"დაბნეულობის სინდრომი" (1)
ქუჩის კუთხეს გავცდი და ჩიხში თავდახრილი შევიჭერი. ტელეფონის ხმას ბოლომდე ავუწიე და ყურსასმენები მჭიდროდ მოვირგე. როგორ ვერ ვიტან ზამთარს , მეზიზღება ეს თვე. სიცივე , თოვლი , სუსხიანი ჰაერი და უსიცოცხლო გარემო. ქურთუკის ჯიბეებში ჩავიყავი ხელები და მოღრუბლუს ზეცას ავხედე . -ოღონს ახლ არ იწვიმოს და მთელს გეოგრაფიის წიგნს ზეპირად ვისწავლი- ხმამაღლა ჩავილაპარაკე და ის იყო ისე ჩემს ლურჯ კეტებს დავხედე რომ ვიღაცამ მთერი მხარი გამგლიჯა . არაადამიანურად ამოვიხავლე და მაღალ სილუეტს გავაყოლე თვალი მობოდიშების გარეშე, რომ გააგძელა გზა ისე თითქოს არავისთვის მოუტეხავს მხარი. სლუკუნით ავამოძრავე მტკივანი ხელი და უსიამოვნოდ დავმანჭე სახე როცა მთელი ხელის სიგრძეზე საშინელმა ტკივილმა დამიარა. გაჩერებამდე დაბინდული თვალებით მივედი და მომავალი სამარშუტო ტაქსის ნომერი ძლივს გავარჩიე აწყლიანებული თვალებით . ჯანმრთელი ხელი დავუქნიე და კარი ძლივს გამოვაღე. ესღა მაკლადა, მთელს მარშუტკაში საშინელი სუნამოს სუნი იდგა და მაშინვე ამეწვა ცხვირი. საშინელი ტკივილით დატანჯული ღმერთს ვთხოვდი ახლა ალერგია არ დამწყებოდა და შეწუხებული სახით ვიყურებოდი წვიმის წვეთებით დანამული ფანჯრიდან . გვერდით ვიღაც რომ მომიჯდა ვიგრძენი მაგრამ სახე არ მიმიტრიალებია, ყველანაირად ვცდილობდი ცემინება არ ამტყდომოდა და რიტმულად ვსუნთქავდი . ოდნავ შეირხა ჩემს გვერდზე მჯდომი და მხარზე მხარი ოდნავ მომკრა. უარესი ტკივილი ვიგრძენი და ერთი ამოვიკვნესე, მაშინვე მოვაყოლე ცემინება , 1,2,3,4,5,... მეშვიდედ რომ დავაცემინე შეწუხებულმა ჩამომხედა "სკამის მეზობელმა" და არამარტო მან მთელი ხალხი მე მიყურებდა . ჩანთაში წამლის მოძებნა დავიწყე , თან ცალი ხელით მიჭირდა და ვერაფრით ვახერხებდი ჩასასუნთქის პოვნას . ბოლოს რომ ვერ მივაგენი უკანასკნელად ავაფათურე ხელები და მთელი ჩემი "ინვენტარი" უცნობს და მე გადმოგვეყარა . ვერ მოვზომე და მტკივანი ხელი ავამოძრავე მაგრამ მაშინვე მოყვა ტკივილი და ცემინება . -კიდევ ცოტას მოვითმენ და მერე ჩემი ხელით გადაგსვავ ამ ფანჯრიდან - მკაცრი ბოხი ხმა გავიგე და კიდევ უფრო დავიბენი. ხელის ცეცებით დავიწყე ნივთების ჩანთაში ჩაყრა და ახლა დავფიქრდი იმაზე რომ ჩემს ჩანთაში ყველა ნივთის პოვნა შეიძლებოდა, აი მაგალითად ვერ ვხვდებოდი რატომ მედო ჩანთაში მრგვალი მოხატული ქვა , ან რატომ მედო კბილის პასტის ცარიელი ყუთი . როგორც კი თავის კალთაში ჩაყრილ ნივთებს გადახედა უჩვეულოდ ჩაიღიმა ჩემმა გვერდზე მჯდომმა და მრგვალი ჩემი პატარა დიდაშვილის მოხატული ქვა წარბაწეულმა მომაწოდა . სახეზე წამოვხურდი და კიდევ ერთხელ დავაცემინე . უცებ ფანჯრისკენ გამექცა მზერა -ვაიმე გავცდი, საავადმყოფოს გავცდი - ისევ მტკივანი ხელი წავიშინე შუბლში , ისე მეტკინა ერთი შევკივლე და მძღოლს გადავძახე გააჩერეთთქო . ჩანთა რა ფორმით დავიჭირე ვერ გეტყვით , ცემინებით წავედი მძღოლიკენ ჩანთას გასასხსნელი ვუპოვე , ყურებსი კბილები ჩავავლე და საფულე ამოვიღე . თან მოხრილი ვიყავი და ნახევარი ზურგით კარს ვეყუდებოდი როცა ვიღაცამ გარედან კარი გამოაღო და სველ ასფალტს ზურგით დავენარცხე. თავიც მაგრად დავარტყი და თვალებიც სიმწრით დავხუჭე . პირში მოქცეულ ჩანთის ყურს მაგრად დავაჭირე კბილები რომ წივილი არ ამეტეხა და ჯერ მტკივანი ხელი დავიდე გულზე მერე რეტდასხმულმა ავწიე თავი და დავინახე როგორ მისცა ჩემმა "სკამის მეზობელმა" მძღოლს ფული და კარი მიუხურა . სულ არ მაინტერესებდა შუა ქუჩაში რომ ვიყავი მკვდარი კატასავით გათხლაშული და პირით ჩანთა მეჭირა . თვალები მაგრად დავხუჭე და ცრემლები გადმომცვივდა . თავი მიხურდა და ხელის ტკივილიც საშინლად მაწუხებდა -ღმერთო რა შარიანი ვიღაც ხარ - ბოხი ხმა გავიგე და მალევე ვიგრძენი როგორ წამავლეს თბილი ხელი ჯანსაღ მხარში და წამომაყენეს . მთელი სამყარო დატრიალდა და თვალები რომ გავახილე ორად დავინახე მონაცრისფრო , არა, მომწვანო, არა, მოყავისფრო თუ შავი ფერის თვალები? უხეში მაგრამ კალმით ნახატი მამაკცური ნაკვთებიც გავარჩიე და ერთიანად მოვინუსხე მითუმეტეს მაშინ როცა ეს ყველაფერი ორად მეჩვენებოდა. -შენი ნივთების ნახევარი მარშუტკაში დარჩა, თან მგონი ცირკის თანამშრომელი ხარ ხო? - ირონიით ამათვალიერა და მეც კიდევ ერთხელ დავაცემინე - რო ყრი ბაცილებს, იქნებ ხმა ამოიღო ხო კაგად ხარ?- ხელზე დამქაცა და მეორე ხელი ცხვირწინ ამიფრიალა -ააა ისა -კიდევ ეს საზიზღარი ცემინება - მადლობა უნა წაავიდე - თითით საავადმყოფოსკენ ვანიშნე და ბანცალით გავეცალე. გზაზე გადასვლა დავაპირე და ფეხები ისე ამერია ერთმანეთში რომ არა გაურკვეველი ფერისთვალებას ხელები ხელმეორედ ჩავეხუტებოდი ასფალტს . -მიკვირს აქამდე ცოცხალი როგორ ხარ- მალევე მოვხვდი ჰაერში და გაკვირვებისგან პირი დამრჩა ღია -რას აკეთებ დამსვიი - ერთი ამოვიკნავლე და შეშინებულმა ხელები კისეზრე მოვხვიე -რას და ვცდილობ ერთ გამოჩერჩეტებულ ბავშვს სიცოცხლე შევუნარჩუნო - აშკარად გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და საავდმყოფოს შესასვლელში ჩემთან ერთად შეაბიჯა . კიდევ ერთხელ დავაცემინე და როგორც კი თეთრ ხალათში გამოწყობილი ნაცნობი სილუეტი დავლანდე უცნობის მკლავებში ავფართხალდი -დათუნა მიშველე რა - უკვე ცრემლმორეულმა ამოვილაპარაკე და კიდევ ერთხელ დავაცემინე -რა ჯანდაბა ხდება აქ? - გაბრაზებული სახით მოგვიახლოვდა ჩემი "ძმადნაფიცი" და ჯერ უცნობს ახედა მერე მე დამხედა ძლიერ მკლავებში მოფართხალეს შეწუხებული სახით - დასვი ხო ხედავ რა დღშია - ისევ უცნობს შეუბღვირა დათუნამ და უკვე მიწაზე მდგომს და რეტდასხმულს ხელი შემაშველა -ალერტეკი ან ცეტეკი დამალევინე თორე ჩაგაკვდი ხელებში - ბოლო სიტყვები ამოვიბლუყუნე და ცემინების მოლოდინში თვალები დავხუჭე . დათუნამ ექთანს გადაულაპარაკა და 2 წუთში წყლის ჭიქას 3 დღის მწყურვალივით ვცლიდი . ვერ ეს მოვახერხე აკანკალებულმა ნორმალურად და იმხელა ყლუპი გადავუშვი საყლაპავში ხველა ამიტყდა . -რა მოხდა თვქი ახლა - გაბრაზებულმა დამსვა იქვე სკამზე და თმიდან გამხმარი ფოთოლი ჩამომაცილა -გეოგრაფიაზე ვიყავი, ვიღაც დამეჯახა და ლამის ხელი მომტეხა , იცი როგორ მტკივა? მგონი მართლა მომტყდა , მერე მარშუტკაში ავედი და სუნზე ალერგია დამეწყო მერე კიდევ საფულეს რომ ვიღებდი კარს მივეყუდე ვირაცამ გარედან გამოაღო და მიწაზე აღმპოვჩნდი - ვიბლუყუნე რაღაცეები და გაბრაზებულ გაურკვეველი ფერის თვალებს ავხედე რომლებიც დაახლოებით 2 მეტრი სიმაღლიდან დამყურბდნენ სკამზე მობუზულს - ხო და კიდევ ეს "უმნშ პიროვნო" დამეხმარა - თითის აწევით ვთქვი და ჩემი სიტყვები რომ გავაანალიზე სახეზე წამოვწითლდი -რა უმნშ? - წარბშეკრულმა დამხედა უცნობმა და დათუნას ბრაზით გადახედა რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა , ბოლოს ვეღარ გაძლო ფეხზე წამოვარდა და იქვე პალატაში სიცილით შევარდა . "უმნშ პიროვნო" ეს სადღაც გაგონილი და აკვიატებული ფრაზაა , ისეთ ხალხს მოვიხსნიებდი ამ სახელით რომლებიც ან არ მომწონდნენ ან მაბრაზებდნენ ან უმნიშვნელოები იყვნენ ჩემთვის . ზუსტად უმნიშვნელოდან გამომდინარეობს "უმნშ". აი აქ რატომ წამოვროშე ვერ მივხვდი -შენ გეკითხები - ისევ ბრაზით მკითხა და ფიქრებში გართული შევხტი და შეშინებულმა ავხედე -ააააამმმ , ააააამმმ - დებილივით ვზმუოდი და აქეთ-იქით ვაცეცებდი თავალებს რომ დათუნა ექთანთან ერთად გამოვიდა გერეთ და გულში მადლობა გადავუხადე დროულად გამოჩენისთვის -წამო ლილუ რენდგენს გადაგიღებ ხელზე და ვნახოთ შეიძლება ამოვარდნილიცაა - გამიღიმა და უცნობის გაბრაზებულ თვალებს რომ წააწყდა თვალი ჩამიკრა . -მადლობა ,რომ აქამდე მომიყვანე და კიდე ბოდიში ჩემი ნივთბი ,რომ დაგაყარე - ოდნავ გავუღიმე "უმნშ პიროვნოს" და ჩანთიადან შევედი პალატაში . *** დიდხანს იდგა დემეტრე საავადმყოფოს კოლიდორში და რამდენიმე წუთის წინ დახურულ პალატის კარს უბღვერდა . ესეთი ჯერ არავინ უნახავს , გაოგნებული დაჰყურებდა მოსაცდელის სკამთან დავარდნილ სამკაულს და იხსენებდა წამოდგომისას როგორ მოსძვრა ეს ყელსაბამი საოცრად დაბნეული და გაოცებული თვალების მქონე გოგონას ყელიდან და სკამთან დაცურდა . მერე კიბეში რაღაც ოთხკუთხედი კოლოფი მოსინჯა ისიც ხომ ამ გოგოს ეკუთვნოდა . თავი გააქნია და ვერცხლის ყელსაბამი ხეებში შეათმაშა . საათი იყო, პატარა და ლამაზად მოჩუქურთმებული საათი რომელსაც ალაგ-ალაგ ლურჯი ზოლი დასდევდა . ისი კოლოფთან ერთად მოაქცია ჯბეში და საავადმყოფოს გაეცალა . ვერ იტანს დემეტრე ჯიშკარიანი საავდმყოფოს სუნს , 2 წლის წინ სწორედ აქ დაკარგა თავისი უფროსი ძმა და მას მერე მგონი არც ყოფილა საავადმყოფოში მაგრამ ახლა ამ პატარა , ზღვისფერთვალება "ბავშვმა" ისევ აქ მოიყვანა . საკუთარ თავზე ბრაზობდა მაგრამ გოგონას ქცევებს რომ იხსენებდა გულიანად ხარხარის სურვილი უჩნდებოდა. მანქანაც ყავს მაგრამ უყვარს ხალხში გამოსვლა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხალხზე დაკვირვება . გევრდით რომ მიუჯდა გოგონასთვის ზედაც არ შეუხედავს მაგრამ როგორც კი მხარი გაჰკრა და გოგონას ჯერ კვნესა გაიგო შემდეგ კი ამას ზედიზედ რამდენიმე ცემინება მოჰყვა გაკვირვებულმა შეხედა მობუზულ არსებას რომელსაც ცხვირი ასწითლებოდა და ზღვისფერი თვალებიც ზღვასავით ჰქონდა აღელვებული. მერე ჩანთაში დაიწყო ქექიალი ბოლოს კი ემეტრეს კალთაში რომ გაურკვეველიფორმის ნივთები აღმოჩნდა გაკვირვება ვერ დამალა ისე დახედა მრგვალ ქვა რომლიდანაც გაცინებული სმაილი უყურებდა . გოგონაც აწითლდა მაგრამ უკვე შეწუხებულმა მიაწოდა ნივთები. მაინც ვერ მიხვდა დახვეულ მავთულს და კბილის პასტის ცარიელ ყუთს რა უნდოდა გოგონას ჩანთაში . აიი როდესაც დაინახა როგორ გადავარდა გოგონა კარიდან და მიწაზე დავარდა პირში ჩანთა გაჩრილი ვეღარ მოითმინა და ფეხზე წამოდგა , კართად ურეაქციოდ აყუდებულ ყმაწვილს ერთი კარგად შეუკურთხა და მერე თანხა გადაიხადა . ისე სასაცილო იყო შუა ქუჩში გაწოლილი პირში ჩანთა გაჩრილი გოგონა რომ სიბრაზეს რომ არ დაეძლია გაიცინებდა . მერე ისეთი მსუბუქი და ჰაეროვანი იყო მისი სხეული თვითონაც გაუკვირდა რადგან გოგონა არ იყო დაბალი დაახლოებით 1.70 იქნებოდა მაგრამ ისეთი გამხდარი რომ ბუმბულივით იყო და საამო სურნელიც ასდიოდა ... კიდევ ერთხელ მოსინჯა ორი ნივთი ჯიბეში და სახლის კარი თავის ქნევით შეაღო ... მოკლედ სიზმარი ვნახე და ისე უცებ ვკრიფავდი ალბად შეცდომები ბევრია მაგრამ მომიტევეთ ძალიან მომენატრა ამ საიტზე სიახლის დამატება და ახალ რომ ავტვირთე რაღაცნაირად გამაჟრჟოლა სათაურიც ცოტა "ისეთია", მართალია ნახევარი საათი ტვინი ვიჭყლიტე და აზრიანი წინადადებებიც მოვიფიქრე მაგრამ როგორც კი ისტორიას გადავხედე პირველი ეს მომაფიქრდა ველოდები თქვენს შეფასებას , ღირს გაგარძელება? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.