მოუხერხებელი მზარეული (1)
–აბა ქეთათო რა უნდა გამოხვიდე? –დედაჩემს არქიტეტური უნდა რო ვიყო, მამაჩემს ადლოკატი. –მე შენ გეკითხები შენ დედაშენს და მამაშენს კიარა?! –მე მზარეულობა მინდა! თვალები შუბლზე აუვიდა ბაბუაჩემს როცა 8 წლის გოგოსგან ეს პასუხი მოისმინა. პატარაობიდანვე მიყვარდა საჭმლით თამაში და რამდენიმე თამაშს დედაჩემის მომზადებული სადილიცკი შესწირვია. სამაგიეროდ ვერცკი წარმოიდგენთ რამდენი სადილისთვის მიმინიჭებია რაღაც განსაკუთრებული და გასაოცარი გემო როცა სულელივით ვაყრიდი ჩემთვის უცნობ სუნელებს მასში. მაგრამ იმის მერე კიდევ 9 წელი გავიდა და ახლა მართლა მჭირდება პროფესიის არჩევა, მაგრამ ერთი რამ ცხადია ძალიან მოუხერხებელი, გაფანტული და უყურადღებო ვარ მაგრამ ძალიან ნიჭიერი. რაც წესით უნდა წამადგეს მაგრამ როგორც ჩანს საერთოდ არ დამეხმარება რადგან მე უნიჭოების საქმეს მინდა მოვკიდო ხელი. –შენ გაგიჟდი ხო შენი ნიჭი ესე როგორ უნდა გაფლანგო ხომ არ გგონია რომ კულინარიულ კოლეჯში ჩაგაბარებინებთ, ეს უბრალოდ უნიჭოების საქმეა და მეტი არაფერი! – განმიცხადა ნერვებ მოშლილმა დედამ ზუსტად 5 წუთით ადრე სანამ სახლიდან წამოვიდოდი. ბარგი ჩავალაგე და ჩემს მეგოარ მარისთან წავედი და ვთხოვე რომ მასთან დავრჩენილიყავი ცოტა ხნით სანამ სამუშაოსა და ბინას ვიშოვიდი. ვაკანსიები გავიკითხე და ერთერთ მაღაზიაში გამყიდველად დავიწყე მუშაობა. ეს ფული ცოტა ხანს მეყოფოდა ბინას რომ ვიშოვიდი მერე კი უკვე წესიერ სამსახურს დავუწყებდი ძებნას. მეორე დილით უკვე შევუდექი ჩემს ახალ სამსახურს, იქაურობა სუფთა იყო კარგად მოვლილი სამუშაო ბევრი მაგრამ ისეთი რომ საერთოდ არ მღლიდა, პირიქით მსიამოვნებდა და დებილივით ვუღიმოდი ყველას. ნელნელა ყველაფერი ერთმანეთზე აეწყო და სექტემბრამდე მცოლოდ ორი თვეღა რჩებოდა, ორი თვე ბინისა და უკეთესი სამსახურის საპოვნელად. მთელი თვე ხელში შემომეცალა და აი ჩემი პირველი ხელფასიც. როგორციქნა ავიღე 400 ლარი! სხვისთვის შეიძლება არაფერი იყოს მაგრამ როცა მარტო შენ ხარ და მეტი არავინ საკმარისია. ბინაც უკვე ვიპოვე ერთოთახიანი კომფორტული თან სამსახურთან ახლოს ასე რომ ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა. აი ზუსტად ის მომენტი იყო ბინის პატრონისთვის ჩემ შეგროვილ თანხას ხელფასიც რომ დავამატე და პირველი ქირა უნდა გადამეხადა და … ვიღაცას შევვეჯახე, ზედ ყავა გადავასხი და სხვათა შორის არც მე დავიკელი. პ.ს .ყავა მისი იყო ოო არა შარში ვარ! ნამდვილად დიდ შარში! ძალაინ მაინტერესებს თქვენი აზრი გაგრძელება ღისრს თუ არა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.