შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქორწინება ანდერძით 3


23-05-2015, 13:09
ავტორი sopiko
ნანახია 7 302

-ვთხოვდები...-ვუთხარი რუსოს და მოსალოდნელი რეაქციის გამო ყურებზე ხელი ავიფარე.
-რა?-შეყვირა რუსომ მაგრამ როგორც იქნა დავაწყნარე და ყველაფერი მოვუყევი.
-შეცდომას ხომ არ უშვებ?-მკითხა დაეჭვებულმა-ათასი გოგო დადის და რაღა მაინცდამაინც შენ?
-მაგაზე მეც ვიფიქრე მაგრამ ისედაც ბევრს ვფიქრობ, დარო ბებოს ჩემი დახმარება სჭირდება და არ დამიწყო ეხლა რაღაცეები. ვიცი ჩემთვის კარგი გინდა მაგრამ მე უკვე დავთანხმდი. დღეს ვხვდები მის ოჯახს და თავად მასაც.
-რა ჰქვია იცი?-მკითხა რუსომ.
-ჰქვია... ჰქვია... აუ არ ვიცი...-გამოვტყდი მე.
-გოგო თხოვდები, რა მნიშვნელობა აქვს ეს ქორწინება ფიქტიურია თუ არა, ამას სხვებს ხომ უმალავთ, იმ შენი მეზობლისთვის მისი სახელი მაინც გეკითხა-გამომლანძღა მეგობარმა.
-ვკითხავ, ახლავე გავალ და ვკითხავ-ვუთხარი რუსოს და გაბრაზებული გარეთ გავვარდი.

-ნინაჩკა იმ ბიჭს რა ჰქვია-ვუთხარი ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე-აი ჩემ საქმროს...-დავუზუსტე მე.
-აი თურმე რისი კითხვა უნდოდა ამ დილაადრიან-გადაიკისკისა ქალმა თან ისე კინაღამ ყურებზე ხელი მივიფარე.-დათა.
-დათა? როგორ მინდოდა ბავშვობაში ჩემს ქმარს დათა რქმეოდა-ამის გაფიქრება მინდოდა მაგრამ თურმე ხმამაღლა ვთქვი.
-ხოდა ოცნებაც აგისრულდა, მზად ხარ? ხომ იცი დღეს უნდა შეხვდე მის ოჯახს-მითხრა ნინამ.
-ხო ვიცი, რამე უბრალო კაბას შევარჩევ და...
-უბრალო არ გამაგონო, ხომ გითხარი როგორი ოჯახია-მკაცრად შემათვალიერა მეზობელმა.
-კარგი რა ნინა, ახლა ამისთვის მცხელა? 5 თვის წინ ოჯახი დავარგე-თავი ჩავღუნე მე რომ ნინას ჩემი ცრემლები არ დაენახა.
-მაპატიე ნიტა-მომიახლოვდა ნინა და ჩამიხუტა-ვიცი რა რთულია ახლა შენთვის ცხოვრების თავიდან დაწყება მაგრამ ეს შენი უკანასკნელი შანსია ფულის საშოვნელად.
-მესმის, და შენც მაპატიე. ამხელა სიკეთეს მიკეთებ და მე კიდე რა უმადურივით ვიქცევი უბრალოდ მართლა ძალიან მიჭირს-გული გადავუშალე მას.
-არა უშავს , აი დღეს გავიდეთ და რამე ლამაზი შავი კაბა შევარჩიოთ. შენი დაქალი რომაა, რა ქვია?-თვალები გადაატრიალა ნინამ-ხო რუსო, ისიც წამოიყოლე რამეს ავარჩევთ.
-კარგი ნინა, მე გავალ მოვემზადები-ვუთხარი ნინას. ისიც დამთანხმდა და ჩემი სახლისკენ გავწიე.

ძალიან ლამაზი კლასიკური შავი კაბა ვიყიდეთ. ფეხსაცმელი ზუსტად შესაფერისი მქონდა. მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და მზად ვიყავი. საღამოს უცნობმა ნომერმა დამირეკა. გულმა მიგრძნო ის უნდა ყოფილიყო. ტელეფონს შიშის კანკალით ვუპასუხე.
-გისმენთ?!-ჩემს ხმაში ერთდროულად შიშიც გამოიხატებოდა და სიმკაცრეც.
-ნიტა ბაქრაძე ხართ?-მკითხა სასიამოვნო ბარიტონმა.
''მმმ რა ლამაზი და თბილი ხმა აქვს''-გავიფიქრე მე და გავწითლდი.
-დიახ შენ ალბათ დათა ხარ, უნდა დავქორწინდეთ და მგონი ჯობია შენობით ვილაპარაკოთ-სითამამე მომემატა მე, ტელეფონში იმ ბიჭის სიცილის ხმა გაისმა.
-კარგი, ჩამოდი.
სწრაფად ჩავირბინე კიბეები. ბიჭი ზურგით იდგა, გამობრუნდა და კინაღამ წავიქეცი და განა იმიტომ რომ მაღალ ქუსლებზე ვიდექი იმიტომ რომ მისმა სილამაზემ მომხიბლა.
-ნიტა ხომ?-კიდევ ერთხელ გადაამოწმა ჩემმა ''საქმრომ''
-დიახ-გავინაზე მე და მანქანაში ჩავჯექი. გზაში არც ერთს ხმა არ ამოგვიღია თუმხცა რამდენჯერმე შევამჩნიე ჩემკენ გამოქცეული ცალი თვალი. მალე მივედით საოცრად მდიდრულ სახლში რომელმაც არც ისე მომხილბლა. უბრალოება იყო ჩემთვის მთვარი და ის თუ როგორ დამხვდებოდა დათას ოჯახი.
მისაღებში სუფრა იყო გაწყობილი, იქვე ჩამწკრივებულიყვნენ დათას დედა, მამა და და. ყველა თბილად მომესალმა და სუფრასთან მიმიწვიეს. ეს ოჯახური სითბო ისე მომეწონა იქიდან წამოსვლა აღარ მინდოდა. როცა ვახშამი დამთავრდა დივანზე გადავინაცვლეთ. დათას დამ კითხვები მომაყარა.
-ნიტა რამდენი წლის ხარ?
-20-ის.-თავი ჩავღუნე მე.
-რა მორცხვი გოგო უოფილხარ-გაიცინა მან და თეთრი კბილები გამოაჩინა-ჩვენი დათა რითი მოხიბლე?-რასაც ქვია გადავწითლდი, თურაშაულის ვაშლივით გაწითლებული ვიჯექი და ღმერთს ვთხოვდი ამ დაწყევლილი სიტუაციიდან გამოვეყვანე. დათამ მიშველა.
-ნუ გამიწითლდეთ ეს გოგო-თქვა და ხელი წელზე მომხვია, მე შევკრთი-წამოდი ნიტა სახლს დაგათვალიერებინებ. მისაღებიდან რომ გამომიყვანა ხმამაღლა გაიცინა.
-მისაღებში ცხელოდა?=მკითხა მან.
-რა?-გულობრყვილოდ ვიკითხე მე.
-რა ვიცი ისე გაწითლდი-კიდევ ერთხელ გაიცინა მან.
-კარგი რა... პირველად ვარ ასეთ სიტუაციაში და...-ვიწყინე მე.
-ესე იგი გამოუცდელი გოგო მომყავს ცოლად?-სახე სახესთან მომიახლოვა მან და უცებ თვალწინ გაბო წარმომიდგა, ხელი ვკარი და თავიდან მოვიცილე.
-მგონი ჩემი სახლში წასვლის დროა.
-მე გაგიყვან.-შემომთავაზა მან.
-არა იყოს, ტაქსით წავალ.
-მე მოგიყვანე და მე წაგიყვან, ნუ ჯიუტობ-წარბი შეჭმუხნა მან.
-კარგი , კარგი-დავნებდი მე. მის ოჯახს გამოვემშვიდობე და სახლში წამოვედით.

-იმედია კარგი ცოლი იქნები-გამიღიმა მან როცა ჩემ სახლთან მივედით.
-ორი თვე უნდა ამიტანო-სევდიანად გავუღიმე მე-ამდერძის გამო.
-ხო , ანდერძი, თანაც ყველას უნდა რომმ ცოლი მოვიყვანო, სხვა გზა არ დამრჩენია, მერე ვითომ ვერ შევეწყვეთ და განვქორწინდებით, ცოტა ხანი ხომ მაინც დამანებებენ თავს-ისევ გამიღიმა მან.
-კარგი უნდა წავიდე-მანქანიდან გადავედი მე და ხელი დავუქნიე. ამ ჟესტით ვაგრძნობინე რომ მის გვერდით ვიყავი. სადარბაზოს კიბეებს ავუყევი და ის იყო კარი უნდა გამეღო რომ ვიღაცის ჩრდილი შევნიშნე , მალევე მივხვდი რომ ეს ვიღაცა გაბო იყო.

...................................................

ესეც შემდეგი თავი. ვიცი ძალიან დავიგვიანე მაგრამ რთული დღეებიმ მქონდა. შემდეგ თავს ხვალ ვერ დავდებ სხვაგან მივდივარ მაგრამნ ზეგ აუცილებლად. თქვენი კომენტარები ძალიან მახარებს. ინტრიგული თავები იწყება... დააფიქსირეთ თქვენი აზრი.



№1  offline წევრი tatiko:)

Dzalian kargiaa :):)

 


№2  offline წევრი mari_xano

აუუ ძალიან მაგარიაა და იმედია მალე დადებ :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent