საბოლოო არჩევანი შენზე (3)
ანიტა საძინებელში დაბრუნებას აპირებდა და როცა შემოტრიალდა, ვიღაცას სახით შეასკდა, სიმწრით ახედა ობიექტს და როცა ხელში ზუკა შერჩა, უკან გახტა. -სხვისი საუბრის მოსმენა, რომ უზრდელობაა არ გასწავლეს? თუმცა ვის უნდა ესწავლებინა, შენ ხომ მშობლებიც კი აღარ გყავს._ გაცისკროვნებულმა დაამთავრა სათქმელი და ირონიული მზერით გადახედა. იცით რა ხდებოდა ანიტას თავში? უნდოდა, რომ ამ არსების თავი კედელზე ერტყმია, თუმცა კედელი შეეცოდა და მხოლოდ სიტყვებს დაჯერდა: -იქნებ ჯერ შენი დისთვის გესწავლებინა, რომ სხვებზე ჭორაობა უზრდელობაა._მთელი ცინიზმი ჩააქსოვა მის სიტყვებში და ირონიული ღიმილით დატოვა ჰოლი... აღარ აპირებდა რაიმე მოეთმინა, მერე რა რომ რთული ცხოვრება შეხვდა... ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დანებდეს და ყველას თავი მოუდრიკოს... ცხოვრება გაკვეთილია და კარგი მოსწავლე, მასში ყოველთვის ათიანს მიიღებს... საღამოს ყველა მისაღებში იყო შეკრებილი, ყველა იცინოდა და ბავშობას იხსენებდა, მხოლოდ ანიტა დუმდა და მათ ისტორიებს გაღიმებული უსმენდა. -ანიტა შენს ბავშობაზე რას გვეტყვი?_ჰკითხა საბამ და გოგოს გადახედა, ყველამ ყურადღება მას მიაპყრო. -ანიტა ალბათ თავის ბავშვობაზე, მხოლოდ იმას მოგვიყვება თუ რამდენ კაცთან იწვა, არა ძვირფასო?_მშვიდი ხმით თქვა ნინიმ და თავისი თავით კმაყოფილმა გაიღიმა, სხვებს სიცილი აუტყდათ, ანიტას კი ღიმილი გაუკრთა და მაგიდაზე წლით სავსე ჭიქა სახეში შეასხა... -აქამდე ბევრი ვითმინე, თუმცა მეტის მოთმენას არ ვაპირებ... გეყოთ რაც იპარპაშეთ!!!_მკაცრად ამოილაპარაკა ანიტამ და სანაპიროზე გავიდა. ^^^ მთელი ერთი თვე "დაისვენეს" ბათუმში, წამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, ანიტა და საბა სეირნობდნენ, როცა გოგონა ჩაიკეცა და გონება დაკარგა, ბიჭმაც ბევრი არ იყოყმანა, ხელში ააფრიალა ფარფატა სხეული და საავადმყოფოსკენ გააქანა... ჩოხელმა, როცა თვალები გაახილა და მის საწოლთან თავჩახრილი საბა დაინახა, გული შეუქანდა, ისეთი შეგრძნება დაეუფლა, რომ თითქოს კვდებოდა... ბიჭმა, როცა გამოღვიძებული ანიტა დაინახა, ყევლანაირი შემოვლების გარეშე აჯახა: -ორსულად ხარ..._ ისიც კი ვერ გაიზრა რა შეიძლება მოყოდა მის ამ საქციელს... ანიტას სახეზე ფერები გადაუვიდა, ხან გათეთრდა, ხან გალურჯდა, ხან გაწითლდა... შეიძლება მისთვის შვილი ნაადრევი იყო, თუმცა იცოდა, რომ ამ ბავშვს არ მოკლავდა... საბას თვალებში შეხედა, უნდოდა რომ იქაც ის ამოეკითხა, რასაც თვითონ ფიქრობდა, მაგრამ ამის მაგიერ იქ სრული სიცარიელე დაინახა... -მერე?_ აკანკალებულმა ამოილაპარაკა და გვერდით გაიხედა. -არ ვიცი, არ მინდა, რომ ასე მოხდეს... ჩვენ მას ოჯახს ვერ შევთავაზებთ, არ ექნება ის პირობები რაშიც მინდა, რომ ჩემი შვილი გაიზარდოს... არ ეყოლება სრულფასოვანი ოჯახი და შენც კარგად იცი, რომ ეს ბავშვის ფსიქიკაზე მოქმედებს... იქნებ ჯობია არ ვიჩქაროთ? მე ნინი მიყვარს და ამიტომ ოჯახს და ცოლად მოყვანას ვერ შეგპირდები... შენც ბავშვი შეგიშლის ხელს ცხოვრების გაგრძელებაში, ამიტომ მგონი აბორტი ყველაზე კარგი გამოსავალია..._იცით რა მოხდა? საბა დადიანი, ადამიანი, რომელსაც ანიტა ჩოხელი მისი ცხოვრების ნათელ წერტილად თვლიდა, წამებში გამუქდა, და ახლა სინათლეზე, მხოლოდ ბავშვის პატარა სახეს ხედავდა... ამბობენ, რომ სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია, თურმე სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიც კი არაა საჭირო... ანიტამ წარბიც კი არ შეხარა... -ახლა აქედან წავიდეთ და ხვალ მე თვითონ გავქრები შენი ცხოვრებიდან. ^^^ სახლში დაბრუნებულებს ყველა მისაღებში დახვდა, ნინის გარდა... საბა ბავშვებთან შევიდა, ანიტა კი კიბეებს აუყვა, როგორც კი ბოლო საფეხური აიარა, წინ მიქავა გადაუდგა... -სად იყავით? -რა ეჭვიანი ცოლივით ლაპარაკობ?_ ჩაეცინა ანიტას და ცალყბად გაუღიმა. -ნუ გეშინია ცოლიც მალე გავხდები... -მაგ იმედით იარე._ უთხრა და გვერდის ავლა დააპირა, თუმცა ნინიმ ხელით დაიჭირა და წინ დაიყენა. -მაპატიე, თუმცა შენს აქ ყურებას მირჩევნია ტრავმატოლოგიურში იწვე..._დაასრულა თუ არა წინადადება, ანიტას ხელი ჰკრა, გოგონა რამდენიმე საფეხურზე დაბარბაცდა, ხმამაღლა შეკივლა და კიბეებიდან ზურგით გადავარდა, ის რამდენიმე წამი სანამ დაეცემოდა, თავის შვილზე ფიქრობდა და ინსტიქტურად ბოლოჯერ მოეფერა პატარა დადიანს... ხმაურზე ყველა გამოცვივდა, საბამ ძირს სისხლიანი ანიტას დანახვაზე შოკი მიიღო, გიჟივით ეცა მის სხეულს და თვალი მისი მუცლისკენ გაექცა, მიხვდა რომ ბავშვის გადარჩენა უკვე შეუძლებელი იქნებოდა და გასაოცრად თვალიდან ცრემლი გადმოუგორდა... რაც არ უნდა ყოფილიყო ის მისი შვილი იყო და დადიანი სულაც არ იყო იმ დონის უგულო, რომ სიკვდილისთვის პატარა არსება გაეწირა, ჯერ კიდევ რამდენიმე წუთის წინ თავს იწყევლიდა, იმ სიტყვების გამო რაც ანიტას უთხრა და გადაწყვეტილიც ქონდა, რომ ის ბავშვი უნდა დაბადებულიყო... ახლა კი აღარც ბავში იყო და მალე აღარც ანიტა იქნებოდა, თუ მალე არ უშველიდნენ... საბას გააზრება არ აცადა, ისე გამოგლიჯა ხელებიდან ანიტა და მანქანისკენ გააქანა, წამებში მოვიდა აზრზე და ისიც იქით გაიქცა... გოგოები სახლში დარჩნენ და ნინის გაკვირვებული შეაშტერდნენ. -შენ შეიშალე?_უკივლა სოფომ და მისკენ წავიდა. -მე ჩემს საკუთრებას ვიცავ. -გოგო რომ გიჩივლოს სად მიდიხარ? -ჯერ გადარჩეს და მერე მიჩივლოს, აი ჩვენ კი შევთანხმდეთ, რომ ეს შემთხვევით იყო და რომ თავისით დაგორდა_გაუღიმა ნინიმ და ოთახში შებრუნდა. -ღმერთო ჩემო, ასე როგორ შეიცვალა._ამოიოხრა სოფომ და დივანზე მოწყვეტით დაეშვა. ^^^ ზურა და საბა მოსაცდელში ისხდნენ და ექიმის გამოსვლას ელოდნენ. საბას სახეზე აღარაფერი ეწერა, სული ტკიოდა... ისედაც იმდენი გამოიარა ანიტამ და შვილის სიკვდილი ალბათ ბოლოს მოუღებდა, დადიანს არ უნდოდა, რომ ცუდზე ეფიქრა, ბოლოსდაბოლოს ეს გოგო მტელი 2 წელი მის გვერდით იზრდებოდა და იმაზე ახლობელი გახდა, ვიდრე მეგობარია... ექიმი პალატიდან გამოვიდა და ორივე მაშინვე მასთან მივიდნენ. -სამწუხაროდ ბავშვის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ, რაც შეეხება გოგონას ძალიან სუსტადაა, ნეკნი აქვს ჩამტვრეული, ასევე ტვინის შერყევა და მცირე მოტეხილობები, შინაგანი სისხლდენა შევაჩერეთ, თუმცა გონს ჯერ არ მოსულა, როგორც კი გამოფხიზლდება შეგატყობინებთ._თქვა ექიმმა და ბიჭებს გაშორდა. საბას თვალებში ხელმეორედ გაუკრთა ცრემლი, თუმცა წამოსვლის უფლება არ მისცა... -ბავშვი ტო?_გაკვირვებულმა იკითხა ზურამ და სკამზე ჩამოჯდა, საბამ კი დასტურის ნიშნად თავი დაუქნია. -გუშინ გავიგეთ... გაუხარდა ტოო... ჩემი შვილი გაუხარდა, მე კიდე აბორტი შევთავაზე... ნინის მაგას არ ვაპატიებ, სახლში წადი და უთხარი, რომ მოვალ მანდ არ დამხვდეს... თორემ ისეთ რამეს გავაკეთებ, მერე ჩემს თავს ვერ ვაპატიებ._ზურამ უხმოდ დაუქნია თავი და ფეხზე წამოდგა. -კაი მე წავალ, გოგოებს მივხედავ... ვწუხვარ ძმაო, მართლა ძალიან მეწყინა... გამაგებინე თუ რამე შეიცვლება._მხარზე ხელი დაარტყა გვერდში დგომის და გამხნევების ნიშნად და საავადმყოფო დატოვა... ^^^ ზურა სახლში რომ შევიდა, სამზარეულოში მსხდომი სოფო და ლანა დახვდა, გოგოებს თავი ხელებში ჩაერგოთ და უხმოდ დაყურებდნენ ტელეფონებს. -ნინი სადაა?_იკითხა ზურამ და გასაღები მაგიდაზე დააგდო. -მისაღებში, ტელევიზორს უყურებს._უთხრა სოფომ... ზურას გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა, თუმცა ხმა არ ამოიღო და ჭიქა წყლით აავსო, რომ გამშრალი ყელი დაესველებინა. -უთხარით, რომ ბარგი ჩაალაგოს და სადგურამდე გავიყვან, ბოლო მატარებელი 1 საათში გადის._უემოციოდ ამოილაპარაკა ბიჭმა. -უნდა წავიდეს? -საბამ, რომ დაინახოს შემოაკვდება, ჯობია გაეცალოს და საერთოდ აღარ გამოჩნდეს... თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ გავიდე და თმებით არ ვითრიო, თუმცა ის ოდნავი პატივისცემა, რაც ქალის მიმართ გამაჩნია, მაგის უფლებას არ მაძლევს, ასე რომ ინებოს და თავის ნებით ჩაალაგოს ბარგი, თორემ მერე მართლა თრევით წავიყვან თბილისში._ისევ მშვიდი ბარიტონით თქვა ზურამ და ნერვების დასაწყნარებლად ღრმად ჩაისუნთქა. -ზურა იქნებ შემთხვევით მოხდა? იქნებ ანიტას დაუცდა ფეხი?_ ხმის კანკალით შეაპარა სოფომ და ძმის რეაქციას დაელოდა. -დებილს ვგავარ?_წამში აფეთქდა ცინცაძე და ჭიქა კედელს შეანარცხა.- ბავშვი, გესმის??? ბავშვი მოუკლა ანიტას... საბას დაუბადებელი შვილი მოკლა... ურჩევნია თვალით აღარ დამენახოს და აღარც შენ დაგინახო მაგასთან... უთხარი მალე ჩაალაგოს ბარგი..._ზურას სიტყვებზე სოფო ძალაგამოცლილი დაეშვა სკამზე და ტავი ხელებში ჩარგო.. -საწყალი ანიტა... ღმერთო ჩემო..._ბუტბუტებდა უმცროსი ცინცაძე და თან ხელებს სახეზე ისმევდა. -ლანა, მიდი შენ მაინც უთხარი იმას თორემ გაასწრებს მატარებელი._ლანამაც თავი დაუქნია და მისაღებში გავიდა... მისი გასვლიდან რამდენიმე წამში მიქავა შემოვარდა კივილით... -იმ ბ**ში გამცვალა? რით მჯობია? არ წავალ, ფეხს არ მოვიცვლი აქედან!!!_ხელების ქნევით გამოაცხადა ნინიმ და ხელებგადაჯვარედინებული ერთ ადგილზე დაერჭო. ზურამ მშვიდად უყურა, თუმცა ბოლოს ვეღარ მოითმინა და მისკენ გაიწია, თუმცა წინ სოფო გადაუდგა და არ მიუშვა. -მისმინე შე მართლა ბ**ო, გირჩევნია ახლავე აორთქლდე, თორემ საბა აგაორთქლებს... დად მიგიღე და მკვლელი გამოდექი... გაეთრიე ამ სახლიდან დროზე... სწრაფად მოფხიკე შენი ნივთები და თვალით აღარ დამენახო..._ნინი ტირილით გაიქცა თავის ოთახში და ნახევარ საათში, სახლში მისი არცერთი ნივთი აღარ დარჩა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.