შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, ლექტორი 7


19-05-2015, 23:06
ავტორი 11♥
ნანახია 3 773

უცნობის თვალების შემხედვარე ადგილს ვერ ვპოულობდი, ის კი თანდათან მოიწევდა ჩემსკენ.

-არ მომეკარო იცოდე-გიჟივით ვაცეცებდი თვალებს და გასაქცევს ვეძებდი, თუმცა უშედეგოდ .

-რაიყო ცოტა გავერთოთ, ნუ გეშინია-ცალყბად ჩამიღიმა და ჩვენშორის მანძილი ერთ ნაბიჯში დაფარა

-არ მომეკარ...-სიტყვა დამთავრებული არ მქონდა კარზე კაკუნი რომ გავიგე-დამეხმარეთ, გთხოვთ დამეხმარეთ-გიჟივით დავიწყე ყვირილი

-გაჩუმდი შენი-უცნობმა ხელი ისე გამარტყა საწოლთან მდგარ ტუმბოს შევასკდი

-მიშველეთ-მე მაინც ჩემსას ვყვიროდი, გარეთ ხმაური რომ გავიგე მივხვდი რომ გადავრჩი, ზუსტად ორ წამში კარის ზღურბლზე ვატო იდგა და არანორმალური სახით უყურებდა ჩემს წინ მდგომს. მე ისევ ტუმბოსთან ვიყავი ჩაცუცქული და ხელი ლოყაზე მედო. ორ წამში გადაკვეთა ვატომ მანძილი და უცნობს ძლიერად დაარტყა სახეში

-ვატო, ვატო გთხოვ დაანებე თავი, არ ღირს-ამაოდ ვცდილობდი მის დაწყნარებას. როცა მიხვდა რომ ხმის ამოღების ძალაც არ ქონდა შეეშვა და მე მომიტრიალდა

-რამე ხომ არ დაგ...

-არა არაფერი-გავაწყვეტინე-წავიდეთ რა

-წამოდი სახლში წაგიყვან-ხელი მომკიდა ვატომ და გასასვლელისკენ წამიყვანა

თვალებით დედაჩემს ვეძებდი, თუმცა უეცრად წიბ გადამიდგა.

-სად მიდიხართ?-მკითხა და ვატოს მიაშტერდა

-თქვენი შვილი თავს ცუდათ გრძნობს, ამიტომ გადავწყვიტე სახლში წამეყვანა თუ რათქმაუნდა წინააღმდეგი არ იქნებით-უცებ მოატყუა ვატომ დედაჩემი

-არა რათქმაუნდა, გინდა მეც წამოვალ თიკა

-არა, შენ მამასთან დარჩი მე ვატო მიმიყვანს სახლამდე

-კარგი, რომ მიხვალ დამირეკე იცოდე-საჩვენებელი თითი სასაცილოდ დამიქნია დედამ

ვატომ მანქანაში ჩამსვა და თვითონ საჭეს მიუჯდა, მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია, ან რა უნდა გვეთქვა ერთმანეთისთვის. ჩემს კორპუსთან გააჩერა და მთელი ტანით შემოტრიალდა ჩემსკენ.

-მაპატიე ჩემ...

-ვატო, ძალიან გთხოვ არაფრის გახსენება არ მინდა, ისეთი არაფერი მომხდარა-სიტყვა გავაწყვეტინე ვატოს და თვალი ავარიდე

-იმას მე მოვუვლი აღარ მოგეკარება-ჩემი ხელი ხელში მოიქცია და თვალებში ჩამაშტერდა-რაიყო დღეს რო გადამიხტი მანქანიდან, არასწორად გაიგე მე სულ სხვა რაღაცის თქმა მინდოდა და შენ სხვანაირად გაიგე, შენთან სერიიზული ურთიერთიბა მინდა მართლა,

-ვატო, არასდროს არავისთან მქონია სერიოზული ურთიერთობა, შენს მიმართ არ ვარ გულგრილი

-რა თქვია? ეს რა გავიგე-ხმამაღლა იცინოდა ვატო

-დამცინი ხო?-სასაცილოდ მოვჭუტე თვალები და მანქანიდან გადასვლა დავაპირე თუმცა ვინ გაცადა, უცებ მომკიდა ვატომ მკლავში ხელი და თავის ტუჩები ჩემსას მიაწება, ესეც ჩემი პირველი კოცნა. ვეცადე ავყოლილიყავი თუმცა მიხვდა ჩემს გამოუცდელობას.

-მიყვარხარ-მითხრა უკვე.ჩემს ტუჩებ დაგემოვნებულმა

-ვატო მეჩქარება უნდა წავიდე

-რა მაგარი პასუხია-ტუჩის კუთხე ჩატეხა-კარგი წადი, რო ახვალ აივნიდან გადმოიხედე და მერე წავალ.

ბედნიერი სახით გადმოვედი მანქანიდან და.სადარბაზოსკენ წავედი, სახლში ასულმა აივანს ვეცი და ვატოს დავენახე მანაც ფარები აანთო და ადგილს მოსწყდა. დედასაც მივწერე სახლში ვარ თქო და დასაწოლად გავემზადე.

დილით ტელეფონის ზარმა ფამაღვიძა, პლედიდან ხელი გამოვყავი და ტელეფონის ძებნა დავიწყე

-გისმენთ...

ტკივილი...
შიში...
მისი დაკარგვის შიში...
სიყვარული...
ვატო ავარიაში მოყვა...






ბავშვებო ძალიან პასიურობთ და სიმართლე გითხრათ.საეთოდ მეკარგება ხალისი, მითხარით ღირს რამედ ისტორია?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent