შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

7 გარდამავალი წამი (ნაწილი მესამე)


4-04-2015, 19:29
ავტორი დინა
ნანახია 2 631

სახლში სულ ფრენა ფრენით ავედი
უკვე ვიცოდი რომ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლებოდა
მიყვარდა,
ალბათ ვუყვარდი მასაც...
თბილისში ხომ დიდხანს არაფერი იმალება ხოდა არც ეს ამბავი აღმოჩნდა გამონაკლის
მალევე გავრცელდა ამბავი იმის შესახებ რომ გადრანების ერთადერთი მემკვიდრე ანუკი მაღლაკელიძეს ”ჰყვარობდა”
ლამაზი წყვილი ვიყავით ის მაღალი შავგრემანი ლურჯი ბრიალა თვალებით
მე მოწითურა ღია მწვანე თვალებით...
ერთმანეთს ვავსებდით და ერთმანეთით ვიყავით სავსენი...
ჩემში ჩემი ნაწილი იმდენი არ იყო რამდენიც გადრანი
შემდეგ ძალიან დიდი ხანი ლაპარაკობდნენ ჩვენზე
სალაპარაკო მართლაც ბევრი ჰქონდათ...


***
გიოს დაბადების დღე მოდიოდა 23 წელი უსრულდებოდა ესეც ხომ საქმე იყო
ყველანი ჩართულები ვიყავით სამზადისში,გიოსთვის სიურპრიზი უნდა გაგვეკეთებინა,მთელი სამეგობრო ვიყავით შეკრებილები ზოგი ბუშტებს ბერავდა ზოგიც წარწერებს აკეთებდა მხოლოდ მე ვიყავი უსაქმოდ
მაგრამ ეს დიდი ხანი არ გაგძელდა
ყველაზე მნიშვნელობა საქმე მე დამევალა მოტყუებით მომეყვანა რესტორანში
უკვე შვიდი სრულდებოდა გიოს რომ დავურეკე ერთად ავღნიშნოთ შენი დაბადებისდღეთქო
არ მინდა გადახდაო დაიწყო წუწუნი მაგრამ მაინც არ გამიტეხა და წამოვიდა...
საათნახევარში უკვე სადარბაზოსთან მიცდიდა,რომ დავინახე გავიქეციი და ერთი გემრიელად ჩავეხუტე

-გიუშკი ჩემო სიცოცხლე ეს ჩემგან- საჩუქარი გავუწოდე,ვიცოდი ყველა ან სუნამოს ან საათს აჩუქებდა მე კი ორიგინალობა ვარჩიე და გრავირებული კალამი ვაჩუქე მისი სახელით და გვარით
მომავალ მინისტრს დაამშვენებდა ეს კალამი
თან ვეღადავებოდი მერე ტელვიზიაში რომ გამოჩნდები და რამე მნიშვნელოვა საბუთს რომ მოაწერ ხელს ეგ კალამი კარგად ასწიე ხოლმე თან თუ იტყვი ვინ გაჩუქა უფრო მშვენირი იქნებათქო

ჩემი გიუშკი ადამიანი პოზიტივი იყო,სულ რომ სასიკვდილოთ ყოფილიყავი გადადებული მაინც ერთ ორს მაგრად გაცინებდა და მერე თამამად მოკვდებოდი
ხოდა ასეთი ადამინისთვის სული-გული არ მენანებოდა
მალევე მივედით დანიშნულების ადგილას
გიოს გაოცებული და ბედნიერი სახე ერთ რამედ ღირდა...
იყო ყვირილი...
სიმღერა...
მილოცვები...
სურპრიზი შედგა...



***
რათქმაუნდა ჩემმა ოჯახმაც გაიგო ”ჩემი” ამბავი
ვახო გადაირია მაგრამ ზედმეტი ვერაფერი თქვეს,ლექსოს ვერ გადაახტებოდნენ
რადგან რაიმე ცუდის თქმა და ეს იმას ნიშნავდა რომ ლექსოსაც ლანძღავდნენ
ორივე ერთ საქმეში იყო გარეული...
მამაჩემი კი სულ არ აპირებდა ერთადერთი დედმამიშვილის დაკარგვას
გადრანების მთელი გვარი ავტორიტეტი იყო
ამასთანავე ქართული "მაფიის" სათავეში მხოლოდ მათი გვარი ფიგურირებდა ერთი გადაბრუნებული სიტყვა და შენი ხელით ითხრიდი სამარეს
მაშინებდა თუ არა ეს ყოველივე ?
რათქმაუნდა...
მაგრამ მე იმის უფრო მეშინოდა რომ საბა არ დამეკარგა
ვერც ვლაპარაკობდით ამაზე
ვიცოდი რომ მამამისის საქმეში არ იყო გარეული ,მეც მშვიდად ვიყავი,თუმცა ჩემი სიმშვიდე არც ისე ხანგძლივი აღმოჩნდა...

დათი ნიჟარაძე ჩემს უბანში გადმოვიდა საცხოვრებლად,ეს კი არც ისე კარგი იყო,ორი სვანის შერკინება აბა როგორი ასატანი იქნებოდა...
ორ კვირაში გამოცდები მეწყებოდა აკადემიაში,დღე-ღამეს ვასწორებდი სულ ვმეცადინეობდი,მინდოდა კარგად ჩამებარებინა,ამის გადამკიდე საბას ვერარ ვნახულობდი...
საბა ურთიერთობაში იყო საოცრება,ძალიან გამგები რაც მთავარია თბილი და მოსიყვარულე...
თუმცა ზოგჯერ უაზროდაც ეჭვიანობდა...
განსაკუთრებით თუ დათის ეხებოდა საქმე აი მაგ დროს ”ჭედავდა”


***

”პირველი ჩხუბი”
ნუცისთან ვიყავით მე სტასი და გიო ასულები "ფართის" მაგვარი ჰქონდა მოწყობილი სულ სამეგობრო ვიყავით ვსვამდით ვჭამდით ვერთობოდით

მე მალევე წამოვედი ვახოს ამბავი რომ ვიცოდი ისედაც სულ შარს ეძებდა და ვერიდებოდი მაინც
უკან რომ ვბრუნდებოდი დათი შემხვდა ,მომიკითხა
მაინც და მაინც არ მესიამოვნო მისი ტონი ზედმეტად ცინიკური მეჩვენა,უკვე გამობრუნებას ვაპირებდი ძალით,რომ ჩამეხუტა ხელს არ მიშვებდა , ძლივს მოვიშორე და ერთი კარგადაც შემომელანძღა...

გული ცუდს მიგრძნობდა ეს ამბავი რომ საბას გაეგო ნიჟარაძეს კარგი დღე არ დაადგებოდა...
ჩემი მოლოდინიც გამართლა
ნიკუშას დავუნახივართ...გადრანთან არა მაგრამ ლექსოსთა ძმაკაცობდა...

მომდევნო დღეს ისეთი ამბავი ატყდა მეგონა ომი დაიწყო...
მთელი უბანი გადრანზე და ნიჟარაძეზე ლაპარაკობდა
ნიჟარაძე ორი კვირა ტრავმატოლოგიურში იწვა...
გადავირიე...
გადრანს სახლში დავადექი ვუყვირე...
ვიწივლე...
ვიტირე...
გადრანმა ცალკე გამიფრინა მაგ ს... გამო რა გატირებსო
ამაზე სულ გავგიჟდი ავდექი და წამოვედი,ისე გამოვაჯახუნე კარი ანდა როგორ არ ჩამოვარდა

2 კვირა არ ველაპარაკებოდი,არც ისე მწერდა
მე ვიყავი გაბრაზებული მაგაზე და ის ისე იქცეოდა თითქოს ჩემს მიერ ნაცემი ადამიანი იწვა საავადმყოფოში
საღამოს მაღაზიაში ჩავედი სადარბაზოსთან რომ დამხვდა ,თავის მანქანაზე მიყუდებული მიყურებდა და ეწეოდა
ლაპარაკის უნარიც დავკარგე,მონატრებამ შემომიტია ,გადრანი კი არ ტყდებოდა იდგა და მიყურებდა ხმას არცერთი ვიღებდით
მე უფრო სუსტი აღმოვჩნდი...
მანქანში ჯდებოდა რომ დავუყვირე
-შენ..
-რა მე-გაოცებულმა შემომხედა გადრანმა
-შენ გამო ...შენ რომ რამე დაგმართნოდა მე რა მეშველებოდა...
-გაიღიმა აი ისე არაამქვეყნიურად რომ იცოდა და ძალიან მაგრად ჩამეხუტა ამაზე უფრო ავსლუკუნდ...
-ანუშკი შენზე მაგრად თუ ვინმე მიყვარდეს მე ვიყო არასწორი მოვიდა და ძალიან მაგრად ჩამხუტა
ვერაფერი ვერ მოვიფიქრე ვიდექი რამოდენიმე წამი გაშტერებული მერე ფეხის წვერებზე ავიწიე და გადრანს ვაკოცე ,მაგრად მომხვია ხელები და დამაბზრიალა...

მთელ ხმაზე გაკიოდა ”მიყვარხარს” მერე უკვე ორივე ერთად
მთელი ეზო ჩვენ გვიყურებდა ეს კი სულაც არ გვადარდებდა...
სიყვარულით...
ბედნიეებით ვიყავი შეშლილები
ეს იყო მეოთხე გარდამავალი წამი აი ისეთი სამუდამოდ რომ მემახსოვრება



***

17 ნოემბერი იყო მე და ვახომ საშინლად ვიჩხუბეთ
მიზეზი?
მიზეზი უცნობი იყო ვერ გავიგე რატო ”ამიშარდა” აი ესე მოვიდა მთვრალი და დამახურა ყველაფერი ალბათ გადრანი იყო მიზეზი მაგრამ ვერ ამბობდა
-მამა რა გინდა ამიხენი ბოლოს და ბოლოს
-წესიერად მოიქეცი და თავს ნუ მჭრი ყველგან
-და არაწესიერს რას ვაკეთებ ამიხესნი-უკვე ვხდებოდი რომ ხმა მებზარებოდა და ცოტაც და მთელი ხმით ავბღავლდებოდი
-ძაან კარგად იცი რაზეც გეუბნები-უკვე ყვირილზე გადდიოდა
-მაშინ ჯობია ჩემი რომ აღარ შეგრცხვეთ საერთოდ წავიდე თქვენგან.იქნებ მერე მაინც იყო ბედნიერი
მეც ავდეიქი ბარგი ჩავალაგე და წამოვედი სახლიდან
სტასის დავურეკე და პირდაპირ მასთან ავედი
-რა მოხდა?-შეშფოთებული სახით მკითხა სტასიმ
-აუ დღეს არა ხვალ ვილაპარაკოთ -მის საწოლზე წამოვწექი და ცრემლბეს გზა მივეცი

საღამო საკმაოდ გვაინი იყო საბამ რომ დამირეკა ხმაზე შემატყო რომ ნამტირალევი ვიყავი,გადაირია გაგიჟდა რა გჭირს მითხარიო
10 წუთში სტასის ეზოში შემოვარდა შავი აუდი ,მანქანიდან გიჟივით გადმოხტა გადრანი მე კი გავიქეცი და მთელი ძალით შემოვხვიე ხელები
კიდე დიდხანს ვიდგებოდით საშინელი წვიმა რომ არ წამოსულიყო მანქანში ჩავჯექით
ხელები მის სახეზე ავაცოცე და ფერება დავუწე როგორ მირევდა ტვინს მისი ლამაზი თვალები შესაშური გარეგნობა ჰქონდა გადრანს მაგრამ ხასიათი ბევრად უკეთესი
ჩემი ხელი ტუჩებთან მიიტანა და ძალიან,ძალიან ბევრჯერ მაკოცა
-ანუკი ყველაზე მეტად უყვარს გადრანი,მისი გადრანი
-გადრანსაც ეკეტება ანუშკიზე მისი სიცოცხლეა
-საბა..
-გადრანს უნდა რომ ანუშკი მთელი ცხოვრება მასთან იყოს
-ანუშკის სიცოცხლეა გადრანი
მის კალთაში უცებ ავღმოჩნდი...მაკოცა...
ძალიან დიდხანს ვეხუტებოდი...თითქოს დრო გაჩერდა მხოლოდ მე და გადრანი ვიყვავით...ეს მარადისობა იყო...ალბათ რამდენიმე წამიანი მარადისობა
მხოლოდ მე და ისე
წვიმა და ”მეფე”-ს დრო...

-მასე ნუ მიყურებ
-როგორ ? გამიღიმე
-ეგრეც ნუ მიღიმი
-რატო?-უფრო ახლოს მოჰქონდა სახე
-მაბნევ...
-წამო მთაწმინდაზე ავიდეთ ჩემთან
-შენთან რა მინდა -გაოცებულმა ავხედე
მას კი ისე გულიანად გაეცინა მეც უნებურად ავყევი სიცილში
ჩემგან პასუხი არც მიუღია ისე დაქოქა მანქანა
-ღმერთო რა ნაგლი ხარ!!იქნება არ მოვდივარ მე
-უკვე მოდიხარ
-გადრანი ნერვებს მიშლი-გავბარაზდი მე
-მერე რა მაინც გიყვარვარ
-მე გითხარი რომ მიყვარხარ-გაოცებული სახე მივიღე
-ხო ყოველ დღე მაგას მეუბნები,ერთი სული გაქვს როდის შემაცდენ...ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან
მე კი სიცილს ვერ ვიკავებდი
-ხო ახლა ავალთ ”ბაითში” და შეგაცდნენ გადრანი მიფრთხილდი.და თვალები ავაფახუნე
-ახლა რას შვები მაბავ?
-შებმული ხარ უკვე კარგა ხანია -ლოყაზე ნაზად ვაკოცე და მანქანიდან გადმოვედით

ეს სახლი საბასი იყო ბაბუიის სამახსოვრო იყო როცა დაიბადა,ამირანს ყველზე მეტად უყვარდა საბა,ვერ ეგუებოდა თავისი შვილების ”არასწორი”ცხოვრების წესს.
საბასაც ის ზრდიდა რამოდენიმე წელი მერე უკვე მამამისიც ჩამოვიდა რუსეთიდან და მისი ერთადერთი შვილიც თავისთან წაიყვანა.პირველად 13 წლის იყო როცა იჩხუბა მას შემდეგ თითქმის სულ შარში ეხვეოდა ეს ”შარი” კი ყოველთვის სხვისი დაცვის გამო მოდიოდა.მამა რთქმაუნდა უწუნებდა საქციელს,აი დედა კი სულ ცრემლებად იღვრებოდა,ალბათ ეშინოდა მამის კვალი არ გაეძელებინა...და მისის შიშიც გამართლდა 18 წლის გადრანი ციხეში ჩასვეს...

სახლისთვის ძალზე სადა დიზაინი შეურჩევიათ,ღია ტონალობის ფერებს დიდი სიმყუდროვე შემოქონდა,განსაკუთრებით ბუხარი რომლის თავზეც უამრავი სუვენირი ელაგა,ჩემი ყურადღება საბას ფოტომ მიიქცია ყურადღება... 4-5 წლის საბა კამერას უღიმოდა,სწორედ ამ დროიდან შემოიჭრა ჩემ ცხოვრებაში გადრანი...

უკნიდან მომეკო გადრანი ჯერ კიდე სველი ტანსაცმლით,ნაცნობი სუნელი ცხვირში მიღიტინებდა,ისეთი ჩემეული იყო...
-წამო სახლს დაგათვალიერებინებ-მაცდურად გამიღიმა
-სამზარეულოთი დავიწყოთ,თან ჩაი გავაკეთოთ...
-ნწ...საძინებლით-ყურებამდე გაიღიმა ჩემი სახის დანახვისას,სახე ახლოს მომიტანა მეც მეტი რა მინდოდა კისერზე ჩამოვეკონწიალე და თავი კისერში ჩავრგე
-კაი იყოს საძინებელი...ღიმილიმა გამყიდა

ის დღე ძალიან კარგად დამთავრდა მის დიდ მკლავებში ვიყავი გამომწყვდეული და მხოლოდ მისი სითბო მათბობდა მეც ...
გადრანი იყო ჩემთვის მთელი სამყარო...
კუპიდონმა ისრები არ დაიშურა და სასჯელად გადრანი მომივლინა...

სასჯელი რომელიც ყველაზე ტკბილი იყო,თუმცა არამარადიული... მარადისობა ხომ მხოლოდ აბსტრაქცია...
ხოლო ის რაც დასასრულისკენ არის განწირული ყველაზე ტკბილია...
უბრალოდ წამებით,წუთებით ტკბობა უნდა ვისწავლოთ...



***
ბოლო დღეების გადამკიდე მგონი ვლოთდებოდი
ჩემი ძმა უკვე სერიოზულად მემუქრებოდა ...
2 დღეში ბათუმში მივდიოდი,მალე კი ნუციკოს ქორწილში მომიწევდა წასვლა...
ხოდა წავიდოდი,თუმცა ვღელავდი...
შესაძლოა მეშინოდა კიდე არასასიამოვნო შეხვედრების...
შუადღე იყო ცოტა აზრზე რომ მოვედი,ტელეფონი რომ ავიღე უამრავი შეტყობინება დამხვდა ჯერ გამიკვირდა მესამე მსოფილო ომი ხომ არ დაიწყოთქო...
ნომერს რომ დავხედე გამეღიმა ,ნუციკო მირეკავდა

-ნუციკ საყვარელო როგორ ხარ
-ანუკ მიდი გამო კუთხეში რომ კაფეა დავსხდეთ...
-კაი ნუცი გავემზადები და 5 კენ მოვალ
-გკოცნი დროებით
5თვის უკვე კაფეში ვიჯექი და ნუციკოს ველოდებოდი...
დიდხანს ლოდინ არ მომიწია,მალევე მოვიდა ლატე და ამერიკანო შევუკვეთეთ
-ანუშკი ჩემი მეჯვარე იქნები -პირდაპირ მაჯახა და ჩემ პასუხს ისე ელოდა მე კი სიცილი ამიტყდა
ისეთი საყვარელი იყო ნუციკო ალბათ ეგონა რომ საბას გამო ვეტყოდი უარს მე კი ავდექი და მაგრად ჩავეხუტე
-აბა რა ნუცაჯან ქორწილში გვერდიდან არ მოგშორდები ...ისეთი აკივლდა კაფეში მთელი საზოგადოების ყურადღება ჩვენკენ იყო მომართული

ქორწილი 29 აგვისტოს იყო...
ალაბთ გადრანსაც შევხვდებოდი ამდენი წლის შემდეგ...



№1  offline წევრი vighaca

Dzalian magaria

 


№2  offline წევრი talaxadze133

Dzann kargiaa male dade da didi tavi ra <33

 


№3  offline წევრი tat cullen

კარგია და მალე რა :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent