შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თბილისში დაწყებული სიყვარული {5}


18-05-2015, 18:52
ავტორი -Crazy-Girl-
ნანახია 2 311

-მზად ხართ? 1....2....3.... და ჰაერის დიდი მასა გავჭერით ორივემ.. ორივე ისეთი თავდაჯერებულები ვიყავით.... ისეთი დარწმუნებულები... წინ დიდი სიჩქარით მივდიოდი ფინიში ახლოს იყო ერთმანეთში სულ რაღაც მილიმეტრები იყო სხვაობა მთელი ძალა მოვიკრიბე ეხლა მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობდი მინდოდა ის დამემარცხებინა და მე დამემტკიებინა რომ მაგარი ვიყავი....
-დააა გამარჯვებულიააა....... ანასტასია კირვალიძეე - ამის თქმა ჩემი ნიშნისმოგებით გადახედვა იმ ბიჭზე და მისი გემრიელად შეგინება ერთი იყო... ჯონათანი მოვიდა ჩემთან
-გილოცაავ - ჩამეხუტა და მომილოცა ცოტახანში ის ბიჭი მოვიდა
-გილოცავ თუმცა უახლოეს მომავალში კიდევ დაგამარცხებ დამიჯერე ეს ყველაფერი არ არის - მითხრა ირონიით და იქაურობას უნდა გასცლოდა რომ მივაძახე
-სახელი დამარცხებულო?
-ალექსანდრე... - მოტრიალდა და წამით შეჩერდა მერე კი თავის ბაიკზე დაჯდა და ადგილს დიდი სისწრაფით მოსწყდა მე კი გამარჯვებას ვზეიმობდი. უკან ისე დავბრუნდით არავის არაფერი გაუგია ფანჯრიდან შევედი ოთახში და ფანჯარა ღია დავტოვე მაგიდაზე დავჯექი და გარეთ ვიყურებოდი დედაჩემს დავურეკე იქ ხომ დღე იქნება
-დეე როგორ ხართ?
-კარგად ანაა შენ? მოგვენატრე შვილო
-ხოო მეც მომენატრეთ
-მანდ როგორ მიდის საქმეები ხომ კარგად ხართ შენ და საბა
-კი დე კარგად ვართ კაი წავედი მე
-ჯერ არ გძინავს ეხლა მანდ ხომ შუაღამეა
-ხო ვერ დავიძინე ეხლა მივდივარ დასაძინებლად მამა მომიკითხე
-კარგი მოგიკითხავ კარგად - დედას დავემშვიდობე და დავწექი მაგრამ ვერ ვიძინებდი ცოტახანში ესემესი მომივიდა უცხო ნომრიდან
-ხვალ საღამოს კლუბში მოდი ქალაქის ცენტრში რომაა მანდ
-რომელი ხარ?
-ალექსანდრე...
-კარგი - მივწერე და ავდექი მაინც ვერ ვიძინებდი და კარადიდან ხვალის ტანსაცელი გამოვიღე კრემისფერი კაბა იმავე ფერის მაღალქუსიანები შანელის გვერძე გადასაკიდი პატარა ჩანთა და დავწექი ლეპტოპში ფილმი ჩავრთე და მალე გათენდა კიდეც წამოვდექი შუადღემდე სკოლაში ვმეცადინეობდი მერე ოთახში ამოვედი დავწეერე დავალებები და მოსაღამოვდა კიდეც ვიბანავე და ჩავიცვი ის ტანისამოსი რაც გშინ გავამზადე ღამე. კლუბში შესულს მაშინვე მოვკარი მას თვალი და მისკენ დავიძარი სკამზე ჩამოვჯექი
-არ გელოდი - მითხრა ირონიით
-რატომ? - ვკითხე გულწრფელად გაოცბულმა
-არ ვიცი შენ ხომ არ მოგწონვარ
-იქნებ მომწონხარ? - ვკითხე სკამის საზურგეს მივეყრდენი ხელები კი გადავაჯვარედინე
-ხოო? - მანაც იგივე მოძრაობა გაიმეორა რაც მე და ცოტა დასალევი მოწრუპა
-არ ვიცი ეგ ისევე როგორც მიზეზი იმისა თუ რატომ ვარ აქ?
-შენთან საქმე მაქვს
-გისმენ
-არაფერს შეუკვეთავ?
-არა
-ჩემი ძმაკაცი უნდა ჩამოვიდეს ამ დღეებში ბაიკერია თუ მას მოუგებ 100 000 $ გადაგიხდი ვიცი რომ გინდა შენ და შენმა მეგობარმა ალბომი გამოუშვათ და მემგონი ეგ საკმარისი იქნება მაგ საქმისთვის
-თუ წავაგებ?
-თუ წააგებ საქართველოში დაბრუნდები და მიატოვებ ყველაფერს
-იცი? ვინც გინდა იმასთან შემაჯიბრე მე მოვიგებ - ვუთხარი საკუთარ სიტყვებში 100% დარწმუნებულმა და იქაურობას გავეცალე დრო დავთქვით და დადგა ის დღეც. ჩემი მოწინააღმდეგე ვერ დავინახე სახეზე ჩაფხუტი ეფარა და მე ცოტა დავაგვიანე კიდეც თუმცა მან დამინახა სანამ მოვემზადებოდი. სანამ დავიწყებდით თვალი თვალში გავუყარე მეცნო ეს თვალები თუმცა არ მინოდდა ყურადღების სხვა რაღაცაზე გადატანა ამიტომაც იმ გოგოს წიკვინა ხმის გაგონებაზე ბაიკი ადგილს დიდი სისწრაფიტ მოვწყვიტე სიმართლე გითხრათ არც კი ვიცი რატომ დავთანხდი ალექსანდრეს იმ შემოტავაზებაზე ალბათ იმიტომ რომ რისკის მოყვარული ვიყავი თუმცა ესე არ უნდა გამერისკა არ ვიცოდი რა მოხდებოდა მხოლოდ საბაზე ვფიქრობდი მისთვის მაინც არ უნდა გამეკეთებინა ასეთი რამ ჩვენ ხომ ერთად ვმღეროდით გეგმებიც დაწყობილი გვქონდა გამახსენდა ყველა ის წამი წუთი და საათი როცა მე და საბა ერთად ვმუშაობდით მუსიკის დაწერაზე დაკვრაზე სიმრერაზე მისი ღიმილი და ხუმრობები,, ღმერთო უფლება არ მაქვს წავაგო გთხოვ დამეხნარე’’ გავიფიქრე და სიჩქარეს მაქსიმალურად ვუმატე ფინიშის ხაზი ისე გადავკვეთე რომ ის ბიჭი არც გამოჩენილა ცოტახანში კი გამოჩნდა მისი ბაიკიც მე ალექსანდრეს შევხედე რომელიც იგინებოდა და ვერ იაზრებდა რამხელა რისკზე წავიდა ისიც გამარჯვებულად გამომაცხადეს როდესაც იმ ბიჭმა ცაფხუტი მოიხსნა და ხელში ბექა შემრჩა იმ წამს ვერ აგიღწერთ რა დამემართა გაოცება სინანული ცოტა სიყვარულიც რაღაც დოზით სიხარულიც ერთმანეთში აირია ეს გრძნობები და თავბრუ დამეხვა ბექა მაშინვე ჩემთან გაჩნდა და ხელი შემაშველა რომ არ დავვარდნილიყავი მის მხარს ვეყრდნობოდი და სახე ჩარგული მქონდა უბრალოდ არ ვიცოდი რა მეთქვა როდესაც თავს ავწევდი მერე ძალა მოვიკრიბე და მის წინ დავდექი
-კი მაგრამ აქ როგორ აღმონდი? ან.. შენ ბაიკერი ხარ?
-კი.. აქ მისი დაჟინებული თხოვნის გამო ვარ - ხელით მანიშნა ჩვენკენ მომავალი ალექსანდრესკენ მე შავი ტყავის კურტკა ერთ ხელში მოვიქციე და ალექსანდრეს ვუთხარი
-დაივიწყე ჩვენი სეტანხმება არაფერი არ მინდა - მათ ცოტა გაოცება დაეტყოთ მაგრამ შემდეგ სიხარული აღიბეჭდა მის სახეზე
-კი მაგრამ რატომ? - მისი მოძახებული კითხვა უპასუხოდ დავტოვე და უკან დავბრუნდი

ალექსანდრე და ბექა
-კი მაგრა რა მოხდა? რაში ჩამითრიე? - კითხა ბექამ ალექსანდრეს
-სახლში წავიდეთ აგიხსნი - ორივე ალექსანდრესთან წავიდნენ და დივანზე გემრიელად მოთავსდნენ. ალექსანდრემ პირველი რბოლიდან ბოლო რბოლის ჩათვლით ყველაფერი მოუყვა სეთანხმებაზეც უთხრა
-შენ ბიჭო ნორმალური ხარ? იცი ეგ რას აღარ აკეთებდა რომ აქ წამოსულიყო ეგ და საბა იმდენს მეცადინეობდნენ მუსიკალურ ოთახში ათენებდნენ და აღამებდნენ მეცადინეობით შენ კიდევ.. კიდევ კარგი მოიგო თორემ რომ წაეგო ჩემს თავს არასოდეს ვაპატიებდი ის არაა ის გოგო სიტყვას რომ არ ასრულებს ერთს იტყვის და მეორეს აღარ გაიმეორებს.. სიტყვას მოგცემს და იმ სიტყვას შეასულებს... ის სულ სხვანაირია - ლაპარაკობდა ანაზე ბექა და ალექსანდრე ამ ყველაფერს გაოცებული უსმენდა
-შენ რა მას იცნობ?
-კი ეხლა მე მოგიყვები ყველაფერს - ბექამ დაიწყო თხრობა იქიდან ანა პირველად მათ სკოლაში რომ გადავიდა და მან ალუბლის წვენი რომ გადაასხა მაქედან დაწყებული დღევანდელით დამთავრებული
-გიყვარს - დაასკვნა ალექსანდრემ და ძმაკაცს მხარზე მეგობრულად ხელი დაჰკრა
-ხო მიყვარს

8888
იმ დღის შემდეგ ამდენი ხანი გავიდა და იქ აღარ წავსულვარ რბოლაში აღარ მიმიღია მონაწილეობა. მთელ დროს მუსიკას ვუთმობდი გარეთაც აღარ გავსულვარ დიდი ხანია. აი დადგა გადამწყვეტი დღეც მუსიკის შეჯიბრი ყველა კონკურსანი გამოვიდა მხოლოდ მე და საბა დავრჩით სცენაზე რომ გავედით და სიმღერა დავიწყეთ დავინახე როგორ შემოვიდნენ ჩუმად დარბაზში ალექსანდრე და ბექა არ ვიცი რატომ უბრალოდ მათმა მოსვლამ გამბედაობა შემმატა და საერთოდ გადამავიწყდა ნერვიულობა ორივემ კაი ნაცნობივით დამიქნია ხელი და გამიღიმა მათ ასეთ ქცევაზე მეც გამეღიმა ხელი მეც დავუქნიე. მე და საბამ გავიმარჯვეთ და ყველაფერი კარგად წავიდა ალექსანდრე და ბექა საბასაც გავაცანი ერთმანეთს კარგად გაუგეს და მეც დაძაბულობა მომეხსნა. ცოტახნით გვქონდა უფლება დავბრუნებულიყავით საქართველოში მაქსიმუმ ერთი კვირა ჩვენც მეტი რა გვინდოდა ალექსანდრეც წამოვიდა და ოთხივე ერთად დავბრუნდით საქართველოში.

დადაამ გამარჯობა ძვირფასო მკითხველებო იმედია მოგეწონებათ ეს თავი ყოველდღე ვეღარ ავტვირთავ იმიტომ რომ თან ვწერ და თან ვდებ მადლობა რომ კითხულობთ მოგწონთ და გამოხატავთ თქვენს აზრს



№1  offline წევრი Xatia Kurtanidze

კაია მიდი გაააგრძელეე
love

 


№2  offline წევრი კუსა ♥

ძალიან კარგია !! <3 ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent