდეთ და აი ასეთ ბედნიერ წამზე გაშეშდეთ სამუდამოდ.


ნიაკომ დამირეკა ამოდიო.თინა ბებომ გამიღო კარი.
-როგორ ხართ თინა ბებო?
-კარგად შვილო შენ??-თბილად მომიკითხა და გულში ჩამიკრა.
-რა უჭირს ამას ბებია აუხდა შენი წინასწარმეტყველება და განოუჩნდა კავალერი მე ვიკითხო თორე... ყველას უმკითხავე და მე არ ამხდენია მარტო რა დავაშავე ასეთი ნუთუ სამუდამო მარტოობისთვის ვარ განწირული-ვითომ დამწუხრებულმა თქვა ნიამ.მე ჩავეხუტე და სამშვიდების ნაცვლად გვერდში ვუჩმიტე ზედმეტი ტლიკინისთვის.
-რას ბურტყუნებ შე მოსასპობო ნუ იწყევლი თავს და ჩვენც ნუ გვწყევლი თუ ქალი ხარ.გათხოვდები აბა რა ბებია თორე რა გაგიძლებს შენ სახლში და თანაც გაუთხოვარს ახლა ხო გიჟი ხარ და მერე სულ გააფრენ-სასცინა თინა ბებომ
-მაცადეთ თქვენ გავთხოვდები და თუ არ მოგანატროთ თავი ნახავთ-კუშტად გადახედა ბებიამისს,მე სიცილისთვის გემრიელად მომცხო და მისაღებისკენ მიბიძგა.თინა ბებომ დაგვტოვა საჭორაო გექნებათ და ხელს არ შეგიშლითო.ძაან მაგარი ქალი იყო დაქალივით გვყავდა.
-ამოღერღავ ეხლა როგორ დაამტვრიე ის მანქანა თუ ამოგქაჩო სიტყვები
-აუუ რა დამპალი ბიჭია მეგონა არ ჩამიშვებდა-გავბრაზდი მე
-შენებმა რო არ გაიგეს მაგასაც დასჯერდი გირჩევნია
-შენ სად ნახე ნიკა ქალბატონო
-თემა ნუ გადაგაქ შენ სად ვნახავდი აქ იყო მობრძანებული და ზურას უყვებოდა მე შემთხვევით მოვკარი ყური აბა შენგან ვერაფერს ვიგებ და-მოისაწყლა გოგომ თავი

ყავას ვსვამდით მე და ნიაკო მესიჯი რომ მომივიდა ტელეფონზე:
გული ამ თითებს აღარ აჩერებს,
ნომერს ავკრებ და თავს შეგახსენებ,
ახლა დამესიზმრე,ნაზად მომელანდე,
რას უნდა ნიშნავდეს?
ალბათ მომენატრე.

-აუუ რა საყვარელი ბიჭია ნიკაა
-ნიაკო სხვისი მესიჯების კითხვა უზრდელობაა
-კაი რა ნუცა რაა შენ სხვა ხარ
-მომწყდი თავიდან
-ვგიჟდები შენზე

ამაფორიაქა მისმა მესიჯმა საერთოდ აღარ ვუსმენდი ნიაკოს ტიტინს
-მეც მომენატრე-მხოლოდ ამ სიტყვებით შემოვიფარგლე,ზუსტად ათ წამში გადმომირეკა
-არ იყო საჭირო ვეფხისტყაოსნის მოწერა-გამეღადავა ნიკა
-მე მაპატიეთ თქვენისთანა მჭერმეტყველი რო არ ვარ-წავუსწერვე მე
-ეეჰ ნუციკო-ამოიოხრა
-რა?
-პატარა ბავშვივით იქცევი
-შენც მეყოფი დიდივით რო იქცევი
-სახლში ხარ?-თემა გადაიტანა მიხვდა რო ამყოლოდა ვიჩხუბებდით
-არა ნიაკოსთან
-ხუთ წუთში დაბლა იყავი მოვალ
-კარგი
პატარა გოგოსავით ავცანცარდი რო გავიგე უნდა მენახა,თვალს არ ვაშორებდი საათს და წამებს ვითვლიდი.უსასრულოდ გაიწელა ეს ხუთი წუთი.მეცხრე ცაზე ვიყავი აკბათ ჩემ ოცნებებში ნიაკომ რო მიჩმიტა მკლავზე
-შენ გოგო ნორმალური ხარ??
-აბა არ მისმენდი მოვიდა ნიკა აიკლო უბანი ჩადი ჩქარა
დამთავრებული არ ჰქონდა ნიას წინადადება თავპირისმტვრევით კიბეებზე რო ჩავრბოდი თან თავბედს ვიწყევლიდი რამ გამომაშტერა ასეთქო.

მანქანასთან იდგა მიყუდებული და მელოდებოდა.დამინახა თუ არა გაეღიმა,მეც გამებადრა სახე.მისი შორიდან დანახვაც კი ჩემში ერთდროულად მამშვიდებდა და მაგიჟებდა.მის თვალებს ვუყურებდი და მასში ვიძირებოდი,ვატყობდი ისიც ამ დღეში იყო.
-ჩემი ბუტია როგორ მომენატრა-ისე ძლიერად მომეხვია ძვლებმა ტკაცუნი დაიწყეს-რა არის გოგო რას გავხარ ძვლები შემერჭო-დამტუქსა უცბად-ცოტა უნდა მოგასუქო უფრო გემრიელი ჩასახუტებელი იქნები.
გვერდში მივკარი მუჯლუგუნი ჩემი წყენა რომ გამომეხატა
-მეც მომენატრე-გავინაზე უცბად.-წავიდეთ თორე ცუდად უმზერენ მეზობლები ჩვენ ხვევნა-კოცნას -მანქანისკენ დავიძარი.
ჯენტლმენურად გამიღო კარი.
-სად მივდივართ?-მანქანაში მოთავსების შემდეგ ვკითხე
-მცხეთაში,გავცდეთ ცოტა თბილისს.
-ძალიან მიყვარს მცხეთა,მივუახლოვდები თუ არა სვეტიცხოველს ეგრევე სიმშვიდე მეუფლება.ღმერთთან სიახლოვეს ვგრძნობ.მგონია აქ ყველაფრისგან დაცული ვარ.სიკეთით არის აქაურობა მოცული მიყვარს,როცა ჩამავალი მზის ქვეშ ამაყად დგას სვეტიცხოველი.თითქოს თავისი სიდიადით,სილამაზით და იმ მადლით,რომელიც ასე უხვადაა იქ იფარავს ყველას განსაცდელისა და ბოროტებისგან.ღმერთის ძალას და მადლს შეიგრძნობს ყველა მორწმუნე ქრისტიანი.

ჩაფიქრებული იჯდა ნიკა საჭესთან და ისმენდა ჩემს მონოლოგს სვეტიცხოველთან დაკავშირებით.მშვიდობით მოვილოცეთ სვეტიცხოველიც,სამთავროც და ჯვრის მონასტერშიც ვიყავით ასულები.საოცრად დამშვიდებული და ბუნების ყურებით მონუსხულები დავბრუნდით თბილისში.კიდევ უფრო შემიყვარდა ნიკა,ვგრძნობდი რომ ყოველ წამს უფრო და უფრო მიყვარდებოდა.


***

იმ დღესვე დაიწყო მამამ სბუთების გამზადება.მარტო ნიაკოს გაფრთხილება მოვასწარი მივდივარ და არ ვიცი როდის დავბრუნდებითქო.დავუბარე ნიკას შენ გააგებინემეთქი.
ათასნაირი გამოკვლევა ჩამიტარეს.ყველანაირი რაც კი არსებობდა,სისხლიც ამიღეს და ტომოგრამაც გადამიღეს.
დიაგნოზი დაუდგენელია.
არავინ იცოდა მისი სახელი.
ასე გვითხრეს ეს მხოლოდ მილიონში ხუთ კაცს თუ ექნებაო.
რაღა მაინც და მაინც მე მოვხვდი იმ ხუთ კაცში.
ყველამ ვიცით რომ ადამიანის საციცოცხლო გუნქციები თავის და ნაწილიბრივ ზურგის ტვინშია მოქცეული.
მათ ფუნქციოჯირებაში ნერვები ასრულებენ დიდ როლს.
სულ პატარა ნერვის დაზიანებამაც კი შეიძლება დიდი პრობლემები გამოიწვიოს.
ხოდა ამ პაწაწუნა მაგრამ სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან ნერვებზე მეზრდებოდა გაურკვეველი წარმომავლობის გამონაზარდები,ხორცმეტების მსგავსი,რიმელიც თიშავდა იმ ნერვს რომეზეც წარმოიქმნებოდა.
საშიში და საგანგაშო ის იყო,რომ ოპერაციით შეიძლებოდა მათი მოკვეთა,მაგრამ ეს მათ გამრავლებას და სწრაფად ზრდას უწყობდა ხელს.ერთის ადგილზე ორი იზედებოდა მის ნაცვლად.
ვერაფრით ვერ დამეხმარებოდნენ.
ერთადერთი რაც შეეძლოთ წამლები დაენიშნათ,რიმლებიც ამ უცხო სხეულების წარმოქმნას და გაზრდას გაახანგრძლივებდა ანუ უფრო ნელა გაიზრდებოდნენ.
სიცოცხლეს ვერ შემინარჩუნებდნენ ცოტა მეტ დროს მაძლევდნენ უბრალოდ ეს წამლები.





სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent