შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული სიცოცხლის ფასად2


24-05-2015, 17:04
ავტორი ReaDer))
ნანახია 2 382

ყველა ადამიანს აქვს მისთვის საყვარელი ერთი საქმიანობა (ჰობი) მაინც, რომლის საშუალებითაც თავს ირთობს და წყდება რეალობას, რომელიც ხშირ შემთხვევებში არც ისე სახალისოა..ცხოვრება ხომ ერთი დიდი ამოცანაა და ყოველ ადამიანს გააჩნია საკუთარი ხერხი მისი ამოხსნისა, რომლის პოვნაც არც ისე ადვილია..
იგი ყოველ ეტაპზე გვიწყობს ახალ-ახალ გამოცდას ჩვენი პიროვნების გასაძლიერებლად და იმისთვის რომ სწორედ იმ ხერხამდე მიგვიყვანოს..ხერხამდე, რომელიც პიროვნული ცხოვრების ამოცანას ამოგვიხსნის..ზოგი ფიქრობს რომ დაიბადა იმისთვის რომ უყვარდეს, ან იმისთვის რომ იყოს წარმატებული და ყველაზე ბოლო კი სწორედ ამ ყოველივეს გაცნობიერებაა ცხოვრებაში..ანუ რისთვის იბადები შენ! ..ჰმ, მგონი
ბრძნულ აზრებს ძალიან შევყევი და ისიც კი დამავიწყდა წერა რაზე დავიწყე..აა ჰოო! ჩემი ჰობი ეს ხატვაა, მუსიკა და წვიმიან ამინდში ან თუნდაც გაზაფხულის მშვიდ საღამოს მარტოდ სეირნობა მუსიკის ჰანგებში გახვეული თუ რათქმაუნდა ეს ჰობად ითვლება..მაშინ როცა ვხატავ ან ვუსმენ მუსიკას მავიწყდება ირგვლივ სხვა ყველაფრის შესახებ და
თითქოს სულ სხვა სამყაროში ვხვდები..მაშინაც ეგრე დამემართა, ვუსმენდი მუსიკას როცა გზაზე გადავდიოდი და ჰოპაა...ის სუსხიანი ხმა არასოდეს დამავიწყდება და არც ის მწველი მზერა, რომელმაც მთელი სხეული იმდენად ამიხურა, რომ მოშიებულს კვერცხის შესაწვავად საკუთარი ხელის გულიც მეყოფოდა..ეს ხუმრობით..მაგრამ ამ მზერას..ხმას..
ვერ ვივიწყებ, ყოველ წამს გონებაში მიტრიალებს მომხდარის დეტალები და ვერ ვხვდები რატომ შემექმნა ყოველივეს მიმართ ასეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება..სწორედ ეს არის მიზეზი ჩემი ხშირი მიშტერებისა რაიმეზე და შემდეგ ფიქრები...დაუსრულებელი ფიქრები..ნამეტანი დაწყობილი კი ვარ, ორ თვეში გაგანია გამოცდები მეწყება მე კი ვიღაც უცნობი ადამიანის
ხმაზე და მკაცრ მზერაზე ვფიქრობ.."უცნობი რატო, სახელი ხო იცი.." წამოროშა ჩემმა შინაგანმა ხმამ და იმ წამსვე ვისროლე გონებაში ფანჯრიდან, თუმცა სახელი..ჰმმ..დიმიტრი..უცხო სახელია, სწორედ ეგეთ ადამიანს, ძლიერს და მკაცრს რომ შეეფერება..წარმოვიდგინე როგორ დგას ჩემს წინაშე, უფრო და უფრო მიახლოვდება და მისი სუსხიანი ხმით რაღაცას ჩურჩულებს და
უცებ..მობილური რეკავს..ვისია, დიმიტრის ურეკავს?! მაგრამ ეგ ხო ჩემს წარმოსახვაშია..ჯანდაბაა! - წამოვიძახე და მოზუზუნე მობილურს ხელი ვტაცე:
-შენ მგონი მართლა უნდა წაგიყვანონ სმენის ექიმთან!-თეკლას ნაწყენი ხმა გავიგე ყურმილს მიღმა და მის ტონზე სიცილი ამივარდა
-რას იცინი?(სასაცილოდ დაიყვირა) ჩამო ქვემოთ დროზე თორე ამოგივარდებით და ძალით ჩამოგიყვანთ მე და ნაია! ცნობისთვის უკვე მაგარი დავიღალეთ ლოდინით!
-კარგით ჰოოო, მოვდივარ ვახ!- ჩავყვირე სიცილით და სწრაფად წამოვხტი ლოგინიდან..ახლა ის გიჟური მარტი იდგა, დილით თუ გაწვიმდა ერთ საათში მზე რო ანათებს და საღამოს საერთოდაც თოვლს რომ უნდა ელოდო! შეიძლება ითქვას ცემი მსგავსიც კი..ჰეჰ..ჩანთა მოვიკიდე, მისაღებში მშობლებს მივესალმე და ქვემოთ ჩავვარდი. ორი გოგონა მობეზრებული , სასაცილო სახეებით გამოემართნენ ჩემკენ და როცა გასალანძღად
პირი დააღეს სწრაფად წამოვიძახე
-დრო ცოტა გვაქვს! თუ დღეს ნინა უსაჩუქროდ დავტოვოთ?-პატარა ბავშვივით დავიმორცხვე და თვალი მათკენ გავაპარე. ორივემ ამოიოხრა და გვერდით ამომიდგა. ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით და უკვე აბიტურიენტები ერთ ფაკულტეტზეც კი ვაბარებდით. ერთმანეთის გარეშე უბრალოდ არ შეგვეძლო მიუხედავად იმისა რომ ძალიან ხშირად ვჩხუბობდით. ჩვენი მოსიარულე მოდა კლასელს დღეს დაბადების დღე ჰქონდა, ბოლო
წელი იყო და ყველა გრანდიოზულად იხდიდა რომ კლასელებთან მოგონებები უფრო მეტი დაეგროვებინათ და სწორედ ეს იყო ჩვენი წასვლის ერთადერთი მიზეზი, თორე ნინა ნაკლებად მოგვწონდა მისი ყველაფრისადმი დამოკიდებულების გამო.. საჩუქარზე დიდათ თავი არ მოგვიკლია, ფირუზისთვლებიანი ყელსაბამი და საყურეები ლამაზად შევაფუთინეთ და კმაყოფილი სახეებით დავტოვეთ სავაჭრო ცენტრი.
-აუუ ნაყინი არ გინდათ?-იკითხა თეკლამ და წარბები სასაცილოდ აწკიპა
-წამო- სიცილით ვუთხარი და პატარა კუთხის კაფესკენ წავედით, სამი შოკოლადის ნაყინი გემრიელად მივირთვით და კმაყოფილებმა თვალები ავაბრიალეთ რაზეც სამივეს სიცილი აგვივარდა
-ლენა შენ მგონი რაღაცეები უნდა მოგვიყვე..-შეპარვით მითხრა დაქალმა და თვალებში ჩამაშტერდა- თეკლამ გუშინდელ "ინციდენტზე" ყველაფერი მიამბო..
სახე უკმაყოფილოდ მოვღრიცე და ყველაფრის გახსენებაზე მთელს სხეულზე ტაომ დამაყარა..ვერ ვხვდებოდი, რატომ ვერ ვახერხებდი გრძნობების გაკონტროლებას, განსაკუთრებული ხომ არაფერი მომხდარა? მაგრამ არა..მოყოლისას, რამოდენიმეჯერ ღრმად ამოვისუნთქე, შემდეგ სავარძელში ჩავეშვი და ორივეს რეაქციას დაველოდე. თვალები ჯერ გაკვირვებულებმა მოჭუტეს, მერე ორივეს ჩაეღიმა, მაგრამ მალევე დასერიოზულდნენ და ნაიამ სერიოზული ხმით მითხრა
-ეს იცი რას ნიშნავს?! ის ბიჭი რომ არა, ეხლა საავადმყოფოში ვიქნებოდით დაყუდებულები ამ კაფეში ჯდომის მაგივრად ლენა! საკუთარ თავს საერთოდ არ უფრთხილდები..მეტი ყურადღება გკადრებს..-მშობელივით დარიგება დამიწყო, რაზეც ჯერ სერიოზულად გავხედე შემდეგ კი ღიმილი მაინც გამეპარა სახეზე
-კარგი რაა ნაიაა, ასე რატომ ნერვიულობ. მეორედ მსგავსი რამ არ განმეორდება, გპირდები!- საყვარელი ხმით ვუთხარი და თავი მხარზე მივადე, მასაც ჩაეღიმა და თავზე ხელი გადამისვა.
-ცუდი ბიჭი არ იყო ჰოიცი შენ, აი ისეთი იყო რაა..ყველანაირად გაწონასწორებული..-მითხრა თეკლამ და თვალები ამიბრიალა
-კაი რაა..ერთხელ ნანახზე ეგრე საუბარი მგონი არ ღირს, მაგას ჯობია დავიშალოთ და მოვემზადოთ თორე უკვე დროა საქალბატონე ნინას რესტორანში დავადგეთ-ვთქვი და ჩამეცინა. სამივე ფეხზე წამოვდექით და საკუთარი სახლების გზას დავადექით. დიდი დრო მოსამზადებლად არასდროს მჭირდებოდა, რადგან მაკიაჯს საერთოდ არ ვიკეთებდი ნუ ვთვილიდი რომ ჯერ "ამის დრო" არ იყო. შავი წელზე მოჭერილი და შემდეგ მოშვებული მოკლე კაბა ტანზე მოვირგე, გრძელი თმები
დავიწორე, შემდეგ საკუთარი თავი სარკეში შევაფასე და კმაყოფილმა დავტოვე ოთახი, კარებთან მისული მამაჩემის წამოძახილმა მომაბრუნა
-ოჰჰ ლენაა, საითკენ გაგიწევია?-მკითხა ღიმილნარევი ხმით და ამათვალიერა
-ნინას დაბადების დღეა, შეიძლება მალე ვერ დავბრუნდე-მშვიდი ტონით ვუთხარი და მის სახეს დავაკვირდი
-როცა გამოხვალ, დამირეკე და მძღოლს გამოგიგზავნი, არ მინდა ღამე ქუჩებში მარტო დადიოდე და იცი რატომაც..-დაძაბული ხმით მითხრა და თვალებში ჩამაშტერდა
-კარგი რა მამა, არ მჭირდება ეს მცველი! არავინ არ მომიტაცებს დამიჯერე, საკუთარ თავს თვითონ მოვუვლი!-მოჭრით ვუთხარი და ბინა დავტოვე
-კი მაგრამ ლენაა..-გავიგე ალექსანდრეს წამოძახილი ჩემმი გასვლისას, მაგრამ მობრუნებას ნამდვილად არ ვგეგმავდი. სწრაფად ჩავირბინე კიბეები და მალევე მივედი ჩვენი სამის შეხვედრის ადგილას, თეკლა და ნაია უკვე იქ იყვნენ. რათქმაუნდა მე ყოოველთვის ვაგვიანებდი და ჩემს ამ ჩვევას მიჩვეულებს უბრალოდ ჩაეცინათ და სწრაფადვე დავადექით რესტორნის გზას. საკმაოდ პრესტიჟულ შენობაში ავღმოჩნდით, რათქმაუნდა ნინას მამას დიდი ბიზნესი ჰქონდა და არც იყო გასაკვირი რომ თავის
შვილს ამაზე ნაკლებ დაბადების დღეს არ გადაუხდიდა მაგრამ მაინც საშინლად ვერ ვიტანდი ასეთ სიტუაციებს..ხალხმრავლობას და ყველაფერ ზედმეტად ძვირფასს..ბავშვობიდან უბრალოება მიყვარდა და ის რომ მამაჩემს საკმაოდ დიდი შემოსავალი ჰქონდა, ეს არც ჩემს ჩაცმულობებს, არც რაიმესადმი დამოკიდებულებას და ჩემს არცერთ საქციელს ვცდილობდი რომ არ დატყობოდა, რადგან მინდოდა ბოლომდე უბრალო დავრჩენილიყავი და არა მატერიალურობით გამორჩეული. მოკლე, წითელკაბიანი გოგონა გახარებული იდგა და
სხვების მილოცვებს ღებულობდა ,თან საჩუქრებს ართმევდა, ჩვენც მისკენ წავედით
-გილოცავთ ნინა-ღიმილით ვუთხარი და საჩუქარი გავუწოდე
-მადლობა სამივეესს-ღიმილით წამოიძახა და თითოეულს ცალ-ცალკე გადაგვეხვია- აი ჩვენი დარბაზი იქეთაა, მამას მთლიანად უნდოდა დაქირავება მაგრამ წამწუხაროდ ვერ მოახერხა, მეორე ნაწილში ვიღაც ბიზნესმენი ქეიფობს თავისი ხალხითურთ(ჩაიცინა) და არაფრის დიდებით არ დაგვითმეს, ესეც მნიშვნელოვანიაო ასე მითხრეს- ნაწყენმა ჩაილაპარაკა მაგრამ მალევე გახალისდა და სტუმრებისკენ გაგვიძღვა. დიდხნიანი მუსიკის, ქეიფის და სადღერძელოების შემდეგ, კარგად შემთვრალი სუფრა აიშალა და ყველამ მის ჭკუაზე
შეუბერა ცეკვა. თავი რატომღაც შეუძლოდ ვიგრძენი, ალბათ ძალიან გადამღალა ყოველივემ, დაქალებს ვუთხარი რომ მალე დავბრუნდებოდი და გარეთ გამოვედი, წვიმის სურნელით გაჟღენთილი ჰაერი ხარბად შევისუნთქე და იქვე მდგომ სკამზე ჩამოვჯექი. კარების გაღების ხმა გავიგე, მაგრამ თავბრუსხვევა იმდენად გამძლიერებოდა რომ გვერდითაც ვერ მოვიხედე, ვატყობ იმ მცირე სასმელმაც კი ცუდად იმოქმედა ჩემზე, ჩემი სუსტი ორგანიზმის გამო. ვიგრძენი როგორ ჩამომიჯდა გვერდით ვიღაც მაგრამ ვერც ახლა მოვახერხე გვერდით გახედვა
-ეს შენ ხარ?!-გავიგე გაკვირვებული ხმა..პასუხის გაცემა კიარა თავის მობრუნებაც კი ვერ მოვახერხე..გილოცავ!-გავიგე ირონიული ხმა ცოტახანში- შენი ყურსასმენები გადარჩა..-განაგრძობდა ირონიული ტონით საუბარს ვიღაც და ბოლოს მისი ჩაცინებაც კი გავიგე. ამ ხმის გაგონებაზე მთელს სხეულში ცივმა ჟრუანტელმა დამიარა, ისედაც ცუდად მყოფი კიდევ უფრო ცუდად გამხადა.თავს მთელი ძალა დავატანე და ამ ხმის პატრონისკენ მივატრიალე. დაბინდულ მზერაშიც კი ვარჩევდი მის მკაცრ მზერას და ვხედავდი თუ როგორ უელავდა
მწვანე თვალები განათებაზე. ცივი, ირონია ნარევი მზერა მომაბყრო და როცა მიხვდა რომ ჩემი საქმე მთლაად კარგად ვერ იყო, სახე გაუმკაცრდა და მკლავში ხელი ჩამავლო-რა გჭირს ? ხო კარგად ხარ?-დაძაბულმა მკითხა და თვალებში ჩამაშტერდა. ეს უკვე პიკი იყო..ვიგრძენი როგორ დამასხა ცივმა ოფლმა და სისუსტისგან თვალები მიმელულა, გრძნობის დაკარგვამდე მისული მაინც ვგრძნობდი როგორ ჩაბღაუჭებოდა ჩემს მკლავებს და მთელი ძალით მაჯანჯღარებდა, ამან კი უარესი დამმართა, ყველაფერ "კარგს" გულისრევის საშინელი შეგრძნება დაემატა და ახლა უკვე
მართლა მივხვდი რომ გული მიმდიოდა..სიბნელეში დაკარგულს შორიდან მესმოდა ის სუსხიანი, ცივი ხმა ,რომელიც ჩემს გონზე მოყვანას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ..ვიგრძენი როგორ ამიყვანეს ჰაერში და თავი გაუაზრებლად მივადე ვიღაცის მკერდს..გონება თითქმის დაკარგული მქონდა მაგრამ ამ მწველ სურნელს მაინც ვგრძნობდი, რომელსაც მთელი ჩემი ფილტვები შეევსო და უცნაურად მიწვავდა..ჰააჰ, ეს ის მომენტია როცა ჩემს ყოველწამიერ მოგონებებს ხმასთან და მზერასთან ერთად სურნელიც შეემატა..მერე უკვე აღარაფერი აღარ მახსოვს..მხოლოდ დიმიტრის მასავით, მკაცრი..მწველი სურნელი..


მეგობრებო ვისაც მოგწონთ ან რაიმე შენიშვნა გაქვთ, გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი ყველაა აზრი კომენტარებში რადგან ეს მართლა მნიშვნელოვანია ჩემთვის..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent