შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"სიყვარული სიცოცხლის ფასად"1


23-05-2015, 01:41
ავტორი ReaDer))
ნანახია 2 966

-რა გინდა თქვა ამით? გეგას ვერანაირად ვერ დავტოვებთ საქმის გარეთ, მან საჭიროზე მეტი იცის..-წარმოთქვა კაცმა დაძაბული ხმით და მაგიდის თავში მჯდომსს ძლივს განათებულ სახეზე დააკვირდა.
-და ვინ თქვა რომ ის უბრალოდ საქმიდან გავა და უფლებას მივცემთ ცხოვრება ჩვეულებრივად გააგრძელოს?-ირონიული ტონით იკითხა მამაკაცმა, ცალყბად ჩაიცინა და თავი გადააქნია კაცის გულუბყვრილობით გაკვირვებულმა.მის გვერდით მჯდომს გახედა და სერიოზული ხმით უთხრა:
-ირაკლი, ეს საქმე შენთვის მომინდია, იცი რაც უნდა გააკეთო- შედარებით ასაკოვანმა მამაკაცმა თავი ოდნავ დაუქნია და ჩაიცინა.-ყველაფერი ისე იქნება როგორც თქვენ გსურთ, ბატონო კახა.
-ძალიანაც კარგი-სერიოზული სახით უთხრა მამაკაცმა და ახლა უკვე ყველას გადახედა- ახლა კი უფრო მნიშვნელოვანი საქმე გვაქ მოსაგვარებელი.. ჩვენი საყვარელი ბატონი ალექსანდრე მეტრეველი უკვე ყველანაირ ზღვარს გადადის, მან უარი თქვა ჩვენთან არალეგალურ კავშირზე მიუხედავად იმისა რომ იცოდა თუ როგორ გვჭირდებოდა ეს ჩვენ, ყველაფერთან ერთად ის ყველანაირად ცდილობს ჩვენს ჩაძირვას და სამწუხაროდ რაღაცეები უკვე გამოუვიდა
მაგრამ მე აღარ მივცემ უფლებას ჩვენი დაცინვა განაგრძოს, ის ჩემი დიდი ხნის მეგობარი იყო მან კი ზურგი მაქცია სწორედ მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა მეც და ჩემს ბიზნესსაც..ახლა კი ჩემი ჯერია, მას მისი არცერთი საქციელი არ შერჩება..მოგეხსენებათ ჩემი კეთილი გულის ამბავი(ირონიულად გაიცინა და ხელები გაშალა) , დღეს დილით კიდევ ერთი გაფრთხილება გავუგზავნე და კიდევ ერთი შანსი მივეცი რომ ისევ დამდგარიყო ჩვენს გვერდით
მაგრამ მან დამცინავად შემომხედა და მითხრა რომ ის მზად იყო ნებისმიერ საშინელებაზე მოეწერა ხელი, მაგრამ არა ამ დოკუმენტზე რადგან ეს მისთვის საკუთარი თავის, მისი კომპანიის შეურაწყოფა იყო ამიტომაც მე გადავწყვიტე მას სხვა დოკუმენტი გავუგზავნო..ის საშინელი დოკუმენტი , რომელსაც ხელი გაუაზრებლადაც კი მოაწერა..ჰმ (ჩაიცინა) თუმცაღა, მან ხომ თქვა ამაზე არც არანაირი პრობლემა ექნებოდა ჰოდა..შემოდი -გასძახა ვიღაცას და ჩაბნელებული შემოსასვლელისკენ გაიხედა..რამოდენიმე წამი სიჩუმე იყო
შემდეგ კი, შემოსასვლელში შავი მაღალი აჩრდილი გამოჩნდა, მალევე გამოეყო სიბნელეს და მაგიდასთან მჯდომმი მამაკაცების წინ წარსდგა..მკაცრი და ცოტათი ირონიული მზერით აკვირდებოდა იქ მდგომთ და მუქი მწვანე თვალები ავისმომასწავებლად უელავდა..ნავარჯიშევი იყო, მაგრამ არა ძალიან დაკუნთული, ხელები ძლიერად მომუშტა, რაზეც თითოეული ხელის მთელ სიგრძეზე ძარღვები დასკდომამდე დაებერა, თავი ზემოთ აწია და "მაყურებელთა" ცოტათი შეშინებულ მზერაზე ირონიულად ჩაიცინა, შემდეგ კი თავი ჩამოწია და სივრცეს მკაცრი მზერას გაუსწორა..
-გაიცანით ეს დიმიტრია-მაღალი, ბიჭისკენ ანიშნა ყველას კახამ-ის ალექსანდრეს ერთადერთ ქალიშვილს მოკლავს..
7 7 7
-ლენააა!!-უკვე მეათედ დაიძახა ქალმა და როცა პასუხი ისევ ვერ მიიღო, შეწუხებულმა თავი გადააქნია და ოთახისკენ წავიდა. ღია წაბლისფერთმიანი, სუსტი გოგონა თეთრ , ფუმფულა სავარძელში კომფორტულად მოკალათებულიყო, ყურსასმენებში მუსიკით ბოლომდე გართული თაბახზე ფუნჯებით
რაღაცას ხატავდა და თან მისთვის ღიღინებდა. რამოდენიმე წუთში სახეზე ღიმილი გადაეფინა, ყურსასმენები მოიხსნა და სიხარულით წამოიძახა "მოოვრჩიი" თქვა და ფურცელი ჰაერში ააფრიალა, ქალის დანახვისას ცოტა შეკრთა მაგრამ შემდეგ ღიმილით ჰკითხა-უი დედა შენც აქ ხარ? როდის შემოხვედი??
ქალმა სახეზე მკაცრი გამომეტყველება მოირგო და გოგონას ნაწყენი ხმით უთხრა-უკვე მეათედ გეძახი ლენაა, რა იცი ეს, გაიკეთებ ყურსასმენებს და სამყაროს არსებობის შესახებ გავიწყდება.
-ანა ჰოიცი მუსიკის გარეშე ვერ ვხატავ და რა ჩემი ბრალიაა...(თავი მორცხვად დახარა)-რა მოხდა?
-შენი ახალი მძღოლი მოვიდა, რომელიც ამასთანავე შენი მცველიც იქნება-ფრთხილად თქვა ქალმა და შვილის რეაქციას დაელოდა
-რააა??(პირი გაოცებისგან დააღო) კარგი რაა ანაა, სადაცაა სრულწლოვანი გავხდებიი, სიარული არ ვიცი თუ ლაპარაკი დამავიწყდა?! არ მჭირდება არც მძღოლი და მითუმეტეს არც მცველი..-მტკიცედ თქვა და ქალს თვალი აარიდა
-ლენა ნუ ჯიუტობ, შენც კარგად იცი რამდენი მტერი ჰყავს მამაშენს მისი წარმატებების გამო..მტრები, რომლებმაც კარგად იციან თუ რაოდენ ძვირფასი ხარ შენ მისთვის და ეს ყველაფერი შეიძლება ცუდადაც კი გამოიყენონ..-ბოლო სიტყვებზე სახე შეწუხებისგან მოეღრიცა და შვილს მუდარის თვალებით გახედა
-ბოდიში დედა მაგრამ მე არ მჭირდება მცველი! საკუთარ თავს თვითონაც კარგად მოვუვლი..ასე რომ, ალექსანდრე მამიკოს (გაიცინა) შეგიძლია უთხრა რომ მის "საჩუქარს" არ ვღებულობ_ ჩანთას ხელი დაავლო და კარებისკენ წავიდა, გასასვლელთან მისული უკან წამით მობრუნდა და როდესაც ლოგინზე ჩამომჟდარი ქალის აღელვებულ სახეს მოჰკრა თვალი, უკან მობრუნდა, ქალს ლოყაზე ეამბორა და ყურში ჩასჩურჩულა- ნუ ნერვიულობ ანა, ბოროტი კაცუნიები ვერაფერს დამაკლებენ-თქვა და ჩაიცინა, მის სიტყვებზე ქალსაც ჩაეღიმა და ლენას მეტი რაღა უნდოდა?! სიხარულით წამოხტა და გავიდა ოთახიდან, მისაღებში მჯდომ "მცველს" ნაგლი მზერა ესროლა და ბინა დატოვა. მობილურს დახედა და როცა რამოდენიმე გამოტოვებულ ზარს მოჰკრა თვალი, სახე სასაცილოდ დაღრიცა და ნომერი აკრიფა
-როგოორცც იქნაა მისტერ დაყრუეება! ავოეე მიპასუხააა, სადახარ გოგო ამდენ ხანს??-სასაცილო ტონით საუბრობდა დაქალი ყურმილს იქეთ და ლენას სიცილზე თვითონაც სიცილი აუვარდა
-ვხატავდიი დაა...-ჩუმად ჩაილაპარაკა ლენამ
-აჰაა, მაშინ მაპატიეთ ვან გოგ რომ მოგაცდინეთ მაგრამ თუ საათს დახედავთ, მიხვდებით რომ უკვე ნახევარი საათია რაც ქართულზე დააგვიანეთ და ეკა უკვე ცეცხლებს ყრის, ასე რომ ჯობია ფეხს აუჩქარო.
-ჰოო ჰოო მოვდივარ_თქვა და მობილური სწრაფად გათიშა, ყურსასმენები მოირგო და სწრაფი ნაბიჯებით გაუყვა ჩაბნელებულ ქუჩებს. რა ექნა ?! აბიტურიენტობა ადვილი ჰო არ არის? შეეცადა კვირაში ერთი დღე მაინც მოეტოვებინა თავისუფალი რომ დააესვენა ,მაგრამ ბოლოს ისე გამოუვიდა რომ პირიქით, ქართულზე საკმაოდ შებინდებულზე და სახლიდან შორს უწევს სიარული..რას იზამ..აბიტურიენტობა რას გაგახარებს ადამიანს..პირიქით იქეთ უნდა დაუთმო და გამოცდები უბარო..ჰეჰ.. ბბოლო ხმაზე უსმენდა მუსიკებს და ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ვერ არჩევდა. ამ ორზეა ნათქვამი ერთმანეთის გარეშე არ შეეძლოთო, ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად ჩვენი ლენა და მისი ყურსასმენები, ასე რომ ვთქვათ, ვერც ლენა ძლებდა ყურსასმენების გარეშე და ყურსასმენები ხო საერთოდ ვერ ძლებდა ლენას გარეშე, აჰაჰ..გზასთან მისული
საერთოდ არ აქცევდა მანქანების მოძრაობას ყურადღებას, რადგან მართლა ძალიან ეჩქარებოდა, შედეგად კი მანქანებისგან რამოდენიმე "ხმაურიანი გაფრთხილებაც" დაიმსახურა..უკვე თითქმის ტროტუართან მისულმა თავი წამით მოაბრუნა და შეშინებულმა თვალები ჭყიტა როცა მისკენ სწრაფად მომავალ მანქანას მოჰკრა თვალი. სწორედ ამ წუთებში იგრძნო წელზე ძლიერი მკლავის მოხვევა და ჰაერში ატაცება , თვალები ძლიერად დახუჭა და მაშინაც კი, როცა
ფეხქვეშ ასფალტი იგრძნო, თვალებდახუჭული იდგა და თითქოს რაღაცას ელოდებოდა..
-შეგიძლია თვალები გაახილო, უკვე ტროტუარზე ხარ- გაიგონა ვიღაცის სუსხიანი ხმა და ირონიული ჩაცინება. თვალები ნელა გაახილა, ირგვლივ მიმოიხედა და როცა დარწმუნდა რომ ყველაფერი მართლაც ასე იყო უცნობს გახედა მაგრამ სიბნელის გამო მისი ვერც ერთი ნაკვთი ვერ გაარჩია.
-შენ გოგო კარგად ხარ? სიკვდილი თუ მოგენატრა შეგიძლია თავი სხვაგან მოიკლა და ეს სხვას არ მიაწერო!! -მკაცრად ჩაილაპარაკა უცნობმა და ლენას უფრო მიუახლოვდა. გოგონა მისი ხმის სუსხიანობით შეშინებული, ვერაფერს ამბობდა და ერთადერთი სურვილი რაც ეხლა გააჩნდა იყო ის, რომ გაეგო თუ როგორი გარეგნობის შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი ცივი ხმის პატრონი.
-დაყრუვდი კიდევაც? არ გამიკვირდება, ვატყობ მაგ ყურსასმენებს არასოდეს იშორებ და აი შედეგიც! მეორედ მაგით დაგინახავ და სულ ნაფლეთებად გიქცევ!-გაბრაზებულმა წამოიძახა მამაკაცმა და როცა გოგონასგან პასუხი ისევ ვერ მიიღო, მკლავებში ხელები ძლიერად ჩასჭიდა და რამოდენიმეჯერ შეანჯღრია, ამაზე ლენა შეკრთა მაგრამ მალევე გამოფხიზლდა და მამაკაცს წყნარი ხმით უთხრა-ხელი გამიშვით..
კაცმა ხელები მოაშორა, ლენამ კი საუბარი განაგრძო- მადლობა რომ გადამარჩინეთ, მაგრამ ეს არ გაძლევთ ასეთი ტონით მესაუბროთ! ჩემს ყურსასმენებს კი ვერც ვერაფერს ვერ უზამთ, რადგან თქვენ მე მეორედ ვეღარც მნახავთ!-მკაცრად წამოიძახა, შემობრუნდა და სწრაფი ნაბიჯებით გაუყვა გზას. ეგონა თავი დამანებაო, მაგრამ მალევე იგრძნო მკლავზე ხელის ჩავლება, უცნობმა მისკენ მოაბრუნა და საოცრად ცივი ხმით უთხრა
-არც შენ გაქვს ჩემთან ეგეთი ტონით საუბრის უფლება! თავი ვინ გგონიაა, დაბნეული დადიხარ, გზაზე არაფერს აკვირდები, პლიუს ამას სმენაც ამ ყურსასმენებით დაგიხშვია და კიდევ მე მიყვირი რამეზე?! მეორედ ტონი შეარჩიე! -გაბრაზებულმა წამოიყვარა და ლენა უფრო ახლოს მიიკრა..-ახლა კი შეგიძლია წახვიდე..-დაძაბული ხმით უთხრა და ცხელი სუნთქვა სახეზე მიაფრქვია..ხელები მოაშორა თუ არა,ლენა სწრაფად შემობრუნდა და
უკანმოუხედავად განაგრძო გზა, მასწავლებლის კორპუსთან მისულმა გოგონას მოჰკრა თვალი და პირდაპირ მისკენ გაქანდა
-მალაადეც ლენა! დამთავრდა გოგო გაკვეთილი- მობეზრებულმა წამოიყვირა გოგონამ და როცა დაქალის შეშინებულ სახეს მოჰკრა თვალი, თითქოს რაღაც გაახსენდაო და დაძაბული ხმით ალაპარაკდა- მობილურზე დაგირეკე მაგრამ თავიდან ორჯერ არ მიპასუხე, მესამედ კი ვიღაც მამაკაცი მელაპარაკა..ვატყობ ბევრი რამე გამოვტოვე..-დაეჭვებით თქვა გოგონამ და თვალები მოჭუტა..ლენა შეკრთა და იმის გააზრებაზე თუ ვინ შეიძლებოდა ის "მამაკაცი" ყოფილიყო
სახე დაეძაბა..-მერე?-ჰკითხა და დაქალის რეაქციას დაელოდა
-ვკითხე შენი მობილური საიდან ჰქონდა, მითხრა ასფალტზე ეგდოო, ამ ბიჭს უპოვია და მითხრა თუ მოახერხებთ ახლავე მოგაწვდითო-თვალი ჩაუკრა დაქალს და გაეცინა. ლენა კი ამაზე სულ მთლად გადაირია - აქქ მოვაა??
-ჰოო, კოორდინატები ვუკარნახე და სავარაუდოდ რამოდენიმე წუთში აქ იქნება-დაბნეულად წაილუღლუღა მისი დაქალის სახის დანახვისას და ლენას რეაქციებს დაკვირვება დაუწყო.- ვინ არის ის ბიჭი?
- არ ვიცი, გზაზე როცა გად..
-აიი მოდიის-წამოიყვირა დაქალმა და ხელი უკან მომავლისკენ გაიშვირა. ლენამ დამკრთალმა მოიხედა უკან და შეეცადა ახლა მაინც გაერჩია მამაკაცის ნაკვთები. მაღალი იყო და ნავარჯიშევი სხეული ჰქონდა, მკაცრი მზერით, ტუჩებმოკუმული უახლოვდებოდა გოგონებს და ლენას თვალს არ აშორებდა. გოგონა დაიბნა და მზერა აარიდა, მამაკაცის
მზერა იმდენად მწველი იყო, რომ არ შეეძლო მისთვის თვალი გაესწორებინა ..
-გამარჯობა..-ხმადაბალი ბოხი ხმით მიესალმა ორივეს და მობილური ლენას გადააწოდა. გოგონამ მორცხვად გამოართვა და თვალი აარიდა
-დიდი მადლობა- მხიარულად წამოიძახა დაქალმა. მცირეხნიანი პასუხის შემდეგ კი განაგრძო - მე თეკლა ვარ, ეს ლენა- ღიმილით თქვა და თავით ლენაზე ანიშნა. ბიჭმა მკაცრი მზერა ესროლა გოგონას, თავიდან ბოლომდე დაკვირვებით აათვალიარა და ლენას უხერხულ შეშმუნვაზე ცალყბად ჩაეცინა. მალევე დასერიოზულდა, გოგონას თვალი აარიდა და თეკლას გახედა
-სასიამოვნოა...მე დიმიტრი- ბოხი ხმით ჩაილაპარაკა,შემდეგ კი გოგონებს თავი დაუკრა, შებრუნდა და მძიმე ნაბიჯებით გაუჩინარდა სიბნელეში..

***
გამარჯობათ ხალხო!(ვიცინი) ეს ჩემი ახალი ისტორიაა (აქამდეც ვწერდი მაგრამ სხვა ნიკით ვტვირთავდი), ნუ საცდელი თავია და თუ ფიქრობთ რომ საინტერესოა და გაგრძელებად ღირს, გთხოვთ დააფიქსიროთ კომენტარებში თქვენი აზრი ან თუკი რაიმე შენიშვნა ან რჩევა გაქვთ აუცილებლად დამიწერეთ რადგან თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია..(გრამატიკული შეცდომებს იმედია მაპატიებთ(ვიცინი))



№1  offline წევრი ნინია ))

კარგია განაგრძე

 


№2  offline წევრი schizophrenic

მმმ, ძალიან მაგარია love აუცილებლად გააგრძელე!!! love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent