შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქორწინება ანდერძით 4


24-05-2015, 11:06
ავტორი sopiko
ნანახია 7 576

-გაბოო-შევკრთი მე და რატომღაც უკან დავიწიე., ბიჭს თვალები ჩაბნელებოდა და ჩემკენ მოიწევდა. კვლავ უკან დავიხიე მაგრამ კარს მივეჯახე უკან შევბრუნდი და გასაღები გადავატრიალე. კარის მიხურვა ვერ მოვასწარი და მისაღებში შევვარდი.
-რა ხდება ნიტა ამიხსნი?-თვალებიდან ცეცხლებს ყრიდა გაბო.-იმ ******** რა გინდოდა?
-და შენ რა უფლებით არ რჩევ ჩემ საქმეებს, შენთვის არ მითქვამს რომ ვთხოვდები-ტვინში ამასხა მისმა სიტყვებმა-თუ ამაზეც შენ უნდა დაგეკითხო?
-დიხაც, სანამ მე ამ ქვეყნად დავდივარ შენს გვერდით მმაკაცი ვერ გაივლის მხოლოდ იმიტომმ რომ ჩემი ხარ-მითხრა და უფრო მეტეად შეამცირა ჩვენს შორის მანძილი.
-ახლა წადი, ხვალ მოდი, გვიანია...-ჩავიჩურჩულე მე.
-მე გვიან და ადრე არ ვიცი-კბილებში გამოცრა მან, წელზე ხელი მომხვია და ჩემს ტუჩებს დაეწაფა.
-გაჩერდი გაბო, რას აკეთებ? გთხოვ...-ვუძალიანდებოდი მე-თავი გამანებე... ედამეხსენი! მიშველეთ-წამოვიყვირე მე მაგრამ გაბომმ სილა გამარტყა. დაბლა დავეცი, თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა. დაბლიდან სიგნალის ხმა მომესმა, იმედი მომეცა იქნებ დათა ჯერ არ წასულა. ვიცოდი ამით გაბოს უფრო განვარისხებდი მაგრამ გავრისკე და დავიყვირე:
-დათაა...
გაბო ზემოდან დამაწვა და პირზე ხელი ამაფარა. ვტიროდი ვყვიროდი მაგრამ ძლიერ მკლავებს ვერაფერს ვუხერხებდი. უცებ საოცარ სიმსუბუქე ვიგრძენი, გაზვიადებაში არ ჩამითვალოთ, მაღლა რომ ავიხედე გაბო ჰაერში მიფრინავდა. თავი საშინლად მტკიოდა. თვალები დავხუჭე და სადღაც სიღრმეში ჩავიძირე...

-ნიტა, ნიტა არ გესმის? ნიტა-მესმოდა რაღაც ხმები თუმცა ვერ ვარჩევდი. თვალები გავახილე მაგრამ ვერაფერი დავინახე. დავხუჭე და ისევ გავახილე. ახლა კი გამოჩნდა დათას სახე ბუნდოვნად.
-დათა-ამოვიჩურჩულე მე.
-ნიტა გესმის ჩემი?-იმედი მოეცა დათას.
-კი-ძვლივს ვთქვი ეს ერთი სიტყვა დცა ირგვლივ მიმოვიხედე, ჩემს ოთახში ვიწექი, ზემოდან კი ერთი ფარფატინა გადასაფარებელი მეფარა.
-კარგად ხარ? მალე ექიმი მოვა...-გამიღიმა შეშინებულმა.
-არ არის საჭირო , კარგად ვარ-ფეხზე წამოდგომა ვცადე მაგრამ ჩავიკეცე და დათამ დამიჭირა. მისი სითბო ჩემთან გადმოვიდა, თვალები დავხუჭე და ვთხოვე-დამსვი....
-ხომ ხედავ სუსტად ხარ, სად გარბიხარ, კი არ შეგჭამ...-კიდევ ერთხელ გამიღიმა დათამ ლოგინზე დამაწვინა და თვითონაც გვერდით მომიწვა. მე შევკრთი და გვერდზე გავჩოჩდი.
-ნუ გეშინია-გაიცინა დათამ და დაამატა-დაიძინე, უბრალოდ შენს გვერდით ვწევარ, ეს რთული ასატანია? მე თავი გავაქნიე და თვალები დავხუჭე. თუმცა ვიცოდი ვერ დავიძინებდი. თბილი ჰაერიმ კისერზე მეფრქვეოდა და მაკანკალებდა. მამაკაცის სიახლოვე ჩემთვის ნაცნობი არ იყო. თანაც არ ვიცოდი გაბოს რა მოუვიდა და მიუხედავად ყველაფრისა მასზე ვღელავდი. ვერ წარმოვიდგინე რა მოხდებოდა დათა რომ არ მოსულიყო. ნუთუ... ვეღარ გავაგრძელე. გადავწყვიტე ეს ღამე საერთოდ დამევიწყებინა. გავყუჩდი და დათას მკლავებში გავინაბე.


-ქორწილი არ გვინდა, მხოლოდ ჩვენ და მეჯვარეები ხომ?-შევეკითხე დათას.
-ხო აბა ეხლა არც ერთს არა გვაქვს მაგის თავი თან რა საჭიროა მაინც...-მაგრამ აღარ დაასრულა, მივხვდი უნდა გავქორწინდეთო უნდა ეთქვა. რატომღაც გული დამწყდა რომ ერთხელ ვთხოვდებოდი და ისიც ფიქტიურად. რა კარგი იქნებოდა ჩემს ოჯახთან ერთად ცხოვრება, რა დროს ჩემი გათხოვებაა როცა კვერცხის შეწვა ძლივს ვიცი.
-დათა, ნეტავ ეს ქორწინება ჩემზე როგორ იმოქმედებს? კარგად თუ ცუდად? იმ ანდერძის გამო ეს ღირს?-გავბედე და ვკითხე.
-ანდერძი არ ვიცი მაგრამ შენი ბებიისთვის ხომ ღირს? შემახსენა მან.
-ნამდვილად. ნამდვილად ღირს.-თავი ჩავღუნე მე და ბედს მივენდე.

-დღეს შენი ქორწილია-სევდიანად მითხრა რუსომ-ეჰჰ რას წარმოვიდგენდი ასეთი მოწყენილი თუ იქნებოდი ქორწილის დღეს.
-რა ვქნათ რუასო ასეთია ცხოვრება, სხვა გზა არა მაქვს დათას უნდა მივთხოვდე, თანაც ამ ბოლო დროს რაღაც მემართება... თითქოს რაღაცას ვგრძნობ მის მიმართ... მე...
-რა?-წამიოხტა რუსო ფეხზე-რას ამბობ? კარგად ამიხსენი...
-მეც არ ვიცკ რუსო, უბრალოდ რაღაც გრძნობები მაქვს, მა ხომ გადამარჩინა და ალბათ ეს ამის ბრალია.
-ხო მართალი ხარ-დამეთანხმა რუსო და მზადება დავიწყეთ.

დათა.
''არ ვიცი რა მემართებოდა, შიგნიდან რაღაც მივლიდა როცა იმ გოგოს ვხედავდი. როცა დავინახე გაბოს ქვეშ მოქვეული ნიტა რომელიც საბრალოდ გაჰკიოდა სიკვდილი მომინდა. მინდოდა ის არაკაცი ისე მეცემა ფეხზე ვეღარ წამომდგარიყო, ეს იყო საჭირო რომ გაეგო ქალს როგორ მოქცეოდა მაგრამ ნიტას გული წაუვიდა... ყველაფერი დამავიწყდა თვით ლილიც კი რომელიც ჩემს ფიქრებს არ სცილდებოდა. ხელში ავიყვანე და რაღაცით მას მივამსგავსე. ლილი! როგორ მომენატრა ეს სახელი, რამდენიმეჯერ დავუძახე ნიტას ეს სახელი. მესიამოვნა... საოცრად მესიამოვნა. იმედია ვერაფერი ვე გაიგო. გონს რომ მოვიდა გვერდით მივუწექი ისევე როგორც ლილის ვეხუტებოდი, ისევე მოვხვიე ხელი. შეკრთა და გვერდით გახტა. გამახსენდა ლილის რეაქცია რომელმა ჩემკენ მოიჩოჩა და პირველივე დღეს ურცხვად მაკოცა. ეს პატარა გაუბედავი გოგო კი რაღაცით მხიბლავდა. თავს ვარწმუნებდი რომ ეს მხოლოდ ლილის დასავიწყებლად ხდებოდა მაგრამ თავადაც კი მეეჭვებოდა ეს.''

-პირველი ღამე-გაიღიმა დათამ და გაუფრთხილებლად გაიხადა ჩემს თვალწინ მაისური.
-რას, რას აკეთებ?-ამოვიჩურჩულე მე.
-კარგი რა ნუ ხარ ასეთი მორცხვი, შენ ხომ ჩემი ცოლი ხარ-მომიახლოვდა ის და ტუჩებზე ცერი ჩამომისვა-მართალია ფიქტიური მაგრამ მაიცნც ცოლი.
-მე... მეძინება-ვთქვი და დივანზე წამოვწექი.
-მოიცა მოიცა, მანდ მე დავწვები, შენ ლოგინზე დაწექი-ხელები გაშალა დათამ.
-არა იყოს, მე...-დავიბენი.
-მოდი, ჩემთან მოდი-თავის გვერდით დადო ხელი დამიმითითა აქ მოდიო-ნუ გეშინია, მე ხომ ერთ ღამეს შენს გვერდით ვიწექი და შენთვის ხომ არაფერი დამიშავებია-შიშით მივუახლოვდი და რაც შეიძლება ნაპირას დავწექი, ზურგით გადავბრუნდი და თვალები დავხუჭე. მივხვდი რომ ახალი ცხოვრება დაიწყო...

.................................................
ესეც შემდეგი თავი. პატარაა მაგრამ მეტი ვერ მოვახერხე. ამ თავში თითქმის სულ დიალოგებია მაგრამ ასე იყო საჭირო სამაგიეროდ გპირდებით შემდეგი თავი იქნება გემრიელი და მსუყე. დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრებები მოთხრობაზე და პერსონაჟებზე...



№1  offline წევრი ხატული♥

მომწოონს მალე დადე შემდეგიი ♥♥♥

 


№2  offline წევრი pepi

ძალიან კარგია მალე დადე შემდეგი <3

 


№3  offline წევრი tatiko:)

Dzalian kargia male dade didi interesit veli shemdeg tavs dzalian kargia

 


№4  offline წევრი xatiaa

ვაიმე ძაან მომწონს ეხლა წავიკითხე ოთხივე თავი და ძაან მომეწოონა^_^ ვკვდები ინტერესით როგორი იქნება ამათი თანაცხოვრება...მალე დადეე გთხოვვ

 


№5  offline წევრი mari_xano

აუუუ ძალიან მაინტერესებს გაგრძელება და მალე გააგრძელე რაა და დიდი თავები დადე <3

 


№6  offline მოდერი sopiko

mari_xano
აუუუ ძალიან მაინტერესებს გაგრძელება და მალე გააგრძელე რაა და დიდი თავები დადე <3

xatiaa
ვაიმე ძაან მომწონს ეხლა წავიკითხე ოთხივე თავი და ძაან მომეწოონა^_^ ვკვდები ინტერესით როგორი იქნება ამათი თანაცხოვრება...მალე დადეე გთხოვვ

pepi
ძალიან კარგია მალე დადე შემდეგი <3

pepi
ძალიან კარგია მალე დადე შემდეგი <3

ხატული♥
მომწოონს მალე დადე შემდეგიი ♥♥♥

დიდი მადლობა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent