ქუჩაში ერთხელ - სრულად
*** -ნიკუშ შენ ძმობას ვფივარ შენ ხარ ! -შანსი არაა მე არ ვთამაშობ თქო ხო გითხარით ? - წარბები შეკრა გადრანმა ... სულ ასე იყო ესენი ერთობოდნენ ეს კი სულ დასტოინად და სერიოზულად იჯდა და არასსდროს "კარგი ვაჭარბებ" იშვიათად ყვებოდა ცანცარში ... მაგრამ ახლა მოზღვავებული ენერგია იგრძნო ... ისეთი ამ 24 წლის მანძილზე 1ხელაც რომ არ უგრძვნია ... ღიმილით წამოდგა ფეხზე და საკუთარი სახლიდან გაააბიჯა ... -კარგი ხო ოღონდ ... საშინელ გოგოს არ მირჩევთ ! თორემ არ ვასრულებ ! -ბაზარი არაა ... - შესძახა ომახიანად მაჭავარიანმა და ძმაკაცს მანქანაში ჩაუხტა გურაბანიძესა და მაღრაძესთან ერთად ... რუსთაველის ქუჩისკენ გააქროლა თავისი შავი რაში "რეინჯ როვერს" რომ ეძახიან ... სერიოზული სახით გააჩერა იქვე მანქანა და ძმაკაცებთან ერთად გადმოვიდა ... გარეთ გადმოსულმა თვალები დაუბრიალა ბიჭებს შეახსენა ... "კარგი გოგო უნდა მომიძებნოთო" ... ამათ ძლივს ეღირსათ ამის თამასში აყოლიება და ამას გამაზავდნენ ? ... არაა ! ხო და დაიწყეს კარგი გოგოს ძებნა ... ასპარესზე ქერა ცისფერ თვალება გოგო გამოჩნდა ... მაშნვე მიიპყრო სამივე ძმაკაცის ყურადღება ... აბა ნიკუშას კითხეთ ... ყურადღების მიქცევაზე რა ლაპარაკია ? ... არც კი შეუხედავს ... ძმაკაცების რეპლიკები ამ გოგოს სილამაზესთან დაკავშირებით ძალიან კარგად ესმოდა მაგრამ ... ერიჰააა მგონი თავი გაანძრია ... და კიდევ ერთი ერიჰაა შეხედა ! გოგონა ორ გოგოსთან ერთად მოდიოდა ... ისეთი ლამაზი სიცილი ჰქონდა სახეზე აკრული ჯერ მხოლოდ ამან მიიქცია გადრანის ყურადღება ... -აი ის ! - შეჰღრიალა სამივემ ერთად ... ცინიკური ღიმილით წავიდა სამიზნისკენ გადრანი ... როგორ ეზარება ამის გაკეთება ... განა ეშინია ან რამე მსგავსი ... უბრალოდ არ უნდა ... არ მოსწონს ეს ბავშვური გართობები ... მაგრამ რატომღაც დღეს ასე მოხდა ... მოუნდა და აყვა ძმაკაცებს ... ეს 24 წლის კაცი რას ააცანცარეს ამ ხიხოებმა ! ! ! გოგონასთან მივიდა და თავ ჩაღუნულს რომელიც სიცილით აკანტურებდა აქეთ იქით თავს ზემოდან დახედა ... 2 თავით მაღალი იყო გადრანი ამ ციდან მოწყვეტილ ვარსკვლავზე ... -გამარჯობა ქალბატონებოო ... - ჯინსის შარვლის ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და ქუდი შეისწორა ... -გამარჯობა - გოგონას გარდა ყველამ უპასუხა ... ოჰ დასაწყისში იფასებს თავს და მერე რას იზამს ? ... გაიფიქრა და ჩაიცინა ... დაინახა როგორ გაკრა ერთ-ერთმა ღიმილით მთავარ სამიზნესა და ობიექტს მხარი მხარზე ... შეუმჩნევლად კი უნდოდა მაგრამ რომ არ გამოუვიდა ? ... გოგონამ თვალები დაუბრიალა და ბიჭისკენ თავ ჩაღუნული მიტრიალდა ... გადრანს გულში ეცინებოდა ... ახლა რაც მოხდება აქ მერე ნახეთ თქვენ ... დარწმუნებულია ამ გოგოს როგორც კი იმას გაუკეთებს რაც მიზნად აქვს დასახული ... ოო მერე ... ვსო ... იმ წამსვე შეუძლია დარწმუნებით თქვას რომ ეს ანგელოზივით წყნარი გოგონა ქაჯად იქცევა და ამ ერთი ჩვეულერივი ამბის გამო ცოლად მოყვანას აიძულებს ... ეცინება და რა ქნას ... -შენთან პატარაა საქმე მაქვს ... - ფრთხილად გადაუწია წინ ჩამოგდებული თმის ღერი ყურს უკან და ხელი უმალვე გასწია უკან ... როგორ ეზიზღება ასეთი ადამიანები ... ანგელოზებად რომ გაჩვენებენ თავს და საკმარისია ერთი ქმედება თავიანთ ნამდვილ სახეებს იმ წამსვე რომ ამჟღავნებენ ... -უკაცრავად ? - სახე ალიპლიპებულმა იკითხა და საჩვენები თითი თავისკენ მიითითა ...- ჩემთან ? - დაბნეული ალუღლუღდა ... -დიახ - ცინიკურ ღიმილს არ იშორებდა გადრანი ... -რა საქმე ? მე ხომ არ გიცნობთ ... - თქვენობითი ფორმა ? ეს გოგო ძალიან აფერისტია და ახლა შეიძლება გადრანს სვანური სისხლი მოაწვეს და ისეთ ხის თავიან ნევროზიანად იქცეს ყველა დალეწოს ... -შეგიძლია თვალები დახუჭო ? - მომხვიბვლელი ღიმილი გამოიყენა გადრანმა ... -კი მაგრამ რატომ ? ...- კითხვების დასმას არ ეშვებოდა გოგონა ... -უბრალოდ 2 წამით დახუჭე კარგი ? - გაუღიმა შემორჩენილი მოთმინებით -კარგი - მხრები აიჩეჩა და თვალები დახუჭა ... გადრანმა რამდენიმე წამი იცადა და ზუსტად 3 თვლაზე ... მისკენ წაიწია გოგონას სახე ხელებში მოიქცია და თავი მისკენ დახარა ... თავიდან ნაზად წაეტანა მის მაგეებს ... შემდეგ კი მისი გემო ... ტკბილი გემო რომ შეიგრძნო სულ დაავიწყდა ვინ იყო სად იყო და რატომ კოცნიდა ახლა ამ უცხო გოგონას ... ისეთი მომთხოვნი გახადა კოცნა და ისეთი ვნებით უკოცნიდან ტუჩებს საწყალ გამოუცდელ გოგოს სულ დაავიწყა ყველაფერი ... კოცნა მხოლოდ მისმა დანამულმა სახემ შეაწყვეტინა ... სახემ რომელზეც ახლა ცრემლები დენას იწყებდნენ ... გაფართოებული თვალებით შეხედა გადრანმა გოგოს ... სად არის ისტერიკები ? ... ქაჯობები ? ... ცოლად მოყვანასთან დაკავშირებით იძულებები ? ... ახსნა განმარტების მიცემას აპირებდა თუ რატომ გააკეთა ეს მაგრამ გოგონამ არ დააცადა ... ცრემლიანი თვალებით მოწყდა ადგილს და პირდაპირ გაშეშებული დატოვა გადრანი ... დაქალებმა მტული მზერა სტყორცნეს და ტერიტორიას გაშორდნენ ... *** -ვაიმეე მოვიდვარ ხოო მოვდივარ - გამწარებულმა ჩასძახა კვალიაშვილს და ტელეფონი გაუთიშა ... ნუ ეგ ჩვევა სულ აქვს ... დაგვიანება ჩვევად და ტრადიციათ ექცა ... ქვემოთ ჩასულს ჭელიძე ასპინძელაშვილი და ყიფშიძე დახვდნენ ... -კიდე ერთხელ დაგერეკათ და გავიღვიძებდი - ტუჩები გაბუსხა და სიცილით გადაკოცნა ყველა ... -შენ გოგო აფრენ რა ! დილის 7 დზე გირეაკვ 8 ზე გავდივართთქო და უკვე 4 საათია ! - გაბრაზდა ყიფშიძე ... -თეკო მერე დაგერეკა 3 ზე და ხო აქ ვარ ... - სიცილით გაიჯგიმა ყურაშვილი ... -ნაანუკა ეს მომაშორე ! - შესძახა გაბრაზებულმა ყიფშიძემ ასპინძელაშვილს ... ნანუკამ სიცილით გადახედა ჩუმად მდგარ ელენეს ... ელენესაც გაეცინა და სიცილში თეკოც აიყოლია ... საერთო ჯამში გამოვიდა რო ოთხივე ხარხარებდა ... რაც ჩემი ტვინის ახდას უდრის ... ქუჩაში მიტასაობდნენ სიცილ კისკისით ... უცებ მანქანა რომ გაჩერდა და ბიჭები რომ გადმოლაგნენ ... ყურადღეა არც ერთისთვის მიუქცევია ... მაგრამ ერთ ერთი როგორც კი შენიშნა მისკენ მომავალი მაშინვე დასერიოზულდა ოდნავ ... ბიჭმა რომ უთხრა შენთან საქმე მაქვსო გამოშტერდა ... რა საქმე შეიძლება ჰქონდეს ამ არა ამ ქვეყინიურად ზე სიმპატიურ არსებას ნინისთან ? ... თვალები დახუჭეო ? ... ეს ვერაა ხო ? ... გაიფიქრა მაგრამ მაინც დახუჭა ... იმ დღეს ინტერნეტში ვიდეო ნახა იგივე ნაირად ბიჭი მიდიოდა უცხოეთში გოგონებთან ... როგორ თხოვდა თვალების დახუჭავას და შემდეგ როგორ კოცნიდა მათ ... მაშინვე გააგდო ეს ფიქრები თავიდან ... არანაირი სურვილი არ აქვს ახლა თავის პირველი კოცნა ვიღაც უცხოს გაატანოს ... თანაც ამ მდგომარეობაში ხალხით სავსე რუსთაველზე ... ბაგეებზე გახურებული ტუჩები რომ იგრძნო მთელი სხეული ჟრუანტელმა მოიცვა ... უნებურად ჩამოუგორდა ცრემლები ... არ იცოდა რა ატირებდა ... არა როგორ არ იცოდა განა ეს სატირალი არ იყო ? ... 19 წლისაა და ცხოვრებაში ვერ წარმოიდგენდა პირველი კოცნა ასეთ გარემოში თუ მოხდებოდა ... მშობლები ადრე დაეღუპა ... მთლად მარტო დარჩა ბაბუსა და ბებოს ამარა ... 4 წლის იყო მშობლების ავია კატასტროფაში დაღუპვის ამბავი რომ გაიგო ... ბებია და ბაბუა 17 წლის ასაკში გარდაეცვალა ... დარჩა 3 უახლოესი ბავშვობის დაქალის ამარა ... მათთან ერთად ცხოვრობს ... ძალიან იზღუდავდა ბიჭებთან ურთიერთობის დროს თავს ... უცებ ესეთი რაღაც რომ ხდება ხომ არაა ადვილი გადასახარში ? ... არა ნამდვილად ... იგრძნო მლაშე სითხემ როგორ დაუსველა სახე ... თვალებიდან წამოსული მთელი ემოცია ბიჭის სახეზეც რომ გადაიღვარა ამან უფრო შეუღონა გული ... ადგილს ელვისებური სისწრაფით მოწყდა და სახლში ავარდა ... კიდევ კარგი ახლოს მაინც ცხოვრობს ... თორემ ასეთ მდგომარეობაში ქუჩაში ბოდიალი ნამდვილად არ ეპიტნავებოდა ... სახლში ასული საწოლზე დაემხო და ბალისში ჩარგო თავი ... ცრემლებად იღვრებოდა მაგრამ არ იცოდა რატომ ...აკოცა აკოცა ... ასეთი ტრაგედია და გრეხი რა მოხდა ?! მესმის ცოტა წამოიტირო მაგრამ ასე ? ... არა ... არა და ისევ არა ! -ნინი ! - მოესმა ნანუკას ხმა მაგრამ პასუხის გაცემის თავიც არ ჰქონდა ... -ყურაშვილის ასულო ! - (თეკო) -ნიი სად ხარ ... (ელენე) მთელი სახლი რომ მოიარეს მერე შემოლაგდნენ უკლებლივ ყველა ოთახში და დაქალს მიუწვენენ ... -გამოვშტერდი ... - გაშტერებულმა ჩაილაპარაკა ემოციებით დაუხნძულულმა ყურაშვილმა ... -მანდ რომ არ ვყოფილიყავი და არ დამენახა ჩემი საკუთარი ორი თვალით შეიძლება არ დამეჯერა ... - გაოცებული ლაპარაკობდა ელენე ... -ვერ იყო ხო ის ბიჭი ? - მხრების ჩეჩვით ამოილაპარა თეკომ ... -მაგას კითხვა რათ უნდა ! - წარბები შეკრა ნანუკამ ... -ცუდად ვარ შოკში ვარ ეს რა იყო ... - თვალებ დაჭყეტილი სუაბრობდა იმ ამბით გაოცებული რაც თავს გადახდა ... ცოტა ხნით დაიძინა ... იმ ამბიდან 2 თვე გავიდა ... არც ქუჩაში შეხვედრილია ის ბიჭი და არც არსად ... როგორც ფილმებში ხდება არც სადმე გადაყრია შემთხვევით და მათი თვალები ერთმანეთს არ გაუკვეთია ... ეს ამბავი თითქმის მივიწყებული ჰქონდა ... ბოლო ხანებში დღე დღეს ისე მისდევდა და მიყვებოდა უკან ამ ამბავზე საერთოდ აღარ ფიქრობდა ... არც გოგონები აღარ ახსენებდნენ ... სამაგიეროდ ნანუკასკენ იყო ცვლილებები ... ვიღაც ბიჭი გაიცნო დაბადების დღის ცენტრში ... მაგის ძმის დაბადების დღეზე ბაღელი ყოლიათ დაპატიჟებული და იმ ბიჭს მოუკითხვას პატარა ძმისთვის ... ნანუკა ისეთი აღბრთოვანებით სუაბრობდა მისი თქმით უუსიმპატიურ ბიჭზე სადღა ახსოვდა სხვები ან სადაქალო ... ერთი ფოტო ანახა ამბობს ფეისბუქი არ აქვსო ... ის ბიჭი სახელს და გვარს არ ეუბნება და რას აძახებინებს არ გაინტერესებთ ? თუ არა გამოტოვეთ აჰაჰაჰა ... რას და ... ეცინება ... ინკოგნიტოს ... დაფარული ნომრით რომ ურეკავს ყველაზე მეტად მაგაზე იცინის ... ერთი მომენტი ისიც კი დაუშვეს ჩვენი დაქალი მანიაკს გადაეკიდაო ... მაგრამ ფოტო რომ ნახეს ... ნეტა ეგეთი მანიაკი იყოს ყველა ჰაჰაჰაჰ ... სხვა თა შორის იმ ბიჭს უთქვამს შენი დაქალები წამოიყვანე და ფრაგოლაში დავჯდეთო ... ხო და დღევანდელი გეგმებიც ეგ აქვთ ... ფრაგოლაში უნდა დასხდნენ სასტავებით ... კრემის ფერი მოტკეცილი საშუალო ზომის ზურგ ამოღებული კაბა ჩაიცვა ბალეტკებიც იმავე ფერის შეუსაბამა ... ქერა ხვეული თმა უკან გადაიყარა და სანახევროდ ამოღებული ადგილი დაიფარა ... საერთოდ არ იყო დეკოლტე და მსგავსი კაბა ... ჩვეულებრივი კაბა იყო ... მართალია ძალიან დეკოლტე არ იყო მაგრამ მკერდის ფორმას ძალიან ლამაზად კვეთდა ! ჩანთა დაიჭირა ხელში და მაკიაჟ გაკეთებული კიდე ერთხელ დატრიალდა სარკის წინ ... როგორც ყოველთვის იგვიანებდა ... დაგვაინებით შეაღო ფრაგოლას კარი და კაფეს მოავლო თვალი ... თავისი გოგონები სადაც შენიშნა იქით წავიდა ... თვალის მომჭრელი ღიმილით მიუახლოვდა მეგობრებს და დაჯდა ... კიდევ კარგი დაჯდა ... აბა ახლა რაც დაინახა იმას ფხიზელი გულით გაუძლებდა ? ... ხომ მოადენდა ზღართანს კაფის იატაკზე ? ... გოგონები მზერით ეუბნებოდნენ "ჩვენ არაფერ შუაში არ ვართო ... გაკვირვება ვერც ერთი ბიჭის სახეზე ვერ შენიშნა ... ნუ თუ იცოდნენ ? ძლივს როგორღაც ამოიგდო ის მოგონება თავიდან ახლა კი მისმა დანახვამ ყველაფერი თავიდან გაახსენა ! გულში ნანუკას ლანძღავდა რაღა ამის ძმაკაცზე გადაირიეო ... ნუ თუ ამიტომ იყო ეს ბიჭი "ინკოგნიტო" ? იქვე ცინიკუად მომღიმარ ბიჭს შეხედა ... რომელმაც მხოლოდ ერთხელ შეხედა და ყურადღება საერთოდ აღარ მიაქცია ... ქაჯური ქცევა აღარ დაუწყია და ღიმილი აიკრა სახეზე ... არა უშავს მიჩვეულია ასეთ რაღაცეებს ! ცხოვრებამ ძალიან დაჩაგრა ადრეულ ასაკში ... მას შემდეგაც არ დაუყრია ბედნიერების სხივები მისთვის ... მაგრამ ... მაგრამ მაინც იცინოდა ! იღიმოდა იმიტომ რომ არ იყო შეჩვეული და არც უნდოდა ვინმესთვის თავისი სისუსტე ეჩვენებინა ... -რას შეუკვეთავ შენ ? - უხერხულად იქვე აწურულმა ნანუკამ ძლივს შეძლო კითხვის დასმა დაქალისთვის ... -ფორთოხლის წვენი ... - გაუღიმა და როჟით მიანიშნა სანერვიულო არაფერი გაქვთო ... -კარგი რა აი რედბულ ვოდკა მაინც დალიე ... არა ზოგადად სხმა არ უყვარდა ... მაგრამ ახლა ისე უნდოდა ... არა არა ცოტა ხანში შეუკვეთავს რედბულ ვოდკას ... -ნანუკა ფორთოხლის წვენითქო - ღიმილით დაუქნია საჩვენებელი თითი ... -უიმეე ათასში ერთხელ რას გიზაამს - უკმაყოფილოდ აოიფრუტუნა და ოფიციანტს ანიშნა მასთანმისულიყო ... -ერთი ფორთხოლის წვენი და რედბულ ვოდკა ... ღიმილით მისცა შეკვეთა ოფიციანტს ასპინძელაშვილმა ... თვალებ დაქაჩულ და დაჭყეტილ ყურაშვილს უბრალოდ გაუღიმა ... ამან დანებების ნიშნად ამოიოხრა და თავი გააქნია ... ოფიციანტმა შეკვეთა რომ მოიტანა ფორთხოლის წვენს დასწვდა და სმა დაიწყო ... ნელა მშვიდად და გაწონასწორებულად სვამდა ... ნანუკამ თვალები როგორც კი დუაბრიალა გაუცინა და რედბულ ვოდკაზე გადავიდა ... ერთი ჭიქაც ზედმეტი იყო ამისთის ... თავისთვის იჯდა და ღიმილით უყურებდა ტელეფონში თავისი და დაქალების ბავშვობის ფოტოებს ... გაკრეჭილი მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა ვიღაც სიმპო აყლაყი რომ დაადგა თავზე და ცეკვა შესთავაზა ... ჯერ უხერხულად შეიშმუშნა ... რა წესია ხედავს რომ ბიჭებთან ერთად ზის და მაინც მოდის ... არაა მიჩვეული ბიჭებთან ასეთ ახლო ურთიერთობას ... მაგრამ ახლა გულში ეშმაკურად ხითხითებს და გეგმებს აწყობს ... უხერხული ღმილით განუცხადა თანხმობა და იქვე საცეკვაო ადგილისკენ ნება ყოფლობით გაყვა ... რეებს აკეთებს ? რატომ უნდა რაიმე რეაქცია დაინახოს მის სახეზე ?... როდის იყო ცდილობდა ვიღაცაზე მსგავსი ხერხებით ზეგავლენის მოხდენას ? ... როდის იყო ცდილობდა ვინმეს ყურადღების მიქცევას ? ... საშინლად არ მოეწონა ეს თამაში ... მაშინ კი ყველაზე მეტად ინანა როდესაც დააფიქსირა უცნობის ვნებისგან აგიზგიზებული თვალები ... მართალია ძალიან გამოუცდელია მსგავს საკითხებში მაგრამ დაიფიცებს დამშეულ მგელს არ აქვს ისეთი სახე როგორიც ახლა ამ უცნობს აქვს ... -შეიძლება ? - თვალების ბრიალით მიანიშნა უცნობს გადრანმა რომ ან ახლა აორთქლდებოდა აქედან ან არადა კარგი დღე ნანმდვილად არ დაადგებოდა ... მომენტალურად შეიცვალა უცნობის თვალებში ჩამდგარი ვნება ულევი შიშით ... ხელი შეშინებული ამაზრზენი ღიმილით გაუშვა ყურაშვილს და გადრანს გადააბარა ... იქაურობად კი წამებში გაშორდა .... ნინის ისეთი სახე ჰქონდა სვანის ხმის გაგებისას კინაღამ იქვე ჩაიკეცა ... ისეთი სიბრაზე ჰქონდა ჩატეული ხმაში გადრანს მომენტალურად მიეყინა ერთ ადგილს და შეამცივნა ... ბიჭი როგორც კი გაცილდა შვება იგრძნო მაგრამ მისი ადგილი უფრო დიდმა შარმა რომ ჩაანაცვლა ძლივს დაბრუნებული სიმშვიდე უტევმა შიშმა ჩაანაცვლა ... -ბარში ვინც მოვა და ცეკვას ვინც გთხოვს ყველას რომ არ უნდა გაყვე არ იცი ? - ისეთი სახით იკითხა გეგონებათ ამის ქმარი იყო და ახლა გაეგო ყურაშვილს ეს ახალი თავ ზარ დამცემი ამბავი ... ქაჯობებს და ჩხუბს იმის შესახებ რომ ეს მისი საქმე არ იყო არჩია მშვიდად ეპასუხა გადრანისთვის ... -არ ვარ კომპეტენტური პირი ... - ჩაიბურტყუნა და თავი ჩახარა ... -ხო და მითუმეტეს ! - წარბები და შუბლი ერთად შეკრა და სახე უფრო დაისერიოზულა ... არა აშკარად მთვრალი არ არის ... აბა რა ჯანდაბა და ჯარხანა უნდა ?! რა ვალდებულია ახლა ყურაშვილი იდგეს და ისმენდეს ამის ლექციებს ? იმასთან დაკავშირებით როგორ უნდა მოიქცეს ეს 19 წლის ამხელა ფილარმონია ქალი ?! ნუ კარგი დიდი არ არის მაგრამ ... ხო კარგით კარგით არც გამოცდილი არ არის ... რა ქნას თუ არ უყვარს ასეთ ადგილებში სიარული ? ამას ურჩვენია იჯდეს სახლში ან კაფეში ... მშვიდად წყნარად ... ასეთი ალკოჰოლისა და სიგარეტის სუნის გარემოცვისგან შორს ... -და შენ რაში განაღვლებს ? - მაინც ვეღარ მოითმინა და პირდაპირ აჯახა ... ოოო მერე და როგორ ინანა ... -ღირსი იყავი დამეტოვებინე იმ მშერი მგლის ხახასთან ახლოს ... და მერე აღარ იტლიკინებდი ბევრს ... - მშრალად უპასუხა და მისი ხელის მტევნიდან თავისი ხელი ყურაშვილის წელისკენ დაიღო ... ხელი შეუცურა და უფრო აიკრა სხეულზე ... ოო იცოცხლე დააჟრჟიალა ... მაგრამ დიდი წვალების შემდეგ შეძლო ფხიზლად დარჩენა სააქაოსკენ ... არ დაუშვებდა . უბრალოდ არ დაუშვებდა იმას რომ ვიღაც თვით დაჯერებულ იდიოტს ამხელა ზეგავლენა მოეხდინა ამ ციცქნაზე ! ნუ ხო რა არა ? არ არის ახლა ეს ციცქნა ? კარგით ხო ... ამაყად გასწორდა წელში და ირონიული ღიმილი აიკრა . -დიდი მადლობა ბატონო უსახელო შეგიძლიათ ხელი გამიშვათ ! ნიკუშას გოგონას რეაქციაზე უბრალოდ ჩაიცინა და ხელი უფრო მოუჭირა წელზე ... წამოწითლდა სიბრაზისგან ? იცოცხლე ! აბა ერთხელ რომ ეტყვი ხომ შეიძლება გაიგოს და გაგიშვას ხელი ?! არა ! უნდა გაგამწაროს მაინც და მაინც ... -რომ არა? ჩაილაპარაკა გადრანმა თავისი სვანური სისხლით ... მიხვდა ნინა რომ ამასთან ჭიდილი კლდესთან ჭიდილს წააგავდა ამიტომ თვითონაც აჰყვა თამასში ... ან უბრალოდ უნდოდა და იმიტომ წამოროშა ის რაც თქვა ? რა ვიცი რა ვიცი რას გავუგებ მე ? თვითონ ვერ გაუგია საკუთარი თავის ფაქტი მხოლოდ ერთია და ის სახეზეა ... ისე სიამოვნებს გადრანის შეხება ლამისაა გამოეთიშოს სააქაო ცხოვრებას ... რისგანაც მაქსიმალურად იკავებს თავს ... -კარგი ვიყოთ ასე მე არაფერი მაკლდება და არც მემატება ... - ძლივს ამოილუღლუღა რაღაც შეკოწიწებული სითამამით და ირონიულად ჩაიიცინა ... გადრანმა ტუჩის კუთხე მომხიბვლელად ჩატეხა და გოგონა შემოხვეული მარწუხებიდან გაანთავისუფლა . -არა იყოს მე დავჯდები - ცინიკურად მომღიმარი წავიდა თავისი ადგილისკენ და დატოვა ეს გაშეშებული ... მიდი და იტლიკინე ეხლა ! ლანძღავდა თავის თავს ... თვითონაც წავიდა თავისი ადგილისკენ და ბავშვებს მიუჯდა ... დიალოგში გართულთაგან მხოლოდ მაჭავარიანმა შეამჩნია ახლას მისული "წყვილი" და ეშმაკურად ჩაიხითხითა ... -რატომ ხარ დადუმებული შენ ? - გაეკრიჭა ვატო -მაჭავარიანი შენც თუ დადუმდები კარგი იქნება ! - ჩაილაპარაკა შუბლ შეჭმუხნულმა ვატოს მისამართით გადრანმა -ამას ყურადღებას ნუ მიაქცევ ჩვენ მიჩვეულები ვართ უკვე - ეს მეორე გაკრეჭილი გამოვიდა სიტყვით -მაღრაძე ბექა დაგენძ*ა - სიცილით გააკანტურა თავი ვატომ და ბექას მიანიშნა გადრანი არ გაცოცხლებსო ... -გადარიეს ეს გოგო უკვე - გაიკრიჭა გურაბანიძე ... -წავა გიოგრგი ნანუკა და ნახავ მერე - თვალები გადაატრალა ვატომ ... ეს კაი ჭკუა მხიარული ყავთ სასტავში ... ბიჭები ძალიან მოეწონა ძალიან მხიარულები აღმოჩნდენ ნეტავ ეს ვის დაემსგავსა ასეთი ჯმუხი ? ნიკუშა გადრანი იმერებდა გულში თავისთვის და კმაყოფილი ღიმილით სვამდა ფორთოხლის წვენს მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს იმ უცნაურ ქუჩის ინციდენტზე რომ ჩამოვარდა ლაპარაკი თვალები უმალვე დაჭყიტა და თვალებით მიახვედრა დაქალები რომ ამ თემის წამოჭრის გამო მოკლავდა სამივეს ! ყველაზე მეტად მაშინ იგრძნო წამოხურება სახეზე როდესაც დააფიქსირა გადრანის ირონიულად მომღიმარი სახე მისი მისამართით რა გაუკეთეს ეს ? იქებოდა ახლა ამათთან ამის გახსენება და თავიდან თემის წამოჭრა ? ისე წამოხურდა და გაწითლდა სახეზე ღმერთს მადლობა უთხრა რომ ახლა ეს განთებები უფარავდა მთელ სახეს თორემ გადრანს მეტი რა უნდოდა ? დაენახა მისი აჭარხლებული სახე და უკეთესად "დაცინებდა" გულში ლანძღავდა გადრანს ასეთი რომ იყო მოეწონა გოგო და მიახტა ქუჩაშივე ! რა საქციელია ახლა ეს ? არა ის ფაქტი კი ახარებდა რომ მოეწონა მაგრამ მისი ეს საქციელები იმდენად დიდი დოზით წონიდა ამ ფაქტს სადღა ახსოვდა ეს ყველაფერი -დიდი ბოდიში რა ჩვენ ... უბრალოდ ვთამაშობდით და სურვილის გამო მოხდა ყველაფერი - დამნაშავესავით გაუღიმეს ბიჭებმა ... ისე გაბრაზდა ისე გაბრაზდა ლამის იქვე განუტევა სული ! თავს იმით იმშვიდებდა რომ მოეწონა და მაგიტომ მივიდა ეს კი სურვილის გამო მისულა თქვენ გესმის ? არა რა იმედებს აძლევდა საკუთარ თავს ?! ასე არ უნდა მოქცეულიყო თავიდანვე ძალიან ცუდი უნდა ეფიქრა რომ მიწაზე ასე მძლავრად არ დანარცხებოდა ... რეალობასთან ასე მწარედ შეჯახებამ სული და სხეული მთლიანად აუხურა და ატკინა მიჩვეული იყო მაგრამ ეს უჩვეულოდ ეტკინა მის ცხოვრებაში მუდმივად ფიგურირებდა კითხვა " რატომ " ახლა კი ერთად იმდენი "რატომ" დაატყდა სად შეეფარებინა თავი აღარ იცოდა ... ძლივს გაუღიმა ბიჭებს ლანძღავდა ყველა განხრით გადრანს ამის გამო ! რატომ მაინც და მაინც ის ? ცხოვრებაში სადარდებელი სანერვიულო და პრობლემები არასდროს აკლდა რატომ დაუმატეს ამის სახით კიდევ ერთი პრობლემა და ხათაბალა ? ზუსტად 7 წუთი ითმინა და ითმინა ბოლოს რომ ვეღარ მოითმინა ფეხზე ღიმილით წამოდგა და დამშვიდობება დაიწყო ბავშებთან სიტყვებით ... -მე წავედი რა თავს შეუძლოდ ვგრძნობ თქვენ ხომ გაქვთ გასაღები ? იკითხა გოგონების მისამართით ... სამივე დაქალი მიუხვდა წასვლის მიზეზს აბა რა იქნებოდა ასე უბრალოდ კი არ დაქალობდნენ? თითოეული თითოეულის სულის ნაწილი იყო იცნობდნენ ხუთი საკუთარი თითივით ერთმანეთს და ერთმანეთს ჭირშიც და ლხინშიც გვერდში უდგნენ იზიარებდნენ ჭირსაც და ლხინსაც არ ტოვებდნენ არასდროს და ასე ერთგულად უწევდნენ სულის მეორე ნახევრობას ... -ჩვენც წამოვალთ მაშინ - გაიღიმა სამივემ და ფეხზე წამოსადგომათ მოემზადნენ ნინამ თვალები რომ დაუბრიალა სამივეს -არ ვკვდები ! სახლის გზაც მახსოვს გასაღები აქ მაქვს და თქვენ ჩემს გამო რატომ უნდა წამოხვიდეთ ? - წარბი გაკვირვების და გაბრაზების ნიშნად ზემოთ აზიდა ნუ არ გაკვირვებია მაგრამ მაინც გაბრაზდა ! არ უნდოდა გოგონებს გართობა მის გამო მოეკლოთ თვითონაც ადგებოდა რა თქმა უნდა მაგრამ ახლა ასე იყო საჭირო არ დავიწყებია აქ რა მიზნით მოვიდნენ ასე რომ ... -მე გაგიყვან სახლში ღიმილით წამდგა ფეხზე მაჭავარიანი -ვატო არ არის საჭირო - უხერხულად შეიშმუშნა ყურაშვილი -არა საჭიროა ! თან სიგარეტიც საყიდელი მაქვს და ბენზინსაც ჩავასხამ ბარემ მხრები აიჩეჩა მაჭავარიანმა -კარგი - მეტი აღარ შეწინააღმდებეია ჰაეროვანი კოცნითა და ხელის ქვენივით დამეშვიდობა ყველას და გასასველისკენ გზას მაჭავარიანთან ერთად გაუდგა მანქანამდე უსიტყვოდ მივიდნენ ჩაჯდომის თანავე ღვედი შეიკრა და ვატოს გაუღიმა -აბა ახლა მითხარი რატომ წამოხვედი ის ზღაპარი რომ შეუძლოდ გახდი ჩემს ძმაკაცებს მოუყევი ... გაკრეჭილი საუბრობდა მაჭავარიანი ეს კი გაოცებული შეჰყურებდა -ფსიქალოგიურზე ვსწავლობ და კარგად ვიცი ადამიანის ფსიქიკა ფსიქოლოგია ასე რომ ასეთი გაოცებული ნუ მიყურებ - ჩაიცინა მაჭავარიანმა - კოცნის გამო ხო ? უხერხულად შეიშმუშნა ყურაშვილი ვერ საუბრობდა ასე გახსნილად ამ თემასთან დაკავშირებით ასე თავისუფლად მითუმეტეს ბიჭთან და რა ექნა ? მაგრამ ვატოსთან რაღაც თავისუფლად გრძნობდა თავს -დავინახე რომ ცეკვავდით როგორ უყურებდი და დამიჯერე ეგ გამოხედვა არც გადრანს გამორჩენია - გამაფრთხილებლური ტონით ჩაილაპარაკა მისი მიმართულებით ვატომ -კი მაგრამ მე უბრალოდ ... -შენ უბრალოდ თვლი რომ ეს შენი ცხოვრებისგან ნაჩუქარი კიდევ ერთი პრობლემაა და რომ ეს უსამართლობაა არა ? პირდაპირი გაგებით გაშტერებული და გაოგნებული უყურებდა მაჭავარიანს ასეთი არაფერი უნახავს მსგავსი ... ასე ზუსტად იგებდე ადამიანი მეორე ადამიანის გრძნობებს და აზრებს არსად უნახავს -ხო ... თავ ჩახრილმა ჩაილაპარაკა და მზერა აარიდა მამაკაცს -შეგიძლია ყველანაირად მენდო თუ იმის გეშინია რომ მე რამეს ბიჭებს ვეტყვი შეგიძლია მაგ მხრივ მშვიდად იყო მე ფსიქალოგი ვარ საიდუმლოს შენახვა მშვენივრად შემიძლია ისევე როგორც მათი ანალოგიურად შენი მეგობარიც ვარ ასე რომ ყველა საკითხთან დაკავიშრებით შეგიძლია ჩემი ნდობა ! -ოჯახის წევრები ადრეულ ასაკში დავკარგე მხოლოდ ბებია მყავდა რომელიც ორი წლის წინ მომიკვდა მხოლოდ გოგონები დამრჩნენ ჩემი სულის ნაწილები და ბავშვობიდან ჩემი თანამგზავრები პრობლემები არასდროს მაკლდა მუდმივად ვუსვამდი საკუთარ თავს კითხვას "რატომ მაინც და მაინც მე" ნანუკა თეკო და ელენე რომ არა ახლა როგორი ვიქნებოდი სადამდე მექნებოდა სამქე მისული და რას გავაკეთებდი ღმერთმა უწყის ახლა კი ის ვარ რასაც ხედავ არც ახლა მაკლებს ცხოვრება სადარდებელს ამიტომ არ ვაპირებ ამ ერთი შემთხვევის გამო დაჯდომას და დეპრესიაში ჩავარდნას სააქაომ იმდენად გამაძლიერა აზრზე არ ვარ ასეთი როგორ გავხდი მაგრამ ფაქტია მე ასეთი ვარ ... არ ვიცი ახლა ამ ყველაფერს შენ რატომ გიყვები მაგრამ ... ჩემს ცხოვრებაში ბევრი "მაგრამ" არსებობს ... იცი ალბათ მილაპარაკია მამრობითი სქესის წარმომადგენელთან ჩემს საკუთარ პირად ცხოვრებაზე და მითუმეტეს გრძნობებზე . შენ კი ... შენ უბრალოდ გენდობი და მინდა რომ ეს ყველაფერი იცოდე ყოველთვის ვვოცნებობდი მეგობარ ბიჭზე ისეთზე ძმასავით რომ მეყოლებოდა და არ შემეშინდებოდა იმ სტერეოტიპის რომელიც ახლაა შექმნილი "ბიჭის და გოგოს მეგობრობა არ გამოდისო" მე კი მინდა რომ გამოვიდეს - გაუღიმა გულრწფელად და თავი ჩაღუნა ვატო გაოცებული ღიმილით შეჰყურებდა ერთ ადგილზე მცქმუტვარე მდგომარეობაში მყოფ ყურაშვილს ... რამდენი ხანია ფსიქოლოგია რამდენი ადამიანის გასაჭირი მოუსმენია ამა თუ იმ თემებზე მაგრამ ... ასეთი არაფერი უნახავს მის თვალებს თითოეული სიტყვა გულიდან რომაა წამოსული უკვე მზად იყო მიეღო ნინა საკუთარ დად და დაეცვა ისე როგორც დას დაიცავდა მაგრამ ვაი და რომ არ ყავს ... უნდოდა ძალიან უნდოდა რომ ის წარუშლელი შთაბეჭდილება რომელიც მისი ლაპარაკით მოახდინა ყურაშვილმა სამარად ჟამოდ ჩაებეჭდა თავში ... მანქანა წყნარ ამაღლებულ ადგილას შეაჩერა მაჭავარიანმა და მშვიდად დაიწო საუბარი ... -ალბათ შეამჩნევდი რომ ძალიან ძველი ადგილია ძველი თბილისის ერთ-ერთი "გასეკრეტოებული" ადგილი - ჩაიცინა და საუბარი გაანაგრძო - ბავშვობაში ვიპოვეთ ეს ადგილი ბიჭებმა სასტავში ყოველთვის 5 თნი ვიყავით წესით არ უნდა გიყვებოდე მაგრამ გენდობი და გეუბნები ... მე ანუ ვატო მაჭავარიანი , ბექა მაღრაძე , გიორგი გურაბანიძე და ნიკუშა გადრანი ... ჩვენს შორის ყოველთვის გამოირჩეოდა სიცანცარით ოთხი ადამიანი ეს ჩვენ ვიყავით ხო არ მოგესმა ნიკუშაც ... 16 წლის ასაკში ძმაკაცი დაიჭრა სხვის მაგივრად და მოკვდა ... ლევან გამრეკელი ... ყველაზე სერიოზული და უფროსი ჩვენს სასტავში ... ის გვზრდიდა გესმის ? ეს ტრავმა ოთხივეს ცუდად ჩაგვრჩა ერთადერთი თამაში რომელშიც ლევანი გვყვებოდა ის იყო რამაც შენ შეგიწირა ... ხო და ტრადიციას ვაგრძ ელებთ ბიჭები და ვთამაშობთ ამ თამაშს ... იცი ლევანის სიკვდილის შემდეგ ყველა რაღაცნაირად ცუდ გარემოში ვიყავით ვცდილობდით გავხმხიარებულიყავით მაგრამ ეს ისეთი ადვილი არ იყო როგორიც ჩანს შორიდან ... ის ჩვენს გულში მუდამ ცოცხალი იქნება ! ყველაზე მეტად ლევანის სიკვდილი გადრანმა განიცადა ეხლაც არ აქვს ბოლომდე გადახარშული და როგორც ჩვენ ისე ისიც ვერასდროს გადახარშავს ბოლომდე ... ცანცარა გადრანი მეორე ლევანად გადაიქცა ... ისეთივე ხასიათების გახდა უბრალოდ ეს უჟმურია ... ლევანი ლაღი მხიარული მაგრამ დასტროინი ტიპი იყო ესეც მოიგივო უბრალოდ ისე ცუდად იმოქმედა იმ ფაქტმა ტრავმირებული ვერ ახერხებს გამხიარულებას ... რაც არ უნდა იყოს მაინც ყველას როგორც ძმასავით და მამათ გვყავდა ... ის გვზრდიდა გესმის ? - ანერვიულებული იქნევდა აქეთ იქით ხელებს ... მოკლედ მერე ისე მოხდა რომ გადრანი სერიოზულად დასერიოზულდა აღარც ერთობოდა არაფერი არასდროს აგვყოლია ამ თამასში ... როგორც ლევანი ისე ისიც დიდი წუწუნის მერე გვყვებოდა ისიც როგორ ხასიათზე იყვნენ მაგასაც გააჩნდა დიდი მნიშვნელობა და ახლაც გააჩნია გადრანთან მიმართებაში იმ დღეს რატომღაც დაგვთანხნმდა ოღონდ იმ პირობით რომ ვინმე მახინჯს არ შევტენიდით ხო და ჩვენც შენ აგირჩიეთ ... არ ვიიცი ბედია ეს თუ რა არის მაგრამ ის ვიცი რომ ყველაფერი კარგად დაიწყო და ასევე კარგად წავა თუ ამას ყველა მოვიდომებთ ... -ამ თამაშს რა ქვია ? - თვალებში ცრემლებ ჩამდგარმა იკითხა ყურაშვილმა -ქუჩაში ერთხელ ... - მშვიდი ტონით უპასუხა მაჭავარიანმა და შეძლების და გვარად გაუღიმა გოგონას ... ხელებით ცრემლების მოშორება დაიწყო რაც მაჭავარიანს თვალთა ხედვიდან არ გამორჩენია ... -შენ არ იტირო ! არ უნდა იტირო ! მისი ბოლო სურვილი იყო რომ არც ერთს არ უნდა გვეტირა უბედურებისგან ! მხოლოდ ბედნიერებისგან ! გასაგებია ? - ხმა გაიმკაცრა მაჭავარიანმა -გასაგებია ! - ღიმილით მოიშორა ცრემლები და ვატოს მიუბრუნდა - შეიძლება საფლავზე ავიდეთ ? - თვალებ მოჭუტულმა ჰკითხა და სურვილი გაუმხილა -რაა ? - გაოცებულმა შეჰყვირა მსუბუქად ... - შენ გინდა გამრეკელის საფლავზე ასვლა და თან ახლა ? - უფრო და უფრო ოცდებოდა მაჭავარიანი -ხო მინდა ! ახლავე ! მტკიცე ხმით ჩაილაპარაკა მან ... -კარგი ! - ღიმილით ადგა და ნინას მანქანისკენ უბიძგა გზაში ხმა არ ამოუღიათ ... საფლავზე მისულს საოცარი სანახაობა დახვდა ბევრი ლამაზი ყვავილი ამა თუ იმ ლარნაკსა და ქოთანში ... მოვლილ სასაფლაოს ეტყობოდა რომ საკმაოდ ბევრს უყვარდა და აკლდა ლევან გამრეკელი ... ახლა იცოდა რომ აქ ხშირად ივლიდა და ამ საფლავის დასუფთავებაში და გალამაზებაში დიდ წვრილს შეიტანდა ! ამოვიდოდა და დიდ ხანს ილაპარაკებდა განსვენებულთან ! ისე უყვარდა დაუსწრებლად გამრეკელი რომ ისიც იგივენაირად განიცდიდა მის დანაკლისს ... დაელაპარაკებოდა და ყველაფერს გაუმხელდა ! იცოდა რომ შეეცდებოდა მაქსიმალურად მარტო არასდროს ეგრძნო თავი გამრეკელს ! -რა მოვლილია აქაურობა ხშირად დადიხართ ? -კი ყოველ ორ დღეში ერთხელ ყველა ერთად თუ რომელიმე ვერ ახერხებს მერე ამოდის ... რაც იშვიათად ხდება ... -შეიძლება მეც ვიარო ხოლმე ? ოღონდ მარტო ... - შეპარვით იკითხა და თავი ჩაღუნა -რა თქმა უნდა - გაოცებული ღიმილით შეჰყურებდა მაჭავარიანი და უკვირდა ამდენი სიკეთე ამ ციცქნაში საიდან იყო ... დიდ ხანს იყვნენ საფლავზე დაახლოებით საათ ნახევარი ... -არ წავიდეთ ? - საათს დახედა მაჭავარიანმა -წავიდეთ - ღიმილით დაუქნია თავი და იქვე საფლავის ქვაზე დაყრილი მტვერი თითებით გადაფერთხა ... სახლამდე მიიყვანა მანქანით და შუბლზე კოცნით დაემშვიდობა ... სახლში შესულს სიმშვიდე დახვდა სიჩუმესთან ერთად -ალბათ ჯერაც არ დაშლილან - მხრები აიჩეჩა და სამზარეულოში გავიდა ცივი წვენი გამოიღო მაცივრიდან და ჭიქაში ჩამოასხა გამოიცვალა და ნაცრისფერი სპორტული შორტი ამავე ფერის ბრეტელიანი მაიკა და ჩუსტები ჩაიცვა ... თმა კოსად გაიკეთა და სავარძელზე გაგორდა 1 საათი სახლში მარტო ვერც ვერაფერზე ვერ ფიქრობს არის ასე გამოშტერებული კარზე ზარის ხმა რომ გაისმა გახარებული წამოხტა ფეხზე და კარი გამოგლიჯა შე კაი ადამიანი იკითხე ჯერ ვინ არის ! -მოვედით - შეჰყვირეს გოგონებმა და უკან ჩამწკრივებულ ბიჭებს შიგნით შეუძღვნენ ყურაშვილი ღიმილით ადევნებდა თვალს გოგონებს და ბიჭეს ეშმაკურად ჩაეცინა ჩაწყვილებული სასტავი რომ დაინახა გოგო ბიჭებზე მხოლოდ გადრანი რომ იყო განცალკევებით ... მის სერიოზულობას უფრო დიდი პასუხის მგებლობით ეკიდებოდა ყურაშვილი მიზეზი რომ გაიგო ! ვატო ელენეს ისე უჟუჟუნებდა თვალებს ნინა გავწითლდი მის მაგივრად ... ნუ ეხლა გიორგი და ნანუკა უკვე თემაა ! აი იმაზე ძლივს შეიკავა სიცილი ბექამ რომ გადახვია ხელი თეკოს და ესეც თვალებ მინაბული გადაწვა სავარძელზე ... სულ ფხუკუნ ფხუკუნით გაიარა სამზარეულომდე გზა და კარები მიკეტა იფიქრა ამოვისუნთქებ და გადავიხარხარებო მაგრამ შენც არ მომიკვდე ... კარი დაფეთებულმა შემოგლიჯა გადრანმა და სხვანური იერით მიაჩერდა რომელიც შუბლშეკრულობას და წარბ შეჭმუხნულობას აერთიანებს ... -ცოტა ფრთხილად გული გამისკდა ! - გაპარული ხმით ჩაილაპარაკა ყურაშვილმა და ხელი გულზე მიიდო ... -ჩემს გაგიჟებას ცდილობ არა ?! ამის თქმა და ყურაშვილის სახის სამანჭვა ერთი იყო "სერიოზულობას კიდე რამე ნაირად ავიტან მაგრამ მგონი ეს ალაოდაა" გაიფიქრა და ჩაეცინა ... -რაიო ? - ჩაილაპარაკა კილოთი და ირონიული სიცილით მიეყუდა მაცივარს ... -მეორეჯერ არც გაბედო ! არც კი გაბედო ვინმეს ჯინაზე ვიღარ დასი*ებულ მთვრალებს გაყვე საცეკვაოდ და თავი საფრთხეში ჩაიგდო გასაგებია ?! -ტონი გააკონტროლე გადრანო ! - გაბრაზებული უცებ წამოენთო ყურაშვილი -ჩემს ნერვებზე თამაშს არ გირჩევ ! მე გაგაფრთხილე - თითი გამაფრთხილებლად დაუქნია ცხვირ წინ და უფრო მიუახლოვდა ... ყურაშვილს ისე ესიამოვნა მის სახეზე მიფრქვეული მამაკაცის ცხელი სუნთქვა კინაღამ გაითიშა ... მხოლოდ მაშინ გამოერკვა სანამ ისევ მოპარავდა ამბორს სვანი ... - არც გაბედო ! - ხელი კრა და წარბები შეკრა - მეორეჯერ აღარც გაბედო ! ესღა თქვა და ჩქარი ნაბიჯებით გაშორდა სამზარეულოს ტერიტორიას ... აივანზე გასული იქვე სავარძელში ჩაეშვა და ვარსკვლავებს თვლა დაუწყო -ამბობენ ვარკვლავების თვლა კარგი არააო ... მაჭავარიანის ხმა უებარი წამალივით მოეფინა ახლა ... -კარგი ისედაც არაფერი ხდება - ამოირჩურჩულა და თითების მტვრევა განაგრძო ... -ამჯერად რა გითხრა ? -ველურია რა ! - ამოისლუკუნა და ცრემლები გადმოყარა -აბა აბა ჩვენ რაზე შევთანმხდით ?! -ხო კარგი - ღიმილით მოიშორა ცრემლები და საზურგეზე გადაწვა ... -ეგეთია რა ! შეეჩვევი -არ მომიწევს ! ამით დამთავრდა მათი დიალოგი ბიჭები ერთ საათში წავიდნენ ... მანამდე კი როგორც კი აივანი დატოვეს ვატომ და ნინამ ყურაშვილი ყყველას დაემშვიდობა გამოაცხადა მეძინებაო ... მეორე დღეს თავს საშინლად გრძნობდა ... იცოდა რომ ბიჭები საფლავზე საღამოს ადიოდნენ ხო და ესეც იმ გზას დაადგა რომელიც გამრეკელისკენ ეგულებოდა ოდნავ მაინც რომ გაცნობოდა კარგად ... გზაში ლამაზი ყვავილები იყიდა ლარნაკით და საფლავზე მისვლის თანავე ჩაალაგა წყალში ... -იცი მართალია არ გიცნობ მაგრამ ... მაგრამ რაღაცნაირად შენიანად ვგრძნობ თავს ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მთელი ცხოვრებაა გიცნობ ... ძალიან მინდა ცოცხალი იყო და ახლა გხედავდე ... შემეძლოს უკეთესად გაგიცნო ... როგორმე ერთ სერიოზულს კიდევ ავიტანდი ... ვიცი რომ გადრანი ცუდი ბიჭი არ არის ! და არც ვაპირებ თავისი რთული ხასიათების გამო ამოვითვალისწუნო ... ძალიან რთული ცხოვება მქონდა ... რომ არა ჩემი დაქალები და შენი ძმაკაცები ალბათ ახლა მანდ ზემოთ ზეცაში ვიქნებოდი ... ახლა კი უბედნიერესი ვარ და იცი რატომ ? იმიტომ რომ შევიძინე მათი სახით ოჯახი რომელიც სულ პატარამ დავკარგე ... მართალია მათ ადგილს ვერასდროს ვერავინ შემივსებს მაგრამ მე მაინც ბედნიერი ვიქნები რადგან მყავს ასეთი მეგობრები ჩემი გოგონების და შენი ძმების სახით ... მადლობა მაჭავარიანს რომ შენი თავიც გამაცნო ... შენ ცოცხალი ხარ და დარწმუნებული ვარ ახლა მისმენ ! არასდროს დამავიწყდება თქვენი მეგობრობის ისტორია და ის სიტყვები და სითბო რომლითაც შენზე საუბრობდა მაჭავარიანი ! შენ მე დაუსწრებლად მაბედნიერებ იმ ფაქტით რომ შენი არსებობით ამდენ ადამიანს აბედნიერებდი ... ცოტა ხანს ჩუმად იჯდა შემდეგ კი ჩახველების ხმამ გამოარკვია ფიქრებიდან ... -შენ აქ რა გინდა ? - მკაცრი ხმით ამოიგმინა გადრანმა ისე შეხტა მისი ხმის გაგონების თანავე მე შემეშინდა მის მაგივრად ... -შენ სულ ასე მოულოდნელად უნდა მადგებოდე თავს და მიხეთქავდე გულს? - წარბები შეკრა შეშინებულმა -აქ რა გინდა თქო ... -საფლავს ვითხრი რა უნდა მინდოდეს ! ეტყობოდა გადრანს როგორ ითმენდა ტონს რომ არ აეწია ... -ჩემს ნერვებზე კარგად უკრავ ! ჩაილაპარაკა გაღიზიანებულმა ... -ნიჭი მაქვს - გაუღიმა და ფეხზე წამოდგა - კარგად გამრეკელო ... დაემშვიდობა ქვაზე გამოსახულ წარწერასა და ფოტოს ... გზას გასასველელისკენ კი ნელი ნაბიჯებით გაუყვა გაუყვებოდა კიდეც და ჩაამთავრებდა კიდეც რომ არა მაჯაზე წავლებული ძლიერი და დაძარღვული ხელი უჩვეულად დავლილმა ჟრუანტელმა მთელ სხეულში დაუარა ყველაფერი ეს კი შიშს და სიმორცხვეს მიაწერა რომელიც მხოლოდ იმიტომ დაემართა რომ არ იყო მიჩვეული მამაკაცთან ფიზიკურ სიახლოვეს ... -მე რომ გელაპარაკები ზურგი არ უნდა მაქციო ზრდილობის ამბავია - მკაცრი და მტკიცე ბარიტონით ჩაილაპარაკა გადრანმა და თავისკენ შეატრიალა ლოყებ ახურებული ყურაშვილი - არ იცუნდრუკო და არ მოგიწევს ჯანსაღი კრიტიკის მიღება ! -ხელი გამიშვი - თვალებ მინაბულმა ჩაილაპარაკა და მეორე ხელით კისრის დაზელვა დაიწყო არ იცის რა დამერთა როდესაც ცხოვრებაში პირველად გადრანის სახეზე ეშმაკური ღიმილი შენიშნა რომელიც წამებში გაცამტვერდა კიდევ კარგი დაინახა და არ გამოპარვია ეს უჩვეულო და იშვიათი მოვლენა ... -მე უბრალოდ ... გამრეკელის საფლავზე ამოვედი ყვავილები ამოვიტანე და ცოტა ველაპარაკე - წამში დაფქვა ინფრომაცია და ადგილზე გაიტრუნა ... -და ამის გამო გამამეორებინე ათასჯერ ერთი და იგივე ? - წარბი ზემოთ აზიდა გაკვირვების ნიშნად -ისეთი ტონით და გონორით მელაპარაკები სულ მიკადრგავ ლაპარაკის სურვილს ! თანაც რა ვალდებული ვარ ანგარიში გაბარო ?! გაგულისებული და გათამამებული ალაპარაკდა და ხელების უკაცრავად ხელის აქეთ იქით ქნევა დაიწყო -აა ბოლოს ტონი შევირბილე და მე გამომრჩა ? ირონიულმა ღიმილმა გაუპო ბაგეები გადრანს -არა უბრალოდ ... - მოიცა მართლა რატომ უთხრა თუ არ არის ვალდებული?! -შენ უბრალოდ ... - მიბაძა ბლუყუნში ყურაშვილს და სახეზე ჩამოყრილი თმა , ყურს უკან გადაუწია . დაბნეულმა სიამოვნებისგან წამოსული ბგერები ვეღარ შეიკავა და მსუბუქაც ამოიხვნეშა , რასაც გადრანის გადახარხარება მოჰყვა ... რაღაც ეს კარგ ხაისათზეა დღეს ... -რა გაცინებს ? - ტუჩებ მოკუმული წამოენთო სიამოვნების ზენიტიდან "ჩამოგდებული" ყურაშვილი ... -არაფერი შედარება გავაკეთე და გამეცინა -რისი შედარება ? დაბნეული ალუღლუღდა ნინა -რომ გითხრა მეტყვი თავხედი ხარო და არ ჯობს არ გაიგო ? - თვალებ მოჭუტული მიაჩერდა გაურკვევლობაში ჩავარდნილ ყურაშვილს ... -არა ! მითხარი ... -გეუბნები გაბრაზდებითქო ! -არ გავბრაზდები ! -კარგი ... მხრები აიჩეჩა სვანმა და გაჩუმდა -რა კარგი მითხარი ! - ტუჩები გადაატრიალა . -რა და ისე ამოიხვენეშე და ამოიკვნესე თმაზე რომ შეგეხე წარმომიდგენია სხვა სიტუაციაში რას იზამ - ჩაიფხუკუნა გადრანმა ... -რა სიტუაციაში ? ვერ მივხვდი ... - მხრები აიჩეჩა და ტუჩები გაბუსხულმა მიაკრა ერთმანეთს ... გადრანმა თვალები დააწვრილა და ეჭვ შერეული მზერით , მიაჩერდა ერთ ადგილას მოთამაშეს . -რას ვერ მიხვდი ახლა არ გამაგიჟო ! რას ვერ მიხვდა და ვერ მიხვდა და რა ქნა ახლა ?! არ მიდის ყველა სიტყვაზე ამ სექსამდე და მოკალი ... კი ვყავარ მეორე მე აგერ გარყვნილი და მე არ ვყოფნი ? კარგი მე დავეხმარები ამ საწყალს ... "ცოტა მოუგარყვნილე შტერო" რა მოვუგარყვნილო ეს ამას არ იგულისხმებდა ... ამოიფრუტუნა დაბნეულმა ... "აბა ცოტა დაფიქრდი" სულელო და გარყვნილო ... ჩემთან საუბარში იყო გართული ცხვირ წინ ხელის ქნევამ რომ გამოაფხიზლა -მიგახვედრო ? - ეშმაკურად ჩაიცინა , გადრანმა . -რა ? აა არ მინდა მადლობა უნდა წავიდე მეჩქარება ... ხელი სწრაფად გაინთავისუფლა და წინ წავიდა ... -მე გაგიყვან ! ჩვეული სიმკაცრე გაისმა მის ხმაში -არა მადლობ ტაქსით წავალ ... -მე გაგიყვანოთქო ! -არა მადლობთქო ! -კარგი ... - მხრები აიჩეჩა გადრანმა იფიქრა შემეშვაო და ამოისუნთქა წამიერად იფიქრა სიზმარში ვარო თავი ჰაერში რომ აღმოაჩინა ... ხელში ბუმბულივით ააფრიალა გადრანმა და მანქანაში "ჩატენა" კარგი უბრალოდ კულტურულად "შესვა" -მე შენ გითხარი გაგიყვან მეთქი ! - ამოილაპარაკა გადრანმა როდესაც საჭეს მიუჯდა ... -უკვე ბევრს ბედავ ! -ნინა ! -ნიკუშა ! -ნინა თქო ! -ნიკუშა თქო ! -აგაკრა სკოჩი პირზე ?! გაუჭირდებოდა თუ ? კარგი ხო გაჩერდება თორემ მართლა ააკრავს და მერე ნახავს ... -გაქვს რო ? - ირონიულად ჩაილაპარაკა და ღვედი გადაიკრა -კი მანდ დევს თუ გინდა ნახე ... -ეს სკოჩი რად გინდა ? - გაოცებულმა ჩაილაპარაკა ყურაშვილმა როდესაც მანქანაში ჩაგდებული თეთრი სკოჩი დაინახა ... -რა ვიცი გურაბანიძემ ნანუკა უნდა მოვიტაცოო და ისე ჩაილაპარაკა , გეგონებათ ამცნო რომ სახლთან მივიდა და უნდა ჩასულიყო ... -რაა ? - იმხელაზე წამოიკივლა თვითონ შეეშინდა , ამხელა კაცს კი , ძვრაც კი არ ჰქონია მის ამხელა ხმაზე ... -ხო რა ოღონდ არავის არ უთხრა - მხრები აიჩეჩა და თვალი ჩაუკრა ადგილზე მცქმუტავ ყურაშვილს ... თმაზე ნერვიულად დაიწყო ნინამ თითების ჩამოსმა და ადგილზე ცქმუტვა განაგრძო ... -მეღადავები ხო ? -კინაღამ ცრემლები გადმოყარა რომ არა გადრანის სიცილი ... -ვერ ხარ შენ რატომ ხარ ასეთი გულუბრყვილო ? ჩაიცინა და მანქანა სახლთან გააჩერა ... -ცუდი ბიჭი ხარ ბოროტი ! - ამოილაპარაკა თვალებში ცრემლებ ჩამდგარმა და როგორც კი გამრეკელის სიტყვები გაახსენდა სახე უხეშად შეიმშრალა - მაგრამ მე არ ვიტირებ ! მხოლოდ ბედნიერების გამო შენ არ იტირებ ! - ჩუმად ჩურჩულებდა და თავს იმშვიდებდა ... გადრანი ყურადღებით უსმენდა და გაკვირვებას ვერ მალავდა მის სიტყვებზე ... სიტყვების ავტორად გამრეკელი რომ ამოიცნო კინაღამ გარეკა ბედნიერების ღიმილი გამოესახა სახეზე და ხელი ყურაშვილის ტუჩებისკენ წაიღო -იცოდე ! არასდროს აღარ იტირო ! - თბილი და ჩახშული ხმით ამოიჩურჩულა და მისკენ გადაწვდა , ლოყაზე კი მხრუვალე ტუჩები მიაწება ... - მინდა ამ საღამოს სადღაც წაგიყვანო თუ წანააღმდეგი არ იქნები ... - ამოილაპარაკა და საზურგეს თავი მიადო ... -მე ? - გულუბრყვილოთ ამოილუღლუღა და წამწამები ააფახუნა -ხო შენ ! - გაუღიმა და ხელი ხელზე მოითათუნა -არ ვიცი ... -ანუ კი ? - წარბი ზემოთ აწია გადრანმა -ანუ ... -ანუ კი - თავის კითხვას თვითონვე გასცა პასუხი სიცილით ... -თუ დამპირდები რომ სისხლს არ გამომწოვს კი ! - ჩაილაპარაკა ნერვიული სიცილით ... -კარგი ... არ გამოგწოვ ... სისხლს - ეშმაკური სიცილით დაამატა წამის ინტერვალის შემდეგ "სისხლს" და კმაყოფილი გაიჯგიმა სავარძელზე ... -და სად მივდივართ ? -საღამოს გაიგებ ! -კი მაგრამ ხომ უნდა ვიცოდე როგორ ჩავიცვა - გულუბრყვილოდ ააფახუნა წამწამები -სპორტულად - თვალი ჩაუკრა და თითები ოსტატურად აათამაშა საჭეზე ... -კარგი - მხრები აიჩეჩა და ღიმილით გამოაღო მანქანის კარი - საღამომდე ... -საღამომდე - თვალი ჩაუკრა და თვალი გააყოლა სახლისკენ მიმავალს ... დაჟინებულ მზერას გრძნობდა სავარაუდოდ გადრანისგან მაგრამ ცოცხალი თავით არ ტრიალდებოდა უკან ... სახლში ასულმა შხაპი მიიღო და ლოგინზე მიესვენა ... როგორ სპონტანურად მოხდა ყველაფერი არ გეონა ახლა თუ მის ცხოვრებაში გადრანი სხვა სტატუსით შეიჭრებოდა ახლა უკვე არც თუ ისე აგრესიულად ექცევა ნიკუშა ნინას ხო და შეუძლია თამამად თქვას რომ მეგობრობისკენ მიიწევენ ... "ვის ატყუებ" - შევძახე გაბრაზებულმა . " რომელ მეგობრობაზე ლაპარაკობ და საუბრობ არ გახსოვს როგორ გაიცანი ? პირველი შეხვედრა გაიხსენე ნინა !!! " მე ... არა უბრალოდ თამაში იყო ხომ გესმის არა ? "არ მესმის ! დაფიქრდი , შენ მას როგორც ვატოს გიორგის და ბექას ისე უყურებ ? ისე ფიქრობ ისეთი სითბოთი ივსები როგორითაც განსვილული გარდაცვალებული გამრეკელის ცოცხალი ვატოს ბექას და გიორგის მიმართ ? თავი შეიძლება მოიტყო მაგრამ მე აქ ვარ და ვერ მომატყებ გახსოვდეს ! მე გული ვარ ... შენ გონება და როგორც ყოველთვის მე შენს წინააღმდეგ ვარ იმის გამო რომ შენთვის უკეთესი მინდა ! დიალოგი ამით დავამთავრე ყურაშვილთან ! რადგან ის უკვე მორფეოსთან იმყოფებოდა და სიწყნარით ტკბებოდა სანამ სიჩუმე ტელეფონის ხმამ არ დაარღვია ... უცხო ნომერი რომ აღმოაჩინა აიღო და ნახევრად მძინარემ უპასუხა -გისმენთ -1 საათში მზად იყავი - როგორც კი გადრანის ხმა გაიგო დენ დარტყმულივით წამოვარდა ფეხზე -კარგი - ამოიჩურჩულა ხმა დაბლა ანდაც ხმა მაღლა და გათიშულ ტელეფონს უკვე გვარიანად გამოფხიზლებულმა ღიმილით დახედა ... იმდენად ხმა მაღლა ესმოდა ყურებში გულის და პულსის ცემის ხმა რომ გადრანს ინსიტიქტურად ესაუბრობდა და არც ესმოდა რას ამბობდა ... შავი სპორტული მოკლე შორტები ამოიცვა ... შავი აირმაქსები და დაზაგრულ ფეხებს შეხედა ... -კიდევ კარგი ზაგარი მაინც მაქვს - ამოიბურყუნა და სპორტული შავი მაიკის ძებნა დაიწყო ბოლოს რომ ვერა და ვერ იპოვა თეკოს დაურეკა რომელიც მის ოთახში წევს ... -ქალო ჩემი სპორტული შავი მაიკა სად არის ? -რომელი ბრეტელებიანი ? -ხოო ... -აუ ეგეთი ბევრი გაქვს რომელზე მეუბნები ... -აი კოტონში რომ ვიყიდეთ ერთი თვის წინ შენს კაბასთან ერთად ... -ააა ჩემი კარადა გააღე და ქვემოდან მეორე ბოლოს წინაში ნახე აბა ... -ვიპოვეე ... -სად მიდიხარ ? -გადრანმა სადღაც უნდა წაგიყვანოო და ... -რააა ? - სამი ერთმანეთში არეული ხმა როგორც კი გაიგო ტელეფონი დაფეთებულმა გასწია უკან ... -რა გაყვირევთ თქვე ხმაზე გაკეთებულებო ?! -აქამდე რატომ არ ვიცოდით ჩვენ არაფერი ?! -მეც დღეს გავიგე ქალოოო - ჩაჰყვირა რომელიღაცას ... -რომ მოხვალ მოყვები ! -კარგი ხო თქვენ სად ხართ ? -სასწავლებელში ... შენ რატომ არ ხარ ?! -დამეზარა საქმეები მქონდა დღეს -საქმეები გადრანი ? - ეშმაკურად ჩაიფხუკუნა ელენემ -დაავაი რაა - ჩაიცინა ყურაშვილმა - წავედი ეხლა ხოო ! ტელეფონი გათიშა და იქვე მიაგდო ... მაიკა გადაიცვა და თმა ზემოთ აიწია კიკინა კი რომელიც ცხენის კუდს მიაგავდა უკან გადაიგდო ... გიჟდება თავის თმაზე ! გრძელი და წაბლის ფერი უჰ ! ისე უვლის როგორც საკუთარ შვილს მოუვლიდა თვლის რომ ქალის ერთ-ერთი სიამაყე თმაა ... შავი სპორტული ჟაკეტი მოიცვა და ტელეფონი ხელში შეათამაშა ... ზარმაც არ დააყოვნა -მზად ხარ ? შენს სახლთან ვდგავარ ... -კი ჩამოვდივარ ტელეფონი გათიშა და სახლის კარი გამოიკეტა კიბეებზე კისრის ტეხვით დაეშვა და მანქანაში ჩახტა -წავედით ? -წავედით - გაუღიმა და უკვე გამზადებული ყურაშვილი ვნებიანი თვალებით აათვალიე ჩაათვალიერა ... ნინამ ჩაიცინა და საზურგეს მიეყუდა ... მანქანაში "Thinking Out Loud" გაჟღერდა ... -ჩემი საყვარელი სიმღერა -" წამოვიძახე და გაბადრული ავყევი ტექსტს ... ნუ ახლა რომ გითხრათ ვგლეჯ ისეთი ხმა მაქვს თქო მოგატყუებთ ... მაგრამ რომ გითხრათ ისეთი ხმა მაქვს ყვავები ფრთხებიან და კუები "გარბიანთქო" მაგას უფრო მოგატყუებთ ... მხოლოდ 3 წელი ვიარე სიმღერაზე მერე გამოვედი ასე რომ საკმაოდ კარგი ხმა მქონდა მე დაგლეჯვას ჰიუსტონს ვეძახი ... რომლის დონეზეც ვერ ვქაჩავ თორემ ჩემს გარშემო მყოფებს რომ კითხოთ აქამდე ბევრ პროექტში უნდა მიმეღო მონაწილეობა ..." გაიფიქრა თავის გულში და გაიღიმა ღიმილით ადევნებდა თვალ ყურს ყურაშვილს და მის საამურ ხმას გადრანი და სასიამვონოდ გაოცებული შეჰყურებდა ერთ ადგილად მოთამაშეს რომელიც სიმღერაში ისე იყო გართული იქვე მომღიმარ მდგომარეობაში მჯდარ გადრანს ვერც კი ამჩნევდა ... -კარგად მღერი - ძლივს ჩააკვეტა გაოგენბულმა სიტყვა -მადლობა - გაუღიმა და საზურგეს მიეყუდა ... - მიყვარს ეს სიმღერა ძალიან ! -მეც - ჩაიჩურჩულა და საჭეს მიუბრუნდა -რა დამთხვევაა ერთად ვიყოთ - გადაიკისკისა ყურაშვილმა და რომ გაიაზრა ვის რა უთხრა ადგილზე ლოყებ აღაჟღაჟებული გაიყინა რაც გადრანის ატეხილმა ხარხარმა უფრო გაამძაფრა -რა ვქნათ ? - ძლივს გაჩერდა და სიცილი ისევ განაგრძო -სულ ელენეს ბრალია გამაგიჟა ! - ჩაიბურტყუნა თავისთვის და ელენეს გამოხტომების გახსენებისას ღიმილი მოეფინა სახეზე -კარგი ნუ გრცხვენია - ძლივს გაჩერდა და შერცხვენილი უმალვე დაამშვიდა დანიშნულების ადგილამდე უხმოდ მიიყვანა გზა არ ეცნო ... ვერც მოახერხა როგორმე დაემახსოვრებინა ერთი საათი იარეს მანქანით და თავი ბუნებაში ამოყვეს პატარა ტბასთან პატარა ხის რესტორანში როგორ უყვარს ასეთი სიტუაციები მანქანა იქვე გააჩერა და გადავიდა ყურაშვილის გადაყვა და გვერდში ამოუდგა გადრანმა მოხუც კაცს რაღაც ანიშნა თვალებით და ჩაიცინა ყურაშვილს ხელი გადახვია და გზას ფეხით გაუყვა სხეულში დავლილი ჟრუანტელი ვერც თვითონ დააიგნორა და ვერც იმდენი მოახერხა სვანისგან დაემალა როგორც კი გადახვეულ ადგილას ბუსუსები იგრძნო გადრანმა ეშმაკურად ჩატეხა ტუჩის კუთხე ამან კი თავი ჩახარა და აჩქარებული გულის დაწყნარებას "ჩემი" მეშვეობით შეეცადა ... საღამო მშვენივრად გაატარეს ბევრი ისერინეს და ბევრი ისაუბრეს ... ბევრიც იცინეს ბოლოს კი სავახშმოდ დაჯდნენ ლამაზ და გრილ ადგილას და ვახშამი შეუკვეთეს მოხუცი კაცის გაიცნო რომელსაც ძალიან სანდომიანი გარეგნობა ჰქონდა მაგრამ ამავ დროულად სევდიანიც ისეთი გულს რომ დაგიხრუკავდა როგორც კი კეთილი მოხუცი ტერიტორიას გაშორდა ყურაშვილმა საუბარი წამოიწყო -როგორი სანდომიანი და კეთილი სახე აქვს მაგრამ ამავ დროულად როგორი სევდიანია - ჩაილაპარაკა მოწყენილმა -იცი ვინაა ? -ვინ ? -უფროსი ზურა გამრეკელი ... -რაა ? ლევანის მამაა ? -აჰამ ... ახლა კი უფრო დიდი სითბოთი აივსო მისი სხეული ... ბევრი იცინეს ბევრი ისეირნეს ისაუბერეს შემდეგ კი სახლის გზას დაადგნენ შუა გზაში რომ აიტეხა გადრანმა გინდა თუ არა სადღაც უნდა წაგიყვანოო ... ამჯერად გზა ეცნო ეს მისი სახლის გზა არ იყო ძველი თბილისის გზას გაღიმებულმა მოავლო თვალი და ეშმაკური სიცილით გადახედა გადრანს -აქ ვიყავი ვატომ მომიყვანა ... -ვიცი - გაუღიმა და გზა განაგრძო იქ ასულებმა არა მარტო ის ადგილი არამეს მათი ბავშვობის სამალავიც ნახეს "შტაბს" რომ ეძახიან ახლანდელი ბავშვები ისეთი მოწყობილი იყო ახლაც შესახლებოდა ადამიანი -აქ მოვდივართ როდესაც ფიქრი გვინდა - ჩაიცინა გადრანმა და დასაჯდომად უბიძგა ... სახლისკენ გზას ღამის სამ საათზე დაადგნენ ღიმილით დამეშვიდობა გადრანს და გაბადრული სახით ავიდა სახლში უკვე შხაპ მიღებული კი უგონოდ მიესვენა საწოლს "3 თვის შემდეგ" 3 თვის განმავლობაში ყოველ დღე ნახულობდნენ ერთმანეთს მაგრამ არც ერთი ჯიუტად ხმას არ იღებდა თავიანთ გრძნობაზე იცოდნენ ორივემ იცოდა რომ მათი ეს ურთიერთობა სულ არ წააგავდა მეგობრულ ან და ძმურ ურთიერთობას ... თუმცა მაინც დუმდნენ ! არც ერთი სიტყვა გაცნობის დღესა და იმ კოცნაზე არც ერთი კოცნა მაგრამ უმატეს იმ ტბაზე სიარულს იმ შტაბში სტუმრობას არც სასაფლაო დავიწყებიათ სადაც სისტემატიურად ადიოდნენ ... გოგონები და ბიჭები მათ სამეგობროში დაწყვილდნენ მხოლოდ ესენი დარჩნენ ასე მაგრამ არც ერთს აწუხებდა ეს უთქმელს სიტყვებზე ბევრად მეტი იყო მათი თვალები და იქ ჩაბუდებული სხივები რომლებიც უკეთესაც ლაპარაკობდნენ და საუბრობდნენ ვიდრე ბაგეები ისაუბრებდნენ ... "1 წელი უსრულდებოდათ" ასეთი ურთიერთობის ... რუსთაველზე მიდიოდნენ გოგონები ბიჭები რომ ენახათ ... შეთანხმებულები იყვნენ რომ რუსთაველზე ნახავდნენ "ზუსტად იგივე ადგილას" სადაც ეს ყველაფერი დაიწყო ... სიცილ კისკისით მიუახლოვდნენ დანიშნულების ადგილს სადაც იებით ხელში "ყურაშვილის საყვარელი ყვავილებით ანუ იებით" დახვდათ ოთხივე ბიჭი ... მათ გადრანი გამოეყო და ყურაშვილს მიუახლოვდა ... -შენთან პატარაა საქმე მაქვს ... - ფრთხილად გადაუწია წინ ჩამოგდებული თმის ღერი ყურს უკან -ჩემთან ? - დაბნეული ალუღლუღდა ... -დიახ - ღიმილს ვერ იშორებდა გადრა -რა საქმე ? - გაოცებული ღიმილით შეჰყურებდა გადრანს და გაბადრული უთვალიერებდა სახის ნაკვთებს ... -შეგიძლია თვალები დახუჭო ? - მომხვიბვლელი ღიმილი გამოიყენა გადრანმა ... -კი მაგრამ რატომ ? ... - ეცნობოდა ? ძალიან ეცნობოდა მაგრამ ცოცხალი თავით არ იხსენებდა ყველაფერს ... უნდოდა კიდევ ერთხელ მომხდარიყო და ისე გაეხსნებეინა ის ბედნიერი საწყისი წერტილი რომელმაც მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა მის ცხოვრებაში ... -უბრალოდ 2 წამით დახუჭე კარგი ? - გაუღიმა შემორჩენილი მოთმინებით -კარგი - მხრები აიჩეჩა და თვალები დახუჭა ... გადრანმა რამდენიმე წამი იცადა და ზუსტად 3 თვლაზე ... მისკენ წაიწია გოგონას სახე ხელებში მოიქცია და თავი მისკენ დახარა ... თავიდან ნაზად წაეტანა მის მაგეებს ... შემდეგ კი მისი გემო ... ტკბილი გემო რომ შეიგრძნო სულ დაავიწყდა ვინ იყო სად იყო როგორც მაშინ აი მაშინ ქუჩაში ერთხელ ... ისეთი მომთხოვნი გახადა კოცნა და ისეთი ვნებით უკოცნიდან ტუჩებს საწყალ გამოუცდელ გოგოს სულ დაავიწყა ყველაფერი ... ყურაშვილს სახე ამჯერად ბედნიერების ცრემლებით დაენამა და კოცნის შემდეგ მაგრად ჩახუტა გადრანს -მიყვარხარ - გამოუტყდა ჩურჩულით და უფრო მიიხუტა ყურაშვილი -მეც ! - თავი მკერდზე დაადო და გაიტრუნა ხალხის და მეგობრების ტაში კი ჩახშულად ჩაესმოდა ყურებში ... ახლა დანამდვილებით შეუძლია თქვას რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანია დედამიწაზე !!! "მე ეს შევძელი ლევან ! მე ბედნიერი ვარ ! შენთან და ჩვენს მეგობრებთან ერთად შენ აქ ხარ ჩვენში და ჩვენთან და დარწმუნებული ვარ რომ ახლა გვხედავ ! გვიყვარხარ გამრეკელო ! " გაიფიქრა და გატრუნული უფრო მიეხუტა საყვარელ სვანს ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.