შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირადი მცველი [6]


27-04-2015, 21:25
ავტორი Just A♥
ნანახია 6 485

ანასტასია რომ დაინახა მამაკაცმა,თავისთვის ჩაიღიმა და მანქნიდან გადმოვიდა,თუმცა ქალისთვის თვალებში არ შეუხედავს ჭავჭავაძემ იგრძნო მამაკაცის ფარული მზერა და კმაყოფილების გრძნობა არ ასვენებდა.

მანქანაში რომ ჩაჯდა მარჯვენა ფეხზე ჩახსნილი კაბა უფრო აეწია,სახე აუწითდლდა თუმცა მაინც არ მოჰკიდა კაბას ხელი

–შენ დამელოდები?თუ მერე მომაკითხავ?

ზუსტად იცოდა ქალმა რომ დვალი მარტოს არ გაუშვებდა,თანაც ასეთ ხალხმრავლობაში,უბრალოდ ჰკითხა რომ დარწმუნებულიყო საკუთარ თავში

–მეც შემოვალ

ჩაიღიმა და ფანჯრისკენ გაიხედა.მერე მობილურის ხმა მოესმა,საკუთარს რომ დახედა არ იყო,დვალს ურეკავდნენ.

–გისმენთ

–....

–არა თათია,მანდ არ უნდა გაგეგზავნა,ხომ გაგაფრთხილე

–.....

–ბოდიშს მე ნუ მიხდი,გადარეკე და იმათ მოუხადე

ქალს არ გამოპარვია დვალის აღელვება და თუმცა თავი მიტრიალებული ჰქონდა მთელი გულისყურით უსმენდა.

–სასწრაფოდ!

ბოლო სიტყვა ჩაილაპარაკა და მობილური გათიშა
ცნობისმოყვარეობამ სძლია ჭავჭავაძეს

–შენი საცოლე იყო?

სულელია ეს გოგო!საბუთებზე ელაპარაკებოდა და საცოლეო?!

–არა

მოკლედ მოუჭრა დვალმა

–საცოლე არ გყავს?
არაფერი უპასუხა,ამანაც აღარ დააძალა და გზას დაუწყო ისევ ყურება.
დანიშნულების ადგილას რომ მივიდნენ ქალი მანქნიდან გადმოვიდა და კარებისკენ წავიდა,დვალმა დაუძახა და ხელით ანიშნა დამელოდეო

–ჩემს გვერდით იდგები იცოდე,არ მომშორდე

მკაცრად გააფრთხილა და წინ გაუშვა ქალი,თვითონ უკან გაჰყვა და თან იქეთ–აქეთ იყურებოდა

ნიკუშამ ანასტასია რომ დაინახა სტუმრები მიატოვა და ქალისკენ წამოვიდა,მამაკაცმა შენიშნა მის დანახვაზე როგორ აენთო ბიჭი

–რა კარგია რომ მოხვედი

მოეხვია ანასტასიას და წელიდან არ მოაშორა ხელი
ქალმა შენიშნა დვალს როგორ დაებერა კისერზე ძარღვები,ამიტომ უფრო ახლოს მიიწია ნიკუშასკენ,ამაზე სულ გადაირია დვალი,თუმცაღა გარეგნულად სიმშვიდე არ დაუკარგავს,არცერთი წამით.

დვალი იდგა და უბრალოდ ქალს აკვირდებოდა,ანასტასია ყველანაირად ცდილობდა გამოეწვია მამაკაცი და ნერვები მოეშალა მისთვის.ადრე თუ ცდილობდა ნიკუშასგან ყველანაირად შორს დაეჭირა თავი ახლა პირიქით,თითქოს ძალიან ეხატებოდა გულზე,ამ ბიჭსაც ეს უნდოდა არ შორდებოდა ქალს გვერდიდან,დვალს განსაკუთრებით ამ ბიჭის ხელები აღიზიანებდა,ურცხვად რომ ეხებოდნენ ქალის წელს,ხანაც მკლავებს,მაჯებს,კისერს და თითებს

–ნიკუშა როდის მერე მოგწონს?

ვეღარ მოითმინა ნენემ მეგობრის ასეთი ქცევა და წარბის აწევით შეეკითხა

–კარგი რა

ვითომ ვერ მიხვდა ჭავჭავაძე რა კითხეს!

–გვერდიდან არ შორდები

–მისი წვეულებაა და ვისთან უნდა ვიყო,კარგი რა ნენე,ვერ ვხვდები რა გჭირს.

კიდევ ისულელებს თავს ეს გოგო!

–ნუ ისუელელებ თავს,შენც მშვენივრად ხვდები რასაც გეუბნები...

ზეპირად იცის ნენემ ანასტასია!

–ვერაფერსაც ვერ ვხვდები.

არ წყვეტს ეს გოგო თავის გასულელებას,თან ირონიული ღიმილი რომ დასთამაშებს სახეზე ამან სულ გადარია ნენე

მკლავზე მოკიდა ხელი და გამომყევიო მეორე სართულზე აიყვანა

–რა გინდა ნენე?

–მოგწონს ის კაცი?

–ნიკუშა?კარგი რა,ნუ მაცინებ

–ნიკუშაზე არ ვამბობ

თვალი ჩაუკრა ნენემ

–აბა?
რა აბა?ვერ ხვდება ვითომ!

–დამიანეზე ვამბობ

–კარგი რა
სიცილით შეეპასუხა

–მოსწონს აბა რა,მაგიტომაც მიეწება ნიკუშას
ლიკუნას ხმა მოესმა უცებ უკნიდან და შეხტა

–თქვენ რა პირი შეკარით?

წარბის აწევით დაუქნია თითი მეგობრებს

–ზეპირად გიცნობთ! ნუ გვატყუებ

მხარი გაკრა ლიკუნამ და ნენეს გადახედა.

–არავის არ ვატყუებ.რა ტყუილად ამომიყვანეთ აქ

უკან უნდა მიბრუნებულიყო ნენე რომ გადაუდგა ისევ წინ

–სანამ არ აღიარებ არსადაც არ წახვალ

ლიკუნაც აჰყვა ნენეს და კიბე სულ მთლად დაფარეს

–სულ გააფრინეთ თქვენ.

უცებ ლიკუნას სიცილი აუტყდა,მერე ნენეც აჰყვა,ბოლოს იმდენი მოახერხეს რომ ანასტასიაც დაიყოლიეს,თუმცა დამიანეზე ერთი სიტყვაც ვერ მოსტაცეს!მერე აივანზე გავიდნენ,ამ სართულზე შედარებით სიჩუმე იყო.

*****
დვალმა ვერ შენიშნა ქალის გაქრობა,არადა ერთი წამითაც არ მოუშორები თვალი!ჩაფიქრებული იყო და აზრზე რომ მოვიდა იქეთ–აქეთ დაიწყო ყურება,ანასტასიას ამდენ ხალხში ლურჯი კაბით არჩევდა შორიდან და ახლა ლურჯ ფერს რომ ვერ მოკრა თვალი სუნთქვა შეეკრა ლამის.ჯერ ადგილიდან ათვალიერებდა,მერე რომ მიხვდა და დარწმუნდა რომ ქალი არსად იყო ნიკუშასთან მივიდა

–ანასტასია სად წავიდა?

–არ ვიცი,არ დამინახავს

არადა მშვენივრად იცოდა ნიკუშამ! უბრალოდ არ სიამოვნებდა ანასტასიას გვერდით ამ კაცის ყოფნა,გრძნობდა რომ ქალს რაღაც აკავშირებდა ისეთი ამ კაცთან,რაც ვერ ამოეხსნა

–შენს გვერდით ხომ იყო?სად წავიდა?
ხელი საყელოზე მოუჭირა დვალმა,ხალხი უცებ გაჩუმდა.

–არ ვიცი,ხელი გამიშვი და საერთოდ ჩემს სახლში როგორ ბედავ!
დვალს სისხლი მოაწვა საფეთქლებზე

ხელი ნელა შეუშვა,მერე მეორე სართულზე ასასვლელი კიბეები დაინახა და იქითკენ წავიდა,თან კიბეებიდან მოაძახა

–იმ გოგოს ვიპოვი და შენ მერე მოგხედავ!!

რა სჭირს ამ კაცს?! რა დამართა ასეთი ამ გოგომ,რომ საკუთარ თავს აღარ ჰგავს?

ზევით ვერავის მოჰკრა თვალი,მერე საპირფარეშოები შეამოწმა.რამოდენიმე კაციც მიბეგვა იქვე.სულ გადაირია!
უცებ დაბლა ბრუნდებოდა სიცილი რომ მოესმა შორიდა,მაშინვე იცნო ხმა!

აივანზე გაიხედა და ნაცნობ სილუეტს რომ მოჰკრა თვალი თითქოს მთელი სხეული დაუმშვიდდა!ადგილს მოწყდა და ქალისკენ გაიქცა
ჭავჭავაძემ ვერც შეამჩნია მისკენ მომავალი მამაკაცი,გონზე მაშინ მოვიდა ვიღაცის გულმკერდზე რომ აღმოაჩინა საკუთარი თავი და ძლიერი ხელები რომ იგრძნო კისერზე.ერთიანად აცახცახდა და დახუჭული თვალები ფრთხილად გაახილა!პირველი რასაც თვალი მოჰკრა მამაკაცი იყო,სახე დამშვიდებოდა დვალს და თითქოს ყველა ნაკვთი თავის ადგილას დალაგებულიყო მის სახეზე

–როგორ შემაშინე.

ბოხი ხმით ჩაილაპარაკა მამაცმა და ქალის კისერზე შემოჭდობილი ხელები ჩამოუშვა,წამში მოეგო გონს და საკუთარი საქციელის შედეგებზე რომ დაფიქრდა ისევ დაუბრუნდა ძველ პოზიციას

–ქვევით გელოდები

მიაძახა ქალს და ასე გახევებული დატოვა აივანზე.
ნენე და ლიკუნა ცოტა მოშორებით იდგნენ,პირდაღებულები გააყოლეს თვალი მამაკაცს და მერე ანასტასია მივარდნენ.ქალს სახე სულ შეცვლოდა,ფერი აღარ ჰქონდა.

–კარგად ხარ ტასო?

სული შეუბერა ნენემ და უცებ მოიყვანა გონზე.ქალი დაბნეული აცეცებდა თვალებს აქეთ–იქეთ.ვერ გაეაზრებინა მამაკაცის საქციელი

–რა იყო ეს?

ჩუმად ამოიკვნესა და იქვე სავარძელზე ჩამოჯდა.ნენე მარჯვენა მხრიდან მიუჯდა,ლიკუნა მარცხნიდან

–ახლაც იტყვი,რომ არაფერი ხდება?

ლიკუნა გამარჯვებული მზერით მიაშტერდა ქალს

–ვერ ვხვდები..ვერ..

ერთმანეთს ვერ აბამდა სიტყვებს..აზრებს ვერ უყრიდა თავს და საერთოდ ისეთი გრძობა ჰქონდა ჭავჭავაძეს თითქოს ახლახანს ისწავლა საუბარი და სიტყვების მარაგი ვერ მონახა რომ ელაპარაკა

-წავიდე უნდა

ფეხზე წამოდგა და დაბნეული ჩავიდა კიბეებზე,ნენემ თვალი გააყოლა და მერე ლიკუნას გახედა.

დვალი საკუთარი საქციელით გაოგნებული გარეთ გავარდა და მანქანას დაუშინა ფეხები,მერე რომ მიხვდა სისულელეს ჩადიოდა გაჩერდა,ღრმად ჩაისუნთქა და თან შინაგანი მეს ხმა ესმოდა შიგნიდან "გამოგიჭირა"..
ქალი გახევებული მიდიოდა კარებისკენ,არც ნიკუშას ხმა ესმოდა და არც ხალხის ბრბო ანაღვლებდა,კისერზე მიიდო ხელი,რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენოდა დვალის ხელების სითბო.

ყველაფერი უკვე ნათქვამია,მე ვეღარაფერს შევცვლი,ახლა უბრალოდ დავჯდები და დავწერ.


*****
თქვენი უდიდესი თხოვნით ერთი რამ გადავიწყვიტე! ყველანაირად ვეცდები ყოველდღე დავდო თითო თავი,თქვენ კი უღრმესი მადლობა ამხელა სითბოსთვის! <3



№1  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Magarii iyoo ar meyoo :(

 


№2  offline წევრი Queen

ძაან კარგიაა♥

 


№3  offline წევრი SaLoOme

Raa Kaargii Googoo Xaar Verrr Waaarmooidgeeeen ❤❤❤❤

 


№4  offline წევრი tat cullen

კარგია ზალიან!! ხო რა მალე დადე ხოლმე რამდენი ხანია ველოდები რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent