შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქორწინება ანდერძით 2


19-05-2015, 16:59
ავტორი sopiko
ნანახია 7 354

გავიდა კიდევ 1... 2... 3 თვე. ჩემთვის დროს ნამდვილად არ უმკურნალია. რუსო გვერდიდან არ მშორდებოდა, ეშინოდა საკუთარი თავისთვის რამე არ დამეშავებინა თუმცა ჭკუაზე ისე კი მოვედი რომ მსგავსი რამ არ ჩამედინა, ყოველ დღეს საფლავზე ვაღამებდი და ვათენებდი. ცხოვრებაში ასე ცუდად არასდროს ვყოფილვარ. მათ ისე ველაპარაკებოდი თითქოს ცოცხალი ადამიანები იყვნენ და არა საფლავის ქვები. ღამით სულ ის დღე მესიზმრებოდა , კოშმარებისგან თავის დაღწევა აღარ შემეძლო მაგრამ ერთ დღეს ისეთი რაღაც მოხდა რამაც ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა და რეალობაში დამაბრუნა.
ერთ დილას ტელეფონმა დარეკა. ვიწექი და ფეხზე წამოდგომის თავი არ მქონდა ამიტომ რუსოს დავუძახე:
-რუსოო... ტელეფონი აიღე გთხოვ-ის არ გამომეხმაურა, კიდევ ბევრი ვეძახე მაგრამ ბოლოს მაინც ფეხზე ადგომა მომიწია.
-გისმენთ.
-ნიტა ხარ შვილო?-იკითხა ხმამ რომელიც რატოღაც მოხუცებულს მივაწერე.
-დიახ, ვინ ბრძანდებით?-შევშინდი მე, ეს შესავალი გულს მიფორიაქებდა.
-ნუ იღელვებ შვილო მაგრამ ბებიაშენი ავად გახდა, ექიმები ამბობენ კარგი მოვლა სჭირდებაო და იქნებ ჩამოხვიდე?-უკვე მივხვდი ვინც რეკავდა, ეს ჩვენი სოფლის მეზობელი იყო ლაურა ბებია, დარო ბებო ავად გამხდარიყო, მის დაკარგვას კი ნამდვილად ვეღარ გადავიტანდი, არ ვიცი როდის მოვეგე გონს და ტელეფონში ჩავძახე:
-აუცილებლად ჩამოვალ ამ საღამოს მანამდე კი ბებოს კარგად მოუარეთ.-ტელეფონი დავკიდე და სახლში რუსოს დავუწყე ძებნა, სახლში არ იყო.
''ნეტავ სადაა?''-გავიფიქრე მე-''წუთის წინ სახლში იყო და ახლა სად გაქრა?''
ბოლოს გარეთ გასასვლე კარში შევნიშნე, ვიღაცას ელაპარაკებოდა, კარი ოდნავ იყო გაღებული და რუსოს კაბაც ძვლივს ჩანდა.
-რუსო რამდენი ხანია გეძებ და შენ კი...-მეც გარეთ გავედი და შევკრთი, რუსოს ჩემი ყოფილი შეყვარებული გაბრიელი ესაუბრებოდა.
-გაბრიელ?-ამოვიჩურჩულე მე.
-ნიტა...-ის მომიახლოვდა და ჩამეხუტა-ვიზიარებ ნიტა შენს მწუხარებას-ჩამჩურჩულა ყურში.
-მხოლოდ ამის სათქმელად მოხვედი? იმიტომ რომ ტკივილი გამახსენო?-უხეშად მოვიშორე მე. ახლა ყველაფერზე გაბრაზებული ვიყავი თვით გაბოზეც კი რომელიც ამდენი ხანი მენატრებოდა.
-მე დაგტოვებთ...-სახლში შესვლა დააპირა რუსომ.
-არა რუსო... იმის სათქმელად მოვედი რომ სოფელში მივდივართ, დარო ბებო ავად გამხდარა.-მივაყარე უცებ.
-რა?-წამოიყვირა რუსომ. ვერც შევამჩნიეთ როგორი სახით გვიყურებდა გაბრიელი.
-მე წაგიყვანთ, ხომ ვიცი შენი სახლი-მთლად გავწითლდი, ერთხელ ხომ თავად შევთავაზე იქ წასვლა თუმცა ჩვენს შორის არაფერი მომხდარა როგორც იტყიან ხოლმე მოლოდ ერთმანეთს ''მივეალერსეთ''
-კარგი, კარგი, ახლა საუბრის დრო არ არის, ბებო სასტიკად ავადაა და თბილისელ ექიმს უნდა ვანახოთ როგორც ჩემმა მეზობელმა თქვა-უცბად მივიღე გადაწყვეტილება და გაბრიელის მანქანაში ჩავხტი, რუსო არ მოდიხარ?-ვკითხე რუსოს.
-იცი მე აქ რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელი და ვერ წამოვალ, ხომ დღესვე ჩამოხვალთ-იმ წუთას მეგონა მარტო დაგვტოვა თორემ მერე მითხრა რომ ეს განგებ არ გაუკეთებია, ჩემი დეპრესიული პერიოდის დროს მასაც ჰქონია რაღაც პრობლემები თუმცა მე არ მეუბნებოდა და უნდოდა ჩუმად მოეგვარებინა ყველაფერი.
-კარგი წავედით გაბრიელ-გაბრიელი გვერდით მომიჯდა და მანქანა დაქოქა.

ბებო მართლაც ძალიან ცუდად ყოფილა, მანქანაში ძვლივს ჩავსვით და მაშინვე საავადმყოფოში გავაქანეთ. ექიმმა პალატაში შეიყვანა გასასინჯათ, ჩვენ კი გარეთ ველოდებოდით, ცალკე პალატაში, ექიმს შევეცოდეთ და მოისვენეთო გვითხრა.
-ძალიან მომენატრე ნიტა...-დაიწყო გაბომ და ლოყაზე ხელი მომკიდა, მე შევკრთი და მისი ხელი ცივად მოვიშორე:
-ახლა ამის დრო არაა გაბო,თანაც ბევრი დრო გავიდა, მეც ყველაფერი დავივიწყე, შენ მიმატოვე და ახლა არ გაქვს უფლება ხელების ფათური დამიწყო.
-მაქვს როგორ არა, შენთან დაკავშირებით ყველაფრის უფლება მაქვს-სახე ტუჩებთან მომიახლოვა გაბომ და ის ის იყო უნდა ეკოცნა რომ ხელი ვკარი.
-არ გაბედო! ამდენი ხანი ქალებთან გულაობდი და არ გეგონოს რომ ამ სტრესული მდგომარეობიდან გამოსასვლელად გაპატიებ, იქნებ ესეც არ გინდა და სხვა მიზნები გაქვს-ირონიულა ვუთხარი მე თუმცა ჩვენი კამათი დიდხანს არ გაგრძელებულა ექიმი შემოვიდა.
-იცით, თქვენს ბებიას ოპერაცია ესაჭიროება, ნაღველი აქვს გადიდებული და ეს ძალიან საშიშია მისი ჯამრთელობისთვის.
-რა?>-შევყვირე მე.-კი აუცილებლად გავუკეთებთ ოპერაციას.
-არც ისე რთული ოპერაციაა, მხოლოდ 7000 დოლარი ღირს-და ამ მხოლოდზე კინაღამ გამეცინა რომ არ ამტირებოდა, მშობლების გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ სახლი შემრჩა და ამ სახლის გაყიდვა ნამდვილად არ შემეძლო, როგორ მიმეცა სხვისთვის ის რაც ჩემთვის ყველაფერი იყო. ის ჩემი ოჯახი იყო. გაბოს გავხედე, მასაც ჩემსავით გაკვირვებული სახე ჰქონდა, მისი დახმარების იმედი არ უნდა მქონოდა და რაც არ უნდა იყოს აქამდე არც დავეცემოდი. საიდან მომეტანა ამდენი ფული. კინაღამ გული შემიწუხდა თუმცა თავს სიმშვიდისკენ მოვუწოდე, ბებოს მხოლოდ მე ვყავდი და თავისთვის უნდა მიმეხედა.
-ვიშოვით-ვთქვი ისე არც კი დავფიქრებულვარ-რამდენი ხანი შეიძლება მოცდა?
-მხოლოდ სამი თვე, ესეც მაქსიმუმი რაოდენობაა, უბრალოდ მანამდე კარგად უნდა მოუაროთ, ხომ გესმით?-მითხრა ექიმმა.
-დიახ, რა თქმა უნდა და წაყვანა როდის შეიძლება?
-ახლავე-მითხრა ექიმმა და პალატისკენ გამიძღვა.

ახალი პრობლემა. თითქოს ის არ მყოფნიდა რაც დამემართა... ოჰჰ და უცებ კარზე ზარი გაისმა, ვინ უნდა ყოფილიყო თუ არა ჩემი ჭორიკანა მეზობელი, ლელა.
-ნიტა, ნიტა არ იცი რა უნდა გითხრა, შენი ბებიის ამბავი გავიგე, ისიც ვიცი რომ საკმარისი ფული არ გაქვს და...
-და ფულს თქვენ მასესხებთ?-ვკითხე ამ მომაბეზრებელი საუბრით დაღლილმა.
-მე არა რა თქმა უნდა-გადაიკისკისა ქალმა-უბრალოდ შენთან კარგი შემოთავაზება მაქვს.
-შემოთავაზება?-გამიკვირდა მე.
-მოკლედ ჩემი ერთი შორეული ნათესავი ეძებს ცოლს და ეს პირველად მე მითხრა...
-და მე ახლა გასათხოვრად მცალია შენი აზრით?- შევაწყვეტინე მე-იმის მერე რაც მოხდა...
-არა შვილო, მისმინე ესე იგი ყველაფერი როგორ არის, იმმ ბიჭს პაპამ მემკვიდრეობა დაუტოვა, ის კაცი მილიონერი იყო, მაგრამ ცოტა უცნაურად იქცეოდა ცხოვრების ბოლო ხანებში, გარდაცვალებამდე. აიკვიატა ბიჭმა ცოლი მოიყვანოსო მაგრამ ბიჭმა არაფერი შეისმინა, ის კაცი გარდაიცვალა თუმცა ასეთი რამ ჩაწერა ანდერძში, ბიჭი ფულს მანამ ვერ აიღებს სანამ ცოლს არ მოიყვანს მისი ცოლი კი ფულის მეოთხედს მიიღებს, ხოდა შენ ფული გინდა და რა მაინტერესებს რამდენ ხანში უნდა გაუკეთო ოპერაცია ბებიაშენს?
-სამ თვეში-ამ ყველაფრით გაოცებულმა ძვლივს ამოვღერღე.
-ხოდა ზუსტად ორ თვეში ყველაფერი დამთავრდება ფულს შენც მიიღებ და შენი ქმარიც-გადაიკისკისა მან- როცა ეს ამბავი გავიგე მაშინვე შენთან გამოვიქეცი. თანახმა ხარ?
-თანახმა ვარ-ჩავიჩურჩულე მე და მივხვდი რამხელა შარში გავყავი თავი.


ესეც მეორე თავი. სიტუაცია იძაბება, ეს არ იქნება ჩვეულებრივი ისტორია რომელიც ბევრს აქვს ატვირთული. ყველანაირად საინტერესო და ხიფათიანი ისტორიები რომელიც ნიტას და მის თანამგზავრებს გადახდებაღთ, ვცდილობ სრულიად განსხვავებული და ორიგინალური იყოს შემდეგი თავებიც. ყოფილი შეყვარებულიც ამიტომ გამოჩნდა... როგორც ხვდებით ნიტას ის ჯერ კიდევ უყვარს... ველი შეფასებებს...



№1  offline წევრი ninonino7500

საინტერეოა :D მალე დადე რა :D

 


№2  offline წევრი tatiko:)

Malevdade dzalian sainteresoa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent