შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მუხის ძირას (პირველი ნაწილის დასასრული/თავი 5-8)


22-05-2015, 23:39
ავტორი Serena.Si
ნანახია 1 816

გამარჯობა,ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოვიხადო იმათ ვინც ჩემს მოთხრობას კითხულობს... ვიცი დიდი ხანი ვერ მოვახერხე დადება გამოცდების გამო... იმედია მაპატიებთ... ისიც მინდა დავამატო,რომ ცოტა არ იყოს დიდი გამომდის ამიტომ არის ასე თუ ისე გაწელილი:)) გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ თუ ცოტა არ იყოს დაგღალათ...
ძალიან მინდა თქვენი აზრი გამიზიაროთ და შენიშვნებსაც ნუ მოერიდებით... ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი და შეფასება...
დიდი მადლობა ვინც კითხულობთ და ელოდებით ხოლმე გაგრძელებას...

_________________________________________________________

თავი 5

01.01.2007

აი გათენდა უკვე ახალი 2007 წლის პირველი დღეც...
სიახლე ჩემს ცხოვრები უკვე არის,არ დააყოვნა ახალმა წელმა.
ვაღიარებ,ვაკო მომწონს,მასთან თავს კარგად ვგრძნობ,დაცულად და ვიცი რაც უნდა...
სანდროს რაც შეეხება ყველაფერი უკვე დიდი ხანია გაურკვეველია,აღარ მინდა ესეთ გაურკვევლობაში ცხოვრება... ეხლა თუ მე მეფიცება სიყვარულს,მეორე წუთში თავის თაკოსთან ერთად სეირნობს პეკინის ქუჩაზე... ვერ გავიგე ვერაფერი,გული მტკივა ამით.. ამიტომ აღარ ვაპირებ ეგრე ყოფნას...

- რატო არ დამირეკე? - ტელეფონში ვაკოს ხმა გავიგე
- ეხლა გავიღვიძე
- მერე რატო არ დამირეკე?
- შენ დამასწარი
- რას შვები?
- არაფერს ეხლა გავიღვიძე,შენ?
- მე ეხლა ჩამოვედი წყნეთიდან
- აა უკან აბრუნდი?
- ხო ბიჭები დავრჩით
- აა კაიაა
- შენ რას აპირებ დღეს?
- დღეს სახლში ვარ...
- ხვალ მე და შენ წავიდეთ სადმე
- ბედობას?
- ხო რა იყო?
- არა,რა უნდა იყოს
- რავიცი ისე თქვი რო...
- სად წავიდეთ?
- მოვიფიქრებ... ჩვენი პირველი დღე იქნება ხვალ - მითხრა და გაეცინა რაღაცნაირად
- რას ნიშნავს პირველი დღე
- გაიგებ ხვალ...
- კაი - გამეცინა,მივხვდი რასაც გულისხმობდა,მაგრამ არ ვაგრძნობინე რომ მივხვდი
- მოკლედ ხვალ საღამოს გამოგივლი ესე 7 სთვის
- კაი დამირეკე
- კაი პატარა გკოცნი

ვაკოსთან ლაპარაკს რომ მოვრჩი,საბანაოდ შევედი და ბანაობისას ბევრი ვიფიქრე რა მინდოდა,უფრო სწორად ვინ და მივხვდი,რომ სანდროს გაურკვევლობების თავი არ მაქვს... კი შეიძლება სანდროს ბევრად უფრო ვუყვარვარ,ვიდრე ამას,მაგრამ ვაკომ იცის რაც უნდა... მეც მომწონს ვაკო,თან საკმაოდ...

- სანდრო
- ხო ჩემო პრინცესა
- რას შვები?
- გელოდებოდი როდის დამირეკავდი
- გცალია დღეს?
- შენთვის როგორ არ მცალია
- სალაპარაკო მაქვს,რომელზე გეცლება ? - უცებ მესმის ვიღაც გოგოს ხმა
- პუუ,ვინ ელაპარაკები ? - უცებ სანდრო დაბნეული ხმით მეუბნება რომ დამირეკავს ცოტა ხანში...

5 წუთის შემდეგ გადმომირეკა

- ხო
- ეხლა გცალია? მოვალ შენ სახლთან
- კი მცალია მოდი
- კაი

1 საათში მართლა მოვიდა

- ჩამოდი
- მოხვედი უკვე?
- ხო
- კაი


- წამოდი სადმე წავიდეთ და იქ წყნარად მითხარი რა გქონდა სალაპარაკო
- არა,აქვე გეტყვი
- რატო?
- ესე მირჩევნია სანდრო
- კაი როგორც გინდა ჩემო პრინცესა

- მოკლედ,გუშინ ღამე რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში ისეთი,რის გამოც მე და შენ ესე ვეღარ ვიქნებით
- ესე როგორ?
- აუუუ თავს ნუ ისულელებ ძალიან გთხოვ
- და რა მოხდა?
- კაი,პირდაპირ გეტყვი რა აზრი აქვს ტყუილს ან დამალვას ან გაწელვას
- კი ეგრე ჯობია
- მე და ვაკო ერთად ვართ
- რააა?!!!!
- ...
- ფუ ჩემი... მე გაგიშვი ახალ წელს ვითომ შენ მეგობრებთან... ფუ ჩემი რაააა !!!
- სანდროო,გეხვეწები ეხლა ვაკოს ლანძღვა და რაღაცეები არ დაიწყო,ჩემი გადაწყვეტილება იყო ეს და მორჩა
- აუუ ლიკუნაა!!! ბო.. შვილი ვიყო მე მეგონა დღეიდან ყველაფერი სხვანაირად გვექნებოდა შენ კიდე რეებს მეუბნები ტოოოოო
- სანდრო,შენ შენი ცხოვრება გაქვს,შენი შეყვარებული და ა.შ... მომეცი საშუალება რომ მეც მქონდეს
- აუუ ხო იცი ტოო რო თაკო სულ ყ..ზე არა??!!
- გეტყობა ხო... ნუ ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა

სანდრომ ხეს მუშტი ისე ჩაარტყა მეგონა ზედ შეატოვებდა ძვლებს,ყბა ოდნავ წინ წამოწია,გაცოფებული სახით შემომხედა და გადააფურთხა

- სანდრო...
- კაი წამოდი მიგაცილებ,სად მიდიხარ?
- არსად,სახლში
- კაი წამოდი

სადარბაზომდე მიმაცილა,არაფერი არ უთქვამს,გატრიალდა და წავიდა...


თავი 6

დღეს ბედობაა,ვაკომ უნდა გამომიაროს და სადღაც მივყავარ... ძალიან ვნერვიულობ,ჩემთვის ასე ვთქვათ პირველი პაემანია... დილიდან იმაზე ვფიქრობ რა ჩავიცვა,თმა და მაკიაჟი როგორ გავიკეთო. ჯერ არ დაურეკია ვაკოს,მაგრამ ვიცი რომ 7სთვის უნდა მომაკითხოს,ამიტომ გიჟივით დავრბივარ და ვემზადები...
სანდროზე დიდად აღარ მიფიქრია... იყოს თავის თაკოსთან ერთად ბედნიერად „პუ-ები“ არიან ნამდვილად...

- ჰა,აბა ემზადები? - მომდის მარიამის მესიჯი
- აუუ ხო და ვაბშე ვერ ვხვდები რა ჩავიცა
- რამე,სადად არ აფიქრებინა ძააან მოემზადაო
- მემგონი ხო,ეგრე ჯობია
- მომიყევი ყველაფერი სახლში რომ მიხვალ,ან ვაბშე თუ მოახერხებ ამო ჩემთან
- ხო აი ვნახოთ,დაგირეკავ
- კაი ლიკუ გკოცნი
- მეც

7-ის ნახევარზე უკვე ჩაცმული ველოდებოდი ვაკოს
8-ის წუთები იყო რომ დამირეკა

- ჩამოდი
- მოხვედი?
- ხო
- კაი

უცებ ჩავცვი ფეხზე,პალტო მოვიცვი და ჩავირბინე კიბეები

- რატო არ დამირეკე აქამდე,იქნებ არ ვიყავი მზად
- არ უნდა აკოცო შენ ბიჭს?

მე გამეცინა და ვაკოცე,ტაქსში ჩავჯექით,მძღოლისთვის ჩემთან ერთად აღარ უთქვია სად უნდა წავეყვანეთ,ალბათ მანამდე უთხრა...

უკვე ბნელოდა,მაგრამ ქუჩებს კი ვარჩევდი... მივხვდი,რომ მთაწმინდაზე ავყავდი...

- აი ძმაო აქ სადმე გაგვიჩერე
- ნახვამდის - დავემშვიდობე მძღოლს

- ვაკო აქ რა გვინდა?
- რაღაც უნდა გაჩვენო
- კაი...

რაღაც კერძო სახლთან მიმიყვანა,სადაც როგორც ჩანს რემონტი იყო...

- ეს რა სახლია?
- ჩემი... კი არადა იყო ჩემი
- უიი,კაი სახლია და მაგარი ადგილია
- ხო,გაყიდეს ჩემებმა. ჩემი დის ახირება იყო ამ მთაზე ცხოვრება აღარ მინდაო
- არადა მაგარი ადგილია
- ხო მაგარია მართლა
- გენატრება?
- აუ მაგრად ტოო,შენ ხედი არ გინახავს ჯერ
- და როგორ უნდა მანახო? რემონტი არაა?
- მერე რა
- რა მერე რა ვაკო? სხვისია უკვე
- არაუშავს ჯერ არ გადმოსულად
- უნდა შევიპაროთ?
- ხო რა იყო? არ შეპარულხარ არსად? - გაეცინა ვაკოს
- ხო რავი
- კაი წამო

ვაკომ სადღაც ჩამიყვანა,გვერდიდან მივიდეთო,მერე გადამაძვრინა ღობეზე და შევედით დიდ ეზოში,სხვა სეზონზე ალბათ ბევრად უფრო ლამაზი იქნებოდა ან დღისით

- აუუ რამხელა ეზოაა
- ხო,აი წამოდი წინ ჩავიდეთ

მთელი თბილისი ჩანდა იმ ადგილიდან,ულამაზესი იყო...
- მოდი აი აქ დავსხდესთ - მიმითითა ვაკომ რაღაც ხის სკამზე
- გენატრება აქაურობა?
- მაგრად ტო
- ...
- შენ არ გაქვს ესეთი ადგილი სადაც მშვიდდები?
- კი,ბაბუაჩემის სოფელში - გამეღიმა
- რატო?
- იქ საერთოდ სხვა სიტუაციაა,სიჩუამეა,თბილისივით გრიალი და ხმაური არ არის... ეზო,სიმწვანე,ჰამაკი,ცივი ყავა,სიგარეტი და წიგნი არის ბედნიერება ჩემთვის.
- ზღვა,მზე პალმები და რუჯი არა? - გაეცინა ვაკოს
- ნუ რა თქმა უნდა ეგეც,ზაფხულის რაღაც მომენტში,მაგრამ ეს უფრო ბედნიერებაა ჩემთვის,მთა...
- არ გავხარ სხვებს
- მიხარია ეგრე თუ ფიქრობ
ვაკო ჩემსკენ გამოიწია და მაკოცა... შემდეგ ჩამიხუტა,თავი დავადე და დიდი ხანი ესე ჩუმად გავყურებდით თბილისს...



თავი 7

მალე სკოლა ისევ დაიწყო...
ეს სემესტრი ძალიან განსხვავებული იყო,ალბათ ვაკოს გამო... უფრო მხიარული იყო,ყოველდღე მიხაროდა სკოლაში წასვლა,მერე ვაკოსთან ერთად ყოფნა გაკვეთილების შემდეგ... ყველანი ერთად ძალიან მაგარ დროს ვატარებდით... ხან სად ვიყავით ხან სად... გაზაფხულზე წყნეთში ავდიოდით შაბათ-კვირას და ის დღეები განუმეორებელი იყო...

მომწონდა ის ფაქტი,რომ ეხლა უკვე ვაკოს სამეგობრო წრე ჩემიც გახდა და ჩემი ვაკოსი... ცოტა თამამად რომ ვთქვა მე და ვაკო სკოლაში ყველაზე მაგარი წყვილი ვიყავით,თანდათან უფრო და უფრო მომწონდა ვაკო და მასთან ერთად ყოფნა...

სანდრო აღარ გამოჩენილა იმის შემდეგ,ალბათ თავმოყვარეობა შევულაზე და გაბრაზებული იყო ჩემზე. ზუსტად ვიცოდი აღარ გამოჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში,თავისი ხასიათის გამო... ძალიან ამაყია...


23.04.2007 - ყველაზე უბედური დღე ჩემს ცხოვრებაში

ჩემს ცხოვრებში ერთი ჩვეულებრივი ორშაბათი დღე გათენდა... სწრაფად ავდექი,მოვწესრიგდი, ჩანდა ჩავალაგე და კიბეებზე ჩავირბინე...
15 წუთში უკვე სკოლაში ვიყავი და ალგებრის გაკვეთილზე ვერჭე...
ჩემი მასწავლებელი ახალ მასალას ხსნიდა და მეც გამალებით ვიწერდი რვეულში.

ჯიბეში ტელეფონის ვიბრაცია ვიგრძენი და ისე ამოვიღე,რომ მასწავლებელს არ დაენახა...

- ლიკუ დღეს მე-3 გაკვეთილზე მოვალ პატარა
- მოხდა რამე?
- არა კუ დედაჩემმა სისხლის ანალიზზე წამიყვანა
- რამე გჭირს?
- არაფერი ვაბშე,აფრენს ხო იცი და ეგაა
- აა კაი,გელოდები
- გკოცნი ჩემო პრინცესა,გნახავ მალე

მეორე გაკვეთილი რუსული მქონდა... რა თქმა უნდა ლექსი გვქონდა ზეპირად და ზუსტად ვიცოდი ყველას გამოგვკითხავდა,ნაწილ-ნაწილ და საშინლად არ მინდოდა... რომელი დამზეპირებელი მე ვიყავი,დიდი იმედი მქონდა არ დამაშტერდებოდა და შევძლებდი წიგნში ჩახედვას...
სანამ ჩემი რიგი მოვიდოდა,რომ გამეგრძელებინა ლექსის თქმა კარზე ვიღაცამ დააკაკუნა

- მობრძანდით - რუსული აქცენტით გასძახა ლიანამ
- უკაცრავად,ეს თუ შეიძლება ლიკას მიაწოდეთ
- ვინ ლიკას შვილო? - ჩაეკითხა ლიანა
- მას ერთი ლიკა გვყავს მარტო - გასძახა ჩემმა კლასელმა მასწავლებელმა

ლიანამ მომაწოდა კონვერტი - посмотри когда закончим урок
მეც თავი დავუქნიე და წიგნში ჩავდე კონვერტი... სულ იმაზე ვფიქრობდი რა უნდა ყოფილიყო და ვისგან.
სამწუხაროდ მაინც მომიწია ერთი სტრიფის თქმა და ისიც ვერ ჩავიხედე წიგნში.

გაკვეთილის შემდეგ მესამე სართულზე ჩავედი და ტუალეტში შევედი მოსაწევად,თან ჩანთაში რუსულის წიგნს ვეძებდი,სადაც ის კონვერტი ჩავდე.


თუ არ ჩავიკეცებოდი ამ საშინელ ტუალეტში არ მეგონა!
სულ გავქვავდი და გავცივდი,ცივმა ოფლმა დამასხა და მინდოდა მიწა გამსკდომოდა და ჩავეტანე შიგნით...
ამ კონვერტში სურათი იდო,სადაც გარკვევით ჩანდა,რომ ვაკო,დიახ ვაკო ჩემი შეყვარებული ვაკო,თავის პარალელურ კლასელ ნინის კოცნიდა ტუჩებში!,როგორც ჩანს ცეკვის დროს. ამ გოგოს ხელები კისერზე ჰქონდა შემოხვეული ვაკოს ერთი ხელი წელზე მქონდა მოხვეული,მეორე ხელი კი ამ გოგოს სახეზე ჰქონდა და კოცნიდა!!!!
ხო კოცნიდააა!!!

გული ისე ამიჩქარდა არაფერი აღარ მესმოდა... თავიდან ვიფიქრე მარიამთან დამერეკა,მაგრამ მერე გადავიფიქრე... ჩანთიდან სიგარეტი ამოვიღე ისევ და მოვუკიდე... სულ მემგონი 5 ნაფაზი დავარტყი,მერე წყალს შევუშვირე ჩავაქრე და გადავაგდე...

გამოვედი ტუალეტიდან და კიბეებზე ჩავირბინე,შევაღე ბუფეტის კარები და დავინახე ეს იდიოტი ბიჭი იჯდა იქ სწყნარი სახით და კოკა-კოლას მიირთმევდა...

- ლიკუნააა,გირეკავ ამდენი ხანია და არ იღებ - დამიყვირა ვაკომ
მივუახლოვდი იმ მაგიდას სადაც იჯდა და ეს სურათი დავუგდე,ისე სწრაფად გამოვიქეცი ვერც კი გავიგე როგორ ავღმოვჩნდი სკოლის გარეთ...
უკან აღარც შევბრუნებულვარ,სულ დავიკიდე დარჩენილი გაკვეთილები და გაცოფებული გავუყევი ქუჩას.

- ლიკუნაააააა - მესმის შორიდან
- მოიცადე ერთი წამი,დამელოდე,ლიკუნააა
მე არც კი შემინელებია,ისევ ისეთი სიჩქარით მივდიოდი
უცებ დამეწია ვაკო და შემომატრიალა თავისკენ
- აგიხსნი ერთი წუთი
- რა უნდა ამიხსნა გეხვეწები რააა
- საიდან გაქ ეს სურათი
- რა მნიშვნელობა აქვს ეხლა მაგას?!
- კაი,მოიცა ერთი წუთი და აგიხსნი
- არ მჭირდება
- ამ დროს არ ვიყავით ერთად
- რაა??
- ხო
- რეებს იგონებ ვაკო, ახალი წლის ღამეა
- არ არის
- აი მიყურებ და მატყუებ,უნამუსო ხარ
- ხო კაი,ერთი წუთი გაჩერდი
- რა გინდა? რა უნდა მომატყუო კიდე?!
- მაშინ არ ვიყავით ჯერ ერთად
- რაა??? აა შენ ეგრე მიგაჩნია? კაი მაშინ
- მომისმინე
- არ მჭირდება ვაკო შენი ახსნა განმარტებები,დამანებე თავი ძალიან გთხოვ
- ვერ დაგანებებ თავს
- ვაკო,იმ ღამეს სახლში მიმაცილე,მაკოცე,რეები აღარ მითხარი და მერე უკან აბრუნდი და ამ გოგოს კოცნი წყნარი სახით,რა არის მანდ ასახსნელი ან სათქმელი საერთოდ,ეხლაც წადი და ემთხვიე
- ლიკუნა გეხვეწები მომისმინე
- კაი ჰა მიდი
- მიყვარხარ
- ...
- გეხვეწები ჩემო გოგო
- რას მეხვეწები ვაკო?
- ეგ გოგო მართლა არაფერს არ ნიშნავს ჩემთვის და არც ის კოცნა შენ თავს გეფიცები,დამიჯერე
- არ მაინტერესებს
- ლიკუნაააა
გავინთავისუფლე თავი ვაკოსგან და გავიქეცი,აღარ გამომკიდებია,ერთი დამიძახა და რომ აღარ მივიხედე დამანება თავი....
მივდიოდი ქუჩაში და თვალებზე ცრემლები მადგებოდა,მაგრამ როგორც შემეძლო ისევ ვიკავებდი თავს,რომ არ მეტირა... ბოლოს ჩემ ეზოში მაინც წამსკდა ცრემლები,მეც დავემორჩილე ამ ემოციას და ისე ვიტირე,მემგონი ესე არასოდეს მიტირია... ჩემს თავზე მეშლებოდა ნერვები... ის ღამეს მეგონა ყველაფერი ყველაზე მაგრა მქონდა და თურმე ის ვიღაც გოგოს ეზასავებოდა მთელი ღამე...

იმ ღამეს მილიონჯერ დამირეკა ვაკომ და ორჯერ მეტი მესიჯებით ამავსო,მაგრამ არც კი წამიკითხავს... მთელი ღამე ტირილში გავატარე,სანამ არ ჩამეძინა...









24.04.2007

მეორე დილას სკოლაში არ წავედი... ნამდვილად არ მინდოდა ვაკოს ნახვა,თან ზუსტად ვიცოდი,რომ უკვე მთელმა სკოლამ იცოდა და არ შემეძლო...

1 საათი იყო კარებზე ზარმა რომ დარეკა,გავიხედე და მარიამი იყო...

ყველაფერი მოვუყევი,როგორ მომიტანეს წერილი რუსულზე და ა.შ
მარიამი შეეცადა რომ დავერწმუნებინე მეპატიებიდა,მაგრამ არ შემეძლო...
იმის მაგივრად,რომ ბედნიერი წასულიყო უკან წყნეთში,რომ უკვე ერთად ვიყავით და დამტკბარიყო ამით,წავიდა და სხვა გოგოსთან გაატარა მთელი ღამე ზასაობაში!
ამის პატიებას ვერ შევძლებდი... ვერა!

8 საათზე მესმის ქვემოდან ყვირის ვიღაცა განწირული ხმით ჩემ სახელს,გადავიხედე და ვაკო იყო,გალეწილი მთვარალი... იდგა,კი არა და აქეთ იქით ყანყალებდა და ისე მთხოვდა შერიგებას,მაგრამ მე არც ფანჯარა გამიღია,არც გადამიხედია და არც ხმა არ გამიცია... 1 წუთში ისევ გადავწიე ფარდა,ავიღე MP3,გავიკეთე ყურსასმენები და ჩავრთე მუსიკა. როდის წავიდა არც კი ვიცი....

იმ ღამესაც ტირილში ჩამეძინა...



თავი 8

28.06.2007

უკვე ივნილის ბოლოა... მე და ვაკო არ შევრიგებულვართ... როგორც ჩანს ძალიან ამაყი ვყოფილვარ,იმის და მიუხედავად რომ დღემდე ძალიან მომწონს ვერ ვაპატიე... მართლა რა აღარ გააკეთა,მაგრამ ვერ შევძელი პატიება...

ვაკო თურქეთშია ეხლა როგორც მარიამისგან გავიგე... ცოტა ხნის წინ წასულა ოჯახთან ერთად დასასვენებლად...

მე ჯერ კიდევ თბილისში ვარ,მალე წავალ ბაბუასთან... წელს ძალიან მიხარია იქ წასვლა,ძლივს დავისვენებ ამ დრამებისგან,წავიკითხავ,დავიძინებ კარგად, აღარ ვიქნები თბილისის რიტმზე დამოკიდებული...

1.07.2007

ბარგი უკვე ჩავალაგე,ბილეთი ნაყიდი მაქვს ხვალინდელი... ვაკო აღარ გამოჩენილა... Yahoo-იც დუმს... ნუ რა ვუყო,მე მაინც ვეღარ შევურიგდები,არ შემიძლია...

2.07.2007

აი ვზივარ მატარებელში... წელს უკვე მარტოობაზე კი არა ჩემი ცხოვრების დრამებზე მეფიქრება და თან მეცინება...
ამ ერთ წელში როგორ შევიცვალე ყველანაირად...
ადრე 1 თაყვანისმცემელიც კი არ მყავდა ნორმალურად... წელს კიდე ჯერ სანდრო იყო და მერე ჩემი პირველი შეყვარებული ვაკო,რომელთანაც მინდოდა დიდი ხანი ვყოფილიყავი,სკოლაში მაინც გაგვეტარებინა მხიარული და დასამახსოვრებელი წლები... მაგრამ არ გამოვიდა... ვიცი არ იყო ძნელი ერთი კოცნის პატიება,მაგრამ ვერ შევძელი... შეიძლება ვინმეს სულელურად მოეჩვენოს,მაგრამ....

მატარებელი ხაშურში გაჩერდა... აქ მემგონი ყველაზე დიდი ხანი ჩერდება,მეც ცხოვრებში პირველად ჩამოვიდა ვაგონიდან სხვა მგზავრებთან ერთად,რომ მომეწია... ყურებიდან ყურსასმენები არ გამომიღია ისე ვეწეოდი... რაღაც ძალიან მშვიდად ვიგრძენი იმ მომენტში თავი... როგორც კი დავამთავრე მოწევა ისევ ავედი ვაგონში და დავჯექი ჩემ ადგილად...

ეხლა უკვე აღარ მეფიქრება ვაკოზე,ნინიზე,მათ კოცნაზე,პატიებაზე,შერიგებაზე,მონატრებაზე,სიყვარულზე.....

უბრალოდ მინდა მალე ჩავიდე,დავლაგდე და დავტკვე სიმშვიდით ( ყველანაირი გაგებით )

ვაგონიდან უკვე დავინახე ბაბუაჩემის მანქანა ... გამეღიმა და რაღაცნაირად უკვე სიმშვიდე ვიგრძენი...

ჩავალაგე ზურგჩანთაში ჩემი ნივთები და მატარებლის გაჩერების დროს უკვე მზად ვიყავი ჩასასვლელად... როგორც ყოველთვის ბაბუაჩემიუნდა ამოსულიყო ვაგონში,რომ ჩემი ჩემოდნები ჩაეტანა და მანქანაში დაედო...

დიდი ხანი არ ჩანდა ბაბუაჩემი... მეც რა მექნა ვიფიქრე ალბათ ბევრი ხალხია ძალიან კარებთან-მეთქი,მოვიკიდე ზურგჩანთა და ვცადე გამომეხოხიალებინა ჩემი ჩემოდანი,სადამ ბორბლებზე დავაყენებდი და ჩავათრევდი ქვემოთ....

- მოიცადე ლიკუნა,მე ჩავიტან - უკნიდან მომესმა ბიჭის ხმა
- ჰა? - ცოტა გაოგნებული სახით მივიხედე უკან,ახალგაზრდა ბიჭის ხმას ნამდვილად არ ველოდი
- ნუ ექაჩები მომეცი - გამომართვა სანდროს ჩემოდანი და წინ წავიდა,რომ ჩაეტანა ვაგონიდან...
მე ცოტა ხანი გაოგნებული გავშეშდი,მერე ფანჯრიდან გავიხედე,ბაბუაჩემს ვეძებდი მანქანასთან,მაგრამ ვერ დავინახე და მეც ვაგონის კარებისკენ წავედი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent