შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოუხერხებელი მზარეული (2)


18-05-2015, 23:53
ავტორი il13
ნანახია 2 115

ეს მაღალი შავგვრემანი ტიპი იყო, დაკუნთული და აი ისეთი ამ შავ თმაში ცისფერი თვალები რომ უნათებდა. მაგრამ ზმანზე ეტყობოდა რომ თუ ამის ანაზღაურებას მომთხოვდა მაშინ მთელი ჩემი შრომა არაჩვეულებრივ მოიასამნისფრო ვარდისფერი პერანგისა და ნაცრისფერი კლასიკური შარვლის ყიდვას მოხმარდებოდა. ისიც თუ მეყოფოდა.
–ფუ შენი…
–ძალიან დიდი ბოდიშით შემთხვევით მომივიდა!
–არაუშავს, არაუშავს! არა როგორ არაუშავს!–ამათვალიერ ჩამათვალიერა – შეგიძლიათ გარეცხოთ ძალიან დიდი ბოდიშით ამას არ გთხოვდით მართლა რომ არ მჭირდებოდეს! უბრალოდ მარტო ვცხოვრობ და მოსამსახურე შვებულებაშია…
–არაა პროლემა ყველაფერს მე მოვაგვარებ!– ჰოო არ შევმცდარვარ ეს ტიპი მართლა ულიანია.
–კარგით ძალიან დიდი მადლობა! მაშინ ჩემთან წავიდეთ!
–კი მაგრამ… კარგით!
იმდენად უხერხულად ვიგრძენი თავი ვერ ვხვდებოდი რა შარში ვყოფდი თავს ეს ტიპი ოდნავ განსხვავებული რომ ყოფილიყო. (მანიაკი) შეგიძლიათ ტრაბახად მიიღოთ მაგრამ არცთუისე ცუდი ტანი მაქვს და ეხლა მითუმეტეს ჩაცმულობა ხელს მიწყობდა იმაში რომ ვინმე მომეხიბლა. მაგრამ დიდად ამის სურვილი არ მქონდა.
მარათლა დიდ შარში ვყოფდი თავს რომ იმ ვერცხლისფერ მერსედესში ვჯდებოდი ვიღაც უცნობთან ერთად მაგრამ ჩემი შეცდომა ისევ მე უნდა გამომესწორებინა. სახლთან მალევე მივედით ორსართულიანი კერძო სახლი საკმაოდ დიდი. ნუ ჩემთვის იმდენად რო თავი მუზეომში მეგონა. იქაურობა სავსე იყო ნახატებით თას საკმაოდ გემოვნებით იყო შექმნილი და შერჩეული ერთმანეთის შესაბამისი.
–სააბაზანო იქითაა იმედია ძნელად ამოსაყვანი ლაქა არაა!
–არა მგონი ჩვეულებრივად ამოვა და პირვანდელ სახეს მიიღებს.
–მადლობა! უი სულ დამავიწყდა მე ზურა ხომერიკი ვარ შენ რა გქვია?
–მე ქეთათო ვარ, ქეთათო ნემსაძე.
–სასიამოვნიოა!–ხელი ჩამომართვა მერე გაბრუნდა და საროჩკა გაიხადა. ოო არაა. მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი და ტუჩზე მწარედ ვიკბინე მისი დაკუნთული სხეული. მით უფრო უარესი ყავა შარვალზეც გადაესხა იმედია იმასაც აქ არ გაიხდის! საბედნიეროდ თუ საუბედუროდ საძინებელში გავიდა და მეც დრო ვიხელთე მის პერანგს ხელი დავტაცე და სააბაზანოში შეევარდი რომ გამერეცხა.
თითქმის მთლიანად რომ გავაშორე უკვე შორტები ეცვა აბაზანის კარებს აყუდებოდა და ეშმაკურად იღიმოდა. ვერ დავმაავ ეს ღიმილი ძალიან ეშხიანი იყო და ძალიანაც მომწონდა.
–რამე მოხდა?–გაკვირვებულმა ვკითხე
–არაფერი უბრალოდ ძალიან ჩაკირკიტებ მაგ პერანგს.
–მერე რა?
–არაფერი–ოო ისევ ის ეშმაკური ჭიმილი. პერანგი გავშალე დავხედე მთლიანად გაცილდა და საშროში ჩავდე.
–შარვალი სადაა?
–აქ–ხელში ეჭირა მერე მომაწოდა, გასვლა დააპირა მერე მობრუნდა და მკითხა– რამეს ხო შეჭამ?
–არა მადლობა არ მშია!
მართლა?–თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და თმა გადავიწიე –და ნაყინი?
–მაგაზე დავფიქრდები!
გავიდა მე კი ახლა შარვალს ვრეცხავდი თავისი მაისური გვერძე დამიდო და მითხრა რომ ჩემსასაც არ აწყენდა გარეცხვა.
სარეცხს რო მოვრჩი და საშრობვში ჩავდე ზურასთან გავედი რომელსაც უკვე მზად ქონდა ყველაფერი.
–შოკოლადი თუ ვანილი? თუ მიქსი?
–სულერთია!
–კარგი მაშინ ეხლა მე შენ ისეთ რაღაცას გაგასინჯებ ბევრი რო ნატრულობს!
–რითი დავიმსახურე?
–ჩემი პერანგი და შარვალი გარეცხე–ამაზე გაგვეცინა სიმართლე გითხრათ ის სულ არ გავდა მანიაკს ერთი მხიარული ტიპი იყო.
რაღაც ყუთი გამოიღო მაცივრიდან და რამდენიმე კოვზი ნაყინი ნაყინის ჭიქაზე დადო.
–აბა თუ გამოიცნობ რა არი?–დაინტერესებულმა გავსინჯე და გადავირიე რაღაც საოცრება იყო.
–მესმის იმათი ვინც ამას ნატრულობს. პიტნა, მარწყვი, შოკოლადი და…
–მაგას ვერ გამოიცნობ!–თავდაჯერებულად მითხრა.
–ანანასი!–იგივე თავდაჯერებით ვუპასუხე და ბირდაღებული დავტოვე.
–შენამდე ეს არავის გამოუცნია! პირდაპირ ბრავო!
–ყველა სხვა არომატი ფარავს მისას ძაან უნდა დაუკვირდე რო მიხვდე!
–ზუსტად! აბა ქეთათო რას საქმიანობ?
–როგორ მინდა მაგაზე სახარბიელო პასუხის გაცემა შემეძლოს! მაღაზიაში გამყიდველი ვარ ჯერჯერობით!
–მერე რას აპირებ რო?
–კულინარიული კოლეჯი და სამზარეულო!
–ვაა მაგარია თან დიდი კონკურენციაც არაა!
–შენ რას საქმიანობ?
–არქიტექტორი ვარ.
ტელეფონს დავხედე მარი იყო რო ავიღე ყურში ისეთი ჩამყირა ლამის დავყრუვდი ამდენი ხანი სად ხარო. ეს ბოლო ღამე უნდა ყოფილიყო მასთან.
–ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ უნდა წავიდე ძალიან დამაგვიანდა.
აბაზანაში შევვარდი მისი მაისური გავიხადე ჩემი ჩავიცვი და სახლიდან რასაც ქვია გავვარდი ჯერ ბინის პატრონთან წავედი რომ პირველი ქირა მიმეტანა მერე კი მარისთან.


იმედია მოგეწონებათ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent