შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სიყვარული არ შემიწყვეტია (5 ნაწილი)


19-05-2015, 10:13
ავტორი ანკა
ნანახია 5 172

მთელი დღე ისეთი აფორიაქებული ვიყავი, რომ მეტი არშეიძლებოდა. დილით თეფშიც გამიტცდა. ყველაფერი ხელიდან მიცვიოდა და საშინლად დაბნეული ვიყავი. თაკო ჩემთან ვეღარ დარჩა რაღაც საქმე ჰქონდა და წავიდა. მე კი დამტოვა მარტო ამხელა სახლში თოკოს, მისი ძმაკაცების და შაკოს მოლოდინში. მიუხედავად იმისა, რომ არაფრის ხალისი არ მქონდა, ცოტა მაინც ვიმზარეულე და შემდეგ მოწყვეტით დავეშვი ტახტზე. ტელეფონზე ვიღაცამ დამირეკა და მოულოდნელობისგან გული გამისკდა
-ხოო თოკო
-ლიიზ, ხო სახლში ხარ? მე და ბიჭები მოვდივართ
-კი - ძლივს ამოვილუღლუღე.
ნახევარი საათიც არ იყო გასული კარზე ზარი რომ გაისმა. პირველი თოკო შემოვიდა, გადამკოცნა და შემდეგ ბიჭებიც შემოლაგდნენ. შაკო არ ჩანდა, გულზე მომეშვა, თუმცა მეწყინა კიდეც.
-რას შვები აბა ჩვენი კრასავიცა - მხიარულ ნოტაზე შემოვიდა თემო
-პრივეტ ჩემი გოგო (ლექსო)
-გამარჯობათ ბიჭებო. - სახლში შევიპატიჟე და საჭმელი შევთავაზე. მითხრეს ჯერ არ გვინდაო. ოთახში მათთან ერთად ჩამოვჯექი და გაფაციცებით დავუწყე მოსმენა, იქნებ შაკოზე ეთქვათ რამე, თუმცა შეთქმულებივით, ირიბადაც კი არ საუბრობდნენ მასზე. მხოლოდ სამსახურზე ლაპარაკობდნენ. კარზე ზარი იყო-
-მე გავაღებ - წაამოვიძახე და კარისკენ წავედი. კარი შემოვაღე და ვის ვხედავ - შაკოს. კინაღამ გული წამივიდა, ისე გამალებით დამიწყო ცემა რომ ალბათ ამოხტებოდა იქედან. პირველად მის უძირო შავ თვალებს შევეჩეხე, შემდეგ დავაკვირდი, რამსიმაღლე გაზრდილა - ჩემზე ერთი თავით დიდი იყო, დაკუნთულიც იყო. სახეზე მკაცრი ნაკვთები ჰქონდა, შავი მოკლე თმები. 5 წუთი ჩუმად ვიდექი.
-არ შემომიშვებ? - მკითხა ნაზად ბოხი ხმით და ტანში ჟრუანტელმა დამიარა
-შემო - წავიჩურჩულე ჩემთვის და შემოვატარე.
-ზდაროვა ბიჭებს, უკვე აქ ხართ?
-ვავაა დაკარგულ ძმას გაუმარჯოს. ბარგი შემოიტანე?
-არა ჯერ თქვენ გნახეთ.
-წამო წამო აბა (თოკო) - ლიზი, მიდი რა ოთახი გაუმზადე
-ეხლავე - ზემოთ ავედი და უკვე მოწესრიგებულ ოთახს თვალი მოვავლე. კარში შაკო შემეჩეხა. ისეთი სახე მქონდა გეგონება სასიკვდილო განაჩენი გამომიტანესო. თავი დავხარე და ოთახში შემოვუშვი. მე კიდე გარეთ გამოვედი და თითქოს ისევ თავისუფლად სუნთქვა დავიწყე. ჩემს ოთახში შევიკეტე და მეორე დღემდე იქედან არ გამოვსულვარ. ვტიროდი.....

....შაკოს მონაყოლი......
კარი ლიზუმ გამიღო. ჩემი გოგო რამხელა გაზრდილა. შავი ლამაზი თმები გაშლილი ჰქონდა, როგორც კი დამინახა დიდი ლურჯი აცრემლებული თვალებით გამომხედა. ვიცი რო ვატკინე, ვიცი რომ შეცდომა დავუშვი და ძალიან ვატკინე, მაგრამ რა ვქნა, იმ მომენტში მე სხვა გამოსავალი არ მქონდა. ცოტა ხანი მეც ვერ გამეგო თუ რა უნდა მეთქვა, შემდეგ ვკითხე ცემს შეშვებას თუ აპირებდა და კარს იქეთ გაიწია. შევედი ბიჭებს მივესალმე და ბარგის ასატანად გავედით. ოთახის კარში ლიზა შემეფეთა. ისეთი შეშინებული სახე ჰქონდა, რო რავი.... მაშინვე თავი დახარა და მე შემატარა. თვითონ ალბათ თავის ოთახში შევიდა. პირველ სართლზე არ დამხვდა.
-რასშვები ბრატ ამდენი ხნით წასვლა შეიძლება? - მომიკითხა თემომ
-რავქნა ბიჭო შენც ხო იცი რო მეც მინდოდა ჩამოსვლა
-შენი ჩამოსვლის მიზეზი ვიცი მე(ლექსო)
-ოოო, გეყოს რა, ისედაც ცუდად ვარ. აუ ბიჭო ძაან ნაწყენია - გავხედე თოკოს იმედის ნაპერწკლით თვალში
-კიი - დასერიოზულდა ისიც. - მარა დღეს უნდა გენახა რა დღეში იყო, ორი თეფში ხელიდან გაუვარდა და დალეწა და ისეთი დაბნეული დაბოდიალობდა მთელი დღე სახლში რო რავი, ეგეთი დაბნეული მაშინ იყო პირველად რო გნახა
-აუ ხოო - გავიხსენე მეც ის საბედისწერო დღე, როდესაც ჩემი ანგელოზი პირველად ვნახე. მაშინ 13 წლის იყო, მე 17-ის. თოკო სახლში მარტო ვერ ტოვებდა და ჩვენთან ერთად წამოიყვანა წყნეთში. მაშინ ძალიან ბავშვური იყო. ყველასთან თავისუფლად იყო, მე კიდე მებუტებოდა, მაგრამ ხომ ვიცოდი რო მასაც ვუყვარდი. მეც ერთ დღეს გამოვიჭირე და ვუთხარი რომ მიყვარდა. მაშინ ისეთი ბედნიერი თვალებით ამომხედა, რომ არასდროს არ დამავიწყდება.
-ეეე ბიჭო სად გაგვეპარე ოცნებებში ეხლა(თემო)
-აუ ბიჭო შენ მაგ იდიოტურ ხუმრობებს რა ვერ გადაეჩვიე... -ვუპასუხე ნერვებმოშლილმა. - მე წავალ ეხლა რაღაც საქმე მაქ და გვიან მოვალ
-კაი ბრატ დროებით- გამომძახეს თემომ და ლექსომ.


.....ლიზას მონაყოლი......
საღამოს ხმაური გავიგე. შაკო წავიდა, ცოტა ხანში ბიჭებიც მიყვნენ. ოთახის კარი თოკომ შემოაღო.
-კარგად ხარ? - მკითხა მზრუნველად და გვერდზე მომიჯდა.
-კი, რატო არ უნდა ვიყო? - თავი დავიდებილე
-კარგად იცი რატომაც.
-ხო... - თავი დავხარე. თოკომ თავზე ხელი მომისვა, მაკოცა და გავიდა.....

....
დილით ჩვეულებრივად ავდექი. რატომღაც კარგ ხასიათზე ვიყავი და შაკო არც გამხსენებია. სამზარეულოში ჩავედი ყავა მინდოდა, თან რაღაცას ვღიღინებდი.
-ტანზე ჩაცმა არ გიფიქრია? - სიჩუმე დაარღვია ბოხმა ხმამ და შიშისანან ვიკივლე.
-აქ რა გინდა? - და ხელით შევეცადე ჩემი ტანის დაფარვას. ოხ რა ჩემდა ჭირად ვიყიდე ასეთი მოკლე საღამურები რა...
-წყლის დალევა - მითხრა და თვალი ჩემს ფეხებს ააყოლა
-ხოდა დალია მერე... - ვუთხარი მეც უხეშად და ყავის გამზადება გავაგრძელე. გაეცინა... - რა გაცინებს?
-რა გაბუტული ბავშვივით მელაპარაკები
-ბავშვივით ხო?! სხვათაშორის უკვე 18 წლის ვარ
-ვიცი
-ძალიან კარგი - ისევ მოვბრუნდი გაბრაზებული და ტანში ჟრუანტელმა დამიარა, როცა ზურგს უკან ცხელი სხეული ვიგრძენი. ხელები მუცელზე მჭიდროდ შემომაჭდო და თავი ჩემს კისერში ჩარგო. დენდარტყმულივით უკან გავხტი დამოვიშორე.
-შენ ვერ ხარ ხოიცი. ხელები გამიშვი და თუ წყალი გინდა დალიე. - ტუჩის კუთხე ჩატეხა, მშვიდად დაისხა წყალი და მოსვა. მზერა ისევ ჩემს ფეხებზე გადაიტანა და ახლა გამახსენდა რომ ტანზე თითქმის არაფერი არ მეცვა
-იდიოტო - შევუბღვირე და ოთახში ავედი ჩასაცმელად. მოკლე შორტი, მაისური და ფეხზე კეტები ჩავიცვი. თმები კოსად ავიწიე.
ქვემოთ რომ ჩამოვედი თოკოც გაღვიძებული დამხვდა და რაღაცაზე საუბრობდნენ. ჩემი შესვლისას კი უცბად გაჩუმდნენ.
-გაიღვიძე?(თოკო)
-კი, ყავა გაგიკეთო?
-კი(თოკო)
-ისე მეც თუ გამიკეთებ კარგი იქნება(შაკო)
-ადექი და გაიკეთე თუ რამე გინდა - ვუთხარი გაბრაზებულმა, მივბრუნდი და საქმიანად დავიწყე ყავის კეთება. შაკოს ჩუმი ჩაცინება გავიგე და ნერვები უფრო მომეშალა. მალევე გავუკეთე თოკოს ყავა და ეზოში გავედი.


.........
ესეც მეხუთე თავი...
ბავშვებო კომენტარებს რომ არ წერთ მგონია რომ არ მოგწონთ. მირჩიეთ რამე რა, თუ არ ვარგა მითხარით და სხვას დავიწყებ.



№1  offline წევრი mariamii))

მე ძაან მომწონს და მალე დადე ხოოლმეეეეეე

 


№2  offline მოდერი ანკა

mariamii))
მე ძაან მომწონს და მალე დადე ხოოლმეეეეეე

შევეცდები ყოველდღე დავდო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent